განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002359804
საქმე №1ბ/888-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი-----------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გი--------–---–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 14 თებერვალს, ქალაქ ახალციხეში, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, პ/ნ 4----------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქალაქი ვ--–---------–-------–-------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის განაჩენით გი--------–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
გი--------–---–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2017 წელს ქალაქ ვ--–-–--–-------–---------ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში და ასევე ქალაქ ა---––---–------------------ში მდებარე ნაქირავებ ბინაში, სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ამცირებდა მეუღლეს შო--------------ეს, რის გამოც შო--------------ე განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. 2018 წლის 3 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, გი--------–---–---–მა ქალაქ ა---––---–------------------ზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს შო--------------ეს. რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გი-----------–---–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვლოს, რადგან სასამართლომ გი--------–---–---–ისათვის სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ისეთი გარემოებები, როგორიცაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ, ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და არ არის დაინტერესებული მართლმსაჯულების განხორციელებით. სასამართლომ გი--------–---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიუთითა დანაშაულის აღიარება, რასაც ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იგი უნდა გამკაცრდეს.
მსჯავრდებულ გი--------–---–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა იო------------–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ შო--------------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: სა----–---–---–ის, გუ-–------–---–---–ის, მა---------------ის, გი--------–---–---–ის გამოკითხვის ოქმები; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დაზარალებულის სხეულის დაზიანების შესახებ და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შო--------------ის მიმართ; ქორწინების მოწმობა და დაბადების მოწმობის ასლები; გი--------–---–---–ის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების დოკუმენტი და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებები.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა მხედველობაში იღებს, რომ გი--------–---–---–ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ვინაიდან დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ ქმედების ობიექტური მხარის ნიშანია, ხოლო მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, წარმოდგენილია განცხადება, რომლითაც დასტურდება, რომ დაზარალებული შერიგებულია მსჯავრდებულთან და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. პალატას მიიჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 297-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი-----------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
გი--------–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.
გი--------–---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
ყადაღისაგან გათავისუფლდეს გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ვალე, წერეთლის ქ.N26, ს/კ 62.15.02.0--.01/5--, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სრულად.
პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 4 თებერვლიდან 2018 წლის 8 თებერვლის ჩათვლით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე