განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001527045
საქმე №1ბ/255-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ივლისი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის, მეია მელქაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: თ------------------–--ს,გამართლებულ: ლ-----------–---–ის,ადვოკატ: პ------------–---–ის
მონაწილეობით,ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ------------------–--ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 19---–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N1----------, რეგისტრირებულის: დ--------–--–---------------–--------------, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–-----------------------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ-----------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 12:00 საათზე, თ---–--–------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ლ-----------–---–ს შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან ი-----–-----------თან, რომელსაც რამდენჯერმე დაარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა ადგილებში. აღნიშნულით ი-----–-----------ს მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. კონფლიქტს შეესწრო ი-----–-----------ის 2012 წლის 29 თებერვალს დაბადებული შვილი - ა--------–---.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის განაჩენით ლ-----------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-საძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------------–--მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის განაჩენის შეცვლა და ლ-----------–---–ის ცნობა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები. კერძოდ, მოწმის სახით დაკითხული ი------–-----ი, რომელმაც აჩვენა, რომ ი-----–---ს მეუღლესთან ლ-----------–---–თან მოუვიდა ოჯახური კონფლიქტი და მისი თხოვნით დარეკა საპატრულო პოლიციაში. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც დადასტურდა, რომ ი-----–-----------ს ორივე მხრის, გულმკერდის, მარჯვენა მტევნის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, მარჯვენა წინამხრის და მარცხენა იდაყვის სასხსრის მიდამოში ნაჭდევები. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა მოწმემ თ----------------–მა განმარტა, რომ შეტყობინების საფუძველზე ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოში გამოძიება დაიწყო ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. განმცხადებელი იყო ი-----–-----------ი, რომელმაც განმარტა, რომ მეუღლემ მიაყენა როგორც სიტყვიერი ისე ფიზიკური შეურაცხყოფა და სახლიდან წავიდა. ასევე სასამართლო განხილვისას გამოკვლეული იქნა თავად ლ-----------–---–ის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახულია დაზარალებულსა და მას შორის კონფლიქტი, რა დროსაც დაზარალებული უთითებს დაზიანებებზეც.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ლ-----------–---–ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში ლ-----------–---–ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად უთითებს მოწმეების ი------–-----ის და თ----------------–ის ჩვენებებს და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას.
მოწმის სახით დაკითხვისას ი------–-----მა განმარტა, რომ 2016 წლის 17 აგვისტოს გაიგონა კარზე კაკუნის ხმა. როდესაც კარი გააღო, დაინახა ი-----–-----------ი და მისი ორი შვილი, რომლებიც სახლში შეიყვანა, დაამშვიდა ისინი და გაესაუბრა მათ. ი-----–---მ უთხრა, რომ მეუღლესთან ლ-----------–---–თან მოუვიდა ოჯახური კონფლიქტი და პატრულში დასარეკად ტელეფონი სთხოვა. მან ი-----–---ს დედას დაურეკა და აუხსნა სიტუაცია, თუმცა ქალბატონმა სამსახურიდან გამოსვლა და ადგილზე მისვლა ვერ შეძლო. ი-----–--- ტიროდა და სწორედ ამიტომ მან დარეკა საპატრულო პოლიციაში. ი-----–---ს ფიზიკურ შეურაცხყოფაზე არ უსაუბრია, ზოგადად ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობდა. მან განმარტა, რომ მკლავი სტკიოდა და სიწითლეც ემჩნეოდა, თუმცა სად მიიღო ეს დაზიანება არ იცის. მოწმის განმარტებით, ბავშვები უჩვეულოდ მშვიდად იყვნენ, მხოლოდ ი-----–--- იყო განერვიულებული. ი-----–---ს მისვლამდე მას ხმაურის და კამათის ხმა არ გაუგია.
მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა თ----------------–მა დაადასტურა, რომ შეტყობინების საფუძველზე ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოში გამოძიება დაიწყო ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. განმცხადებელი იყო ქალბატონი (ი-----–-----------ი), რომელმაც განმარტა, რომ მეუღლემ მიაყენა როგორც სიტყვიერი ისე ფიზიკური შეურაცხყოფა და სახლიდან წავიდა. გამომძიებელმა თ----------------–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და მიუთითა იმ ინფორმაციაზე, რომელიც მიიღო დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის შედეგად.
პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, აღნიშნავს, რომ მოწმეები თ----------------–ი და ნ-----------–--ე არიან ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს თანამშრომლები, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე. ასევე სასამართლოს მიაწოდეს გამოძიების დროს მოწმეთა დაკითხვის პროცესში მათგან მიღებული (მოყოლილი) ინფორმაცია. ი------–-----მა, რომელიც არის ი-----–-----------ის და ლ-----------–---–ის მეზობელი ჩვენების მიცემის დროს სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია ი-----–-----------ის ემოციური მდგომარეობის შესახებ. მან განმარტა, რომ ფიზიკური ძალადობის თვითმხილველი თვითონ არ არის და ი-----–---ს მისვლამდე ხმაურის/კამათის ხმაც არ გაუგია.
საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები (თვითმხილველები), მათ მიერ მიცემული ჩვენებები პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებების - ი-----–-----------ზე ძალადობის განმახორციელებელი და დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობის დადგენის თვალსაზრისით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს (ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას). ამასთან, თუ ვინ განახორციელა დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობა და ვინ მიაყენა მას მკლავზე დაზიანება, უშუალოდ ამ საკითხთან მიმართებით, ზემოაღნიშნული მოწმეების ირიბი ჩვენებები არ დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 26 აგვისტოს #0-------- დასკვნის თანახმად (ექსპერტი ქ---------------–---–ი):
- ი-----–-----------ის სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას ორივე მხარის, გულმკერდის,მარჯვენა მტევნის მიდამოში აღინიშნებოდა სისხლნაჟღენთები, მარჯვენა წინამხრის და მარცხენა იდაყვის სახსრის მიდამოში-ნაჭდევები.
- დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2016 წლის 17 აგვისტოს.
ექსპერტმა ქ---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ 2016 წლის 26 აგვისტოს გაცემული #0-------- ექსპერტიზის დასკვნა.
სასამართლო განმარტავს, რომ სამედიცინო ექსპერტის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, რაოდენობა, თუმცა ობიექტურად შეუძლებელია ექსპერტის დასკვნით განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა, შესაბამისად, ექსპერტის დასკვნით იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა კონკრეტულმა პირმა, შეუძლებელია და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო არ არის და ექსპერტის დასკვნით დგინდება, რომ ი-----–--- ი------ს აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანება, თუმცა აღნიშნული ექსპერტის დასკვნით იმ ფაქტის დადგენა თუ ვინ, როდის და რა ვითარებაში მიაყენა ი-----–-----------ს აღნიშნული დაზიანებები, შეუძლებელია. ბრალდების მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ეს დაზიანება დაზარალებულს მიაყენა ლ-----------–---–მა, უშუალოდ ამ მტკიცებულების შინაარსიდან არ გამომდინარეობს და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს.
შემთხვევის ადგილის (საცხოვრებელი ბინის) დათვალიერების ოქმის თანახმად, 2016 წლის 17 აგვისტოს, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებლის თ----------------–ის მიერ, ექსპერტების - შ--–--------------------------------------ის, მოწმე ი-----–-----------ის მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი - ი-----–--- ი------ის საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ.------–--–-----------------------------------------ში. ოქმში დეტალურად არის მითითებული ბინის აღწერილობა, მათ შორის ის გარემოება, რომ იატაკზე ყრია მამაკაცის ტანსაცმელი, რომელიც მოწმის განმარტებით ეკუთვნის მის მეუღლეს ლ-------------–---–ს, ასევე იატაკზე ეკრანის მხრიდან გდია შავი ფერის ,,გოდსტოშის’’ ფირმის ტელევიზორი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული არ ყოფილა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი. შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.
დათვალიერების ოქმის თანახმად, 2016 წლის 18 აგვისტოს, ქ. თბილისის გლდანი- ნაძალადევის შს სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილების დეტექტივ - გამომძიებელ თ-----------------–ის მიერ დათვალიერებულ იქნა ლ------------–---–ის მიერ გამოძიებისთვის ნებაყოფლობით წარდგენილი ,,ალკატელის’’ ფირმის მობილური ტელეფონის აპარატში არსებული ვიდეო ჩანაწერი. ლ-----------–---–ის განმარტებით, მობილური ტელეფონით ჩანაწერი მის მიერ განხორციელებულია 2016 წლის 17 აგვისტოს, როდესაც ის და მისი მეუღლე ი--- ი------ი შეკამათდნენ და ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ბრალდებული და მისი მეუღლე ერთმანეთს მიმართავენ შეურაცხმყოფელი სიტყვებით. ი--- ი------ი ამტვრევს ჭურჭელს და ყოფითი პრობლემებისგან გაბრაზებული ემუქრება მეუღლეს „ციხეში ამოლპობით“.
ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ვიდეოჩანაწერით არ დასტურდება ლ-----------–---–ის მიერ ი-----–-----------ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი. რაც შეეხება სიტყვიერ შეურაცხყოფას, ვიდეოჩანაწერით დასტურდება ორმხრივი (მეუღლეები ერთმანეთს აყენებენ შეურაცხყოფას) სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი, თუმცა აღნიშნულს ბრალდების მხარე არ ედავება ლ-----------–---–ს.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ პირდაპირ მტკიცებულებებს, დაზარალებულმა - ი-----–-----------მა, ასევე არასრულწლოვანმა მოწმემ - ა--------–---მ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. ზემოაღნიშნული წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით, რომლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). სასამართლო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.
ამდენად, ვინაიდან დაზარალებულმა - ი-----–--- ი------მა და არასრულწლოვანმა მოწმემ - ა--------–---მ სასამართლოს არ მისცეს ჩვენება და სახეზე არ არის სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გამოიყენოს დაზარალებულის და არასრულწლოვანი მოწმის ა--------–--ის მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ლ-----------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ლ-----------–---–ი და ი-----–-----------ი არიან ოჯახის წევრები - მეუღლეები, ასევე უტყუარად დადგენილია, რომ ი-----–-----------ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს მის მოუშლელად, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით ვერ დადასტურდა ვინ მიაყენა ი-----–-----------ს ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი დაზიანებები (უტყუარად ვერ დადგინდა დანაშაულის სუბიექტი).
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ლ-----------–---–მა ჩაიდინა დანაშაული.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ლ-----------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის განაჩენი ლ-----------–---–ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ------------------–--ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის განაჩენი ლ-----------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ლ------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ლ-----------–---–ს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: ორი დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი