განაჩენი

სისხლის სამართლის 16.07.2018
საქმის ნომერი
010141318700062205
ინსტანცია
თარიღი
16.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010141318700062205-1აგ/416-18აგ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ივლისი, 2018წ ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

მურმან ისაევი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ი-------------------- შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 თებერვლის განაჩენით:

 

ი---------------------------------–--------–-–---------------------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 სექტემბრის განაჩენით:

 

ი---------------------------------–--------–-–---------------------------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით;

 

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 07 დეკემბრის განაჩენით:

 

ი------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 საათის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 სექტემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამ 150 საათის ოდენობით და საბოლოოდ იგ-----------------ს სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ივლისის განაჩენით:

 

ი------------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად 2 წელის განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 02 წელი ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3-4 ნაწილების თანახმად ახლად დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათი და საბოლოოდ იგ-----------------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად 2 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 02 წელი ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით;

 

2016 წლის 22 ივნისის სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს მომართვის თანახმად ი------------------- თბილისის პრობაციის ბიუროში ვერ იქნა დაყენებული აღრიცხვაზე, შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.12.2015 წლის განაჩენით განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვერ იქნა დასრულებული, ვინაიდან მას თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.12.2015 წლის განჩინებით შეეფარდა პატიმრობა,რომელიც 2016 წლის 10 ივნისის მდგომარეობით კვლავ იმყოფებოდა პატიმრობაში.

 

2018 წლის 22 ივნისს მსჯავრდებულმა იგ-----------------მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ი-------------------- შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული ი------------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა), ასევე ოპიუმის ჯგუფის და ნარკოტიკული საშუალებების ამფეტამინის და მეტამფეტამინის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 თვე (სასჯელი მოხდილი აქვს) და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია).

 

იგ-----------------ს ასევე მსჯავრი დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 სექტემბრის განაჩენით ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ასეთი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით, მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები;

 

იგ-----------------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 07 დეკემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ასეთი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელადგანესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 საათის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 სექტემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამ 150 საათის ოდენობით და საბოლოოდ სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები;

 

იგ-----------------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ივლისის განაჩენით მსჯავრი დაედო სხვისი ნივთის დაზიანებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად 2 წელის განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 02 წელი ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3-4 ნაწილების თანახმად ახლად დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათი და საბოლოოდ იგ-----------------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად 2 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 02 წელი ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით;

 

ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა (იხ. გადაწყვეტილება), აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი-------------------- მიმართ არსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 სექტემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 07 დეკემბრის განაჩენი უნდა გაუქმდეს და მსჯავრდებული ი-------------------, გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან, მასვე უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ივლისის განაჩენს, რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, აქედან გამომდინარე უნდა ამოირიცხოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ივლისის განაჩენიდან მითითება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 07 დეკემბრის განაჩენზე და გაუქმდეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3-4 ნაწილის საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნაზე მითითება, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ივლისის განაჩენს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათი. ვინაიდან დადგენილი იქნა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, ანუ ქმედება აღარ არის დასჯადი, შესაბამისად, მსჯავრდებული უნდა განთავისუფლდეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისაგან.

 

ამდენად, პალატას მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ი-------------------- შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 სექტემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 დეკემბრის განაჩენი, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ი-------------------- შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

ი------------------- გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან;

 

იგ-----------------ს აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 სექტემბრის განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, ჩამორთმეული უფლებები.

 

ი------------------- გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან;

 

იგ-----------------ს აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 07 დეკემბრის განაჩენი ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, ჩამორთმეული უფლებები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

გაუქმდეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3-4 ნაწილების თანახმად განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნაზე მითითება.

 

იგ-----------------ს მოსახდელად დარჩეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2(ორი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლებით ჩაეთვალა პირობითად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

 

მურმან ისაევი