განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.06.2018
საქმის ნომერი
100210018002272694
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100210018002272694

საქმე №2/ბ-518-2018

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თამარ სვანიძე, ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტი - შპს ,,ა--------ი 07“

წარმომადგენელი - თ----- დ-----ე (დირექტორი), ლ---- ხ----------ე

მოწინააღმდეგე მხარე - ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ვ-–-------- ს--–--ე

დავის საგანი - პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება

 

1.აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2.1. მოსარჩელის მოთხოვნა

2018 წლის 25 იანვარს შპს „ა--------ი-07“-მა (შემდგომში მოსარჩელე, მენარდე, მიმწოდებელი, აპელანტი) სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში მოპასუხე, შემკვეთი, შემსყიდველი, მოწინააღმდეგე მხარე,) მიმართ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების მოთხოვნით, ხოლო 2018 წლის 13 თებერვალს კი ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიამ შეგებებული სარჩელი აღძრა შპს „ა--------ი-07“-ის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

2.2. სარჩელის საფუძვლები

2.2.1. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 20 ივნისს ელექტრონულ №--------- ტენდერში გამარჯვების შედეგად, მასსა და ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა №9- ხელშეკრულება სოფელ უ-----–--ში წყალმომარაგების სისტემის აღდგენის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის 5.1.7 პუნქტის თანახმად სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 19 აგვისტო. ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 03 აგვისტოს წერილით ეცნობა, რომ სამუშაოების პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზაზე გავლის გამო დროებით შეეჩერებინა სამუშაოები, რაც მოთხოვნისამებრ შეჩერდა. მოპასუხის კატეგორიული მოთხოვნით, იმაზე მითითებით, რომ არ დარღვეულიყო ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, 2017 წლის 17 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება №-, რომლის თანახმადაც 2017 წლის 20 ივნისის ხელშეკრულების 5.1.7 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 19 სექტემბრამდე. ამავე წლის 18 სექტემბერს კვლავ მოპასუხის წარმომადგენლების მოთხოვნით, იმავე პრინციპით, ისევ გაფორმდა ფორმალური ხასიათის ანალოგიური შინაარსის შეთანხმება №-, რომლის თანახმადაც სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 20 ნოემბრამდე, თუმცა შეთანხმების გაფორმების მომენტისათვის სამუშაოების შეჩერების საფუძველი კვლავ არ იყო აღმოფხვრილი, რაც აღმოიფხვრა 2017 წლის 23 ოქტომბერისათვის, სახელდობრ, დამტკიცდა სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში განხორციელებული ცვლილებები. სამუშაოს წარმოების შეჩერების 80 დღის განმავლობაში გადათხრილი ტრანშეა ამოივსო გრუნტით როგორც მსხვილფეხარქოსანი საქონლის გადაადგილებით, ასევე ტემპერატურული ცვლილებებით (წვიმა,ქარი), რაც ეცნობა მოპასუხეს,მაგრამ ასეთზე ამ უკანასკნელის მხრიდან რეაგირება არ მოხდენილა. 2017 წლის 23 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება №-, რომლითაც მოხდენილ იქნა ახალი ხარჯთაღრიცხვის დადასტურება, ხოლო ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი, თუმცა, როგორც მოსარჩელე განმარტავს, ამ შემთხვევაში იყო სიტყვიერი დაპირება მოპასუხის მხრიდან, რომ მოხდებოდა სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელება, მაგრამ ასეთი არ შესრულდა. შესაბამისად მოსარჩელემ მიუთითა იმაზე, რომ მასსა და მოპასუხეს შორის დადებული როგორც 2017 წლის 17 აგვისტოს, ასევე 18 სექტემბრისა და 23 ოქტომბრის შეთანხმებები (გარიგებები) ბათილია, რადგან ხელშეკრულების ერთ მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო ორგანო, რომელმაც ბოროტად გამოიყენა განსაკუთრებულ ნდობაზე დაფუძნებული მათი ურთიერთობა, მოატყუა ის ,რომლის კატეგორიული მოთხოვნა და ცრუ დაპირება რომ არა , მას პრობლემა არ შეექმნებოდა.მოპასუხე მხარემ არ შეასრულა სიტყვიერი დაპირება და აღარ გაუგრძელა სამუშაოს შესრულების ვადა ისეთ ვითარებაში, როდესაც საამისო ობიექტური წინაპირობები გააჩნდა.მოსარჩელის განმარტებით, თუნდაც ზემოხსენებული შეთანხმებები არ იქნეს მიჩნეული ბათილად, სახეზე არ არის ვალდებულების ბრალეული შეუსრულებლობა, რაც წარმოადგენს პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას, რადგან ასეთი განპირობებულ იქნა თვით მოპასუხის ქმედებებითა და გაუთვალისწინებელი გარემოებებით. სახელდობრ სამუშაოს გაგრძელების დაწყებისთანავე სამუშოს შესრულების ადგილზე აღმოჩენილ იქნა ამ ტერიტორიაზე გამავალი ბ-------------ის ნავთობსადენი, რომელზეც ინფორმაცია მოპასუხე მხარეს მისთვის არ მიუწოდებია. მან აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი 2017 წლის 31 ოქტომბრის წერილით აცნობა მილსადენის კომპანიას, რომლისგანაც პასუხი მიღებულ იქნა 24 ნოემბერს,რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ასევე ეცნობა ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიას და ეთხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადის გაგრძელება, თუმცა უშედეგოდ. 2017 წლის 19 დეკემბრის ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერის №5----- ბრძანებით შეწყდა 2017 წლის 20 ივნისის №9- ხელშეკრულება და ამავე ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, მას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2017 წლის 19 დეკემბრამდე, დაეკისრა საჯარიმო თანხის - 8248,8- ლარის გადახდის ვალდებულება, რაც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, ვალდებულების შეუსრულებლობა არ იყო გამოწვეული მისი ბრალით.

მოპასუხის პოზიცია

2.2.2. მოპასუხე ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შპს ,,ა--------ი-07“-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა გაუგრძელდა 2-ჯერ მის მიერ გამოვლენილი თავისუფალი ნების შესაბამისად. მართალია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობა შეჩერდა დროებით აღნიშნული სამუშაოს პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზაზე გავლის მიმდინარეობის გამო, თუმცა ექსპერტიზის დასრულების შემდეგაც შპს ,,ა--------ი-07“-ის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რითაც მან დაარღვია 2017 წლის 20 ივნისის №9- ხელშეკრულება, რის გამოც მას 2017 წლის 19 დეკემბერს №5----- ბრძანებით შეუწყდა ხელშეკრულება და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის 20 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე ხელშეკრულების 9.1. პუნქტის თანახმად მართებულად დაეკისრა №9- ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 284 444 (ორასოთხმოცდაოთხი ათას ოთხასორმოცდაოთხი ლარი) ლარის 0,1%-ის 8248.8- (რვა ათას ორასორმოცდარვა ლარი) ლარის გადახდა. შესაბამისად, მოპასუხის განმარტების თანახმად, შპს „ა--------ი-07“-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

შეგებებული სარჩელის საფუძვლები

2.2.3. 2018 წლის 13 თებერვალს ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საჩხერის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი იქნა შეგებებული სარჩელი შპს „ა--------ი-07“-ის მიმართ, პირგასამტეხლოს თანხის - 8248.8- ლარის ოდენობით გადახდის დაკისრების თაობაზე.

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მასსა და შპს „ა--------ი-07“-ს შორის 2017 წლის 20 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №9- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების, მხარეთა შორის დადებული შეთანხმების ვადაში შეუსრულებლობის გამო, 2017 წლის 19 დეკემბრის №5------ ბრძანებით შპს „ა--------ი-07“-ს N9- ხელშეკრულების 9.1, 13.1, და 13.2 პუნქტების საფუძველზე შეუწყდა ხელშეკრულება და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2017 წლის 20 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე, დაეკისრა N9- ხელშეკრულების ჯამური ღირებულების -284 444 ლარის 0,1%-ის - 8248.8- ლარის გადახდა, რაც უნდა გადაეხადა 2017 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის თაობაზე ეცნობა 2017 წლის 25 დეკემბერს №5------- წერილით, თუმცა შპს ,,ა--------ი-07“-ის მიერ აღნიშნული თანხა არ იქნა ანაზღაურებული.

შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია

2.2.4. მოპასუხე შპს „ა--------ი-07“-ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრებაზე არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან.

მოპასუხის განმარტებით, ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიასთან დადებული 2017 წლის 17 აგვისტოს №-, 2017 წლის 18 სექტემბერს №- და 2017 წლის 23 ოქტომბრის №- შეთანხმებები ეწინააღმდეგებოდა მოსარჩელე კომპანიის ნებას და აღნიშნულზე შეცილებაც იქნა წარდგენილი მათი მხრიდან, თუმცა იგი რეაგირების გარეშე დარჩა მერიის მხრიდან.

მოპასუხის განმარტებით, ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, კერძოდ სამუშაოები შეჩერებული იყო 80 დღის განმავლობაში, შესაბამისად ბუნებრივი პირობების (ქარი, წვიმა) და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გადაადგილებამ გათხრილი ტრანშეას გრუნტით ამოვსება გამოიწვია, რის შესახებ ეცნობა მუნიციპალიტეტს. ასევე სამუშაოების წარმოების პროცესში მან სამუშაო ტერიტორიაზე აღმოაჩინა გამავალი ბ-----------ის ნავთობსადენი, რის შესახებაც 31 ოქტომბერს N8- წერილით აცნობა მილსადენების კომპანიას, ხოლო მათგან პასუხი მიიღო 24 ნოემბერს. აღნიშნულის შესახებ ასევე დაუყოვნებლივ ეცნობა ჭ--------ის მუნიციპალიტეტს, თუმცა მათი მხრიდან არავითარი რეაგირება აღნიშნულს არ მოჰყოლია. ზემოხსნებული გარემოებების გათვალისწინებით მოპასუხე თვლის, რომ ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკისრებაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, შესაბამისად არ უნდა მოხდეს მისი დაკმაყოფილება.

2.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

-შ.პ.ს. ,,ა--------ი-07“-ის სარჩელი და ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

-შ.პ.ს. ,,ა--------ი-07“-ს ჭ--------ის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 4124 (ოთხი ათას ასოცდაოთხი) ლარი და 44 (ორმოცდაოთხი) თეთრი (284 444 X 0,05% X29=4124 ლარი და 44 თეთრი).

-სარჩელი და შეგებებული სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

 

2.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

2.4.1. შპს „ა--------ი-07“ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში, რომლის იურიდიული მისამართია თ---–--ი, ძველი თ---–--ის რაიონი, ა----–----ლის გამზირი №6----, საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------, რეგისტრაციის თარიღი 15.09.2010 წელი, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არის თ----- დ-----ე.

 

2.4.2. ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ა--------ი-07“ შორის 2017 წლის 20 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №9- ხელშეკრულება აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერის საშუალებით N--1-------- სოფელ უ-----–--ში წყალმომარაგების სისტემის აღდგენის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 284 444 (ორას ოთხმოცდაოთხი ათას ოთხასორმოცდაოთხი) ლარს. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 19 აგვისტო, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 2017 წლის 29 სექტემბერი.

 

2.4.3. შპს „ა--------ი-07“-ის დირექტორ თ----- დ-----ეს, 2017 წლის 03 აგვისტოს №51/969- წერილით მიმართა ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და აცნობა სოფელ უ-----–--ში წყალმომარაგების სამუშაოების მიმდინარეობის შეჩერების თაობაზე, აღნიშნული სამუშაოების პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზაზე გავლის გამო.

 

2.4.4. ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ა--------ი-07“-ს შორის 2017 წლის 17 აგვისტოს გაფორმდა შეთანხმება №-, რომლის თანახმად №9- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 29 ოქტომბერი, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადად - 2017 წლის 19 სექტემბერი.

 

2.4.5. ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ა--------ი-07“ შორის 2017 წლის 18 სექტემბერს გაფორმდა შეთანხმება №-, რომლის თანახმად №9- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის იანვარი, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადად - 2017 წლის 20 ნოემბერი.

 

2.4.6. ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ა--------ი-07“ შორის 2017 წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა შეთანხმება №-, რომლის თანახმად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვაში შევიდა ცვლილება, ხოლო ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი. დადგენილია, რომ აღნიშნული შეთანხმების შემდგომ განახლდა სამუშაოების წარმოება.

 

2.4.7. საქმის მასალების და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილი იქნა, რომ შპს „ა--------ი-07“-ს დირექტორმა წერილით მიმართა, ჭ--------ის მუნიციპალიტეტს 2017 წლის 16 ნოემბერს ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე, თუმცა ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 27 ნოემბრის №5------- წერილით უარი ეთქვა აღნიშნულზე.

 

2.4.8. 2017 წლის 19 დეკემბერს ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული იქნა №5-------- ბრძანება, ჭ--------ის მუნიციპალიტეტსა და შპს „ა--------ი-07“-ს შორის 2017 წლის 20 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №9- ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ამავე ბრძანებით, შპს „ა--------ი-07“-ს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის 20 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე დაეკისრა №9- ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 284 444 ლარის 0,1% -ის - 8 248.8- ლარის გადახდა, ხოლო გადახდის ვადად განესაზღვრა 2017 წლის 31 დეკემბერი.

 

2.4.9. დადგენილი იქნა, რომ შპს „ა--------ი-07“-ს მიერ 2017 წლის 20 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №9- ხელშეკრულების შესაბამისად შესრულებულია გარკვეული რაოდენობის სამუშაოები.

 

2.5.გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე, 629-ე მუხლებზე და განმარტა შემდეგი:

 

2.5.1. სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველი სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან (სსკ-ის 629-ემუხლი), რომლის ძალითაც მენარდემ-შპს ,,ა--------ი-07“მა 2017 წლის 20 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საფუძველზე იკისრა სოფელ უ-----–--ში წყალმომარაგების სისტემის აღდგენის სამუშაოების ჩატარება 2017 წლის 19 აგვისტომდე, თუმცა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე სამუშაოების დასრულების ვადად შემდგომ განისაზღვრა 2017 წლის 20 ნოემბერი, მაგრამ შპს „ა--------ი-07“-ს მხრიდან ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად დათქმულ დროში შესრულება არ მომხდარა. მიმწოდებელმა შეასრულა მხოლოდ ნაწილი სამუშაოებისა.

 

2.5.2. სასამართლომ არ გაიზიარა შპს ,,ა--------ი-07“-ის წარმომადგენლის მითითება იმის თაობაზე, რომ იგი მოპასუხე მხარემ მოატყუა, ასეთი დაუსაბუთებლად მიიჩნია და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე, 50-ე და 327-ე მუხლებზე აპელირებით განმარტა, რომ ნების გამოვლენის მეშვეობით მხარეები მიზნად ისახავენ გარკვეული სამართლებრივი შედეგის მიღწევას, ამასთან ისინი არამხოლოდ სამართლებრივ შედეგზე თანხმდებიან, არამედ წესებზეც, რომლებსაც უნდა დაემორჩილონ ამ სამართლებრივი მიზნის მისაღწევად. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენს შესასრულებელი სამუშაოს დროზე მითითება.განსახილევლ შემთვევაში კი დადგენილია, რომ სამუშაოს შერულება ვერ მოხდა დათქმულ დროში, შესაბამისად ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა მართლზომიერად.

 

2.5.3. სასამართლომ განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 და 401-ე მუხლი და დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მიმწოდებლის ბრალი დათქმულ ვადაში ხელშეკრულების შეუსრულებლობისა.

 

2.5.4 სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეაჯერა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 420-ე მუხლებთან მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, შესაბამისად ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოთხოვნილი საჯარიმო თანხა - ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - ჯამში 8 248.8- ლარი (პირგასამტეხლო), იყო შეუსაბამოდ მაღალი და ასეთი უნდა შემცირებულიყო.

კერძოდ, პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო ყოველ გადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.05 %. 29 დღეზე. სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს რაოდენობა მოცემული პრინციპის დაცვით იყო 4124 (ოთხი ათასასოცდაოთხი) ლარი და 44 (ორმოცდაოთხი) თეთრი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

წინამდებარე გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, თუმცა ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრი სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის გამო, დაუშვებლად იქნა მიჩნეული და ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განჩინებით დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

შპს „ა--------ი-07“-ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

3.1. აპელანტის მტკიცებით, 2017 წლის 20 ივნისს ელექტრონულ №--------- ტენდერში გამარჯვების შედეგად მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება №9- სოფელ უ-----–--ში წყალმომარაგების სისტემის აღდგენის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების 5.1.7 პუნქტის თანახმად, სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 19 აგვისტო.

 

3.2. ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2017 წლის 03 აგვისტოს წერილით მათ ეცნობათ, რომ წყალმომარაგების სამუშაოების მიმდინარეობა შეეჩერებინათ დროებით, აღნიშნული სამუშაოების პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზაზე გავლის მიმდინარეობის გამო. ამდენად ,მოთხოვნისამებრ, მათ შეაჩერეს სამუშაოები.

3.3. აპელანტმა მიუთითა, რომ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2017 წლის 17 აგვისტოს დასკვნის თანახმად, პროექტი შესრულებული იყო არასრულყოფილად და საჭიროებდა საფუძვლიან გადამუშავებას, იგი იყო არარეალიზებადი.

3.4. მოსარჩელემ მოპასუხეს რამდენჯერმე წერილობით აცნობა, რომ 80 დღის განმავლობაში სამუშაოების შეჩერების შედგად გათხრილი ტრანშეა ამოივსო გრუნტით, როგორც მსხვილფეხარქოსანი საქონლის გადაადგილებით, ასევე ტემპერატურული ცვლილებებით (წვიმა, ქარი), მაგრამ არავითარი პასუხი მოსარჩელეს არ მიუღია. ნალექიანი ამინდები კი ძალიან უარყოფითად აისახებოდა სამუშაოებზე.

3.5. მოსარჩელემ სამუშაო პროცესის განახლების შემდეგ აღმოაჩინა სამუშაო ტერიტორიაზე გამავალი ბ-----------ის ნავთობსადენი, რომელზეც ინფორმაცია მუნიციპალიტეტს მათთვის არ მიუწოდებია. ნავთობსადენის გადაკვეთისათვის აუცილებელი იყო შესაბამისი წინაპირობების დაცვა. 2017 წლის 31 ოქტომბრის №8- წერილით მათ აცნობეს მილსადენების კომპანიას, რომლისგანაც პასუხი მიიღეს 24 ნოემბერს. აღნიშნულის შესახებ მათ დაუყონებლივ აცნობეს ჭ--------ის მუნიციპალიტეტს, თუმცა ამ უკანასკნელს პასუხი არ გაუცია.

3.6. აპელანტის მტკიცებით, მოპასუხის მოთხოვნით, რომ თითქოს არ დარღვეულიყო კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ , 2017 წლის 17 აგვისტოს და ამავე წლის 18 სექტემბერს მხარეთა შორის ფორმალურად გაფორმდა შეთანხმებები ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადის გაგრძელების თაობაზე.

3.7. აპელანტის მითითებით, 2017 წლის 23 ოქტომბრის №- შეთანხმებით მოხდა დამტკიცებული ახალი ხარჯთაღრიცხვის დადასტურება.ამასთან, მართალია, აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა პირობები დარჩა უცვლელი, მაგრამ მოპასუხის წარმომადგენლების მიერ განმარტა, რომ ისინი არ დაზარალებოდნენ 80 დღიანი შეჩერების გამო და საჭიროების შემთხვევაში კვლავ იქნებოდა გაგრძელებული სამუშაოების განხორციელების ვადა. თუმცა, 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მიუხედავად მათი არაერთი მოთხოვნისა, უარი ეთქვათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების გაგრძელებაზე.

3.8. აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 22 მარტის N8-- განკარგულებით, ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მოთხოვნა შპს ,,ა--------ი-07“ის საზოგადოების შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო განკარგულების 4.30 პუნქტში კი ხაზგასმით მიეთითა, რომ ,,სამუშაოების შეფერხება გამოიწვია არაერთმა გარემოებამ, რაშიც მიმწოდებლის ბრალეული ქმედება არ იკვეთება, ამასთან არაერთი მოთხოვნის მიუხედავდ, მიმწოდებელს უარი ეთქვა ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელებაზე“

3.9. აპელანტის მტკიცებით, შპს ,,ა--------ი-07“-ის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა არ არის გამოწვეული მათი, როგორც მენარდის ბრალით, რადგან სამუშაოების შეფერხების საფუძველი და ვადის გადაცილება გამოწვეული იყო მოწინააღმდეგე მხარის ბრალით.

3.10. აპელანტის თვალსაზრისით, სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე პრიმა მუხლის დანაწესი, რადგან მოსარჩელე მხარემ 2018 წლის 23 მარტს სასამართლო სხდომაზე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება, როდესაც შეიტყო, რომ მოპასუხე მხარეს შესაგებელი შემოტანილი არ ჰქონდა არასაპატიო მიზეზით, მაგრამ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა გაურკვეველი მოტივით.

3.11.შესაბამისდ, აპელანტის თვალსაზრისით, სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და იგი უნდა გაუქმდეს. სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე, 72-ე, 73-ე, 81-ე, 401-ე მუხლები.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

4.2. ფაქტობრივი დასაბუთება:

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების 2.4.1.-2.4.9. პუნტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.2.1. ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ა--------ი-07“ შორის 2017 წლის 20 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №9- ხელშეკრულება აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერის საშუალებით N--1-------- სოფელ უ-----–--ში წყალმომარაგების სისტემის აღდგენის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 284 444 (ორას ოთხმოცდაოთხი ათას ოთხასორმოცდაოთხი) ლარს. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 19 აგვისტო, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 2017 წლის 29 სექტემბერი. (იხ.ს.ფ.18-20).

 

4.2.2. ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 03 აგვისტოს N51/969- წერილითა და მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ სოფელ უ-----–--ში მიმდინარე სამუშაოები შეჩერდა გამგეობის ინიციატივით პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზაზე გავლის გამო (იხ.ს.ფ 23. მხარეთა განმარტება).

 

4.2.3. ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ა--------ი-07“-ს შორის 2017 წლის 17 აგვისტოს გაფორმდა შეთანხმება №-, რომლის თანახმად №9- ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 29 ოქტომბერი, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადად - 2017 წლის 19 სექტემბერი. (იხ.ს.ფ.24).

 

4.2.4. საქმეში წარმოდგენილი ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 18 აგვისტოს საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ სოფელ უ-----–--ში (ბერეთისის წყალსადენიდან ზედა და ქვედა უ-----–--ს ცენტრალური მაგისტრალი) წყალმომარაგების სისტემის აღდგენის თაობაზე შპს ,,საპროექტოს“ მიერ მომზადებული პროექტი შესრულებულია ძალზე არასრულყოფილად, საჭიროებს საფუძვლიან გადამუშავებას და რომ წარმოდგენილი სახით პროექტი არ არის რეკომენდირებული რეალიზაციისათვის (იხ.ს.ფ.115-120).

 

4.2.5. ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ა--------ი-07“ შორის 2017 წლის 18 სექტემბერს გაფორმდა შეთანხმება №-, რომლის თანახმად №9- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის იანვარი, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადად - 2017 წლის 20 ნოემბერი. (იხ.ს.ფ 25).

 

4.2.6. ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ა--------ი-07“ შორის 2017 წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა შეთანხმება №-, რომლის თანახმადაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვაში შევიდა ცვლილება, ხოლო ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი. (იხ.ს.ფ.26).

