განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.08.2018
საქმის ნომერი
060210018002198931
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
02.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 0602100180--19893-

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე№2/ბ-501 -18 04 ივლისი 2018 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

სხდომის მდივ---: ეკატერინე ქორიძე

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) - - - - სსიპ შ--------–---- სამსახური თ----- ფო-----ძე თ----- გ---------ე ი----- ჭ------–---–ი

დავის საგანი - უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 1979 წლის 25 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ი----- ჭ------–---–თან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეიძინეს უძრავი ქონება მდებარე, ქ. ვ---, ქუჩა თ----- მ----- და ს---–------ მე-2-ს ქუჩის კვეთა, ზონა 3-, სექტორი 01, კვარტალი 3-, ნაკვეთი 0--, შენობა ნაგებობის ფართი- 412.10 კვ.მ, რომელიც მდებარეობს 329.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ქონება დარეგისტრირებულია ი----- ჭ------–---–ის სახელზე, თუმცა იგი წარმოადგენს უძრავი ქონების თანამესაკუთრეს. ქონებიდან მისი კუთვნილი 1/2 ნაწილი სსიპ შ--------–---- სამსახურის მიერ დაყადაღებულია, რაც ყადაღისაგან უნდა გათავისუფლდეს. მოპასუხე, სსიპ შ--------–---- სამსახურის პოზიცია: მოპასუხე სსიპ შ--------–---- სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-1-ე და 3-2-ე მუხლების შესაბამისად, სადავო ქონება საჯარო რეესტრში მოვალის-ი----- ჭ------–---–ის საკუთრებად იყო რეგისტრირებული და მისი დაყადაღება განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. გარდა ამისა, წარმოდგენილი სარჩელი აღიარებითია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად დაუშვებელია, რადგან მოსარჩელეს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, ქონების დაყადაღებამდე გაეყო თანასაკუთრება. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის მიზანს გადასახადის გადახდისაგან თავის არიდება წარმოადგენს და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე ი----- ჭ------–---–ის პოზიცია: მოპასუხე ი----- ჭ------–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უძრავი ქონება შეძენილია მის მიერ, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და საკუთრების უფლებითაც აღრიცხულია მის სახელზე. თ----- გ---------ეს არსად არ უმუშავია, ის ზრდიდა შვილებს, რის გამოც არ უნდა იქნას ცნობილი სადავო ქონებაზე თანამესაკუთრედ.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. თ----- გ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. თ----- გ---------ე ცნობილ იქნას ქ. ვ--ში მდებარე, ქუჩა თ----- მ----- და ს---–------ მე-2-ს ქუჩის კვეთა, მიწის (უძრავი ქონების საკადასატრო კოდი) 3-----------, უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ. 3. ყადაღისაგან გათავისუფლდეს სსიპ შ--------–---- სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 18 მაისის N0------ ბრძანებით დაყადაღებული უძრავი ქონების ½ ნაწილი, მდებარე ქ. ვ---, ქუჩა თ----- მ----- და ს---–------ მე-2-ს ქუჩის კვეთა, მიწის (უძრავი ქონების საკადასატრო კოდი) 3-----------. 4. მოპასუხეებს, სსიპ შ--------–---- სამსახურს და ი----- ჭ------–---–ს დაეკისროთ მოსარჩელის მიერ, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 100 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი სახ ბაჟის- 50 ლარის გადახდა თ----- გ---------ის სასარგებლოდ. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. მოსარჩელე თ----- გ---------ე 1979 წლის 25 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ი----- ჭ------–---–თან. ქორწინების პერიოდში, 2011 წლის 06 ივლისს, ლევ-- ხუ--–--ესა და ი----- ჭ------–---–ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ი----- ჭი---–---–მა შეიძინა უძრავი ქონება მდებარე ქ. ვ---, ქუჩა თ----- მ----- და ს---–------ მე-2-ს ქუჩის კვეთა, მიწის (უძრავი ქონების საკადასატრო კოდი) 3-----------, რაც საკუთრების უფლებით აღირიცხა ი----- ჭ------–---–ის სახელზე 2.2. მოპასუხე ი----- ჭ------–---–ი არის ინდივიდუალური მეწარმე, რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად, მინიჭებული აქვს ს/ნ 1---------- და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ერიცხება აღიარებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება 97 371.89 ლარი. 2.3. საბიუჯეტო დავალიანების გადაუხდელობის გამო წარმოშობილი დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ შ--------–---- სამსახურის 2017 წლის 18 მაისის №0------ ბრძანების საფუძველზე, სამეგრელოსა და ზემო სვ--ეთის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო ოფიცრის მიერ, 2017 წლის 3- მაისს განხორციელდა ი----- ჭ------–---–ის ქონებაზე ყადაღის დადება, მათ შორის დაყადაღებულ იქნა მოვალის სახელზე აღრიცხული სადავო უძრავი ქონება, მდებარე ქ. ვ---, ქუჩა თ----- მ----- და ს---–------ მე-2-ს ქუჩის კვეთა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასატრო კოდი 3-----------. 2.4. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანებით, დაკმაყოფილდა სსიპ შ--------–---- სამსახურის შუამდგომლობა და დადგინდა დაყადაღებული ქონების რეალიზაცია აუქციონის გზით, რეალიზაციის დროისათვის არსებული დავალიანების ფარგლებში. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტუტუციის 21-ე მუხლზე, სამოქალაქო კოდექსის 170-ე. 3-1-3-2-ე, 1151-ე, 1158-1159-ე, 1164-ე, 1168-ე მუხლებზე, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლზე და განმარტა: მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება (სკ-ის 1151-ე მუხლი). მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი (სკ-ის 1158-ე მუხლი). იმის გათვალისწინებით, რომ სადავო უძრავი ქონება შეძენილია მეუღლეთა ქორწინების პერიოდში, მათივე საერთო სახსრებით, ამასთან საქორწინო კონტრაქტი, რომელიც განსხვავებულ რეჟიმს დაადგენდა მეუღლეთა ქონებრივი უფლებების შესახებ გაფორმებული არ ყოფილა, იგი წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას და ი. ჭ------–---–ის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის თაობაზე, საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფცია აღარ მოქმედებს (სკ-ის 3-1-3-2-ე მუხლები). 2.6. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის, ინდ. მეწარმის ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გამო. ვინაიდან, თ. გ---------ე არ არის გადასახადის გადამხდელი, ანუ პირი, ვინც შეიძლება პასუხი აგოს კრედიტორის (სახელმწიფო ბიუჯეტის) წინაშე, ასეთი არარსებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად მისი კუთვნილი ქონების აღწერა-დაყადაღება და რეალიზაცია დაუშვებელია. 2.7. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორის სასარგებლოდ ქონების დაყადაღებით, მოსარჩელეს წაერთვა თავისი საკუთრების ფლობისა და განკარგვის უფლება. ამდენად, დაყადაღებული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს (სკ-ის 170-ე მუხლი, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 32-ე მუხლი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 3- დეკემბერის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 42-ე მუხლი). 2.8. ვინაიდან, უძრავი ქონება მდებარე ქ. ვ---, ქუჩა თ----- მ----- და ს---–------ მე-2-ს ქუჩის კვეთა, მიწის (უძრავი ქონების საკადასატრო კოდი) 3----------- ი----- ჭ------–---–ს არ გაუსხვისებია, რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება (კეთილსინდისიერი შემძენის სახით), რაც გამორიცხავდა ამ ქონების ½ ნაწილზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებას, არ არსებობს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და 241.1-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის საშუალებაა ქონებაზე ყადაღის დადება. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ვინაიდან, ი/მ ,,ი----- ჭ------–---–ს" გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შ--------–---- სამსახურის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ქონების დაყადაღება. მით უმეტეს, რომ დაყადაღებული უძრავი ქონების მესაკუთრეს საჯარო რეესტრის მონაცემებით წარმოადგენდა და წარმოადგენს ი/მ ,,ი----- ჭ------–---–ი". 3.2. თ----- გ---------ის მიერ აღიარებითი სარჩელის შეტანა ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული, რადგანაც, მას ჰქონდა უფლება გაეყო მეუღლეთა საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და დაერეგისტრირებინა საკუთრებად, ვიდრე მოხდებოდა აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება. ვინაიდან, უძრავ ქონებაზე მეუღლეთა საკუთრება გაყოფილი არ არის, ცხადია, სარჩელის მიზანს წარმოადგენს ი----- ჭ------–---–ის საგადასახადო ვალდებულებებისთვის ასარიდებლად ქონების განრიდება. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოთხოვნა დაყადაღებული უძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე. . 3.3. მოსარჩელე თ----- გ---------ეს არ აქვს რაიმე მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ი----- ჭ------–---–ის საკუთრებად დარეგისტრირებული უძრავი ქონება შეძენილია ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით. ამასთან აღსანიშნავია, რომ დაყადაღებული უძრავი ქონება ი.მ ,,ი----- ჭ------–---–ის“ მიერ გამოიყენებოდა სამეწარმეო საქმიანობისათვის, რაც თავისთავად ცნობილი იყო მისი მეუღლისათვის, რაც დაადასტურა კიდეც მოსარჩელემ სასამართლო პროცესზე. ამდენად, თ----- გ---------ე ასევე წარმოადგენს ვალდებულ პირს მისი მეუღლის მიერ, ამ ქონების სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოშობილ ვალდებულებებზე. 3.4. სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება (საქმე Nას–1035–1228–08), რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამეწარმეო საქმიანობა ხორციელდება მოგების მისაღებად და მიმართულია ოჯახის მატერიალური და სოციალური კეთილდღეობისაკენ. ოჯახის წევრის მიერ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები შედის ოჯახის საერთო ინტერესებში. 3.5. აღსანიშნავია, რომ ქონების დაყადაღება განხორციელებულია საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე ქონებაზე დადებული ყადაღის პირობებში, ამ ქონების ყადაღის სიიდან ამორიცხვის საკითხის განხილვა უნდა განხორციელებულიყო ადმინისტრაციულ საქმეთა და არა სამოქალაქო საქმეთა წარმოების წესით, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების კიდევ ერთი საფუძველია. 3.6. შ--------–---- სამსახური არ ეთანხმება სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა წარმოებს "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, რომლის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ლ" ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო საგადასახადო საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები-სარჩელზე გადასახადის, მოსაკრებლების სახელწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე. შესაბამისად, ნათელია, რომ საგადასახადო ორგანოები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვ--ელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს თ----- გ---------ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1.-2.4. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.5.-2.8 პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები: საქართველოს კონსტუტუციის 21-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 170-ე. 3-1-3-2-ე, 1151-ე, 1158-1159-ე, 1164-ე, 1168-ე მუხლები, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სანივთო უფლებიდან, კერძოდ, მესაკუთრის უფლებიდან, რაც წარმოშობილია საოჯახო სამართლის- ქორწინების მარეგულირებული ნორმებიდან. ვინაიდან, სკ-ის 1158-ე მუხლი ადგენს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების მათ საერთო ქონებად, თანასაკუთრებად არსებობის პრეზუმფციას, დავის შემთხვევაში, ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) საკმარისი საფუძველია ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის (სუსგ №ას-7-7-2016, 16 მარტი, 2016 წელი) და დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს. 4.4. მოცემულ დავაზე დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება, მდებარე ქ. ვ---, ქუჩა თ----- მ----- და ს---–------ მე-2-ს ქუჩის კვეთა, მიწის (უძრავი ქონების საკადასატრო კოდი) 3-----------, შეძენილია მეუღლეთა ქორწინების პერიოდში, მათივე საერთო სახსრებით. იმის გათვალისწინებით, რომ მეუღლეებს შორის საქორწინო ხელშეკრულება არ არსებობდა, რასაც შეიძლებოდა სხვა რამ დაედგინა (სსკ-ის 1158-ე მუხლის მეორე ნაწილის ბოლო წინადადება), ამასთან, კანონის შესაბამისად პრეზუმირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება ასეთი ქონების ½ ნაწილზე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა დაყადაღებული ქონების სამართლებრივი რეჟიმი და სსკ-ის 1151-ე მუხლისა და 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებიდან გამომდინარე, სადავო ქონება მოსარჩელისა და მისი მეუღლის, მოპასუხე ი----- ჭ------–---–ის (მეუღლეების) საერთო ქონებად (თანასაკუთრება) ჩათვალა, სადაც თ----- გ---------ის წილი განისაზღვრა ½-ით (სსკ-ის 1159-ე მუხლი და 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება). 4.5. გაზიარებული ვერ იქნება აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ვინაიდან, ქონებაზე ყადაღის დადებამდე მოსარჩელემ არ ისარგებლა მისთვის მინიჭებული უფლებით და არ განახორციელა ქონების ½ წილზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია, გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ განკარგა მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომელსაც მას ანიჭებს კანონი (სკ-ის 1158-ე მუხლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექის 180-ე მუხლი და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი) და ამ უფლების რეალიზაციაზე გავლენას ვერ მოახდენს დავის წარმოების დროისათვის ქონებაზე ყადაღის არსებობის ფაქტი. 4.6. ასევე ვერ იქნება გაზიარებული აპელანტის მითითება მასზედ, რომ თ----- გ---------ე, წარმოადგენს ვალდებულ პირს მისი მეუღლის მიერ, სადავო ქონების სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოშობილ ვალდებულებებზე. სსკ-ის 1170-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ერთ-ერთი მეუღლის ვალის დაფარვის წესი, კერძოდ გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. ამავე მუხლის მესამე ნაწილი უშვებს გამონაკლისს, რომლის მიხედვითაც „ერთ-ერთი მეუღლის დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას მეუღლეთა თანასაკუთრებიდან გადახდევინება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუკი განაჩენით დადგინდება, რომ ეს ქონება შეძენილია დანაშაულის ჩადენის შედეგად მიღებული სახსრებით“, მაგრამ ამ ნორმით დადგენილი წესის გამოყენებისათვის აუცილებელია იმ გარემოების დადგენა, რომ დაყადაღებული ქონება შეძენილია დანაშაულის ჩადენის შედეგად მიღებული სახსრებით. ვინაიდან, დანაშაულისა და მისგან მიყენებული ზიანის ფაქტი სასამართლოს კვლევის საგანს არ წარმოადგენს და საქმეზე დადგენილი არ ყოფილა, აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ აღსრულების საგანია მთლიანად დაყადაღებული ქონება, ანუ მოსარჩელის წილიც, სამართლებრივად დაუსაბუთებელია (სუსგ საქმე №ას-927-877-2015, 16 თებერვალი, 2016 წელი). 4.7. პალატა განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს, მხოლოდ მოვალის იმ ქონებიდან, რომელზეც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შეიძლება მიექცეს აღსრულება. ამ კანონის 61-ე მუხლის მიხედვით, უძრავ ქონებაზე აღსრულებას ექვემდებარება მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები და საჯარო რეესტრში შეტანილ უძრავ ქონებაზე საერთო საკუთრების წილი. ვინაიდან, მოსარჩელე დაყადაღებული ქონების ½ ნაწილის მესაკუთრეა და არ არსებობს მისი კუთვნილი წილის დაყადაღების სამართლებრივი საფუძველი, სახეზეა სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლების დაუშვებელი შეზღუდვა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საკუთრების უფლების ხელშეუვალობაზე და ამ თვალსაზრისით საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე მითითება მართებულია. 4.8. სააპელაციო საჩივრის თანახმად, აპელანტის ერთ-ერთი პრეტენზია მიმართულია მასზედ, რომ კრედიტორის წინაშე ი.მ ,,ი----- ჭ------–---–ის“ ვალდებულება- საგადასახადო დავალიანება წარმოიშვა საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე, რაც გამორიცხავდა ამ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ყადაღადადებული ქონების გათავისუფლებაზე, დავის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვის შესაძლებლობას. ამ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო აღიშნავს, მართალია, სადავო ქონებაზე ყადაღის დადება განხორციელდა საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე, რაც საჯარო მართლწესრიგის სფეროს განეკუთვნება, თუმცა მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივი რეჟიმის შეფასება წარმოადგენს კერძოსამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას. ამდენად, ქონებაზე ყადაღის დადების სამართლებრივი საფუძველი ვერ შეცვლის თანასაკუთრებასთან დაკავშირებით დავის სამართალწარმოების წესს და ვერ აქცევს მას ადმინისტრაციული დავის კატეგორიად (სუსგ საქმე №ას-1426-1346-2017, 02 მარტი 2018 წელი; საქმე №ას-569-540-2015, 1 ივლისი 2016 წელი). 4.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც თ----- გ---------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ სსიპ შ--------–---- სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ლ" ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია საგადასახადო ორგანოები – ყველა საქმეზე; სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები, – სარჩელებზე მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახადების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, თ----- გ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მიუხედავად იმისა, რომ "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ლ" ქვეპუნქტის თანახმად, ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია სსიპ შ--------–---- სამსახური (მოპასუხე), სსკ-ის 53.1 მუხლის თანახმად, იგი ვალდებულია დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოსარჩელეს აუნაზღაუროს სარჩელთან დაკავშირებით წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟი. ამდენად, აპელანტის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ საპროცესო ხარჯების ანაზღაურება, გაზიარებული ვერ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ლ" ქვეპუნქტის შესაბამისად, არ არსებობს აპელანტი სსიპ შ--------–---- სამსახურისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სააპელაციო წარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სსიპ შ--------–---- სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 3- დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე