განაჩენი

სისხლის სამართლის 23.07.2018
საქმის ნომერი
190100117001863588
ინსტანცია
თარიღი
23.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-----------------

საქმე №1ბ/02-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ნანა გიგიტაშვილის, ვ------- ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორების - ქ--------------ის, ლ-–---------–--ლის, გ-------–-–--ლის,მსჯავრდებულ - ვ---------------–--ლის,ადვოკატ - თ------------–--ლის მონაწილეობით,რუ------ს რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------–-ძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ვ---------------–--ლის მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------რს, პირადი №0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–---------------------------------- დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით და სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბარლდების მიხედვით:

 

ვ---------------–--ლს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულისა და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით და ცივი იარაღის ტარება, განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით და სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილით.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

რუ------ს საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ივლისის განაჩენით, ვ---------------–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი.

 

2016 წლის ოქტომბრის თვიდან, ვ---------------–--ლი კუთვნილი მობილური ტელეფონის 5----------- ნომრიდან, ისევე როგორც ამ უკანასკნელით დარეგისტრირებული სატელეფონო პროგრამა VIBER-ის მეშვეობით, დაუკავშირდა პ-------------–--ლს, რომელსაც დაემუქრა მისი და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზიანებითა და განადგურებით, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი 12 000 ლარს არ გადასცემდა ვ----------------–-ილს. ვ---------------–--ლის განმარტებით, აღნიშნული თანხის ოდენობა იყო ის ზიანი, რომელიც მას მიადგა 2016 წლის 07 ივლისის რუ------ს საქალაქო სასამართლოს განაჩენის შედეგად. 2016 წლის 07 ივლისს რუ------ს საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი ვ---------------–--ლის მიმართ, რომლის მიხედვითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ დაზარალებულ პ-------------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

 

2016 წლის 16 დეკემბერს, დილის საათებში, რუ------ს საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ივლისს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი ვ---------------–--ლი იმყოფებოდა ქ------–-------------------------–--------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც უკანონოდ ატარებდა ცივ იარაღს კერძოდ, GERBER-ის ფირმის დანას, რომელიც ამოღებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკის დროს.

 

რუ------ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენით:

 

ვ------- ხ------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან, გადაკვალიფიცირდა 2017 წლის 4 მაისამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლზე.

 

ვ---------------–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ 2017 წლის 4 მაისამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ს 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ვ---------------–--ლს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ს 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუ------ს საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ვ---------------–--ლს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით.

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ვ---------------–--ლს დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 22 თებერვლიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა რომ:

 

ვ---------------–--ლმა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

მანვე ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება, განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ;

 

რუ------ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუ------ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-------------–-ძემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა კვალიფიკაციის ნაწილში და მსჯავრდებულ ვ---------------–--ლის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლისა.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ბრალდებულის ქმედება, როდესაც ვ---------------–--ლისათვის გამოძალვის ბრალდება გადააკვალიფიცირა მუქარაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, ვინაიდან იგი არ გამომდინარეობს საქმის ვითარებიდან და ასევე, დარღვეულია ქმედების კვალიფიკაციის სამართლებრივი ასპექტები. როგორც დაზარალებულის ჩვენებით, ისე საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის ფულადი თანხის რამდენჯერმე მოთხოვნის ფაქტი. საქმეში წარმოდგენილია ქმედების გამოძალვით კვალიფიკაციის ყველა ელემენტი და შემადგენლობა, კერძოდ სახეზეა დაზარალებულისა და მისი ახლო ნათესავის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რომელსაც დაზარალებული შესაბამისი არგუმენტაციით აღიქვამს რეალურად და უჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; სახეზეა ფულადი თანხის გადაცემის მოთხოვნა - ვ---------------–--ლი დაზარალებულს სთხოვს 12000 ლარს კონკრეტული საფუძვლით, კერძოდ, მორალური ზიანის ანაზრაურების მიზნით. პროკურორის განმარტებით, ის გარემოება, რომ ვ---------------–--ლის მოთხოვნაში არ არის დაკონკრეტებული თუ სად, როდის და ვისი მეშვეობით უნდა მომხდარიყო ფულადი თანხის გადაცემა, არანაირად არ გამორიცხავს გამოძალვის შემადგენლობას. გამოძალვა დანაშაულთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც მათი დაწყებისთანავე ჩადენილად ითვლება. საქმეზე კი დადგენილი ფაქტია, რომ ვ---------------–--ლმა მუქარის თანხლებით მოსთხოვა დაზარალებულს ფულადი თანხა. მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივად მნიშვნელოვანია გამოძალვისათვის დამახასიათებელი მუქარა, რომელიც სამომავლო ინტერესებისკენ არის მიმართული და ფულადი თანხის მოთხოვნა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლოზე წარდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ვ---------------–--ლის მიერ პ-------------–---–ის მიმართ ჩადენილი გამოძალვის ფაქტს და იგი აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნეს დამნაშავედ ცნობილი.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორებმა ლ-–---------–--ლმა და გ-------–-–--ლმა მხარი დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივარს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ვ---------------–--ლის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით და სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა პ-------------–---–მა განმარტა, რომ 2016 წელს ეკ------------------–------------------ის თანამდებობა. სამსახურებრივი მოვალეობის ფარგლებში ხვდებოდა მოქალაქეებს სხვადასხვა, მათ შორის დასაქმების საკითხზე. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრისას მოქალაქე ვ---------------–--ლმა სთხოვა, რომ გაეწია მისთვის რეკომენდაცია სამსახურთან დაკავშირებით. ვ---------------–--ლს იგი პირადად არ იცნობდა, მათ შესაძლებელია ყავთ საერთო ნათესავები, თუმცა ამ შემთხვევაში მას მიიჩნევდა მოგვარედ. როგორც ახსოვს, ვ---------------–--ლი შეხვედრაზე დასთან - ა----------–---–--ან ერთად იმყოფებოდა; ვერ იხსენებს, შეხვედრა დამატებით შედგა თუ მხოლოდ ერთხელ. იგი ვ---------------–--ლს კონკრეტულად არაფერს დაჰპირებია. გარკვეული პერიოდის შემდეგ მის (პ-------------–--ლის) ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, ვინმე ,,მი-----------------გან“, საჯაროდ შემოდიოდა შეურაცხმყოფელი მესიჯები, შემდეგ მის მობილურ ტელეფონზეც აგინებდა და ემუქრებოდა. როგორც გამოძიებით დადგინდა, აღნიშნული შეტყობინებების ავტორი იყო ვ---------------–--ლი. ამ ფაქტზე მის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. 2016 წლის ოქტომბრის თვიდან ვ---------------–--ლმა, პროგრამა ვაიბერის მეშვეობით, მის პირად ნომერზე - 5--------, კვლავ გაუგზავნა შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეტყობინებები და მათ შორის სთხოვდა 12000 ლარს, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. დაემუქრა მისი შვილის სიცოცხლის მოსპობითაც. შეტყობინება შემოვიდა სახელით Vakho, რის შემდეგაც მან თავისივე ტელეფონში სახელი Vakho შეცვალა სახელით V-----------, რადგან შემდგომში მარტივად მიმხვდარიყო ვინ იყო მესიჯების ავტორი. ბრალდებული მუქარის შემცველ მესიჯებს აგზავნიდა სისტემატურად, კვლავ აყენებდა შეურაცხყოფას და სთხოვდა ფულს, როგორც კი ფიქსირდებოდა, რომ მან მესიჯი წაიკითხა, იგი იმწამსვე შლიდა და იშლებოდა მის ტელეფონშიც. შეტყობინება რამდენიმე დააფიქსირა ე.წ. „სქრინშოთით“ და აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებელს. მოწმის განმარტებით, მათ შორის სატელეფონო საუბარიც შედგა, თავად ვ---------------–--ლმა დაურეკა და დაემუქრა, ასევე, მოსთხოვა თანხა. მისთვის ცნობილი იყო, რომ ვ---------------–--ლს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული საბრძოლო მოქმედებებში, ამ მიზნით იმყოფებოდა უკრაინაში, ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც წინა საქმის განხილვის დროს ჩამოერთვა და შესაბამისად, მიიჩნია, რომ ბრალდებულის ქმედებით შესაძლებელი იყო საფრთხე შეჰქმნოდა მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს. ვ---------------–--ლი დაზარალებულისათვის გაგზავნილ შეტყობინებებში ძრითადად აპელირებდა იარაღის ჩამორთმევაზე, შეურაცხყოფას აყენებდა გამოძიებას, პროკურატურას და ითხოვდა იარაღის ჩამორთმევის გამო ზიანის ანაზღაურებას. პ-------------–---–მა დაადასტურა, რომ ბრალდებულმა მას თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებული მესიჯი რამდენჯერმე გაუგზავნა, თუმცა მხოლოდ ერთი შეინახა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა----------–--ლმა განმარტა, რომ არის ვ---------------–--ლის და. მისი განმარტებით, პ-------------–---–ს 2008-2009 წლებიდან იცნობს და უკრაინიდან ჩამოსვლის შემდეგ რამდენჯერმე შეხვდა მას. აქედან ერთ-ერთ შეხვედრას თვითონაც ესწრებოდა. ვ------------–--ლი განაწყენებული იყო მასზე - თუ არ შეეძლო პ-----ს დახმარება, რატომ ჰპირდებოდა და რატომ იბარებდა სამსახურში. მისი ძმის მიმართ პირველი განაჩენის გამოტანის შემდეგ დაიწყო მძიმე ზეწოლა ოჯახის წევრებზე. მამას - თ------------------–-ილს იბარებდნენ რუ------ს პოლიციის სამმართველოში და ეუბნებოდნენ, რომ ვ---------------–--ლი იყო გიჟი და უნდა გადაეყვანათ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. განაჩენის შემდეგ ვ---------------–--ლი საერთოდ აღარ გასულა პ-------------–---–თან კონტაქტზე. დაახლოებით 2016 წლის 27 აგვისტოს კი პ-------------–---–მა ვ-------ის ესემესის სახით მიწერა: ,,თეთრი მანქანით მოვდივარ, მელოდე”. მოწმისათვის ასევე ცნობილი გახდა, რომ პ-------------–---–ი წერდა ვ-------ს - არ გაგახარებ და ციხეში დაალპობო. მამამ - თ------------------–-ილმა დაურეკა პ-----ს და ბოდიში მოუხადა. ა----------–---–ის განმარტებით, 2016 წლის ოქტომბრის თვეში ვახოს პ-----სთვის მესიჯები კიდევ რომ გაეგზავნა, მას ეს ეცოდინებოდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------------–--ლმა განმარტა, რომ მუშაობს რუ------ს საქალაქო სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლის პოზიციაზე. მოცემულ საქმეზე ჩაატარა ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა რეალობას ადასტურებს. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მოქალაქე პ-------------–---–ის განცხადება, რომელიც უთითებდა, რომ ვ---------------–--ლი მის მიმართ ახორციელებდა გამოძალვას. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გზით, ამოღებულ იქნა ბრალდებულის და დაზარალებულის მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ექსპერტიზა დაინიშნა ბრალდებულის ტელეფონზე, მასში არსებული მიმოწერის აღდგენის მიზნით. ხოლო დაზარალებულის ტელეფონზე ექსპერტიზის დანიშვნა აღარ მიიჩნია საჭიროდ. გამოძიების პროცესში ბრალდებულმა რამდენჯერმე სთხოვა ტელეფონის დაბრუნება, შემდეგ მობილურ ტელეფონზე პროგრამა ვაიბერის მეშვეობით და ფეისბუქ გვერდზე უგზავნიდა შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ--------–---------ძემ განმარტა, რომ ვ---------------–--ლთან საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა პ-------------–---–ის მიმართ მუქარის განხორციელების საქმეზე, რაზედაც ბრალდებულის მიმართ დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. საქმის დასრულების შემდეგ, ვ---------------–--ლს ჩამოერთვა ,,მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო მეორე, რომელიც მამამისს ეკუთვნოდა, დაუბრუნდა. იარაღის დაბრუნებასთან დაკავშირებით რამდენჯერმე დაურეკა ვ---------------–--ლს ტელეფონის ნომერზე.

