განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100118002458826
საქმე N1b/914-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 აგვისტო, 2018 წ ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ--–----- ვ----–---ს ძე ბ---------ს მიმართ, დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------------------------------------ში, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის განაჩენით,მ--–----- ბ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი)წელი.
მ--–----- ბ---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 7 მაისიდან - 2018 წლის 18 ივნისის ჩათვლით.
მ--–----- ბ---------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 7 მაისს, დაახლოებით 15:15 საათზე, ქ.თბილისში, ნ-----–-----------------ის მიმდებარედ, #1-- საზოგადოებრივი ავტობუსიდან ჩამოსვლის დროს, მ--–----- ბ--------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა რ----------–--ის ჯიბიდან ამ უკანასკნელის კუთვნილ საფულეს, მასში მოთავსებული ნივთებით, რითაც რ-----------–--ეს მიადგა 15(თხუთმეტი)ლარის ოდენობის ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-------------ემ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, პირობითი მსჯავრის გაუქმება და მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მ--–----- ბ---------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება რ----------–--ის, გ--–-------ას და ნ------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით,მ--–----- ბ---------ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული საფულეთი და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ მ--–----- ბ---------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აგრეთვე, მხედველობაშია მისაღები მსჯავრდებულის ქმედებით გამოწვეული შედეგიც.
პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მ--–----- ბ---------ს განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. მ--–----- ბ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი)წელი.
4. მსჯავრდებულ მ--–----- ბ---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 7 მაისიდან - 2018 წლის 18 ივნისის ჩათვლით.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მ--–----- ბ---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
6.მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით;
7. ნივთიერი მტკიცებულებები:
- ერთი ცალი შავი ფერის ტყავის საფულე, რ----------–--ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, ს----------–--------ის ექსპრეს ბარათი, ს----------–--------ის პლასტიკური ბარათი #5---------------, „ფარმადეპოს“ ბარათი, სამსახურებრივი საშვი თეთრი ფერის ბარათი, რ---------–--ის სახელზე რეგისტრირებული „ი--------ის“ სადაზღვევო ბარათი, ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3--------------, მასში მოთავსებული ბილაინის ქსელის სიმბარათით, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- მ--–----- ბ---------ს პირადობის მოწმობა, შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მოწმობა, მ--–----- ბ---------ს სახელზე რეგისტრირებული მართვის მოწმობა, სამგზავრო ბარათი, კაზინო „7--“ პლასტიკური ბარათი, პლასტიკური ბარათი წარწერით „SILVER“, ორი ცალი თაბახის ფურცელი მ.ბ---------ს ფოტოსურათით, წარწერით პროფესიული ტესტირება, „პსპ“ სააფთიაქო ბარათი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
8.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი