განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010310015001116079
საქმე №-/ბ-533-2017წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 თებერვალი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე: გოჩა აბუსერიძე
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი
მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
აპელანტი – ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარეები – ვ-–--------–--ე (მ--------------–--ის უფლებამონაცვლე), ქ--------------–--ე
მესამე პირები – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2015 წლის 07 ოქტომბერს მურად და ქ--------------–--ეებმა სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, მესამე პირების: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 07 სექტემბრის სხდომის №- ოქმის №-- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მ--------------–--ეზე ქობულეთში, ხ---–--ს ქუჩის №---ში მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 07 სექტემბრის სხდომის №- ოქმის №-- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ქ--------------–--ეზე ქობულეთში, ხ---–--ს ქუჩის №---ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დავალდებულება გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქობულეთში ხ---–--ს ქუჩის №---ში მდებარე 2500.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 108,26 კვ.მ. შენობა-ნაგებობის მ--------------–--ის და ქობულეთში ხ---–--ს ქუჩის №---ში მდებარე 2500.00 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 83,5 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ქ--------------–--ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
სარჩელის მიხედვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით მ--------------–--ის და ქ--------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 07 სექტემბრის სხდომის №- ოქმის №-- გადაწყვეტილება მურად მამულაძეზე ქობულეთში, ხ---–--ს ქუჩა №---ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში; მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქობულეთში, ხ---–--ს ქუჩა №---ში მდებარე მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობაზე მ--------------–--ის მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 07 სექტემბრის სხდომის №- ოქმის №-- გადაწყვეტილება ქ--------------–--ეზე ქობულეთში, ხ---–--ს ქუჩა №---ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში; მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქობულეთში, ხ---–--ს ქუჩა №---ში მდებარე მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობაზე ქ--------------–--ის მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
მოპასუხე – ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიღებული იყო ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №5-- ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ თანახმად. შესაბამისად, არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
მესამე პირმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ ქ--------------–--ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს (ს.კ. 2------------, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას. შესაბამისად მიიჩნია, რომ სარჩელი იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
მესამე პირის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით მ--------------–--ის და ქ--------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 7 სექტემბრის სხდომის N- ოქმის N-- გადაწყვეტილება მ--------------–--ეზე ქობულეთი, ხ---–--ს ქ. N---ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში; მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქობულეთი, ხ---–--ს ქ. N---ში მდებარე მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობაზე მ--------------–--ის მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 7 სექტემბრის სხდომის N- ოქმის N-- გადაწყვეტილება ქ--------------–--ეზე ქობულეთი, ხ---–--ს ქ. N1--ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში; მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქობულეთი, ხ---–--ს ქ. N1--ში მდებარე მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობაზე ქ--------------–--ის მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მ--------------–--ის და ქ--------------–--ის სასარგებლოდ დაეკისრა 200 (ორასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელების მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ასე დაეკისრა წარმომადგენლობითი მომსახურების ხარჯის - 200 (ორასი) ლარის ანაზღაურება.
ამ დასკვნამდე რაიონული სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით 2009 წლის 10 მარტის ქონების გადაცემის ხელშეკრულების (რეესტრი N1-----) საფუძველზე, უძრავი ქონება - 146658.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ქობულეთი, ჩოლოქის დასახლება დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N2------------;
2.1.2. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 6 აპრილის N---------- მიმართვის საფუძველზე, უძრავი ქონება - 40510.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები, მდებარე ქობულეთი, ხ---–--ს ქუჩის მიმდებარედ დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N2-----------);
2.1.3. 2015 წლის 12 იანვარს და 1 აპრილს მ--------------–--ემ განცხადებით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ქობულეთში, ხ---–--ს ქუჩის N---ში მდებარე 2500.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 108,26 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მოწმეების: თ----------------ის და თ-------------ის ერთობლივი განცხადება დამოწმებული ნოტარიულად;
2.1.4. 2015 წლის 12 იანვარს და 1 აპრილს ქ--------------–--ემ განცხადებით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ქობულეთში, ხ---–--ს ქუჩის N1--ში მდებარე 2500.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 83,5 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მოწმეების - ნ-----–-----–--ის და ჟ--–-------------ის ერთობლივი განცხადება დამოწმებული ნოტარიულად;
2.1.5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 7 სექტემბრის სხდომის N- ოქმის N-- გადაწყვეტილებით მ--------------–--ეს უარი ეთქვა ქობულეთში, ხ---–--ს ქ. N---ში მდებარე თვითნებურად დაკავებული 2500.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 108,26 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე;
2.1.6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 7 სექტემბრის სხდომის N- ოქმის N-- გადაწყვეტილებით ქ--------------–--ეს უარი ეთქვა ქობულეთი, ხ---–--ს ქ. N1--ში მდებარე თვითნებურად დაკავებული 2500.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 83,5 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.2.1. სასამართლოს მოსაზრებით, ფაქტობრივი გარემოებები მხარეებისათვის სადავო არ არის. სადავოს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2015 წლის 7 სექტემბერს, გასაჩივრებული გადაწყვეტილებების მიღებისას, მოხდა თუ არა სრულყოფილად იმის გამოკვლევა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებების მიღებას დაედო საფუძვლად, აღნიშნული კი სამართლებრივი შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №5-- ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №5-- ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-5 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს მუდმივმოქმედი კომისიის მეშვეობით, ხოლო მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის საკუთრების უფლების აღიარებისათვის უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდეგში სააგენტო). წესების მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.
სასამართლოს აღნიშვნით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწად ითვლება ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სასამართლომ განმარტა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:
ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება;
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის;
გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად;
დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
სასამართლოს აღნიშვნით, თავის მხრივ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბერის №5-- ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია - ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
სასამართლომ დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით ხაზი გაუსმა გარემოებას, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №5-- ბრძანებულება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს (განსახილველ შემთხვევაში საკრებულოს შესაბამის კომისიას) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და ბრძანებულებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
სასამართლოს აღნიშვნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოყენებულ უნდა გამოყენებულიყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რამდენადაც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და სათანადო შეფასების გარეშე იყო გამოცემული. ამასთან, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოეყენებინა მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას ემსჯელა საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შელახულიყო პირის კანონით გარანტირებული უფლებები.
სასამართლომ განმარტა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნიდან გამომდინარე, კანონი არ განასხვავებს ერთმანეთისაგან მიწის ნაკვეთებს იმ ნიშნით, არის თუ არა აღრიცხული მასზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება. კანონში არსად არის მითითებული, რომ საკუთრების უფლების აღიარება მხოლოდ ისეთი მიწის ნაკვეთზეა დასაშვები, რომელზეც დარეგისტრირებული არ არის სახელმწიფოს საკუთრება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების
უფლების აღრიცხვა არ ნიშნავს სახელმწიფოს მიერ მის განკარგვას და ამის შედეგად მიწის
ნაკვეთის სამართლებრივი სტატუსი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებთან მიმართებაში არ იცვლება.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ--------------–--ის მიერ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას და ის განკარგული არ იყო, რის გამოც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეფასება და დასკვნა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომისია აღნიშნული გარემოების გამო მოკლებულია უფლებამოსილებას, აღიაროს საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, რომელიც უკვე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, არ შეიძლება გაზიარებული იქნას, რამდენადაც ასეთი სამართლებრივი დასკვნა წინააღმდეგობაშია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ წესთან და ამავე კანონის მიზნებთან.
რაც შეეხება შენობა-ნაგებობის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციას, აღნიშნულის შესახებ
მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და
მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, ამასთან მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 7 ივნისს (N------) და 2016 წლის 24 ივნისს (N------) გაცემული ინფორმაცია, რომლითაც დგინდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში უძრავი ნივთის საარქივო მასალა კონკრეტული მისამართით: ქობულეთი, ხ---–--ს ქუჩის მიმდებარედ არ იძებნება.
სასამართლოს მითითებით, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას წარმოადგენს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც იქმნება: ა.ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემით.
სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ 2009 წლის 10 მარტის ქონების გადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება - 146658.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ქობულეთი, ჩოლოქის დასახლება დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N2------------.
სასამართლო მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების აღრიცხვა არ ნიშნავს სახელმწიფოს მიერ მის განკარგვას და ამის შედეგად მიწის ნაკვეთის სამართლებრივი სტატუსი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებთან მიმართებაში არ იცვლება. ქ--------------–--ის მიერ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის საკუთრებას,თუმცა იგი ვერ ჩაითვლება განკარგულ მიწის ნაკვეთად, ვინაიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ან
თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემით იქმნება, რის გამოც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეფასება და დასკვნა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომისია აღნიშნული გარემოების გამო მოკლებულია უფლებამოსილებას, აღიაროს საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, რომელიც უკვე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას, არ შეიძლება გაზიარებული იქნას, რამდენადაც ასეთი სამართლებრივი დასკვნა წინააღმდეგობაშია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ წესთან და ამავე კანონის მიზნებთან.
სასამართლოს აღნიშვნით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია, არ შეაფასა და არ შეაჯერა ისეთი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად და რაც მთავარია, სწორედ ეს გარემოებები წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კანონიერების გადასინჯვის და სათანადო შეფასების საფუძვლებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ კომისიას ზემოთ დასახელებულ გარემოებათა ფაქტობრივი და სამართლებრივი ანალიზი უნდა მოეხდინა და ისე უნდა მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ შესაგებელში მიუთითა მხოლოდ ის გარემოება, რომ ვინაიდან საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით აღნიშნული მიწის ნაკვეთები საკუთრების უფლებით უკვე ირიცხებოდა კონკრეტულ სუბიექტებზე (სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა), კომისია არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნული მოწმობს იმას, რომ სახეზეა ადმინისტრაციული აქტების გამოცემა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. ამდენად, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონს ეწინააღმდეგება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 7 სექტემბრის სხდომის N- ოქმის N-- და N-- გადაწყვეტილებებები, რომლითაც მ--------------–--ეს და ქ--------------–--ეს უარი ეთქვათ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნაზე მხოლოდ ერთი საფუძვლით,რომ მათ მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი უკვე რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.
სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შესაძლებლობის და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
სასამართლოს აღნიშვნით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, შემდეგი საფუძვლებით:
3. 1. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის მოსაზრებით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მასალები, არასწორად შეაფასა და განმარტა კანონი, დაეყრდო მხოლოდ მოსარჩელე მხარის ზეპირ განმარტებას, არ გაითვალისწინა კომისიის ზეპირი განმარტება, რომ მ--------------–--ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ყოფილი (მეღორეობის) ფერმის ტერიტორიას, ხოლო ქ--------------–--ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა წარმოადგენდა ყოფილი სასუქების საწყობს. აღნიშნულზე საქმეზე სასამართლოს არ დაუკითხავს მოწმეები, ყოველივე აღნიშნულის შედეგად კი მიიღო სრულიად უკანონო გადაწყვეტილება;
3.1.2. აპელანტის აღნიშვნით, მსგავსი უკანონო გადაწყვეტილება ხელს უწყობს ქვეყანაში კანონის მოთხოვნათა უგულებელყობას და დაუმორჩილებლობას, რაც წარმოშობს მოქალაქეთა მხრიდან თვითნებურ და უკანონო შესახლებებს სახელმწიფო შენობებში. ბათუმის საქალაქო სასამრთლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების აღრიცხვა არ ნიშნავს სახელმწიფოს მიერ მის განკარგავს და ამის შემდეგ მიწის ნაკვეთის სამართლებრივი სტატუსი " ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მიზნებთან მიმართებაში არ იცვლება. საკუთრების უფლების აღიარების კომისია აღნიშნულ კანონის მოთხოვნას სრულად ეთანხმება, მაგრამ ამ შემთხვევაში არ შეიძლება გაზიარებული იქნას, რადგანაც აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე რელურად განთავსებულია სახელმწიფო ქონება. ხოლო "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-ან არასასოფლო დანიშნულების შემდეგი მიწა: მე-2 პუნქტის "ლ" ქვეპუნქტის თანახმად , სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია სახელმწიფო ქონებაც;
3.1.3. აპელანტის მითითებით, "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "გ" ქვეპუნქტი განსაზღვრავს თუ რას ნიშნავს თვითნებურად დაკავებული მიწა, კერძოდ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკირი პირის მიერ თვითნებურად დაკვებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი )აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი(შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე, კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკვებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა";
3.1.4. აპელანტის აღნიშვნით, აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ მხარეები ვერ განმარტავდნენ თუ რომელი წლიდან აქვთ დაკავებული მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, რომლის აღიარებასაც მოითხოვენ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე კი მიწის ნაკვეთი დაკავებული უნდა ქონდეთ კანონის ამოქმედებამდე. (კანონი ამოქმედდა 2007 წლსი 15 სექტემბრიდან). უფრო მეტიც ასევე ვერ წამოადგინეს ვერანაირი მტკიცებულება მიწის თვითნებურად ფლობის და სარგებლობის ფაქტთან დაკავშირებით, ვერც სასამრთლოს სხდომაზე წამოადგინეს ვერანაირი მტკიცებულება შენობა-ნაგებობის არსებობის შესახებ, ვერც მშენებლობის ნებართვა, ან სხვა სახის რაიმე დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ შენობა მათ მიერ იყო აშენებული;
3.1.5. აპელანტის განმარტებით, გარდა ზემოთაღნიშნულისა ბათუმის საქალაქო სასამრთლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაგახდა 200 ლარის ოდენობით, ასევე წარმომადგენლობითი მომსახურების ხარჯის 200 ლარის გადხდა, რასაც არ ეთანხმება, ვინაიდან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის "უ" ქვეპუნქტით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 09 თებერვლის განჩინებით საქმეზე შეჩერდა წარმოება მ--------------–--ის გარდაცვალების გამო. ამავე პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა საქმეში მ--------------–--ის უფლებამონაცვლედ მისი მემკვიდრის ვ-–--------–--ის ჩაბმის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 01 თებერვლის სხდომაზე აპელანტის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება ქ--------------–--ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის დაკისრების ნაწილში და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ--------------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დანარჩენ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ--------------–--ის სარჩელთან დაკავშირებით ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევას - გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. შესაბამისად სააპელაციო პალატა უფლებამოსილია, საქმის პირველი ინსტანციისათვის დაბრუნების გარეშე, ამ ნაწილში თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ დავაზე. რაც შეეხება ვ-–--------–--ის (მ--------------–--ის უფლებამონაცვლე) სარჩელის ნაწილში გადაწყვეტილების კანონიერებას, პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილება საკმარისადაა დასაბუთებული და არ არსებობს მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთაც არც სააპელაციო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მტკიცების ტვირთი მხარეებზე გაანაწილა სწორად, ასევე სწორად დადგინა ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა ნაწილობრივ არასწორი შეფასება მისცა მათ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მსჯელობის საგანია, მხოლოდ სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება; კერძოდ, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშესაბამისობა.
4.2. სამართლებრივი დასაბუთება:
პალატა აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწად განიხილება ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (მართლზომიერი მფლობელობა) გათვალისწინებული შემთხვევებისა.
პალატა განმარტავს, რომ მითითებული სამართლებრივი აქტის კონკრეტულ ურთიერთობაზე გასავრცელებლად სავალდებულო პირობაა საკუთრების უფლებით აღიარებას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს სახელმწიფოს საკუთრებას და საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდეს მისი თვითნებურად ფლობის ფაქტი, ამასთან იგი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული.
გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მართალია ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ (შემდგომში კომისია) არ უარყო საკუთრებაში ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, თუმცა მიუთითა, რომ აწ გარდაცვლილ მ--------------–--ის მიერ მოთხოვნილი უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, ხოლო ქ--------------–--ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას, შესაბამისად კომისიამ მიიჩნია, რომ ორივე მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს მიერ იყო განკარგული და არ არსებობდა მათი განკერძოების კანონისმიერი წინაპირობა.
პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აწ გარდაცვლილ მ--------------–--ის მოთხოვნის უარყოფასთან დაკავშირებით მოკლებულია დასაბუთებას, რასთან დაკავშირებით პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვა არის სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქარტველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად რეგისტრაცია წარმაოდგენს ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის... შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
მოცემულ შემთხვევაში აწ გარდაცვლილ მ--------------–--ის მოთხოვნის უარყოფის საფუძვლად კომისიამ საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია მიიჩნია, რაც პალატის მოსაზრებით არ წარმოადგენს ამგვარი მოთხოვნის უარყოფის საფუძველს და ამ კანონის მიზნებისათვის ვერ განიხილება მიწის ნაკვეთის განკარგვად. აღსანიშნავია, რომ ქონება, რაც არ არის კერძო პირთა საკუთრებაში, ითვლება სახელმწიფო საკუთრებად მიუხედავად მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა.
ამდენად პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში პირველი ინსტაცნიის სასამართლომ ამომწურავად დაასაბუთა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობა და გადასაწყვეტი საკითხის კომისიის დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული რეგულაცია.
რაც შეეხება ქ--------------–--ის მოთხოვნის უარყოფის შესახებ კომისიის 2015 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეეტილების კანონიერებას, პალატა ამ მიმართებით არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას შემდეგი დასაბუთებით:
საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია ქ--------------–--ის მიერ კომისიისამი განცხადების წარდგენამდე საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს მხრიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე გადაცემის ფაქტი, რაც პალატის მოსაზრებით ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მიზნებისათვის სახელმწიფოს მიერ უძრავი ქონების განკარგვად განიხილება.
პალატა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის განჩინებაში განვითარებულ მსჯელობაზე რომლითაც საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ,,მიწის ნაკვეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადაცემა არ გულისხმობდა სახელმწიფოს მიერ ქონების განკარგვას და არ წარმოადგენდა ფიზიკური პირის სასარგებლოდ, თვითნებურად დაკავების საფუძვლით, საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებას“. საკასაციო სასამართლომ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ნორმებზე დაყრდნობით ამგვარი სახის უძრავი ნივთი მიიჩნია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებად, რომლის განკერძოებას საპეციალური კანონი ითვალისწინებდა.
იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ 2009 წლის 10 მარტის ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას, პალატის მოსაზრებით მისი განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილი წესით და მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეგულაცია. შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში არსებობდა ქ--------------–--ის სარჩელის უარყოფის საფუძველი, რაც არ გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლომ.
პალატა არ იზიარებს აპელანტის არგუმენტებს საკუთრების უფლებით ასაღირებელ მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების არსებობის საფუძვლით სარჩელის უარყოფის შესახებ და აღნიშნავს, რომ ამგვარი სახის დასაბუთება კომისიას გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში მითითებული არ აქვს. პალატის მოსაზრებით, აპელანტის მიერ ამ გარემოებებზე მითითება კიდევ ერთხელ ადასტურებს აწ გარდაცვლილ მ--------------–--ის მოთხოვნასთან მიმართებაში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების არასრულყოფილებას, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის დამატებით საფუძველს წარმოადგენს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორმა ნაწილობრივ შეძლო წარმოედგინა დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია, შესაბამისად იგი ქ--------------–--ის სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით ქ--------------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს ქ--------------–--ის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობას, პალატა მიიჩნევს, რომ ამ მიმართებით გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
6. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება ქ--------------–--ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის დაკისრების ნაწილში და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ქ--------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება;
5. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №-2), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№-2).
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ხათუნა ხომერიკი
მურთაზ მეშველიანი