განაჩენი

სისხლის სამართლის 31.07.2018
საქმის ნომერი
330100117001927890
ინსტანცია
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001927890

საქმე №1ბ/671-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 ივლისი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატის მოსამართლე გერონტი კახეთელიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ა----------–---–-ს

მსჯავრდებულის: ი---------------ის

ადვოკატის: კ-----------------------ს

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ი---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ი---------------ის, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #3----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ო------------------------------–-----------–-, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–--------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი---------------ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.

 

ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით 21:50 საათზე, ქ------–--–----------------------------------ზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი---------------ემ, რომელიც მართავდა J------------ის მარკის ავტომობილს, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართის - ჰორიზონტალური მონიშვნა 1.3-ის მოთხოვნები, გადაკვეთა ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა სავალი გზის საპირისპირო მხარეს სადაც ჯერ დაეჯახა M-------------ის მარკის ავტომობილს, რომელსაც მართავდა გ------------–---–-, ხოლო შემდეგ O----------ს მარკის ავტომობილს სახელწიფო ნომრით I--------- რომელსაც მართავდა ვ--------–----–-–---–ი. შეჯახების შედეგად ავტომობილი O--------- სახელმწიფო ნომრით I-------- ინერციით გადაადგილდა საპირისპირო სავალ ზოლში და დაეჯახა O----------ს მარკის ავტომობილს სახელმწიფო ნომრით Q------, რომელსაც მართავდა გ----–--–---–---–-. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ავტომობილ O----------ს სახელმწიფო ნომრით I-------- მგზავრმა ლ------------ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 მაისის განაჩენით:

 

ი---------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

ი---------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 1 მაისიდან - მისი სასამართლო სხდომის დარბაზში დაკავების მომენტიდან.

 

ი---------------ეს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა 2 (ორი) წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

 

მსჯავრდებულ ი---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი---------------ემ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის თავდაპირველი მოთხოვნა იყო ი---------------ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე, სახელმწიფო ბრალმდებლის, ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორ ა----------–---–-ს მიერ, ზემდგომი პროკურორის ზ--------------ს თანხმობით, წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ ი---------------ესთან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

 

შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულმა ი---------------ემ, ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და სურვილი გამოთქვა, გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება ბრალზე გარიგებით.

 

სახელმწიფო ბრალდება ითხოვს მსჯავრდებულ ი---------------ესთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, კერძოდ, სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა დაზუსტებული პირობებით მოითხოვა შემდეგი:

 

ი---------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე–4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვროს ჯარიმა - 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, ი---------------ეს დამატებითი სასჯელის სახით 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

ი---------------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 1 მაისიდან.

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ პირობით მსჯავრდებულ ი---------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას დაზუსტებული პირობებით საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა დაზუსტებული პირობებით მსჯავრდებულ ი---------------ესთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. სასამართლო დარწმუნებულია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, მსჯავრდებული ი---------------ე სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ი---------------ე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება ი---------------ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მსჯავრდებულ ი---------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე–4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის აღიარებით, დაზარალებულის, მოწმეების და ექსპერტების - ლ------------ის, ვ-------–----–-–---–ის, გ-----------–-–---–ის, გ------------–---–-ს, გ----–--–---–---–-ს, მ-----–---------------–--–----–-----------------–-----------------------------–-–---–--------------------------------------–-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (თანდართული სქემით და ფოტოცხრილით), სატრანსპორტო საშუალებების მიღება-ჩაბარების აქტებით, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, სასაქონლო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების №0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ განსახილველი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატა მიიჩნევს, რომ ი---------------ის ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე–4 ნაწილით, კანონიერია. პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სსსკ–ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის, მე–111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე–4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 209-215-ე მუხლებით, პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დამტკიცდეს პროკურორის მიერ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება დაზუსტებული პირობებით პროკურორსა და მსჯავრდებულ ი---------------ეს შორის;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 მაისის განაჩენში ი---------------ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;

 

ი---------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე;

 

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვროს ჯარიმა - 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, ი---------------ეს დამატებითი სასჯელის სახით 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

ი---------------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 1 მაისიდან;

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ პირობით მსჯავრდებულ ი---------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ი---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის 2017 წლის 29 აპრილის განჩინებით, ი---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს სახით განსაზღვრული თანხის - 8 000 (რვა ათასი) ლარის ნაცვლად შეტანილ, ი---------------ის (პ/ნ 3----------), და---------------სა (პ/ნ 3----------) და ქ----------------ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, (გირაოს შესატანი თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებაზე) მდებარე - ო--------------------–------------------–---“ (საკადასტრო კოდი 2-----------) დადებული ყადაღა;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

ავტომობილი ,,ჯი----–--------’’ სახ. ნომრით B------- რომელიც მოთავსებულია შსს სსიპ ,,112’’-ის სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ავტომობილი ,,მ---------ი’’ სახ. ნომრით V--------, რომელიც მოთავსებულია შსს სსიპ ,,112’’-ის სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ავტომობილი ,,ო---–-’’ სახ. ნომრით I--------- რომელიც მოთავსებულია შსს სსიპ ,,112’’-ის სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით საქართველოს სსსკ–ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე