განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.06.2018
საქმის ნომერი
050210017001930889
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050210017001930889

საქმე 2/ბ-432-18

განჩინება

საქართველოს სახელით

27 ივნისი 2018 წ ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩ-----

ნანა კალანდაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი: ე-–----- გო-------ძე

მოწინააღმდეგე მხარე: სს ,,მ---- კ--------–-“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინება

დავის საგანი: დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების კანონიერება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული

განჩინების დასკვნებზე მითითება

2017 წლის 19 მაისს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სს მ---- კრისტალმა, მოპასუხეებად დაასახელა ე-–-----ი გო-------ძე, ც----- ჩ-----, გ------- ქ-------, ა-–---------- ა---–--–- და მოითხოვა, მოპასუხეთათვის სოლიდარულად, სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების 12772,07 ლარის გადახდის დაკისრება და სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სს მ---- კ--------–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა;

მოპასუხეებს: ე-–-----ი გო-------ძეს, ც----- ჩ-----ს, გ------- ქ-------ს, ა-–---------- ა---–--–-, მოსარჩელე ორგანიზაციის-სს მ---- კ--------–-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 12772.07 ლარის გადახდა, საიდანც ძირი თანხა არის-9100.99 ლარი, პროცენტი-2941.36 ლარი და პირგასამტეხლო-729.72 ლარი;

მოპასუხეებს-ე-–-----ი გო-------ძეს, ც----- ჩ-----ს, გ------- ქ-------ს, ა-–---------- ა---–--–-, მოსარჩელე ორგანიზაციის-სს მ---- კ--------–-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ, სახ. ბაჟის თანხის-383.16 ლარის ანაზღაურება.

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი წარადგინა ე-–-----ი გო-------ძემ და მისი გაუქმება მოითხოვა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინებით, ე-–----- გო-------ძის საჩივარი, ამავე სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე არ იქნა მიღებული განსახილველად.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული დ/გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მხარეს შეუძლია მომართოს სასამართლოს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ არსებობს ასეთი საფუძველი.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ე-–-----ი გო-------ძემ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას, როგორც მოპასუხეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით არ ჩაბარებია და არც საქმის მასალებში არ მოიპოვება მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაიბარა, მხოლოდ 2018 წლის 13 მარტს, ხოლო მისი გაუქმების თაობაზე საჩივარი წარადგინა, სსკ-ის 237-ე მუხლით დადგენილ 10 დღიან ვადაში, რის გამოც იგი კანონიერ ძალაში შესულად ვერ ჩაითვლება.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების

დასაბუთება

სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის დადგენილი წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სს მ---- კ--------–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს-ე-–-----ი გო-------ძეს, ც----- ჩ-----ს, გ------- ქ-------ს, ა-–---------- ა---–--–-, მოსარჩელე ორგანიზაციის-სს მ---- კ--------–-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 12772.07 ლარის გადახდა, საიდანც ძირი თანხა არის-9100.99 ლარი, პროცენტი-2941.36 ლარი და პირგასამტეხლო-729.72 ლარი.

დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით სასამართლო გზავნილითა და საფოსტო უკუგზავილით ირკვევა, რომ ე-–-----ი გო-------ძეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაეგზავნა ერთხელ (ფოსტის გზავნილის კოდი: A------------), მისამართზე: ოზურგეთი, ნატანები.

აღნიშნული გზავნილის ჩაბარების მიზნით, კურიერმა ორჯერ განახორციელა ვიზიტი, თუმცა ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა და საფოსტო უკუგზავნილები დაბრუნდა მინაწერით-2017 წლის 19 სექტემბერს ”მიმღებმა უარი განაცხადა ჩაბარებაზე, კერძოდ მეუღლემ უარი გზავნილის მიღებაზე, რომელმაც არ გაამხილა თავისი სახელი და გვარი”(ს.ფ.92); 2017 წლის 20 სექტემბერს-”არავინ დამხვდა მისამართზე, დავტოვე შეტყობინება“ (ს.ფ.93).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უწყების მიღებაზე ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტის უარის შემთხვევაში სასამართლო უწყება არ ჩაითვლება მოპასუხისათვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უწყება გაგზავნილი იქნა მოპასუხის მიერ პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე.

იმის გათვალისწინებით, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხე ე-–-----ი გო-------ძეს გაეგზავნა მხოლოდ ერთხელ (ფოსტის გზავნილის კოდი: A------------), სარჩელში მითითებულ მისამართზე. პალატა მიიჩნევს, რომ საფოსტო უკუგზავნილზე დაფიქსირებული ჩანაწერის (”მიმღებმა უარი განაცხადა ჩაბარებაზე, კერძოდ მეუღლემ უარი გზავნილის მიღებაზე, რომელმაც არ გაამხილა თავისი სახელი და გვარი“) მიუხედავად, სსსკ-ის 75.2 მუხლის შესაბამისად, ე-–-----ი გო-------ძისათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაბარებულად ვერ ჩაითვლება.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთი გზავნილის ფარგლებში, საფოსტო დაწესებულების მიერ განხორციელებული, თუნდაც რამდენიმე ვიზიტი ადრესატთან, ვერ ჩაითვლება სსკ-ის 73.1 მუხლით დადგენილი წესით განმეორებით გზავნილად.

საქმეში განთავსებული მოპასუხის განცხადებით ირკვევა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ე-–-----ი გო-------ძეს ჩაბარდა სასამართლოში 2018 წლის 13 მარტს, ხოლო მისი მხრიდან საჩივარი წარდგენილი იქნა 2018 წლის 21 მარტს (ს.ფ.115-124).

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი 2018 წლის 21 მარტს ე-–-----ი გო-------ძის მიერ წარდგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლით გათვალისწინებულ 10 დღიან ვადაში და დასაშვებია.

შესაბამისად, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინება, რომლითაც ვადის გასვლის გამო დაუშვებლად იქნა მიჩნეული ე-–-----ი გო-------ძის საჩივარი ამავე სასმართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დაუსაბუთებელია, რაც მისი გაუქმების საფუძველია.

ვინაიდან სსსკ-ის 240-ე მუხლის შესაბამისად, საჩივრის დასაშვებად ცნობის შემდეგ, მისი საფუძვლიანობა უნდა შეამოწოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ, ე-–-----ი გო-------ძის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინების გაუქმების შედეგად, ამავე სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ე-–-----ი გო-------ძის საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე-–-----ი გო-------ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინება;

3. ე-–-----ი გო-------ძის საჩივარი, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დასაშვებად იქნეს ცნობილი;

4. სამოქალაქო საქმე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ე-–-----ი გო-------ძის საჩივრის არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

5. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე; ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩ-----

ნანა კალანდაძე