განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210018001937138
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ- 505
5 ივლისი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე: თამარ სვანიძემ
სხდომის მდივანი: მარინა მაკარიძე
აპელანტი: ნ-----–- ბ----ე
წარმომადგენელი: გ------ გ---–--ე
მოწინააღმდეგე მხარე: სს ”ე------- პ---- ჯ--------”
წარმომადგენლები: ტ------– შ---------ე, ნ----- ს-----ე
დავის საგანი: სარჩოს დაკისრება; მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.
აპელანტების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყევტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ნ-----–- ბ----ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე მხარეებად სს ”ე------- პ---- ჯ--------” და სს ”ე------- პ---- ჯ--------ს” დასავლეთ ცენტრალური ფილიალი მიუთითა და ითხოვა სს ,,ე--------პ---- ჯ--------ს’’ დაეკისროს ნ-----–- ბ----ის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს გადახდა 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ნ-----–- ბ----ის გარდაცვალებამდე, აგრეთვე, მორალური ზიანის ანაზღაურება 6000(ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
2. მოსარჩელის განმარტებით, მას ყავდა ერთი შვილი ვ------- ბ----ე, რომელიც 2015 წლის 2 ივლისს გარდაიცვალა, კურორტ ,,საირმეში’’, მაღლი, 10 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზიდან დენის დარტყმის შედეგად, რომელიც გამოწვეული იყო მოპასუხის და სხვა პირთა ბრალეული ქმედებით. ვ------- ბ----ე გარდაიცვალა 28 წლის ასაკში. ნ-----–- ბ----ის შვილი, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბრძოლაში და იყო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, აგრეთვე პ----ფესიონალი მძღოლი, რომელსაც მფლობელობაში ყავდა სატვირთო ფურგონი ”ფორდ - ტრანზიტი” (სახ. №-------), რომლითაც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდან, ქ.ქუთაისში სარეალიზაციოდ ჩაჰქონდა კვების პ----დუქტები, მათ შორის ხილი, საიდანაც გააჩნდა სოლიდური შემოსავალი.
3. მოსარჩელის განმარტებით, ის განქორწინებულია მეუღლესთან ა---- ბ----ესთან. 15 წელია მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობენ. ა---- ბ----ეს ჰყავს სხვა ცოლ-შვილი. ამიტომ ნ-----–- ბ----ე მუდმივად იმყოფებოდა შვილის ვ------- ბ----ის კმაყოფაზე, რომელიც მას ყოველთვიურად, სისტემატურად აძლევდა ხელზე 300 ლარს. ინვალიდობის პენსია ფასების ზრდის პირობებში, ვერ უზრუნველყოფს ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებას (კვება, წამლების შეძენა, გადასახადების გადახდა და სხვ.). რის გამოც მოსარჩელემ ითხოვა მოპასუხისათვის სარჩოს სახით ყოველთვიურად 300 ლარის დაკისრება.
4. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ ვ------- ბ----ის გარდაცვალების შედეგად ნ-----–- ბ----ემ მიიღო უმძიმესი სულიერი ტრავმა, განიცადა და განიცდის ტანჯვას ერთადერთი ვაჟიშვილის ნაადრევად დაღუპვის გამო, ის აღმოჩნდა სავალალო მდგომარეობაში, როგორც მატერიალური, ისე მორალურ - ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ის დარჩა სრულიად მარტო.
5. მოსარჩელემ მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით მოპასუხისათვის 6000 ლარის დაკისრება ითხოვა.
მოპასუხეთა პოზიცია:
6. მოპასუხე სს ,,ე--------პ---- ჯ--------მ’’ წარდგენილი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა და განმარტა, რომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ვ------- ბ----ე იყო მოპასუხის ერთადერთი შვილი და მარჩენალი და რომ მისგან მოსარჩელე ყოველთვიურად იღებდა 300 ლარს. იმ შემთხვევაში კი, თუ სასამართლო მიიჩნევს ნ-----–- ბ----ეს დაზარალებულ პირად, რომელსაც მიადგა გარკვეული სახის ზიანი, უნდა გაითვალისწინოს 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, თავად ვ------- ბ----ის ბრალეული ქმედება და ზიანის ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრისას გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლი.
7. მოპასუხე მხარე არ დავობს იმ გარემოებაზე, რომ ვ------ ბ----ე იყო სამხედრო მოსამსახურე და ჰქონდა შემოსავალი, თუმცა ის უკვე აღარ მუშაობდა, ამასთან არ არის დადასტურებული, რომ ის იყო დედის ერთადერთი მარჩენალი, როდესაც ნ-----–- ბ----ეს ჰყავს მეუღლე, რომელიც განქორწინების შემთხვევაშიც ვალდებულია არჩინოს შრომისუუნარო მეუღლე. ამასთან მოსარჩელეს ორი მოპასუხისაგან უკვე აქვს მიღებული სარჩო კომპენსაციის სახით. ასევე არ დასტურდება გარემოება ვ------- ბ----ის სოლიდურ შემოსავლებთან დაკავშირებით. მოპასუხეს დაუსაბუთებ--–-დ მიაჩნია ასევე მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც, რადგან მისი დაკისრების კანონით განსაზღვრული საფუძვლები არ არსებობს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ნ-----–- ბ----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე სს ,,ე--------პ---- ჯ--------ს’’ მოსარჩელე ნ-----–- ბ----ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა ყოველთვიური სარჩო 100 ლარის ოდენობით, ნ-----–- ბ----ის გარდაცვალებამდე; ნ-----–- ბ----ის სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე სს ,,ე--------პ---- ჯ--------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი 108 ლარის ოდენობით;
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
9. ნ-----–- ბ----ე არის 65 წლის, 2002 წლიდან, ე.ი. 50 წლის ასაკიდან არის პენსიონერი უვადოდ, ინვალიდობის გამო. დანიშნული აქვს სახელმწიფო პენსია ასაკის კატეგორიით. მისი საპენსიო პაკეტი შეადგენს თვეში 180 ლარს.
10. 1986 წლის 03 დეკემბერს დაბადებული ვ------- ბ----ე იყო ნ-----–- ბ----ის შვილი, რომელიც გარდაიცვალა 2015 წლის 02 ივლისს. გარდაცვალების მიზეზი გახდა ელექტროდენით მიღებული ტრავმა.
11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სასამართლომ დადგენილად ცნო სს ,,ე--------პ---- ჯ--------ს’’ ბრალეულობა და პასუხისმგებლობა დამდგარ შედეგზე. თუმცა ამავდროულად დაადგინა, რომ უბედური შემთხვევა მხოლოდ მოპასუხის უმოქმედობას არ გამოუწვევია. ზიანის წარმოშობას თავად დაზარალებულის მოქმედებამაც შეუწყო ხელი და მხარეთა პასუხისმგებლობა დაახლოებით 2/3:1/3-ზე შეფარდებით განსაზღვრა.
12. ვ------- ბ----ე იყო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი.
13. ნ-----–- ბ----ე და ა---- ბ----ე განქორწინდნენ 2017 წლის 22 მარტს.
14. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განჩინებით დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე ნ-----–- ბ----ეს და მოპასუხეებს ბელა თ----ეს და თ----- კ---–-–---–ს შორის დამტკიცებულ იქნა მორიგება და ნ-----–- ბ----ემ ყოველთვიური სარჩოს და მორალური ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურების სანაცვლოდ ერთჯერადი საზღაურის (კომპენსაციის) სახით მოპასუხეებისაგან მიიღო 28 000 ლარი, ხოლო სს ,,ე------- - პ---- ჯ--------ს’’ მიმართ მოთხოვნა დარჩა განუხილველად.
15. დადგენილი იქნა, რომ ვ------- ბ----ე ნამდვილად ფლობდა საცხოვრებელ სახლს და
მიწის ნაკვეთებს ამბროლაურის რაიონის სოფელ ზ/ღვარდიაში. იგი სისტემატურად ამუშავებდა მიწას და მოჰყავდა სასოფლო-სამეურნეო პ----დუქტები, რომელსაც იყენებდა საჭიროებისამებრ.
16. დადგენილი იქნა, რომ ვ------- ბ----ე იყო ინდმეწარმე 2013 წლიდან, თუმცა წარდგენილი შესაბამისი დეკლარაციები საგადასახადო ორგანოში არ უფიქსირდება. მას ასევე ჰყავდა ა/მანქანა, ტრაქტორი და ჰქონდა შესაბამისი მართვის მოწმობა.
17. სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა #100/ა-ს მიხედვით, სასამართლომ დაადგინა, რომ ნ-----–- ბ----ის ჯანმრთელობის მდგომარეობის დიაგნოზია: F 32 დეპრესიული ეპიზოდი. ანამნეზის მიხედვით, თავს ავად გრძნობს შვილის გარდაცვალების შემდეგ, შეიცვალა, დაეწყო უძილობები, უსიამოვნო შინაარსის სუიციდალური ხასიათის აზრები, ერთეული ხმები გარდაცვლილი შვილის, ცრემლიანობა და მიეცა შესაბამისი მედიკამენტური დანიშნულება. მასვე 16.09.2017წელს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა და მოთავსებული იყო სტაციონარში 07 დღე.
18. სასამართლო არ გაიზიარა მოპასუხე სს ,,ე------- -პ---- ჯ--------ს’’ წარმომადგენლების მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს მითითებულ გარემოება, სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე, და განმარტა, რომ მოპასუხე არ უარყოფს უბედური შემთხვევის ფაქტს, რაც გახდა ვ------- ბ----ის გარდაცვალების მიზეზი. ამასთან დადგენილია ამ შედეგის დადგომაში სს ,,ე--------პ---- ჯ--------ს’’ ბრალეულობა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით, რაც მას აკისრებს ვალდებულებას ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისათვის.
19. ამგვარ ფაქტობრივ გარემოებებსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1006-ე, 408-ე და 412-ე მუხლებზე მითითებით ნ-----–- ბ----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე მხარეს ნ-----–- ბ----ის სარჩოდ დაეკისრა ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა.
20. რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზრაურებას - ამ ნაწილში სასამართლომ განმარტა, რომ სხვადასხვა სახის ურთიერთობებმა შეიძლება გამოიწვიოს მორალური, სულიერი ტანჯვა, მაგრამ მორალური ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება პირმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფ პირებს, ამ ნორმის საფუძველზე, არ შეუძლიათ მოითხოვონ მორალური ზიანის ანაზღაურება ოჯახის ახლობელი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული სულიერი ტკივილისათვის. ოჯახის წევრის გარდაცვალებით გამოწვეული დარდი, გულისტკივილი, შინაგანი ცხოვრების რიტმის დარღვევა, გლოვა და დეპრესია, არ არის საკმარისი წინაპირობა მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის. ამგვარ დასაბუთებაზე დაყრდნობით ნ-----–- ბ----ის სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში - არ დაკმაყოფილდა;
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
21. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით იქნა გასაჩივრებული მოსარჩელე ნ-----–- ბ----ის მიერ, მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; აპელანტმა ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.
22. აპელანტების ნ-----–- ბ----ის განმარტებით: ნ-----–- ბ----ე 2002 წლიდან, ანუ შვილის გარდაცვალებამდე 13 წლით ადრე, 50 წლის ასაკში, გახდა ინვალიდი უვადოდ, თუმცა სასამართლომ ჯეროვნად არ შეაფასა და მართებულად არ გამოიყენა შპს „ქ----------------------------------–------–------ის“ (ლიცენზირებული სპეციალური სამედიცინო დაწესებულების) მიერ გაცემული 19.12.2017წ. №1--- ცნობა, ნ-----–- ბ----ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა). აღნიშნული ცნობის თანახმად, ნ-----–- ბ----ის დიაგნოზია: „32 დეპრესიული ეპიზოდი“, ხოლო მოკლე ანამნეზში მითითებულია: „თავს ავად გრძნობს შვილის გარდაცვალების შემდეგ, შეიცვალა, დაეწყო უძილობები, უსიამოვნო შინაარსის სუიციდალური ხასიათის აზრები, ერთეული ხმები გარდაცვლილი შვილის, თვალცრემლიანობა“. ავადმყოფობის მიმდინარეობა ცნობაში შემდეგნაირადაა გადმოცემული: „კონტაქტში შემოდის თვალცრემლიანი, უხალისოდ, შეკითხვებს პასუხობს სუბიექტური განცდებიდან გამომდინარე, აღნიშნავს ერთეული „ხმების“ არსებობას გარდაცვლილი შვილის, გუნება-განწყობა და თვითგრძნობა დაქვეითებული, „აღარ ღირს ჩემი სიცოცხლე“, იოლად აღგზნებადი, ემოციურად ლაბილური“.
23. სასამართლომ გადაწყვეტილებაში ზოგადად მიუთითა, რომ მოსარჩელე ნ-----–- ბ----ე არის პენსიონერი, ინვალიდი და შრომისუუნარო გადატანილი ოპერაციების გამო, მაგრამ არ დაუზუსტებია, რომ მას ჩატარებული აქვს ოპერაციული მკურნალობა არაერთხელ: ახალგაზრდულ ასაკში-ოვარექტომია, 2007 წელს-საშვილოსნოს ექტერპაცია, 2009 წელს-ქოლეცისტექტომია, 2017 წელს-თიაქარკვეთა, თიაქარპლასტიკა ალოტრანსპლანტის გამოყენებით (შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია-შპს „აკად. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის“ მიერ გაცემული 22.09.2017წ. ცნობა (ფორმა №IV-100/ა) ჯანმრთელბის მდგომარეობის შესახებ-წარმოდგენილია საქმეში).
24. ერთობლიობაში, შრომისუუნარო, ინვალიდი და სხვადასხვა ავადმყოფობების გამო ისედაც დასუსტებულ-დაუძლურებული დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა ერთადერთი ვაჟიშვილის 02.07.2015 წელს, ახალგაზრდულ ასაკში გარდაცვალებამ. ამგვარი გაუარესება გამოიხატა არა მხოლოდ დარდში, სულიერ ცვლილებაში, შინაგანი ცხოვრების რიტმის დარღვევაში, ტანჯვასა და გლოვაში, არამედ ისეთი ფსიქიკური დაავადების წარმოშობასა და განვითარებაში, როგორიცაა აფექტური აშლილობა ანუ განწყობის დარღვევები. „ეს დარღვევები რეციდიული ხასიათისაა და დაკავშირებულია სტრესულ გარემოებებთან. ის მოიცავს დეპრესიას, ბიპოლარულ აფექტურ აშლილობას, სეზონურ აფექტურ აშლილობას და მშობიარობის შემდგომ დეპრესიას. განწყობის დარღვევები ქმნის მძიმე სოციალურ დაბრკოლებებს და ადამიანი შესაძლოა თვითმკვლელობამდეც კი მივიდეს“ (იხ. უნივერსალური სამედიცინო ენციკლოპედია, ინგლისური გამოცემის ქართული თარგმანი, მთ. რეცენზენტი: პ----ფ. ერიკ ფილიპი, თბილისი, გამომცემლობა პალიტრა L, 2013წ. გვ. 179).
25. ნ-----–- ბ----ის ორგანიზმში შვილის გარდაცვალებით გამოწვეული, ხანგრძლივი დროის განმავლობაში (უკვე 3 წელი სრულდება) მიმდინარე, მძიმე ფსიქოპათოლოგიური დარღვევების არსებობას მოწმობს შპს „ქ----------------------------------–------–------ის“ მიერ გაცემულ 19.12.2017წ. №1--- ცნობაში იმ ფაქტების დადასტურება, რომ ნ-----–- ბ----ეს აწუხებს „უსიამოვნო შინაარსის სუიციდალური ხასიათის აზრები“, ესმის „ერთეული ხმები გარდაცვლილი შვილის“, ამბობს, რომ „არ ღირს ჩემი სიცოცხლე“ და ა.შ. ამგვარი დარღვევები არსებითად სცილდება უბედური შემთხვევის გამო ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის მიმართ სულიერი ტკივილით მიყენებულ ზიანს (ვნებებს) და ისინი უნდა შეფასდეს, როგორც სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება, რაც იწვევს მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას (უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის პრაქტიკა, საქმე №ას-593-568-2016, 14.07.2017წ.).
26. აპელანტის განმარტებით: ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე ძირითადად სწორად დაადგინა მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩოს დაწესებასთან მიმართებაში მნიშვნელობის მქონე ფაქტები და გარემოებები და მათ მისცა მართებული სამართლებრივი შეფასება. რაც შეეხება მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურებას, ამ საკითხთან მიმართებაში სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, მე-19 მუხლი, აგრეთვე, ცალმხრივად მოიშველია საქართველოს უზენაესი სასამართლოს რამდენიმე პრეცედენტი (№ას-113-108-2014; 01.05.2015წ; №ას-593-568-2016; 14.07.2017; №ას-1156-1176-2011; 20.01.2012) და საერთოდ გამორიცხა მსგავსი ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა გარდაცვლილის ახლო ნათესავების მიმართ.
27. სამოქალაქო კოდექსის მე-19 მუხლის გამოყენება მოცემული დავის გადაწყვეტისას არასწორია, ვინაიდან დავის საგანს არ წარმოადგენს გარდაცვლილის პირადი უფლებების დაცვა, რაც დაკავშირებულია სახელის, პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან. გარდაცვლილის ახლო ნათესავების მიმართ მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების შესახებ საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა ერთგვაროვანი ნამდვილად არ არის და მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
28. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით საკმაოდ დამაჯერებლად გამოკვეთა მოსარჩელე ინვალიდი, პენსიონერი და ხანდაზმული ქალბატონის, ნ-----–- ბ----ის ერთადერთი ვაჟიშვილის, 28 წლის ვ------- ბ----ის, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის, გაუფრთხილებლობით სიკვდილში მოპასუხე სს „ე--------პ---- ჯ--------ს“ მომეტებული ბრალეულობა, თუმცა მაინც არასწორად თქვა უარი სს „ე--------პ---- ჯ--------ს“ მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე ნ-----–- ბ----ის სასარგებლოდ.
29. ნ-----–- ბ----ის ორგანიზმში მძიმე ფსიქოპათოლოგიური დარღვევების არსებობა არა მარტო სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, არამედ პიროვნების ვიზუალური აღქმითაც იოლად შესამჩნევია.
30. აპელანტის მითითებით: სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში წარმოუდგენელია არსებობდეს ერთსა და იმავე დავის საგანზე ამგვარი დიამეტრალურად საწინააღმდეგო სასამართლო პრაქტიკა. არასოწრია სასამართლოს გადაწყვეტილება, როცა მორალური ზიანის ანაზღაურებისა და 6000 ლარის გადახდის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარს ეუბნება ინვალიდ, ხანდაზმულ და პენსიონერ დედას, რომლის ერთადერთი, 28 წლის ვაჟიშვილი შეეწირა ე-------კომპანიის მხრიდან გამოჩენილ უპასუხისმგებლობას, რამაც ამ ქალბატონის ფსიქიკური აშლილობა გამოიწვია.
31. აპელანტმა აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.
32. სააპელაციო შესაგებლით მოწინააღმდეგე მხარემ სს ”ე------- პ---- ჯ--------მ” სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
33. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა წარმომადგენელთა განმარტებები და თვლის, რომ ნ-----–- ბ----ის სააპლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
34. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გაემოებებს და დამატებით მიუთითებს შემდეგს: დადგენილია, რომ 2015 წლის 02 ივლისს გარდაიცვალა ნ-----–- ბ----ის შვილი ვ------- ბ----ე. გარდაცვალების მიზეზი გახდა ელექტროდენით მიღებული ტრავმა.
35. კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით, დადგენილი სს ,,ე--------პ---- ჯ--------ს’’ ბრალეულობა და პასუხისმგებლობა დამდგარ შედეგზე. ამავდროულად დადგენილია, რომ უბედური შემთხვევა მხოლოდ მოპასუხის უმოქმედობას არ გამოუწვევია. ზიანის წარმოშობას თავად დაზარალებულის მოქმედებამაც შეუწყო ხელი და მხარეთა პასუხისმგებლობა დაახლოებით 2/3:1/3-ზე შეფარდებით განსაზღვრა.
36. სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, - ნ-----–- ბ----ისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლები წარმოშვა თუ არა დანაშაულის შედეგად თავის შვილის გარდაცვალებამ, რომლის გარდაცვალებაშიც ბრალი სს ,,ე--------პ---- ჯ--------საც’’ მიუძღვის.
37. საქმეში, ტ.1. ს.ფ. 184-ზე განთავსებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართვა, რომლითაც დადგენილია, რომ იმერეთის სამხარეო ცენტრში ნ-----–- ბ----ის საპენსიო საქმის მასალების თანახმად, ნ-----–- ბ----ეს 24.06.2002-01.07.2003, 01.07.2003 – 01.11.2004; 01.11.2004 -01.11.2005 წლებში მინიჭებული ქონდა ვადიანი მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი, ხოლო 27.10.2005 წლიდან იგივე სტატუსი დადგენილი აქვს უვადოდ. ასევე, ნ-----–- ბ----ეს 24.04.2012 წლიდან დანიშნული აქვს ასაკის პენსია.
38. საქმეში, ტ.1.ს.ფ.210-211-ზე განთავსებულია შპს ”ქ----------------------------------–------–------ის” მიერ 2017 წლის 19 დეკემბერს გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა #100/ა-ს. აღნიშნულ ცნობაში მითითებულია, რომ ”ნ-----–- ბ----ის ჯანმრთელობის მდგომარეობის დიაგნოზია: F 32 დეპრესიული ეპიზოდი. ანამნეზის მიხედვით, . . . ამჟამად ყავს 3 შვილი, ერთი გარდაეცვალა 2 წლის წინ, მეუღლესთან განქორწინებულია. თავს ავად გრძნობს შვილის გარდაცვალების შემდეგ, შეიცვალა, დაეწყო უძილობები, უსიამოვნო შინაარსის სუიციდალური ხასიათის აზრები, ერთეული ხმები გარდაცვლილი შვილის, ცრემლიანობა. კონტაქტში შემოდის თვალცრემლიანი, უხალისოდ, შეკითხვებს პასუხობს ობიექტური განცხდებიდან გამომდინარე, აღნიშნავს ერთეული ხმების არსებობას გარდაცვლილი შვილის. გუნება - განწყობა და თვითგრძნობა - დაქვეითებული”.
39. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა წარმოადგინა იმავე დაწესებულების მიერ - 2018 წლის 11 ივნისს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ, სადაც დიაგნოზის სახით მითითებულია: F 32.1 ზომიერად გამოხატული დეპრესიული ეპიზოდი. ანამნეზი იგივე შინაარსისაა .
40. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, სპეციალისტის სახით დაიკითხა ცნობის ავტორი, ნ-----–- ბ----ის მკურნალი ექიმი, ექიმ ფსიქიატრი ნ------------ე, რომლმაც აღნიშნა, რომ მისთვის ნ-----–- ბ----ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობილია 2017 წლის დეკემბრის თვიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როცა პაციენტმა პირველად მიმართა დაწესებულებას. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მომართვის საფუძველზე განხორციელდა პაციენტთან გასაუბრება, მოხდა ანალიზების გადამოწმება, შეკითხვებით შემოწმდა პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა და გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ პაციენტს დაესვა დიაგნოზი დეპრესიული ეპიზოდი. პაციენტს მიეცა დანიშნულება, რომლის მიხედვითაც ის მკურნალობდა. 2018 წლის 11 ივნისს ცნობის გაცემისას, ანალოგიურად მოხდა პაციენტის მდგომარეობის შემოწმება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკურნალობის შედეგად არ გაუმჯობესებულა, პირიქით, რის გამოც მას დაესვა დიაგნოზი ზომიერად გამოხატული დეპრესიული ეპიზოდი, რაც პირველ დიაგნოზზე მძიმე დიაგნოზია. სპეციალისტის მითითებით აღნიშნული დიაგნოზი ფსიქოტრავმების გადატანის შემდეგი მდგომარეობაა. ფსიქოტრავმა იწვევს დეპრესიულ ეპიზოდს, რაც გამოიხატება უძილობაში, განცდებში, უხასიათობაში, ტირილში, შრომის უნარის დაქვეითებაში და ა.შ.
მოსამართლის შეკითხვაზე სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მძიმე ფსიქოპათოლოგიური დარღვევა - სულ სხვა დარღვევაა, ვიდრე დეპრესიული ეპიზოდი. ფსიქოპათოლოგიური დარღვევების დროს სახეზეა ფსიქოზური ჩართვები, ჰალუცინაციები, ფსიქოზი, ვერ ხერხდება პაციენტის გაჩერება და საჭირო ხდება მისი სპეციალურ დაწესებულებაში მოთავსება, რაც ნ-----–- ბ----ის შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს -ეს სულ სხვა დაავადებაა.
41. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შეფასებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მართალია ნ-----–- ბ----ემ, საკუთარი შვილის გარდაცვალების გამო მიიღო დარდი, გულისტკივილი, გლოვა და დეპრესია, თუმცა არ მომხდარა მისი ჯანმრთელობის იმგვარად შერყევა რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას ემსჯელა დანაშაულის შედეგად მიყენებული სულიერი ტკივილით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ. უფრო მეტიც, საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მიზეზობრივი კავშირის არსებობას მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და მოსარჩელის ავადმყოფობას შორის.
42. მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (№ას-593-568-2016; 14 ივლისი 2017 წელი) განმარტა, რომ: ოჯახის წევრის გარდაცვალებით გამოწვეული დარდი, გულისტკივილი, შინაგანი ცხოვრების რიტმის დარღვევა, გლოვა და დეპრესია, საკმარისი წინაპირობა არაა გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი ადამიანებისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. მსგავს შემთხვევებში, მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დასაშვებია გამონაკლისის სახით, მხოლოდ მაშინ, როდესაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს მძიმე ფსიქოპათოლოგიური დარღვევები, რომლებიც არსებითად სცილდება, უბედური შემთხვევის გამო, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის მიმართ სულიერი ტკივილით მიყენებულ ზიანს (ვნებებს) და, რომელიც, ამის გამო, შეიძლება, გავაიგივოთ სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანებასთან. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია ავადმყოფობის (ჯანმრთელობის დაზიანების) დამადასტურებელი მტკიცებულება, ამასთან, ასეთი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაშიც, მას უნდა წარმოედგინა, ასევე, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და მოსარჩელის ავადმყოფობას შორის ადეკვატური მიზეზობრივი კავშირის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებაც.
43. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არ იძლევა საფუძველს ნ-----–- ბ----ისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისა.
44. პალატა კიდევ ერთხელ მიაქცევს ყურადღებას იმ გარემოებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სრულიად დაუდასტურებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და მომხდარ ფაქტს შორის.
45. პალატა განმარტავს, რომ მიზეზობრივი კავშირის დადგენა 2015 წლის 2 ივლისს მომხდარ უბედურ შემთხვევასა და ნ-----–- ბ----ის ავადმყოფობას შორის მართლაც არის განმსაზღვრელი და ერთ ერთი უმთავრესი გარემოება სარჩელის დასაკმაყოფილებლად.
აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეები მიიჩნევენ, რომ ნ-----–- ბ----ე იყო ავადმყოფი, მას 2002 წლიდან ჰქონდა მინიჭებული მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, (2005 წლიდან - უვადოდ), მას გადატანილი აქვს არაერთი ოპერაცია:ოვარექტომია, საშვილოსნოს ექსტერპაცია, ქულეცისტექტომობია, თიაქარკვეთა, თიაქარპლასტიკა. . . ამდენად მათი მოსაზრებით, დაუდასტურებელია ის გარემოება, რომ ნ-----–- ბ----ის აჟამინდელი სულიერი მდგომარეობა გამოწვეულია არა მხოლოდ შვილის გარდაცვალებით, არამედ შსაძლებელია ეს გამოწვეული იყოს მისი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობით.
46. პალატა იზიარებს აპელანტის მოწინააღმდეგეთა აღნიშნულ მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ საქმეში მართლაც არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, რაც მიზეზობრივი კავშირის უდავოდ დადგენის შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
ამასთან მნიშვნელოვანია ის განმარტება, რაც საექსპერტო დასკვნის ავტორმა მისცა სააპელაციო სასამართლოს და რაზეც ზემოთ იყო საუბარი. (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი).
47. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. ამ ნორმით დაცული სიკეთე, რომლის ხელყოფის შემთხვევაში დაზარალებულმა შეიძლება, მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება, არის ადამიანის ჯანმრთელობა, შესაბამისად, მითითებული მუხლით დადგენილი შედეგის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდის სულიერ ტანჯვას, ფსიქიკურ სტრესს. სხეულის დაზიანებასა ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში კი, უნდა იგულისხმება ისეთი ზემოქმედება, რომელიც ხელყოფს დაზარალებულის სხეულს ან მისი ორგანიზმის შინაგან პროცესებს (შდრ. იხ. სუსგ, №ას-1156-1176-2011,20.01.2012).
48. განსახილველ შემთხვევაში, დაუდასტურებელია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სს ”ე------- პ---- ჯ--------ს” ბრლაულმა ქმედებამ, (რამაც გამოიწვია ნ-----–- ბ----ის შვილის გარდაცვალება) მოახდინა ნ-----–- ბ----ის ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარად შერყევა, რომ ამ შერყევამ გამოიწვია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნ.ბ----ის მძიმე ფსიქოპათოლოგიური დარღვევები. რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას ემსჯელა სულიერი ტკივილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე.
49. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე დროს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია დასახელებული კოდექსის 105-ე მუხლში. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე.
50. აპელანტი ნ-----–- ბ----ე კანონის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა:
1. ნ-----–- ბ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება;
4. აპელანტი ნ-----–- ბ----ე კანონის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
7. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
8. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5 და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: თამარ სვანიძე