განაჩენი

სისხლის სამართლის 27.07.2018
საქმის ნომერი
120100118002441829
ინსტანცია
თარიღი
27.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002441829

საქმე №1ბ/848-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 ივლისი 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი-----------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

არ------------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 23 აგვისტოს ქ. თბილისში, საქართველოს მოქალაქის, პ/ნ 0----------, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ. თბილისი, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, სა----–---–-----------–------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის განაჩენით არ------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

არ------------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 8 აპრილს ქ. ბ-----------------------------–-------ში მდებარე ან-----–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, არ------------------მა საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ან-----–-–---–ს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. კერძოდ, ყელში მოუჭირა ხელი, ასევე ჭიქა მოარტყა ფეხის არეში, რის გამოც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გი-----------–---–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვლოს, რადგან სასამართლომ არ------------------ისთვის სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ისეთი გარემოებები, როგორიცაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ, ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და არ არის დაინტერესებული მართლმსაჯულების განხორციელებით. სასამართლომ არ------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიუთითა დანაშაულის აღიარება, რასაც ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იგი უნდა გამკაცრდეს.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღირებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: მოწმეების: ნა----------–---–ის, ლა–---------ის, შა-–-------------–--ის, ნი-----------ის გამოკითხვის ოქმები; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ან-----–-–---–ის სხეულის დაზიანების შესახებ; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ან-----–-–---–ის ჩვენების ადგილზე შესამოწმებლად ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; ან-----–-–---–ის მოწმის სახით და დაზარალებულის სახით გამოკითხვის ოქმები და დაზარალებულად ცნობის დადგენილება; არ------------------ის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების დოკუმენტი და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებები.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

პალატა მხედველობაში იღებს, რომ არ------------------ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, წარმოდგენილია განცხადება, რომლითაც დასტურდება, რომ დაზარალებული შერიგებულია მსჯავრდებულთან და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. პალატას მიიჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებლი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 297-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გი-----------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

არ------------------ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 8 აპრილიდან 2018 წლის 13 აპრილის ჩათვლით.

 

არ------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 5000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს გ------- მ-----------ს (პ/ნ0----------, თანხა გადახდილია სს ,,საქართველოს ბანკის მეშვეობით, 2018 წლის 13 აპრილს) განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სრულად.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ჭიქის ნამსხვრევები, რომელებიც ინახება შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე