განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310016001472318 (3/ბ-71-2018 წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08 მაისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოპასუხე)- ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა---------–-–----ე
მოპასუხე - ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ა---------–-–----ის სარჩელის უარყოფა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2016 წლის 17 სექტემბერს ა---------–-–----ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ და მოითხოვა „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ა---------–-–----ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 1------ის №--- დადგენილებისა და 2016 წლის 2------ის 1------- საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, ქალაქ ბათუმის ვიცე-მერის 2016 წლის 2-----–--ის №0----- ბრძანების ბათილად ცნობა.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ ა---------–-–----ე 2015 წლის ნოემბრის თვეში, ქ. ბათუმში, დასახლება მ-------–---–-------------------–--–ის გამზირი №----ის მიმდებარედ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმების გარეშე აწარმოებდა რკინიგზის ხიდის ბურჯების ამოშენებას, დამხმარე სათავსოს მოსაწყობად. ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2015 წლის 9----------ს მასზე უნებართვო მშენებლობის გამო გაიცა №--- მითითება, რომლითაც, დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება და განისაზღვრა, რომ ა---------–-–----ეს დაუყოვნებლივ უნდა შეეჩერებინა სამუშაოები, ასევე, მოეხდინა ობიექტის დემონტაჟი ან წარედგინა სათანადო დოკუმენტაცია. 2015 წლის 1------------ს ა---------–-–----ემ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა ქ. ბათუმში, დასახლება მ-------–---–ში სამორიგეო ჯიხურის მოწყობის ესკიზური პროექტის შეთანხმება. მოთხოვნა დაკმაყოფილდა და წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა დაადასტურა ჯიხურის მოწყობის შესაძლებლობა, წარდგენილი ესკიზური ნახაზის შესაბამისად. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის 1-----------ის №--- დადგენილებით ა---------–-–----ის მიმართ შეწყდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება.
2016 წლის 2--------–ს ზედამხედველობის სამსახურმა გასცა №-- მითითება და კვლავ დაიწყო ა---------–-–----ის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება უნებართვო მშენებლობის გამო. ამავე აქტით ა---------–-–----ეს განესაზღვრა ვადა მშენებლობის დემონტაჟის ან შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენისთვის. 2016 წლის 26 აპრილს, მოპასუხის მიერ შედგა შემოწმების აქტი, ხოლო 2016 წლის 1------ს ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა №-- დადგენილება, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ა---------–-–----ის დაჯარიმებისა უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე.
2016 წლის 2------ს ა---------–-–----ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 1------ის №-- დადგენილების ბათილად ცნობა. 2016 წლის 2-----–--ს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის მიერ მიღებულ იქნა ბრძანება №0----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სადაც, მოპასუხე მიუთითებს, რომ შპს ,,ც------------------------ის“ მიერ 2016 წლის 1--------–ს გაცემული ცნობის მიხედვით, აშენებული შენობა-ნაგებობა არ ექცევა ა---------–-–----ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზი იყო ის, რომ რეალურად, რკინიგზის ხიდი, რომელზედაც ა---------–-–----ემ მოიპოვა სამორიგეო ჯიხურის მოწყობის შესაძლებლობა და რაც 2015 წლის 1-----------ის №0------ გადაწყვეტილებით დადასტურებული იყო ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, არ ექცეოდა ა---------–-–----ის მიწის ნაკვეთის საკადატრო საზღვრებში. აღნიშნული, რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა ყოფილიყო გამოწვეული ა---------–-–----ის ბრალეულობით.
მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, საწყის ეტაპზე, როდესაც მშენებლობასთან დაკავშირებით აღმოჩნდა პრობლემა, მისი მოგვარების მიზნით მიმართა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და ამის შემდეგ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაშვებული შეცდომის გამო, პასუხი მან არ უნდა აგოს, ვინაიდან, მის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა შესაძლებლობა იქნა გამოყენებული ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
2016 წლის 5 მაისს ა---------–-–----ემ განცხადებით მიმართა თვითმმართველ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა ქ. ბათუმში, მ-------–--–ის დასახლებაში, ფ------------–--–ის №-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე უძრავი ქონების მომიჯნავედ არსებული 10 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, რაზეც მიიღო უარი, ხოლო შემდეგ ეცნობა, რომ მერია ამჟამად ახორციელებდა მ-------–--–ის დასახლებაში, ფ------------–--–ის №----ის მიმდებარედ არსებული, ყოფილი რკინიგზის ხიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრაციის პროცედურებს.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ზედამხედველობის სამსახურმა ისე მიიღო სადავო დადგენილება, სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი კერძოდ ის, რომ ა---------–-–----ეს კანონის მოთხოვნათა დაცვით ჰქონდა მოპოვებული ნებართვა, რომლის საფუძველზეც აწარმოებდა მშენებლობას. მნიშვნელოვანია, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ორი სამსახური ერთსა და იმავე საკითხზე იღებს არსებითად საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს. ერთ შემთხვევაში, ა---------–-–----ეს აძლევს უფლებას, რომ აწარმოოს სამშენებლო სამუშაოები, ხოლო შემდეგ, მის მიერ გაცემული დასტურის პირობებში იღებს გადაწყვეტილებას ა---------–-–----ის მიმართ სამართალდარღვევის საქმის წარმოების შესახებ, თუმცა, ამ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებას ადმინისტრაციული წარმოების დროს არ მიექცა ყურადღება. აღნიშნული წარმოადგენს იმგვარ ხარვეზს, რომლის არარსებობის პირობებშიც მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოპასუხეების ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა---------–-–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნას ცნობილი:
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 1------ის №--- დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ა---------–-–----ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“;
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2016 წლის 2-----–--ის №0----- ბრძანება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა ა---------–-–----ის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ ა---------–-–----ეს ქ. ბათუმში, დასახლება მ-------–---–ში გააჩნია უძრავი ქონება, 689 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი: 0-----------.
