განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №180210016001367596
(2ბ/1929-2017)
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2018 წელი ქალაქ თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლე - გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - ს----------–---------------------–-------------–-------–-------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შ------------
დავის საგანი - ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად უარყოფა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით შ-----------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ს----------–---------------------–-------------–------–------ს“ შ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 5 821,5 ლარის გადახდა. გაუქმდა 2----–-–---------------ს გაფორმებული N--- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 14.4 პუნქტის შესაბამისად ს--- ,-------–---------------------–-----------–-------–------ის“ მიერ შ-----------სათვის“ – 1123.36 ლარის ოდენობით დაკისრებული პირგასამტეხლო. ს------------–---------------------–-----------–------–------ს“ დაეკისრა შ-----------ს“ სასარგებლოდ მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 175 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას;
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ს--- ,-------–---------------------–-----------–-------–------ი”-სათვის ქსელური მოწყობილობის შესყიდვის მიზნით (--------------------- გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში (სატენდერო განცხადება №------------) გამარჯვებულად გამოცხადდა შ-----------” (იხ. ს----------–---------------------–-------------–-------–-------ს 2-----–-–-------------ს №---- ბრძანებით შექმნილი სატენდერო კომისიის 2----–-–---------–---ს სხდომის ოქმი №-);
2.2. 2----–-–---------------ს, მოსარჩელე შ-----------ს” და მოპასუხე ს------------–---------------------–-----------–-------–------ს” შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის (პროგრამული კოდი: 3-----) ფარგლებში ს-----–---------------------–-----------–-------–--------ათვის ქსელური მოწყობილობის მიწოდება/მონტაჟი (--------------------- შესყიდვა ელექტრონული ტენდერის საშუალებით (სატენდერო განცხადება №------------). მოსაწოდებელი საგნის ღირებულება შეადგენდა 13,498.00 ლარს. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, მოსაწოდებელი საქონლის ტექნიკური მახასიათებლები და ერთეულის ღირებულებები მოცემულია დანართში, რომელიც ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (იხ. 2----–-–---------------ს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულება);
2.3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების დანართი - №--ის მიხედვით, შ-----------ს” ს------------–---------–---------------------–-----------–-------–--------------- უნდა მიეწოდებინა 12 სახის საქონელი. კერძოდ, UTP cable (5 cat) არანაკლებ 60% სპილენძის შემცვლელობის, საკაბელო არხი 110X34 შიგა კედელზე მონტაჟისათვის, მოდული 2Xrj45 თავსებადი მე-2 პოზიციასთან, ჩამოსაკიდი საკომუნიკაციო კარადა 9U, patch cord 0,5M თავსებადი მე-3 პოზიციასთან, დასადგამი საკომუნიკაციო კარადა 16U, patch cord 2M თავსებადი მესამე-3 პოზიციასთან, pach პანელ 24 port თავსებადი მე-2, მე-5, მე-7 პოზიციასთან, PDU 8 port თავსებადი მე-5 და მე-7 პოზიციასთან, U------------ M---- თავსებადი მე-5, მე-9 და მე-7 პოზიციასთან, გოფრირებული მილი. შ-----------ს” საქონლის მიწოდების შემდეგ უნდა განეხორციელებინა მიწოდებული საქონლის მონტაჟი. მისაწოდებელი საქონლის ღირებულება შეადგენდა 13 498 ლარს ხოლო, მონტაჟის ფასი შეადგენდა - 4 321,5 ლარს (იხ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების დანართი - №-);
2.4. 2-----–-–-------------------ს მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით 2----–-–---------------ს გაფორმებული №--- ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელმა ჩააბარა, ხოლო შემსყიდველმა ჩაიბარა 7676.50 ლარის ღირებულების საქონელი. კერძოდ, 1. UTP cable (5 cat) არანაკლებ 60% სპილენძის შემცვლელობის, 2. საკაბელო არხი 110x34 შიგა კედელზე მონტაჟისათვის, 3. მოდული 2Xrj45 თავსებადი მე-2 პოზიციასთან, 4. საკაბელო არხი 40x45 თავსებადი მე-2 და მე-3 პოზიციასთან; 5. ჩამოსაკიდი საკომუნიკაციო კარადა 9U, 6. patch cord 0,5M თავსებადი მე-3 პოზიციასთან; 7. დასადგამი საკომუნიკაციო კარადა 16U; 8. patch cord 2M თავსებადი მესამე-3 პოზიციასთან, 9. pach პანელ 24 port თავსებადი მე-2, მე-5, 7. მე-7 პოზიციასთან,; 10. PDU 8 port თავსებადი მე-5 და მე-7 პოზიციასთან; 11. გოფრირებული მილი. აღნიშნული საქონლის მიწოდების პერიოდში მომწედებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები და პირობები, კერძოდ: მოწოდებულ საქონელზე დაფიქსირდა 05 დღიანი ვადაგადაცილება. ამასთან, არ იქნა მოწოდებული 3 ცალი U------------ M---- მთლიანი ღირებულებით 1500 (ათასხუთასი) ლარი, რის გამოც ვერ განხორციელდა სრული მონტაჟი, 4321.50 ლარის ღირებულების. აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერენ მხარეები (იხ. 2----–-–-----------------ს მიღება - ჩაბარების აქტი);
2.5. ს--- ,-------–---------------------–-----------–-------–------ის” 2----–-–----- ოქტომბრის №------ წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ ვინაიდან დაირღვა მიწოდების ვადები და სრულად არ განახორციელა საქონლის მიწოდება, შემსყიდველი იყენებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებას და ცალმხრივად წყვეტდა ხელშეკრულებას, ხოლო ვადის გადაცილების გამო მოპასუხეს აკისრებდა პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომლის ოდენობამ შეადგენა 1123.36 ლარი (იხ. სა---------–----------–----------------------–------- კ--–-----ი ც------ის 2----–-–----- ოქტომბრის №------ წერილი);
2.6. ს----------–----------–---------------------–-----------–------- ც------მა მიმართა ს----–-–------–----------------------- და აცნობა, რომ შ-----------მ” არ შეასრულა მხარეთა შორის 2----–-–---------------ს გაფორმებული №--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ არ განახორციელა საქონლის სრულად და დროულად მიწოდება, რის გამოც აღნიშნული ხელშეკრულება არის არაჯეროვნად შესრულებული. ითხოვა ს----–-–------–----------------------მ უზრუნველყოს შ-----------ს” შავ სიაში დარეგისტრირება (იხ. საქართველოს ს-----–---------------------–-----------–------ ც------ის 2----–-–----- ოქტომბრის №------ წერილი);
2.7. შ-----------მ” ვალდებულების შესრულების მოთხოვნით განცხადებით მიმართა ს-----–---------------------–-------------–-------–------- და აცნობა, რომ შ-----------მ” ხელშეკრულების დანართი №--ის მიხედვით ნაწილობრივ მიაწოდა და დაამონტაჟა შეთანხმებული საქონელი, რაზეც გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო დარჩენილი პოზიციის (დანართი №--ის მე-10 პოზიცია და „მონტაჟი”) მიწოდება და მონტაჟი მოხდა 22.09.2015წ., რითაც შესრულდა შ-----------ს” მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. შ-----------მ” მოახდინა დანართი №--ის მე-10 პოზიციის მიწოდება და მონტაჟი, თუმცა ინსპექტირების ჯგუფმა მიწოდებული და დამონტაჟებული საქონელი არ ჩაიბარა, იმ მიზეზით, რომ მიწოდებული პროდუქტი მუშაობს 110V-ზე, რაც არ ეწინააღმდეგება არც სატენდერო და არც კონტრაქტის პირობებს, დანართი №--ის მე-10 პოზიცია სრულად შეესაბამება სატენდერო მოთხოვნებს. აღნიშნული წერილით შ-----------მ” მოუწოდა მოპასუხეს შეესრულებინა ვალდებულება, რადგან საქონლის მიღებაზე უარის თქმით მატერიალური ზიანი ადგება კომპანიას.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ხელშეკრულების ცალკეული სახის განსაზღვრისას, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია, არა ზოგადი დათქმები, არამედ ის არსებითი უფლება-მოვალეობები, რომლებსაც მხარეები იძენენ გარიგების გაფორმებისას.
