განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001976822
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3ბ/21-18 07 ივნისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე - ნინო ქადაგიძე
მოსამართლეები: მანანა ჩოხელი
ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
წარმომადგენელი - რ---------------–-----ი;
მოწინააღმდეგე მხარე - გ----------------ია;
წარმომადგენელი - თ------------–---–ი;
მესამე პირები - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
წარმომადგენელი - ნი-------–--ე;
მესამე პირი - ამ--------–-----------------–-------------------------–---------–---–-------–---–------------------ი;
წარმომადგენელი - ზ----------–--ე;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება;
აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ----------------იას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 24 მაისის №MES 4------------ გადაწყვეტილება; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ----------------იას მიერ უცხოეთში - მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 28 ივნისის N397გ-ს განკარგულების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გ---“-სა და ამ--------–-----------–--–----------------------------------ს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ქ. თბილისში შეიქმნა ჰ----------------------------–---–ი.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 11 ოქტომბრის დადგენილებით დარეგისტრირდა შპს ჰ----------------–-------------------------–---------–---–ი.
ამ-----------------------–------------------ს აქციონერთა საგანგებო კრების თანახმად, კრება ჩატარდა 2005 წლის 22 მარტს და ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამ-----------------------–------------------ დააარსებდა ფილიალს თბილისში, საქართველოში. ფილიალის ოფიციალური სახელწოდება იქნებოდა ამ-----------------------–--------------------------–---------–---------------–---------–---ი). ფილიალი გატარდებოდა რეგისტრაციაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული უნივერსიტეტის ფილიალი, სთავაზობდა საგანმანათლებლო პროცესს ბაკალავრის დონეზე. ამ-----------------------–------------------ს თბილისის კოლეჯს გააჩნდა შემდეგი ხარისხები: სამართლის და დიპლომატიის ბაკალავრი, ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრი, გამოთვლითი ტექნიკის მეცნიერებათა ბაკალავრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების მეცნიერებათა ბაკალავრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ხელოვნების ბაკალავრი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N33 ბრძანების თანახმად, გაიცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია ამ--------–-----------------–------------------ს ფილიალზე - ამ--------–-----------------–------------------ს თბილისის კოლეჯზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 23 ივლისის ბრძანებით ამერიკულ ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის კოლეჯი-ს სამეწარმეო რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებების შეტანის შესახებ N2-------------------- ბრძანების თანახმად, შეიცვალა საზოგადოების საფირმო სახელწოდება და განისაზღვრა შემდეგნაირად: ამ--------–-----------------–-------------------------–---------–---–------–---ი.
გ----------------იას სახელზე ამ--------–-----------------–------------------ს მიერ 2005 წლის 25 ივნისს გაიცა N E-------- დიპლომი ბიზნეს ადმინისტრირებაში და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 15 მარტის წერილის თანახმად, გ----------------ის, მისი 2017 წლის 10 მარტის წერილის პასუხად ეცნობა, რომ შპს „ჰ----------------–-------------------------–---------–---–ის“ მეთოდური უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არქივში დაცული არ იყო.
გ----------------იამ 2016 წლის 15 აპრილს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა მის სახელზე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის - დიპლომის აღიარება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 26 აგვისტოს წერილით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მისი, 2016 წლის 24 აგვისტოს მიმართვის პასუხად ეცნობა მოთხოვნილი იურიდიული პირის მსგავსი/ანალოგიური სახელწოდებით და სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული სუბიექტის უცხოური საწარმოს ფილიალი „ამ--------–-----------------–-------------------------–---------–---–-------–---–------------------ი“-ს (ს/ნ 2--------) სარეგისტრაციო მონაცემები“ სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, მარეგისტრირებელი ორგანო, სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი/ დირექტორი.
2016 წლის 15 აპრილის განცხადებასთან დაკავშირებით, გ----------------იას სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 30 აგვისტოს N MES 9------------ აქტის თანახმად, უარი ეთქვა მის სახელზე გაცემული დოკუმენტის (რეგისტრაციის N 1-----) ნამდვილობის დადასტურებაზე.
2017 წლის 10 აპრილს გ----------------იამ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება.
2017 წლის 10 აპრილის განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 13 აპრილის №MES 1------------ წერილით გ----------------იასგან მოთხოვნილ იქნა სწავლის პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
გ----------------იას წარმომადგენლის 2017 წლის 15 მაისის განცხადებით (ხარვეზის შევსების შესახებ) ცენტრს ეცნობა, რომ მოთხოვნილ დოკუმენტაციას ცენტრში ვერ წარადგენდა.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 24 მაისის №M---------------- გადაწყვეტილებით გ----------------იას უარი ეთქვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ გ----------------ია 2001-2005 წლებში სწავლობდა შპს „ჰა---------------–------------------ს“ ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. საქმეზე წარმოდგენილმა, მესამე პირის წარმომადგენელმა, რომელიც იყო აღნიშნული ფილიალის დირექტორი, დაადასტურა, მოსარჩელის სწავლების ფაქტი და განმარტა, რომ გ----------------იამ წარმატებით დაამთავრა ამ--------–-----------------–------------------ს ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი და 2005 წლის 25 მაისს მას ამ--------–-----------------–------------------ს საბჭოს მიერ მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი და გადაეცა დიპლომი. გ----------------იამ 2016 წლის 15 აპრილს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა მის სახელზე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის - დიპლომის აღიარება. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, გ----------------იას სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 30 აგვისტოს N MES 9------------ აქტის თანახმად, უარი ეთქვა მის სახელზე გაცემული დოკუმენტის (რეგისტრაციის N 1-----) ნამდვილობის დადასტურებაზე. მოსარჩელემ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ახლა უკვე უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მოთხოვნით მიმართა 2017 წლის 10 აპრილს. განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 13 აპრილის №MES 1------------ წერილით გ----------------იასგან მოთხოვნილ იქნა სწავლის პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. გ----------------იას წარმომადგენლის 2017 წლის 15 მაისის განცხადებით (ხარვეზის შევსების შესახებ) ცენტრს ეცნობა, რომ სასწავლო პროცესი გავლილი ჰქონდა დისტანციურად, რის გამოც მოთხოვნილ დოკუმენტაციას ცენტრში ვერ წარადგენდა. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 24 მაისის №M---------------- გადაწყვეტილებით გ----------------იას უარი ეთქვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 24 მაისის №M---------------- გადაწყვეტილებით, გ----------------იას მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმა ეფუძნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესსა და „ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის შესახებ“ 1997 წლის ლისაბონის კონვენციით დადგენილ წესებს. ასევე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს.
სასამართლომ მიუთითა ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განათლების მიღება არის ფაქტი, რომელიც ამა თუ იმ კვალიფიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლების შედეგად შეძენას გულისხმობს. უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 'ვ' ქვეპუნქტის თანახმად, აკადემიური ხარისხი არის კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ამავე მუხლის 'ო' ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, პირის მიერ მიღებული განათლების აღიარება იმ სამართლებრივი ჩარჩოს გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს, რაც არსებობდა განათლების მიღების პროცესში და არა შემდგომში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გამოყენებით. ამგვარი მიდგომა შესაძლოა გ---რთლებული იყოს თუ ნორმის ახლებური მოწესრიგება პირის უფლებათა რეალიზების უკეთესი საშუალებაა, ვიდრე ამას მანამდე არსებული ნორმის ფარგლები განაპირობებდა.
გ----------------იას მიერ სწავლების დასრულების მომენტში მოქმედი განათლების შესახებ კანონი ადგენდა მხოლოდ უცხოეთში მიღებული განათლების სახელმწიფო საგანმანათლებლო ცენზის მინიჭების შესაძლებლობას.
ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÐÒÄÆÉÃÄÍÔÉÓ 2001 წლის 10 მარტის №89 ბრძანებულებით დამტკიცებული ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÓÏÝÉÀËÖÒ-ÄÊÏÍÏÌÉÊÖÒÉ ÂÀãÀÍÓÀÙÄÁÉÓÀ ÃÀ ÄÊÏÍÏÌÉÊÖÒÉ ÆÒÃÉÓ ÐÒÏÂÒÀÌÉთ აღიარებულია, რომ ''ÁÏËÏ ßËÄÁÛÉ ÃÀÒÂÛÉ ÂÀÍáÏÒÝÉÄËÄÁÖËÉ ÓÉÀáËÄÄÁÉÓ ÌÉÖáÄÃÀÅÀà ÃÀßÚÄÁÖËÉ ÒÄ×ÏÒÌÉÓ ÓÒÖË×ÀÓÏÅÀÍ ÂÀÍáÏÒÝÉÄËÄÁÀÓ ÀÒÀÄÒÈÉ ÂÀÒÄÌÏÄÁÀ ÖÛËÉÓ áÄËÓ. ÌÀÈ ÛÏÒÉÓ ÂÀÍÓÀÊÖÈÒÄÁÉÈ ÖÍÃÀ ÂÀÌÏÅÚÏÈ ÃÀÒÂÛÉ ÀÌÑÀÌÀà ÌÏØÌÄÃÉ ÀÒÀÓÒÖËÚÏ×ÉËÉ ÓÀÊÀÍÏÍÌÃÄÁËÏ ÁÀÆÀ ÃÀ ÌÉÓÂÀÍ ÂÀÌÏÌÃÉÍÀÒÄ ÊÀÍÏÍØÅÄÌÃÄÁÀÒÄ ÍÏÒÌÀÔÉÖËÉ ÀØÔÄÁÉÓ ÐÒÀØÔÉÊÖËÀà ÀÒÀÒÓÄÁÏÁÀ. ÊÄÒÞÏÃ: ÃÙÄÌÃÄ ÀÒ ÀÒÉÓ ÛÄÌÖÛÀÅÄÁÖËÉ ÃÀ ÃÀÌÔÊÉÝÄÁÖËÉ ÈÀÍÀÌÄÃÒÏÅÄÏÁÉÓ ÛÄÓÀÔÚÅÉÓÉ ÓÀáÄËÌßÉ×Ï ÓÀÂÀÍÌÀÍÀÈËÄÁËÏ ÓÔÀÍÃÀÒÔÄÁÉ ÃÀ ÓÀÓßÀÅËÏ ÐÒÏÂÒÀÌÄÁÉ; ÀÙÍÉÛÍÖËÉÃÀÍ ÂÀÌÏÌÃÉÍÀÒÄ ÌÏÞÅÄËÄÁÖËÉÀ ÌÏØÌÄÃÉ ÓÀáÄËÌÞÙÅÀÍÄËÏÄÁÉ; ÀÒ ÀÒÉÓ ÛÄÌÖÛÀÅÄÁÖËÉ ÓÀáÄËÌßÉ×Ï ÓÀÂÀÍÌÀÍÀÈËÄÁËÏ ÝÄÍÆÉ; ÓÀáÄËÌßÉ×Ï ÓÀÂÀÍÌÀÍÀÈËÄÁËÏ ÃÀßÄÓÄÁÖËÄÁÄÁÉ, ÌÏØÌÄÃÉ ÊÀÍÏÍÌÃÄÁËÏÁÉÓ ÛÄÓÀÁÀÌÉÓÀÃ, ÀÒ ÀÒÉÀÍ ÜÀÌÏÚÀËÉÁÄÁÖËÉ ÓÀãÀÒÏ ÓÀÌÀÒÈËÉÓ ÉÖÒÉÃÉÖË ÐÉÒÄÁÀà ÃÀ ÌÒÀÅÀËÉ ÓáÅÀ, ÈÖÌÝ ÊÉ ÌÏØÌÄÃÉ ÊÀÍÏÍÌÃÄÁËÏÁÉÈ ÀÒÀÄÒÈÉ ÊÀÍÏÍØÅÄÌÃÄÁÀÒÄ ÀØÔÉ ãÄÒ ÊÉÃÄÅ 1998 ßËÉÓ ÌÄÏÒÄ ÍÀáÄÅÒÀÌÃÄ ÖÍÃÀ ÛÄÌÖÛÀÅÄÁÖËÉÚÏ ÃÀ ÃÀÌÔÊÉÝÄÁÖËÉÚÏ''.
სასამართლომ mutatis mutandis მოიხმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ (Mürsel Eren v. Turkey), სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. კერძოდ, სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, ჰქონდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას (რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს) არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და ამიტომ, იგი თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებით დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება).
სასამართლომ ასევე მიუთითა „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტზე (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან), რომელიც აღიარებს განათლების უფლებას; კერძოდ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „C“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი განათლება უნდა გახდეს ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველასათვის თითოეულის ნიჭის საფუძველზე, ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელების, და კერძოდ, უფასო განათლების თანდათან შემოღების გზით.