ა---------–-–----ე 2015 წლის ნოემბრის თვეში, ქ. ბათუმში, დასახლება მ-------–---–ში, ფ------------–--–ის გამზირის №----ში მდებარე თავისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის სიახლოვეს გამავალი, ადგილობრივი საწარმოს ესტაკადური რკინიგზის ხიდის ნარჩენი მონაკვეთის ქვეშ, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე აწარმოებდა ხიდის ბურჯების ამოშენებას და ამ გზით 6 კვ.მ. ფართის დამხმარე ნაგებობის აშენებას.
ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2015 წლის 9----------ს აღნიშნული მშენებლობა მიჩნეული იქნა უნებართვო მშენებლობად, რის გამოც ა---------–-–----ის მიმართ გამოიცა №--- მითითება და დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება.
2015 წლის 9 ნოემბრის №--- მითითებით განისაზღვრა, რომ ა---------–-–----ეს დაუყოვნებლივ უნდა შეეჩერებინა სამუშაოები, ასევე, 10 დღის ვადაში ობიექტი მიეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში.
2015 წლის 1------------ს ა---------–-–----ემ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა ქ. ბათუმში, დასახლება მ-------–---–ში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ 0-----------) სამორიგეო ჯიხურის მოწყობის ესკიზური პროექტის შეთანხმება.
ა---------–-–----ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა 2016 წლის 1------------ის №3------ წერილით დაადასტურა ქ. ბათუმში, დასახლება მ-------–---–ზე მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ. 0-----------) I კლასის მშენებლობის ობიექტის, სამორიგეო ჯიხურის მოწყობის შესაძლებლობა, წარდგენილი ესკიზური ნახაზის შესაბამისად.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის 1-----------ის №--- დადგენილებით ა---------–-–----ის მიმართ შეწყდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება.
ა---------–-–----ემ დასახლება მ-------–---–-------------------–--–ის გამზირი №----ის მიმდებარედ აშენებული სამორიგეო ჯიხურის შენობა, 2015 წლის 1------------ს დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში, როგორც 689 კვ.მ. სასაოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე განთავსებული, 6.95 კვ.მ. ფართის №01/1 შენობა-ნაგებობა.
2016 წლის 2--------–ს ზედამხედველობის სამსახურმა გასცა №-- მითითება და კვლავ დაიწყო ა---------–-–----ის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, დასახლება მ-------–---–-------------------–--–ის გამზირი №----ის მიმდებარედ უნებართვო მშენებლობის გამო.
ამავე აქტით ა---------–-–----ეს მოეთხოვა სამშენებლო სამუშაოების დაუყონებლივ შეჩერება და განესაზღვრა 10 დღის ვადა, მშენებლობის დემონტაჟის განსახორციელებლად. 2016 წლის 26 აპრილს, ზედამხედველობის სამსახურმა შეადგინა შემოწმების აქტი, რომლითაც დადასტურებულად მიიჩნია, რომ ა---------–-–----ის მიერ არ იყო შესრულებული, 2015 წლის 0----------ის №--- მითითების პირობები;
2016 წლის 6 მაისს ზედამხედველობის სამსახურში გაიმართა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ზეპირი მოსმენა, რომელსაც ესწრებოდა ა---------–-–----ეც. 2016 წლის 1------ს ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა №-- დადგენილება, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ა---------–-–----ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე.
2016 წლის 2------ს ა---------–-–----ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 1------ის №-- დადგენილების ბათილად ცნობა.
2016 წლის 2-----–--ს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის მიერ მიღებულ იქნა №0----- ბრძანება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ბრძანებაში უარის საფუძვლად მითითებული იქნა ის გარემოება, რომ შპს „ც------------------------ის“ მიერ 2016 წლის 1--------–ს გაცემული ცნობის მიხედვით, ა---------–-–----ის მიერ აშენებული ნაგებობა, რომელზედაც ა---------–-–----ემ მოიპოვა ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა, არ ექცევა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადატრო საზღვრებში.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ)რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე)ლანდშაფტური მშენებლობა; ვ)დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. №57 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგი სახის: ა) შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ 2-ზე მეტად; ბ) ექსტერიერის რეკონსტრუქცია – ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0.1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/ მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს; გ) მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია – მზიდი კონსტრუქციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/ მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრა;
უდავოა, რომ მოსარჩელე ა---------–-–----ე 2015 წლის ნოემბრის თვეში, ქ. ბათუმში, დასახლება მ-------–---–-------------------–--–ის გამზირის №----ში მდებარე თავისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის სიახლოვეს გამავალი, ადგილობრივი საწარმოს ესტაკადური რკინიგზის ხიდის ნარჩენი მონაკვეთის ქვეშ, აწარმოებდა ხიდის ბურჯების ამოშენებას და ამ გზით 6 კვ.მ. ფართის დამხმარე ნაგებობის მშენებლობას.
ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2015 წლის 9----------ს აღნიშნული მშენებლობა მიჩნეული იქნა უნებართვო მშენებლობად, რის გამოც ა---------–-–----ის მიმართ გამოიცა №--- მითითება და დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. ა---------–-–----ემ 2015 წლის 1------------ს განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა სამორიგეო ჯიხურის დაწყებული მშენებლობისთვის ესკიზური პროექტის შეთანხმება.
ა---------–-–----ის მიერ წარდგენილი ესკიზური პროექტის შესაბამისად, განსაზღვრულია საპროექტო ობიექტის მდებარეობა მიწის ნაკვეთში და ერთმნიშვნელოვნად მოჩანს, რომ შენობა მოსარჩელის საკადასტრო საზღვრებშია მოქცეული. პროექტის ავტორის მიერ დადგენილია საპროექტო ობიექტის კლასიც და ის „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების 65-ე მუხლის საფუძველზე მიკუთვნებულია I კლასის მშენებლობას. მოსარჩელის ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა 2016 წლის 1------------ის №3------ წერილით დაუდასტურა ქ. ბათუმში, დასახლება მ-------–---–ში ფ------------–--–ის გამზირი №----ის მიმდებარე თავისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის მიჯნასთან (მიწის საკადასტრო კოდი: 0-----------) I კლასის მშენებლობის ობიექტის, სამორიგეო ჯიხურის მოწყობის შესაძლებლობა, წარდგენილი ესკიზური ნახაზის შესაბამისად, რამდენადაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების შესაბამისად იგი განეკუთვნებოდა I კლასის მშენებლობას და არ საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას. ამის შემდეგ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის 1-----------ის №--- დადგენილებით ა---------–-–----ის მიმართ შეწყდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რადგანაც მშენებლობა კანონშესაბამისად ჩაითვალა. ა---------–-–----ემ დასახლება მ-------–---–-------------------–--–ის გამზირი №----ის მიმდებარედ აშენებული სამორიგეო ჯიხურის შენობაზე, 2015 წლის 1------------ს დაარეგისტრირა თავისი საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში, როგორც 689 კვ.მ. სასაოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე განთავსებულ, 6,95 კვ.მ. ფართის №01/1 შენობა- ნაგებობაზე.
ამდენად, ქ. ბათუმში, დასახლება მ-------–---–ში დამხმარე ნაგებობის მშენებლობა, ხიდის ბურჯების ამოშენება/რეკონსტრუქცია დაინტერესებული პირის, ა---------–-–----ის მიერ სამშენებლო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად გაგრძელდა. ამისთვის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსაგან მოსარჩელეს უკვე მიღებული ჰქონდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილებით I კლასის მშენებლობისათვის განსაზღვრული დასტური, რაც მშენებლობის განხორციელების საკმარისი საფუძველი იყო.
უდავოა, რომ 2016 წლის 2--------–ს ზედამხედველობის სამსახურმა ისევ გამოსცა მოსარჩელეზე №-- მითითება და კვლავ დაიწყო ა---------–-–----ის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, დასახლება მ-------–---–ში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე დასრულებული იყო. ამჯერადაც, ა---------–-–----ის მიერ ნაწარმოები მშენებლობა უნებართვოდ იქნა შეფასებული და მას მითითებით მოეთხოვა სამშენებლო სამუშაოების დაუყონებლივ შეჩერება და დემონტაჟი, 10 დღის ვადაში.
2016 წლის 26 აპრილს, ზედამხედველობის სამსახურმა შეადგინა შემოწმების აქტი, რომლითაც დადასტურებულად მიიჩნია, რომ ა---------–-–----ის მიერ არ იყო შესრულებული, 2015 წლის 9 ნოემბრის №--- მითითების პირობები, ხოლო 2016 წლის 6 მაისს ზედამხედველობის სამსახურში გაიმართა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ზეპირი მოსმენა, რომელსაც ესწრებოდა ა---------–-–----ეც და მოსმენის შემდეგ, 2016 წლის 1------ს ზედამხედველობის სამსახურმა მიიღო დადგენილება №-- სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ა---------–-–----ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე.
დადგენილებაში სამშენებლო სამართალდარღვევა იმ შინაარსით არის აღწერილი, რომ ა---------–-–----ემ უნებართვოდ განახორციელა რკინიგზის ხიდის ბურჯების ამოშენება. კერძოდ, აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციით, ამისათვის ა---------–-–----ეს ესაჭიროებოდა მშენებლობის ნებართვა, რადგანაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნებართვას არ საჭიროებს მხოლოდ შენობა-ნაგებობის რემონტი, რკინიგზის ხიდის ბურჯების რეკონსტრუქცია/ამოშენება კი საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას და ა---------–-–----ეს იგი არ გააჩნდა.
საქალაქო სასამართლომ მოპასუხის ასეთი შეფასება არ გაიზიარა, რადგან ის წინააღმდეგობაში მოდის არსებულ მოცემულობებთან, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. კერძოდ, სასამართლო დადგენილად მიიჩნია და მოპასუხე მხარეც ადასტურებს, რომ ა---------–-–----ის მიერ ნაწარმოები მშენებლობა წარმოადგენს I კლასის მშენებლობას და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების თანახმად, ასეთი კატეგორიის მშენებლობის განხორციელებისათვის საკმარისია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მშენებლობისათვის განსაზღვრული დასტური, რაც ა---------–-–----ეს გააჩნდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა 2016 წლის 1------------ის №3------ წერილის სახით, მ-------–--–ის დასახლებაში, ფ------------–--–ის გამზირი №---- ის მიმდებარედ, სამორიგეო ჯიხურის მოწყობის შესახებ, წარდგენილი ესკიზური ნახაზის შესაბამისად. მოპასუხე მხარე ადასტურებს, რომ ა---------–-–----ის მიერ მშენებლობა იმ ესკიზის მიხედვით იქნა წარმოებული, რაც თავის დროზე ა---------–-–----ემ მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა, მშენებლობის დასტურის მისაღებად. შესაბამისად, ყოველგვარ საფუძველს და დასაბუთებას არის მოკლებული ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 1------ის №-- დადგენილებაში მითითებული დასკვნა, რომ ა---------–-–----ის მიერ მშენებლობა წარმოებული იყო უნებართვოდ, ანუ შესაბამისი ნებართვის გარეშე.
წარმოებული მშენებლობის უკანონობასთან დაკავშირებული კიდევ ერთი კონკრეტული საფუძველი მითითებულია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 2-----–--ის №0----- ბრძანებაში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა---------–-–----ის საჩივარი ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 1------ის №-- დადგენილების გაუქმების შესახებ. კერძოდ, მასში უარის საფუძვლად აღნიშნულია ის გარემოება, რომ შპს „ც------------------------ის“ მიერ 2016 წლის 1--------–ს გაცემული ცნობის მიხედვით, ა---------–-–----ის მიერ აშენებული ნაგებობა, რომელზედაც მოიპოვა ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა, არ ექცევა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადატრო საზღვრებში, ნაგებობის ნაწილი გადასულია მუნიციპალიტეტის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, ასევე გაკეთებულია შეფასება, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოცემული მშენებლობა საჭიროებდა ნებართვას, რაც ა---------–-–----ეს არ გააჩნდა.
მოსარჩელე მხარეც ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ა---------–-–----ის მიერ წარმოებული მშენებლობის ნაწილი გადასულია მისი საკადასტრო ფარგლებიდან, მუნიციპალიტეტის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, რასაც იგი უკავშირებს საკადასტრო ნახაზების არასწორ შედგენას, თუმცა საქალაქო სასამართლომ ამავდროულად დადგენილად მიიჩნია ის გარემოებასაც, რომ ა---------–-–----ის მიერ მშენებლობა წარმოებული იქნა წარდგენილი ესკიზის მიხედვით, მასთან ზუსტ შესაბამისობაში, რაც დადასტურებული და შეთანხმებული იყო 2016 წლის 1-----------ის №3------ წერილით, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ანუ, მერიას თანხმობა ჰქონდა გაცხადებული ისეთ მშენებლობაზე, რომლის ნაწილიც გაცდენილი იყო ა---------–-–----ის საკადასტრო საზღვრებს და გადადიოდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.
ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნა, რომ ეს ფაქტობრივი გარემოება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ აქვს მითითებული ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 1------ის №-- დადგენილებაში, არ მომხდარა ამ ფაქტის რაიმე სახით ანალიზი და შესაბამისად, მოპასუხეს არც აქვს გამოყენებული ის, ა---------–-–----ის მიერ წარმოებული მშენებლობის უნებართვოდ (უკანონოდ) შეფასებისას. ეს გარემოება და არგუმენტი მხოლოდ ა---------–-–----ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 2-----–--ის №0----- ბრძანებაში გამოჩნდა. რაც შეეხება მოპასუხე მხარის იმ პოზიციას, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოცემული მშენებლობა საჭიროებდა ნებართვას და იგი ა---------–-–----ეს არ გააჩნდა, სასამართლოს მიერ ვერ იქნა გაზიარებული, რადგან „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს მშენებლობის სახეობებს: 1. მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ)რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/ აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს ნორმა მშენებლობის იმ მხრივ კლასიფიცირებას, რაც სამშენებლო ნებართვის გაცემას უკავშირდება, არ იძლევა. 36-ე მუხლი ჩამოთვლის იმ სამშენებლო საქმიანობას, რაზეც გაიცემა მშენებლობის ნებართვა, თუმცა ეს ნორმაც თავისი შინაარსით ზოგადია და კონკრეტული სახის მშენებლობისთვის შესაბამისი ნებართვის საჭიროება, მხოლოდ ამ ნორმათა საფუძველზე ვერ გადაწყდება. არც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განუსაზღვრავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რაიმე განსხვავებული, ან დამატებითი რეგულაცია, ამ სახისა და შინაარსის მშენებლობისთვის, მშენებლობის ნებართვის მიღების საჭიროებასთან დაკავშირებით და არც მოპასუხე მხარეს მიუთითებია ასეთზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა, რომ ა---------–-–----ის მიერ წარმოებული მშენებლობა საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას (გარდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობისა), მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და დასაბუთებულობას, ამასთან ეწინააღმდეგება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსითა“ და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილებით განსაზღვრულ წესებს.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ 2016 წლის 1-----------ის №3------ წერილით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უკვე გაცხადებული აქვს ა---------–-–----ისთვის თანხმობა, მ-------–--–ის დასახლებაში, ფ------------–--–ის გამზირი №----ის მიმდებარე I კლასის მშენებლობის თაობაზე, წარდგენილი ესკიზური ნახაზის შესაბამისად და ამ თანხმობის შეცვლის, ან გაუქმების გარეშე წარმოებული და უკვე დასრულებული მშენებლობის თავიდან შეფასება უნებართვო მშენებლობად, მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა---------–-–----ემ მშენებლობა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით გათვალისწინებული სამართლებრივ საფუძვლით აწარმოვა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს შეფასება, რომ არ გააჩნდა საჭირო მშენებლობის ნებართვა, საფუძველს მოკლებულ დასკვნას წარმოადგენს. ამასთან, ა---------–-–----ის მიერ წარმოებული მშენებლობის ნაწილი, რომლის თანხმობა მიღებული ჰქონდა მოსარჩელეს, სხვის, ამ შემთხვევაში მშენებლობაზე თანხმობის გამცემი პირის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განხორციელდა, ეს ზემოთ ჩამოთვლილ პირობებში ვერ გახდება მშენებლობის უნებართვოდ წარმოების შეფასების საფუძველი და ამით ა---------–-–----ის სამართალდამრღვევად მიჩნევაც სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის რეგულაციაზე, რომლის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დადგენილია, რომ ა---------–-–----ემ საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა აზომვითი ნახაზები და ქ. ბათუმში, მ-------–--–ის დასახლებაში, ფ------------–--–ის გამზირი №----ის მიმდებარედ, წარმოებული მშენებლობის შედეგად მიღებულ 6,95 კვ.მ. ფართის ნაგებობაზე დარეგისტრირდა მისი საკუთრების უფლება. ლ---------------ა საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 452 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 145,31 კვ.მ. ფართის შენობაზე (საკადასტრო კოდით: 0-----------.), რომელმაც მთლიანად მოიცვა ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 1-----------–ის №-- დადგენილებით უკანონოდ მიჩნეული, ლ---------------ას მიერ ნაწარმოები მშენებლობის შედეგად მიღებული ფართები. ანუ, ზედამხედველობის სამსახურმა ადმინისტრაციული წარმოება უკანონო მშენებლობის დემონტაჟთან დაკავშირებით განახორციელა საჯარო რეეტრში ამ შენობაზე საკუთრების უფლების აღრიცხვის შემდეგ და 2016 წლის 1------ის №--- დადგენილებით მიიღო გადაწყვეტილება იმ შენობის დემონტაჟის შესახებ, რომელზედაც ამჟამად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია, ა---------–-–----ის საკუთრების უფლება.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი დავის ფარგლებში სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს ამ გარემოებას, იმ მხრივ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დეკლარირებულია საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის გარანტია და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით განმტკიცებულია, საკუთრების უფლება დაცულობა. ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 1------ის №--- დადგენილებით დემონტაჟს დაქვემდებარებული, ქ. ბათუმში, მ-------–--–ის დასახლებაში, ფ------------–--–ის გამზირი №----ის მიმდებარე შენობა-ნაგებობა, საჯარო რეესტრის მონაცემებით ირიცხება მოსარჩელის საკუთრებაში. ამდენად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 1-----------–ის №-- დადგენილების აღსრულების შედეგად, უნებართვო მშენებლობით მიღებული ფართის დემონტაჟის ნაწილში, საერთაშორისო კანონმდებლობით დეკლარირებული და საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული საკუთრების უფლება, უკანონოდ იქნება დარღვეული. დადგენილების აღსრულება, ა---------–-–----ის მიერ განხორციელებული უკანონო მშენებლობის დემონტაჟის ნაწილში შეუძლებელია, რამდენადაც აქტის ეს ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის და სამოქალაქო კოდექსის ფუნდამენტურ პრინციპებს, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში დემონტაჟს დაქვემდებარებული უძრავი ქონება უკვე რეგისტრირებულია სხვა პირის, ა---------–-–----ის სახელზე და სადავო არ გამხდარა საკუთრების უფლება, ან ამ უფლების რეგისტრაციის საფუძველი, სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.
ამდენად, დავის ამ ნაწილის გადაწყვეტისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დეკლარირებული, საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის გარანტიას და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით განმტკიცებულ, საკუთრების უფლება დაცულობას, რაც გამორიცხავს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების განადგურებას (დემონტაჟს).
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ა---------–-–----ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“ ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 1------ის №--- დადგენილება და ადმინისტარციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის შესახებ ქ. ბათუმის მერის 2016 წლის 2-----–--ის №0----- ბრძანება საქართველოს კონსტიტუციის, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“, სამოქალაქო კოდექსის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით იყო მიღებული, რამაც გამოიწვია მოსარჩელე ა---------–-–----ის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა და ამდენად კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად ცნო „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ა---------–-–----ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“ ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 1------ის №--- დადგენილება და ადმინისტარციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის შესახებ ქ. ბათუმის მერის 2016 წლის 2-----–--ის №0----- ბრძანება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ა---------–-–----ის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია საქმის მასალების არასრულყოფილად გამოკვლევის საფუძველზე და მიაჩნია, რომ იგი უნდა გაუქმდეს.
აპელანტის განმარტებით, 2015 წლის 1------------ს ა---------–-–----ემ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მერიას და მოითხოვა მის საკუთრებაში (სკ/. 0--------) არსებულ მიწის ნაკვეთში წარმოდგენილი ესკიზური ნახაზის მიხედვით სამორიგეო ჯიხურის მოწყობა. მხარის მიერ წარმოდგენილი ესკიზური ნახაზის საფუძველზე შენობა-ნაგებობა დგას 0----------- კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ვინაიდან შენობა-ნაგებობა თავისი ფართით წარმოადგენს 6 კვ.მ. ნაგებობას ქ. ბათუმის მერიამ ჩათვალა, რომ ის წარმოადგენდა პირველი კლასიის შენობას და 2015 წლის 1-----------ის 0------ წერილის საფუძველზე დაუდასტურა ქალაქ მშენებლობის პირობებთან შესაბამისობა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ა---------–-–----ის მიერ ქ. ბათუმის მერიაში შესათანხმებლად წარმოდგენილ ესკიზურ ნახაზზე თანდართულ ამ კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმაზე არ არის იმ შენობა-ნაგებობის ბურჯი, რაზედაც რეალურად მოგვიანებით მოსარჩელემ განახორციელა რეკონსტრუქცია. ესკიზურ ნახაზს დართული აქვს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც არც საკუთრების გრაფაში არ ფიგურირებს რაიმე ჩანაწერი რაიმე შენობა-ნაგებობის არსებობის თაობაზე, ის არ ჩანს არც თანდართულ ორთოფოტოზე. ანუ იგულისხმება, რომ არქიტექტურის სამსახურმა ქალაქმშენებლობითი პირობების შეთანხმების თაობაზე წერილი გასცა თავისუფალ მიწის ნაკვეთზე პირველი კლასის მშენებლობის საწარმოებლად და მას არ შეუთანხმებია ხიდის ბურჯის რეკონსტრუქციის პროექტი, რადგან ასეთ შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობით (საქართველოს მთავრობის N57 დადგენილებით) გაიცემოდა არა ქალაქმშენებლობის პირობებთან შეთანხმების აქტი, არამედ ჩატარდებოდა ადმინისტრაციული წარმოება სარეკონსტრუქციო ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით და რადგან სარეკონსტრუქციო ნაგებობის ნაწილი მდებარეობდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საჭირო იქნებოდა ამ მიწის და შესაბამისად ხიდის ბურჯის მესაკუთრის თანხმობაც. სწორედ ეს ფაქტობრივი გარემოებები არ არის სწორად და სრულფასოვნად შეფასებული სასამართლოს მიერ, რადგან გადაწყვეტილებაში გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ ,,დამხმარე ნაგებობის მშენებლობა ხიდის ბურჯის ამოშენება/რეკონსტრუქცია დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით გაცემული ნებართვით გრძელდებოდა, ვინაიდან ჟ----ეს უკვე ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მხრიდან მიღებული ჰქონდა ქალაქმშენებლობითი პირობების დადასტურებაზე თანხმობა, რაც მშენებლობის გაგრძელებისთვის საკმარისი საფუძველი იყო“, რაც არასწორია, რადგან როგორც აღინიშნა ქ.ბათუმის მერიის არქიტექტურულ სამსახურს გადაწყვეტილებით დადასტურებული ჰქონდა არა ხიდის ბურჯში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტი, არამედ, პირველი კლასის ახალი ნაგებობის მშენებლობა. ამდენად სასამართლომ არ მისცა შეფასება შემდეგ ორ გარემოებას: 1. რომ ა.ჟ----ემ ნაცვლად პირველი კლასით განსახორციელებელი მშენებლობისა, რაც უნდა განხორციელებულიყო მის საკუთრებაში (ს/კ 0-----------) არსებულ თავისუფალ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმებული ესკიზური ნახაზის მიხედვით, აწარმოვა სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხიდის ბურჯში არსებულ ფართზე, რომელიც არ დგას მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში და 2. ასეთი მშენებლობა საჭიროებდა არა შეთანხმებას, არამედ მშენებლობის ნებართვის გაცემას და შესაბამისად იმ ნაგებობის მესაკუთრუის თანხობას, ვის საკუთრებაშიც იყო ხიდის ბურჯის ნაწილი.
აპელანტი მხარე თვლის, რომ ვინაიდან ა---------–-–----ის მიერ აღნიშნულ მისამართზე წარმოებული იქნა სარეკონსტრუქციო მშენებლობა და ისიც არა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, არამედ რეესტრში დაურეგისტრირებელ ტერიტორიაზე არსებული ხიდის ბურჯის ნაწილში, ხოლო მას როგორც დამკვეთს გააჩნდა ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმებული ესკიზური ნახაზი პირველი კლასის ქალაქმშენებლობით პირობებთან შეთანხმების თაობაზე, ქ. ბათუმის მერიის მიერ სწორად იქნა გამოცემული გასაჩივრებული აქტები მისი დაჯარიმების და შესაბამისად წარმოებული მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, ამასთან დამატებით მიუთითებს:
ა---------–-–----ეს ქ. ბათუმში, დასახლება მ-------–---–ში გააჩნია უძრავი ქონება, 689 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი: 0-----------. 2015 წლის ნოემბრის თვეში, ქ. ბათუმში, დასახლება მ-------–---–ში, ფ------------–--–ის გამზირის №----ში მდებარე თავისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის სიახლოვეს გამავალი, ადგილობრივი საწარმოს ესტაკადური რკინიგზის ხიდის ნარჩენი მონაკვეთის ქვეშ, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე აწარმოებდა ხიდის ბურჯების ამოშენებას და ამ გზით 6 კვ.მ. ფართის დამხმარე ნაგებობის აშენებას.
ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2015 წლის 9----------ს აღნიშნული მშენებლობა მიჩნეული იქნა უნებართვო მშენებლობად, რის გამოც ა---------–-–----ის მიმართ გამოიცა №--- მითითება და დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება.
2015 წლის 9 ნოემბრის №--- მითითებით განისაზღვრა, რომ ა---------–-–----ეს დაუყოვნებლივ უნდა შეეჩერებინა სამუშაოები, ასევე, 10 დღის ვადაში ობიექტი მიეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში.
2015 წლის 1------------ს ა---------–-–----ემ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა ქ. ბათუმში, დასახლება მ-------–---–ში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ 0-----------) სამორიგეო ჯიხურის მოწყობის ესკიზური პროექტის შეთანხმება.
ა---------–-–----ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა 2016 წლის 1------------ის №3------ წერილით დაადასტურა ქ. ბათუმში, დასახლება მ-------–---–ზე მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ. 0-----------) I კლასის მშენებლობის ობიექტის, სამორიგეო ჯიხურის მოწყობის შესაძლებლობა, წარდგენილი ესკიზური ნახაზის შესაბამისად.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის 1-----------ის №--- დადგენილებით ა---------–-–----ის მიმართ შეწყდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რადგანაც მშენებლობა კანონშესაბამისად ჩაითვალა. ა---------–-–----ემ დასახლება მ-------–---–-------------------–--–ის გამზირი №----ის მიმდებარედ აშენებული სამორიგეო ჯიხურის შენობაზე, 2015 წლის 1------------ს დაარეგისტრირა თავისი საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში, როგორც 689 კვ.მ. სასაოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე განთავსებულ, 6,95 კვ.მ. ფართის №01/1 შენობა- ნაგებობაზე.
ამდენად, ქ. ბათუმში, დასახლება მ-------–---–ში დამხმარე ნაგებობის მშენებლობა, ხიდის ბურჯების ამოშენება/რეკონსტრუქცია დაინტერესებული პირის, ა---------–-–----ის მიერ სამშენებლო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად გაგრძელდა. ამისთვის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსაგან მოსარჩელეს უკვე მიღებული ჰქონდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილებით I კლასის მშენებლობისათვის განსაზღვრული დასტური, რაც მშენებლობის განხორციელების საკმარისი საფუძველი იყო.
დადგენილია, რომ 2016 წლის 2--------–ს ზედამხედველობის სამსახურმა ისევ გამოსცა ა---------–-–----ის მიმართ №-- მითითება და კვლავ დაიწყო ა---------–-–----ის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, დასახლება მ-------–---–ში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე დასრულებული იყო. ამჯერადაც, ა---------–-–----ის მიერ ნაწარმოები მშენებლობა უნებართვოდ იქნა შეფასებული და მას მითითებით მოეთხოვა სამშენებლო სამუშაოების დაუყონებლივ შეჩერება და დემონტაჟი, 10 დღის ვადაში. 2016 წლის 26 აპრილს, ზედამხედველობის სამსახურმა შეადგინა შემოწმების აქტი, რომლითაც დადასტურებულად მიიჩნია, რომ ა---------–-–----ის მიერ არ იყო შესრულებული, 2015 წლის 0----------ის №--- მითითების პირობები, ხოლო 2016 წლის 6 მაისს ზედამხედველობის სამსახურში გაიმართა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ზეპირი მოსმენა, რომელსაც ესწრებოდა ა---------–-–----ეც და მოსმენის შემდეგ, 2016 წლის 1------ს ზედამხედველობის სამსახურმა მიიღო დადგენილება №-- სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ა---------–-–----ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე.
დადგენილებაში სამშენებლო სამართალდარღვევა აღწერილია შემდეგნაირად - ა---------–-–----ემ უნებართვოდ განახორციელა რკინიგზის ხიდის ბურჯების ამოშენება. კერძოდ, აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციით, ამისათვის ა---------–-–----ეს ესაჭიროებოდა მშენებლობის ნებართვა, რადგანაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნებართვას არ საჭიროებს მხოლოდ შენობა-ნაგებობის რემონტი, რკინიგზის ხიდის ბურჯების რეკონსტრუქცია/ამოშენება კი საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას და ა---------–-–----ეს იგი არ გააჩნდა.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა---------–-–----ის მიერ ნაწარმოები მშენებლობა წარმოადგენს I კლასის მშენებლობას და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების თანახმად, ასეთი კატეგორიის მშენებლობის განხორციელებისათვის საკმარისია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მშენებლობისათვის განსაზღვრული დასტური, რაც ა---------–-–----ეს გააჩნდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა 2016 წლის 1------------ის №3------ წერილის სახით, მ-------–--–ის დასახლებაში, ფ------------–--–ის გამზირი №---- ის მიმდებარედ, სამორიგეო ჯიხურის მოწყობის შესახებ, წარდგენილი ესკიზური ნახაზის შესაბამისად. მოპასუხე მხარე ადასტურებს, რომ ა---------–-–----ის მიერ მშენებლობა იმ ესკიზის მიხედვით იქნა წარმოებული, რაც თავის დროზე ა---------–-–----ემ მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა, მშენებლობის დასტურის მისაღებად. შესაბამისად, ყოველგვარ საფუძველს და დასაბუთებას არის მოკლებული ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 1------ის №-- დადგენილებაში მითითებული დასკვნა, რომ ა---------–-–----ის მიერ მშენებლობა წარმოებული იყო უნებართვოდ, ანუ შესაბამისი ნებართვის გარეშე.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 2-----–--ის №0----- ბრძანებაში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა---------–-–----ის საჩივარი, უარის საფუძვლად აღნიშნულია ის გარემოება, რომ შპს „ც------------------------ის“ მიერ 2016 წლის 1--------–ს გაცემული ცნობის მიხედვით, ა---------–-–----ის მიერ აშენებული ნაგებობა, რომელზედაც მოიპოვა ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა, არ ექცევა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადატრო საზღვრებში, ნაგებობის ნაწილი გადასულია მუნიციპალიტეტის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, ასევე გაკეთებულია შეფასება, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოცემული მშენებლობა საჭიროებდა ნებართვას, რაც ა---------–-–----ეს არ გააჩნდა.
მოსარჩელე მხარეც არ უარყოფს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მის (ა---------–-–----ის) მიერ წარმოებული მშენებლობის ნაწილი სცდება მისი მიწის ნაკვეთის საკადასტრო ფარგლებს და გადადის მუნიციპალიტეტის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, რასაც იგი უკავშირებს საკადასტრო ნახაზების არასწორ შედგენას, თუმცა დადგენილია, რომ ა---------–-–----ის მიერ მშენებლობა წარმოებული იქნა წარდგენილი ესკიზის მიხედვით, მასთან ზუსტ შესაბამისობაში, რაც დადასტურებული და შეთანხმებული იყო 2016 წლის 1-----------ის №3------ წერილით, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ანუ, მერიას თანხმობა ჰქონდა გაცხადებული ისეთ მშენებლობაზე, რომლის ნაწილიც გაცდენილი იყო ა---------–-–----ის საკადასტრო საზღვრებს და გადადიოდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ აქვს მითითებული ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 1------ის №-- დადგენილებაში, არ მომხდარა ამ ფაქტის რაიმე სახით ანალიზი და შესაბამისად, მოპასუხეს არც აქვს გამოყენებული ის, ა---------–-–----ის მიერ წარმოებული მშენებლობის უნებართვოდ (უკანონოდ) შეფასებისას. ეს გარემოება და არგუმენტი მხოლოდ ა---------–-–----ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 2-----–--ის №0----- ბრძანებაში გამოჩნდა. რაც შეეხება მოპასუხე მხარის იმ პოზიციას, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოცემული მშენებლობა საჭიროებდა ნებართვას და იგი ა---------–-–----ეს არ გააჩნდა, სასამართლოს მიერ ვერ იქნა გაზიარებული, რადგან „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს მშენებლობის სახეობებს: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ)რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/ აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს ნორმა მშენებლობის იმ მხრივ კლასიფიცირებას, რაც სამშენებლო ნებართვის გაცემას უკავშირდება, არ იძლევა. 36-ე მუხლი ჩამოთვლის იმ სამშენებლო საქმიანობას, რაზეც გაიცემა მშენებლობის ნებართვა, თუმცა ეს ნორმაც თავისი შინაარსით ზოგადია და კონკრეტული სახის მშენებლობისთვის შესაბამისი ნებართვის საჭიროება, მხოლოდ ამ ნორმათა საფუძველზე ვერ გადაწყდება. ამდენად ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ისე განიხილა ა---------–-------ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შეფარდების საკითხი, - არ გამოუკვლევია და სამართლებრივად არ შეუფასებია ის გარემოება, რომ ქ. ბათუმში, მ-------–--–ის დასახლებაში, ფ------------–--–ის გამზირის N----ის მიმდებარედ 452 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 145.31 კვ.მ. ფართის შენობაზე, ს/კ. 0----------- საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ა---------–-–----ის საკუთრებად და ეს შენობა-ნაგებობები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 1------ის N178 დადგენილებით ჩაითვალა უკანონო მშენებლობად, ხოლო ა---------–-–----ეს დაევალა 30 დღის ვადაში მათი დემოტაჟი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 312-ე მუხლის პირველი ნაწილით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
,,საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, ... შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა შეფასებული ის სამართლებრივი გარემოება, რაც უკავშირდება უნებართვო მშენებლობის შედეგად მიღებული შენობა-ნაგებობის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ქრონოლოგიას, რომ სადავო დადგენილება შეეხებოდა იმ შენობის დემონტაჟს, რომელიც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 1------ის N78 დადგენილების გამოცემის მომენტისათვის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ა---------–-–----ის საკუთრებად.
ზემოთ მოხსენიებული ფაქტობრივი გარემოებები არ დაუდგენია არც ქ.ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, რომელმაც გამოსცა დადგენილება ა---------–-–----ის მიმართ შენობის დემონტაჟის დავალდებულების შესახებ და არც ქ.ბათუმის მერიას ა---------–-–----ის საჩივრის განხილვის დროს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
აპელანტი, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე