განაჩენი

სისხლის სამართლის 18.07.2018
საქმის ნომერი
140100118002373696
ინსტანცია
თარიღი
18.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002373696

საქმე №1ბ/436-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე მურმან ისაევმა

 

ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ო----- ხ--------–---–ის

მსჯავრდებულის: გ------- რ------–---–ის

ადვოკატის: ი----- გ--------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე№0----------- საქმე, გ------- ა-–-------------- რ-----–---–ის დაბადებულის 1----–-–--------------, პირადი №5----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არ მქონეს, განქორწინებულის, არასრული-საშუალო განათლების მქონეს, მცხოვრები: გ------------------------–------–-, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ა-–-------------- რ-----–---–-- ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობას, ოჯახის ერთი წევრი მიერ ოჯახის სხვა მიმართ (ორი ეპიზოდი);

მანვე ჩაიდინა, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ;

მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

კერძოდ, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, გ------- რ------–---–მა დანის საშუალებით გააღო მისი ყოფილი მეუღლის თ----- რ------–---–ის დროებითი საცხოვრებელი ბინის კარები, მდებარე ქ------–---–------–-----------–--–-----ში და თ----- რ------–---–ის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შეაღწია მასში, რამაც ამ უკანასკნელის ბინის მფლობელის ხელშეუხებლობის დარღვევა გამოიწვია. ამავე დროს გ------- რ------–---–ი თანნაქონი დანით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ----- რ------–---–ს, რის გამოც თ----- რ------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.

 

2017 წლის 01 ოქტომბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, გ------- რ------–---–მა დანის საშუალებით გააღო მისი ყოფილი მეუღლის თ----- რ------–---–ის დროებითი საცხოვრებელი ბინის კარები, მდებარე ქ------–---–------–-----------–--–-----ში და თ----- რ------–---–ის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შეაღწია მასში, რამაც ამ უკანასკნელის ბინის მფლობელის ხელშეუხებლობის დარღვევა გამოიწვია. ამავე დროს გ------- რ------–---–მა მისი ყოფილი მეუღლე თ----- რ------–---–ი წააქცია ოთახში არსებულ საწოლზე და რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახისა და ტანის არეში, რის გამოც თ----- რ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის განაჩენით:

 

გ------- რ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 111, 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 111, 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, გ------- რ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალა მსჯავრდებულ გ------- რ------–---–ს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.

 

პირობით მსჯავრდებულ გ------- რ------–---–ზე ყოფა-ქცევაზე კონტროლი და მისადმი დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

გ------- რ------–---–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და გათავისუფლდასასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გ------- რ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 01 ოქტომბრიდან 2017 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი----------–---–მა;

 

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ------- რ------–---–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელის გამკაცრება; კერძოდ, აპელანტი მოითხოვს გ------- რ------–---–ს განესაზღვროს სასჯელი რაც თავისუფლების აღკვეთასთან იქნება დაკავშირებული; მითითებულია შემდეგ გარემოებებზე: გ------- რ------–---–ს დროის მოკლე მონაკვეთში ჩადენილი აქვს სხვადასხვა დანაშაული, მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის არ არის კონფლიქტი ამოწურული;

 

პროკურორმა - ო----- ხ--------–---–მა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ;

 

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა გ------- რ------–---–მა და ადვოკატმა ი----- გ--------მა მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ;

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენი დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები გ------- რ------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ------- რ------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების: კერძოდ, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა გ------- რ------–---–მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, მან ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლო მითითებას იმის თაობაზე, რომ სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, რის გამოც საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარეს და ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

გ------- რ------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა დაკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

იმავდროულად, საქმეში არსებული პასუხისმგებლობის მთელი რიგი შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულმა გ------- რ------–---–მა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე მსჯავრდებულ გ------- რ------–---–ის პიროვნების, მისი წარსული ცხოვრების (წარსული არაფრით არაა შებღალული, არაა ნასამართლევი), პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულის მიმართ განსაზღვრული სასჯელი უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით; პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, ოჯახში ძალადობის დანაშაულის თავიდან აცილებას. დანაშაულის მოტივისა და მიზნის თვალსაზრისით სასჯელის დანიშვნისას პალატა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულ გ------- რ------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის შინაარსს, ხასიათს, მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას.

 

ყოველივე ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი----------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი ;

 

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის განაჩენი მიმართ, დარჩეს გ------- რ------–---–ის უცვლელი;

 

გ------- რ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 111, 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 111, 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, გ------- რ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს მსჯავრდებულ გ------- რ------–---–ს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.

 

პირობით მსჯავრდებულ გ------- რ------–---–ზე ყოფა-ქცევაზე კონტროლი და მისადმი დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

გ------- რ------–---–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია და გათავისუფლებულია სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გ------- რ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 01 ოქტომბრიდან 2017 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: დანა ქარქაშით, რომელიც ინახება შსს გორის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;

 

,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს გორის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მურმან ისაევი