2.9. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 340-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შერეული ხელშეკრულებების განმარტებისას მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან. კერძო სამართალი ხელშეკრულების ამ სახის განმარტების ხერხს იმ შემთხვევაში მიმართავს, როდესაც შეთანხმებაში განსხვავებული შინაარსის მქონე დებულებების არსებობა განაპირობებს მხარეთა საერთო განზრახვის დადგენის საჭიროებას, რითაც ისინი ხელმძღვანელობდნენ ხელშეკრულების გაფორმებისას. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო მათ ნებას განმარტავს იმ დათქმებზე აპელირებით, რომლებიც თავისი შინაარსით, უფრო ახლოს დგანან იმ მიზნებთან, რისი მიღწევაც მხარეებს სურდათ ამ ხელშეკრულების დადებისას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზე იყო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის შესახებ. მისაწოდებელი საგნის ღირებულება შეადგენდა 13,498.00 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, მოსაწოდებელი საქონლის ტექნიკური მახასიათებლები და ერთეულის ღირებულებები მოცემული იყო დანართში, რომელიც ერთვოდა ხელშეკრულებას და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ქსელური მოწყობილობების მიწოდებასთან დაკავშირებით სახეზე იყო ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო ამავე ქსელური მოწყობილობების მონტაჟთან მიმართებით – ნარდობის ხელშეკრულება. შესაბამისად, ვინაიდან ერთი ხელშეკრულება შეიცავდა ორი განსხვავებული სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ დებულებებს, ამიტომ მითითებული ხელშეკრულება წარმოადგენდა შერეული ტიპის ხელშეკრულებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 340-ე მუხლის კონტექსტში. შესაბამისად, მხედველობაში იყო მისაღები ის ნორმები, რომლებიც შესრულების არსთან უფრო ახლოს იდგა.
2.10. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოიშვა 2----–-–---------------ს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებით, რომელიც შერეული ხელშეკრულების ტიპს განეკუთვნება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შ-----------ს” ს-----–---------------------–-----------–-------–--------ათვის უნდა განეხორციელებინა ქსელური მოწყობილობის მიწოდება/მონტაჟი (--------------------- შესყიდვა ელექტრონული ტენდერის საშუალებით (სატენდერო განცხადება №------------), რაც თავისი არსით იყო ნარდობა, რადგან ითვალისწინებდა ს--- ს-----–---------------------–-----------–-------–-------- დაკვეთით შ-----------ს“ მიერ ქსელური მოწყობილოებების მიწოდება/მონტაჟის მომსახურეობის გაწევას.
2.11. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
2.12. სასამართლომ აღნიშნა, რომ ქსელური მოწყობილობების მიწოდების ნაწილში ხელშეკრულება თავისი არსით იყო მოძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულება, რადგან ითვალისწინებდა ამ ნივთების ს--- ,,------–-----------------------–------- კ--–-----ი ც------ის“ საკუთრებაში გადაცემას შესაბამისი საფასურის მიღების სანაცვლოდ.
2.13. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი კი, მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ-----------მ“ სრულად შეასრულა 2----–-–---------------ს დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მოპასუხეს გადასცა ხელშეკრულების დანართის 12 პუნქტით გათვალისწინებული საქონელი, თუმცა მოპასუხემ ჩაიბარა მხოლოდ 11 პუნქტით გათვალისწინებული საქონელი და უარი თქვა 1 (მე-10 პუნქტი) სახის საქონლის, კერძოდ U------------------–ის ჩაბარებაზე. მოსარჩელემ ასევე განახორციელა მიწოდებული დანარჩენი საქონლის მონტაჟი, ხოლო რადგანაც მოპასუხემ არ ჩაიბარა იუპიესები, არც მისი მონტაჟი არ განახორციელებულა.
სასამართლომ მიუთითა, რომ ხელშეკრულების მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია ს------------–---------------------–-----------–------–------ს“ მოაწოდოს საქონელი თანმდევი მომსახურებით (მონტაჟით) შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად ც------ის ბაზებზე – მცხეთის რაიონის ს------–--–----- და მცხეთის რაიონის ს-----------------–- ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
სასამართლომ მიუთითა, რომ 2----–-–-----------------ს მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შ-----------მ“ ს------------–---------------------–-----------–------–------ს“ ჩააბარა, და თავის მხრივ ს--- ,-------–---------------------–-----------–--------–--------- ჩაიბარა 7676.50 ლარის ღირებულების, ხელშეკრულების დანართის 11 პუნქტით გათვალისწინებული საქონელი. აქტში ასევე აღინიშნა, რომ აღნიშნული საქონლის მიწოდების დროისათვის დარღვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები და პირობები, კერძოდ დაფიქსირდა 05 დღიანი ვადაგადაცილება. ამასთანავე, არ იქნა მოწოდებული 3 ცალი U------------ M---- (დანართის მე-10 პუნქტი) მთლიანი ღირებულებით 1500 (ათასხუთასი) ლარი, რის გამოც ვერ განხორციელდა სრული მონტაჟი 4321.50 ლარის ღირებულების. ამავე მიღება – ჩაბარების აქტით ირკვევა, რომ შ-----------მ“ განახორციელა მიწოდებული საქონლის მონტაჟი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ შ-----------მ“ ქსელური მოწყობილობები ს------------–---------------------–-----------–------–------ს“ მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 05 დღიანი ვადაგადაცილებით თუმცა მოპასუხემ ეს ტექნიკა მიიღო, რასაც ადასტურებდა მხარეთა შორის გაფორმებული 2----–-–-----------------ს მიღება–ჩაბარების აქტი. მოპასუხეს ვადის დარღვევის გამო პრეტენზია არ განუცხადებია და არ გამოუყენებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლით მინიჭებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება. მას არ გამოუვლენია ნება ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ და ვადის გასვლის მიუხედავად მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულება. შესაბამისად, ეს გარემოება არ ათავისუფლებდა ს------------–---------------------–-----------–------–------ს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდებული საქონლის და განხორციელებული სამონტაჟო მომსახურების სრული ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
2.14. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლზე (რომლის თანახმად, 1. თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით დამატებითი ვადის დაწესება ვალდებულების დარღვევისას 1. თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი) და აღნიშნა, რომ მოპასუხემ ს--- ,-------–---------------------–-----------–--------–--------- საქონელი მიიღო, რასაც ადასტურებდა მხარეთა შორის გაფორმებული 2----–-–-----------------ს მიღება–ჩაბარების აქტი. მოპასუხეს ვადის დარღვევის გამო პრეტენზია არ განუცხადებია და არ გამოუყენებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლით მინიჭებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება. მას არ გამოუვლენია ნება ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ და ვადის გასვლის მიუხედავად მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულება. მოპასუხეს ასევე, არ განუსაზღვრავს მოსარჩელისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405–ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი ვადა და გაფრთხილება. გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხეს უნდა ჰქონოდა ინტერესი სრულად ჩაებარებინა მიწოდებული საქონელი და განეხორციელებინა მიწოდებული საქონლის სრული მონტაჟი.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ შ-----------ს” მიერ მიწოდებული U-------------------ი იყო ნაკლის მქონე, რის გამოც ვერ განხორციელდა აღნიშნული იუპიესის მონტაჟი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს არ გამოუყენებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები, მოსარჩელის მიმართ არ დაუყენებია პრეტენზია ნაკლის მქონე ნივთის გამო და შესაბამისად მოსარჩელისათვის არ განუსაზღვრავს გონივრული ვადა ვალდებულების შესასრულებლად და უნაკლო ნივთის მიწოდებისათვის.
სასამართლომ აღნიშნა, მხარეთა შორის დადებული 2----–-–---------------ს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების 15.2 პუნქტის თანახმად, მხარე, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი. აღნიშნული შეტყობინება უნდა მიეწოდეს მეორე მხარეს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე მინიმუმ 05 დღით ადრე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპსუხე მხარემ დაარღვია ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტის მოთხოვნა, ვინაიდან ს------------–---------------------–-----------–-------–------მა” გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოსარჩელეს აცნობა 06 ოქტომბერს, აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეს არ შეატყობინა ძალაში შესვლამდე მინიმუმ 5 დღით ადრე, რითაც დაარღვია ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტის მოთხოვნა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ შ-----------მ” ვალდებულების შესრულების მოთხოვნით განცხადებით მიმართა ს-----–---------------------–-------------–-------–------- და აცნობა, რომ მან სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, თუმცა ინსპექტირების ჯგუფმა არ მიიღო მიწოდებული და დამონტაჟებული საქონელი, იმ მიზეზით, რომ მიწოდებული პროდუქტი მუშაობდა 110V-ზე. აღნიშნული წერილით შ-----------მ” მოუწოდა მოპასუხეს შეესრულებინა ვალდებულება, რადგან საქონლის მიღებაზე უარის თქმით მატერიალური ზიანი ადგებოდა კომპანიას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთ პირობებში, შ-----------ს“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდებული საქონლის და განხორციელებული მონტაჟის საფასურის გადაუხდელობა გამოიწვევდა ს--- ,-------–---------------------–-----------–-------–------ის“ უსაფუძვლო გამდიდრებას, რაც სამოქალაქო უფლების განხორციელების კეთილსინდისიერების პრინციპს ეწინააღმდეგებოდა.
2.15. სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილებულიყო მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (რომლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას). ამავე კოდექსის 394-ე მუხლზე (1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება) და განმარტა, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად - შეთანხმებული პირობების დაცვით. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში წარმოიშობა არა მარტო შესრულების მოთხოვნის უფლება, არამედ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაც.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე, (რომლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო), ამავე კოდექსის 412-ე მუხლზე (რომლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) და განმარტა, რომ მითითებული მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელი პირობა იყო ზიანის გამომწვევ ქმედებასა და ზიანს შორის უშუალო მიზეზობრივი კავშირის არსებობა. ამასთან, ანაზღაურდებოდა ის ზიანი, რაც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო. მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო იყო თუ არა ზიანი სამართლებრივი ურთიერთობის არსიდან გამომდინარე უნდა დადგენილიყო.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლზე (რომლის მიხედვით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი) და აღნიშნა, რომ ს--- ,-------–---------------------–-----------–-------–------ისათვის“ ცნობილი იყო, რომ შ------------ არ იყოს ქსელური მოწყობილობების მწარმოებელი, მას ეს საქონელი თავის მხრივ უნდა შეეძინა მესამე პირისგან. შესაბამისად, მოპასუხეს შეეძლო ევარაუდა, რომ მიწოდებისა და მონტაჟის საფასურის გადაუხდელობა ზიანს მიაყენებდა შ-----------ს “.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო, სასაქონლო ზედნადებები, რითაც დასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ ინტერნეტის მეშვეობით შეიძინა 3 ცალი იუპიესი, რაშიც გადაიხადა შესაბამისი თანხა. შეძენილი საქონელი 2----–-–---------------ს მოსარჩელემ ჩამოიტანა camex.ge-is მეშვეობით, რომელსაც გადაუხადა შესაბამისი ღირებულება. აღნიშნული დასტურდებოდა, ასევე გამარტივებული დეკლარაციის დოკუმენტაციით, სადაც მითითებული იყო, რომ შ-----------ს“ მიერ შეძენილი იყო 3 ცალი იუპიესი, იმ ოდენობით რა ოდენობითაც უნდა მიეწოდებინა მოპასუხისათვის. შესაბამისად დადგენილი იყო, რომ შ-----------მ“ ს--- ,-------–---------------------–-----------–-------–------ისათვის“ ინტერნეტის მეშვეობით შეიძინა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულების დანართი 2-ით გათვალისწინებული საქონელი - 3 ცალი იუპიესი, რაშიც გადაიხადა შესაბამისი საქონლის, ტრანსპორტირების თანხები და იმპორტის გადასახადები.
სასამართლომ განმარტა, რომ ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი ხელშეკრულებაა, რომლითაც დამკვეთს ეკისრება მიიღოს შესრულებული სამუშაო და გადაიხადოს საზღაური, ხოლო მენარდე ვალდებულია დაამზადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაკეთობა ან გაუწიოს დამკვეთს მომსახურება. ამასთან, მენარდე ვალდებულია დამკვეთს გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის დადებული 2----–-–---------------ს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულების თანახმად, შ-----------ს“ გააჩნდა ს--- ,-------–---------------------–-----------–-------–------ისათვის“ საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის განხორციელების ვალდებულება. შ-----------მ“ სრულად შეასრულა აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მან მოპასუხეს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 12 სახის საქონელი, საიდანაც 11 სახის საქონელი ჩაიბარა მოპასუხემ, ხოლო U-------------------ის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. ამავე ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა მიწოდებული საქონლის მონტაჟიც. შ-----------მ“ განახორციელა მის მიერ მიწოდებული და ს--- ,-------–---------------------–-----------–-------–------ის“ მიერ ჩაბარებული 11 სახის საქონლის მონტაჟი. მიწოდებული საქონლის მონტაჟის ღირებულება მოპასუხეს შ-----------სათვის“ არ აუნაზღაურებია. ხოლო ის ფაქტი, რომ მიწოდებული საქონელი – 3 ცალი U-------------------ი არ იყო სათანადო ხარისხის და ვერ უზრუნველყოფდა მოპასუხის მიზნის შესრულებას, იქიდან გამომდინარე, რომ მიწოდებული პროდუქტი მუშაობს 110 V-ზე, ხოლო მოპასუხეს სჭირდებოდა საქონელი, რომელიც მუშაობს 220 V-ზე სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული, როგორც მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ 2----–-–---------------ს ხელშეკრულების დანართ N-–ში, რომელიც მიღებულია ხელშეკრულების მხარეთა ნების გამოვლენით, დეტალურად იყო განსაზღვრული იმ პროდუქციის სერია, რომლის მიწოდება და მონტაჟი უნდა განეხორციელებინა შ--------------. შესაბამისად, მოსარჩელემ ს-------------–---------------------–-----------–------–-------- მიაწოდა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი. სასამართლომ ასევე, აღნიშნა, რომ თუ მოპასუხეს სჭირდებოდა სპეციალური მონაცემების საქონელი, მის ინტერესში შედიოდა დაეზუსტებინა კონკრეტული საქონლის მახასიათებელი, რაც აისახებოდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დანართში. საქონლის კონკრეტული მახასიათებელის და მონაცემების შესახებ მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული არ არის.
სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნულ საქმეს მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მტკიცებულებად დაერთო ს---------------–---------------------------–-----------–-------–---------თვის“ სხვადასხვა სახის ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოებისა შესყიდვის მიზნით განსახორციელებელი ელექტრონული ტენდერის C---------- სატენდერო დოკუმენტაცია, სადაც მოპასუხეს დაზუსტებული აქვს საქონლის ვოლტაჟობა და ელ–კვების გარაფში უთითებს 220 V-ს.
შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საჭირო არ იყო შ-----------სთან“ დადებულ ხელშეკრულებაში საქონლის სპეციალური მონაცემების განსაზღვრა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხელშეკრულების მხარეს მეორე მხარისაგან ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს, თუ თავად ჯეროვნად აქვს შესრულებული სანაცვლო ვალდებულება. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში შ-----------მ“ ჯეროვნად შეასრულა ნასყიდობის/ნარდობის ხელშეკრულება, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
2.16. სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილებულიყო მოსარჩელის მოთხოვნა და უნდა გაუქმებულიყო 2----–-–---------------ს გაფორმებული N--- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 14.4 პუნქტის შესაბამისად ს------------–----------------------–------------–--------–--------- მიერ შ-------------------- – 1123.36 ლარის ოდენობით დაკისრებული პირგასამტეხლო.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლზე (რომლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას).ამავე კოდექსის 401-ე მუხლზე (რომლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული) და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, შ-----------ს“ მიერ მიწოდებული ქსელური მოწყობილობები უზრუნველყოფდა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნის შესრულებას. კერძოდ, მოსარჩელის მიერ მიწოდებული საქონელი სრულად შეესაბამებოდა ხელშეკრულების N- დანართში მოცემულ სასაქონლო მახასიათებლებს და ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს. ხოლო ის ფაქტი, რომ მიწოდებული საქონელი – 3 ცალი U-------------------ი არ იყო სათანადო ხარისხის და ვერ უზრუნველყოფდა მოპასუხის მიზნის შესრულებას, იქიდან გამომდინარე, რომ მიწოდებული პროდუქტი მუშაობდა 110 V-ზე, ხოლო მოპასუხეს სჭირდებოდა საქონელი, რომელიც მუშაობდა 220 V-ზე სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული, როგორც მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების არა ჯეროვანი შესრულება.
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოპასუხემ ს--- ,-------–---------------------–-----------–--------–--------- მოსარჩელის მიერ მიწოდებული ტექნიკა მიიღო, რასაც ადასტურებდა მხარეთა შორის გაფორმებული 2----–-–-----------------ს მიღება – ჩაბარების აქტი. მოპასუხეს ვადის დარღვევის გამო პრეტენზია არ განუცხადებია და არ გამოუყენებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლით მინიჭებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება. მას არ გამოუვლენია ნება ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ და ვადის გასვლის მიუხედავად მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ-----------ს“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია ვალდებულების დარღვევის ფაქტს, რაც გამორიცხავდა მასზე პირგასამტეხლოს დაკისრებას.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი საფუძვლები
3.1. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქსელური მოწყობილობის მიწოდება/მონტაჟი, ანუ საქონლის მიწოდება თანმდევ მომსახურებასთან ერთად და მხოლოდ ამის შემდგომ ხდება საქონლის ჩაბარება შესაბამისი მიღება – ჩაბარების აქტის საფუძველზე. საქონელი მონტაჟით წინ უნდა უსწრებდეს მიღება – ჩაბარების აქტის გაფორმებას და არა პირიქით.
3.2. სასამართლომ არასწორედ მიიჩნია დადგენილად ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ ასევე განახორციელა მიწოდებული დანარჩენი საქონლის (U------------------) მონტაჟი, რადგან არც ერთი ფაქტობრივი გარემოება არ მიუთითებს აღნიშნული საქონლის მონტაჟზე. გარდა ამისა, სასამართლო თავად აცხადებს, რომ რადგანაც მოპასუხე მხარემ არ ჩაიაბარა U------------------ აღნიშნულის მონტაჟი არ განახორციელა მოსარჩელემ.
3.3. სასამართლომ არასწორედ მიიჩნია დადგენილად ის ფაქტი, რომ შ-----------მ" სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ვინაიდან, შ------------ 2----–-–----------------ს მიღება – ჩაბარების აქტზე ხელმოწერით დაადასტურა, რომ მათი მხრიდან დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები და პირობები, კერძოდ: დაფიქირდა 5 დღიანი ვადაგადაცილება, ამასთან, არ იქნა მოწოდებული 3 ცალი U------------ M-----ი და ვერ განხორციელდა სრული მონტაჟი.
3.4. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტი, რომ შ-----------მ" ს----------–---------------------–-----------–------–------- გადასცა 12 სახის საქონელი. რადგან, საქონლის გადაცემად ითვლება მიწოდება/მონტაჟი და არა მხოლოდ ადგილზე მიტანა. ამიტომაც, განხორციელდა მხოლოდ 11 მოწოდებული საქონლის ჩაბარება.
3.5. სასამართლო ადგენს ორ ურთიერთგამომრიცხავ გარემოებას, კერძოდ ადგენს, რომ შ-----------მ" განახორციელა მიწოდებული დანარჩენი საქონლის (U------------------) მონტაჟი და მეორე მხრივ ადგენს იმ ფაქტს, რომ რადგან ს----------–---------------------–-----------–------- ც------მა არ ჩაიბარა დანარჩენი საქონელი, აღნიშნულის მონტაჟი შ-----------მ" არ განახორციელა.
3.6. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტი, რომ 3 ცალი U------------------ ამჟამადაც ს----------–---------------------–-----------–-------–-------- მფლობელობასა და სარგებლობაშია. თავად შ------------ წარმომადგენლებსაც არ გაუხდიათ სადაოდ ფაქტი, რომ დღეის მდგომარეობის, მას შემდეგ რაც არ მოხდა აღნიშნული საქონლის ჩაბარება, 3 ცალი U------------ M----–ი მათთან ინახება. ასევე, მცხეთის რაიონული სასამართლოსთვის ცნობილი იყო ის ფაქტი (შ------------ შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების დართვასთან დაკავშირებით), რომ იქიდან გამომდინარე, რომ არ განხორციელდა აღნიშნული საქონლის მონტაჟი და შესაბამისად არ მოხდა მისი ჩაბარება, ს--- ს-----–---------------------–--------კ--–----- ც------ს მოუწია ახალი ტენდერის ჩატარება და სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება, რომლის საფუძველზე შეძენილი ტექნიკური საშუალებებს იყენებს დღესაც.
3.7. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელემ ჯერ საქონლის ნაწილობრივი მიწოდება/მონტაჟი განახორციელა, ხოლო შემდეგ კი – 2015 წლის 22 სექტემბერს, დარჩენილი საქონლის (ხელშეკრულების დანართი N-–ის მე–10 და მე-13 პოზიციები). აღნიშნული არ შეესაბამება ფაქტობრივ რეალობას, ვინაიდან მოგვიანებით შესრულების ფაქტს ადგილი არ ჰქონია (2015 წლის 22 სექტემბერი) და საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება საწინააღმდეგოზე არ მეტყველებს. აპელანტი ადასტურებს ფაქტს, რომ შ------------ წარმომადგენლებმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ადგილას მართლაც მოიტანეს 3 ცალი U------------ M-----ი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არ განხორციელებულა მათი დამონტაჟება, აღნიშნული ფაქტი ვერ ჩაითვლებოდა საქონლის მიწოდებად, რადგანაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს საქონლის მიწოდება/მონტაჟი და თანმდევი მომსახურების გარეშე ნივთის ადგილზე მიტანა ვერანაირად ვერ ჩაითვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულ და ჯეროვან შესრულებად.
3.8. სასამართლომ არასწორად განმარტა მოპასუხის პოზიცია და დაადგინა, რომ შ-----------ს" მიერ მიწოდებული U------------------ იყო ნაკლის მქონე, რის გამოც ვერ განხორციელდა აღნიშნული საქონლის მონტაჟი. ს----------–---------------------–-----------–-------–------- არასოდეს განუცხადებია, რომ მიწოდებული U------------------–ი იყო ნაკლის მქონე, უხარისხო და ამის გამოც ვერ განხორციელდა აღნიშნული UPS-ის მონტაჟი, მითუმეტეს წერილობითი ფორმით. ც------მა არ მიიღო აღნიშნული საქონელი იმ მიზეზის გამო, რომ შ------------ არ/ვერ განახორციელა მისი მონტაჟი.
სასამართლომ მოსარჩელე არასწორად გაათავისუფლა პირგასამტეხლოს გადახდისაგან, მაშინ როდესაც სადავო არ არის რომ ვალდებულება თუნდაც ნაწილობრივ შესრულდა ვადის დარღვევით. ამასთან, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 352–ე მუხლი, რომლის თანახმადაც ხელშეკრულებაზე უარის თქმა, წარმოადგენს მხარის უფლებას და არა ვალდებულებას. ც------მა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ნაწილი, პრეტენზია გამოთქვა ვადის დარღვევის გამო, რაც გამოიხატა პირგასამტეხლოს დაკისრებაში და სრულად აანაზრაურა მოწოდებული საქონლის ღირებულება, რაც დასტურდება 2----–-–----------------ს მიღება – ჩაბარების აქტით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ შ---------- მხრიდან ადგილი არ ჰქონია ვალდებულების დარღვევის ფაქტს, მაშინ, როდესაც ორივე მხარე, მათ შორის შ----------- წერილობით ადასტურებს, რომ ვალდებულება შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების და პირობების დარღვევით, კერძოდ: მიწოდებულ საქონელზე დაფიქსირდა 5 დღიანი ვადაგადაცილება და არ იქნა მოწოდებული 3 ცალი UPS 1000 R--- M---- (მთლიანი ღირებულებით – 1500 ლარი), რის გამოც ვერ განხორციელდა სრული მონტაჟი (საერთო ღირებულებით – 4321.50 ლარი), შესაბამისად გაუგებარია რა აძლევს სასამართლოს იმის მტკიცების საფუძველს, რომ სახეზეა შ------------ მხრიდან ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულება) რაც გამორიცხავს მასზე პირგასამტეხლოს დაკისრების და გადახდის სამსართლებრივ საფუძველს.
სამართლებრივი საფუძვლები
3.10. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლი. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ქმედება – ხელშეკრულებაზე უარის თქმა, წარმოადგენს მხარის უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას. ც------ს აღნიშნული უფლებით არ უსარგებლია (ც------ის დისკრეციული უფლებამოსილება), შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება (დამატებითი ვადის დაწესებასთან დაკავშირებით) არ ეკისრება ს----------–---------------------–-----------–------–-------.
3.11. სასამართლომ ასევე არასწოად მიუთითა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმაზე.
3.12. სასამართლომ მართალია გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლი (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის), მაგრამ ამავე დროს მიიჩნია, რომ შ---------- მხრიდან ადგილი არ ჰქონია ვალდებულების დარღვევის ფაქტს, მაშინ, როდესაც ორივე მხარე წერილობით ადასტურებს, რომ ვალდებულება შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევით.
3.13. სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 412-ე, 414-ე და 394-ე მუხლი, კერძოდ აღნიშნული ნორმები კავშირშია ზიანის დადგომის ფაქტთან. ვინაიდან, ც------ის ქმედებით არ დამდგარა ზიანი შ-----------ს" მიმართ და ვინაიდან ც------ის მხრიდან მოწოდებულ საქონელზე გადახდილია შესაბამისი ღირებულება (ხოლო მონტაჟის ღირებულება არ არის და არც უნდა ყოფილიყო გადახდილი, ვინაიდან ხელშეკრულების დანართი №--ის მიხედვით მონტაჟი ვრცელდება ყველა მოსაწოდებელ საქონელზე ერთად და არა რომელიმეზე კონკრეტულად და ის არის საერთო ღირებულებით განსაზღვრული) ც------ს არ უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება შ-----------ს" მიმართ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ--------- საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
იმისთვის, რომ შემოწმდეს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომელიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს;
საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ ას-15-29-1443-2012, ას-973-1208-04; ას-664-635-2016).
მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისთვის, საააპელაციო საჩივრის პრეტენზიებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის კვლევის საგანს წარმოადგენს შეასრულა თუ არა მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელემ) ხელშეკრულებიდან გამომდინარე მასზე დაკისრებული ვალდებულებები საქონლის სრულად მიწოდებისა და მისი მონტაჟის შესახებ და თუ რა ედო საფუძვლად დამატებით მიწოდებული საქონლის მიღება-მონტაჟზე უარის თქმას. ასევე, სწორედ გათავისუფლდა თუ არა მოსარჩელე პირგასამტეხლოს გადახდისაგან.
პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
4.2. ს--- ,-------–---------------------–-----------–-------–------ი”-სათვის ქსელური მოწყობილობის შესყიდვის მიზნით (--------------------- განხორციელებულ ელექტრონულ ტენდერში (სატენდერო განცხადება №------------) გამარჯვებულად გამოცხადდა შ-----------’’.
(მტკიცებულება იხ. ტომი 1; ს.ფ. 21-23; ს----------–---------------------–-----------–-------–-------- 2----–-–----- იანვრის №---- ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის ოქმი №-);
4.3. 2----–-–---------------ს, შ-----------ს” და ს------------–---------------------–-----------–-------–------ს” შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის (პროგრამული კოდი: 3-----) ფარგლებში ს-----–---------------------–-----------–-------–--------ათვის ქსელური მოწყობილობის მიწოდება/მონტაჟის (--------------------- შესყიდვა (ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტი);
მოსაწოდებელი საგნის ღირებულება შეადგენდა 13,498.00 ლარს (ხელშეკრულების 4.1. პუნქტი). მოსაწოდებელი საქონლის ტექნიკური მახასიათებლები და ერთეულის ღირებულებები მოცემულია ხელშეკრულების დანართში, რომელიც ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (ხელშეკრულების 4.2 პუნქტი);
მიმწოდებელი ვალდებულია ს------------–---------------------–-----------–------–------ს’’ მიაწოდოს საქონელი თანმდევი მომსახურებით (მონტაჟით) შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად ც------ის ბაზაზე - მცხეთის რაიონის ს------–--–----- და მცხეთის რაიონი ს-----------------–- ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში (ხელშეკრულების 5.1. პუნქტი).
შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, აუნაზღაუროს მას მოწოდებული საქონლის ღირებულება (ხელშეკრულების 5.3. პუნქტი);
საქონელი მიწოდებულად ჩაითვლება მხარეთა უფლებამოსილი პირების მიერ შესაბამისი ,,მიღება-ჩაბარების’’ აქტის გაფორმების შემდეგ (ხელშეკრულების 6.1. პუნქტი);
მიმწოდებელი პასუხისმგებელია მოწოდებული საქონლის ხარისზე (5.2.); მიმწოდებლის მიერ ვრცელდება გარანტია თანდართული დანართის შესაბამისად (8.2. პუნქტი); გარანტიის მოქმედების პერიოდში, მომხმარებლის ბრალეული მიზეზების გარეშე, წარმოშობილი ტექნიკური ხარვეზი უნდა აღმოიფხვრას მომწიდებლის მიერ უსასყიდლოდ. საგარანტიო მომსახურება უნდა განხორციელდეს ადგილზე ან კომპანიის სერვისც------ში. წუნდებული პროდუქტის შეცვლა/შეკეთება მიმწოდებლის მიერ უნდა მოხდეს ხარვეზის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში (8.3. პუნქტი);
ხელშეკრულების 5.1. და 8.3. პუნქტებში მითითებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა - მოსაწოდებელი და დასამონტაჟებელი საქონლის ღირებულების 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადავილებულ დღეზე) (14.2. პუნქტი); იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამუში თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 5%-ს, შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება (14.3. პუნქტი).
შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აგრეთვე:
ა) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
ბ) თუ მიმწოდებლის მხრიდან ადგილი ექნება მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას (15.5. პუნქტი);
ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტიურად მოწოდებული საქონლის ღირებულება (15.6. პუნქტი);
მტკიცებულება: ტომი 1; ს.ფ. 23-27; 201 წლის 05 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №---ხელშეკრულება;
4.4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების დანართი - №--ის მიხედვით, შ-----------ს” ს------------–---------–---------------------–-----------–-------–--------------- უნდა მიეწოდებინა 12 სახის საქონელი და მოეხდინა მიწოდებული საქონლის მონტაჟი.
მისაწოდებელი საქონლის ღირებულება შეადგენდა 13 498 ლარს ხოლო, მონტაჟის ფასი - 4 321,5 ლარს.
მტკიცებულება: ტომი 1; ს.ფ. 28; სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების დანართი - №-;
4.5. 2----–-–-----------------ს, ერთის მხრივ შ-----------ს” და მეორეს მხრივ ს--- ,-------–---------------------–-----------–-------–------ს”შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2----–-–---------------ს გაფორმებული №--- ხელშეკრულების საფუძველზე პირველმა მხარემ ჩააბარა, ხოლო მეორე მხარემ ჩაიბარა 7676.50 ლარის ღირებულების საქონელი.
ზემოაღნიშნული საქონლის მიწოდების პერიოდში მომწოდებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები და პირობები, კერძოდ: მოწოდებულ საქონელზე დაფიქსირდა 05 დღიანი ვადაგადაცილება. ამასთანავე არ იქნა მოწოდებული 3 ცალი U------------ M---- მთლიანი ღირებულებით 1500 (ათასხუთასი) ლარი, რის გამოც არ განხორციელებულა სრული მიწოდება და მონტაჟი;
(იხ. ტომი 1; ს.ფ. 30; 2----–-–-----------------ს მიღება -ჩაბარების აქტი);
4.6. მხარეები სადაოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ შ-----------ს” მიერ დარჩენილი 3 ცალი UPS-ის (დანართი №--ის მე-10 პოზიცია) მიწოდება მოხდა 22.09.2015წ., თუმცა, ინსპექტირების ჯგუფის მიერ არ მოხდა მისი მიღება და შესაბამისად მისი მონტაჟი გარკვეული მიზეზების გამო (მიზეზები და მათი შეფასება იხ. ქვემოთ);
4.7. 0---------–. შ-----------მ” ვალდებულების შესრულების მოთხოვნით განცხადებით მიმართა ს-----–---------------------–-------------–-------–------- და აცნობა, რომ შ-----------მ” სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ქსელულური მოწყობილობების მიწოდება - მონტაჟის შესახებ და მოუწოდა მოპასუხეს გადაეხადა მიწოდებული საქონლისა და შესრულებული სამუშაოების ღირებულება (ტომი 1; ს/ფ. 35);
4.8. 06.10.2015 წელს, ს--- ს-----–---------------------–------- - კ--–-----ი ც------მა წერილით მიმართა შ------------ და აცნობა, რომ ვინაიდან შ-----------ს” მხრიდან დაირღვა მიწოდების ვადები და არ განხორციელდა საქონლის სრულად მიწოდება, საქართველოს ს-----–---------------------–------- კ--–-----ი ც------ი იყენებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებას და ცალმხრივად წყვეტს ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, შ-----------ს“ აკისრებს პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომლის ოდენობაც შეადგენს 1123.36 ლარს;
(მტკიცებულება: ტ.1; ს/ფ 33; საქართველოს ს-----–---------------------–-----------–-------–-------- 2----–-–----- ოქტომბრის №------ წერილი);
4.9. სადავო 3 ცალი UPS ამჟამად არ იმყოფება ს--- ,-------–---------------------–-----------–-------–------ის“ მფლობელობასა და სარგებლობაში;
4.10. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პრეტენზიებს და დაგენილად მიიჩნევს, რომ შ-----------მ“ სრულად შეასრულა 2----–-–---------------------ლშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ადგილზე (ც------ის ბაზებზე – მცხეთის რაიონის ს------–--–----- და მცხეთის რაიონის ს-----------------–-), 2----–-–-----------------ს, შ-----------მ” მოპასუხე ს------------–---------------------–-----------–------–------ს“ მიაწოდა და თავის მხრივ ამ უკანასკნელმა ჩაიბარა 7676.50 ლარის ღირებულების საქონელი. შესაბამისად, მიმწოდებელმა მიიღო მიწოდებული საქონლის ღირებულება. უდავოა ასევე ის გარემოება, რომ ამ მომენტისათვის (09.09.2015 წ) შ-----------ს” მიერ არ იქნა მიწოდებული 3 ცალი U------------ M----, მთლიანი ღირებულებით 1500 ლარი, რის გამოც ვერ განხორციელდა სრული მონტაჟი და ვერც მონტაჟის ღირებულება 4321.50 ლარის ოდენობით ვერ მიიღო. დადგენილია, რომ შ-----------მ” 3 ცალი UPS მიაწოდა 22.09.2015წ. თუმცა, აპელანტმა ის არ მიიღო და შესაბამისად არც მონტაჟი არ განხორციელებულა.
აპელანტი (მოპასუხე) 3 ცალი UPS-ის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს, რომ შ-----------მ” არ/ვერ განახორციელა მისი მონტაჟი. სხვა კონკრეტულ გარემოებაზე, თუ რამ განაპირობა დამატებით მიწოდებული საქონლის მიღება-მონტაჟზე უარის თქმა, აპელანტი არ უთითებს. ამასთან, კატეგორიულად უარყოფს მიღებაზე უარის თქმის მოტივად საქონლის ნაკლზე მითითებას (რომ მიწოდებული პროდუქტი იყო 110V-ზე და არა 220 V-ზე მომუშავე).
საქართველოს სსკ-ის 4.1. მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
სსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით საპირისპიროს ამტკიცებს მოწინააღმდეგე მხარე და მიუთითებს, რომ სამიდან ერთი UPS-ის კარადაში ჩაყენებას ხელი შეუშალა თვით მიმღების მიერ ჩამონტაჟებულმა მოწყობილობებმა, რაც დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა გ--------------–------ რომლის ჩვენებით დგინდება, რომ UPS-ების მონტაჟის განუხორციელებლობა გამოწვეული იყო თავად შემსყიდველის ქმედებით, კერძოდ, იმ კარადაში, რომელიც უშუალოდ განკუთვნილი იყო 3 ცალი UPS-ისათვის, აპელანტმა დააყენა სხვა დანადგარი - „სვიჩი“ (ქსელის დამხმარე მოწყობილობა), რისი გამოც მიმწოდებელმა გაჭირვებით შეძლო ორი UPS-ის კარადაში ჩატევა, ხოლო, 1 UPS-ის ჩაყენება ვერ მოახერდა (არ ჩაეტია), მისთვის განკუთვნილ კარადაში სვიჩების არსებობის გამო. აღნიშნულის გამო, მომწოდებელი იძულებული გახდა, რომ 1 UPS შემოედგა თაროზე და ასე მოეყვანა მზაობაში ექსპლუატაციისათვის.
გარდა აღნიშნულისა, მიმწოდებელი 3 ცალი UPS-ის მიღებაზე უარს უკავშირებს იმ ფაქტს, რომ მიმღებმა ისინი მიიჩნია ნაკლის მქონედ. კერძოდ, მიწოდებული პროდუქტი მუშაობდა 110V-ზე, ხოლო მიმღები მოითხოვდა 220 V-ზე მომუშავეს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ გარემოებას კატეგორიულად არ ეთანხმება მიმღები (აპელანტი), პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მოტივი საქონლის მიღებაზე უარის თქმისა იყო სწორედ ნივთის ნაკლზე მითითება. პალატის აღნიშნულ დასკვნას საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ 0---------–. მიმწოდებელმა, ჯერ კიდევ დავის დაწყებამდე, ვალდებულების შესრულების მოთხოვნით განცხადებით მიმართა მიმღებს და მიუთითა, რომ 22.09.2015წ. სრულად შეასრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოითხოვა დარჩენილი თანხის გადახდა. ამასთან, არ დაეთანხმა 3 ცალი UPS-ის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლად ინსპექტირების ჯგუფის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს, რომ მიწოდებული საქონელი უნდა ყოფილიყო 220 V-ზე და არა 110V-ზე მომუშავე. განცხადებაში ხაზგასმით მიეთითა, რომ მიწოდებული საქონელი სრულად შეესაბამებოდა სატენდერო მოთხოვნებს და აკმაყოფილებდა მათ (იხ. ტ.1, ს/ფ 35). აღნიშნულ განცხადებაზე მიმღებს წერილობითი პასუხი არ გაუცია, ხოლო მისი შემდეგი მოქმედება იყო ის, რომ 06.10.2015წ. ცალმხრივად შეწყვია ხელშეკრულება (იხ. 4.8 ფაქტობრივი გარემოება). ნივთის ნაკლთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებზე მიმწოდებელმა ასევე მიუთითა სასარჩელო განცხადების მე-5 ფაქტობრივ გარემოებაში (იხ. ტ.1, ს/ფ 6), ხოლო მის პასუხად წარდგენილ შეგებელში მიმღებმა (მოპასუხემ) დაადასტურა 3 ცალი UPS-ის ადგილზე მიტანა, თუმცა მონტაჟი არ განუხორციელებიაო. ამასთან, არ უარყვია UPS-ების მიღებაზე უარის თქმის საფუძვლად მის ნაკლზე მითითება და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს მხრიდან სახეზე იყო არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება, ვინაიდან მოწოდებული იყო 110V-ზე მომუშავე UPS-ები, მაშინ როდესაც იცოდა, რომ მოსაწოდებელი საქონელი უნდა ყოფილიყო 220 V-ზე მომუშავე, მაგრამ კომერციული მოგების მიზნით გამოიჩინა არაკეთილსინდისიერება (იხ. ტ.1, ს/ფ 60). აღნიშნულით მოპასუხემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მიწოდებულ საქონელს მიიჩნევდა ნაკლის მქონედ.
აღნიშნული გარემოებების გაანალიზებისა და აპელანტის ამჟამინდელი პოზიციის გათვალისწინებით, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შ-----------ს“ მიერ მიწოდებული ქსელური მოწყობილობები, მათ შორის UPS-ები სრულად უზრუნველყოფდა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნის შესრულებას. კერძოდ, მოსარჩელის მიერ მიწოდებული საქონელი სრულად შეესაბამებოდა ხელშეკრულების N- დანართში მოცემულ სასაქონლო მახასიათებლებს და ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს. შესაბამისად, მოსარჩელემ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება, რომ მის მიერ სრულად შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაადასტურა დამატებით მიწოდებული საქონლის მიღება-მონტაჟზე უარის თქმის მართებულობა, რაც მისთვის არახელსაყრელი შედეგის მომტანია. ამასთან, ვინაიდან აპელანტი ამჟამად არ უთითებს ნივთის ნაკლზე, ამ მხრივ პალატა მსჯელობებს არ განავითარებს.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოწოდებული საქონლის მონტაჟის განუხორციელებლობა გამოწვეული იყო თავად შემსყიდველის ბრალით.
4.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1. მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317.1. მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სახეზე იყო შერეული ტიპის ხელშეკრულება. კერძოდ, ქსელური მოწყობილობების მიწოდებასთან დაკავშირებით სახეზე იყო ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო ამავე ქსელური მოწყობილობების მონტაჟთან მიმართებით – ნარდობის ხელშეკრულება.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი კი, მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 629.1 მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.1. მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ-----------მ“ სრულად შეასრულა 2----–-–---------------ს დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მან მოპასუხეს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი და განახორციელა მისი მონტაჟი, ხოლო მოპასუხეს, მოსარჩელესათვის არ გადაუხდია მოწოდებული 3 ცალი U------------ M---- ღირებულება 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით და მონტაჟის ღირებულება - 4321.50 ლარი, სულ 5821,5 ლარი, რომლის ანაზრაურების ვალდებულება მართებულად დაეკისრა მოპასუხეს (აპელანტს).
რაც შეეხება იმ გარემოებას თუ ვისთან ინახება ამჟამად სადავო 3 ცალი U------------ M----, ამ გარემოებას მოცემული დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში განმსაზღვრელია ის, რომ ეს საქონელი შეძენილი იქნა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესასრულებლად, სრულად პასუხობს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შემკვეთს ნივთის ნაკლთან დაკავშირებით ამ ეტაპზე შენიშვნები არ გააჩნია. ხოლო ის გარემოება, რომ შემკვეთმა უსაფუძვლოდ თქვა უარი ამ ნივთის მიღებაზე და მონტაჟზე არ ათავისუფლებს მას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებისაგან აანაზღაუროს როგორც ამ UPS-ების ისე მთლიანი ქსელური მოწყობილობის მონტაჟის ღირებულება.
4.12. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ არსებობდა 2----–-–---------------ს გაფორმებული N--- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 14.4 პუნქტის შესაბამისად ს--- ,-------–---------------------–-----------–-------–------ის“ მიერ შ-----------სათვის“ – 1123.36 ლარის ოდენობით დაკისრებული პირგასამტეხლოს, გაუქმების საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ყურადრებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს გაუქმების საფუძვლად მიეთითა, რომ შ-----------ს“ მხრიდან ადგილი არ ჰქონდა ვალდებულების დარღვევის ფაქტს. კერძოდ, აღინიშნა, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიერ მიწოდებული საქონელი მიიღო და ვადის დარღვევის გამო პრეტენზია არ გამოუთქვამს. ასევე, არც სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის საფუძველზე ხელშეკრულებაზე უარი არ უთქვამს, რაც გამორიცხავდა მასზე პირგასამტეხლოს დაკისრებას.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღნიშნულ დასკვნას და მიუთითებს 2----–-–-----------------ს მიღება - ჩაბარების აქტზე, სადაც აღინიშნა, რომ საქონლის მიწოდების პერიოდში მომწედებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები და პირობები, კერძოდ, მოწოდებულ საქონელზე დაფიქსირდა 05 დღიანი ვადაგადაცილება. ამასთანავე არ იქნა მოწოდებული 3 ცალი U------------ M---- მთლიანი ღირებულებით 1500 (ათასხუთასი) ლარი, რის გამოც ვერ განხორციელდა ქსელური მოწყობილობის სრული მონტაჟი - 4321.50 ღირებულების. აღსანიშნავია ისიც, რომ ს--- ,-------–---------------------–-----------–-------–------ის” 2----–-–----- ოქტომბრის №------ წერილის თანახმად შ------------ ეცნობა, რომ ვინაიდან დაირღვა მიწოდების ვადები და კომპანიამ არ განახორციელა საქონლის სრულად მიწოდება, საქართველოს ს-----–---------------------–------- კ--–-----ი ც------ი იყენებს 2----–-–---------------ს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებას და ვადის გადაცილების გამო შ-----------ს“ აკისრებდა პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომლის ოდენობა განისაზღვრა 1123.36 ლარით. ამდენად, მოპასუხემ ვადის დარღვევის გამო პრეტენზია განუცხადა მოსარჩელეს.
ამდენად, დადასტურებულია, რომ მისაწოდებულ საქონელზე და მის მონტაჟზე თავდაპირველად დაფიქსირდა 05 დღიანი ვადაგადაცილება, ხოლო 1500 ლარის ღირებულის საქონელზე და მონტაჟზე 22.09.2015წ-დე დაფიქსირდა 18 დღის ვადაგადაცილების ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რაც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევისათვის და განსაზღვრეს მისი ოდენობა, კერძოდ, ხელშეკრულების 14.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 5.1. და 8.3. პუნქტებში მითითებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა - მოსაწოდებელი და დასამონტაჟებელი საქონლის ღირებულების 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადავილებულ დღეზე.
დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ 09.09.2015 წელს მისაწოდებულ საქონელზე დაფიქსირდა 05 დღიანი ვადაგადაცილება. შესაბამისად, ამ დროისათვის მისაწოდებელი-დასამონტაჟებელი საქონლის ღირებულება შეადგენდა 13 498 ლარს და 5 დღეზე დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 337,45 (13.498 X 0,5 / 100 X 5) ლარს, ხოლო, 22.09.2015წ. მიწოდებულ 1500 ლარის ღირებულების საქონელზე და 4321,5 ლარის ღირებულების სამონტაჟო სამუშაოებზე ფიქსირდება 18 დღიანი ვადაგადაცილება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს (5 821,5 X 0,5 / 100 X 18) 523,8 ლარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ შ------------ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 861,25 (337,45+523,8) ლარის გადახდა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ ს----------–---------------------–-------------–-------–-------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შ-----------სთვის“ დაკისრებული პირგასამტეხლოს სრულად გაუქმების ნაწილში (გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი) და მისი შეცვლით ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. კერძოდ, შ------------ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 861,25 ლარის გადახდა, ნაცვლად დაკისრებული (06.10.2---–--------- წერილით) 1123,36 ლარისა. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55.1. მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს----------–---------------------–-------------–-------–-------ს სააპელაციო საჩივარი (12,40%-ის ნაწილში), რომელიც ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯებისაგან, შ------------ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 35,52 ლარის დადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს----------–---------------------–-------------–-------–-------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება შ-----------სთის“ პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში (გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;
3. შ------------ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 861,25 ლარის გადახდა;
4. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
5. სასამართლო ხარჯები განაწილდეს პროპორციულად და შ------------ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 35,52 ლარის დადახდა; აპელანტი გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯებისაგან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
8. საქართველოს სსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისთვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამ კოდექსის 70-ე - 78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე გელა ქირია