 

4.2.7. შპს „ა--------ი-07“-ს დირექტორის ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგებლისადმი 2017 წლის ოქტომბრის თვის №78 წერილით დადგენილია, რომ ლ---- სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნის შემდგომ მოხდა რა პროექტის კორექტირება, განახლებულ იქნა სამუშაოს წარმოების პროცესი, რა დროსაც თავი იჩინა გარკვეული სახის პრობლემებმა. სახელდობრ სამუშაოს წარმოების შეჩერების გამო დამუშავებული გრუნტი, ტემპერატურული ცვლილებების და სოფელში არსებული შინაური ცხოველების გადაადგილების გამო ჩაიყარა 3700 გრძივი მეტრის ტრანშეაში და ფაქტიურად ხელახლა გახდა საჭირო ჩაყრილი გრუნტის ამოღება, რაც გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული . სახელდობრ, მანქანა-მექანიზმების ჰორიზონტალურ მდომარეობაში მუშაობას ხელი შეეშალა იმის გამო, რომ ერთ მხარეს იყო ამოღებული გრუნტი, ხოლო მეორე მხარეს კი მიწის ნულოვანი ნიშნული, რის გამოც საჭირო გახდა ტრანშეას სიგანის გადიდება. შესაბამისად წარდგენილ იქნა თხოვნა გაუთვალისწინებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შეთანხმების თაობაზე (იხ.ს.ფ.31)

 

4.2.8. შპს „ა--------ი-07“-ის დირექტორის საქართველოს მილსადენების კომპანიისადმი 2017 წლის 31 ოქტომბრის №8- წერილით დადგენილია, რომ მან მიმართა საქართველოს მილსადენების კომპანიას და აცნობა, რომ მათი ფირმა აწარმოებდა წყლის სამუშაოებს სოფელ უ-----–--ში,ბერეთისის ტერიტორიაზე, სადაც KP 215+750 ნიშნულზე გადის მილსადენი. შესაბამისად სთხოვა აღნიშნულ ადგილზე 0.7.მ სიღრმეზე, რომელიც მათი ნიშნულია, მიეცათ ინტრუქცია იმის თაობაზე თუ როგორ უნდა ემოქმედათ და რა დოკუმენტი გაეფორმებინათ (იხ.ს.ფ 33).

 

4.2.9. შპს „ა--------ი-07“-ის დირექტორის 2017 წლის 14 ნოემბრის წერილით დადგენილია, რომ მან თხოვნით მიმართა ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიას მათ შორის გაფორმებული შეთანხმება №--ით განსაზღვრული ვადის წლის ბოლომდე გაგრძელების შესახებ , მიეთითა რა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, თუ რამ განაპირობა ამ თხოვნით მიმართვა (ს.ფ 123).

 

4.2.10. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით- შპს „ა--------ი-07“-ის დირექტორის 2017 წლის 17 ნოემბრის № 9- წერილით დადგენილია, რომ მან მიმართა ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერს და აცნობა, რომ როდესაც პროექტის მითითებისამებრ დაყენდა რკინაბეტონის ერთი რეზერვუარი ცივწყაროზე და დაიწყეს მეორე რეზერვუარის გაკეთება სამწყაროზე, აღმოჩნდა, რომ ეს რეზერვუარი კეთდებოდა ბ-----------ის ნავთობსადენის მაგისტრალიდან 15 მეტრში. ტრანშის გათხრა რომ დაიწყეს, მათთან მოვიდნენ ნავთობსადენის ზედამხედველები და აუკრძალეს მუშაობა სათანადო ნებართვის მიღებამდე. ამასთან ამავე წერილითვე დადგენილია, რომ შპს ,,ა--------ის -07“ის მიერ არა მხოლოდ ინფორმაცია მიეწოდა მერს, არამედ ეთხოვა კომპეტენციის ფარგლებში საკითხის დროულად გადაწყვეტა (იხ.ს.ფ.127).

 

4.2.11. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით -შპს „ა--------ი-07“-ის დირექტორის ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერისადმი 2017 წლის 20 და 24 ნოემბრის მიმართვებით დადგენილია, რომ მან ცნობის სახით გაუგზავნა ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიას საქართველოს მილსადენების კომპანიაში გაგზავნილი წერილების ასლები (იხ.ს.ფ.113 და 121).

 

4.2.12. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს 2017 წლის 24 ნოემბრის №-2/1-1127 წერილით დადგენილია, რომ მან შპს „ა--------ი-07“-ის დირექტორს განცხადების პასუხად აცნობა, რომ მისგან უახლოები საჩხერის მეტეროლოგიური საგუშაგოს მონაცემებზე დაყრდნობით, 2017 წლის 23 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით 12 დღის განმავლობაში აღინიშნებოდა ნალექი. სახელდობრ 23,27,30, 31ოქტომბერსა და 01,02, 07,08,09,10,11,13 ნოემბერს (ი.ხ.ს.ფ.32).

 

4.2.13.საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით- საქართველოს მილსადენის კომპანიის 2017 წლის 24 ნოემბრის № GPC/INC/1085/17 წერილით დადგენილია, რომ მან შპს „ა--------ი-07“-ის დირექტორს 2017 წლის 31 ოქტომბრის №8- წერილის პასუხად, რომლითაც მოთხოვნილი იყო კომპანიის თანხმობა დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის გადაკვეთაზე KP 215+750 წყალსადენის მოწყობის სამუშაოების განხორციელებაზე, აცნობა, რომ დმსმ-ს მაგისტრალური ნავთობსადენის განსაკუთრებული საერთაშორისო მნიშვნელობისა და დაგეგმილი გადაკვეთის სამუშაოების რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, გადაკვეთის მოწყობის საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე, კომპანია, მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა საკითხი დმსმ-ს გადაკვეთის სამუშაოებთან დაკავშირებით. საკითხის განხილვისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, შპს „ა--------ი-07“-ის დირექტორს ეთხოვა გადაკვეთის მოწყობის საპროექტო ნახაზების (გეგმა და პროფილი) წარდგენა, განხორციელების მეთოდის აღწერა და გამოსაყენებელი მასალის სერტიფიკატების წარდგენა და განიმარტა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენისა და მისი კომპანიაში განხილვის შემდეგ გაიცემოდა ნებართვა, ასევე განისაზღვრებოდა პირობები, რომელიც უნდა ყოფილიყო დაცული სამუშაოების განხორციელებისას (იხ.ს.ფ.34).

 

4.2.14. შპს „ა--------ი-07“-ის დირექტორის 2017 წლის 24 ნოემბრის №94 წერილით დადგენილია, რომ მან 2017 წლის 16 ნოემბრის №8- წერილით მიმართა სოფ. უ-----–--ში წყლის სისტემის აღდგენის სამუშაოების № 9- ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერს. ამავე წერილობითი მიმართვაში ძალზე დეტალურად მიეთითა, თუ რა განაპირობა ამ სახის თხოვნის დაყენება. სახელდობრ მიეთითა, რომ სამუშოების წარმოების პროცესი 2017 წლის 03 აგვისტოდან 74 კალენდარული დღის განმავლობაში შეჩერებული იყო ჭ--------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ პროექტის კორექტირებასთან დაკავშირებით. ასეთის განახლების შემდგომ კი 4000 გრძივი მეტრი ტრანშეა ფაქტობრივად თავიდან ამოსაჭრელი გახდა, რადგან დიდი ხნის განმავლობაში დამუშავებულმა გრუნტმა განიცადა როგორც ტემპერატურული ცვლილებები, ასევე მსხვილფეხა პირუტყვის გადაადგილებებით ასეთი ჩაყრილი იქნა ტრანშეაში, მიუხედავად ამისა, განხორციელებული იქნა 1800 გრძივი მეტრი პოლიეთილენის მილების ჩაწყობა, ქვიშის ბალიშების მოწყობა და გრუნტის უკუმიყრა, 12 დღის განმავლობაში კი წვიმიანმა ამინდებმა შეაფერხა სამუშაოს წარმოების პროცესი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გამოვლინდა სამუშაოს წარმოების გაგრძელების დამაბრკოლებელი გარემოება საექსპორტო მილსადენის გადაკვეთის სახით, რაც მისთვის ცნობილი არ იყო , რამაც კვლავ განაპირობა სამუშაოს წარმოების პროცესის შეჩერება და როგორც 2017 წლის 31 ოქტომბრის №8- მათი წერილის პასუხად იმ დღეს მიღებული საქრთველოს მილსადენის კომპანიის 2017 წლის 24 ნოემბრის № GPC/INC/1085/17 წერილით დგინდებოდა, სამუშაო პროცესის გაგრძელებამდე აუცილებლად საჭირო იყო ნებართვის მოპოვება, ასეთის მოსაპოვებლად კი - მთელი რიგი ქმედებების განხორციელება, მათ შორის თვით ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური ჩართულობაც. ზემოხსნებულზე დაყრდნობით, ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე კვლავ განმეორებით იქნა დაყენებული თხოვნა უმოკლეს ვადაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმების გაფორმების თაობაზე. (იხ.ს.ფ. 35-36).

 

4.2.15. ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 ნოემბრის № 5------- წერილით დადგენილია, რომ შპს „ა--------ი-07“-ის დირექტორის 2017 წლის 16 ნოემბრის განცხადება სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სახელდობრ, შპს ,,ა--------ი-07“ის დირექტორს ეცნობა, რომ მის მარწმუნებელ საზოგადოებას ორჯერ გაუგრძელდა ვადა-2017 წლის 19 სექტემბრამდე და ამავე წლის 20 ნოემბრამდე, ამასთან სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულების მიხედვით მიცემული 72 დღიანი ვადა არ მოიცავდა პროექტის ექსპერტიზისთვის საჭირო დროს. ამდენად, მერიის მიერ აღნიშნული დრო სრულიად საკმარისად იქნა მიჩნეული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით მოცემული სამუშაოების დასასრულებლად. შესაბამისად, შპს ,,ა---------07“ -ს მოეთხოვა დროულად უზრუნველეყო სამუშაოების დასრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი განიმარტა, რომ გატარდებოდა კანონით გათვალიწინებული ღონისძიებები (იხ.ს.ფ 27).

 

4.2.16. შპს „ა--------ი-07“-ის დირექტორის 2017 წლის 28 ნოემბერის №96 წერილით დადგენილია, რომ მან კვლავ სამუშაოს შესრულების ვადის გაგრძელების თხოვნით მიმართა ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიას და კიდევ ერთხელ აუწყა იმ ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე, რამაც ობიექტურად განაპირობა სამუშაო პროცესის წარმოების შეჩერება. სახელდობრ წერილში კვლავ მიეთითა იმის თაობაზე, რომ 2017 წლის 23 ოქტომბრამდე სამუშაოები შეფერხდა სამუშაოების პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზაზე გავლის, ხოლო სამუშაო პროცესის განახლების შემდგომ კი სამუშაოს შესრულების ადგილას სტრატეგიული ნავთობსადენის აღმოჩენის გამო, რაც კორექტირებულ პროექტშიც კი არ იყო დატანილი და რომ მხოლოდ მილსადენის კომპანიის მიერ წარმოდგენილი წერილი უნდა მიჩნეულიყო სრულიად საკმარისად იმისთვის, რომ მიღწეულ ყოფილიყო შეთანხმება დაკარგული დღეების ასანაზღაურებლად ვადის გაგრძელების თაობაზე. (იხ.ს.ფ.109).

 

4.2.17. შპს „ა--------ი-07“-ის დირექტორის 2017 წლის 29 ნოემბრის № 9- წერილით დადგენილია, რომ იგი თხოვს მერიას დაავალონ მათდამი დაქვემდებარებულ სამსახურს დროულად მოახდინონ ორგანიზება და უმოკლეს ვადაში გადააგზავნონ მილსადენის კომპანიაში ნებართვის მისაღებად შესაბამისი დოკუმენტები. მათ ასევე წერილს დაურთეს გამოსაყენებლი მასალების სერტიფიკატები (იხ.ს.ფ. 37).

 

4.2.18. 2017 წლის 19 დეკემბერს ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული იქნა №5-------- ბრძანება, ჭ--------ის მუნიციპალიტეტსა და შპს „ა--------ი-07“-ს შორის 2017 წლის 20 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N9- ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ამავე ბრძანებით, შპს „ა--------ი-07“-ს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის 20 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე დაეკისრა N9- ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 284 444 ლარის 0,1%-ის - 8248.8- ლარის გადახდა, რომელიც უნდა გადაეხადათ 2017 წლის 31 დეკემბრამდე (იხ.ს.ფ.42).

 

4.2.19. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების - შპს „ა--------ი-07“-ის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 22 მარტის № 8-- განკარგულების შეფასების საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ზემოხსენებულთან ერთად დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.2.19.1. მიმწოდებლის 2017 წლის 22 ივნისის № 4- წერილით შემსყიდველ ორგანიზაციას ეცნობა, რომ პროექტი შეიცავდა ხარვეზებს და საჭიროებდა კორექტირებას.(იხ.სააგენტოს მიერ დადგენილი გარემოებების 4.4. პუნქტი ;.ს.ფ.145);

 

4.2.19.2.შემსყიდველი ორგანიზაციის 2017 წლის 07 ივლისის №5----4- წერილის შესაბამისად მიმწოდებლის შენიშვნები შეისწავლა შემსყიდველი ორგანიზაციის არქიტექტურის სამსახურმა და დაადგინა, რომ პროექტი კორექტირებას არ საჭიროებდა კორექტირებას.(იხ.სააგენტოს მიერ დადგენილი გარემოებების 4.5. პუნქტი .ს.ფ.145);

 

4.2.19.3. მიმწოდებლის 2017 წლის 19 ივლისის №5- წერილით შემსყიდველ ორგანიზაციას დეტალურად განემარტა თუ რატომ საჭიროებდა პროექტი კოექტირებას, წარედგინა სსიპ ,,ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 ივლისის №0-------- დასკვნა და ეთხოვა პროექტის კორექტირების საკითხის კომისიური წესით განხილვა (იხ.სააგენტოს მიერ დადგენილი გარემოებების 4.6. პუნქტი .ს.ფ.146);

 

4.2.19.4. მიმწოდებლის 2017 წლის 24 ივლისის №55 წერილით შემსყიდველ ორგანიზაციას კვლავ განემარტა, თუ რატომ საჭიროებდა პროექტი კორექტირებას, ასევე ეცნობა, რომ გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო სამუშაოს წარმოება ვერ გრძელდებოდა და ეთხოვა სამი დღის ვადაში პროექტის კორექტირების საკითხის გადაწყვეტა.(იხ.სააგენტოს მიერ დადგენილი გარემოებების 4.7 პუნქტი .ს.ფ.146);

 

4.2.19.5.შემსყიდველი ორგანიზაციის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის 2017 წლის 28 ივლისის №9----- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, სამუშაოების წარმოება მიმდინარეობდა გეგმა-გრაფიკის დარღვევით.(იხ.სააგენტოს მიერ დადგენილი გარემოებების 4.8 პუნქტი .ს.ფ.146);

 

4.219.6. შემსყიდველი ორგანიზაციის 2017 წლის 03 აგვისტოს №5------ წერილით სსიპ ,,ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ეთხოვა პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა.(იხ.სააგენტოს მიერ დადგენილი გარემოებების 4.9 პუნქტი .ს.ფ.146);

 

4.2.19.7.მიმწოდებლის 2017 წლის 14 ნოემბრის №8- წერილით იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოს წარმოება შემსყიდველი ორგანიზაციის მითითების შესაბამისად შეჩერებული იყო 74 კალენდარული დღის განმავლობაში, შემსყიდველ ორგანიზაციას ეთხოვა ვალდებულების შესრულების ვადის გაზრდა.(იხ.სააგენტოს მიერ დადგენილი გარემოებების 4.21 პუნქტი .ს.ფ.146);

 

4.2.19.8.მიმწოდებლის 2017 წლის 16 ნოემბრის №8- წერილით შემსყიდველ ორგანიზაციას კვლავ ეთხოვა ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელება.(იხ.სააგენტოს მიერ დადგენილი გარემოებების 4.22 პუნქტი .ს.ფ.146);

 

4.2.19.9. მიმწოდებლის 2017 წლის 17 ნოემბრის №9- წერილით შემსყიდველ ორგანიზაციას ეცნობა, რომ მიმწოდებელს სამუშაოების წარმოება შეაჩერებინა ნავთობსადენის ზედამხედველმა, რადგან ვალდებულების შესრულების ადგილზე გადიოდა ბ-----------ის ნავთობსადენი. ამავე წერილით შემსყიდველ ორგანიზაციას ეთხოვა სკითხის დროულად გადაწყვეტა. (იხ.სააგენტოს მიერ დადგენილი გარემოებების 4.23 პუნქტი .ს.ფ.146);