 

ბრალდებულმა ვ---------------–--ლმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ პ-------------–---–ი გაიცნო საერთო ნათესავის პანაშვიდზე, რის შემდეგაც არაერთხელ შეხვედრია მას. მათ შორის სამსახურთან დაკავშირებით შეხვდა დაზარალებულს, რასაც ესწრებოდა მისი მოადგილზეც და დაპირდა დასაქმებას სამხედრო კუთხით. ასეთი შეხვედრა რამდენჯერმე შედგა და პ-------------–---–ი ყოველ ჯერზე აძლევდა დაპირებებს. შეხვედრაზე მიდიოდა ჩვეულებრივად ჩაცმული, არც ხელები აქვს დასერილი და მისთვის გაურკვეველია, თუ რატომ ახასიათებს მას ამგვარად დაზარალებული. ვ---------------–--ლმა დაადასტურა, რომ უგზავნიდა მას მუქარის შემცველ და შეურაცხმყოფელ მესიჯებს წინა საქმეზე განაჩენის დადგენამდე, თუმცა შემდეგ, მან თავად დაურეკა და უთხრა - სად ხარ, მოვდივარო, ციხეში ჩაგალპობო; უგზავნიდა შეურაცხმყოფელ მესიჯებს. 2016 წლის სექტემბერში მუშაობდა გაზის კომპანიაში და იქიდანაც მისი ჩარევით გაათავისუფლეს. მისთვის ცნობილია, რომ დ-------------–--ლი პრობაციის ბიუროშიც მივიდა და კითხულობდა, თუ როგორ შეიძლებოდა მისი (ვ---------------–--ლის) ციხეში შებრუნება. ვ---------------–--ლი ამ ყველაფერმა გააღიზიანა და ფეისბუქ გვერდზე ატვირთა პ-------------–---–ის საჩივარი პირველ საქმესთან დაკავშირებით. აღნიშნულზე მას პოლიციის თანამშრომელი დაუკავშირდა, მოსთხოვა, რომ აეღო საჩივარი სოციალური ქსელიდან და შეეწყვიტა ასეთი ქმედებები. პ-------------–---–ისთვის მას ფული არ მოუთხოვია, მესიჯი, რომელიც გაეგზავნა, მას არ ეკუთვნის, ვინაიდან საკუთარ ტელეფონში ქართული შრიფტით არასოდეს სარგებლობს. რაც შეეხება ცივი იარაღის ტარებას, იგი თავისი ნებით წარუდგინა პოლიციის თანამშრომლებს დაკავებისას.

 

2016 წლის 23 დეკემბრის კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით: სისხლის სამართლის №----------- საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ,,Apple“ ფირმის ,,iPhone 4“ მოდელის მობილური ტელეფონიდან ამოღებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო არსებული სტატუსის მქონე მოკლეტექსტური შეტყობინებები, ხოლო წაშლილი სტატუსის მქონე მოკლე ტექსტური შეტყობინებების აღდგენა არსებული აპარატურულ - პროგრამული საშუალებებით შეუძლებელია, ამოღებული მოკლეტექსტური შეტყობინებები ჩაწერილია DVD დისკზე.

 

ვინაიდან დღეის მდგომარეობით მობილურ ტელეფონში პროგრამა ,,Viber“-ი ან სხვა რაიმე სოციალური ქსელის საკომუნიკაციო პროგრამა ინსტალირებული არ არის, შეუძლებელია დადგინდეს, იყო თუ არა გააქტიურებული ზემოთხსენებული პროგრამები წარმოდგენილ ტელეფონში, რის გამოც ,,Viber“-ის ან სოციალური ქსელის მიმოწერის ამოღება შეუძლებელია.

 

,,Apple“ ფირმის ,,iPhone 4“ მოდელის მობილურ ტელეფონში მოთავსებულ სიმ ბარათზე არსებული ან წაშლილი სტატუსის მქონე მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ აღმოჩნდა.

 

2017 წლის 17 იანვრის კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით: სიმბარათის მეხსიერებაში ფიქსირებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ის მიეკუთვნება მობილურ ოპერატორს ,,Geocell“-ს და მისი სიმბარათის ნომერია ,,+------------“. ტელეფონის მეხსიერებიდან ამოღებულ იქნა ინფორმაცია სააბონენტო ნომრიდან: 5----------- მიღებული და ამავე ნომერზე გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებების შესახებ, რაც მოცემულია დანართში სახელწოდებით: ,,ტელეფონი - მოკლე ტექსტური შეტყობინებები“, ასევე ტელეფონის მეხსიერებაში არ ფიქსირდება სოციალური ქსელით და პროგრამა ,,Viber“-ით სააბონენტო ნომერთან: 5----------- განხორციელებული მიმოწერა. ტელეფონის მეხსიერებიდან სააბონენტო ნომერთან 5----------- დაკავშირებული მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, სოციალური ქსელით და პროგრამა ,,Viber“-ით განხორციელებული მიმოწერის აღდგენა ვერ მოხერხდა. სიმბარათის მეხსიერებაში არ ფიქსირდება ინფორმაცია სააბონენტო ნომერთან 5-------------- დაკავშირებული მოკლე ტექსტური შეტყობინებების შესახებ, ასევე მისი მეხსიერებიდან აღნიშნული სააბონენტო ნომერთან დაკავშირებით მოკლე ტექსტური შეტყობინებების აღდგენა ვერ მოხერხდა. სააბონენტო ნომერთან 5----------- მიმოწერა მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით ხორციელდებოდა სააბონენტო ნომრიდან: +------------.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი 2017 წლის 15 მაისის კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით: გამოსაკვლევი ფაილების ე.წ. ,,თვისებებში” (Properties) ფიქსირებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დადგინდა თითოეული მათგანის შექმნის თარიღი და დრო, ხოლო მათი გადაღების თარიღის დადგენა ვერ მოხერხდა, ვინაიდან შესაბამისი ინფორმაცია ე.წ. ,,თვისებებში“ (Properties) არ ფიქსირდება. ფაილის სახელწოდებით: 1----------------------------------_ ი jpg შექმნის თარიღი და დროა 2016 წლის 25 ნოემბრის 14:01:28 საათი, ხოლო ფაილის სახელწოდებით: I----------- შექმნის თარიღი და დროა 2017 წლის 16 თებერვლის 12:27:02 საათი.

 

2016 წლის 24 ნოემბრის დათვალიერების ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ პ-------------–---–ის მიერ წარდგენილი მობილური ტელეფონში Iphone 5s, შენახულია შემდეგი სახის ინფორმაცია: პროგრამა ,,Viber“-ში, კონტაქტში სახელწოდებით ,,V-----------”, არის მიმოწერა მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით, უშუალოდ მოკლე ტექსტური შეტყობინებები არის ლათინურენოვანი ასოებით დაბეჭდილი, თუმცა იკითხება ქართული სიტყვები, სადაც წერია V----------- deleted a message, რის შემდეგაც ქართული ასოებით წერია ,,დღეს” და იგივე ნაწერი „V----------- deleted a message“ არის სამჯერ გამეორებული. მოწმე პ-------------–---–ის განმარტებით, აღნიშნული ვაიბერი ეკუთვნის ზუსტად ვ---------------–--ლს. მან დღესაც გამოუგზავნა შეტყობინება ფულის მოთხოვნის და მუქარის მიზნით, მაგრამ როგორც კი წაიკითხა შეტყობინება, ვ-------მა წაშალა. ვაიბერზე იკითხება ტელეფონის ნომერი 5-----------. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული ტელეფონის ნომერი ეკუთვნის ვ-------ს და აღნიშნული ნომრით უგზავნიდა და უგზავნის ვაიბერში შეტყობინებებს. ამის შემდეგ პ-------------–---–ის მითითებით გახსნილი იქნა ტელეფონის მეხსიერების ფაილი, სადაც შენახულია დაკოპირებული ,,დასქრინული“ სახით მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ,,shen gogos pashvs gamovugeb she nabichvaro shen sanam dawvav ikamde”. შემდეგი მოკლე ტექსტური შეტყობინებების ტექსტი - ,,sheni m-------zis da k--------as dedebs vundzrie ojaxs vunzrie pirshi sheni prochi deda movtyan“, ხოლო შემდეგი მოკლე ტექსტური შეტყობინების ტექსტია: ,,saliarka unda gadagasxat tqveni boz dedebs sheveci”. ამას მოსდევს მოკლე ტექსტური შეტყობინება ქართული ასოებით დაწერილი, რომლის ტექსტიც არის შემდეგნაირი და რომელსაც ზედა მხარეს აწერია - ორშაბათი, 17:06 საათი ,,ეხლა კარგად მომისმინე ბიჭო, ეს საქმე რომ შეაკერიე და გამიჩალიჩე რაც ზიანი მომადგა შენგან. თორმეტი ათას ლარს მოიტან და აანაზღაურებ თორე მერე შენ თავს დააბრალე კუბო რო დაიდგმევა შენ სახლში“. ამის შემდეგ არის ისევ მოკლე ტექსტური შეტყობინებები ლათინური ასოებით დაწერილი, რომლის ზედა მხარეს სახელში ლათინური ასოებით წერია ,,v---o” და მათი ტექსტი არის შემდეგნაირი - ,,sheni gmerti roa usamartlo da dedamotynuli shennairi prochebi daje imasac ar evaseba” და ,,----a sa-----is dros ar gaubedia vinmes chemtvis iaraggis wartmeva da tqven tkve nabozvrebo magis gulistvis rac dagemartebat”. ამის შემდეგ კონტაქტი ,,V-----------“-სგან არის ორი გამოტოვებული ზარის აღნიშვნა ზარების გვერდში იმავე პროგრამაში, სადაც სახელში წერია ,,V-----------“, რომლის ქვემოთაც წერია ,,online დღეს“, მის ქვემოთ გამოსახულია გეომეტრიული ფიგურა, ხოლო მის ქვემოთ ვკითხულობთ ,,free call” და ,,free message”, აღნიშნულის ქვემოთ წერია ,,call log“ ხოლო მის ქვემოთ წერია ,,დღეს“, ხოლო აღნიშნულის ქვემოთ არის დროები აღნიშნული კერძოდ 15:15 და 14:55, რომლებსაც გვერდებზე უწერიათ ,,missed call“, ამის შემდეგ ქვედა მხარეს ვკითხულობთ მობილური ტელეფონის ნომერს +995 5------------ შემდეგ გადავდივართ ისევ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გვერდზე, ამავე პროგრამაში სადაც ვკითხულობთ ,,V----------- deleted a message” რომელი წარწერაც არის ოთხჯერ ზედიზედ გამეორებული, რის შემდეგაც წერია ,,missed call (2), რის შემდეგაც კვლავ არის გამეორებული ორჯერ ,,V----------- deleted a message”.

 

2016 წლის 27 დეკემბრის დათვალიერების ოქმის მიხედვით, მ------------–--ლმა, დაათვალიერა სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე 2016 წლის 19 დეკემბრის N------- სამსახურებრივი ბარათით დანიშნული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის №3-----ტ დასკვნით გადმოგზავნილი DVD დისკი, დალუქული FCD672026 პაკეტში. პაკეტი იქნა გახსნილი, რომელშიც მოთავსებული იყო ერთი ცალი DVD დისკი. დისკი მოთავსებული იქნა კომპიუტერულ მოწყობილობაში. გახნისას დისკზე დაფიქსირდა ერთი ცალი „ექსელის“ ფაილი. ფაილის დასახელებაა AppleiPhone 4GSM (A1332) დათარიღებულია 12/23/2016 4:56 PM დროით, 10 KB მოცულობით. ფაილის გახნისას იკითხება ორი მოკლე ტექსტური შეტყობინება. პირველი შეტყობინების შესახებ ველში Time (დრო) ფიქსირდება თარიღი 27.08.2016 10:47:19 AM UTC; ველში text (ტექსტი) იკითხება ლათინური ასოებით ნაბეჭდი ტექსტი „Tetri manqanit moval. Melode!!!!”; ველში folder იკითხება inbox (შემომავალი); ველში direction (მიმართულება) იკითხება incoming (შემომავალი) ველში status (სტატუსი) იკითხება read (წაკითხული); ველში storage (შენახვა) იკითხება device (მოწყობილობა); ველში related application იკითხება apple sms &mms. ველში to იკითხება ტელ: +------------ (matched): ვ------------–--ლი; ველში from იკითხება ტელ: +9955--------. მეორე შეტყობინების შესახებ ველში Time (დრო) ფიქსირდება თარიღი 27.08.2016 10:48:07 AM UTC (device); ველში text (ტექსტი) იკითხება ლათინური ასოებით ნაბეჭდი ტექსტი „Modi sheni kacoba movtyan“; ველში folder იკითხება sentbox (გაგზავნილი ყუთი); ველში direction (მიმართულება) იკითხება outgoing (გამავალი); ველში status (სტატუსი) იკითხება sent (გაგზავნილი); ველში storage (შენახვა) იკითხება device (მოწყობილობა); ველში related application იკითხება apple sms & mms; ველში to იკითხება ტელ: +9955--------; ველში from იკითხება ტელ: +------------ (matched): ვ------------–--ლი.

 

2017 წლის 18 იანვრის დათვალიერების ოქმით, შსს რუ------ს საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა დ-------------ემ ქვემო ქართლის გუბერნიის ადმინისტრაციულ შენობაში სამსახურეობრივი სარგებლობის ,,hp” ფირმის კომპიუტერით დაათვალიერა პ-------------–---–ის მიერ წარმოდგენილი CD დისკი. იგი არის თეთრი ფერის მასზედ ჩაწერილია ერთი ცალი საქაღალდე, რომელსაც აწერია პ-------------–---–ი 1.საქაღალდის გახსნისას მასში ჩაწერილია 7 ფოტო ფაილი. ფოტო ფაილზე წარწერით 1 გადაღებულია გუგლის საძიებო პროგრამა სადაც აკრეფილია facebook.com. ფოტო ფაილზე წარწერა 2 გადაღებულია ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდის ძირითადი სურათი. ფოტო ფაილზე წარწერით 3 გადაღებულია ის კომენტარი, რომელიც ვ---------------–--ლის მიერ იქნა გამოქვეყნებული, კერძოდ: პ----- შენი და შენი ნაყიდი პროკურორების და პოლიციელების დედებს შევეცი შე ნაბოზვარო. Unhide 13 იანვარი, 16:30-ზე ვ------------–--ლი - ამის დედის ტრაკი მოვტყან პასუხი Unhide 13 იანვარი, 16:32-ზე. ფოტო ფაილზე წარწერით 4 გადაღებულია ის კომენტარი რომელიც ვ---------------–--ლის მიერ იქნა გამოქვეყნებული კერძო: პ----- შენი ოჯახი მოვტყან შე ნაბიჭვარო პასუხი Unhide 13 იანვარი 16:32-ზე. ფოტო ფაილზე წარწერით 5 გადაღებულია ვ---------------–--ლის მიერ გამოქვეყნებული კომენტარი, კერძოდ: პ----- შენი ბოზი დედა მოვტყან, პასუხი Unhide 13 იანვარი 16:31-ზე. ფოტო ფაილზე წარწერით 6 გადაღებულია ვ---------------–--ლის მიერ გამოქვეყნებული კომენტარი კერძოდ: ამისი ბიძინკურსელი დედას შევეცი, პასუხი Unhide 13 იანვარი 16:31-ზე. ფოტო ფაილზე წარწერით 7 გადაღებულია ვ---------------–--ლის ფეისბუქ გვერდი.

 

2017 წლის 30 იანვრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის მიხედვით, მარიამ ნ----–---–მა, დაათვალიერა შპს ,---------–-----” გამოთხოვილი ერთი ცალი ლაზერული დისკი. დისკის გახსნის შემდეგ მასში ჩაწერილი აღმოჩნდა პროგრამა ,,ექსელის“ ერთი ცალი ფაილი, დათარიღებული 1/23/2017 12:13 PM. ფაილში აღმოჩნდა ინფორმაცია მობილური ტელეფონის ნომრიდან 5-------- განხორციელებული ზარების, მასთან კავშირზე მყოფი ტელეფონის ნომრების, საუბრის ხანგრძლივობების, დროების, ანძების და სხვა მონაცემების შესახებ. გაფილტრული იქნა ვ---------------–--ლის მობილური ტელეფონის 5-------- ნომრიდან მობილურ ტელეფონის ნომერზე - 5-------- განხორციელებული ქმედების (ზარების შეტყობინებების სახით) მონაცემები, რა დროსაც დაფიქსირდა, რომ ვ---------------–--ლის მობილური ტელეფონის ნომრიდან 5--------, პ-------------–---–ის ნომერზე 5--------, 2016 წლის 24 ოქტომბერს 18:38:48 საათზე განხორციელდა გამავალი ზარი, 27 წამის ხანგრძლივობით და ამ დროს აბონენტი 5----------- იმყოფებოდა ქ------–--–---------------, ნავთლუხის რაიონში. 2016 წლის 24 ოქტომბერს 18:43:50 საათზე ვ----------------–-ილის ნომერზე 5--------- განხორციელდა შემომავალი ზარი ნომრიდან - 5--------, 40 წამის ხანგრძლივობით, ამ დროს აბონენტი ნომრით - 5--------- იმყოფებოდა ქ------–--–---------–------------. აღნიშნული მონაცემები ამობეჭდილი იქნა ერთ ფურცლად. ამობეჭდილი მონაცემები დალუქვის გარეშე დაერთო დათვალიერების ოქმს და სისხლის სამართლის საქმეს ერთ ფურცლად.

 

2017 წლის 16 თებერვლის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დ-------------ემ დაათვალიერა პ-------------–---–ის მიერ გამოკითხვის დროს წარმოდგენილი ერთი ცალი CD-R ლაზერული დისკი. მასში ჩაწერილია 08 ფოტოსურათი, რომლებიც ასახავს გუბერნიის ფეისბუქ გვერდზე დაწერილ კომენტარებსა და მესიჯებს, მონაწილე პირის, კერძოდ, პ-------------–---–ის განმარტებით, მეტსახელით JA----------I უნდა იყოს ვ---------------–--ლი, რომელიც სხვადასხვა ფოტოებზე აკომენტარებს ვ---------------–--ლის გინების შემცველ მესიჯებს. ასევე უთითებს, რომ ყველაფერს დადებს ინტერნეტ სივრცეში და დადებული აქვს პ-------------–---–ის მიერ დაწერილი განცხადება. ვ---------------–--ლი კომენტარებში ითხოვს, რომ დაუბრუნონ მობილური ტელეფონი, წინააღმდეგ შემთხვევაში გაავრცელებს ყველაფერს. პ-------------–---–ის განმარტებით აღნიშნულში რას გულისხმობს ვ---------------–--ლი, მისთვის უცნობია.

 

2017 წლის 21 თებერვლის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ხ-------------ემ დაათვალიერა მ------------–--ლის მიერ წარმოდგენილი CD დისკი. მ.ნ----–---–ის განმარტებით, ფაილებზე ჩაწერილია მისი ტელეფონის მეხსიერებაში შენახული ის დაკოპირებული - ,,დასქრინული“ შეტყობინებები, რასაც ვ---------------–--ლის უგზავნიდა მას ფეისბუქგვერდზე. ლათინური შრიფტით არის შემდეგი შინაარსის შეტყობინებები: „eeeeeeeeeeeee”; “sad aritqo amdeni xani chemi teleponi”; შეკითხვაზე “romeli xar?” მოსდევს პასუხი - “miweria mgoni saxeli da gvari” “xo chaataret eg ekspertiza ragas gidevt mand erti gamagebie”. ამის შემდეგ შეტყობინებები არის უკვე ქართული შრიფტით: „როდის დამიბრუნებთ მეთქი გკითხე“; „როდის დამიბრუნებთ მეთქი გკითხე“; „ტელეფონი დამიბრუნეთ მეთქი თქვე ცხოვრებით საცოდავებო“; „შენა ერთი მომწერე მაგ პროკურორის ნომერი“; „მჭირდება ქალო ტელეფონი ნორმალურები თუ ხართ თქვენ საერთოდ“; „პასუხს რატო არ მცემ შნირო“ „ძაღლო შენ გეკითხები“; „თქვენ მოგიტყანთ შისწიორკა დედის მუტლები სუყველას მაგ სამმართველოში ვინც ზიხართ“.

 

შსს ადმინისტრაციის პროტოკოლის სამმართველოს უფროსს ა-–-------------------–---–-ს მომართვით, ლათინური ასოებით წარმოდგენილი ქართულენოვანი ტექსტის ქართული შრიფტით აკრეფილი ვერსიაა: პ-------------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათების მიხედვით: ,,ვ--ო დედამტი“; ვ--ო დედამტიმ წაშალა გზავნილი; შენ გოგოს ფაშვს გამოვუღებ შე ნაბიჭვარო შენ სანამ დაწვავ იქამდე; შენი მ-------ის და ხუ--–--–--ას დედებს ვუნძრიე ოჯახს ვუნძრიე პირში შენი პროჭი დედა მოვტყან; სალიარკა უნდა გადაგასხათ თქვენი ბოზ დედებს შევეცი; შენი ღმერთი როა უსამართლო და დედამოტყნული შენნაირი პროჭები დაჟე იმასაც არ ევასება; მიშა სააკიანის დროს არ გაუბედია ვინმეს ჩემთვის იარაღის წართმევა და თქვენ თქვე ნაბოზვრებო მაგის გულისთვის რაც დაგემართებათ; უფასო ზარი; უფასო მესიჯი; გამოტოვებული ზარი. მ------------–--ლის მიერ წარმოდგენილი დისკის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები: სად არისთქო ამდენი ხანი ჩემი ტელეფონი; რომელი ხარ?; მიწერია მგონი სახელი და გვარი; ხო ჩაატარეთ ეგ ექსპერტიზა რაღას გიდევთ მანდ ერთი გამაგებინე.

 

2017 წლის 27 მარტის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დ--------------–---–მა, დაზარალებულ პ-------------–---–თან ერთად დაათვალიერა ამ უკანასკნელის მიერ გამოკითხვის დროს ინფორმაციის მიწოდების შემდეგ წარმოდგენილი ,,iphone 5”-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელზეც განმარტა, რომ სწორედ ხსენებულ ტელეფონში ჰქონდა გააქტიურებული ტელეფონის ნომერი 5------------ ასევე ჰქონდა ჩაწერილი პროგრამა ,,viber”, როდესაც ვ---------------–--ლი უკავშირდებოდა მას. წარმოდგენილი ,,iphone 5”-ის ფირმის მობილური ტელეფონი არის შავი ფერის, ტელეფონს ერთ მხარეს აქვს ეკრანი, ხოლო მეორე, ანუ უკანა მხარეს ტელეფონზე გამოსახულია ვაშლის გამოსახულება , ასევე ლათინური ასოებით წარწერები, ხოლო ზედა მხარეს კამერა. მობილური ტელეფონის იმ მხარეს, სადაც განთავსებულია ეკრანი, ზედა ნაწილში აქვს მცირე ზომის კამერა, ხოლო ქვედა ნაწილში ერთი ღილაკი, რომლის ერთჯერადი დაჭერის შედეგად ტელეფონი აქტიურდება. პ-------------–---–ის მიერ წარმოდგენილ მობილური ტელეფონის მენიუში შევდივართ შუაში მოთავსებულ ღილაკზე დაჭერით, რის შემდეგადაც ირთვება მენიუ, მენიუში მარჯვენა ზედა მხარეს განთავსებულია ე.წ საქაღალდე-photos, რომელშიც პ-------------–---–ის განმარტებით, მოთავსებულია მის მიერ გადაღებული სხვადასხვა ფოტოები, ასევე ის სურათები, რომლებიც მან გადაიღო, რომელიც ასახავს ვ---------------–--ლის მიერ მიწერილი მოკლე ტექსტური შეტყობინებებისთვის. პ-------------–---–ის განმარტებით, მას, როდესაც ვ---------------–--ლი მისწერდა შეტყობინებას, იგი იღებდა ფოტოსურათს, ე.წ. სქრინშოთს. 2016 წლის 24 ოქტომბრის შემდეგ, ვ---------------–--ლის ფოტოები დაფიქსირებულია 2016 წლის 21 ნოემბერს, 22 ნოემბერს, 24 ნოემბერს. ზემოაღნიშნული შეტყობინებებიდან საინტერესოს წარმოადგენს 2016 წლის 21 ნოემბერს გადაღებული ფოტოსურათები, რომელ დღესაც ვ---------------–--ლმა პ-------------–---–ს მოსთხოვა 12 000 ლარის გადახდა, მისი და მისი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის საფუძველზე. 2016 წლის 21 ნოემბერს არის გადაღებული ფოტოსურათი, 2:51 საათზე, სადაც პ-------------–---–ის განმარტებით, ვ---------------–--ლმა მისწერა კონკრეტული მესიჯები, თუმცა ნახვის შემდეგ ვ---------------–--ლმა წაშალა ისინი. აღნიშნულ ფოტოსურათს აწერია ზედა მხარეს თარიღი, კერძოდ 2016 წლის 21 ნოემბერი, აღნიშნულ სურათზე ერთჯერადად თითის დაჭერის შემდეგ ქრება თარიღი, რა დროსაც ჩნდება შეტყობინების გამომგზავნი პირის დასახელება ზედა მხარეს, კერძოდ - ,,V-----------“,. 2016 წლის 21 ნოემბერს არის გადაღებული ფოტოსურათი, 2:57 საათზე, აღნიშნულ ფოტოსურათს აწერია ზედა მხარეს თარიღი, კერძოდ 2016 წლის 21 ნოემბერი, აღნიშნულ სურათზე ერთჯერადად თითის დაჭერის შემდეგ ქრება თარიღი, რა დროსაც ჩნდება შეტყობინების გამომგზავნი პირის დასახელება ზედა მხარეს, კერძოდ ,,Vako Dedamty“, 2016 წლის 21 ნოემბერს არის გადაღებული ფოტოსურათი, 4:04 საათზე, აღნიშნულ ფოტოსურათს აწერია ზედა მხარეს თარიღი, კერძოდ 2016 წლის 21 ნოემბერი, აღნიშნულ სურათზე ჩნდება შეტყობინება: ,,shen gogos pashvs gamovugeb she nabichvaro shen sanam dawvav ikamde”, აღნიშნულ სურათზე ერთჯერადად თითის დაჭერის შემდეგ ქრება თარიღი, რა დროსაც ჩნდება შეტყობინების გამომგზავნი პირის დასახელება ზედა მხარეს, კერძოდ ,,V-----------“,.2016 წლის 21 ნოემბერს არის გადაღებული ფოტოსურათი, 5:06 საათზე, აღნიშნულ ფოტოსურათს აწერია ზედა მხარეს თარიღი, კერძოდ 2016 წლის 21 ნოემბერი, სურათზე ასახული შეტყობინება შემდეგნაირია: ,,ეხლა კარგად მომისმინე ბიჭო, ეს საქმე რო შეაკერიე რაც ზიანი მომადგა შენგან, თორმეტი ათას ლარს მოიტან და აანაზღაურებ, თორე მერე შენ თავს დააბრალე კუბო რო დაიდგმევა შენს სახლში“. აღნიშნულ სურათზე ერთჯერადად თითის დაჭერის შემდეგ ქრება თარიღი, ეკრანზე ჩნდება ე.წ სქრინშოთი, თარიღის გარეშე, სადაც წერია შეტყობინების გამომგზავნის სახელი, კერძოდ ,,V-----------“.

 

2016 წლის 16 დეკემბრის პირადი ჩხრეკის ოქმით, ვ---------------–--ლს ქ------–-------------------------–--------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა GERBER-ის ფირმის დანა, ,,აიფონის” მოდელის მობილური ტელეფონი, ,,ჯეოსელის” ქსელში ჩართული ნომრით - 5--------;

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 19 დეკემბრის №2----–- დასკვნთ, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ვ---------------–--ლის დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

რუ------ს საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ივლისის განაჩენით, ვ---------------–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი.

 

სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით: ვ---------------–--ლი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ვ---------------–--ლი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისის ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, ვ---------------–--ლს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ვ---------------–--ლი ფსიქიკური ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას ვ---------------–--ლი არ საჭიროებს.

 

ამდენად, პალატა აფასებს რა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ყველა შემთხვევაში ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.

რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, შინაგანი რწმენის საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

რაც შეეხება ქმედების გადაკვალიფიცირების საკითხს, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთის მხრივ, იმიტომ, რომ პირს იმაზე მეტ დანაშაულში არ დაედოს მსჯავრი, რაც არ ჩაუდენია და, მეორე მხრივ, საერთოდ არ გამოირიცხოს პირს ბრალეულობა დანაშაულში. გადაკვალიფიცირება დასაშვებია მხოლოდ იმავე ხარისხის, ან მსუბუქ ბრალდებაზე.

პროკურორი სააპელაციო საჩივარში განმარტავს, რომ როგორც დაზარალებულის ჩვენებით, ისე საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის ფულადი თანხის რამდენჯერმე მოთხოვნის ფაქტი. საქმეში წარმოდგენილია ქმედების გამოძალვით კვალიფიკაციის ყველა ელემენტი და შემადგენლობა, კერძოდ სახეზეა დაზარალებულისა და მისი ახლო ნათესავის სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ფულადი თანხის გადაცემის მოთხოვნა.

 

პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით კრიმინალიზებულია გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების, ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების, ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები. გამოძალვის საგანს წარმოადგენს როგორც ქონება, ისე ქონებაზე უფლება, რომლის თანახმადაც, განსაზღვრული ქონებრივი უფლება ან ქონებით სარგებლობა დამნაშავეზე გადადის. გამოძალვის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება დამნაშავის მიერ ქონების მესაკუთრის ან ქონების მფლობელის მიმართ მოთხოვნაში, გადასცეს მას ნივთი ან მასზე უფლება, ასევე ქონებით სარგებლობის უფლება.

ამდენად, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ფორმალური შემადგენლობის მქონე დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრდებულია დამნაშავის მიერ დაზარალებულისათვის მოთხოვნის წაყენების მომენტიდან, რომელსაც თან ახლავს მუქარა, ხოლო მიაღწია თუ არა დამნაშავემ გამიზნულ შედეგს, არ აქვს ქმედების კვალიფიკაციისათვის არსებითი მნიშვნელობა. თუმცა მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს ის გარემოება, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად ვერ დადასტურდა, თავად ფულადი თანხის მოთხოვნის წაყენების ფაქტი, დამნაშავის პირდაპირი განზრახვა უკანონოდ მოითხოვოს სხვისი ქონება და მისი მხრიდან ანგარების მოტივის არსებობა.

 

პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ გამოძალვა მუქარისაგან განსხვავებით უფრო ორგანიზებულ ხასიათს ატარებს და მიიჩნევს, რომ გამოძალვის დროს ქმედების განხორციელების მთავარ მიზანს წარმოადგენს პირის მიერ სხვისი ქონების დაუფლება. ხოლო ამ მიზნის მიღწევის ხერხი არის მუქარა. განსახილველ შემთხვევაში კი ვ---------------–--ლის მიერ პ-------------–---–ისათვის 12000 ლარის მოთხოვნის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინება წარმოადგენდა მისი მხრიდან განხორციელებული არაერთჯერადი მუქარის ტექსტებიდან ერთ-ერთში გაერთიანებულ მოთხოვნას, რომელიც მიმართული იყო არა პირისათვის თანხის გამოძალვისაკენ, არამედ დაზარალებულს მიანიშნებდა, რომ მას გარკვეული სახის ვადლებულებები გააჩნდა ტექსტის ავტორის მიმართ.

 

სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებიდან მხოლოდ ერთი, ე.წ. „სქრინშოთის“ სახით წარმოდგენილი მეკლეტექსტური შეტყობინების შემთხვევაში ფიქსირდება, რომ მსჯავრდებულმა პ-------------–---–ისგან მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით 12 000 ლარის გადაცემა. აღნიშნული კი, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ, როგორც საქმის მასალებით დასტურედება, ვ---------------–--ლი არც თუ ისე მცირე პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა საშუალებებით ახორციელებდა დაზარალებულის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, შეუძლებელია განვიხილოთ ამ დანაშაულისაგან განცალკევებით და მივანიჭოთ მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაცია. მხოლოდ დაზარალებულის განმატება, რომ მსჯავრდებულმა მას თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებული მესიჯი რამდენჯერმე გაუგზავნა, თუმცა მხოლოდ ერთი შეინახა, ვერ გახდება გამოძალვისათვის პირის დამნაშავედ ცნობის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში ვ---------------–--ლის მიერ ბრალად წარდეგნილი ქმედების შემადგენლობის განხორციელების დასადასტურებლად საჭირო იყო დამატებითი უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი.

 

პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ---------------–--ლი, როგორც კუთვნილი მობილური ტელეფონის 5----------- ნომრიდან, ისევე სატელეფონო პროგრამა VIBER-ის მეშვეობით უკავშირდებოდა პ-------------–--ლს და ემუქრებოდა მისი და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზიანებითა და განადგურებით, რაც დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით, დათვალიერების ოქმებით და სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი სხვა არაერთი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებით; თუმცა აღნიშნული მტკიცებულებები უტყუარად ვერ პასუხობენ კითხვას - მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნისა და ასევე სატელეფონო საუბრებისას ვ---------------–--ლი ცდილობდა თუ არა ფულად თანხის გამოძალვას პ-------------–---–ისგან. წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე პროკურორი ცდილობს დაასაბუთოს, რომ არა მხოლოდ ერთჯერადად (მათ მიერ მატერიალური სახით წარმოდგენილი შეტყობინებით), არამედ, როგორც დაზარალებული მიუთითებს, სხვა არაერთი შეტყობინებებისა და სატელეფონო ზარის მეშვეობით განახორციელა ვ---------------–--ლმა თანხის გამოძალვის შემადგენლობა. თუმცა ვ---------------–--ლის მიერ გამოძალვის ჩადენის ნაწილში აღნიშნული მტკიცებულებები ვერ პასუხობენ უტყუარობის მაღალ სტანდარტს და სახეზეა მხოლოდ ვარაუდი, რასაც გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დაეფუძნება. ამ ნაწილში პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტაცია გაზიარებული არ უნდა იქნეს, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი სხვაგვარი დასკვების გამოტანის შესაძლებლობას არ იძლევა.

 

რაც შეეხება ვ---------------–--ლის მსჯავრდებას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით, აღნიშნული დადასტურებულია საქმეზე გამოკველული მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის 2016 წლის 16 დეკემბრის პირადი ჩხრეკის ოქმით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 19 დეკემბრის N2----–- დასკვნით, მოწმეების - თ--------------------------------------ვას ჩვენებებით და რუ------ს საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ივლისის განაჩენით. ამასთან, მოცემული კვალიფიკაციას დაცვის მხარის მიერაც არ გამხდარა სადავო.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც იძლევიან დასკვნის საფუძველს, რომ ვ---------------–--ლმა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ასევე ცივი იარაღის ტარება, განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება ვ---------------–--ლის ბრალეულობა მხოლოდ საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით და სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზეც, რომელიც, გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში, განაჩენში ცვლილების შეტანას არ მიიჩნევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი განხილვის უფლება) საწინააღმდეგოდ. კერძოდ, ევროპული სასამართლოს აზრით, იმის შეფასებისას სამართალწარმოება მთლიანობაში იყო თუ არა სამართლიანი, დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა არ არღვევს დაცვის მხარის უფლებებს, თუკი საქმის ზემდგომი ინსტანციაში განხილვისას მას მიეცემა თავის დაცვის საკმარისი საშუალებები. პირველ რიგში, ამისათვის მას უნდა მიეცეს საქმის გასაჩივრების უფლება და ახალი კვალიფიკაციის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების საშუალება. გარდა ამისა, ევროპული სასამართლო დიდ ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, თუ რამდენად შეიცვალა დანაშაულის მაფუძნებელი ნიშნები.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში არც ამ ნაწილში არსებობს ცვლილების შეტანის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და ვ---------------–--ლის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია) და დამამძიმებელი გარემოებების (ნასამართლევია ანალოგიური ხასიათის დანაშაულის ჩადენისათვის), დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავეის პიროვნების, და მის მიერ ახალი დანაშაულის პირობით გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჩადენის მხედველობაში მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დანიშნა სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიჩნევს, რომ რუ------ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენი ვ---------------–--ლის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს რუ------ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენი;

 

ვ---------------–--ლის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლზე (2017 წლის 4 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

 

ვ---------------–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (2017 წლის 4 მაისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ს 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ---------------–--ლს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ს 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს რუ------ს საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ვ---------------–--ლს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით.

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ვ---------------–--ლს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 22 თებერვლიდან.

 

ცნობად იქნეს მიღებული რომ ვ---------------–--ლს დანიშნული სასჯელი დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს;

 

ვ---------------–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ვ---------------–--ლის მობილური ტელეფონი, დაუბრუნდეს მას ან საამისოდ უფლებამოსილ სრულწლოვან ოჯახის წევრს.

 

ვ---------------–--ლის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული დანა, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით (ნივთები ინახება საქართველოს შსს რუ------ს საქალაქო სამმართველოში).

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და საქმეზე დართული დისკები შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე