განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.02.2018
საქმის ნომერი
330210014682329
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მუშაკის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული დავები
თარიღი
06.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/2236-17 06 თებერვალი, 2018 წელი

 

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ხათუნა არევაძე

 

მოსამართლეები _ თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი _ ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი – ვ-–----–----

 

წარმომადგენელი - კ------------–------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე _ სს ,,ს----------–-------------ა“

 

წარმომადგენელი - ნ--------–-------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი –სარჩოს ოდენობის გაანგარიშება

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ვ-–- ბ-–---ის სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხე სს ,,ს----------–-------------ას“ მიმართ, 2011 წლის დეკემბრის თვიდან შემდგომი სამი წლის განმავლობაში სარჩოს მიუღებელი სხვაობის - 19 882.80 ლარის დაკისრების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

პირველი ინსტანციის სასამართლო 2016 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებაში არ მიუთითებს უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. მოსარჩელე ვ-–----–---- მუშაობდა ს----------–-------------ის ხ-–------------------------ში, თ-------–--------------------–----ე (აქტი წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ, ს.ფ. 13-15; სასამართლოს განჩინება, ს.ფ. 18-19; ცნობა, ს.ფ. 20; მხარეთა ახსნა-განმარტება; სასამართლოს 21.10.2016 წლის სხდომის ოქმი, ს.ფ. 64-70; 75-77; აუდიოვერსია, დისკი, ს.ფ. 79);

 

2.2. 1--- წლის 01 თებერვალს, ხ-–------------------------ში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, ვ-–----–----მ მიიღო საწარმოო ტრამვა და დაკარგა პროფესიული შრომის უნარი 80%-ით (საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ აქტი, ს.ფ. 13-15; სშეკ შემოწმების აქტის ამონაწერი, ს.ფ. 16; 17; მოსარჩელის ახსნა - განმარტება);

 

2.3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 16 ივლისის განჩინებით (საქმეზე №2/163/1), მოსარჩელე ვ-–----–----სა და მოპასუხე შპს ,,ს----------–-------------ას” შორის დამტკიცდა მორიგების აქტი, რომლის თანახმად, მოპასუხე მხარემ აიღო ვალდებულება, გადაეხადა ვ-–- ბ-–---ისთვის, სარჩოს სახით მისაღები თანხის - 135 ლარის ნაცვლად, 2001 წლის ივნისში და 2002 წლის აგვისტოში ჯერ 15%-ით, ხოლო, შემდეგ, 30%-ით გაზრდილი თ-------–------------- ხელფასის ოდენობა, გადაანგარიშებული სახით (16.07.2003 წლის განჩინება, ს.ფ. 18-19);

 

2.4. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში (სარჩელის აღძვრის მდგომარეობით), ვ-–- ბ-–---ის მიერ ყოველთვიურად მიღებული სარჩოს დარიცხული ოდენობა შეადგენს 207.7 ლარს (ცნობა, ს.ფ. 20; მხარეთა ახსნა - განმარტება);

 

2.5. თ-------–------------------------------–------------–-- ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობა 2011 წლის 01 მარტიდან _ 2012 წლის დეკემბრამდე შეადგენდა 850 ლარს, 2012 წლის დეკემბრიდან სარჩელის აღძვრის მდგომარეობით - 1000 ლარს (იხ. ცნობა, ს.ფ. 72; მხარეთა ახსნა - განმარტება);

 

2.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს ,,ს----------–-------------ა" ვალდებული იყო ვ-–- ბ-–---ისთვის, საწარმოში უბედური შემთხვევისას მიღებული ტრავმის საფუძველზე, პროფესიული შრომის უნარის 80%-ით უვადოდ დაკარგვის გამო, აენაზღაურებინა მისთვის მიყენებული ზიანი, გადაეხადა მისთვის ყოველთვიური სარჩო 65 წლის ასაკის შესრულებამდე (საპენსიო ასაკამდე).

სასამართლოს დასკვნით, მოპასუხე კომპანია არ არის ვალდებული მოსარჩელე ვ-–----–----ს სარჩო გადაუხადოს მისი სიცოცხლის ბოლომდე (მოპასუხის ახსნა - განმარტება; საქმე Nას-789-746-2015; საქმე Nას-1220-1145-2015);

 

2.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვ-–----–---- დაიბადა 1--- წლის 2---------, შესაბამისად, მას საპენსიო ასაკი - 65 წელი შეუსრულდა 2001 წლის 2--------- (პირადობის მოწმობის ასლი, ს.ფ. 12; მოპასუხის ახსნა - განმარტება);

 

2.8. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს ,,ს----------–-------------ის” მიერ, მოსარჩელე ვ-–- ბ-–---ის სარჩოს ოდენობის გადაუანგარიშებლობით, იმავე კატეგორიის მოქმედი მუშაკის - თ-------–------------- ხელფასის გაზრდილი ოდენობის გაუთვალისწინებლობით, მოპასუხეს არ დაურღვევია მოსარჩელის უფლებები.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.9. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. მოსარჩელემ, მიიჩნია რა მისი უფლება დარღვეულად, მიმართა სასამართლოს.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2006 წლის 04 ივლისამდე მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 155-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები მატერიალურად პასუხისმგებლები იყვნენ მუშებისა და მოსამსახურეებისათვის მიყენებული ზიანის გამო, რაც გამოწვეული იყო შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, მათი დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ვნებით, ხოლო საქმის განხილვის დროისათვის მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამ კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენებისას (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვას მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს ეს ზიანი.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ წარმოშობილი სს ,,ს----------–-------------ის” ვალდებულება დელიქტურ ვალდებულებას წარმოადგენს, რომელსაც ის სრულად ასრულებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით (იხ. სუსგ №789-746-2015, 22.01.2016) დადგენილი სასამართლო პრაქტიკა და მიუთითა შემდეგი: ,,ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო, პრეზუმირებულია, რომ ე-–----–-------------------–--–- იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც იმხანად მოქმედი შრომის კოდექსის (1973 წლის რედაქციით) მიხედვით, მამაკაცებისთვის 65 წელს შეადგენდა.”

 

სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით გაუქმდა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკა, რაც ითვალისწინებდა საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის სიცოცხლის ბოლომდე ანაზღაურებას. მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელე ვ-–----–----მ ს----------–-------------აში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად პროფესიული შრომის უნარი დაკარგა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ვ-–----–---- დაიბადა 1--- წლის 2---------, შესაბამისად, მან საპენსიო ასაკს - 65 წელს მიაღწია 2001 წლის 2---------. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს ,,ს----------–-------------ა” არ იყო ვალდებული, გადაეხადა მოსარჩელისათვის გაზრდილი ოდენობით სარჩო საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანისთვის.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილზე და განმარტა, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე;

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სასამართლოს შეფასებით, განხილულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ დაუსაბუთა სასამართლოს თავისი სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა, ხოლო მოპასუხემ დაამტკიცა თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რამაც განაპირობა მოსარჩელე ვ-–- ბ-–---ისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1 აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და უდავოდ დადგენილი ფაქტები სადავოდ მიიჩნია; აპელანტის შეფასებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ სს ,,ს----------–-------------ა“ უფლებამოსილი იყო აპელანტისთვის სარჩო გადაეხადა მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევამდე. აპელანტი მიუთითებს, რომ ვ-–----–---- უფლებამოსილია სარჩოს სახით მიიღოს ზიანის ანაზღაურება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მიიღებდა ხელფასს, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო.

 

აპელანტი განმარტავს, რო სარჩოს ანაზღაურების მავალებულებელი გარემოების დაგომა პირს ართმევს შესაძლებლობას ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის ანაზღაურებას; შესაბამისად, აღნინული ვითარება უნდა კომპენსირდეს დაზარალებული

მუშაკის სასარგებლოდ შესაბამისი პირობების გათვალისწინებით და კანონით დადგენილი წესის დაცვით. სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში გამართულ სასამართლო სხდომაზე აპელანტმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ 2003 წლის 16 ივლისის განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტი არ ითვალისწინებდა დათქმას მხოლოდ საპენსიო ასაკამდე მოპასუხის მხრიდან სარჩოს გადახდის ვალდებულების თაობაზე; აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ ვ-–- ბ-–---ის შემთხვევაში, საპენსიო ასაკის დადგომამ არ შეიძლება გავლენა მოახდინოს სს ,,ს----------–-------------ას“ მხრიდან სარჩოს ანაზღაურების ვალდებულებაზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ვ-–- ბ-–---ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის სრულყოფილად დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს საქმეზე ახალ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.1. ვ-–----–---- მუშაობდა ს----------–-------------ის ხ-–------------------------ში, თ-------–--------------------–----ე. უდავოდ დადგენილია ისიც, რომ 1--- წლის 01 თებერვალს, ხ-–------------------------ში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ვ-–----–----მ მიიღო საწარმოო ტრამვა და დაკარგა პროფესიული შრომის უნარი 80%-ით.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 16 ივლისის განჩინებით (საქმეზე №2/163/1), მოსარჩელე ვ-–----–----სა და მოპასუხე შპს ,,ს----------–-------------ას” შორის დამტკიცდა მორიგების აქტი, რომლის თანახმადაც, მოპასუხე მხარემ აიღო ვალდებულება, გადაეხადა ვ-–- ბ-–---ისთვის, სარჩოს სახით მისაღები თანხის - 135 ლარის ნაცვლად, 2001 წლის ივნისში და 2002 წლის აგვისტოში ჯერ - 15%-ით, ხოლო, შემდეგ - 30%-ით გაზრდილი თ-------–------------- ხელფასის ოდენობა, გადაანგარიშებული სახით.

 

საქმის მასალებით დასტურდება და მოწინააღმდეგე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ თ-------–------------------------------–------------–-- ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობა: 2011 წლის 01 მარტიდან 2012 წლის დეკემბრამდე შეადგენდა 850 ლარს; 2012 წლის დეკემბრიდან საჩივრის განხილვის დროისათვის კი - 1000 ლარს.

 

4.2. პალატა აღნიშნვას, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების მიმართ აპელანტის არგუმენტს წარმოადგენს ის, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ 2003 წლის 16 ივლისის განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტი არ ითვალისწინებდა დათქმას საპენსიო ასაკამდე სარჩოს გადახდის ვალდებულების თაობაზე, რის გამოც იმ გარემოებამ, რომ ვ-–----–----ს საპენსიო ასაკი შეუსრულდა 2001 წლის 2---------, არ შეიძლება გავლენა მოახდინოს სს ,,ს----------–-------------ას“ მხრიდან სარჩოს ანაზღაურების ვალდებულებაზე.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ხსენებული ნორმით დადგენილი დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, პირს ზიანის ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 06 თებერვლის №5- ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1--- წლის 09 თებერვლის №4- ბრძანებულებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი” და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №5- დადგენილებით განისაზღვრა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი. კერძოდ - აღნიშნული წესის 1.1 მუხლის შესაბამისად, საწარმოში, დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ამ წესით, საქართველოს შრომის კოდექსითა და სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამავე წესის 1.2 მუხლით, დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა დასაქმებულის ჯანმრთელობას შრომითი მოვალეობის შესრულებისას, თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით და შრომის კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ასეთი მოქმედებისათვის. მითითებული წესის მე-2 მუხლის მიხედვით, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1--- წლის 9 თებერვლის N4- ბრძანებულების მოთხოვნათა დაცვით დანიშნული „ზიანის ანაზღაურების სარჩო“ ექვემდებარება ანაზღაურებას დამსაქმებლის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2007 წლის 24 მარტის №5- დადგენილებით, შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა განისაზღვრა შრომის კოდექსისა და სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე.

 

პალატა განმარტავს, რომ მართალია, სარჩოს გადაანგარიშების შესაძლებლობას საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №5- დადგენილება არ ითვალისწინებდა, თუმცა, პალატა ყურადღებას ამახვილებს თავად ზიანის ანაზღაურების მიზანზე, რომლის არსი სწორედ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის კომპენსირებაში მდგომარეობს, რისთვისაც მხედველობაშია მისაღები ის შემოსავალი, რომელიც დაზარალებულს გააჩნდა ზიანის დადგომამდე ორგანიზაციაში მუშაობისას და ზიანის დადგომის შემდგომი პერიოდი, როდესაც შრომის უნარის შეზღუდვის გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს მუშაობას, რის გამოც მას უკვე არ აქვს უნარი, მიიღოს შემოსავალი ხელფასის სახით, რომელსაც იგი მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. პალატა ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი განმარტებაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი პრაქტიკის თაობაზე (იხ. სუსგ №789-746-2015, 22.01.2016), კერძოდ, მასზედ, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო, პრეზუმირებულია, რომ ე-–----–-------------------–--–- იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც იმხანად მოქმედი შრომის კოდექსის (1973 წლის რედაქციით) მიხედვით, მამაკაცებისთვის 65 წელს შეადგენდა.” პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მართალია შეიცვალა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკა, რაც ითვალისწინებდა დამსაქმებლისთვის დასაქმებულის სასარგებლოდ საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის სიცოცხლის ბოლომდე ანაზღაურების დაკისრებას, თუმცა პალატა აქვე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემობას, რომ წინამდებარე სასარჩელო წარმოების გზით ვ-–- ბ-–---ისთვის სარჩოს დაწესება კი არ ხდება, არამედ - დაწესებული სარჩოს გადაანგარიშება - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 16 ივლისის კანონიერ ძალაში შესული მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენას და გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომას ისახავს მიზნად. პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული მორიგების აქტით, სს ,,ს----------–-------------ამ“ აიღო ვალდებულება ვ-–- ბ-–---ისათვის გადაეხადა 2001 წლის ივნისიდან 2002 წლის აგვისტომდე ჯერ 15%, ხოლო შემდგომ - 30%-ით გაზრდილი თ-------–------------- ხელფასის ოდენობა გაანგარიშებული სახით. ამასთან, ხსენებული მორიგების აქტი ვალდებულების შესრულების საპენსიო ასაკით შეზღუდვასთან დაკავშირებით დათქმას არ შეიცავს, მით უფრო, რომ იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობა და სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა სარჩოს გადახდის საპენსიო ასაკით შემოფარგვლას არ ითვალისწინებდა, ამდენად, მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგებოდა კანონს და არ ლახავდა მესამე პირთა ინტერესებს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ვ-–- ბ-–---ის მიერ საწარმოო ტრავმის მიღების ფაქტი და მის სასარგებლოდ სარჩოს დანიშვნა, დადგენილია სასამართლოს მიერ დამტკიცებული და კანონიერ ძალაში შესული მორიგების აქტით; შესაბამისად, იმ ფაქტს, რომ სს ,,ს----------–-------------ამ“ აიღო ვალდებულება ვ-–- ბ-–---ისათვის გადაეხადა 2001 წლის ივნისიდან 2002 წლის აგვისტომდე ჯერ 15%, ხოლო შემდგომ - 30%-ით გაზრდილი თ-------–------------- ხელფასის ოდენობა გაანგარიშებული სახით, პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნიათ წინამდებარე დავაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და სასამართლოს შეფასებით, ვ-–- ბ-–---ის დავის საგანს არ წარმოადგენს სარჩოს დაწესება, არამედ - დაწესებული სარჩოს გადაანგარიშება და დანაკლისის ანაზღაურება.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ყოველთვიური სარჩოს სახით ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენს, რასაც დაზარალებული დაწესებულებიდან ჯანმრთელობის დაზიანებამდე იღებდა და რასაც ის მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

რაც შეეხება სარჩოს ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს, აღნიშნულს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ სარჩელის აღძვრამდე და მას შემდეგაც, ვ-–----–---- სარჩოს სახით ყოველთვიურად იღებდა 207.7 ლარს, საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ თ-------–------------------------------–------------–-- ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობა 2011 წლის 01 მარტიდან 2012 წლის დეკემბრამდე შეადგენდა 850 ლარს, ხოლო 2012 წლის დეკემბრიდან საჩივრის განხილვის დროისათვის შეადგენს 1000 ლარს. სარჩელის და სააპელაციო საჩივრის მიხედვით, 2011 წლის დეკემბრიდან _ 2012 წლის დეკემბრამდე, ვ-–----–----ს სარჩოს სახით უნდა მიეღო ხელფასის 850 ლარის 12 თვეზე ნამრავლის 80%, ანუ 8160 ლარი და სანაცვლოდ მიიღო 2492.40 ლარი, ხოლო 2012 წლის დეკემბრიდან _ 2013 წლის დეკემბრამდე უნდა მიეღო თ-------–------------- ხელფასის - 1000 ლარის 12 თვეზე ნამრავლის 80% - 9600 ლარი, სანაცვლოდ კი მიიღო 2449.40 ლარი, 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის დეკემბრამდე კი უნდა მიეღო 1200 ლარის 80%, ანუ 9600 ლარი, თუმცა მიიღო 2492.40, შესაბამისად, სს ,,ს----------–-------------ამ“ ვ-–----–----ს დააკლო ჯამში 19 882.80 ლარი (ტომი პირველი, ს.ფ. 75). პალატა მიუთითებს, რომ სს ,,ს----------–-------------ა" ვალდებული იყო ვ-–- ბ-–---ისთვის, საწარმოში უბედური შემთხვევისას მიღებული ტრავმის საფუძველზე, პროფესიული შრომის უნარის 80%-ით უვადოდ დაკარგვის გამო, აენაზღაურებინა მისთვის მიყენებული ზიანი, გადაეხადა მისთვის ყოველთვიურად თანხა მორიგების აქტში მითითებული გარემოების გათვალისწინებით - თ-------–------------- ხელფასის ოდენობის პროპორციულად, გადაანგარიშებული სახით.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტმა დაამტკიცა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ხოლო მოპასუხე სს "ს----------–-------------ამ" ვერ დაუმტკიცა სასამართლოს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რის გამოც სააპელაციო პალატის შეფასებით, მოსარჩელისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება, რომელიც მორიგების აქტით აღიარებულია მოპასუხის მიერ და უნაზღაურებდა კიდეც მას თავდაპირველი გაანგარიშების შესაბამისად, მისი სიცოცხლის განმავლობაში კვლავაც ეკისრება საწარმოს თ-------–------------- გაზრდილი სახელფასო ოდენობის შრომისუუნარობის ხარისხთან პროპორციულობით, რაც განაპირობებს ვ-–- ბ-–---ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ვ-–- ბ-–---ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება და სს ,,ს----------–-------------ას“ აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2011 წლის დეკემბრის თვიდან შემდგომი სამი წლის განმავლობაში სარჩოს მიუღებელი სხვაობის ერთობლივად გადახდა -19 882.80 ლარის ოდენობით.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 5--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტი ვ-–----–---- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპოცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავდროულად, ვ-–- ბ-–---ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; კერძოდ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდა; შესაბამისად, სს ,,ს----------–-------------ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ორივე ინსტანციის სასამართლოში - სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების ხარჯი _ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც შეადგენს 1391,65 ლარს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვ-–- ბ-–---ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ვ-–- ბ-–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

4. სს ,,ს----------–-------------ას“ ვ-–- ბ-–---ის სასარგებლოდ დაეკისროს 19 882.80 ლარის გადახდა.

 

5. სს ,,ს----------–-------------ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1391,65 ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს, სასამართლო გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნებათ იმავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების დაცვით.

 

თავმჯდომარე /ხათუნა არევაძე/

 

მოსამართლეები /თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი/

 

/გოგიტა თოთოსაშვილი/