განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310016001634796 (3ბ/1899-17)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 ივლისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე - მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე ) - მ---------------ა
წარმომადგენელი - ე---------------–--ია
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ს---------–------ძე
დავის საგანი - ქმედების უკანონოდ ცნობა, ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით მ---------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; უკანონოდ იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის ქმედება, რომლითაც NA-------- სააღსრულებო წარმოების საქმეზე კრედიტორს გადაერიცხა მ---------------ას საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 3 112 ლარი; სასარჩელო მოთხოვნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მ---------------ას სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 19 მაისს, კრედიტორმა რ-------- ა--------მა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და იძულებით აღსრულების მიზნით, წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2013 წლის 25 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, საქმეზე N2--------. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის N2-------- სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მოპასუხეებს მ---------------ას და ნ---- შ---–----ეს მოსარჩელე რ-------- ა--------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 39 100 აშშ დოლარის გადახდა; მ------ მ--------ს და ნ---- შ---–----ეს რ-------- ა--------ის სასარგებლოდ დაეკისრათ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 2001 ლარის ოდენობით; მ---------------ას და ნ---- შ---–----ეს რ-------- ა--------ის სასარგებლოდ დაეკისრათ მის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1500 ლარის ოდენობით; მ---------------ას და ნ---- შ---–----ეს რ-------- ა--------ის სასარგებლოდ დაეკისრათ მის მიერ გაწეული ხარჯი 63 ლარის ოდენობით.
2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოვალეს მ---------------ას გაეგზავნა 2015 წლის 21 მაისის NA---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, სადაც განემარტა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააღსრულებო წარმოებაში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2--------- წელს გაცემული N2-------- აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო ფურცელი), რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა რ-------- ა--------ი, რომლის სასარგებლოდ დაეკისრა 39 100 აშშ დოლარის და 3564 ლარის გადახდა. ადრესატს მიეცა წინადადება, შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაეხადა დაკისრებული თანხა. საფოსტო გზავნილის თანახმად, 2015 წლის 21 მაისის NA---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მ---------------ას არ ჩაჰბარდა.
2.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2015 წლის 27 მაისს გამოიცა N A--------- 0------ განკარგულება აღსრულების მხარისათვის და სხვა მონაწილე პირისთვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ, რომლის საფუძველზე გავრცელდა NA-------- სააღსრულებო წარმოების (კრედიტორი რ-------- ა--------ი (0----------), მოვალე მ---------------ა (0----------) და ნ---- შ---–----ე (0----------), აღსრულების საგანი თანხის დაკისრება) მიმართ აღსრულების ღონისძიება - წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ; საჯარო შეტყობინების გავრცელება განხორციელდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ გვერდის მეშვეობით. მოვალე მ---------------ას აღსრულების ღონისძიების შესახებ შეტყობინება ჩაბარებულად ჩაეთვალა საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
2.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2015 წლის 22 მაისს N4---- წერილით მიმართა სს ბანკი ,,რ-------–--ას“, სს ,,თ----------ს“ (სს ,,ბ----------------ას“), სს ,,ს----------–--------ს“, სს ,,ლ-------- ბანკს“, სს ,,ბ---------ს“, სს ,,ვ-----------------------ს“, სს ,,ბ-------------ს“, სს ,,პ------------- ბანკს“, სს ს--–-----------------ს“, სს ,,კ-------–------ს“, სს ,,ა-----------------------–--------------------------–--ს“, სს ,,ზ--------------------–---------–---–ს“, სს ,,კ------------------------------------------–---“, სს ,,პ--------------ს“, სს ,,კ-------------------ს“, სს ,,ხ--–-------------------–--ს“, სს ,,თ------------–------------–---–ს“ და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა მ---------------ას შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, გახსნილი ჰქონდა თუ არა მ---------------ას ანგარიშსწორების ანგარიშები მათ ბანკში. დადებით შემთხვევაში ბანკებს ეთხოვათ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადებული ყადაღის მოთხოვნის ფარგლებში რეგისტრაციაში გატარება, გარდა იმ საბანკო ანგარიშებისა, საიდანაც ,,სახელმწიფო პენსიისა“ და ,,სოციალური დახმარების“ შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ხორციელდება შესაბამის პირთა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა. სს ,,ლ-------- ბანკის“ 2015 წლის 22 მაისის N----------------- წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს ეცნობა, რომ მ------ მ--------ს საბანკო ანგარიშზე, მოთხოვნის შესაბამისად, გავრცელებულ იქნა ყადაღა. მიეთითა მ---------------ას (პ/ნ 0----------) ანგარიშის ნომერი: G---------------------.
2.5. სს ,,ლ-------- ბანკში“ არსებულ მ---------------ას საბანკო ანგარიშის ამონაწერით დასტურდება, რომ მ---------------ას 2015 წლის 27 აგვისტოს, 23 სექტემბერს, 28 ოქტომბერს, 30 ნოემბერს, 21 დეკემბერს, 2016 წლის 28 იანვარს, 26 თებერვალს, 29 მარტს, 26 აპრილს, 25 მაისს ქალაქ თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ ჩაერიცხა 300-300 ლარი ბინის ქირის დასაფარად; ამასთან, მ---------------ას 2015 წლის 21 ოქტომბერს ჩაერიცხა 12 ლარი სოციალური დახმარების სახით, გათვალისწინებული ქ. თბილისის მერიის კომუნალური სუბსიდირების დახმარების პროგრამით, ამავე მიზნით ჩაერიცხა 84 ლარი 2015 წლის 20 ნოემბერს და 16 ლარი - 2016 წლის 19 მარტს. მ---------------ას საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული ზემოაღნიშნული თანხები ჩამოჭრილ იქნა თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ წარდგენილი ინკასოს საფუძველზე.
2.6. 2015 წლის 12 დეკემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ NA---------0------ წერილით მიმართა სს ,,ლ-------- ბანკს“ და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის საფუძველზე მოითხოვა NA-------- სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებით მ---------------ას საბანკო ანგარიშებზე რეგისტრირებული ყადაღის გაუქმება.
2.7. ამოღებული თანხის განკარგვის შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის თანახმად, NA-------- სააღსრულებო საქმესთან დაკავშირებით, 2015 წლის 15 დეკემბერს მ---------------ას ანგარიშიდან განხორციელდა 1296 ლარის გადახდა; 2016 წლის 28 იანვარს - 300 ლარის; 2016 წლის 26 თებერვალს - 300 ლარის; 2016 წლის 21 მარტს -16 ლარის; 2016 წლის 29 მარტს - 300 ლარის; 2016 წლის 27 აპრილს - 300 ლარის; 2016 წლის 25 მაისს - 300 ლარის.
2.8. 2016 წლის 8 ივნისს მ---------------ას წარმომადგენელმა ნ---- ა------ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და წარუდგინა საბანკო ანგარიშები, იმის დასადასტურებლად, რომ დიდუბის რაიონის გამგეობა მ---------------ას ურიცხავდა ბინის ქირას. განმცხადებელმა მოითხოვა ყადაღის გაუქმება წარდგენილ ანგარიშებზე.
2.9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2016 წლის 13 ივნისს NA---------0------ წერილით მიმართა სს ,,ლ-------- ბანკს“ და მოითხოვა NA-------- სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებით მ---------------ას საბანკო ანგარიშებზე რეგისტრირებული ყადაღის/ინკასოს გაუქმება.
2.10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2016 წლის 24 ნოემბერს N A---------027/001 წერილით მიმართა სს ბანკი ,,რ-------–--ას“, სს ,,თ----------ს“ (სს ,,ბ----------------ას“), სს ,,ს----------–--------ს“, სს ,,ლ-------- ბანკს’’, სს ,,ბ---------ს“, სს ,,ვ-----------------------ს“, სს ,,ბ-------------ს“, სს ,,პ------------- ბანკს“, სს ს--–---------------ს“, სს ,,კ-------–-----ს“, სს ,,ა-----------------------–--------------------------–--ს“, თ.რ სს ,,ზ--------------------–---------–---–ს“, სს ,,კ------------------------------------------–---“, სს ,,პ--------------ს“, სს ,,კ-------------------ს“, სს ,,ხ--–-------------------–--ს“, სს ,,თ------------–------------–---–ს“ და მოითხოვა N A-------- სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებით მ---------------ას საბანკო ანგარიშებზე რეგისტრირებული ყადაღის/ინკასოს გაუქმება.
2.11. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიერ 2016 წლის 20 დეკემბერს გაცემული N0------------ ცნობით დასტურდება, რომ მ---------------ა რეგისტრირებულია ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და იანვრის თვიდან დაენიშნა საარსებო შემწეობა თვეში 60 ლარის ოდენობით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.12. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ასევე, აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელებული ქმედება ცნობილ იქნეს უკანონოდ. ამასთან, დაეკისროს მოსარჩელისთვის უკანონოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში უნდა შეაფასოს, არსებობდა თუ არა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელებული ქმედების - სს ლ-------- ბანკში მ---------------ას კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე ინკასოს გავრცელების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები და შეამოწმოს წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის აღნიშნული ქმედება სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან. სასამართლომ ასევე უნდა შეამოწმოს არსებობს თუ არა მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი აუცილებელი წინაპირობები.
2.13. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2013 წლის 25 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2015 წლის 22 მაისს N4---- წერილით მიმართა საქართველოში რეგისტრირებულ საბანკო დაწესებულებებს, მათ შორის, სს ,,ლ-------- ბანკს“ და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა მ---------------ას შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, გახსნილი ჰქონდა თუ არა მ---------------ას ანგარიშსწორების ანგარიშები მათ ბანკში. დადებით შემთხვევაში ბანკებს ეთხოვათ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადებული ყადაღის, მოთხოვნის ფარგლებში, რეგისტრაციაში გატარება, გარდა იმ საბანკო ანგარიშებისა, საიდანაც ,,სახელმწიფო პენსიისა“ და ,,სოციალური დახმარების“ შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ხორციელდება შესაბამის პირთა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა. სს ,,ლ-------- ბანკის“ 2015 წლის 22 მაისის N----------------- წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს ეცნობა, რომ მ------ მ--------ს საბანკო ანგარიშზე, მოთხოვნის შესაბამისად, გავრცელებულ იქნა ყადაღა. მიეთითა მ---------------ას (პ/ნ 0----------) ანგარიშის ნომერი: G---------------------. ასევე დადგენილია, რომ სს ,,ლ-------- ბანკში“ მ---------------ას სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე ირიცხებოდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ მ---------------აზე კომპენსაციის სახით გაცემული ბინის ქირა, ასევე, ქ. თბილისის მერიის კომუნალური სუბსიდირების დახმარების პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარება. დადგენილია, რომ აღნიშნული საფუძვლით, მ---------------ას საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები NA-------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის საფუძველზე ჩამოჭრილ იქნა საბანკო ანგარიშიდან და გადარიცხულ იქნა კრედიტორის ანგარიშზე.
2.14. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული აქტების აღსრულების წესსა და პირობებს. მითითებული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით. იმავე კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულია აღმასრულებლის უფლება-მოვალეობანი, რომლის მე-5 პუნქტის ,,ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან. მითითებული კანონი გამონაკლისის სახით ადგენს იმ ქონების ჩამონათვალს, რომლიდანაც დაუშვებელია გადახდევინების განხორციელება. კერძოდ, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყადაღას არ ექვემდებარება სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივი დახმარება. ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და მის შესაბამისად, თუმცა დადგენილია ქონების ჩამონათვალი, რომელზედაც დაუშვებელია იძულებითი გადახდევინების მიქცევა. ასეთ აქტივს წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივი დახმარება. შესაბამისად, აღნიშნული სახის სიკეთე ვერ გახდება აღსრულების უზრუნველყოფის საშუალება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ იქნა საინკასო დავალება მოსარჩელის იმ საბანკო ანგარიშზე, სადაც ირიცხებოდა სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივი სოციალური დახმარება, კერძოდ: ყოველთვიური ქირის თანხა და კომუნალური სუბსიდიები. სქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს მიერ გაცემული ზემოაღნიშნული გასაცემლები წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ მიზნობრივად გაცემულ დახმარებას, რომელთა გამოყენება, სააღსრულებო წარმოებათა ფარგლებში აღსრულების უზრუნველყოფის საშუალების სახით დაუშვებელია, ხოლო აღნიშნული სახის ქმედება კი კანონსაწინააღმდეგო. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქმედება - მ---------------ას საბანკო ანგარიშზე სახელმწიფოს მიერ მიზნობრივი დახმარების სახით ჩარიცხული თანხიდან კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ქმედება ცნობილ იქნეს უკანონოდ.
2.15. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რ-------–--ების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რ-------–--ის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, მითითებული კონსტიტუციური ნორმით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც - ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.
2.16. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. იმავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტების (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო’’. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდარების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტების თანახმად, ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი’’. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია სახელმწიფო/სახელმწიფო მოსამსახურის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ზიანის ანაზღაურებისათვის მნიშვნელოვანია არსებობდეს მოცემული სამივე კომპონენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუშვებელია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება.
2.17. საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მ---------------ასთვის მიყენებული ზიანი, კერძოდ, სახელმწიფოს მიერ მიზნობრივად გაცემული დახმარების თანხა ვერ იქნა გამოყენებული მ---------------ას მიერ, ვინაიდან იგი მიქცეულ იქნა კრედიტორის ვალდებულების დაფარვის მიზნით. სახეზეა ასევე მართლსაწინააღმდეგო ქმედება - კანონით დადგენილი გამონაკლისის დარღვევით მოვალის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა, თუმცა, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დგინდება ამ ქმედების ბრალეულად ჩადენა. როგორც ზემოთ აღინიშნა, მნიშვნელოვანია აღნიშნულ ქმედებაში მოპასუხის ბრალეულობის საკითხი, კერძოდ იგი ჩადენილ იქნა თუ არა განზრახ ან/და უხეში გაუფრთხილებლობით. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2015 წლის 22 მაისს N4---- წერილით, სხვა ბანკებთან ერთად, მიმართა სს ,,ლ-------- ბანკს“ და მოითხოვა ინფორმაცია მ---------------ას საბანკო ანგარიშების შესახებ, ასევე, მათზე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადებული ყადაღის ფარგლებში რეგისტრაციის განხორციელება. წერილის ტექსტში ერთმნიშვნელოვნად არის მითითებული: „...გარდა იმ საბანკო ანგარიშებისა, საიდანაც ,,სახელმწიფო პენსიისა“ და ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი საფუძველზე ხორციელდება შესაბამის პირთა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა“. ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უსახლკარო პირებს უზრუნველყოფენ თავშესაფრით. იმავე კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფულადი სოციალური დახმარების დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. ამდენად, მოცემული რეგულაციის გათვალისწინებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მოსარჩელის მიმართ ბინის ქირის სახით გაცემული ყოველთვიური დახმარება წარმოადგენს ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გასაცემელს. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილში ცალსახად იყო მითითებული გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული სახის გასაცემელზე ყადაღა არ უნდა ყოფილიყო გავრცელებული. შესაბამისად, მათზე ყადაღის რეგისტრაცია და ინკასოს სახით თანხების ჩამოჭრა არ წარმოადგენს მოპასუხის მიერ განზრახ ან/და უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილ ქმედებას. მოპასუხის მხრიდან დაცულ იქნა ზომები, რათა საბანკო დაწესებულებათა მხრიდან არ მომხდარიყო ყადაღის გავრცელება იმ საბანკო ანგარიშებზე, სადაც ირიცხებოდა სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივი დახმარებები. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს მოპასუხის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს განზრახ ან/და უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილ ბრალეულ ქმედებას, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის დაკისრებას. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სრულყოფილი პრაქტიკის დანერგვისა და მომავალში მსგავსი არამართლზომიერი გადარიცხვების თავიდან აცილების მიზნით უმჯობესია, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მეტად დააკონკრეტოს წერილის შინაარსი, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში არსებული ფორმულირებითაც, აღმასრულებელს შეეძლო ევარაუდა, რომ წერილის შინაარსი აღქმული იქნებოდა ადრესატის მიერ და მისი ქმედება ვერ შეფასდება უხეშ გაუფრთხილებლობად. ბრალის ეს ფორმა კი მინიმალურ სავალდებულო სტანდარტს წარმოადგენს სახელმწიფოსთვის ზიანის ანაზღაურების დასაკისრებლად.
2.18. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ აღმასრულებელი უნდა დაინტერესებულიყო მის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის მიზნობრიობით. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველა ადმინისტრაციული ორგანო, საბანკო დაწესებულება, მოვალესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) თანახმად, ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეთ შესაბამისი გარიგების მონაწილე მხარეს, შესაბამისი ანგარიშის მფლობელს და მათ წარმომადგენლებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათი აღსრულების პროცესში, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს - საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურ ინფორმაციას განეკუთვნება. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტების აღსრულების პროცესში დასაშვებია აღმასრულებლისთვის საბანკო ანგარიშის და ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაციის მიცემა, თუმცა, ამ უფლების შეუზღუდავად განხორციელება დაუშვებელია. აღმასრულებელს წვდომა უნდა ჰქონდეს მხოლოდ იმ მონაცემებზე, რაც აუცილებელია აღსრულების მიზნებისათვის. აღსრულების მიზნებისთვის კი არ არის გამართლებული, რომ ჩარიცხული თანხის წარმომავლობა და მიზნობრიობა ყველა შემთხვევაში ცნობილი გახდეს აღმასრულებლისთვის. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საბანკო დაწესებულებიდან აღსრულების მიზნით ინფორმაციის გამოთხოვისას საკმარისია მითითება იმ გამონაკლის შემთხვევებზე, როდესაც ანგარიშზე განთავსებულ/ჩარიცხულ თანხაზე არ უნდა მიექცეს აღსრულება. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში აღმასრულებელმა მიიღო აუცილებელი ზომები კანონდარღვევის თავიდან ასაცილებლად. ასევე, თავად მოსარჩელის განმარტებით დგინდება, რომ 2016 წლის 8 ივნისამდე მას არ მიუწოდებია აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ინფორმაცია მის ანგარიშზე ჩარიცხული თანხების მიზნობრიობის შესახებ. მხოლოდ 2016 წლის 8 ივნისს, როდესაც მ---------------ას წარმომადგენელმა ნ---- ა------ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და წარუდგინა საბანკო ანგარიშები, გახდა ცნობილი აღმასრულებლისთვის, რომ მ---------------ას საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა წარმოადგენდა დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ ჩარიცხულ ბინის ქირას. მ------ მ--------ს განმარტებით, მისთვის 2015 წლის სექტემბრის თვეში უკვე ცნობილი იყო მის ანგარიშზე ყადაღის გავრცელების შესახებ, თუმცა, დარწმუნებული იყო, რომ არ მოხდებოდა მიზნობრივი დახმარების სახით ჩარიცხულ თანხაზე გადახდევინების მიქცევა და ამიტომ დამატებით აღარ უცნობებია სააღსრულებო ბიუროსთვის ჩარიცხული თანხის მიზნობრიობის შესახებ. ამდენად, არ დასტურდება ის გარემოება, რომ თბილისისსააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლისთვის თანხაზე გადახდევინების მიქცევის დროისათვის რაიმე წყაროდან ცნობილი იყო მ---------------ას ანგარიშზე ჩარიცხული თანხის მიზნობრიობა, რაც გამორიცხავს მის ბრალეულობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მ---------------ას სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის შეფასებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადგილი აქვს სასამართლოს მხრიდან აშკრა მცდელობას დაიცვას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ინტერესები ზიანის ანაზღაურების ნაწილში, რადგანაც სასამართლო გადაწყვეტილების 6.2. პუნქტში მსჯელობით აღსრულების ეროვნული ბიუროს ქმედება ცნობილი იქნა უკანონოდ, თუმცა რატომღაც სასამართლომ უსაფუძვლოდ ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეულობა გამორიცხა. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული როგანოს დავალებით სს „ლ-------- ბანკმა“ საინკასო დავალებით აპელანტისათვის ჩარიცხული თანხა სრულად გადარიცხა კრედიტორის ანგარიშზე. მიზნობრივი დახმარება დარიცხული ჰქონდა მას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N33-138 დადგენილების საფუძველზე და არა ,,პენსიის შესახებ’’ და ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უხეში გაუფრთხილებლობით მიუთითა საბანკო დაწესებულებას პენსიისა და სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს კანონებზე.
3.2. აპელანტის განამრტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, სადაც ის საუბრობს, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სს „ლ-------- ბანკს“ გარკვეკვით მიწერა, რომ ყადაღის ფარგლები განხორციელებულიყო, გარდა იმ საბანკო ანგარიშებისა, საიდანაც „სახელმწიფო პენსიის“ და „სოციალური დახმარების შესახებ საქართვრელოს კანონის შესაბამისად ხორციელდება შესაბამის პირთა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა“ და ვინაიდან აღსრულების ეროვნულ ბიურომ საბანკო დაწესბებულებების მიმართ მიწერილ წერილში გარკვევით მიუთითა გამონაკლის საბანკო ანაგარიშები და ამავდროულად სასამართლოს მსჯელობიდან გამომდინარე, რადგანაც ბრალეული ქმედება არ იკვეთება აღსრულების ეროვნული ბიუროსი, მას არ უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, მაგრამ სწორედაც ამ მსჯელობიდან ის გარემოებაა საყურადღებო, რომ აპელანტს არა „სახელმწიფო პენსიის“ და „სოციალური დამხარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არამედ მიზნობრივი დახმარება ქირის გადახდასთან დაკავშირებით ერიცხებოდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპოგრამის განხორციელების წესის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა არაა სამართლებრივად მართებული, რადგან აღსრულების ბიუროს მიერ გაგზავნილ წერილებში გამონაკლის საბანკო ანაგარიშს არ წარმოადგენდა აღნიშნული დადგენილებით მიღებული თანხა და სწორედაც აქედან გამომდინარე მიუთითებს აპელანტი, რომ იკვეთება აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრალეული ქმდება, რომ მან ზუსტად არ მიუთითა ის გამონაკლისი საბანკო ანგარიშები, რომლებზედაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაუშვებელია საინკასო დავალედბით მიზნობრივი დახმარების საფუძვლით გამოყოფილი თანხის ჩამოჭრა, რაზეც პირველ ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია და ბრალის გამომრიცხველი გარემოებებზე მსჯელობა ნამდვილად არასამართლიანია. ამავდროულად აღსანიშნავია ისიც, რომ საქმეში მესამე პირად სასამართლოს არ ჩაურთია სს ,,ლ-------- ბანკი“, მსეჯლობაში კი მის ბრალეულ ქმედებაზე მითითებას აკეთებს.
3.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლოც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რ-------–--ების და თვითმმართველობის ორგანოთა და მომსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლოს წესით სრულად ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რ-------–--ის და ადგილობრივი თივთმმართველობის სახსრებიდან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, მითითებული კონსტიტუციური ნორმით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზრალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასათვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება სასამართლოსთვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მაშტაბიც, ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც უპირატესად კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს. აქედან გამომდინარე, აპელნატი ითხოვს გაუქმდეს პირველი ისნტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდეს სარჩელი.
3. აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.4. აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სამართლებრივად უსწოროა, ის სამართლებრივი საფუძვლები რაც გამოყენებულია დავის განხილვისას, გამოყენებულია მხოლოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს საწინააღმდეგოდ, უფრო მეტიც, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონდარღვევით და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან სასამართლომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვისა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, კერძოდ: გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი.
3.5. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია იმ წერილის შინაარსი, რომლითაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიმართა კომერციულ ბანკებს, სადაც მოთხოვნილ იქნა ყადაღის დადება მოვალე მ---------------ას საბანკო ანგარიშებზე, ამავე წერილში მითითებული იყო, რომ „გთხოვთ, დაუყოვნებლივ გვაცნობოთ, აქვს თუ არა გახსნილი მოვალე მ---------------ას ანგარიშები თქვენს ბანკში. დადებითი პასუხის შემთხვევაში გთხოვთ, რეგისტრაციაში გაატაროთ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადებული ყადაღა მოთხოვნის ფარგლებში, გარდა იმ საბანკო ანგარიშებისა, საიდანაც „სახელმწიფო პენიისა“ და “სოციალური დამხარების“ შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ხორციელდება შესაბამის პირთა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა“. ზემოთხსენებული წერილის შინაარსი პირდაპირ უთითებდა კომერციულ ბანკებს, რომ, თუ მ---------------ა სახელმწიფოსაგან იღებდა მიზნობრივ დახმარებას, მათზე ყადაღა არ უნდა გაევრცელებინათ ბანკებს და მითუმეტეს არ უნდა მომხდარიყო ასეთი ანგარიშებიდან თანხების საინკასო წესით ჩამოჭრა. სასამართლომ აღნიშნული საკითხის კვლევა-ძიება დაავალა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და პასუხისმგებლობაც მათ დაეკისრა, მაშინ, როდესაც თუ ვინმეს ბრალეულობაზეა საუბარი, ამ ბრალეულობის ინიციატორი და შესაბამისად პასუხისმგებელი პირი არის ყველა, გარდა აპელანტისა. ზემოაღნინშული წერილის შინაარსით ნათლად ირკვეოდა, რომ ბიუროს ქმედებაში უკანონო არაფერი ყოფილა და რაც შეეხება თანხების ჩამოჭრას და კრედიტორისათვის გადარიცხვას, ცალკე აღებული არც ეს მოქმედებები არ იყო და ვერც იქნებოდა უკანონო ქმედება, როგორც სამართლებრივ ჭრილში, ისე ლოგიკური მსჯელობითაც, რამეთუ ბიუროსათვის ცნობილი არ იყო, რომ მ---------------ა იღებდა ბიუჯეტიდან მიზნობრივ დახმარებას და ვინაიდან ბანკის მიერ ყადაღა იქნა დადებული ამ ანგარიშეზე და განხორციელდა მასზე ინსაკოც, ეს ბიუროსათვის მიანიშნებდა იმას, რომ შესაბამისი ანგარიში წარმოადგენდა არა მიზნობრივი დახმარებისათვის გახსნილ ანგარიშს, არამედ ტიპიურ საბანკო ანგარიშს.
3.6. აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღმასრულებელის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღმასრულებლის ყველა მოქმდება უპირობოდ უნდა შესრულდეს, ვინაიდან ადრესატმა თავად უნდა გამიჯნოს რა სთხოვს მას აღმასრულებელი და ეს მოთხოვნა არის თუ არა კანონთან უნისონში და მაშინ როდესაც აპელანტმა კომერიცულ ბანკებს პირდაპირ მიუთითა, თუ რა ანგარიშებზე არ უნდა გავრცელებულიყო ყადაღა და ინკასო, მიუხედავად ამისა, პასუხისმგებლობა სასამართლომ მაინც მათ დააკისრა, რაც ცალსახად უსწორო პოზიციაა და ამ პოზიციის მართლებულობა არ გამომდინარეობს არც ფაქტობრივი გარემოებებით და არც კანონმდებლობიდან.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 19 მაისს, კრედიტორმა რ-------- ა--------მა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და იძულებით აღსრულების მიზნით, წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2013 წლის 25 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, საქმეზე N2--------. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის N2-------- სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მოპასუხეებს მ---------------ას და ნ---- შ---–----ეს მოსარჩელე რ-------- ა--------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 39 100 აშშ დოლარის გადახდა; მ------ მ--------ს და ნ---- შ---–----ეს რ-------- ა--------ის სასარგებლოდ დაეკისრათ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 2001 ლარის ოდენობით; მ---------------ას და ნ---- შ---–----ეს რ-------- ა--------ის სასარგებლოდ დაეკისრათ მის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1500 ლარის ოდენობით; მ---------------ას და ნ---- შ---–----ეს რ-------- ა--------ის სასარგებლოდ დაეკისრათ მის მიერ გაწეული ხარჯი 63 ლარის ოდენობით.
4.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოვალეს მ---------------ას გაეგზავნა 2015 წლის 21 მაისის NA---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, სადაც განემარტა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააღსრულებო წარმოებაში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2--------- წელს გაცემული N2-------- აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო ფურცელი), რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა რ-------- ა--------ი, რომლის სასარგებლოდ დაეკისრა 39 100 აშშ დოლარის და 3564 ლარის გადახდა. ადრესატს მიეცა წინადადება, შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაეხადა დაკისრებული თანხა. საფოსტო გზავნილის თანახმად, 2015 წლის 21 მაისის NA---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მ---------------ას არ ჩაჰბარდა.
4.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2015 წლის 27 მაისს გამოიცა N A--------- 0------ განკარგულება აღსრულების მხარისათვის და სხვა მონაწილე პირისთვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ, რომლის საფუძველზე გავრცელდა NA-------- სააღსრულებო წარმოების (კრედიტორი რ-------- ა--------ი (0----------), მოვალე მ---------------ა (0----------) და ნ---- შ---–----ე (0----------), აღსრულების საგანი თანხის დაკისრება) მიმართ აღსრულების ღონისძიება - წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ; საჯარო შეტყობინების გავრცელება განხორციელდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ გვერდის მეშვეობით. მოვალე მ---------------ას აღსრულების ღონისძიების შესახებ შეტყობინება ჩაბარებულად ჩაეთვალა საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
4.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2015 წლის 22 მაისს N4---- წერილით მიმართა სს ბანკი ,,რ-------–--ას“, სს ,,თ----------ს“ (სს ,,ბ----------------ას“), სს ,,ს----------–--------ს“, სს ,,ლ-------- ბანკს“, სს ,,ბ---------ს“, სს ,,ვ-----------------------ს“, სს ,,ბ-------------ს“, სს ,,პ------------- ბანკს“, სს ს--–-----------------ს“, სს ,,კ-------–------ს“, სს ,,ა-----------------------–--------------------------–--ს“, სს ,,ზ--------------------–---------–---–ს“, სს ,,კ------------------------------------------–---“, სს ,,პ--------------ს“, სს ,,კ-------------------ს“, სს ,,ხ--–-------------------–--ს“, სს ,,თ------------–------------–---–ს“ და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა მ---------------ას შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, გახსნილი ჰქონდა თუ არა მ---------------ას ანგარიშსწორების ანგარიშები მათ ბანკში. დადებით შემთხვევაში ბანკებს ეთხოვათ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადებული ყადაღის მოთხოვნის ფარგლებში რეგისტრაციაში გატარება, გარდა იმ საბანკო ანგარიშებისა, საიდანაც ,,სახელმწიფო პენსიისა“ და ,,სოციალური დახმარების“ შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ხორციელდება შესაბამის პირთა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა. სს ,,ლ-------- ბანკის“ 2015 წლის 22 მაისის N----------------- წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს ეცნობა, რომ მ------ მ--------ს საბანკო ანგარიშზე, მოთხოვნის შესაბამისად, გავრცელებულ იქნა ყადაღა. მიეთითა მ---------------ას (პ/ნ 0----------) ანგარიშის ნომერი: G---------------------.
4.6. სს ,,ლ-------- ბანკში“ არსებულ მ---------------ას საბანკო ანგარიშის ამონაწერით დასტურდება, რომ მ---------------ას 2015 წლის 27 აგვისტოს, 23 სექტემბერს, 28 ოქტომბერს, 30 ნოემბერს, 21 დეკემბერს, 2016 წლის 28 იანვარს, 26 თებერვალს, 29 მარტს, 26 აპრილს, 25 მაისს ქალაქ თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ ჩაერიცხა 300-300 ლარი ბინის ქირის დასაფარად; ამასთან, მ---------------ას 2015 წლის 21 ოქტომბერს ჩაერიცხა 12 ლარი სოციალური დახმარების სახით, გათვალისწინებული ქ. თბილისის მერიის კომუნალური სუბსიდირების დახმარების პროგრამით, ამავე მიზნით ჩაერიცხა 84 ლარი 2015 წლის 20 ნოემბერს და 16 ლარი - 2016 წლის 19 მარტს. მ---------------ას საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული ზემოაღნიშნული თანხები ჩამოჭრილ იქნა თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ წარდგენილი ინკასოს საფუძველზე.
4.7. 2015 წლის 12 დეკემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ NA---------0------ წერილით მიმართა სს ,,ლ-------- ბანკს“ და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის საფუძველზე მოითხოვა NA-------- სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებით მ---------------ას საბანკო ანგარიშებზე რეგისტრირებული ყადაღის გაუქმება.
4.8. ამოღებული თანხის განკარგვის შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის თანახმად, NA-------- სააღსრულებო საქმესთან დაკავშირებით, 2015 წლის 15 დეკემბერს მ---------------ას ანგარიშიდან განხორციელდა 1296 ლარის გადახდა; 2016 წლის 28 იანვარს - 300 ლარის; 2016 წლის 26 თებერვალს - 300 ლარის; 2016 წლის 21 მარტს -16 ლარის; 2016 წლის 29 მარტს - 300 ლარის; 2016 წლის 27 აპრილს - 300 ლარის; 2016 წლის 25 მაისს - 300 ლარის.
4.9. 2016 წლის 8 ივნისს მ---------------ას წარმომადგენელმა ნ---- ა------ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და წარუდგინა საბანკო ანგარიშები, იმის დასადასტურებლად, რომ დიდუბის რაიონის გამგეობა მ---------------ას ურიცხავდა ბინის ქირას. განმცხადებელმა მოითხოვა ყადაღის გაუქმება წარდგენილ ანგარიშებზე.
4.10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2016 წლის 13 ივნისს NA---------0------ წერილით მიმართა სს ,,ლ-------- ბანკს“ და მოითხოვა NA-------- სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებით მ---------------ას საბანკო ანგარიშებზე რეგისტრირებული ყადაღის/ინკასოს გაუქმება.
4.11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2016 წლის 24 ნოემბერს N A---------027/001 წერილით მიმართა სს ბანკი ,,რ-------–--ას“, სს ,,თ----------ს“ (სს ,,ბ----------------ას“), სს ,,ს----------–--------ს“, სს ,,ლ-------- ბანკს’’, სს ,,ბ---------ს“, სს ,,ვ-----------------------ს“, სს ,,ბ-------------ს“, სს ,,პ------------- ბანკს“, სს ს--–---------------ს“, სს ,,კ-------–-----ს“, სს ,,ა-----------------------–--------------------------–--ს“, თ.რ სს ,,ზ--------------------–---------–---–ს“, სს ,,კ------------------------------------------–---“, სს ,,პ--------------ს“, სს ,,კ-------------------ს“, სს ,,ხ--–-------------------–--ს“, სს ,,თ------------–------------–---–ს“ და მოითხოვა N A-------- სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებით მ---------------ას საბანკო ანგარიშებზე რეგისტრირებული ყადაღის/ინკასოს გაუქმება.
4.12. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიერ 2016 წლის 20 დეკემბერს გაცემული N0------------ ცნობით დასტურდება, რომ მ---------------ა რეგისტრირებულია ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და იანვრის თვიდან დაენიშნა საარსებო შემწეობა თვეში 60 ლარის ოდენობით.
სამართლებრივი დასაბუთება
4.13. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.14. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2013 წლის 25 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2015 წლის 22 მაისს N4---- წერილით მიმართა საქართველოში რეგისტრირებულ საბანკო დაწესებულებებს, მათ შორის, სს ,,ლ-------- ბანკს“ და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა მ---------------ას შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, გახსნილი ჰქონდა თუ არა მ---------------ას ანგარიშსწორების ანგარიშები მათ ბანკში. დადებით შემთხვევაში ბანკებს ეთხოვათ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადებული ყადაღის, მოთხოვნის ფარგლებში, რეგისტრაციაში გატარება, გარდა იმ საბანკო ანგარიშებისა, საიდანაც ,,სახელმწიფო პენსიისა“ და ,,სოციალური დახმარების“ შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ხორციელდება შესაბამის პირთა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა. სს ,,ლ-------- ბანკის“ 2015 წლის 22 მაისის N----------------- წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს ეცნობა, რომ მ---------------ას საბანკო ანგარიშზე, მოთხოვნის შესაბამისად, გავრცელებულ იქნა ყადაღა. მიეთითა მ---------------ას (პ/ნ 0----------) ანგარიშის ნომერი: G---------------------. ასევე დადგენილია, რომ სს ,,ლ-------- ბანკში“ მ---------------ას სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე ირიცხებოდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ მ---------------აზე კომპენსაციის სახით გაცემული ბინის ქირა, ასევე, ქ. თბილისის მერიის კომუნალური სუბსიდირების დახმარების პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარება. დადგენილია, რომ აღნიშნული საფუძვლით, მ---------------ას საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები NA-------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის საფუძველზე ჩამოჭრილ იქნა საბანკო ანგარიშიდან და გადარიცხულ იქნა კრედიტორის ანგარიშზე.
4.15. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული აქტების აღსრულების წესსა და პირობებს. მითითებული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით. იმავე კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულია აღმასრულებლის უფლება-მოვალეობანი, რომლის მე-5 პუნქტის ,,ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან. მითითებული კანონი გამონაკლისის სახით ადგენს იმ ქონების ჩამონათვალს, რომლიდანაც დაუშვებელია გადახდევინების განხორციელება. კერძოდ, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყადაღას არ ექვემდებარება სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივი დახმარება. ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და მის შესაბამისად, თუმცა დადგენილია ქონების ჩამონათვალი, რომელზედაც დაუშვებელია იძულებითი გადახდევინების მიქცევა. ასეთ აქტივს წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივი დახმარება. შესაბამისად, აღნიშნული სახის სიკეთე ვერ გახდება აღსრულების უზრუნველყოფის საშუალება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ იქნა საინკასო დავალება მოსარჩელის იმ საბანკო ანგარიშზე, სადაც ირიცხებოდა სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივი სოციალური დახმარება, კერძოდ: ყოველთვიური ქირის თანხა და კომუნალური სუბსიდიები. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ სახელმწიფოს მიერ გაცემული ზემოაღნიშნული გასაცემლები წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ მიზნობრივად გაცემულ დახმარებას, რომელთა გამოყენება, სააღსრულებო წარმოებათა ფარგლებში აღსრულების უზრუნველყოფის საშუალების სახით დაუშვებელია, ხოლო აღნიშნული სახის ქმედება კი კანონსაწინააღმდეგო. ამდენად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქმედება - მ---------------ას საბანკო ანგარიშზე სახელმწიფოს მიერ მიზნობრივი დახმარების სახით ჩარიცხული თანხიდან კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში მართებულად დაკმაყოფილდა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ქმედება ცნობილ იქნეს უკანონოდ.
4.16. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რ-------–--ების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რ-------–--ის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, მითითებული კონსტიტუციური ნორმით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც - ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.
4.17. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. იმავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტების (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო’’. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდარების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტების თანახმად, ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი’’. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია სახელმწიფო/სახელმწიფო მოსამსახურის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ზიანის ანაზღაურებისათვის მნიშვნელოვანია არსებობდეს მოცემული სამივე კომპონენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუშვებელია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება.
