განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.07.2018
საქმის ნომერი
330210115784270
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
12.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210115784270

საქმე №2ბ/192-1-

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 ივლისი, 201- წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) - მერაბ გაბინაშვილი

მოსამართლეები:

ხათუნა არევაძე, ეკატერინე ცისკარიძე

 

სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია

 

აპელანტი - დ-----– ა-–----–---–ი

 

წარმომადგენელი - ნ----–ი ხ----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ჟ---- (ე------) ა-–----–---–ი

 

დავის საგანი - უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - დ-----– ა-–----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. ქ. თბილისში, ვ-–----–----–-- გ-------- N---–- მდებარე ბ-----ზე, 1--- წლის 1- იანვარს, ე------ ა-–----–---–ის სახელზე გაცემულ იქნა N--- ორდერი, სადაც ოჯახის შემადგენლობაში ე------ ა-–----–---–თან ერთად მითითებული იქნა მისი ძ-- დ-----– ა-–----–---–ი.

 

2.2. 1--- წლის 2-----–--- პრივატიზაციის ხელშეკრულება ქ. თბილისი, ვ-–----–----–-- გ------- N---–- მდებარე N---- ბინაზე გაფორმდა ე------ ა-–----–---–თან.

 

2.3. ქ. თბილისი, ვ-–----–----–-- გ-------- N---–- მდებარე N-- ბინა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ე------ ა-–----–---–ის სახელზე.

 

2.4. დ-----– ა-–----–---–ი ქ. თბილისი, ვ-–----–----–-- გ-------- N---–- მდებარე ბ. N---ში რეგისტრირებული იყო 1--- წლის 1- აპრილამდე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. სასამართლომ „საქართველოს სსრ ს------- კოდექსის“ მე-60 მუხლის პირველი აბზაცის, ამავე კოდექსის 62-ე მუხლის პირველი აბზაცისა და „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ 1--- წლის 1----------–-- N--- დადგენილების პირველი პუნქტის საფუძველზე მიუთითა შემდეგი: განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ქ. თბილისი, ვ-–----–----–-- გ------- N---–- მდებარე ბ-----ზე, 1--- წლის 1- იანვარს ე------ ა-–----–---–ის სახელზე გაცემული იქნა N--- ორდერი, სადაც ოჯახის შემადგენლობაში ე------ ა-–----–---–თან ერთად მითითებულ იქნა მისი ძ-- დ-----– ა-–----–---–ი. დ-----– ა-–----–---–ი ქ. თბილისი, ვ-–----–----–-- გ------- N---–- მდებარე ბ. N---ში რეგისტრირებული იყო 1--- წლის 1- აპრილამდე. „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ N--- დადგენილება მიღებულ იქნა 1--- წლის 1 თ--------–-. ე. ი. ზემოაღნიშნული დადგენილების მიღების დროს მოსარჩელე სადავო ბინაში რეგისტრირებული არ იყო.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, დ-----– ა-–----–---–ი სადავო ბინის პრივატიზების მომენტისათვის, არ იყო დამქირავებელი ან დამქირავებელთან ერთად მცხოვრები პირი, რაც სადავო ბინაზე მისი საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობას გამორიცხავს.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტმა მიუთითა, რომ სხვა მისამართზე რეგისტრაცია ორდერის საფუძველზე გადაცემულ ფართზე უფლებადაკარგულად ცნობას არ იწვევს. მოსარჩელე მუდმივად ცხოვრობდა სადავო ბინაში. ს------- კოდექსის მე-60 მუხლის მიხედვით, დამქირავებელი არის მოქალაქე ვის სახელზეც გაცემულია ორდერი და მნიშვნელობა არ აქვს იგი ბინაში ჩაწერილია თუ არა. სადავო ბინაში არასოდეს უცხოვრია ე------ ა-–----–---–ს. მის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ვ-–----–----–-- გ-------- N2-. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მას არ დაუკარგავს ფართზე უფლება და მას ეკუთვნის საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. განსახილველი ფაქტობრივი სინამდვილის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს, სახეზეა, თუ არა ქ.თბილისში, ვ-–----–----–-- გ------- N---–- მდებარე N---- ბინის ½ ნაწილზე დ-----– ა-–----–---–ის მესაკუთრედ ცნობის საფუძველი. დასახელებულ საკითხთან დაკავშირებით მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები მოითხოვენ გამოკვლევას ს---- ს------- კოდექსის მე-60 მუხლისა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1--- წლის 1----------–-- N----ე დადგენილების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 1--- წლის 1- იანვარს, ქ. თბილისში, ვ-–----–----–-- გ------- N---–- მდებარე N-- ბინაზე, ე------ ა-–----–---–ის სახელზე გაცემულ იქნა N--- ორდერი, სადაც ოჯახის შემადგენლობაში ე------ ა-–----–---–თან ერთად მითითებულ იქნა მისი ძ-- - დ-----– ა-–----–---–ი.

 

1--- წლის 2-----–---, ქ. თბილისში, ვ-–----–----–-- გ------- N---–- მდებარე N-- ბინაზე ე------ ა-–----–---–თან გაფორმდა პრივატიზაციის ხელშეკრულება და, დღეის მდგომარეობით, დასახელებული ბინა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ე------ ა-–----–---–ის სახელზე.

 

დ-----– ა-–----–---–ი, ქ. თბილისში, ვ-–----–----–-- გ------- N---–- მდებარე N-- ბინაში რეგისტრირებული იყო 1--- წლის 1- აპრილამდე.

 

პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული ურთიერთობის სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის, სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამოყენებულ უნდა იქნეს 1983 წლის 4 ივნისის «საქართველოს სსრ ს------- კოდექსი” (ძალადაკარგულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1505-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად), რადგან განსახილველი ურთიერთობა წარმოშობილია ამ კოდექსის ამოქმედებამდე, კერძოდ, «საქართველოს სსრ ს------- კოდექსის” მე-60 მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ს------- ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება იდება წერილობით საცხოვრებელი სადგომის ორდერის საფუძველზე გამქირავებელს - ს--------საექსპლუატაციო ორგანიზაციისა და დამქირავებელს - მოქალაქეს შორის‚ რომლის სახელზეც გაცემულია ორდერი. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის პირველი აბზაცის პირველი წინადადების თანახმად, განსაზღვრულია‚ ასევე‚ იმ პირთა უფლება-ვალდებულებები, რომლებიც დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან და მასთან ერთად ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ არა აქვთ დადებული საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის შესახებ ხელშეკრულება, ისინი სარგებლობენ ყველა უფლებით და ეკისრებათ ყველა მოვალეობა საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ამავე აბზაცის მე-2 წინადადების თანახმად, ოჯახის სრულწლოვან წევრებს დამქირავებელთან ერთად ეკისრებათ სოლიდარული ქონებრივი პასუხისმგებლობა აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებისათვის.

 

მინისტრთა კაბინეტის N--- დადგენილების პირველ პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ ს------- ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. ამავე დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრულია პრივატიზაციის განხორციელების სუბიექტების ცნება, ასევე პრივატიზაციის განხორციელების წესი და ნორმის პირველი წინადადებით დადგენილია, რომ საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან.

 

მოხმობილი ნორმების ანალიზით დგინდება, რომ საცხოვრებელი სახლის (ბინის) პრივატიზაციისას თანაბარი უფლებებით სარგებლობენ ის პირები, ვინც წარმოადგენენ ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლებს ან მათი ოჯახის წევრებს. აღნიშნული ნორმატიული აქტი არ აყენებს საცხოვრებელი სახლის (ბინის) არც ერთ დამქირავებელს ან მისი ოჯახის წევრს პრივილეგირებულ მდგომარეობაში. განსახილველი ნორმატიული აქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან მისი ოჯახის წევრები გამოთქვამენ ნებას, თავისი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის მიზნით, საკუთრებაში მიიღონ საცხოვრებელი სახლი (ბინა), რომელიც მათ გადაცემული ჰქონდათ სარგებლობაში. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულია მსჯელობა იმის თაობაზე, რომ პრივატიზებულ ბინებზე საკუთრების უფლება მიეცემა ყველა იმ პირს, რომელსაც ბინის პრივატიზაციის დროისათვის საცხოვრებელ ფართობზე უფლება მოპოვებული ჰქონდა (ცხოვრობდა და ჩაწერილი იყო სადავო ბინაში) (სუსგ 5.08.2005 საქმე №ას-155-146-05, 14.11.2005წ. საქმე №ას -516-838-05, 14.06.2005წ. საქმე №ას-265-594-05, 26.07.2004წ. საქმე №ას-284-610-05).

 

სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი „affirmanti, non negati, incumbit probatio“ -„მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. მტკიცების ტვირთი იმისა, რომ ე------ ა-–----–---–თან პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის დ-----– ა-–----–---–ი მასთან ერთად სადავო ბინაში ცხოვრობდა მოსარჩელეს ეკისრებოდა. კანონით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი) გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საბჭოური ,,ჩ-–------------------ი” განსხვავებით დღეს მოქმედი კანონმდებლობით რეგულირებულ საცხოვრებელ ბინაში რეგისტრაციისა, ნიშნავდა საცხოვრებელი ადგილის არსებობას. იმდროინდელი კანონმდებლობის საფუძველზე ბინაში ჩაწერა წარმოადგენდა სახლის ფლობის, სარგებლობის და განკარგვის უტყუარ დამადასტურებელ საბუთს. ამდენად, ის გარემოება, რომ აპელანტი ჩაწერილი იყო სხვა საცხოვრებელ ბინაში, გამორიცხავდა სადავო საცხოვრებელ ფართზე მის კანონისმიერ უფლებებს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, დ-----– ა-–----–---–ი სადავო ბინის პრივატიზების მომენტისათვის, არ იყო დამქირავებელი ან დამქირავებელთან ერთად მცხოვრები პირი, რაც ქ. თბილისში, ვ-–----–----–-- გ------- N---–- მდებარე N-- ბინაზე, მისი საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობას გამორიცხავს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ-----– ა-–----–---–ს უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ-----– ა-–----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე მერაბ გაბინაშვილი

 

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

 

ეკატერინე ცისკარიძე