განაჩენი

სისხლის სამართლის 31.07.2018
საქმის ნომერი
170100117002136833
ინსტანცია
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N170100117002136833

საქმე №1ბ/608-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 ივლისი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი

მოსამართლეები: ლევან თევზაძე

მანუჩარ კაპანაძე

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით

 

პროკურორის: გ-------------–---–ის

ადვოკატის: შ------- ძ-------ის

მსჯავრდებულის: ე----------------ის

მონაწილეობით,მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------------–---–ის და მსჯავრდებულ ე----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ე----------------ის მიმართ, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, მცხოვრები ქ---------–----------------–----------–-----------, პ/N2----------, ნასამართლობის მქონე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით, ე----------------ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ’’ ქვეპუნქტით, ასევე სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და მე-4 ნაწილის „ბ„ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.

ე----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განაესაზღვრა 3(სამი)წლით და 9(ცხრა)თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასაჯელმა შთანთქა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 2(ორი)წელი და 8(რვა)თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ე----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3(სამი)წლით და 9(ცხრა)თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ე---- მ----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 14 სექტემბრიდან.

ე----------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 12 სექტემბერს, დღის დროს, ქ---------–------–---–-----------–-------------ში მდებარე მ----------ების ოჯახის საცხოვრებელ სახლში, ე----------------მა გ------- მ----------თან ჯგუფურად, მარჯვენა ხელის სახისა და მარჯვენა მკლავის არეში დარტყმის გზით იძალადა მისი დის - ე-–--- მ----------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

მანვე, ჩაიდინა ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი არაერთგზის, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის იანვარში, თეთრიწყაროს რაიონში, მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მაგისტრალის რკინიგზის სადგურ ,,თეთრიწყაროს“ მიმდებარე ტერიტორიიდან, 2015 წელს ქურდობისათვის ნასამართლევმა ე----------------მა გ------- მ----------თან და ა------–-----------თან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინნაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, კერძოდ, თავისი ვალის გადასახდელად საკმარისი ფულის მოგროვების და ფინანსური პრობლემების მოგვარების მიზნით, ქანჩით ჭანჭიკების მოხსნის გზით, უკანონოდ შეაღწია შპს ,,ბ----------ის“ კუთვნილ დროსელ-ტრანსფორმატორებში და დაეუფლა მასში განთავსებულ სპილენძის გრაგნილებს, რითაც დაზარალებულ შპს ,,ბ----------ს“ მიადგა 42500(ორმოცდაორი ათას ხუთასი)ლარის დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.

ე----------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი ხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის. რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის იანვარში, თეთრიწყაროს რაიონში, მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მაგისტრალის რკინიგზის სადგურ ,,თეთრიწყაროს“ მიმდებარე ტერიტორიიდან, 2015 წელს ქურდობისათვის ნასამართლევმა ე----------------ი ფარულად დაეუფლა შპს ,,ბ----------ის“ კუთვნილ დროსელ-ტრანსფორმატორებიდან ამოღებულ სპილენძის გრაგნილებს, რითაც დაზარალებულ შპს ,,ბ----------ს“ მიადგა 150 ლარზე მეტი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------------–---–მა და მსჯავრდებულ ე----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შ------- ძ-------ემ.

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, ასევე, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ,,ბ’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

1. აპელანტის - დაცვის მხარის - მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნიან იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ე----------------ის ბრალეულობას. ამასთან, არ არის დადგენილი ჩხრეკისას ამოღებული სპილენძის გრაგნილი ეკუთვნოდა თუ არა სწორედ იმ დროსელ-გენერატორს, რომლის გაქურდვასაც ედავებიან ე----------------ს და ამ შემთხვევაში, დაზარალებულის წარმომადგენლის ბ-----------–---ის ჩვენება, რომელიც სასამართლოში დაიკითხა არა როგორც სპეციალისტი, სასამართლოს განაჩენის დასასაბუთებლად არ უნდა გამოეყენებინა.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან მართალია პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ბ-----------–---ი დაიკითხა, როგორც დაზარალებულის წარმომადგენელი, მაგრამ მისივე ჩვენებით დგინდება, რომ ის შპას „ბ----------ში“ მუშაობს ინჟინრად და მისი თანამდებობიდან გამომდინარე, უშუალოდ მას ევალება მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მაგისტრალზე ყველა სახის ტექნიკურ გამართულობაზე ტექნიკური კონტროლი.

