განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-----------------
საქმე №1ბ/529-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორ - თ-----------,მსჯავრდებულ - ზ---------–--–---–ის,ადვოკატ - ი---------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ზ---------–--–---–ის ადვოკატ ი---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ზ----------------------–--–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------–----------------–----------–--------------------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----–--------------------–-----------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 აპრილის განაჩენით:
ზ---------–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 02 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი;
ზ---------–--–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, პირის მიმართ, რომელთანაც ცხოვრობდა ერთ ოჯახად და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის დეკემბრის დასაწყისამდე, დაახლოებით სამი წლის განმავლობაში, ზ---------–--–---–ი ერთ ოჯახად ცხოვრობდა ქ-------––-------------------–- მდებარე სახლში შ--------–---------ან ერთად. 2017 წლის 14 დეკემბერს შ--------–---------ან უთანხმოებისა და ეჭვიანობის გამო, ზ---------–--–---–მა ცეცხლის წაკიდებით განზრახ გაანადგურა ქ-------––-------------------–- მდებარე, მასთან საერთო საოჯახო მეურნეობით დაკავშირებული შ--------–------ნის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, რამაც გამოიწვია 1295 ლარის მნიშვნელოივანი მატერიალური ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ---------–--–---–ის ადვოკატმა ი---------------მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ხაშურის რაიონული საამართლოს 2018 წლის 02 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და ზ---------–--–---–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელის - 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის, სრულად პირობითად ჩათვლა.
კერძოდ, დაცვის მხარე აპელირებს, რომ აღნიშნული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უსამართლო, ზედმეტად მკაცრი და არ ემსახურება სასჯელის მიზნების განხორციელებას. სასამართლომ რეალურად არ გაითვალისწინა ზ---------–--–---–ის გულწრფელი აღიარება და დაზარალებულის პოზიცია, რომელიც ნამდვილად წარმოადგენს მსჯავრდებულის მეუღლის თავისუფალი ნების გამოვლენას და არა მის მოჩვენებით შემწყნარებლურ პოზიციას. ასევე, სასამართლომ არასწორად მიიჩნია მსჯავრდებული ნასამართლობის მქონედ, რაც გახდა დანიშნული სასჯელის სრულად პირობითად ჩათვლის ხელშემშლელი ფაქტორი. აპელანტის განმარტებით, სასჯელის პრევენციული მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ მსჯავრდებულისათვის მისაღები იყოს დანიშნული სასჯელი. ამისათვის მთელი პროცესი, მისი შედეგები, უნდა იყოს სამართლიანი, რაშიც პირველ რიგში იგულისხმება სამართლიანი და პროპორციული სასჯელის განსაზღვრა ბრალდებულის პიროვნებისათვის დამახასიათებელი შემამსუბუქებელი გარემოებების რეალურად გათვალისწინების საფუძველზე. სასამართლომ კი ზემოაღნიშნული საფუძვლების უგულებელყოფით ზ---------–--–---–ს განუსაზღვრა არასამართლიანი და მკაცრი სასჯელი; მიუხედავად განაჩენში მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების სახელდებით მოხსენიებისა, არ მოხდა მათი რეალურად გათვალისწინება სასჯელის დანიშვნისას, რამაც პირდაპირი ასახვა ჰპოვა საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე.
პროკურორმა მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოას განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ ზ---------–--–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულ შ--------–------ნის ჩვენებას; მოწმეების: გ-------------–--ის, დ-------------–--რის ჩვენებებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს; ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს; ფოტოცხრილს, სახანძრო ტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის 2018 წლის 10 იანვრის N---------რ დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზ---------–--–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ---------–--–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის სრულად პირობითი მსჯავრით შეცვლასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ზ---------–--–---–ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, მისი აღიარება, მონანიება და თანამშრომლობა საგამოძიებო ორგანოებთან. გაითვალისწინა ასევე დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ხარისხი, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ბრალდებულის პიროვნება და დაზრალებულის პოზიცია, რომელსაც აუნაზღაურდა მიყენებული ზიანი და ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატა ეთნხმება და მიიჩნევს, რომ ჩადენილი დანაშაულის ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულია ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე კი დადგენილი გარემოებაა, რომ ქარელის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 დეკემბრის განაჩენით ზ---------–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში (სსკ-ის 19,108-ე მუხლით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, რაც ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გაუნახევრდა და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
ამ მხრივ პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ვინაიდან ზ---------–--–---–ი ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან, იგი არის ნასამართლობის არმქონე პირი. პალატის განმარტებით, საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ, რაც ავტომატურად არ მიუთითებს, რომ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშული სასჯელისაგან კანონით დადგენილი წესით ვადაზე ადრე გათავისუფლებისას, პირი ყველა შემთხვევაში მიიჩნევა ნასამართლობის არმქონედ. მოცემულ შემთხვევაში ზ---------–--–---–ი არ არის სასჯელისაგან გათავისუფლებული, მას ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით, ამნისტიის საფუძველზე, გაუნახევრდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი და გათავისუფლდა იმის გამო, რომ განჩინების გამონტანის შედეგად დარჩენილი სასჯელის ოდენობა უკვე მოხდილი ჰქონდა.
ამდენად, ზ---------–--–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენების და თავისუფლების აღკევთის სახით დანიშნული სასჯელის სრულად პირობით ჩათვლის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, რის გამოც სააპელაცო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ---------–--–---–ის და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 აპრილის განაჩენი;
ზ---------–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომადს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 02 (ორი) წელი ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლების საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
ზ---------–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ზ---------–--–---–ს დაეწყოს 2017 წლის 14 დეკემბრიდან.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, კონტროლი და მეთვალყურეობა ზ---------–--–---–ის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის სამსახურს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები :
შემთხვევის ადგილიდან ამოიღებული ნამწვის ნიმუშები, რომელიც ინახება შსს ქარელის რაიონული სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, ხოლო ზ---------–--–---–ისაგან ამოღებული ჯინსის შარვალი დაუბრუნდეს მის ოჯახს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.კაპანაძე