განაჩენი

სისხლის სამართლის 31.07.2018
საქმის ნომერი
330100116001476333
ინსტანცია
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100116001476333, N1/ბ-824-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული - რუ------- ვლ--------ის ასული ბო------–---–ი, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თბ--–----------------------------------------------------.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილი (ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას).

 

სასჯელი:

 

ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განაჩენის გაუქმება და რუ------- ბო------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, მ-------------ე მოტყუებით, თაღლითობის გზით დაეუფლა რუ------- ბო------–---–ის ბინას, ვინაიდან მსჯავრდებულის მეუღლეს - ჯ----–--------ეს გადახდილი ჰქონდა თანხა, როგორც ძირის, ისე პროცენტების სახით, თუმცა აღნიშნულის წერილობით დაუფიქსირებლობის გამო, ამის დამტკიცება შეუძლებელი გახდა და პირიქით, მისი მეუღლე მისცეს პასუხისგებაში თაღლითობისათვის. რაც შეეხება ბინის კედლის გამონგრევას, აღნიშნულის საჭიროება დადგა გაზის გაჟონვის შედეგად, როდესაც იგრძნეს გაზის სუნი (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

ბრალდების მხარეს შესაგებელი წარმოდგენილი არ აქვს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განაჩენით, რუ------- ბო------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს 2009 წლის 16 ივნისის განკარგულებით ქონებაჩამორთმეული რუ------- ბო------–---–ი 2016 წლის იანვრიდან მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შევიდა ა-------------ის სახელზე რეგისტრირებულ ბინაში და დღემდე განაგრძობს მასში ცხოვრებას, რის გამოც მესაკუთრეს არ ეძლევა ბინაში შესვლის და მისი განკარგვის საშუალება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განაჩენით, რუ------- ბო------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 17/12/2009 წლის მონაცემებით, უძრავი ქონება საკადასტრო კოდით N0----------------------, მისამართი: თ---–----------------------–------------------------------------------, საერთო ფართით 72.55 კვ.მ. რეგისტრირებულია მ-------------ის (პ/ნ 0----------) სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად აღნიშნულია განკარგულება N0--------------, რომლის დამოწმების თარიღია 16/06/2009, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 13/05/2013 წლის მონაცემებით, უძრავი ქონება საკადასტრო კოდით N0----------------------, მისამართი: თ---–----------------------–------------------------------------------, საერთო ფართით 72.55 კვ.მ. რეგისტრირებულია ა-------------ის (დაბ:0--------------------------) სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად აღნიშნულია უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის დამოწმების თარიღია 02/05/2013, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

 

რუ------- ბო------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო. მისი განმარტებით, 2008 წელს გაიგო ბინაზე სამი იპოთეკის არსებობის თაობაზე. 2010 წელს მისი მეუღლე - ჯ----–--------ე გასამართლებული იქნა, რის გამოც სამი იპოთეკარიდან მხოლოდ ორისთვის ჰქონდა გადახდილი თანხა. ბინის იძულებით დატოვების შემდეგ მეზობლები დაეხმარნენ კორპუსის ეზოში არსებული ფარეხის მოწყობაში, თავად კი შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობდა ბინის გვერდით არსებულ ფართში, რომელიც შემდეგ საცხოვრებელ ადგილად აქციეს. მას არასოდეს უნახავს მ-------------ე, საჭიროების შემთხვევაში კორპუსის ექსპლუატაციის ხარჯებს თავად იხდიდა. ერთ დღესაც გაზის გაჟონვის შედეგად იგრძო სუნი, გამოიძახა შესაბამისი სამსახური, რის გამოც საჭირო გახდა მისი ფართიდან მ-------------ის სახლის საერთო კედლის გატეხვა. იმ პერიოდში მისმა მეუღლემ მეორედ გადაიტანა ინსულტი, რის შემდეგაც გადაწყვიტა დაკავშირებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს დახმარებისთვის, რომელთა რჩევით და დახმარებით გადაწყვიტა ძველ ბინაში შესვლა.

 

მოწმე მ-------------ის ჩვენების თანახმად, 2007 წლის იანვრის თვეში გააფორმა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ჯ----–--------ეს 3 თვის ვადით 2%-ის დარიცხვით გადასცა 14 370 აშშ დოლარი. იპოთეკის საგანს წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ------–------------------------------------–-----------------------ში. 2007 წლის სექტემბრის თვეში მასთან მივიდა ჯ----–--------ე, რომელმაც სთხოვა თანხის დამატება, ვინაიდან ზემოაღნიშნული თანხა არ ჰყოფნიდა მიზნების განხორციელებაში, რის შემდეგაც მან მისცა დამატებით 12 000 აშშ დოლარი. იპოთეკის თანხამ შეადგინა 26 370 აშშ დოლარი, რომელიც წარმოადგენდა თანხის ძირს, ხოლო ჯ----–--------ეს დამატებით ყოველ თვე უნდა გადაეხადა მასზე დარიცხული პროცენტი. რამდენიმე თვის შემდეგ იპოთეკარი ვეღარ უხდიდა თანხას, სთხოვდა დამატებით მიეცა დრო ფულის დაბრუნებისთვის. 2009 წლის იანვრის თვეში მიმართა არბიტრაჟს, რადგან ჯ----–--------ე თანხას აღარ უხდიდა. არბიტრაჟმა მოსთხოვა საჯარო რეესტრის ამონაწერი, სადაც დაფიქსირებული იქნებოდა იპოთეკარად, თუმცა აღმოჩნდა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში იპოთეკარად სამი პიროვნება ფიქსირდებოდა. ვინაიდან ხელთ ჰქონდა ამონაწერი, განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს, ხოლო ამ უკანასკნელმა აღმოფხვრა უზუსტობა და დააფიქსირეს პირველ იპოთეკარად. 2009 წლის ივლისში ჩატარდა აუქციონი. პირველ აუქციონზე ბინა არ გაიყიდა, ხოლო მეორე აუქციონზე ბინა შეიძინა თავად, 61 089 ლარად, აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულების საფუძველზე და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ბინის მესაკუთრედ. როგორც მისთვის შემდეგ გახდა ცნობილი, სხვა იპოთეკარების მიერ პოლიციაში შეტანილი საჩივრის გამო ჯ----–--------ე დააკავეს. 2009 წელს რუ------- ბო------–---–ის ოჯახმა ნებაყოფლობით დაცალა ბინა. აღნიშნულის შემდეგ მან გადაწყვიტა ბინის გარემონტება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, რადგან რუ------- ბო------–---–ი მუშებს შეურაცხყოფას აყენებდა და არ აძლევდა მუშაობის საშუალებას. ბინა გაარემონტა, თუმცა ვერ იყენებდა ვერც საცხოვრებლად და ვერც გაყიდა, რადგან რუ------- ბო------–---–მა კარადა მიადგა ბინის კარს. შემდეგ მიმართეს პოლიციას, რომელთა დახმარებითაც შევიდნენ სახლში. 2012 წელს რუ------- ბო------–---–მა გაუტეხა ბინა და ოჯახის წევრებთან ერთად შესახლდა. მან კიდევ მიმართა პოლიციას დახმარებისთვის და კიდევ ერთხელ დააცლევინეს ბინა რუ------- ბო------–---–ის ოჯახს. 2015 წელს უთხრეს, რომ ე.წ ,,საშრობიდან“ რუ------- ბო------–---–ს ბინაში გამავალი კედელი გამოუტეხავს. პოლიციაში დაკითხვაზე მყოფმა რუ------- ბო------–---–მა განაცხადა, რომ კედელი გაზის ხელოსნების მიერ იქნა გატეხილი, თუმცა გაზის წარმომადგენლებმა უარყვეს ზემოაღნიშნული ინფორმაცია და განმარტეს, რომ ადგილზე მისვლისას მათ დახვდათ გამონგრეული კედელი. კვლავ მიმართა პოლიციას დახმარებისთვის, ადგილზე მისვლისას კი დახვდა ბინაში შესული რუ------- ბო------–---–ი, რომელსაც კარები ჰქონდა შიგნიდან ჩაკეტილი, არ უღებდა და თაღლითად მოიხსენიებდა. რუ------- ბო------–---–ი დღემდე ცხოვრობს ბინაში და მას, როგორც მესაკუთრეს, არ ეძლევა კუთვნილი ქონებით სარგებლობის საშუალება.

 

მოწმე ა-------------ის ჩვენებით, რუ------- ბო------–---–ი გაიცნო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ბინის დათვალიერებისას. 2013 წელს დედისგან - მ-------------ისგან, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა ბინა, მდებარე ქ------–------------------------------------–-----------------------ში. მისთვის ცნობილია, რომ 2007 წელს დედამისსა და ჯ----–--------ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რის შემდეგაც 2009 წელს არბიტრაჟის გადაწყვეტილებით ბინა შეიძინა მ-------------ემ. იმავე წელს ჯ----–--------ის ოჯახმა ნებაყოფლობით დაცალა ბინა და საცხოვრებლად გადავიდა აღნიშნული ბინის მომიჯნავედ. თავის საკუთრებაში არსებულ ბინასა და მომიჯნავე ფართს აქვს საერთო კედელი. მის ოჯახს არ აქვს საშუალება იცხოვროს საკუთარ ბინაში, რადგან რუ------- ბო------–---–ი თვითნებურად არის შეჭრილი და უარს ამბობს ბინის დატოვებაზე.

 

მოწმე თ------------ის ჩვენებით, 1983 წლიდან ცხოვრობს ქ------–--–----------------------------------–-----------------------ში. მის მეზობლად ბინა N---ში ცხოვრობს რუ------- ბო------–---–ი. მისთვის მეზობლებისგან გახდა ცნობილი, რომ რუ------- ბო------–---–ს ბინაზე ედავებოდნენ, რადგან მისმა მეუღლემ მეგობრის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთა ბინა. დავის პერიოდში ხშირად უწევდა რუ------- ბო------–---–თან ჩასვლა, რადგან სტრესის გამო ეს უკანასკნელი იყო ცუდად. მოგვიანებით შეიტყო, რომ რუ------- ბო------–---–ს ბინაზე დაუკარგავს საკუთრების უფლება. მას არასდროს უნახავს ბინის ახალი მესაკუთრე, მხოლოდ მეზობლებისგან შეიტყო მისი გვარი - ნ-------ე. ბინის დატოვების შემდეგ, დაახლოებით ორი წელი, რუ------- ბო------–---–ი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა იმავე კორპუსის ეზოში მდებარე ავტოფარეხში, რომელიც მეზობლებთან შეთანხმებით და ქ.თბილისის მერიის ნებართვით გადააკეთეს საცხოვრებელ ფართად, ხოლო შვილი - ი---------ე არასრულწლოვან შვილებთან ერთად შესახლდა ბინა N---ის მიმდებარედ არსებულ დამხმარე ფართში, რომელიც დარეგისტრირდა მის სახელზე და მიენიჭა ნომერი 8--. სახლში დაბრუნების დროს მე-2 სართულზე დაინახა ბინა N---ის ღია კარი, რომელიც რუ------- ბო------–---–ის გამოსახლების შემდეგ იყო დაკეტილი. დაინტერესდა და შევიდა ბინაში, სადაც დაინახა რუ------- ბო------–---–ის ძმა, რძალი და მისთვის უცხო სამი პირი. როგორც მისთვის შემდეგ გახდა ცნობილი, ორი მათგანი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. იგი შეესწრო ბინაში მყოფთა საუბარს, კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამშვიდებდნენ რუ------- ბო------–---–ს, უთხრეს, რომ იყო დაზარალებული და შეეძლო ეცხოვრა ბინაში. როგორც ახსოვს, 2016 წლის იანვრიდან მ------------------------------–-----------ის ბინა N---ში ცხოვრობს რუ------- ბო------–---–ი.

 

მოწმე ლე--–------------–--ის ჩვენების თანახმად, ცხოვრობს ქ.თბილისში, მ------------------------------–-----------ის ბინა N9--ში. 1998 წლიდან მის მეზობლად ცხოვრობს რუ------- ბო------–---–ი. მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ რუ------- ბო------–---–ს ბინაზე ჰქონდა დავა, რადგან მისმა მეუღლემ მეგობრის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთა ბინა, რომელიც დაკარგეს. ბინის დატოვების შემდეგ რუ------- ბო------–---–ი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა კორპუსის ეზოში მდებარე ავტოფარეხში, ხოლო შვილი - ი---------ე არასრულწლოვან შვილებთან ერთად შესახლდა ბინა N---ის მიმდებარედ არსებულ დამხმარე ფართში ე.წ ,,საშრობში“. რამდენიმე წლის შემდეგ დაინახა ყოფილ ბინაში შესული რუ------- ბო------–---–ი თანმხლებ პირებთან ერთად. შემდეგ ჰკითხა სახლში დაბრუნების შესახებ, რაზეც რუ------- ბო------–---–მა უთხრა, რომ სახლში დაბრუნება ურჩიეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2016 წლის 7 მარტს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მისამართზე: თბ--–------------------------------------–------------- ბინა N--. ბინაში იმყოფებოდნენ რუ------- ბო------–---–ი და მისი მეუღლე ჯ----–--------ე, რომელიც გადაადგილდებოდა ეტლით. რუ------- ბო------–---–ის განმარტებით, ბინაში შევიდა სამ--არეულო ოთახის კედლიდან, რომელიც გამონგრეული იქნა მის მიერ.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურეს მოწმეებმა. ქ.თბილისის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამმართველოს ექსპერტის - რე--------------–---–ის ჩვენებით, 2016 წლის 07 მარტს ექსპერტებთან და მოწმეებთან - რუ------- ბო------–---–თან და ა-------------ესთან ერთად დაათვალიერა ქ------–------------------------------------–----------------------. ლიფტის უკან იყო ოთახი, საიდანაც შევიდნენ ბინაში. ოთახიდან ბინაში შესასვლელი კედელი იყო შეტეხილი, რომელსაც „კარდონი“ ჰქონდა მიმაგრებული. ოთახში შესვლის შემდეგ დახვდათ ლოგინზე მწოლიარე ავადმყოფი კაცი.

 

საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმების სისწორე დაადასტურეს მოწმეებმა: თა-----------–---–-ამ და კო----------ემ.

 

მოწმე გრ-----–------------ის ჩვენების თანახმად, ჯ----–--------ესთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს, 2010 წელს ერთად გასამართლდნენ თაღლითობის ბრალდებით. ჯ----–--------ის თხოვნით მივიდნენ მ-------------ესთან, რათა მის მეგობარს სჭირდებოდა თანხა და ბინა დატვირთა იპოთეკით, რის სანაცვლოდაც ეტაპობრივად მიიღო თანხა, რომელიც საბოლოოდ 22 000 დოლარამდე იყო. ისინი იხდიდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს, რომელიც საერთო ჯამში ავიდა 21 000 დოლარამდე. სესხის დასაფარად 2 700 დოლარი დააკლდათ და იძულებულები გახდნენ სხვისგან ესესხათ თანხა. მოწმის განმარტებით, მ-------------ე დაინტერესებული იყო ჯ----–--------ის ბინით წართმევით, რასაც მიაღწია კიდეც.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

მტკიცებულებების შეფასებამდე, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის განმარტება, რის გარეშეც წარმოუდგენელია სრულყოფილი და ცხადი გადაწყვეტილების მიღება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით კრიმინალიზებულია ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას.

 

შესაბამისად, ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით მიჩნევისათვის აუცილებელია:

1.დადგინდეს მფლობელი;

2.ბინაში ან სხვა მფლობელობაში უკანონოდ შესვლა მოხდეს მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ.

3.აღნიშნულმა დაარღვიოს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბ--–--–--------------------–--------------------------------, ბინა N---ში მდებარე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა-------------ის სახელზე. წერილობითი დოკუმენტებითა და მოწმეთა ჩვენებით დადგენილია უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის საფუძველი. აღნიშნული გარემოების კანონიერებას სააპელაციო სასამართლო არ აფასებს და მიიჩნევს, რომ მითითებულ მისამართზე ა-------------ის საკუთრების უფლების არსებობის ფაქტი წარმოადგენს დადგენილ გარემოებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია ის გარემოებაც, რომ მფლობელის (მოცემულ შემთხვევაში აკაკი ნ-------ის) ნებას არ წარმოადგენდა რუ------- ბო------–---–ის შესვლა მის სახელზე დარეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში.

 

ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ თავად მსჯავრდებულიც არ უარყოფს ბინაში შესვლის ფაქტს, რადგან მიიჩნევს, რომ მ-------------ე მოტყუებით, თაღლითობის გზით დაეუფლა მის ბინას და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების რჩევაც იყო ბინაში შესვლა. ბინაში უკანონოდ შესვლა დასტურდება ასევე მოწმეების, მათ შორის რუ------- ბო------–---–ის მეზობლების ჩვენებებით და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომლის სისწორე დადასტურებული იქნა მასში მონაწილე პირების მიერ.

 

დაცვის მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ ბინასთან დაკავშირებით არსებობს დავა, რომ თითქოს ბინის დაუფლება მოხდა თაღლითური გზით და ა.შ.. არ წარმოადგენს მოცემული საქმის განხილვის ფარგლებში დასადგენ საკითხს, რადგან ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო სამართლებრივი გზით და არა ბინაში უკანონოდ შესვლით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია განაჩენი, რომლის მიხედვითაც დადგენილია მ-------------ის სახელზე საკუთრების აღრიცხვის წინაპირობები.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ერთ-ერთ განაჩენში (ვრცლად იხილეთ 2014 წლის 26 მარტის №202აპ-13 განაჩენი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლთან დაკავშირებით განმარტა, რომ ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს დანაშაულის სუბიექტის პირდაპირი განზრახვა, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს უკანონოდ ბინაში შესვლა. დანაშაული დამთავრებულია ბინაში უკანონოდ შესვლისთანავე.

 

ცხადია, რომ რუ------- ბო------–---–ს, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არ ჰქონდა უფლება შესულიყო სხვის საკუთრებაში. როგორც სასამართლომ განაჩენში მიუთითა, საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული უფლებაა. კონსტიტუციითაა ასევე დაცული საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ შესვლის აკრძალვა. როგორც ზემოთ აღინიშნა, თბ--–--–--------------------–--------------------------------, ბინა N---ში მდებარე ბინა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ა-------------ის სახელზე. თავად რუ------- ბო------–---–მა დაადასტურა ის ფაქტი, რომ მისთვის ცნობილი იყო მითითებულ ბინაზე საკუთრების უფლების დაკარგვის შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, მსჯავრდებულმა დაარღვია ბინის მფლობელის ხელშეუხებლობა და ა-------------ის ნებართვის გარეშე შევიდა მის საცხოვრებელში.

 

პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც წარდგენილი იქნა ბრალდების მხარის მიერ, საკმარისი იყო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. პირველი ინსტანციის სასამართლომ მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების (საჯარო რეესტრის ამონაწერების, საკუთრების უფლების დარეგისტრირების წინაპირობის, მ-------------ის, ა-------------ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მასში მონაწილე პირთა ჩვენებებით, თ------------ის, ლე--–------------–--ის ჩვენებების) ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ რუ------- ბო------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ რუ------- ბო------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნი----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განაჩენი.

 

რუ------- ბო------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

განაჩენის აღსრულებაზე, მსჯავრდებულ რუ------- ბო------–---–ის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი დისკი, დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე