განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001910776
საქმე №1ბ/82-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ნინო სანდოძე
ლელა ბახტაძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის: დ----------------–---–ის
მსჯავრდებულის: ნ--------–-----------ის
ადვოკატის: კ------------–---ის
თარჯიმნის: ა---------–--------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ნ--------–-----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ნ--------–-----------ის მიმართ. ნ--------–-----------ი დაბადებულია 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №1----------), ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. თბილისში, ფ-------–--------------------------------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, მე-4 ნაწილი (სამი ეპიზოდი); საქართელოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ--------–-----------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ჩადენილი არაერთგზის და გასაღება (2017 წლის 10 მარტის ეპიზოდი), ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და გასაღება (2017 წლის 13 მარტის ეპიზოდი), ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და გასაღება (2017 წლის 22 მარტის ეპიზოდი) და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა არაერთგზის.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ემუხლის მე-3 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა ნ--------–-----------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,01470 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი”, რომელიც 2017 წლის 10 მარტს 400 (ოთხას) ლარად თბილისში, სოფელ ფ-------–-ში კ---------------------------–- მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ გაასაღა მ--–--------–---–--ეზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ თბილისში, სოფელ ფ-------–-ში, კ----------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, მ--–--------–---–--ისგან იქნა ამოღებული მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
ნ--------–-----------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,037 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი”, რომელიც 2017 წლის 13 მარტს 400 (ოთხას) ლარად თბილისში, სოფელ ფ-------–-ში, კ---------------------------–- მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ გაასაღა მ--–--------–---–--ეზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ თბილისში, სოფელ ფ-------–-ში, კ----------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე მ--–--------–---–--ისგან იქნა ამოღებული მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
ნ--------–-----------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,0585 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი”, რომელიც 2017 წლის 22 მარტს 400 (ოთხას) ლარად თბილისში, სოფელ ფ-------–-ში, კ----------------------------–- მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ გაასაღა მ--–--------–---–--ეზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ თბილისში, სოფელ ფ-------–-ში, კ----------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, მ--–--------–---–--ისგან იქნა ამოღებული მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
ნ--------–-----------მა უკანონოდ შეიძინა 0,0585 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი”, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა თბილისში, სოფელ ფ-------–-ში, კ----------------------------–- მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ პოლიეთილენის პარკის ნაჭრებში 23 ცალ წონაკად დაფასოებული სახით 2017 წლის 31 მარტს ზემოაღნიშნული სახლის ჩხრეკისას იქნა ამოღებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 4 დეკემბრის განაჩენით:
ნ--------–-----------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2017 წლის 10 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ნ--------–-----------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2017 წლის 13 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
ნ--------–-----------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2017 წლის 22 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
ნ--------–-----------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2017 წლის 31 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ნ-------ლ გ---------ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისის განაჩენით განსაზღვრული 5 (ხუთი) წლით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 2(ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სრულად დაემატა ასევე წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 7500 (შვიდიათას ხუთასი) ლარი და ნ--------–-----------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით და ჯარიმა 7500 (შვიდიათას ხუთასი) ლარი.
ნ--------–-----------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 4 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ--------–-----------მა და მოითხოვა ნარკოტიკების გასღების ნაწილში გამართლება.
სააპელაციო პალატის სხდომაზე საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა ნ--------–-----------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ------------–---მა შეცვალეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, შესავალ და დასკვნით სიტყვებში მოითხოვეს მსჯავრდებულ ნ--------–-----------ის მიმართ სასჯელის შემსუბუქება და სანქციის მინიმუმის განსაზღვა იმ მოტივით, რომ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ სააპელაციო წესით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების ძირითადი მიზანი იყო ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება, რაც არ შედგა.
ბრალდების მხარეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას პროკურორმა მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 4 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულ ნ--------–-----------ის მიმართ სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით ცვლილება უნდა იქნას შეტანილი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ნ--------–-----------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ნ--------–-----------მა წარდგენილ ბრალდებებში თავი არ ცნო დამნაშავედ. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას კი აღიარა ჩადენილი დანაშაული, მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის შეცვლილ მოთხოვნას და იმის გათვალისწინებით, რომ გულწრფელად ინანიებს ჩადენილს, ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
ნ--------–-----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა – მ--–--------–---–--------------–--–----------------–-------–---–-- ჩვენებებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, ქიმიური ექსპერტიზის №540/სქ-613/ქრ, №655/სქ-749/ქრ, №562/სქ-633/ქრ და №724/სქ-827/ქრ დასკვნებით, ჰაბიდოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ექსპერტიზის №270/ჰ-ფვ-ტ დასკვნით, ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ივნისის განაჩენით და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, რომელთა შესწავლის, შეფასების და გააანალიზების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ნ--------–-----------მა ჩაიდინა დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა ჩადენილი არაერთგზის და გასაღება – 2017 წლის 10 მარტის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და გასაღება – 2017 წლის 13 მარტის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა ჩადენილი არაერთგზის და გასაღება – 2017 წლის 22 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის ).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, კერძოდ დანაშაულის ეპიზოდთა სიმრავლე და დანაშაულის ჩადენა საპრობაციო პირობებში. ასევე მართებულად მიუთითა, რომ შმამსუბუქებელი გარემოებები სახეზე არ იყო. პალატა მსჯავრდებულის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს მის მიერ ჩადენილი დანაშაულების გულწრფელ აღიარებას და მონანიებას, რაც სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დააფიქსირა. პალატა აცხადებს, რომ ნარკოტიკული დანაშაული, ისევე, როგორც ზოგადად დანაშაული, მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებისა და საფრთხის შემცველია და კონკრეტული ნარკოტიკული დანაშაულებისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში მინიმუმის ან მინიმუმთან მიახლოებული სასჯელის დანიშვნა არ გულისხმობს მის უსამართლობას ისევე, როგორც სასჯელის მაქსიმუმის დანიშვნა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. ის გარემოება, რომ მსჯავრდებული პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობდა და სააპელაციო სასამართლოში მთლიანად ცნო თავი დამნაშავედ და გამოხატა მზადყოფნა ეთანამშრომლა პროკურატურასთან ეს უკვე მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა დამნაშავის რესოციალიზაცია. პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ დანაშაულებრივი ქმედების არაერთჯერადად ჩადენა მიჩნეულია დამამძიმებელ გარემოებად. პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, თვითოეული დანაშაულებრივი ეპიზოდისათვის სასჯელი ინიშნება ცალ-ცალკე და სწორედ სასჯელის დანიშვნისას უნდა მოხდეს იმის გათვალისწინება, იგი ჩადენილია პირველად თუ მას წინ უსწრებდა სხვა დანაშაულებრივი ქმედება. ამდენად, ვინაიდან წინა განაჩენის ან წინა ეპიზოდის არსებობა უკვე ახდენს გავლენას მეორე ეპიზოდისთვის დანიშნული სასჯელის ზომაზე გამკაცრების თვალსაზრისით, ეპიზოდთა სიმრავლის დამატებით მიჩნევა დამამძიმებელ გარემოებად გაუმართლებელია, ვინაიდან საკითხისადმი ამგვარი მიდგომა უსაფუძვლოდ ამძიმებს მსჯავრდებულის მდგომარეობას. პალატა ასევე არ იზიარებს გასაჩივრებულ განაჩენში იმაზე მითითებას, რომ ,,ჰეროინის“, როგორც ძლიერმოქმედი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება წარმოადგენს დამამაძიმებელ გარემოებას. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების კონკრეტული ოდენობისათვის მიკუთვნებისათვის მასის ზღვრული მაჩვენებლის განსაზღვრისათვის სწორედ კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების სიძლიერეს ითვალისწინებს. ამიტომ ნარკოტიკული დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნისას დამამაძიმებელ გარემოებად ვერ შეფასდება უკანონოდ შეძენილი, შენახული თუ გასაღებული ნარკოტიკული საშუალების ძლიერმოქმედი თვისება. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის სასჯელის ზომის განსაზღვრის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ქმედების მცირე მასშტაბი - ნ--------–-----------ი არ წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების მსხვილ გამსაღებელს ძლიერი დანაშაულებრივი კავშირებით. იგი თვითონაც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელია. ხელი მიუწვდება მის შეძენაზე და საქმის მასალების შინაარსის თანახმად მის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღება გამოიხატა სხვა პირისთვის ნარკოტიკული საშუალების შეძენისას დახმარების აღმოჩენაში. ასევე მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მისი მზადყოფნა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. სააპელაციო სასამართლოს სხდომებზე მხარეთა განმარტების თანახმად სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციის გამო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა მხარეთა შორის მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების მისაღწევად, თუმცა უშედეგოდ. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის ნ--------–-----------ს სასჯელი უნდა განესაზღვროს სასჯელის მინიმალური ზღვრის ზემოთ. პალატას მიაჩნია, რომ 2017 წლის 22 მარტის ეპიზოდისათვის - 0,0585 გრამის გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ არაერთგზის შეძენის, შენახვის და გასაღებისათვის უნდა განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა. 2017 წლის 10 მარტის ეპიზოდისათვის - 0,01470 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ არაერთგზის შეძენის, შენახვის და გასაღებისათვის; 2017 წლის 13 მარტის ეპიზოდისათვის - 0,037 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ არაერთგზის შეძენის, შენახვის და გასაღებისათვის და 2017 წლის 31 მარტის ეპიზოდისათვის - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა- შენახვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელები უნდა დარჩეს უცვლელი. ამასთან დანაშაულთა ერთობლიობით ნ--------–-----------ს სასჯელი უნდა დაენიშნოს შთანთქმის პრინციპით, თანახმად საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილისა. პალატას ასევე მიაჩნია, რომ ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ივნისის განაჩენით განსაზღვრული 5 (ხუთი) წლით პირობითი მსჯავრიდან უნდა დაემატოს მოუხდელი ნაწილიდან 1 (ერთი) წელი და ჯარიმა 7500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ნ--------–-----------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით და ჯარიმა 7500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარი. ხოლო ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნ--------–-----------ისთვის მიმართ ჩამორთმეული უფლებების და საქმეზე დართული ნივთმტკიცებების ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
პალატის აზრით, ნ--------–-----------ისათვის დანიშნული სასჯელი უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ნ--------–-----------ისთვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათს და სიმძიმეს. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული საბოლოო სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ნ--------–-----------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 4 დეკემბრის განაჩენში მსჯავრდებულ ნ--------–-----------ის მიმართ სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ--------–-----------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 4 დეკემბრის განაჩენში მსჯავრდებულ ნ--------–-----------ის მიმართ შევიდეს ცვლილება;
ნ--------–-----------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 10 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ნ--------–-----------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 13 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
ნ--------–-----------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 22 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
ნ--------–-----------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 31 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ნ--------–-----------ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისის განაჩენით განსაზღვრული 5 (ხუთი) წლით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სრულად დაემატოს ასევე წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 7 500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარი და ნ--------–-----------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით და ჯარიმა 7 500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარი.
ნ--------–-----------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
მსჯავრდებულს აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ნ--------–-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ნ--------–-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 1 აპრილიდან.
ნივთიერი მტკიცებულება:
ნარკოტიკული ნივთიერება - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ნ--------–-----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები (მობილური ტელეფონი და ტელეფონის დამტენი) და ფულადი თანხა 8 ლარის ოდენობით დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ნდობით აღჭურვილ პირს.
ელექტრონული დისკები შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: გ. ჯეირანაშვილი
ნ. სანდოძე