გაერთიანებული ერების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ კომიტეტის აღნიშნული მუხლის 1999 წლის ზოგადი კომენტარის თანახმად, განათლების უფლება, როგორც ადამიანის ყველა სხვა დანარჩენი უფლება, სახელმწიფოს აკისრებს სამი სახის ვალდებულებას: ვალდებულებას - პატივი სცეს, ვალდებულებას - დაიცვას და ვალდებულებას - განახორციელოს განათლების უფლება. განხორციელების ვალდებულება კი, თავის მხრივ, მოიცავს ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის ვალდებულებებს. პატივისცემის ვალდებულება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ იმ ღონისძიებებისაგან თავის შეკავებას, რომლებიც ხელს უშლის ან აბრკოლებს განათლების უფლების რეალიზაციას. დაცვის ვალდებულება სახელმწიფოსგან მოითხოვს ყველა იმ ღონისძიების გატარებას, რომელიც ხელს უშლის მესამე პირების მიერ უფლების დარღვევას. განხორციელების (ხელშეწყობის) ვალდებულების ძალით, სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქმედითი ღონისძიებები, რათა ინდივიდებმა და საზოგადოებამ შეძლონ და გაუადვილდეთ განათლების უფლების რეალიზაცია. განხორციელების (უზრუნველყოფის) ვალდებულება გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს განათლების უფლების რეალიზაცია მაშინ, როცა, მათი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ცალკეულ ინდივიდებსა თუ საზოგადოებას არ შეუძლია განათლების უფლების თავად რეალიზაცია მათ ხელთ არსებული რესურსების მეშვეობით.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ალბათობა იმისა, რომ გ----------------იას მიერ მიღებული განათლების აღიარება შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო, განათლების მიღების პროცესში არ არსებობდა. შესაბამისად, უკვე განხორციელებულ უფლებაზე - განათლების მიღების უფლებაზე, დღეს მოქმედი ნორმატიული დანაწესის გავრცელება, რაც ფაქტობრივად მიღებული განათლების უფლების შეზღუდვას (საქართველოს ფარგლებში) იწვევს, არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ზოგად წესს, ასევე ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის დანაწესს.
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 50-ე მუხლი ადგენს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობას. აღნიშნული მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება მისი შესაბამისობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებულ შესაბამის კვალიფიკაციასთან. შესაბამისობა სწავლის შედეგებისა და მინიჭებული კვალიფიკაციის გათვალისწინებით შეიძლება დადგინდეს სწავლის პერიოდის განსხვავების მიუხედავად. უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ კვალიფიკაციას ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებულ განათლებას აღიარებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-6 მუხლის მე-2-მე-5 მუხლების თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს: ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება); ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა). 4. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას. საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის, პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. 5. შესაბამისობის დადგენისას ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის, სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.
სასამართლომ აღინიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აქტის გაუქმების რამდენიმე შემთხვევას იცნობს, თუმცა, კოდექსის სიტყვასიტყვითი წაკითხვის საფუძველზე, კანონიერი ნდობის პრინციპი ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აქტს აუქმებს საკუთარი ინიციატივით. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია არა დიპლომისა და შესაბამისი ცნობის ბათილად ცნობა, არამედ მათი ნამდვილობის დადასტურებაზე უარი, რაც, სასამართლოს რწმენით, განსახილველი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე (დიპლომისა და ცნობის დადასტურებაზე უარი გამორიცხავს მათ გამოყენებას პროფესიული მიზნებისათვის), სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია. ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას (როგორც აღინიშნა, დიპლომი აქტი არ არის), ვერ დააბრკოლებს სასამართლოს, რომ კანონი განმარტოს გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად. სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით; ანუ, მოცემულ შემთხვევაში დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც; დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს; ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლოს ღრმა რწმენით, კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები), იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, სახეზე არ არის სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა.
სახეზე არ არის აგრეთვე სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება. კერძოდ, სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს სზაკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს - არ აღიაროს უცხოეთში მიღბული განათლება. განსახილველ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედების, ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას და გამოიყენა ეს ნდობა - ჩააბარა სამაგისტრო გამოცდა.
საამართლომ მიუთითა, რომ კანონიერი ნდობის არსებობას და დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით; ადამიანს უნდა ჰქონდეს ნდობა ოფიციალური გადაწყვეტილებებისადმი და მისი ეს ნდობა უნდა იყოს დაცული; კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევა სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ, უნდა იყოს განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი, რაც განსახილველი საქმის მასალებიდან არ იკვეთება.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 28 ივნისის N397გ განკარგულების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გ---“-სა და ამ--------–-----------–--–----------------------------------ს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ქ. თბილისში შეიქმნა ჰ----------------------------–---–ი. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 11 ოქტომბრის დადგენილებით დარეგისტრირდა შპს ჰ----------------–-------------------------–---------–---–ი. აღნიშნული დაწესებულება საქმიანობდა საქართველოში ლიცენზირების გარეშე, შესაბამისად, მის მიერ წარმოებული სასწავლო პროცესი ჩართული არ იყო საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში, თუმცა მხარდაჭერილი იყო საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან და სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა დამფუძნებელი სასწავლო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, ასევე სასწავლო პროგრამებით (ტ. 3, ს.ფ. 60-258). 2016 წლის 15 აპრილის განცხადებასთან დაკავშირებით, გ----------------იას სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 30 აგვისტოს N MES 9------------ აქტის თანახმად, უარი ეთქვა მის სახელზე გაცემული დოკუმენტის (რეგისტრაციის N 1-----) ნამდვილობის დადასტურებაზე. სასაამრთლომ მიიჩნია, რომ ასეთ პირობებში გ----------------იასათვის უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე უარი უთანაბრდება მის სახელზე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის გაუქმებას, რაც პირის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოების - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედების დადასტურების გარეშე დაუშვებელია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ პირის კერძო ინტერესი - ჰქონდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი, დანართი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 5 აპრილის №MES 8------------ გადაწყვეტილება ისე იქნა მიღებული, რომ კვალიფიკაციის გამცემი პროგრამის(ების) და მიმღები ქვეყნის რელევანტური კვალიფიკაციის საგანმანათლებლო პროგრმის(ების) ძირითად ელემენტებს შორის ''საფუძვლიანი განსხვავება'', როგორც საკითხის გადაწყვეტის აუცილებელი პირობა, მოპასუხეს არ შეუფასებია. ამგვარად, ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხისადმი ფორმალური მიდგომით უგულვებელყო პირის უფლება უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარებით მისი ადგილსამყოფელის მიხედვით ხელმისაწვდომი გახდეს დასაქმების ბაზარი, სამომავლო განათლება და სხვა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 24 მაისის №MES 4------------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ----------------იას მიერ უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება. ცენტრის მიერ სრულად იქნა დაცული სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფორმალური და მატერიალური კანონიერება და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.
სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. სასამართლოს განმარტებით, "პირის მიერ მიღებული განათლების აღიარება იმ სამართლებრივი ჩარჩოს გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს, რაც არსებობდა განათლების მიღების პროცესში და არა შემდგომში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გამოყენებით." აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართოს აღნიშნული განმარტება და მითითება კანონის უკუძალაზე საფუძველს მოკლებული და დაუსაბუთებულია. ვინაიდან, ცენტრის მიერ აქტის გამოცემისას არ დარღვეულა ზემოაღნიშნული კანონი. ცენტრმა იხელმძღვანელა გ----------------იას მიერ სწავლის დასრულების პერიოდში (03.11.2016) მოქმედი კანონმდებლობით (იხ. საკანონმდებლო მაცნე, სარეგისტრაციო კოდი: 3------------------------
სასამართლო ვერ უთითებს, თუ რომელი კანონის მოთხოვნა აქვს დარღვეული ცენტრს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს ყველა იმ ნორმაზე, რომელთა შესაბამისადაც ცენტრმა იმოქმედა მოსარჩელის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, თუმცა სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა არ ემყარება აღნიშნულ ნორმათა შინაარსის კანონშესაბამისი განმარტებისა და გამოყენების შედეგს, რაც სამართლებრივი თვალსაზრისით მათი არგამოყენების ტოლფასია.
ცენტრმა აქტის გამოცემისას იხელმძღვანელა ,,უმაღლესი განათლების შესახებ", საქართველოს კანონით, რომლის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც უცხოეთის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკიაციის, ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარებისას ხელმძღვანელობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
,,ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციის ცნობის შესახებ“, ლისაბონის 1997 წლის კონვენციის (ლისაბონის კონვენცია) VI.I კარის შესაბამისად, ყოველი მხარე ცნობს კვალიფიკაციებს გაცემულს სხვა მონაწილე მხარის მიერ, მათი ზოგადი მოთხოვნების შესაბამისად და მის მფლობელს აძლევს თავისი უმაღლესი განათლების სისტემის სასწავლო პროგრამაში დაშვების ნებას, იმ შემთხვევათა გარდა, როდესაც შესაძლებელია საფუძვლიანი განსხვავებების დადასტურება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის დაშვების წესებსა და იმ ქვეყნების წესებს შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის № 98/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის" (შემდგომში - წესი), რომელიც წარმოადგენს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების სპეციალურ მარეგულირებელ ნორმატიული აქტს, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ-მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს: ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება); ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა). ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, ცენტრი უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას. საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი მათ შორის უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისათვის, პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, შესაბამისობის დადგენისას ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის, სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.
სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული ელექტრონული სწავლების ფორმა. კერძოდ, "საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები პირის მიერ ელექტრონული სწავლების ფორმით განათლების მიღების ადგილად ჩაითვლება სასწავლო დაწესებულების ფუნქციონირების ადგილი და არა განათლების მიმღები პირის ადგილსამყოფელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. განათლების მიღების ადგილს ასევე ადასტურებს თავად განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი დიპლომი, რომლის ერთ-ერთი სავალდებულო რეკვიზიტია ადგილი, სადაც გაიცა დიპლომი".
აპელანტმა მიუთითა, რომ ამგვარ დაშვებას არ იცნობს არცერთი საკანონმდებლო ნორმა და სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება აცდენილია მოქმედ კანონმდებლობას.
სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას დისტანციური სწავლების ფორმის შინაარსთან მიმართებაში და აღნიშნავ, რომ საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის ,,უმაღლესი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს უმაღლესი განათლების დისტანციური ფორმით მიღების შესაძლებლობას.
სასამართლო აღნიშნულ გარემოებათა შეფასებისას ასევე არ იღებს მხედველობაში „ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის შესახებ“ 1997 წლის ლისაბონის კონვენციით დადგენილ წესს, რომლის შესაბამისადაც. ზემოაღნიშნული კონვენციის VI.1 კარის თანახმად, „ყოველი მხარე ცნობს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციას, მინიჭებულს მეორე მხარის მიერ იმ შემთხვევის გარდა, როდესაც შესაძლებელია საფუძვლიანი განსხვავებების დადასტურება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის კვალიფიკაციასა და იმ ქვეყნის კვალიფიკაციას შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება.
სასამართლო გადაწყვეტილების 6.4. პუნქტის მიხედვით აცხადებს, რომ არც მინისტრის ბრძანება და არც კანონი არ ადგენს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების აუცილებელ პირობად განათლების მიღების პერიოდში სტუდენტის შესაბამის ტერიტორიაზე ყოფნის აუცილებლობას.
განსხვავებულია ცენტრის პოზიცია სასამართლოს ზემომითითებულ არგუმენტაციასთან დაკავშირებით, კერძოდ, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, უცხოეთში მიღებულ განათლებად მიიჩნევა უცხოეთის ტერიტორიაზე მიღებული განათლება. აღნიშნული ცალსახაა დღეის მდგომარეობით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, რამდენადაც კანონმდებელმა ამჯერად ცალსახად გამოხატა ნება და წესის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოაყალიბა შემდეგი რედაქციით: უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ – მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში.
უცხოური კვალიფიკაციის საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობის დადგენისას, ცენტრი მხედველობაში იღებს სტუდენტის სასწავლო საქმიანობას და მის შედეგად მიღწეული სწავლის შედეგებს. ცენტრი მიიჩნევს, რომ თავსებადობის დადგენისათვის შესაძლებელი უნდა იყოს სტუდენტის მიერ უცხოეთის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შედარებაც. შესაბამისად, სასამართლო ერთის მხრივ უთითებს კონვენციის შესაბამისად დადგენილ რეჟიმზე, ხოლო მეორეს მხრივ უგულებელყოფს იმ გარემოებას, რომ საგანმანათლებლო პროგრამის ძირითად ელემენტს ასევე წარმოადგენს სწავლების ის ფორმა, რომლითაც ხორციელდება ეს უკანასკნელი და რომლის შედეგადაც მიიღწევა სწავლის შედეგები.
ცენტრმა სწორედ ზემოაღნიშნული და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ საქართველოს კანონმდებლობით არაა გათვალისწინებული დისტანციური სწავლების ფორმა, ე.ი. ეს უკანასკნელი არის საგანმანათლებლო პროგრამის ისეთი ელემენტი, რომელიც მიუღებელია და არსებით განსხვავებას წარმოშობს ორი სახელმწიფოს სამართლებრივ რეჟიმებს შორის, უარი თქვა გ----------------იას მიერ მიღებული განათლების აღიარებაზე.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება მისი შესაბამისობაში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებულ შესაბამის კვალიფიკაციასთან. ამასთან, შესაბამისობა სწავლის შედეგებისა და მინიჭებული კვალიფიკაციის გათვალისწინებით შეიძლება დადგინდეს სწავლის პერიოდის განსხვავების მიუხედავად. უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ კვალიფიკაციას ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებულ განათლებას აღიარებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
ასევეა დადგენილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მეორე მუხლის პირველი პუნქტით, რომ ცენტრი, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისას, ხელმძღვანელობს „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად.“ საქართველოში უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედ საკანონმდებლო აქტს წარმოადგენს „უმაღლესი განათლების შესახებ კანონი“. უმაღლესი განათლების აღიარებას ცენტრი ახდენს N98/ნ ბრძანებით დადგენილი რეგულაციების, „უმაღლესი განათლების შესახებ კანონისა“ და „ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის შესახებ“ 1997 წლის ლისაბონის კონვენციით დადგენილი წესების შესაბამისად. ზემოაღნიშნული კონვენციის VI.1 კარის თანახმად, „ყოველი მხარე ცნობს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციას, მინიჭებულს მეორე მხარის მიერ იმ შემთხვევის გარდა, როდესაც შესაძლებელია საფუძვლიანი განსხვავებების დადასტურება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის კვალიფიკაციასა და იმ ქვეყნის კვალიფიკაციას შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება“. „უმაღლესი განათლების შესახებ“, საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „უ(1)“ ქვეპუნქტის თანახმად კი: „ელექტრონული სწავლება არის საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კვალიფიკაციის მისაღებად ორგანიზებული, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე სტუდენტისა და მასწავლებლის ერთდროულად ყოფნას“. საქართველოს კანონმდებლობა დისტანციურად უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისთვის. წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ – მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში. შესაბამისად, იმ პირთა მიერ დისტანციურად მიღებული უმაღლესი განათლება, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ არ მონაწილეობენ სასწავლო პროცესში საგანმანათლებლო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში, ვერ აღიარდება როგორც უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლება.
უცხოური კვალიფიკაციის საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობის დადგენისას, ცენტრი მხედველობაში იღებს სტუდენტის სასწავლო საქმიანობას და მის შედეგად მიღწეული სწავლის შედეგებს. ცენტრი მიიჩნევს, რომ თავსებადობის დადგენისათვის შესაძლებელი უნდა იყოს სტუდენტის მიერ უცხოეთის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შედარება.
გ----------------იას მიერ უცხოეთში საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მისაღწევად, განხორციელებული სასწავლო საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შედარებისას, იკვეთება ლისაბონის კონვენციით გათვალისწინებული არსებითი განსხვავება. კერძოდ, გ----------------ია განათლებას არ იღებდა საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების ადგილსამყოფელი ქვეყნის გარეთ. მან საგანმანათლებლო პროგრამა აითვისა დამოუკიდებლად. სწავლის სრული პერიოდის განმავლობაში იგი არ იმყოფებოდა დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის N3 ბრძანების 1 პრიმა მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სტუდენტის სასწავლო დატვირთვა უნდა ეფუძნებოდეს როგორც დამოუკიდებელ, ისე საკონტაქტო საათებსაც. შესაბამისად ცენტრმა დაადგინა გ----------------იას მიერ მიღებული განათლების კვალიფიკაციის საფუძვლიანი განსხვავება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემით აღიარებულ კვალიფიკაციასთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდება გ----------------იას მიერ სრულად, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესში მონაწილეობის ფაქტი, შესაბამისად, წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მის მიერ მიღებული განათლება არ ექცევა აღნიშნული ბრძანებით გათვალისწინებულ უცხოეთში მიღებული განათლების სფეროში.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ახსნა განმარტების ეტაპზე თავად გ----------------იას და მესამე პირის წარმომადგენლის მიერ იქნა დადასტურებული მისი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე სწავლების ფაქტი.
2004 წლის 21 დეკემბრის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (გ----------------იასთვის კვალიფიკაციის მინიჭების დროისათვის მოქმედი რედაქცია) მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალი საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროებს ლიცენზირებას ან/და აკრედიტაციას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006 წლის 20 იანვარს „ა---------–-----------------–-------------------------–---------–---–-----–------“, როგორც უკვე აღინიშნა, გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0612020 ლიცენზია. შესაბამისად, გ----------------იასთვის კვალიფიკაციის მინიჭების პერიოდისთვის (2005 წელს), ზემოაღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულება არ ფლობდა ლიცენზიას ან/და აკრედიტაციას და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არ წარმოადგენდა აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო და გვერდი აუარა ზემოაღნიშნული ფაქტობრივ გარემოებაზე მსჯელობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად, ,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ'' ქვეპუნქტისა და წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, გ----------------იას მიერ მიღებული განათლება ეღიარებინა, როგორც უცხოეთში მიღებული განათლება.
განათლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე ცენტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი თავისი სამართლებრივი შედეგებით შეუძლებელია გაუთანაბრდეს გ----------------იას სახელზე გამოცემული აქტის გაუქმებას, ვინაიდან ცენტრის გადაწყვეტილებით არ მომხდარა მის მიერ მიღებული განათლების გაუქმება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს, სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი ექვემდებარება დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა ის სამართლებრივი ნორმები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი, რაც იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საკითხი.
დადგენილია, რომ გ----------------იას სახელზე ამ--------–-----------------–------------------ს მიერ 2005 წელს გაიცა დიპლომი ბიზნეს ადმინისტრირებაში და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი. სადავო გარემოებას არ წარმოებას, რომ გ----------------იამ განათლება მიიღო საქართველოს ტერიტორიაზე, თბილისში. მას განათლების მიღების მიზნით ვიზიტი არ განუხორციელებია უცხოეთში.
პალატა მიუთითებს, რომ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საკითხი ეროვნულ საკანონმდებლო დონეზე რეგულირდება როგორც 2004 წლის 21 დეკემბრის ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N 98/ნ ბრძანებით ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“, ხოლო საერთაშორისო სამართლის დონეზე - ,,ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის შესახებ“ 1997 წლის ლისაბონის კონვენციით დადგენილი წესების შესაბამისად.
კონვენციით აღიარებულია ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მინიჭებული უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის ცნობა მეორე მხარის მიერ. ანალოგიურ დათქმას ითვალისწინებს ეროვნული კანონმდებლობაც, თუმცა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მოპოვების მიზნით, მნიშვნელოვანია ცნობის მაძიებელმა დააკმაყოფილოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობები.
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი განმარტავს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების ცნებას: იგი არის კომპეტენტური ორგანოს მიერ უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთში სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარება (ცნობა) (მე-2 მუხლის ჰ6). კანონის მიზნიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს ცნობის მაძიებელს განათლება მიღებული ჰქონდეს უცხოეთში (საქართველოს საზღვრებს გარეთ) არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. კანონის აღნიშნული მიზანი ასევე დადასტურდა და ნათლად აისახა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N98/ნ ბრძანებაშიც, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ – მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის, პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
პალატას მიაჩნია, იმ პირობებში, როდესაც გ----------------ია განათლებას ფაქტობრივად იღებდა საქართველოს ტერიტორიაზე, მსჯელობა რომ მოსარჩელეს განათლება მიღებული აქვს უცხოეთში საფუძველს მოკლებულია.
პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ განსახილველი დავის საგანია დიპლომისა და შესაბამისი ცნობის ნამდვილობის დადასტურებაზე უარი. მოსარჩელე ითხოვს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას, რაც არსებითად განსხვავდება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისაგან.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 11 ოქტომბრის დადგენილებით დარეგისტრირდა შპს ,,ჰ----------------–-------------------------–---------–---–ი“. შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულება დარეგისტრირდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, მოექცეა ამავე საკანონმდებლო არეალში და იმართებოდა ქართული კანონმდებლობით, რაც გამორიცხავს შპს ,,ჰ----------------–-------------------------–---------–---–ში“ მიღებული განათლების როგორც უცხოეთში მიღებულ განათლებად აღიარების შესაძლებლობას.
პალატა მიუთითებს, რომ უცხოეთში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულების ფიალიალის საქმიანობის წესს არეგულირებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-14 მუხლი მე-4 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, რისთვისაც უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გადის ავტორიზაციას ფილიალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე. ამდენად, უცხოეთში რეგისტრირებული დაწესებულების ფილიალის მიერ საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისათვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კანონით დადგენილი წესით ავტორიზაციის გავლას. განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ,,ამ--------–-----------------–------------------ს თბ--–---------–---–-----–---ს“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის ბრძანებით მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, ხოლო გ----------------იას მიმართ დიპლომი გაცემულია 2005 წელს, მაშინ როდესაც ამგვარი ლიცენზია დაწესებულებას არ ჰქონდა მოპოვებული. შესაბამისად, ,,ამ--------–-----------------–------------------ს თბ--–---------–---–-----–---ში“ მიღებული განათლების საფუძველზე, 2005 წელს გაცემული დიპლომის პირობებში, არ არსებობს გ----------------იას მიერ უცხოეთში უმაღლესი განათლების მიღების აღიარების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი ვერ იქნა ვერცერთი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სახეზეა ასკ-ის 601 მუხლით განსაზღვრული აქტის ბათილობის საფუძვლები, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების, სადავო აქტის ბათილობის და ახალი აქტის გამოცემის დავალების შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. გ----------------იას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე: ნინო ქადაგიძე
მოსამართლე: მანანა ჩოხელი
ლევან მურუსიძე