 

4.2.19.10. სამუშაოების წარმოების შეფერხება გამოიწვია რა არაერთმა გარემოებამ, რაშიც მიმწოდებლის ბრალეული ქმედება არ იკვეთება და მიმწოდებელს აღნიშნულის მიუხედავად უარი ეთქვა ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელებაზე, სააგენტომ მიიჩნია, რომ შპს ,,ა--------ი-07“ შავ სიაში არ უნდა დარეგისტრირებულიყო.(იხ.სააგენტოს შემაჯამებელი დასკვნის 7.5 პუნქტი .ს.ფ.148);

 

4.2.20. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა მიერ მიცემული განმარტებებით დადგენილია, რომ არც ერთი მათგანისთვის ცნობილი არ ყოფილა სამუშაო ტერიტორიაზე გამავალი ბ-----------ის ნავთობსადენის არსებობის შესახებ და რომ მოცემული ფაქტობრივი გარემოება გამოვლენილი იქნა შეჩერებული სამუშაო პროცესის გაგრძელების შემდეგ, რამაც კვლავ განაპირობა სამუშაო პროცესის შეჩერება.(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4.2.21.სააპელაციო სასამართლო სხდომაზე გადმოცემული მხარეთა განმარტებებით და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 22 მარტის №8-- განკარგულებაში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებით დდგენილია, რომ 2017 წლის 15 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმებული შუალედური აქტის შესაბამისად შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიიღო 30622.2 ლარის ღირებულების სამუშაო და რომ სამუშაოს დასრულებისათვის განსაზრვრულ ვადისთვის (20 ნოემბერი) მენარდეს შესრულებული ქონდა ხელშეკრულებით გათვალსიწინებული სამუშაოს დაახლოებით 10-12%. (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი; იხ.სააგენტოს მიერ დადგენილი გარემოებების 4.21 პუნქტი .ს.ფ.146);

 

4.2.22. ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაში შეფასებით სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ა--------ი-07“ის , როგორც მენარდისა და მიმწოდებლის მიერ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა განაპირობა სამუშაოს დაწყების პირველივე დღიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე შექმნილმა ვითარებამ და არაერთმა გარემოებამ, რაც არ იყო გამოწვეული მისი ბრალით. სახელდობრ, დადგენილია, რომ 2017 წლის 20 ივნისს გაფორმდა რა მხარეთა შორის ხელშეკრულება და შეუდგა რა ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, გამოვლენილ იქნა, რომ სამუშაოს პროექტი შეიცავდა ხარვეზებს, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ- 22 ივნისს, ეცნობა დამკვეთს და ეთხოვა პროექტის კორექტირება, თუმცა, როგორც დგინდება, მენარდის მოთხოვნა საწყის ეტაპზე უარყოფილ იქნა და არაერთგზისი მოთხოვნისა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შემდეგ ,ანუ მოთხოვნიდან მხოლოდ 42 დღის შემდეგ - 03 აგვისტოს იქნა მიღებული შემკვეთის მიერ გადაწყვეტილება სსიპ ,,ლ---- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის“ ეროვნული ბიუროსათვის ეთხოვა პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზის ჩატარება, რომლის 17 აგვისტოს დასკვნით დადგენილი იქნა, რომ პროექტი იყო არასრულყოფილი, საჭიროებდა საფუძვლიან გადამუშავებას და იყო არარეალიზებადი. შესაბამისად თვით შემკვეთი-ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერია გახდა იძულებული მენარდისათვის მიემართა თხოვნით შეეჩერებინა სამუშაოს წარმოება, რაც 2017 წლის 03 აგვისტოდან შეჩერებული იყო ამავე წლის 18 ოქტომბრამდე, რომლის განახლების შემდეგაც საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების ჩატარება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაჭრილი ტრანშეას ბუნებრივი ზემოქმედების შედეგად ამოვსების გამო, რასაც ასევე მოჰყვა 12 დღიანი ნალექი, რამაც ასევე შეაფერხა სამუშაო პროცესი და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, გამოვლინდა ახალი დაბრკოლება ვალდებულების შესრულების ადგილზე ბ-----------ის ნავთობსადენის გატარების სახით, რომლის ზედამხედველი პირების მიერაც მენარდეს აეკრძალა სამუშაო პროცესის გაგრძელება, ამასთან მოეთხოვა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა და ეცნობა, რომ სამუშაოს გაგრძელების თაობაზე მხოლოდ აღნიშნულის განხილვის შემდეგ მიეცემოდა ნებართვა, რაც ეცნობა დამკვეთს როგორც სიტყვიერად, ასევე წერილობით. 2017 წლის 31 ოქტომბერს მათ მიმართეს საქართველოს მილსადენების კომპანიას, ხოლო მათგან პასუხი მიიღეს მხოლოდ 2017 წლის 24 ნოემბერს.შესაბამისად ცალსახაა, რომ აღნიშნულ პერიოდში ობიექტურად ვერ მოხდებოდა სამუშაოების წარმოება, რადგან მათ აკრძალული ჰქონდათ მუშაობა, სამუშაოს გაგრძელებისათვის კი სჭირდებოდათ სპეციალური ნებართვები, რისი მოწესრიგებაც მათ დაუყოვნებლივ დაიწყეს მას შემდგეგ, რაც მიიღეს პასუხი საქართველოს მილსადენების კომპანიიდან, ანუ 2017 წლის 24 ნოემბერს. აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ გადაკვეთის მოწყობის საპროექტო ნახაზები (გეგმა და პროფილი) წარდგენილი უნდა ყოფილიყო საპროექტოს მიერ მუნიციპალიტეტის დავალებით, ხოლო გამოსაყენებელი მასალების სერტიფიკატები ჰქონდა შპს „ა--------ი-07“-ს, რაც გაუგზავნა კიდეც მერიას, თუმცა უშედეგოდ. შესაბამისად, აღნიშნულით მან შეასრულა ყველა ის მოქმედება, რაც მოცემული შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეიძლებოდა გაკეთებულიყო მისი მხრიდან. ფაქტია, ხელშეკრულების შესრულების ვადა გავიდა 2017 წლის 20 ნოემბერს, თუმცა შპს „ა--------ი-07“-ს სამუშაოების განახლებიდან ამ ვადამდე არ ჰქონდა მოქმედების ობიექტური შესაძლებლობა, რომ შეესრულებინა სამუშაოები. ამდენად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო შპს „ა--------ი-07“-ისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით,. სამუშაოების შესრულების შეფერხება გამოიწვია არაერთმა გარემოებამ, რაშიც მისი, როგორც მიმწოდებლის, ბრალეული ქმედება არ იკვეთება.

 

4.3. სამართლებრივი დასაბუთება

4.3.1. უპირველესად პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან. (საქრთველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 629)

 

4.3.2. მხარეთა განმარტებების და პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით საააპელაციო სასამართლო თვლის, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის მოწესრიგებისას გამოყენებულ უნდა იქნას სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი ნორმები.

 

4.3.3. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მხარეებისგან მოითხოვს ურთიერთპატივისცემასა და გულისხმიერებას კონტრაჰენტთან მიმართებაში ორთავე მხარეს შეთანხმებულზე მეტ ვალდებულებას აკისრებს. სწორედ ეს ვალდებულებაა დაწესებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის ძალითაც თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. პალატა ასევე მოუხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლს, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა.

4.3.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით, ხოლო ამავე კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად კი ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამდენად, როგორც ზემოთ ხსენებულ ნორმათა ანალიზი ცხადჰყოფს, ვალდებულების შესრულება სავალდებულოა მხარეებისთვის. ამ პრინციპს ემყარება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი, თუმცა შესრულება უნდა მოხდეს იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია და დამოუკიდებელია იმ სიძნელეებისაგან, რომლებიც შეიძლება წარმოეშვას შემსრულებელ მხარეს. ვალდებულების შესრულების პროცესში მხარეები შეიძლება აღმოჩნდნენ ისეთ გარემოებათა წინაშე, რომელთაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ვალდებულებების სავალდებულო ხასიათზე.მხარეთა მიერ წინასწარ გათვალისწინებული გარემოებები, შესაძლებელია, ცვალებადი აღმოჩნდეს. ეს ახალი გარემოებები გავლენას ახდენენ ვალდებულებების შემდგომ ბედ-იღბალსა და მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხზე. ეს ისეთი გარემოებებია, რომლებიც არსებითად ცვლიან სახელშეკრულებო წონასწორობას. შეცვლილი გარემოება რიგ შემთხვევაში იმ დონემდე ართულებს შესრულებას, რომ მისი შესრულების მოთხოვნა, როგორი გამამართლებელი საფუძველიც არ უნდა გააჩნდეს მეორე მხარეს, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ სიკეთეთა სამართლიანი გაცვლისა და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს. მოცემულ საკითხს აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ, შეიძლება მოთხოვილი იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა მისი დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა. დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების შეცვლა მხარეებისათვის წინასწარ უცნობი იყო და მათ არც შეეძლოთ იგი წინასწარ გაეთვალიწინებიათ. არარელიზებადი პროექტი და ბ-----------ის ნავთობსადენის არსებობა ვალდებულების შესრულების ადგილზე, სააპელაციო სასამართლოს თვალსაზრისით ნამდვილად განეკუთვნება იმ შეცვლილ ობიექტურ გარემოებებს, რომელთა მიზეზის გამოც ვერ შესრულდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობები, შესაბამისად შპს „ა--------ი-07“ არ უნდა იყოს შეცვლილ გარემოებათა რისკის მატარებელი.

4.3.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ხოლო ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუ კი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

პალატა მიუთითებს, რომ მოვალე არ ჩაითვლება ვადის გადამცილებლად, როდესაც ბრალის გარეშე ვერ ასრულებს ვალდებულებებს საზოგადო ან სხვა მიზეზებით. საზოგადო გარემოებას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც სახეზეა ვალდებულების შესრულების შემთხვევითი ან დროებითი შეუძლებლობა. განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სწორედ რომ ვალდებულების დროებითი შეუძლებლობის შემთხვევას, რაც არ არცერთ ზემოხსენებულ შემთხვევაში არ იყო გამოწვეული მენარდის-შპს ,,ა--------ი-07“ის ბრალით. შესაბამისად, ამ გარემოებათა დადგომა მოვალის პასუხისმგებლობას არ უნდა იწვევდეს.

მოცემული ნორმები ადგენენ გამონაკლისს, როდესაც მოვალის მიერ ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუ ვალდებულება არ შესრულდა იმ გარემობათა გამო, რაც მისი ბრალით არაა გამოწვეული. ასევე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს პასუხისმგებლობა ხელშეკრულების მკაცრად დაუცველობის გამო. პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ შპს „ა--------ი-07“-ის მიერ ნაკისრი ვალდებულება ვერ შესრულდა ხელშეკრულების გათვალიწინებული ვალდებულების შესრულების ვადაში - 2017 წლის 20 ნოემბრამდე, თუმცა აღნიშნული გამოწვეული იყო მისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, კერძოდ, ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაში შეფასებით სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ა--------ი-07“ის , როგორც მენარდისა და მიმწოდებლის მიერ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა განაპირობა სამუშაოს დაწყების პირველივე დღიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე შექმნილმა ვითარებამ და არაერთმა გარემოებამ, რაც არ იყო გამოწვეული მისი ბრალით. სახელდობრ, დადგენილია, რომ 2017 წლის 20 ივნისს გაფორმდა რა მხარეთა შორის ხელშეკრულება და შეუდგა რა ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, გამოვლენილ იქნა, რომ სამუშაოს პროექტი შეიცავდა ხარვეზებს,რის თაობაზეც დაუყოვნებლივ -22 ივნისს, ეცნობა დამკვეთს და ეთხოვა პროექტის კორექტირება, თუმცა, როგორც დგინდება, მენარდის მოთხოვნა საწყის ეტაპზე უარყოფილ იქნა და არაერთგზისი მოთხოვნისა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შემდეგ მოთხოვნიდან მხოლოდ 42 დღის შემდეგ - 03 აგვისტოს იქნა მიღებული შემკვეთის მიერ გადაწყვეტილება სსიპ ,,ლ---- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის“ ეროვნული ბიუროსათვის ეთხოვა პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზის ჩატარება, რომლის 17 აგვისტოს დასკვნით დადგენილი იქნა, რომ პროექტი იყო არასრულყოფილი, საჭიროებდა საფუძვლიან გადამუშავებას და იყო არარეალიზებადი. შესაბამისად თვით შემკვეთი-ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერია გახდა იძულებული მენარდისათვის მიემართა თხოვნით შეეჩერებინა სამუშაოს წარმოება, რაც 2017 წლის 03 აგვისტოდან შეჩერებული იყო ამავე წლის 18 ოქტომბრამდე, რომლის განახლების შემდეგაც საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების ჩატარება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაჭრილი ტრანშეას ბუნებრივი ზემოქმედების შედეგად ამოვსების გამო, რასაც ასევე მოჰყვა 12 დღიანი ნალექი, რამაც ასევე შეაფერხა სამუშაო პროცესი და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, გამოვლინდა ახალი დაბრკოლება ვალდებულების შესრულების ადგილზე ბ-----------ის ნავთობსადენის გატარების სახით, რომლის ზედამხედველი პირების მიერაც მენარდეს აეკრძალა სამუშაო პროცესის გაგრძელება, ამასთან მოეთხოვა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა და ეცნობა, რომ სამუშაოს გაგრძელების თაობაზე მხოლოდ აღნიშნულის განხილვის შემდეგ მიეცემოდა ნებართვა, რაც ეცნობა დამკვეთს როგორც სიტყვიერად, ასევე წერილობით. 2017 წლის 31 ოქტომბერს მათ მიმართეს საქართველოს მილსადენების კომპანიას, ხოლო მათგან პასუხი მიიღეს მხოლოდ 2017 წლის 24 ნოემბერს.შესაბამისად ცალსახაა, რომ აღნიშნულ პერიოდში ობიექტურად ვერ მოხდებოდა სამუშაოების წარმოება, რადგან მათ აკრძალული ჰქონდათ მუშაობა,. სამუშაოს გაგრძელებისათვის კი სჭირდებოდათ სპეციალური ნებართვები, რისი მოწესრიგებაც მათ დაუყოვნებლივ დაიწყეს მას შემდეგ, რაც მიიღეს პასუხი საქართველოს მილსადენების კომპანიიდან, ანუ 2017 წლის 24 ნოემბერს. აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ გადაკვეთის მოწყობის საპროექტო ნახაზები (გეგმა და პროფილი) წარდგენილი უნდა ყოფილიყო საპროექტოს მიერ მუნიციპალიტეტის დავალებით, ხოლო გამოსაყენებელი მასალების სერტიფიკატები ჰქონდა შპს „ა--------ი-07“-ს, რაც გაუგზავნა კიდეც მერიას, თუმცა უშედეგოდ. შესაბამისად, აღნიშნულით მან შეასრულა ყველა ის მოქმედება, რაც მოცემული შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეიძლებოდა გაკეთებულიყო მისი მხრიდან. ფაქტია, ხელშეკრულების შესრულების ვადა გავიდა 2017 წლის 20 ნოემბერს, თუმცა შპს „ა--------ი-07“-ს სამუშაოების განახლებიდან ამ ვადამდე არ ჰქონდა მოქმედების ობიექტური შესაძლებლობა, რომ შეესრულებინა სამუშაოები. ამდენად, არ იკვეთება შპს „ა--------ი-07“ ბრალი ვალდებულების შეუსრულებლობაში, რაც გამორიცხავს მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. ზემოაღნიშნულ გარემოებას ასევე ამყარებს საქმეში არსებული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 22 მარტის შპს „ა--------ი-07“-ის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ განკარგულება, რომლის თანახმადაც დადგენილ იქნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სამუშაოების შეფერხება გამოიწვია არაერთმა გარემოებამ, რაშიც მიმწოდებლის ბრალეული ქმედება არ იკვეთება. ამასთან ხაზგამით უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ განიხლული მტკიცებულებებით, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ყველა იმ გარემოების შესახებ, რამაც დააბრკოლა სამუშაოს წარმოების პროცესი და ამდენად, ნაკისრი ვალდებულების შესრულება, შპს „ა--------ი-07“-ის მიერ ინფორმირებული იქნა მერია, ვალდებულების შესრულების ვადის დადგომამდეც-- 2017 წლის 20 ნოემბრამდე და მის შემდეგაც. საქმეში არსებული მიმართვებით დასტურდება, რომ შპს „ა--------ი-07“ არაერთხელ თხოვდა მერიას აღნიშნული ხელისშემშლელი გარემოებების გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გაგრძელებას. პალატას მიაჩნია, რომ შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა იყო არაგონივრული და მოცემული გარემოებები ნამდვილად ქმნიდა ხელშეკრულების შესრულების ვადის გაგრძელების ობიექტურ საფუძველს.

 

4.3.6 მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 8.1. პუნქტიდან ირკვევა, რომ ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფასების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის დაუძლეველი პირობების გარემოებების შედეგი. ამავე ხელშეკრულების 8.2. პუნქტიდან ირკვევა, რომ ,,დაუძლეველი პირობები“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარი გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნეს ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დანაწესით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა. ხელშეკრულების 8.3. პუნქტის თანახმად, დაუძლეველი პირობების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. ხოლო 9.1. პუნქტიდან ირკვევა, რომ დაუძლეველი პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ დადგენილ ვადაში სამუშაოების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელი ჯარიმდება და ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის იხდის ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1 %-ს.

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უდაოდ სახეზეა ვითარება, რომლის მიხედვითაც შპს ,,ა---------07“ს, როგორც მენარდეს, შეექმნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში ხელშემშლელი, მის კონტროლს არდაქვემდებარებული გარემოებებები, რაც არ არიან დაკავშირებული მის, როგორც მიმწოდებლის, შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარი გაუთვალისწინებელი ხასიათი, რაც გამორიცხავს მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.

 

4.3.7. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. ამდენად, იგი შეიძლება გადახდილ იქნეს მხოლოდ იმ პირის მიერ, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე პირგასამტეხლო წარმოადგენს არა მხოლოდ მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას, არამედ პასუხისმგებლობის ზომასაც. ვალდებულების დარღვევა კი შეიძლება გამოიხატოს ვალდებულების შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში. ვალდებულების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ მაშინ, როდესაც სახეზეა კანონით გათვალისწინებული საფუძველი. ამასთან, სახეზე უნდა იყოს ვალდებულების ბრალეული დარღვევა. ვალდებულების არაბრალეული დარღვევა პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულებას არ წარმოშობს.

4.3.8. პალატას მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდიანრე, პირგასამტეხლოს დაკისრება მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან ვალდებულების შეუსრულებლობა განპირობებული იყო შპს „ა--------ი-07“-ისგან დამოუკიდებელი მიზეზებით და არ არსებობდა ხელშეკრულების გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

4.3.9. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ანალიზის შედეგად დადგენილია, რომ მენარდემ ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის მიზეზად დაასახელა ის ფაქტი, რომ სამუშაოები გარკვეული დროით შეჩერდა მერიის ინიციატივით, რამაც საბოლოო ჯამში დააზარალა უკვე ჩატარებული სამუშაოები, ასევე ხელი შეუშალა ცუდმა ამინდა, რის გამოც უწევდათ მშენებლობის წყვეტილად წარმოება და ხშირ შემთხვევაში, უკვე გაკეთებულის თავიდან გაკეთება. სამუშაოები ასევე შეჩერდა ტერიტორიაზე გამავალი ბ-----------ის ნავთობსადენის არსებობის გამო. ამ ფაქტების დასადასტურებლად, აპელანტმა მიუთითა საქმეში არსებულ წერილობითი მტკიცებულებებზე. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის მიხედვით, ყოველი მხარე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულებების წარდგენით, დაადასტუროს საკუთარი პოზიციის სისწორე და უტყუარობა სასამართლოს წინაშე. აღნიშნული წესი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, გულისხმობს შემდეგს: მოსარჩელემ უნდა წარადგინოს მის სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე, რომელიც არ ეთანხმება სასარჩელო განცხადებას, მოსარჩელის არგუმენტებისაგან თავდაცვის მიზნით, ვალდებულია, საპასუხო მტკიცებულებების წარდგენით გააქარწყლოს მოსარჩელის პოზიცია აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებიც ობიექტურად გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე შპს „ა--------ი-07“-მა შეძლო მის მირ მითითებული გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურება.

4.3.10 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ა--------ი-07“-ის სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება უკანონოა და უნდა გაუქმდეს, მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ა--------ი-07“-ის სარჩელი დაკმაყოფილდება.

4.3.11. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტ შპს „ა--------ი-07“-ის წარმომადგენლის მითითებას მასზედ, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებები ბათილია, ვინაიდან იგი შეცდა გარიგების მოტივში, მოატყუეს გარიგების დადების დროს, არ სურდა დაედო ასეთი გარიგება, რომ თითქოსდა გარიგებები დადებულია გავლენის ბოროტად გამოყენებით, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ იკვეთება მერიის მხრიდან აპელანტის შეცდომაში შეყვანის, ან მოტყუების ფაქტი.

 

4.2.12. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტ შპს „ა--------ი-07“-ის წარმომადგენლის მითითებას მასზედ, რომ სასამართლომ დაარღვია, შჯიბრებითობის პრინციპი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე პრიმა მუხლის დანაწესი, რადგან მოსარჩელე მხარემ 2018 წლის 23 მარტს სასამართლო სხდომაზე იშუამდგომლა რა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება მოპასუხე მხარის მიერ შესაგებელი შემოუტანლობის საფუძვლით , ასეთი სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა. პალატა მიუთითებს, რომ ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების გამორკვევისას, აღჭურვილია მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით სასამართლოს მიერ. მოცემულ შემთხვევაში, შესაგებელი თავისი არსით წარმოდგენს მოპასუხის მოსაზრებას, პასუხს სარჩელზე. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ შესაგაბლის წარდგენის ვადაში შეტანილი იქნა შეგეგებული სარჩელი, რაც თავისი არსით ასევე წარმოდგენს მის პოზიციას სარჩელზე, განსახილველ შემთხვევაში კი ასეთი შეფასებულ უნდა იქნას სწორედაც რომ კვალიფიციურ შესაგებლად. ამდენად, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ აღნიშნულით მოახდინა თავისი უფლების რეალიზება, შესაბამისად, გამოიკვეთა, რომ მას გააჩნდა ინტერესი აღნიშნულ სარჩელზე, რაც სამართლიანი სასამართლოს პრინციპიდან გამომდინარე, დაუშვებელია შეიზღუდოს სასამართლოს მიერ ფორმალური საფუძვლებით, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, თავისი სამართლებრივი ბუნებით ჭ--------ის მუნიციპალიტეტის შეგებებული სარჩელი სხვა არაფერია თუ არა კვალიფიციური სახით წარმოდგენილი შედავება (შესაგებელი).

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ა--------ი-07“-ის სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ა--------ი-07“-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში, შპს „ა--------ი-07“-მა დავა მოიგო სრულად, შესაბამისად, ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიას ამ უკანასკნელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

1. შპს ,,ა--------ი 07“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდეს და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;

 

3. შპს ,,ა--------ი 07“-ის სარჩელი -8248,88 (რვა ათას ორასორმოცდარვა ლარი და 88 თეთრი) ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს თანხის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

4. ჭ--------ის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,ა--------ი 07“-ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -248 (ორასორმოცდარვა) ლარისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 165 (ასსამოცდასხუთი) ლარის ანაზღაურება (გადახდა)

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

6.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

7.საქართველოს სამოქალაქო საროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი) თამარ სვანიძე ლაურა მიქავა