განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 03021001800213959
საქმე№2/ბ-538-18წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
25 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი - ქ------- ჩ------
წარმომადგენელი -მ-----–- ა-----–--ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,პ------------- ფ-------------“ (არ გამოცხადდა)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 23 ოქტომბერს შპს ,,პ------------- ფ-------------“-მა სარჩელი აღძრა მოპასუხის ქ------- ჩ------ს მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და მიღებული გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ 2017 წლის 16 მაისს შპს ,,პ------------- პროფერთის“ მიერ აუქციონზე შეძენილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფ----ი, ჯ--------ის ქ.№1-, საკადასტრო კოდი: 0-----------, საკუთრება რეგისტრირებულ იქნა განკარგულების საფუძველზე საჯარო რეესტრში და შესაბამისად შპს ,,პ------------- პროფერთის“ წარმოადგენს მითითებული ქონების მესაკუთრეს. მოპასუხე ვერ ფლობს და ვერ განკარგავს საკუთრებას თავისი სურვილისამებრ, რითაც მატერიალური ზიანი ადგება. მოპასუხეს გაეგზავნა წინადადება ფართის ნებაყოფლობით დატოვების მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ.
პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე ქ------- ჩ------მ მიუხედავად იმისა, რომ დაეთანხმა სარჩელით წარმოდგენილ ყველა ფაქტობრივ გარემოებას,არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ რადგან არანაირი თავშესაფარი არ გააჩნია, ამასთან ისაა სადაო სახლის ყოფილი მესაკუთრე, აქვს ამ უძრავი ქონების ფლობის უფლება, ხოლო ამ უკანასკნელის რწმუნებით აღჭურვილმა პირმა სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე ცნო, მხოლოდ არ დაეთანხმა რა სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ფ----ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „პ------------- ფ-------------“ სარჩელი, ქ------- ჩ------ს მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე. ქ------- ჩ------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფ----ი, ჯ--------ის ქ.№1-, საკადასტრო კოდი №0-----------, ქ------- ჩ------ თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა აღნიშნული უძრავი ქონებიდან და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს - შპს „პ------------- ფ-------------“. მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 16 მაისის №A------1--014/001 განკარგულების საფუძველზე, 2017 წლის 25 მაისიდან საჯარო რეესტრში შპს ,,პ------------- პროფერთის“-ის საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა შემდეგი უძრავი ქონება: მისამართი - ქ. ფ----ი, ჯ--------ის №1-, არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების 603,00 კვ.მ, საკადასტრო კოდი №0-----------.
2.2.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის,ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამის მუხლებზე, რომლის ძალითაც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო საკუთრების უფლების დაცვის მიზნით წარმოედგინა შესაბამისი სარჩელი,თუმცა მაგრამ რადგან განსახილველ შემთხვევაში შესაგებლით მოპასუხემ ფაქტობრივად ცნო ყველა ფაქტობრივი გარემოება, ხოლო სასამართლო მოთხოვნა სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე ცნო ამ უკანასკნელის რწმუნებით შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირმა,შემოიფარგლა მხოლოდ ნორმების ზოგადი მიმოხილვით , აქცენტირება გაკეთა საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე , რომლის თანახმადაც მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი და განმარტა, რომ აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძლველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი, თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამართლოში.აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.
2.3. ზემოხსენებული სამართლებრივი მსჯელობის განვითარების შემდგომ სასამართლომ კვლავ იმაზე აპელირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის წარმომადგენელმა მ-----–- ა-----–--ემ მოსარჩელის შპს „პ------------- ფ-------------“ სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში ცნო, დაასკვნა, რომ სახეზე იყო სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი.
2.4. რაც შეეხება სარჩელით დაყენებულ შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან ამის აუცილებლობა მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა.
3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. წინამდებარე გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ ქ------- ჩ------მ, აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაიზიარა და არ მიუთითა თავის გადაწყვეტილებაში იმის თაობაზე, რომ ქ------- ჩ------ს გარდა სადაო ქონებისა მდებარე ქ.ფ----ი ჯ--------ის ქ.№1- სხვა რაიმე სახის თავშესაფარი არ გააჩნია, რომ ის მძიმე ავადმყოფია,არის პენსიონერი და არავინ მზრუნველი არა ყავს, ხოლო იმ პერიოდში როდესაც დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მას არ შეეძლო გაეცნობიერებია თუ რა დოკუმენტს აწერდა ხელს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.1. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე შპს ,,პ------------- ფ-------------“, რომელსაც კანონით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ ეცნობა პროცესის დროისა და ადგილის შესახებ (იხ. უწყება-გზავნილი და საფოსტო დასტური). ხოლო სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტი მხარის წარმომადგენელმა მ-----–- ა-----–--ემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებაზე. 4.2. სააპელაციო სასამართლო შუამდგომლობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: 4.2.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე; 4.2.2. ზემოხსენებულ ნორმაზე დაყრდნობით პალატა განმარტავს, რომ, რომ მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ იქნება მიღებული, თუკი აპელანტის მოთხოვნა იურიდიულად გამართლებულია; 4.2.3. მოცემულ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ აპელანტის ქ------- ჩ------ს მოთხოვნა იურიდიულად გაუმართლებელია, ამიტომ შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს; 4.2.1. პალატა თვლის, რომ მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება მაშინ იქნება მიღებული თუკი მომჩივნის მოთხოვნა ანუ აპელანტის მოთხოვნა იურიდიულად გამართლებულია. 4.2.2. განსახილველ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 311-ე, 312-ე, 164-ე, 168-ე მუხლების თანახმად, აპელანტ ქ------- ჩ------ს მოთხოვნა იურიდიულად გაუმართლებელია. 4.3. შესაბამისად პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სამართლებრივ შეფასებას და დამატებით მიუთითებს შემდეგზე: სასამართლო შესაგებლით მოპასუხე ქ------- ჩ------ დაეთანხმა რა სარჩელით წარმოდგენილ აბსოლუტურად ყველა ფაქტობრივ გარემოებას, აღნიშნული წარმოადგენს აღიარებას, რომელსაც შეიძლება დაემყაროს სასამართლო გადაწყვეტილება. სახელდობრ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლო უტყუარად დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ უძრავი ნივთი წარმოადგენს მოსარჩელე ,,პ------------- ფ-------------“ საკუთრებას, მოპასუხე ქ------- ჩ------, როგორც ყოფილი მესაკუთრე, შესაბამის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, არამართლზომიერად აგრძელებს ცხოვრებას ამ უძრავ ქონებაში,ამდენად ფლობს მას და მიუხედავად იმისა, რომ მას ჩაბარდა მოსარჩელის მოთხოვნა უძრავი ქონების გამონთავისუფლების შესახებ, იგი ნებაყოფლობით არ ასრულებს ამ მოქმედებას. 4.4. სააპელაციო სასამართლო აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სანივთო უფლებიდან, კერძოდ, უძრავი ნივთის მესაკუთრის უფლებიდან, რომლის სამართლებრივი განმარტება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 164-ე, 168-ე, 170-ე, 172-ე და მუხლებში. სახელდობრ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლების თანახმად მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. დასახელებული ნორმების შესაბამისად, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ანუ ხორციელდება, თუ არა მფლობელობა საამისო უფლების მქონე პირის გარეშე. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, მოპასუხე/აპელანტს ქ------- ჩ------ს, გააჩნია თუ არა უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობს თუ არა რეგისტრირებული მესაკუთრის, შპს ,,პ------------- ფ-------------“ ვინდიკაციური მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება.სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება მხარეებს აკისრიათ, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნას აღნიშნულ გარემოებებს აფუძნებენ.იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე/აპელანტს ქ------- ჩ------ს, სასამართლოსათვის არ მიუთითებია კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის თაობაზე და ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ აპელანტი არ წარმოადგენს შპს ,,პ------------- ფ-------------“ საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების მართლზომიერ მფლობელს და ამ ქონების დაკავების უფლება არ გააჩნია. 4.5. პალატა არ იზიარებს აპელანტის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო და შეფასება იმ გარემოებებისთვის, რომ ის არის სადავო ქონების წინარე მესაკუთრე , მძიმე ავადმყოფი, პენსიონერი, არავინ ყავს მზრუნველი, სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია და გამოსახლების შემთხვევაში დარჩება უსახლკაროდ და რომ ზემოაღნიშნული გაერმოებები თითქოსდა გამორიცხავდა მესაკუთრის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. სასამართლოს თვალსაზრისით, ის გარემოება, რომ მოპასუხე იყო სადავო ქონების მესაკუთრე, სანამ მოსარჩელე აუქციონზე შეიძენდა ქონებას, არ წარმოადგენს ქონების მართლზომიერად ფლობის საფუძველს. წაუყენა რა პრეტენზია მოსარჩელემ მოპასუხეს, მოითხოვა მისგან ქონების გამოთხოვა, სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მართლზომიერი მფლობელობა წყდება და თუ არ მოხდება ქონების გამონთავისუფლება და მესაკუთრეზე გადაცემა, უკვე მოპასუხე (ფაქტობრივი მფლობელი) მისი არამართლზომიერი მფლობელი ხდება. 4.6. სააპელაციო პალატის თვალსაზრისით ასევე უსაფუძვლოა მითითება იმაზეც, რომ მან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას არ იცოდა რას აწერდა ხელს. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ფართზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის მართლზომიერების შემოწმება სცილდება განსახილველი დავის ფარგლებს, რადგან მოსარჩელის საკუთრების უფლება შეგებებული სამოქალაქო სარჩელით შედავებული არ ყოფილა.უფრო მეტიც, ქ------- ჩ------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში, როგორც უკვე აღინიშნა ცნო სარჩელით წარმოდგენილი ყველა გარემოება და დაეთანხმა მას. 4.7. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სასამართლო აპელანტს განუმარტავს სარჩელის ცნობის სამართლებრივ შედეგებს, რაც გაწერილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლსა და ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილში. დისპოზიციურობის პრინციპი, რომელსაც განამტკიცებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი სამოქალაქო პროცესში, ნების ავტონომიაა, იგი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი არამარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები. სახელდობრ, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ, მათვე შუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო – მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამდენად, ნების ავტონომიიდან გამომდინარეობს მხარეთა სრული თავისუფლება მოსარჩელემ უარი თქვას თავის სასარჩელო მოთხოვნაზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში იმ გარემოების გათვლისწინებით, რომ მოპასუხე ქ------- ჩ------ს სათანადო რწმუნებით აღჭურვილმა პირმა, როგორც სასამართლო გადაწყვეტილებაში იქნა აღნიშნული, ცნო შპს ,,პ------------- ფ-------------“ სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, აღნიშნული ზემოხსენებული ნორმის თანახმად უპირობოდ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების გამოტანის პროცესუალურ საფუძველს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს სახეზე ჰქონდა ,,პ------------- ფ-------------“ სარჩელის დაკმაყოფილების როგორც მატერიალური, ასევე პროცესუალური საფუძველი, რაც გამორიცხავს მისი გაუქმების და აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული. 6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1.ქ------- ჩ------ს წარმომადგენელ მ-----–- ა-----–--ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს. 2. ქ------- ჩ------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი; 4. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია; 5.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით. 6.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე ნანა კალანდაძე