განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.05.2018
საქმის ნომერი
180310115001158469
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით , დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
08.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 180310115001158469

საქმე N3ბ/306-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი – ქ------ნ ნ-------ძე;

წარმომადგენელი - ა----------------ლი;

 

მოწინააღმდეგე მხარე – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახური;

წარმომადგენელი - შ-------------–-–--ლი;

 

მოწინააღმდეგე მხარე - დ--–---ის მუნიციპალიტეტის გამგეობა;

წარმომადგენელი - ლ-–-----–--–--ლი;

 

მესამე პირები - გ------------–--ლი, თ----- კ---–---–ი, ი---- კ---–---–ი, მ----ა კ---–---–ი, ნ---- კ---–---–ი;

წარმომადგენელი – ხ--------------ძე;

 

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. აპელანტის მოთხოვნა

1.1 მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით, ქ------ნ ნ-------ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა . ამავე გადაწყვეტილებით, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 03 დეკემბრის განჩინებები.

 

2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1.1. 2014 წლის 08 სექტემბერს მოსარჩელე ქ------ნ ნ-------ძემ #8---------- მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახურს სოფელ ნ--------ში მდებარე 3 800 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით. დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახურის #8----------8-03 (1---------) გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ ხსენებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა #8-------------- (2---------) გადაწყვეტილებით, ხოლო 2014 წლის 08 სექტემბრის მდგომარეობით შეტანილ განცხადებაში და მასზე დართული დოკუმენტაციაში არ არის მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობის მოსარჩელის სასარგებლოდ შეცვლის თაობაზე, არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოებანი, რომლებიც განაპირობებს მოქალაქისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემას. აქედან გამომსინარე, მოსარჩელეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე. დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახურის #8-------------- (14.11.2014) გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ასევე უარი ეთქვა 500 კვ.მ ნაკვეთის რეგისტრაცის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იგივე საფუძვლით.

 

2.1.2. 2014 წლის 10 ნოემბერს მოსარჩელემ განცხადებით (#8-----------) მიმართა დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახურს, დ--–---ის რაიონის სოფ. ნ--------ში მდებარე 1993,53 კვ.მ, მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე. დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახურის #8------------03 (14.11.2014) გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო მოსარჩელის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. მარეგისტრირებელმა ორგანომ მოსარჩელეს მიუთითა, რომ წარმოედგინა საარქივო ცნობა (1992-2000წწ) სარეფორმო პერიოდის სრული მოცულობით, ასევე მოთხოვილი იქნა სრულყოფილი საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი. დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახურის ზემოთ ხსნებული გადაწყვეტილებანი მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ამავე სააგენტოს 2014 წლის 25 ნოემბრის #2----- გადაწყვეტილებით მოსარჩელს უარი ეთქვა #8----------- და #8----------- ადმინისტრაციულ საჩივრის დაკმაყოფილებაზე. 2015 წლის 22 იანვრის #1---- გადაწყვეტილებით უარი მოსარჩელეს ასევე, უარი ეთქვა 2014 წლის 24 დეკემბრის #2-------- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.

 

2.1.3. ზემოთხსენებული აქტები უკანონოდ მიიჩნია მოსარჩელემ და სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით: დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებების #8----------8-03 (1---------) რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, #8-------------- (14.11.2014) რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, #8------------03 (14.11.2014) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე, #8------------04 (17.12.2014) სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის ბათილად ცნობის თაობაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 ნოემბრის #2----- გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. 2014 წლის 19 დეკემბრის #2----- გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, 2015 წლის 22 იანვრის #1---- გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობა და დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახურისადმი დავალდებულება მოსარჩელის განცხადებების საფუძველზე ადმინისტრაციული აქტების გამოცემა. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით საქმე (#3--------) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ კერძოდ, 3800 კვ.მ მიწის ნაკვეთის და 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში. მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სააპელაციო საჩივრით და მოითხოვა 3800 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქ------ნ ნ-------ძის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა.

 

2.1.4. სააპელაციო საჩივარი მოსარჩელის წარმომადგენელს ჩაბარდა 2015 წლის 18 სექტემბერს და ეცნობა ახალი გარემოება, რომ 2014 წლის 01 აგვისტოს დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით #8----------- დარეგისტრირდა მესამე პირების საკუთრების უფლება 500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ს/კ. 7-----------, რომლის მიხედვით დგინდება ზედდება ქ------ნ ნ-------ძის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი 3800 კვ.მ მიწის ნაკვეთის აზომვით ნახაზთან. ს/კ. 7----------- რეგისტრირებული უძრავი ნივთის რეგისტრაციის საფუძველია (მიწის ნაკვეთზე უფლების დამდგენი დოკუმენეტი საარქივო ცნობა #აა2------------ სასამართლოს გადაწყვეტილებით უდავო წარმოების წესით დადგენილია საარქივო ცნობის კუთვნილების ფაქტი. სააპელაციო საჩივარს დანართის სახით გადაეცა მოსარჩელის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/კ 7----------- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე და #8---------- განაცხადზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველი ნახაზი, სადაც ფიქსირდება ზედდება ს/კ. 7----------- რეგისტრირებულ ნივთთან. #8----------- განცხადებით მოსარჩელემ მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით მოსარჩელის განცხადებაზე 2013 წლის 16 ივლისს სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, 2013 წლის 22 ივლისის და 23 აგვისტოს უფლების დამდგენი დოკუმენტის ხარვეზზე მითითებით, ხოლო 2013 წლის 23 სექტემბერს აღნიშნული სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. ი---- კ---–---–მა 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა 2014 წლის 28 ივლისს (განაცხადი #8-----------) საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2014 წლის 01 აგვისტოს.

 

2.1.5. 2015 წლის ოქტომბრის ბოლო დღეებში საშემოდგომო სამუშაოების ჩატარების მიზნით მოსარჩელე იმყოფებოდა სოფელ ნ--------ში, სადაც ნახა, რომ სადავოდ ქცეული მიწის ნაკვეთზე მესამე პირი აწარმოებდა სამშენებლო სამუშაობებს სწრაფი ტემპით. 2015 წლის 12 ნოემბერს მოსარჩელემ მიმართა დ--–---ის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა სოფელ ნ--------ში მდებარე 500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ს/კ 7----------- მშენებლობის თაობაზე გაცემული ნებართვა. დ--–---ის გამგეობამ მოსარჩელეს გადასცა ობიექტის მშენებლობის თაობაზე სანებართვო მოწმობა #-- მუნიციპალიტეტის გამგებლის #--- (08.09.2015) ბრძანება #--- მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ. შესაბამისად მოსარჩელე ითხოვს მშენებლობის ნებართვის და მისი გაცემასთან დაკავშიერებული ბრძანებების ბათილად ცნობას.

 

2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ 2015 წლის 28 ივლისს დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა ი---- კ---–---–მა და მოთხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე: რაიონი დ--–---ი, სოფელი ნ--------ი 500 კვ/მ. მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მხარის მიერ წარდგენილ იქნა შემდეგი დოკუმენტაცია: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ელ.ვერსია, 2013 წლის 01 ოქტომბრის დ--–---ის არქივის #A-------------- საარქივო ცნობა. დ--–---ის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 ივლისის #2------ გადაწყვეტილება. 01.08.2014წ . მიღებულ იქნა #8-------------- გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც დარეგისტრირდა ნ----, გ----------ვანე, თ----- და მ----ა კ---–---–ების საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე მდებარე დ--–---ის რაიონი, სოფელი ნ--------ი.

 

დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი საარქივო ცნობის თანახმად დ--–---ის რაიონის არქივში დაცული, ქ--–----ს სასოფლო-საკრებულოს 1986-2000წ. და 2001- 2005წ. სოფელ ნ--------ის საკომლო წიგნებში ოჯახის უფროსად ჩაწერილია ე----- კ---–---–ი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან კ---–---–ი მ-----ა, ნ---- კ---–---–ი, თ----- კ---–---–ი, გ------------–--ლი, ი---- კ---–---–ი. მიწის რეფორმის კომისიის მასალების მიხედვით, ე-----ი კ---–---–ი სოფელ ნ--------ში რეფორმამდე ფლობდა სათიბს 0.20, სახნავს 0.02 ჰა. სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი დ--–---ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით N2------, დამოწმების თარიღი: 25/07/2014წ. დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის იმის თაობაზე, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტი - სსიპ ეროვნული არქივის დ--–---ის არქივის მიერ 2013 წლის 01 ოქტომბერს გაცემული საარქივო ცნობა #AA2------------ ქ--–----ს სასოფლო საბჭოს, სოფელ ნ--------ის საკომლო წიგნში ჩაწერილი კომლის წევრად მ-----ა დ------ს ასული დ--------ას რეგისტრაციის შესახებ ეკუთვნის განმცხადებელის მეუღლეს მ----ა კ---–---–ს.

 

2.2.1. "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თ) ქვეპუნქტის თანახმად რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის "კ" ქვეპუნქტის მიხედვით სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

საქართველოს პრეზიდენტის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი რომელიც ამჟამად ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 04 აგვისტოს #191 ბრძანებულებით ) 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი”. ბრძანებულების მე-2 მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტად მიიჩნევა - ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში ასევე აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი, აგრეთვე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიმართ ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომამდე – პრივატიზაციის გეგმა, 1999 წლამდე შედგენილი დროებით სარგებლობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი, 1999 წლამდე მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ბალანსზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის გაუქმებული, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პროექტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა საარქივო ცნობა, სადაც მითითებულია, რომ ბოლო მდგომარეობით (2001-2005 წლები) ე----- ზ------ას ასული კ---–---–ი ფლობდა სათიბს 0.20, სახნავი 0.02. ამდენად, მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა სრულყოფილი დოკუმენტი, რაც ადასტურებდა მისი უფლების არსებობას სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, დაცულია აქტის მომზადების და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები, აქედან გამომდინარე არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

2.2.2. გარდა ზემოთ ხსენებულისა, სასამართლო დამატებით განმარტავს მოსარჩელის 1.1. სასარჩელო მოთხოვნაზე შემდეგს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული. ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ამ ტიპის დავებში ერთმანეთს უპირისპირდება რამოდენიმე დაინტერესებული მხარის უფლება, ადგილი აქვს ერთ-ერთი უფლების ხარვეზით რეგისტრაციას, რაც მეტწილად განპირობებულია უძრავი ქონების კადასტრული მონაცემების სხვადასხვა სისტემაში აღრიცხვით, რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს უფლების დუბლირებას, რის გამოც სამართალურთიერთობა ექცევა სასამართლო კონტროლის ფარგლებში, რა დროსაც სასამართლოს მხრიდან მაქსიმალური სიფრთხილითა და მტკიცებულებათა ზედმიწევნითი გადამოწმებით უნდა მოხდეს საქმის გარემოებების გამოკვლევა, რათა გამოვლინდეს დაცვის ღირსი უფლება და უზრუნველყოფილ იქნეს მისი რეალიზაცია.

 

უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 311-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 3111-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში (და ვარაუდს, რომ უფლება, რომელიც გაუქმდა, აღარ არსებობს). სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე ულების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, კერძოდ, მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი, თავის მხრივ, ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს. რეგისტრაციის ეფექტიდან გამომდინარეობს „წინააღმდეგ მოქმედების პრინციპი“, რომლის მიხედვით, უფრო ადრე წარმოშობილ საკუთრების უფლებას აქვს უპირატესობა მოდევნოსთან შედარებით. საჯაროობის მიზნიდან გამომდინარე, პირი რომელიც მიაღწევს ამ პრინციპს რეგისტრაციით, უპირატესობა ენიჭება მასთან შედარებით, ვინც არ დაარეგისტრირა უფლება. დროის მიხედვით, პირველადა რეგისტრირებულ უფლებას აქვს უპირატესობა. უფლების რეგისტრაციის დრო დგინდება რეესტრის მონაცემების მიხედვით. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს რეესტრის ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს. მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამიტომაც, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია მთლიანობაში სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა განამტკიცოს, ის არის ტიტულის, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა, ხოლო მოსარჩელის აპელირებას მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის

23 აპრილის გადაწყვეტილებაზე საქმე (#3--------) სასამართლოს მხრიდან ვერ იქნება გაზიარებული, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება დღეის მდგომარეობით არ არის კანონიერ ძალაში შესული, რაც არ ნიშნავს მოსარჩელის საკუთრების რეგისტრაციის სავალდებულობას.(იხ. გადაწყვეტილების 4.3. პუნქტი)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დ--–---ის რაიონული სამმართველოს ჟინვალის განყოფილებიდან გამოთხოვილი იქნა სისხლის #0----------- საქმის მასალები, რითაც დადგენილი იქნა, რომ 2015 წლის 01 დეკემბერს შს დ--–---ის რაონული სამმართველოს ჟინვალის პოლიციის განყოფილებაში გამოძიება დაიწო სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე დანაშაული გათვალისწინებული საქ. სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით

1998 წლის 13 აპრილის მიწის ნაკვეთის მიღება -ჩაბარების #- აქტის გაყალბების თაობაზე. მოცემულ საქმეზე დანიშნული იქნა კომპლექსური ხელწერის და საბუთების ტექნიკური ექსპერტიზა და 12.01.2016 წელს გაცემული იქნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც საკითხის დადგენა - შესრულებულია თუ არა ხელმოწერები დოკუმენტებზე მითითებულ ცხრილში რიგითი ნომრებით 1,2. ი---- თეთრუაშვილის ან ქ------ნ ნ-------ძის მიერ შეუძლებელია კვლევითი ნაწილში მითითებულ მიზეზთა გამო. ხელმოწერები დოკუმენტებზე მითითებული #1 ცხრილში რიგითი ნომრებით 3,4 შესაძლებელია შესრულებული იყოს არა ვ-–- (გ---) ბ----------ის ან ქ------ნ ნ-------ძის არამედ სხვა პირის (პირების) მიერ. ხელმოწერები დოკუმენტზე მითითებული #1 ცხრილში რიგითი ნომრებით 5,6 წარმოდგენილი ნიმუშებით შესრულებულია სოსო (იოსებ) ბურდულის მიერ. ხელმოწერა დოკუმენტზე მითითებული #1 ცხრილში რიგითი ნომრით 7 შესრულებულია არ ქ------ნ ნ-------ძის არამედ სხვა პირის მიერ. ხელმოწერა დოკუმენტზე მითითებული #1 ცხრილის რიგით ნომრით 8 შესრულებულია ქ------ნ ნ-------ძის მიერ. ხელმოწერების დოკუმენტებზე

მითითებული #1 ცხრილში რიგითი ნომრებით 9,10 შესრულებულია ნ--------–-----ის მიერ. დადგენა საკითხისა შესრულებულია თუ არა ხელმოწერა დოკუმენტზე მითითებული #1 ცხრილში რიგითი ნომრით; 11 ნ-----–----------–---–ის მიერ შეუძლებელია კვლევითი ნაწილში მითთებული მიზეზთა გამო. ჩანაწერები 2 საყანე თავისუფ. თავისუფ თავისუფ. გზა დოკუმენტზე მითითებული #1 ცხრილში რიგითი ნომრებით; 12 შესაძლებელია შესრულებული იყოს ნ-----–----------–---–ის მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ ხერხდება კვლევით ნაწილში მითითებულ მიზეზთა გამო. ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. (იხ. ცნობა სს.საქმის მასალები)

 

გარდა ზემოთ ხსენებულისა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე 2016 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, მართალია აღნიშნულ მტკიცებულებებს უშუალო შემხებლობა არ აქვს მოცემულ დავასთან მიმართებაში, მაგრამ დავის სწორად გადაწყვეტისა და შინაგი რწმენის შექმნის მიზნით ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული შემდეგ გარემოებებზე, წარმოდგენილ მტკიცებულებებში კერძოდ: მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით საქმეზე (#3--------) ქ------ნ ნ-------ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ კერძოდ, 3800 კვ.მ მიწის ნაკვეთის და 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში. დაევალა დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახურს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი დ--–---ის მუნიციპალიტეტის სოფ. ნ--------თ კარში მდებარე

3800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე

1998 წლის 13 აპრილის მიწის ნაკვეთის #- მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახურმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა 3800 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქ------ნ ნ-------ძის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აღნიშნულ საქმეზე წარმოება დღეის მდგომარეობით არ არის დასრულებული, თუმცა მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც პრეტენზიას აცხადებს მოსარჩელე, გარდა მესამე პირების გიორგი კ---–---–ი, თ----- კ---–---–ი, ი---- კ---–---–ი, მ----ა კ---–---–ი, ნ---- კ---–---–ი სახელზე ს/კ 7-------- საკუთრების უფლების რეგისტრაციისა, სადავო მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 06 ნოემბრის #8--------------- გადაწყვეტილებით ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო - სამეურნეო ფართობი 940,00 კვ,მ ს/კ/ 7----------- რეგისტირებულია მ----- ნ-------ძის საკუთრების უფლება, უფლების დამდგენი დოკუმენტი მიწის განაწილების სიაში რიგით #428, ხოლო იმავე სადავო მიწის ნაკვეთზე დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 06 ივნისის #8--------------- გადაწყვეტილებით სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართობი 525,00 კვ.მ. რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრება ს/კ. 7----------- უფლების დამდგენი დოკუმენტი ბრძანება #1------ დამოწმების თარიღი 3--------- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. (იხ. 2016 წლის 16 დეკემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი) სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არის მისი მამა- პაპისეული და რომ ეკუთვნის მას მემკვიდრეობით, რადგან ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. გარდა ამისა მოპასუხე საჯარო რეესტრის მიერ წარმოდგენილი იქნა მტკიცებულებების სახით ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, რითაც დასტურდება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის ფაქტი სამკვიდრო მოწმობებისა და გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე, კერძოდ, ს/კ 7------------ (01.10.2009წ) დაზუსტებული ფართობი 400 კვ.მ. სოფელი ნ--------ი მესაკუთრე ქ------ნ ნ-------ძე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი სამკვიდროს მოწმობა რეესტრი #0-------- გაც. 29.09.2009წ. ს/კ. 7-----------. (01.10.2009წ) დაზუსტებული ფართობი 241 კვ.მ. სოფ. ნ--------ი მესაკუთრე ქ------ნ ნ-------ძე უფლების დამდგენი დოკუმენტი სამკვიდრო მოწმობა რეესტრი #0-------- გაც. 29.09.2009წ. ს/კ. 7----------- (21.11.2011წ) დაზუსტებული ფართობი 200.00 კვ.მ სოფელი ნ--------ი მესაკუთრე ქ------ნ ნ-------ძე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცვლის ხელშეკრულება დამოწმების თარიღი 15/11/2011 წ. (იხ. 2017 წლის 09 იანვრის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

2.2.3. რაც შეეხება 1.2. სასარჩელო მოთხოვნას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის მე-4 მუხლის თანახმად მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა(მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება; მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგეგი სახის:ა) შენობა -ნაგებობის რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად; ბ)ექსტერიერის რეკონსტრუქცია – ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0.1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს; გ) მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია – მზიდი კონსტრუქციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქ-ციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრა; დ) ქსელების რეკონსტრუქცია - შენობა- ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების გადაკეთება, შეცვლა, დამატება ან მოკლება. ამავე დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული

შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

 

2.2.4. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 37-ე მუხლით განსაზღვრულია მშენებლობის ნებართვის გაცემის ზოგადი წესი, კერძოდ - მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. აღნიშნული სტადიების ადმინისტრაციული წარმოების ვადებია: ა) I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (შემდგომში – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება) – არა უმეტეს 15 დღისა, V კლა-სის შენობა-ნაგებობებისთვის – არა უმეტეს 30 დღისა; ბ) II სტადია – არქიტექტურულ- სამშენებლო პროექტის შეთანხმება (შემდგომში _ არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება) – არა უმეტეს 20 დღისა; გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა – არა უმეტეს 10 დღისა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით დადგენილია შემდეგი; 2. ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სამივე სტადიას აწარმოებს მშენებლობის ნებარ-თვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც გამოს-ცემს შემდეგი სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს: ა) I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს; ბ) II სტადია – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს. 3. ნებართვის გაცემის სტადიებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ დ--–---ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 18 აგვისტოს #--- ბრძანებით დამტკიცებული იქნა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები #-4 18.08.2015 წარმოდგენილი დ--–---ის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მიერ. დამკვეთი ი---- კ---–---–ი, გ------------–--ლი, თ----- კ---–---–ი, მ----ა კ---–---–ი, ნ---- კ---–---–ი. განცხადების საფუძველზე სოფ. ნ--------ში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 500,00 კვ.მ მიწის ნაკვეთში ს/კ 7----------- ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის დაპროექტების შესახებ.

 

დ--–---ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 08 სექტემბრის #--- ბრძანებით შეთანხმდა სოფელ ნ--------ში მდებარე თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების 500,00 კვ. მ. მიწის ნაკვეთში მიწის ნაკვეთი ს/კ. 7----------- ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტი წარმოდგენილი დ--–---ის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების არქიტექტურისა და მშენებელობის სამსახურის მიერ გ------------–--ლის, თ----- კ---–---–ის, ი---- კ---–---–ის, მ----ა კ---–---–ის, ნ---- კ---–---–ის განცხადების საფუძველზე. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე მშენებლობის ნებართვა ძალაშია 2016 წლის 15 დეკემბრამდე. დ--–---ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული იქნა 2015 წლის 09 სექტემბერს ობიექტის მშენებლობის სანებართვო მოწმობა #--, სადაც მშენებლობის დაწყებად მითითებულია 2015 წლის 11 სექტემბერი, ხოლო ნებართვა ძალაშია 2016 წლის 15 დეკემბრამდე. აღნიშნული მშენებლობის ნებართვის გაცემას წინა უძღვოდა მესამე პირების მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან საკადასტრო რუკა, პირადობის მოწმობის ასლები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ნებართვა #2-------- და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ნებართვა #L--------------.

 

2.2.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ” პუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ნებისმიერ ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესეზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისთვის აუცილებელია, რომ მოსარჩელის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს ადგებოდეს პირდაპირი და უშუალო ზიანი. ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს და გამორიცხავს მორალურ ან თეორიულ ინტერესს. ამდენად, სარჩელის არსი არის ის, რომ გასაჩივრებული აქტები ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან უკანონოდ უნდა ზღუდავდეს მის უფლებას. შესაბამისად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის ან პირების მიერ, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დარღვეული იქნა ამ აქტით.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული სადავო აქტი წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, მხარეს უდავოდ აქვს. კანონიერი ნდობის გარდა, კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სადავო აქტებით არსებითად ირღვევა და რეალური ზიანი ადგება მოსარჩელის კანონიერ ინტერესს.

 

2.2.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლის შემთხვევას, კერძოდ; როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიქტზე. მიუხედავად ამისა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში განმარტავს, რომ არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რადგან გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება არ შეესაბამება ადმინისტრაციულ კანონდებლობას, არ ხდება ნაკვეთების ზუსტი იდენტიფიცირება და გადაწყვეტილება მიღებულია არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

4.1.1. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 28 ივლისს დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა ი---- კ---–---–მა და მოთხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე: რაიონი დ--–---ი, სოფელი ნ--------ი 500 კვ/მ. მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მხარის მიერ წარდგენილ იქნა შემდეგი დოკუმენტაცია: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ე-----ი კ---–---–ის გარდაცვლების მოწმობა, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ელ.ვერსია, 2013 წლის 01 ოქტომბრის დ--–---ის არქივის #A-------------- საარქივო ცნობა. დ--–---ის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 ივლისის #2------ გადაწყვეტილება.

 

ქ--–----ს საკრებულოს 1997 წლის საკრებულოს 1997 წლის მიწის რეფორმის კომისიის მასალების მიხედვით, ე-----ი ზ------ას ასლი კ---–---–ი სოფელ ნ--------ში რეფორმამდე ფლობდა 0,.20 ჰა სათიბს, 0.02 სახნავს, სულ 0.22 ჰა-ს.

 

01.08.2014წ . მიღებულ იქნა #8-------------- გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც დარეგისტრირდა ნ----, გ----------ვანე, თ----- და მ----ა კ---–---–ების საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე მდებარე დ--–---ის რაიონი, სოფელი ნ--------ი.

 

დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი საარქივო ცნობის თანახმად დ--–---ის რაიონის არქივში დაცული, ქ--–----ს სასოფლო-საკრებულოს 1986-2000წ. და 2001- 2005წ. სოფელ ნ--------ის საკომლო წიგნებში ოჯახის უფროსად ჩაწერილია ე----- კ---–---–ი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან კ---–---–ი მ-----ა, ნ---- კ---–---–ი, თ----- კ---–---–ი, გ------------–--ლი, ი---- კ---–---–ი. მიწის რეფორმის კომისიის მასალების მიხედვით, ე-----ი კ---–---–ი სოფელ ნ--------ში რეფორმამდე ფლობდა სათიბს 0.20, სახნავს 0.02 ჰა. სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი დ--–---ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით N2------, დამოწმების თარიღი: 25/07/2014წ. დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის თაობაზე, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტი - სსიპ ეროვნული არქივის დ--–---ის არქივის მიერ 2013 წლის 01 ოქტომბერს გაცემული საარქივო ცნობა #AA2------------ ქ--–----ს სასოფლო საბჭოს, სოფელ ნ--------ის საკომლო წიგნში ჩაწერილი კომლის წევრად მ-----ა დ------ს ასული დ--------ას რეგისტრაციის შესახებ ეკუთვნის განმცხადებელის მეუღლეს მ----ა კ---–---–ს.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია,"საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თ) ქვეპუნქტის თანახმად რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის "კ" ქვეპუნქტის მიხედვით სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

საქართველოს პრეზიდენტის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი რომელიც ამჟამად ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 04 აგვისტოს #191 ბრძანებულებით ) 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი”. ბრძანებულების მე-2 მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტად მიიჩნევა - ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში ასევე აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი, აგრეთვე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიმართ ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომამდე – პრივატიზაციის გეგმა, 1999 წლამდე შედგენილი დროებით სარგებლობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი, 1999 წლამდე მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ბალანსზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის გაუქმებული, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, მოცემულ შემთხვევაში ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილია საარქივო ცნობა, სადაც მითითებულია, რომ ბოლო მდგომარეობით (2001-2005 წლები) ე----- ზ------ას ასული კ---–---–ი ფლობდა სათიბს 0.20, სახნავი 0.02. ამდენად, მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა სრულყოფილი დოკუმენტი, რაც ადასტურებდა მისი უფლების არსებობას სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე.

 

პალატა აქვე მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის №ბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილებას, რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს აღინიშნა, რომ რეესტრთა ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს.“

 

პალატა აქვე განმარტავს, რომ სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ------ნ ნ-------ძე დ--–---ის რაიონის სოფელი ნ--------თკარის ტერიტორიაზე მდებარე 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ითხოვდა, უფლების დამდგენი დოკუმენტის, დ--–---ის რაიონის სოფელი ნ--------თკარის მიწის რეფორმის კომისიის 1998 წლის 13 აპრილის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის N- საფუძველზე.

 

4.1.2. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დ--–---ის რაიონული სამმართველოს ჟინვალის განყოფილებიდან გამოთხოვილი იქნა სისხლის #0----------- საქმის მასალები, რითაც დადგენილი იქნა, რომ 2015 წლის 01 დეკემბერს შს დ--–---ის რაონული სამმართველოს ჟინვალის პოლიციის განყოფილებაში გამოძიება დაიწო სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე დანაშაული გათვალისწინებული საქ. სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით 1998 წლის 13 აპრილის მიწის ნაკვეთის მიღება -ჩაბარების #- აქტის გაყალბების თაობაზე. მოცემულ საქმეზე დანიშნული იქნა კომპლექსური ხელწერის დ საბუთების ტექნიკური ექსპერტიზა და 12.01.2016 წელს გაცემული იქნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც საკითხის დადგენა - შესრულებულია თუ არა ხელმოწერები დოკუმენტებზე მითითებულ ცხრილში რიგითი ნომრებით 1,2. ი---- თეთრუაშვილის ან ქ------ნ ნ-------ძის მიერ შეუძლებელია კვლევითი ნაწილში მითითებულ მიზეზთა გამო. ხელმოწერები დოკუმენტებზე მითითებული #1 ცხრილში რიგითი ნომრებით 3,4 შესაძლებელია შესრულებული იყოს არა ვ-–- (გ---) ბ----------ის ან ქ------ნ ნ-------ძის არამედ სხვა პირის (პირების) მიერ. ხელმოწერები დოკუმენტზე მითითებული #1 ცხრილში რიგითი ნომრებით 5,6 წარმოდგენილი ნიმუშებით შესრულებულია სოსო (იოსებ) ბურდულის მიერ. ხელმოწერა დოკუმენტზე მითითებული #1 ცხრილში რიგითი ნომრით 7 შესრულებულია არ ქ------ნ ნ-------ძის არამედ სხვა პირის მიერ. ხელმოწერა დოკუმენტზე მითითებული #1 ცხრილის რიგით ნომრით 8 შესრულებულია ქ------ნ ნ-------ძის მიერ. ხელმოწერების დოკუმენტებზე მითითებული #1 ცხრილში რიგითი ნომრებით 9,10 შესრულებულია ნ--------–-----ის მიერ. დადგენა საკითხისა შესრულებულია თუ არა ხელმოწერა დოკუმენტზე მითითებული #1 ცხრილში რიგითი ნომრით; 11 ნ-----–----------–---–ის მიერ შეუძლებელია კვლევითი ნაწილში მითთებული მიზეზთა გამო. ჩანაწერები 2 საყანე თავისუფ. თავისუფ თავისუფ. გზა დოკუმენტზე მითითებული #1 ცხრილში რიგითი ნომრებით; 12 შესაძლებელია შესრულებული იყოს ნ-----–----------–---–ის მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ ხერხდება კვლევით ნაწილში მითითებულ მიზეზთა გამო. ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. (იხ. ცნობა სს.საქმის მასალები, ტ. 3)

 

პალატა აღნიშნულ მიღება - ჩაბარების აქტს, როგორც მტკიცებულებას ვერ განიხილავს, რადგან განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდება მისი ნამდვილობა და ეს მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა.

 

გარდა ამისა, პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე. აღნიშნულ მტკიცებულებებს უშუალო შემხებლობა არ აქვს მოცემულ დავასთან მიმართებაში, მაგრამ დავის სწორად გადაწყვეტისა და შინაგანი რწმენის შექმნის მიზნით ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული შემდეგ გარემოებებზე, წარმოდგენილ მტკიცებულებებში კერძოდ: მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით საქმეზე (#3--------) ქ------ნ ნ-------ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ კერძოდ, 3800 კვ.მ მიწის ნაკვეთის და 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში. დაევალა დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახურს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი დ--–---ის მუნიციპალიტეტის სოფ. ნ--------თ კარში მდებარე 3800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე 1998 წლის 13 აპრილის მიწის ნაკვეთის #- მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახურმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა 3800 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქ------ნ ნ-------ძის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აღნიშნულ საქმეზე წარმოება დღეის მდგომარეობით არ არის დასრულებული, თუმცა მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც პრეტენზიას აცხადებს აპელანტი, გარდა მესამე პირების გიორგი კ---–---–ი, თ----- კ---–---–ი, ი---- კ---–---–ი, მ----ა კ---–---–ი, ნ---- კ---–---–ი სახელზე ს/კ 7-------- საკუთრების უფლების რეგისტრაციისა, სადავო მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 06 ნოემბრის #8--------------- გადაწყვეტილებით ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო - სამეურნეო ფართობი 940,00 კვ,მ ს/კ/ 7----------- რეგისტირებულია მ----- ნ-------ძის საკუთრების უფლება, უფლების დამდგენი დოკუმენტი მიწის განაწილების სიაში რიგით #428, ხოლო იმავე სადავო მიწის ნაკვეთზე დ--–---ის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 06 ივნისის #8--------------- გადაწყვეტილებით სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართობი 525,00 კვ.მ. რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრება ს/კ. 7----------- უფლების დამდგენი დოკუმენტი ბრძანება #1------ დამოწმების თარიღი 3--------- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არის მისი მამა- პაპისეული და რომ ეკუთვნის მას მემკვიდრეობით, რადგან ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. გარდა ამისა მოპასუხე საჯარო რეესტრის მიერ წარმოდგენილი იქნა მტკიცებულებების სახით ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, რითაც დასტურდება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის ფაქტი სამკვიდრო მოწმობებისა და გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე, კერძოდ, ს/კ 7------------ (01.10.2009წ) დაზუსტებული ფართობი 400 კვ.მ. სოფელი ნ--------ი მესაკუთრე ქ------ნ ნ-------ძე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი სამკვიდროს მოწმობა რეესტრი #0-------- გაც. 29.09.2009წ. ს/კ. 7-----------. (01.10.2009წ) დაზუსტებული ფართობი 241 კვ.მ. სოფ. ნ--------ი მესაკუთრე ქ------ნ ნ-------ძე უფლების დამდგენი დოკუმენტი სამკვიდრო მოწმობა რეესტრი #0-------- გაც. 29.09.2009წ. ს/კ. 7----------- (21.11.2011წ) დაზუსტებული ფართობი 200.00 კვ.მ სოფელი ნ--------ი მესაკუთრე ქ------ნ ნ-------ძე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცვლის ხელშეკრულება დამოწმების თარიღი 15/11/2011 წ. (იხ. 2017 წლის 09 იანვრის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

4.1.3. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას დ--–---ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული ობიექტების მშენებლობის სანებართვო მოწმობა #--, დ--–---ის მუნიციპალიტეტის გამგებლის #--- ბრძანება (08.09.2015) გ------------–--ლის, თ----- კ---–---–ის, ი---- კ---–---–ის, მ----ა კ---–---–ის, ნ---- კ---–---–ის თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნებართვის გაცემის შესახებ #--- (18.08.2015) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების (გრგ) დამტკიცების შესახებ.

 

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ დ--–---ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 18 აგვისტოს #--- ბრძანებით დამტკიცებული იქნა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები #-4 18.08.2015 წარმოდგენილი დ--–---ის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მიერ. დამკვეთი ი---- კ---–---–ი, გ------------–--ლი, თ----- კ---–---–ი, მ----ა კ---–---–ი, ნ---- კ---–---–ი. განცხადების საფუძველზე სოფ. ნ--------ში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 500,00 კვ.მ მიწის ნაკვეთში ს/კ 7----------- ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის დაპროექტების შესახებ.

 

დ--–---ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 08 სექტემბრის #--- ბრძანებით შეთანხმდა სოფელ ნ--------ში მდებარე თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების 500,00 კვ. მ. მიწის ნაკვეთში მიწის ნაკვეთი ს/კ. 7----------- ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტი წარმოდგენილი დ--–---ის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების არქიტექტურისა და მშენებელობის სამსახურის მიერ გ------------–--ლის, თ----- კ---–---–ის, ი---- კ---–---–ის, მ----ა კ---–---–ის, ნ---- კ---–---–ის განცხადების საფუძველზე. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე მშენებლობის ნებართვა ძალაშია 2016 წლის 15 დეკემბრამდე. დ--–---ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული იქნა 2015 წლის 09 სექტემბერს ობიექტის მშენებლობის სანებართვო მოწმობა #--, სადაც მშენებლობის დაწყებად მითითებულია 2015 წლის 11 სექტემბერი, ხოლო ნებართვა ძალაშია 2016 წლის 15 დეკემბრამდე. აღნიშნული მშენებლობის ნებართვის გაცემას წინა უძღვოდა მესამე პირების მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან საკადასტრო რუკა, პირადობის მოწმობის ასლები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ნებართვა #2-------- და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ნებართვა #L--------------.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისთვის აუცილებელია, რომ მოსარჩელის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს ადგებოდეს პირდაპირი და უშუალო ზიანი. ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს და გამორიცხავს მორალურ ან თეორიულ ინტერესს. ამდენად, სარჩელის არსი არის ის, რომ გასაჩივრებული აქტები ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან უკანონოდ უნდა ზღუდავდეს მის უფლებას. შესაბამისად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის ან პირების მიერ, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დარღვეული იქნა ამ აქტით. პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული სადავო აქტები წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა. კანონიერი ნდობის გარდა, კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მესამე პირებმა განახორციელეს იურიდიული მნიშვნელობის ქმედებები (სადავო ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მშენებლობა), სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გამოკვლევის საფუძველზე უდავოდ არ დასტურდება, რომ სადავო აქტით არსებითად დაირღვა და რეალური ზიანი მიადგა მოსარჩელეთა კანონიერ ინტერესს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.

 

პალატა განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.

 

პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა - განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება.

 

5. საპროცესო ხარჯები:

 

5.1. „საქალმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ქ-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ------ნ ნ-------ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ილონა თოდუა