4.18. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მ---------------ასთვის მიყენებული ზიანი, კერძოდ, სახელმწიფოს მიერ მიზნობრივად გაცემული დახმარების თანხა ვერ იქნა გამოყენებული მ---------------ას მიერ, ვინაიდან იგი მიქცეულ იქნა კრედიტორის ვალდებულების დაფარვის მიზნით. სახეზეა ასევე მართლსაწინააღმდეგო ქმედება - კანონით დადგენილი გამონაკლისის დარღვევით მოვალის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა, თუმცა, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არ დგინდება ამ ქმედების ბრალეულად ჩადენა. როგორც ზემოთ აღინიშნა, მნიშვნელოვანია აღნიშნულ ქმედებაში მოპასუხის ბრალეულობის საკითხი, კერძოდ იგი ჩადენილ იქნა თუ არა განზრახ ან/და უხეში გაუფრთხილებლობით. საქალაქო სასამართლომ ყურადღება მართებულად გაამახვილა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2015 წლის 22 მაისს N4---- წერილით, სხვა ბანკებთან ერთად, მიმართა სს ,,ლ-------- ბანკს“ და მოითხოვა ინფორმაცია მ---------------ას საბანკო ანგარიშების შესახებ, ასევე, მათზე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადებული ყადაღის ფარგლებში რეგისტრაციის განხორციელება. წერილის ტექსტში ერთმნიშვნელოვნად არის მითითებული: „...გარდა იმ საბანკო ანგარიშებისა, საიდანაც ,,სახელმწიფო პენსიისა“ და ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი საფუძველზე ხორციელდება შესაბამის პირთა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა“. ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უსახლკარო პირებს უზრუნველყოფენ თავშესაფრით. იმავე კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფულადი სოციალური დახმარების დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. ამდენად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოცემული რეგულაციის გათვალისწინებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მოსარჩელის მიმართ ბინის ქირის სახით გაცემული ყოველთვიური დახმარება წარმოადგენს ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გასაცემელს. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილში ცალსახად იყო მითითებული გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული სახის გასაცემელზე ყადაღა არ უნდა ყოფილიყო გავრცელებული. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მათზე ყადაღის რეგისტრაცია და ინკასოს სახით თანხების ჩამოჭრა არ წარმოადგენს მოპასუხის მიერ განზრახ ან/და უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილ ქმედებას. მოპასუხის მხრიდან დაცულ იქნა ზომები, რათა საბანკო დაწესებულებათა მხრიდან არ მომხდარიყო ყადაღის გავრცელება იმ საბანკო ანგარიშებზე, სადაც ირიცხებოდა სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივი დახმარებები. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს მოპასუხის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს განზრახ ან/და უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილ ბრალეულ ქმედებას, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის დაკისრებას. ამასთან, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სრულყოფილი პრაქტიკის დანერგვისა და მომავალში მსგავსი არამართლზომიერი გადარიცხვების თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესია აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მეტად დააკონკრეტოს წერილის შინაარსი, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში არსებული ფორმულირებითაც, აღმასრულებელს შეეძლო ევარაუდა, რომ წერილის შინაარსი აღქმული იქნებოდა ადრესატის მიერ და მისი ქმედება ვერ შეფასდება უხეშ გაუფრთხილებლობად. ბრალის ეს ფორმა კი მინიმალურ სავალდებულო სტანდარტს წარმოადგენს სახელმწიფოსთვის ზიანის ანაზღაურების დასაკისრებლად.
4.19. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ აღმასრულებელი უნდა დაინტერესებულიყო მის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის მიზნობრიობით. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველა ადმინისტრაციული ორგანო, საბანკო დაწესებულება, მოვალესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) თანახმად, ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეთ შესაბამისი გარიგების მონაწილე მხარეს, შესაბამისი ანგარიშის მფლობელს და მათ წარმომადგენლებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათი აღსრულების პროცესში, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს - საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურ ინფორმაციას განეკუთვნება. სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტების აღსრულების პროცესში დასაშვებია აღმასრულებლისთვის საბანკო ანგარიშის და ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაციის მიცემა, თუმცა, ამ უფლების შეუზღუდავად განხორციელება დაუშვებელია. აღმასრულებელს წვდომა უნდა ჰქონდეს მხოლოდ იმ მონაცემებზე, რაც აუცილებელია აღსრულების მიზნებისათვის. აღსრულების მიზნებისთვის კი არ არის გამართლებული, რომ ჩარიცხული თანხის წარმომავლობა და მიზნობრიობა ყველა შემთხვევაში ცნობილი გახდეს აღმასრულებლისთვის. საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ საბანკო დაწესებულებიდან აღსრულების მიზნით ინფორმაციის გამოთხოვისას საკმარისია მითითება იმ გამონაკლის შემთხვევებზე, როდესაც ანგარიშზე განთავსებულ/ჩარიცხულ თანხაზე არ უნდა მიექცეს აღსრულება. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ აღმასრულებელმა მიიღო აუცილებელი ზომები კანონდარღვევის თავიდან ასაცილებლად. ასევე, თავად მოსარჩელის განმარტებით დგინდება, რომ 2016 წლის 8 ივნისამდე მას არ მიუწოდებია აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ინფორმაცია მის ანგარიშზე ჩარიცხული თანხების მიზნობრიობის შესახებ. მხოლოდ 2016 წლის 8 ივნისს, როდესაც მ---------------ას წარმომადგენელმა ნ---- ა------ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და წარუდგინა საბანკო ანგარიშები, გახდა ცნობილი აღმასრულებლისთვის, რომ მ---------------ას საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა წარმოადგენდა დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ ჩარიცხულ ბინის ქირას. მ------ მ--------ს განმარტებით, მისთვის 2015 წლის სექტემბრის თვეში უკვე ცნობილი იყო მის ანგარიშზე ყადაღის გავრცელების შესახებ, თუმცა, დარწმუნებული იყო, რომ არ მოხდებოდა მიზნობრივი დახმარების სახით ჩარიცხულ თანხაზე გადახდევინების მიქცევა და ამიტომ დამატებით აღარ უცნობებია სააღსრულებო ბიუროსთვის ჩარიცხული თანხის მიზნობრიობის შესახებ. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, არ დასტურდება ის გარემოება, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლისთვის თანხაზე გადახდევინების მიქცევის დროისათვის რაიმე წყაროდან ცნობილი იყო მ---------------ას ანგარიშზე ჩარიცხული თანხის მიზნობრიობა, რაც გამორიცხავს მის ბრალეულობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, აპელანტები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ---------------ას და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე მერაბ ლომიძე