გარდა აღნიშნულისა, მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ მარაბდა - კარწახის სარკინიგზო მაგისტრალზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდს შპს ,,დ---------–---------ი“, რომლის ქვეკონტრაქტორი არის შპს ,,ბ---------- ს----------–--------–---–ი“. ხელშეკრულების თანახმად, შპს,,ბ---------- ს----------–--------–---–ი“ სარკინიგზო მაგისტრალზე ახორციელებს შუქნიშნების, გადამყვანი საისრე მოწყობილობების, სარელსე წრედებისა და საპოსტო მოწყობილობების დაყენება-მონტაჟს. ყველა სახის ინვენტარის შეძენას ამისათვის გამოყოფილი სახსრებით ახდენს მათი ფირმა. 2017 წლის იანვრის თვეში მისთვის ცნობილი გახდა დროსელ-ტრანფორმატორების ქურდობის ფაქტის შესახებ. იგი მივიდა ობიექტზე, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და ნახა, რომ დროსელ-ტრანფორმატორები იყო გახსნილი, გაძარცული და ნაწილებად მიმოფანტული. გულარები, რომლებიც დროსელ- ტრანფორმატორების შიგნით იყო განლაგებული დახვდა მოპარული, ხოლო დანარჩენი ნაწილები კი გარეთ მიმოფანტული. თვითონ დროსელ-ტრანსფორმატორი გარეგნულად წარმოადგენს ლითონისა და სპილენძის ერთობლივ კომბინაციას ანუ, ეს არის თუჯის სხმულში (კარკასი) მოთავსებული სპილენძის გრაგნილები. ფაქტობრივად, ყველა შუქნიშანთან არის დამონტაჟებული დროსელ-ტრანსფორმატორები. თითოეულ დროსელ-ტრანსფორმატორი მის კომპანიას შეძენილი აქვს 4780 აშშ დოლარად. დროსელ-ტრნსფორმატორები მზადდება მხოლოდ ქარხნის პირობებში და ტექნიკურად იმ პარამეტრებში ზის. რაც შეეხება შუაგულს (სპილენძის გრაგნილი) მთლიანი მოწყობილობის 80%-ს წარმოადგენს. ეს არის ერთი მთლიანი, დალუქული კონსტრუქცია და დეტალებად არ იყიდება. მისი წონა შეადგენს დაახლოებით 180 კგ-ს. თვითონ გულარები, ცალკე არაფერს წარმოადგენს, ფაქტობრივად, ჯართია. აღნიშნული მოწყობილობები შემოტანილია უკრაინიდან, რომელიც ანგ----შფაქტურებით და კომპლექტში იყო შეძენილი. ჩამოსვლის შემდეგ ხდებოდა მისი შემოწმება, თუ რამდენად შესაბამისი იყო მოთხოვნასთან. მოწმის განმარტებით, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებშიც. წარედგინა 4 ცალი გრაგნილი. წარდგენილი სპილენძის გრაგნილი თავისი ვიზუალით ამოსაცნობად სირთულეს არ წარმოადგენდა, ვინაიდან კონსტრუქცია მისთვის კარგად ცნობილი იყო.

მან ასევე მიუთითა, რომ კომპანიას დარაჯი არ ჰყავს.

 

2017 წლის 31 იანვრის ნივთის ამოცნობის ოქმით(ოთხი ოქმი) დგინდება, რომ, ბ-----------–---მა ოთხივე შემთხვევაში გრაგნილისა და ხვიის სპეციფიკური ფორმით ამოიცნო მისთვის ამოსაცნობად წარდგენილი სპილენძის გრაგნილი, რომელიც წარმოადგენს ოთხკუთხედი ფორმის სპილენძის ხვიას, წონით 32 კგ. მისივე განმარტებით, აღნიშნული გრაგნილები არის სწორედ ის ნივთი, რომელიც მოპარულია შპს ,,ბ----------ის“ კუთვნილი დროსელ - ტრანსფორმატორებიდან. აღნიშნული გრაგნილები თავისი პარამეტრებით მონტაჟდება მხოლოდ ლიანდაგზე დასამაგრებელ დროსელ-ტრანსფორმატორებში და არ გააჩნია ანალოგი.

2017 წლის 2 თებერვლის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ბ-----------–---ისათვის ამოსაცნობად წარდგენილი სხვადასხვა ფორმის და ზომის ლითონისა და პლასტმასის ფრაგმენტები, მისი განმარტებით, არის შპს ,,ბ----------ის“ კუთვნილი დროსელ-ტრანსფორმატორებიდან ამოღებული სპილენძის გრაგნილის შემადგენელი ნაწილი. სწორედ აღნიშნულ ლითონისა და პლასტმასის ფრაგმენტებზეა სპილენძის გრაგნილები დამაგრებული და ისეა ჩადებული დროსელ-ტრანსფორმატორებში.

ამდენად, დაზარალებულის წარმომადგენლის ბ-----------–---ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით და ამოცნობის ოქმებით პირდაპირ დასტურდება, რომ აღნიშნული სპილენძის გრაგნილები, რომლის ქურდობისთვისაც მსჯავრი დაედო ე----------------ს, წარმოადგენენ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მაგისტრალზე დამონტაჟებული დრსელ-ტრანსფორმატორების შემადგენელ ნაწილს.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე გ---- მ---------ის ჩვენებით დგინდება, რომ ის ცხოვრობს თეთრიწყაროში, გ------------------------ში. საკუთრებაში ყავს ,,ო---–--------ს“ მარკის შავი ფერის ავტომანქანა, რომელსაც საბარგული აქვს თეთრად შეღებილი. მუდმივი სამუშაო არ აქვს. ის ,,ტაქსაობს“ და ეს წარმოადგენს მისი შემოსავლის წყაროს. ის იცნობს ე----------------ს და მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა არ აქვს. მას ე----ი ხშირად უკავშირდებოდა და სხვადასხვა ადგილზე წაყვანას სთხოვდა. 2017 წლის იანვრის თვეს,ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, ე----მა დაურეკა და უთხრა სამშვილდის ხიდთან მოდიო. ადგილზე დახვდა ე----ი და მისი ძმა, იყო მესამეც, მათი თანატოლი, რომლის სახელი არ იცოდა, შემდეგ როგორც გაიგო, ვინმე ა------–--ი. პირველ შემთხვევაზე, ე----მა თვითონ გააღო საბარგულის კარი და შიგ რაღაც ჩადო. მას არ უნახავს რა ჩადო და არც დაინტერესებულა. მისი განმარტებით, ქ. თბილისის ქუჩები კარგად არ იცის, მაგრამ, სადაც ე----ი და მისი თანმხლები პირები მიიყვანა, მდებარეობს ისნიდან მარცხნივ, იყო შენობები და კორპუსები, მაგრამ რა დანიშნულების ადგილი იყო, არ იცის. მას ე----ი კარნახობდა და ისე მიდიოდა. დანიშნულების ადგილზე მისვლისას, მას გადაუხადეს 150 ლარი, რის შემდეგ თვითონ წამოვიდა, ხოლო ე----ი და მისი თანმხლები პირები დარჩნენ იქვე. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, ე----ი კვლავ დაუკავშირდა მას და ისევ იმავე ადგილზე შეხვდა. შემდეგ, ხიდის გვერდით მდებარე ტყიდან გამოიტანა ტომრებში ჩალაგებული რაღაც რკინის მსგავსი საგნები. კონკრეტულად რა იყო, არ იცის და არც დაინტერესებულა. მისთვის მთავარი იყო მომსახურებაში თანხა გადაეხადათ. რკინა რომ იყო, მიხვდა თვითონაც და ე----მაც უთხრა, რომ ძველი ე.წ. “სვარკის” აპარატი დაშალა და ჯართის მიმღებ პუნქტში აბარებდა. იყო მესამე შემთხვევაც. დროს ზუსტად ვერ იხსენებს. მაშინ მხოლოდ თბილისამდე ჩაიყვანა და დაბრუნდა. მოწმემ ასევე დაადასტურა მის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენების სისწორე, რომლის მიხედვითაც მან ე----------------ს სამაჯერ გაადაატანინა ჯართი.

2017 წლის 27 იანვრის ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ა--–-- მ----------ის საცხოვრებელი სახლის მარჯვენა მხარეს არსებული სათავსოს წინ მდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა კვადრატის ფორმის სპილენძის ორი გრაგნილი, ხოლო სახლის მარცხენა მხარეს არსებულ ქვის ღობესა და სახლის კედელს შორის სპილენძის კიდევ ორი გრაგნილი ოდნავ დაშლილ მდგომარეობაშიი. ასევე, მიწაზე ნანახი იქნა ყავისფერი ადეალა, მასზე გაშლილი ლითონის სხვადასხვა ზომის ფრაგმენტებით.

პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული ოქმის სისწორე დაადასტურეს მოწმეებმა: მ---------------–---–მა, შ-----------–---–მა, ზ---------------–---–მა და ნ-----------ემ.

მსჯავრდებულ ე----------------ის მიერ ნაქურდალი ნივთების ჯართის მიმღებ პუნქტში ჩაბარების ფაქტი დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული შესყიდვის აქტით და ფერადი ლითინის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალით.

2017 წლის 13 იანვრის შესყიდვის აქტის თანახმად, გამყიდველი - ე---- მ----------ი (პ.ნ.2----------), მყიდველი - შპს ,,ს----–“, შესყიდულია სპილენძის ჯართი საერთო წონით -130 კგ. შესყიდვის ფასი (კილოგრამის ღირებულება) - 11.00 ლარი, გადახდილი თანხა - 1430 ლარი. აქტზე დაფიქსირებულია როგორც მყიდველის, ასევე გამყიდველის ხელმოწერები.

2017 წლის 19 იანვრის შესყიდვის აქტის თანახმად, გამყიდველი - ე---- მ----------ი (პ.ნ.2----------), მყიდველი - შპს ,,ს----–“, შესყიდულია სპილენძის ჯართი საერთო წონით -139 კგ. შესყიდვის ფასი (კილოგრამის ღირებულება) - 10.90 ლარად, გადახდილი თანხა -1515 ლარი. აქტზე დაფიქსირებულია როგორც მყიდველის, ასევე გამყიდველის ხელმოწერები.

პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული აქტების სისწორე დაადასტურა შპს ,,ს----–ის“ დირექტორმა, მოწმე თ---------------–---–მა.

 

შპს ,,ს----–ი“-ს სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული 2017 წლის 13 და 19 იანვრის ჩანაწერებში სხვადასხვა დროს ფიქსირდება მუქი ფერის “ო---–---------ს” მარკის ავტომანქანით ე----------------ის (სხვა პირებთან ერთად) ფერადი ლითონის მიმღებ პუნქტში ჯართის (სპილენძის) მიტანა, აწონვა (ჩაბარება) და პუნქტის მიერ შესყიდული ჯართის (სპილენძის) საფასურის ე----------------ისთვის გადაცემა.

2017 წლის 31 იანვრის დათვალიერების ოქმის თანახმად, ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის N1--- ჟურნალში, - მოთეთრო ფერის მუყაოს ყდით და ყდაზე წარწერით - ,,ფერადი ლითონის მიღება- ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი, 50 ფურცელი, ზონარგაყრილი, დამოწმებული შპს ,,თ---–------–ის“ ბეჭდით - შევსებული 10 გვერდი, 2017 წლის იანვრის თვეში დაფიქსირებულ 9 პირს შორის მე-9 და მე-10 გვერდებზე მითითებული არის ე----------------ის მონაცემები. კერძოდ, სახელი და გვარი - ე----------------ი, საცხოვრებელი ადგილი - თეთრიწყარო, პირადი ნომერი - 2----------, ლითონის სახეობა - სპილენძის ჯართი, წონა 32 კილოგრამი, ჩაბარების თარიღი 19/01/2017 წელი, ფასი (კილოგრამის ღირებულება) 10.5 ლარი და ჩამბარებელი პირის - ე----------------ის ხელმოწერა.

პირველი ინასტანციის სასამართლოში აღნიშნული საგამოძიებო ოქმის სისწორე დაადასტურა მოწმე გ--–--------მა.

2017 წლის 28 თებერვლის სასაქონლო ექსპერტიზის N2---- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე დროსელ-ტრანსფორმატორის ,,Д----------“-ის სპილენძის გამტარს წონით 32 კგ., როგორც ჯართის ღირებულება შეადგენს - 320(სამასოცი)ლარს, ხოლო კომერციულ სტრუქტურებში ,,Д-----------“-ის დროსელ-ტრანსფორმატორის ანალოგიური ან მსგავსი საქონლის რეალიზაციის ადგილების მოუძიებლობის გამო ვერ განისაზღვრა მისი ღირებულება.

2017 წლის 28 აპრილის „სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მეორადი მოხმარების დროსელ-ტრანსფორმატორის ,,Д----------“-ის საბაზრო ღირებულება, ექსპერტიზაზე წარდგენის პერიოდის მდგომარეობით შეადგენს 2500 ლარს.

პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ი-----------------მ.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ქმნიან იმ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც საკმარისად და პირდაპირ ადასტურებენ ე----------------ის ბრალეულობას. შეაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია მსჯავრდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული.

 

2. პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას ე----------------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ასევე სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და მე-4 ნაწილის „ბ„ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით.

პირველი იონსტანციის სასამართლოში, დაზარალებულმა ე-–--- მ----------მა, ნ--–-----------მა, გ------- მ-----------მა, ა--–-- მ----------მა და მ-----– მ----------მა გამოიყენეს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლება და ბრალდებულის წინააღმდეგ არ მისცეს ჩვენება. თავად ე----------------მა გამოიყენა დუმილის უფლება.

პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული პირების მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, თავისთავად არ გამორიცხავს ფაქტის არსებობას, თუმცა ასეთ შემთხვევაში საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები უნდა იძლეოდეს პირის მსჯავრდების საფუძველს.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში, არსებობს მხოლოდ დაზარალებულ ე-–--- მ----------ის მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მას აღენიშნება სისხლჩაქცევა მარჯვენა წინამხარზე, ნაჭდევები მარჯვენა მტევნის მე-3 და მე-5 თითებზე და მარცხენა მტევნის მე-3 ნებ-ფალანგის სახსარზე დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად ვერ დასტურდება, რომ სწორედ ე----------------მა მიაყენა მას ეს დაზიანებები. ამასთან, დაზარალებულმა გამოძიების ეტაპზევე მიმართა განცხადებით საგამოძიებო ორგანოს, სადაც მან უარყო, ე----------------ის მხრიდან მასზე რაიმე ძალადობის განხორციელების ფაქტი.

ბრალდების ამ ნაწილში სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ე----------------ის ბარალეულობას, სასამართლოში არ გამოკვლეულა.

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას ე----------------ის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევითა და დიდი ოდენობით, დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ მოწმე გ---- მ---------ის ჩვენება, რომ ე----------------ს ფერადი ლითონების გადაზიდვის დროს თან ახლდა ორი პირი, ვერ გახდება აღნიშნული კვალიფიკაციით ე----------------ის მსჯავრდების საფუძველი.

ამასთან, პალატის აზრით, მოძრავი ნივთის შემადგენელი (მაკომპლექტებელი) ნაწილის ამოღება იგივე ნივთიდან ვერ ჩაითვლება საცავში უკანონო შეღწევად, რადგან საცავი მოიაზრება რაიმე ნივთის შესანახ ან დასაცავ ადგილად. მოცემულ შემთხვევაში სპილენძის გრაგნილი წარმოადგენს დროსელ-ტრანფორმატორის ერთ-ერთ ძირითად შემადგენელ ნაწილს და შესაბამისად, მისი დროსელ-ტრანფორმატორიდან ამოღება და ფარულად დაუფლება, არ უნდა შეფასდეს საცავში შეღწევად.

რაც შეეხება მსჯავრდებულის მიერ, „დიდი ოდენობით“ მაკვალიფიცირებელი ნიშნით ქურდობის ჩადენის ფაქტს, სასამართლოში არ გამოკვლეულა არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ე----------------ის მიერ მოპარული სპილენძის გრაგნილების საფასური ან/და დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი შეადგენს არანაკლებ 10.000 ლარს.

ამდენად, პალატა აანალიზებს, რა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ე----------------ის ქმედებას და მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ე----------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენი ე----------------ის მიმართ არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულ ე----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

3.თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

4. ე---- მ----------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ’’ ქვეპუნქტით, ასევე სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და მე-4 ნაწილის „ბ„ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს.

ე---- მ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მ ართლსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შეუმცირდეს ¼-ით და მოსახდელად განაესაზღვროს 3(სამი)წლით და 9(ცხრა)თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის განაჩენით, ე----------------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი 2(ორი)წელი და 8(რვა)თვე და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასაჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ე----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით და 9(ცხრა)თვით თავისუფლების აღკვეთა.

5. მსჯავრდებულ ე---- მ----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 14 სექტემბრიდან.

6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ე----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

7. საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

- “სპილენძის გრაგნილი” და “ადიელა”, რომლებიც ინახება შსს თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მის კანონიერ მფლობელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

- DVD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის gamocხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: კ.მაჭავარიანი

 

მოსამართლეები: ლ.თევზაძე

 

მ.კაპანაძე