განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100117002162446
საქმე №1ბ/796-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
მსჯავრდებულ ლი-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ლი-------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 08 სექტემბერს დ-----------ში, პირადი #0----------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ა--------------------------------------------–--–---–-------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განაჩენით ლი-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
ლი-------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ლი-------------ე სისტემატიურად ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი 2017 წლის პერიოდში მის არასრულწლოვან შვილს ნა--------–---–---–ს უსწორდებოდა ფიზიკურად, სცემდა რკინის ჯოხით და ძირს ათრევდა თმებით, სექტემბრის თვის დასაწყისში კი სხეულის სხვადასხვა ადგილებში ფიზიკური ძალადობის შედეგად მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. გარდა ფიზიკური ძალადობისა ლი--------------ე არასრულწლოვან შვილს მეგობრებისა და მეზობლების თანდასწრებით ლანძღავდა, აგინებდა უცენზურო სიტყვებით და აიძულებდა მისთვის არასასურველ ადამიანებთან კონფლიქტში ყოფნას, რის გამოც ნა--------–---–---–ი განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს და დამცირებას, რაც იწვევდა მის ტანჯვას.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლი-------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს, რადგან საქმეზე დაკითხული მოწმეები დაინტერესებული პირები არიან და მათი ჩვენებები არადამაჯერებელია, კერძოდ, ექსპერტმა და------------–---–-ა განმარტა, რომ მან ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მასალების საფუძველზე დაადგინა, რომ დედამ - ლ---- ბ--–---–---–მა სცემა შვილი - ნა--------–---–---–ი. ექსპერტის განმარტებით, მისთვის უშუალოდ ნა--------–---–---–ს არ უთქვამს თუ ვინ მიაყენა და რა გარემოებებში მიიღო დაზიანებები. ასევე სიცრუეა მოწმე ეკა-----------------------------ის ჩვენება, თითქოს კედლის მეორე მხარეს ესმოდა თუ როგორ სცემდა ნა--------–---–---–ს დედა, მას მოუსმენია ნა--------–---–---–ის სიტყვები, რომ სახლიდან წავიდოდა და აღარ დაბრუნდებოდა. ეკა-----------------------------ეს 9 წლის მანძილზე მუდმივად კონფლიქტი ჰქონდა ლი-------------ესთან, რასაც ნა--------–---–---–იც ადასტურებს. აპელანტის განმარტებით სრული სიცრუეა დაზარალებულ ნა--------–---–---–ის და მოწმე სტ----------–-------–-ილის ჩვენებები, ლი-------------ე სტ----------–-------–-ილს უკრძალავდა მის არასრულწლოვან შვილთან ნა--------–---–---–თან ურთიერთობას, რადგან სტ----------–-------–-ილს ოჯახი ჰყავდა, სწორედ მან მისცა თავშესაფარი ნა--------–---–---–ს სახლიდან წასვლის შემდეგ და დღესდღეობითაც აქვს ურთიერთობა ნა--------–---–---–თან თავშესაფარში. ლი-------------ეს მიაჩნია, რომ ნა--------–---–---–ი წინასწარ დაარიგეს და პოლიციაში სიარულით იძულებული გახადეს დედის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. ამასთან, სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან არასრულწლოვან ნა--------–---–---–ის მიმართ ექსპერტიზის ჩატარებისას გამოიყენეს ის მეთოდები, რომელიც განკუთვნილია სრულწლოვანებისათვის. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ განაჩენი არ ემყარება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას და იგი უნდა გამართლდეს.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, კერძოდ, პალატა მხედველობაში იღებს შემდეგს:
დაზარალებულმა ნა--------–---–---–მა სასამართლოში დაკითხვისას, დაადასტურა რომ დედა ლი-------------ე მასზე სისტემატიურად ახორციელებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ცდილობდა მის დაჩაგვრას, უკრძალავდა გარეთ გასვლას, მეგობრებთან ურთიერთობას და აიძულებდა მისთვის არასასურველ ადამიანებთან კონფლიქტში ყოფნას. მისივე განმარტებით, დედა, როცა ნასვამ მდგომარეობაში იყო, უსწორდებოდა ფიზიკურად, ეჩხუბებოდა, ემუქრებოდა და ავიწროვებდა. 2017 წლის სექტემბრის თვეში სცემა რკინის ჯოხით, ათრია თმებით და ბენზინიც კი გადაასხა, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ფიზიკური ძალადობის შედეგად მიაყენა დაზიანებები, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. გარდა ფიზიკური ძალადობისა, ლი-------------ე მას მეგობრების და მეზობლების თანდასწრებით აგინებდა უცენზურო სიტყვებით, აყენებდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, აშანტაჟებდა და ამცირებადა, რაც იწვევდა მის ტანჯვას.
დაზარალებულის ჩვენება, რომ მას დედა ხშირად სცემდა და აყენებდა შეურაცხყოფას დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას მათმა მეზობელმა ეკა-----------------------------ემ, კერძოდ:
მოწმე ეკა-----------------------------ემ განმარტა, რომ ცხოვრობს დაბა ა--------ანში ფ--–--–---–----------ში ლი-------------ის მეზობლად, ბინები გვერდიგვერდ მდებარეობს და თუ რაიმე ხდება ესმის ყველაფერი. მას ხშირად ესმოდა ბავშვის ყვირილის და ცემის ხმა, გაუგონია ნა--------–---–---–ის ტირილი, რომელიც დედას მიმართავდა, რომ თუ ცემაში უნდა ჰყოლოდა, რაღას აჩენდა. მისივე განმარტებით, უნახავს როგორ გარბოდა ნ----- სახლიდან.
აღნიშნული დაადასტურა ასევე მოწმის სახით დაკითხვისას ნა--------–---–---–ის მეგობარმა სტ----------–-------–-ილმა, კერძოდ:
მოწმე სტ----------–-------–-ილმა განმარტა, რომ დაბა ა--------ანში ლი-------------ის მეზობლად აქვს საოჯახო სასტუმრო, ნა--------–---–---–ს ხშირად უთქვამს მისთვის, რომ დედა ლი-------------ე კლავდა, ბენზინი გადაასხა და მისდევდა დანით. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ლი-------------ემ მისი თანდასწრებით ნ-----ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ელაპარაკებოდა აგრესიულად, შეაფურთხა და გაიწია მისკენ საცემად. ბოლოს, 2017 წლის 9 სექტემბერს, ნ----- ბ--–---–---–მა მას შესჩივლა, რომ სახლში დარჩენა შეუძლებელი იყო, სტ----------–-------–-ილს შეებრალა იგი და თავის სასტუმროში დატოვა ღამის გასათევად, იფიქრა, რომ ლი-------------ე გააცნობიერებდა თავის საქციელს და მოაკითხავდა შვილს.
დაზარალებულ ნა--------–---–---–ის სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტი დასტურდება 2017 წლის 18 სექტემბრის N5--------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, ნა--------–---–---–ის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა და------------–---–-ა დაადასტურა აღნიშნული დასკვნის სისწორე.
აპელანტი მიუთითებს, რომ ექსპერტის განმარტებით უშუალოდ ნა--------–---–---–ს არ უთქვამს თუ ვინ და რა გარემოებებში მიაყენა დაზიანებები, შესაბამისად ექსპერტიზის დასკვნა არ უნდა იქნეს გაზიარებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა ითვალისწინებს, რომ ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების მიყენების ფაქტი, რომლის ხანდაზმულობა თანხვედრაშია სასამართლოში გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების დროს, ნა--------–---–---–მა კვლევის პროცესში მიუთითა ლი-------------ის მიერ მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე, კატეგორიულ აკრძალვებზე, რომლებიც მას აყენებდა ფიზიკურ ტკივილსა და ფსიქოლოგიურ ტანჯვას, კერძოდ:
2017 წლის 29 სექტემბრის N0-------- სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი საქმის მასალების, ნა--------–---–---–ის გამოკვლევის, კვლევის დროს გასაუბრებისას გადმოცემული შინაარსის მიხედვით, ლი-------------ის ქმედებით მისი შვილი ნა--------–---–---–ი განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა მა------------–---–მა.
სასამართლოში ასევე დაიკითხნენ მოწმის სახით შსს ა------ის რაიონული სამმართველოს ა--------ნის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი - შო---------–---–ი, ა------ის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლები - თე----------------–--ე და ლა--------------------ია, რომელთაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებები.
სასამართლოში გამოკვლეული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია ლი-------------ის მიერ მასზედ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი და იზიარებს პირველი ინსტანციის განაჩენის მოსაზრებას, რომლითაც ლი-------------ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელს პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს /შეილახა არასრულწლოვანის ინტერესები/ და მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ლი--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ლი-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
ლი-------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ლი-------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 12 მარტიდან;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე