განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015001139833
საქმე№2ბ/2962-17
თ---–--ის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი 2018 წელი თ---–--ი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ეკატერინე ცისკარიძე
მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი, ლევან გვარამია
სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი
აპელანტი - ნა-----------–---–ი, მა------------–---–ი
წარმომადგენელი - ია--------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე – გი----------------–---–ი
წარმომადგენელი - ალ-----------–--–-----–---–ი
დავის საგანი - მესაკუთრედ აღიარება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნა-----------–---–ის (პირადი N0----------) და მა------------–---–ის (პირადი N0----------) სარჩელი მოპასუხე გი----------------–---–ის მიმართ:
1.1. ცნობილ იქნა ნა-----------–---–ი (პირადი N0----------) ჰა--–-------------–---–-ს სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე თ---–----------–-----–-------------------–-------------–--------------------------------–--------ზე, საკადასტრო კოდით 0----------------------, ერთი მესამედი ნაწილის მესაკუთრედ;
1.2. ცნობილ იქნა მა------------–---–ი (პირადი N0----------) ჰა--–-------------–---–-ს სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე თ---–----------–-----–-------------------–-------------–--------------------------------–--------ზე, საკადასტრო კოდით 0----------------------, ერთი მესამედი ნაწილის მესაკუთრედ;
2. დაუბრუნდა ნა-----------–---–ს და მა------------–---–ს 2015 წლის 24 ივლისს ნა-----------–---–ის (პირადი №0----------) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით (საკრედიტო საგადახდო დავალება №-, სს ბანკი ,რ-------–---”, მიმღები: ქ. თ---–--ი, ”სახელმწიფო ხაზინა”, მიმღების ანგარიში 3--------- გადახდილი 1017 (ათას ასჩვიდმეტი) ლარიდან 745.68 (შვიდას ორმოცდახუთი ლარი და სამოცდარვა თეთრი) ლარი.
3. გათავისუფლდა მოპასუხე გი----------------–---–ი (პირადი №0----------) მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1.1. ნა-----------–---–ი და მა------------–---–ი ჰა--–-------------–---–-ს გარდაცვალებამდე და მას შემდეგაც ცხოვრობდნენ, ამჟამადაც ცხოვრობენ სადავო საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თ---–----------–-----–-------------------–-------------–--------------------------------–--------ზე. მა------------–---–ის რეგისტრირებულია აღნიშნულ მისამართზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
_ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
_სსგს თ---–--ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2----–-–--------------–-----–--------------–---------------------------- (ს.ფ. 34-35);
_მოწმეების ნ-----------–---–ის და ი----------–----------ას ჩვენება (სასამართლო სხდომის ოქმი).
2.1.2. ჰა--–-------------–---–- გარდაცვალებამდე ცხოვრობდა მოპასუხე გი----------------–---–თან ერთად მისამართზე თ---–--ი, თ-----------------–----------- N-. გი----------------–---–ს ჰა--–-------------–---–-ს გარდაცვალებამდე ან მისი გარდაცვალების შემდეგაც არ უცხოვრია საცხოვრებელ სახლში (მდებარე თ---–----------–-----–-------------------–-------------–--------------------------------–--------ზე), ამ ქონების ფლობასა და სარგებლობას მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
_ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
_მოწმეების ნ-----------–---–ის და ი----------–----------ას ჩვენება (სასამართლო სხდომის ოქმი).
2.1.3. მა-–--------------–---–ი გარდაცვალებამდე ფაქტობრივად ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე მისამართზე თ---–----------–-----–-------------------–-------------–--------------------------------–--------ზე. იგი რეგისტრირებული იყო ამავე მისამართზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
_ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
_სსგს თ---–--ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2----–-–--------------–-----–--------------–---------------------------- (ს.ფ. 32-33);
_სს ,-----–--ს“ და მა-–--------------–---–ს შორის 2010 წლის 11 იანვარს დადებული ხელშეკრულება-შეთანხმება დავალიანების დაფარვის შესახებ (ს.ფ. 36)
2.1.4. ჰა--–-------------–---–-ს დანაშთ სამკვიდროზე, მდებარე თ---–----------–-----–-------------------–-------------–--------------------------------–--------ზე), საკადასტრო კოდი 0----------------------, ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობა არ არის გაცემული;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
_ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი).
2.1.5. 2002 წლის 25 სექტემბერს ჰა--–-------------–---–-ს დანაშთ სამკვიდროზე (მდებარე თ---–--ი, თ-----------------–----------- N-) გი----------------–---–ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა ნა-----------–---–ს და მა------------–---–ს სადავო არ გაუხდიათ. მოსარჩელეებს მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო მასაში შემავალ აღნიშნულ ქონებაზე პრეტენზია არ გამოუთქვამთ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
_ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2.1. ჰა--–-------------–---–- გარდაიცვალა 2----–-–----------------ს, შესაბამისად, ამავე დღეს გაიხსნა სამკვიდრო. მას დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები: მეუღლე იზ---–-----–--–-ა, შვილები მა------------–---–ი, მა-–--------------–---–ი და გი----------------–---–ი.
იზ---–----–--–-ა გარდაიცვალა 2----–-–----------ს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ჯვარის ს/საბჭო წ--–------ის რ/მმაჩის განყოფილების მიერ 1----–-–---------–--ს გაცემული ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 21);
_ჯვარის ს/საბჭო წ--–------ის რ/მმაჩის განყოფილების მიერ 1----–-–---------–--ს გაცემული მა------------–---–ის დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერიN1 (ს.ფ. 19);
_ჯვარის ს/საბჭო წ--–------ის რ/მმაჩის განყოფილების მიერ 1----–-–---------–--ს გაცემული მა-–--------------–---–ის დაბადების მოწმობა, აქტის ცანაწერი N--- (ს.ფ. 20).
_გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N---- (ს.ფ. 16);
_სსგს თ---–--ის სამოქალაქო რეესტრის სამსახაურის მიერ 2----–-–------------ს გაცემული გარდაცვალების მოწმობა N0---------4, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 17).
2.2.2. ჰა--–-------------–---–-ს დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე შემდეგ მისამართებზე: თ---–--ი, თ-----------------–----------- N- და თ---–----------–-----–-------------------–-------------–--------------------------------–--------ზე);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_2----–-–------------------ მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავ ქონებაზე მდებარე მისამართზე თ---–--ი, თ-----------------–------------2 (ს.ფ. 31);
_საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2----–-–---------------ს მომზადებული ამონაწერი უძრავ ქონებაზე, თ---–----------–-----–-------------------–-------------–--------------------------------–--------ზე, საკადასტრო კოი 0----------------------. (ს.ფ. 30).
_სს ,-----–--ის“ ქვითრები (ს.ფ. 50-53).
2.2.3. 2----–-–----------------ს გარდაცვლილ ჰა--–-------------–---–-ს დანაშთი სამკვიდროს ნაწილზე, კერძოდ, უძრავ ნივთზე მდებარე მისამართზე თ---–--ი, თ-----------------–------------2, 2----–-–-----------------ს სამკვიდრო მოწმობა გაიცა გი----------------–---–ის სახელზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_2----–-–-----------------ს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, საქმის N---- (ს.ფ. 27-29).
2.2.4. გი----------------–---–მა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი, მდებარე მისამართზე თ---–--ი, თ-----------------–------------2, 2002 წლის 01 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა მ---------–-------–---–ზე. ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 2000 (ორი ათასი) ლარად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_2002 წლის 01 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 22-26).
2.2.5. მა------------–---–მა და მა-–--------------–---–ის მინდობილმა პირმა ნა-----------–---–მა 2012 წლის 08 მაისს მიმართეს ნოტარიუსს და მოითხოვეს 2----–-–----------------ს გარდაცვლილი ჰა--–-------------–---–-ს დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. აღნიშნულ პირებს სანოტარო მოქმედების შესრულებაზე ეთქვათ უარი იმ გარემოების გამო, რომ 2----–-–-----------------ს მამკვიდრებლის ჰა--–-------------–---–-ს სამკვიდროზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა გი----------------–---–ის სახელზე და ამ უკანასკნელმა არ განაცხადა თანხმობა სხვა მემკვიდრეების სამკვდროში ჩართვაზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_2012 წლის 08 მაისის დადგენილება სანოტარო მოქმედებათა შესრულებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 42).
2.2.6. მ--–---------------–---–ი გარდაიცვალა 2----–-–-----------------ს. მისი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის ნა-----------–---–ის სახელზე მა-–--------------–---–ის დანაშთ სამკვიდროზე 2015 წლის 30 მარტს გაიცა ზოგადი სახის სამკვიდრო მოწმობა. ნა-----------–---–მა საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსგს თ---–--ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2----–-–---------------------–-----–---------–---–--------–------------------, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 18);
_ 2-----–-–------------ს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1-------- (ს.ფ. 21).
2.2.7. შპს ,,ა-----------“-ს მიერ 2----–-–---------–---- მდგომარეობით ნა-----------–---–ის მოთხოვნის საფუძველზე განისაზღვრა უძრავი ქონების ღირებულება, რომლის მიხედვითაც უძრავი ნივთის, მდებარე თ---–----------–-----–-------------------–-------------–--------------------------------–--------ზე, საკადასტრო კოდი 0---------------------- ღირებულებამ შეადგინა 15 000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო უძრავი ქონების, მდებარე თ---–--ი, თ-----------------–----------- N-, საკადასტრო კოდი 1----------- ღირებულება განისაზღვრა 23 600 (ოცდასამი ათას ექვსასი) აშშ დოლარის ოდენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_შპს ,,ა-----------“-ს 2----–-–---------–---- აუდიტორული დასკვნა ქონების შეფასების შესახებ (ს.ფ. 43-45).
2.2.8. ჰა--–-------------–---–-ს პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეები არ შეთანხმებულან სამკვიდრო ქონების გაყოფის თაობაზე;
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.3.1. 6.1. - 6.2. მოსარჩელეებმა ნა-----------–---–მა და მა------------–---–მა სადავო ქონებაზე, მდებარე თ---–----------–-----–-------------------–-------------–--------------------------------–--------ზე, თანამესაკუთრედ აღიარება მოითხოვეს მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით. მოსარჩელეთა მითითებით, მოპასუხე გი----------------–---–მა, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ უკვე მიიღო სამკვიდრო ქონების ნაწილი და მას სადავო ქონებასთან მიმართებით მემკვიდრეობითი საფუძვლით უფლება აღარ გააჩნია.
დადგენილია, რომ ჰა--–-------------–---–- გარდაიცვალა 2----–-–----------------ს, შესაბამისად, ამავე დღეს გაიხსნა მისი სამკვიდრო. მას დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები: მეუღლე იზ---–----–--–-ა, შვილები მა------------–---–ი, მა-–--------------–---–ი და გი----------------–---–ი. იზ---–----–--–-ა გარდაიცვალა 2----–-–----------ს (3.2.1).
სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, 1. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. 2. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
სამოქალაქო კოდესის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.
სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. ამავე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობა მოქმედებს თუკი მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილადაა ცნობილი.
სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
ჰა--–-------------–---–-ს დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე შემდეგ მისამართებზე თ---–--ი, თ-----------------–----------- N- და თ---–----------–-----–-------------------–-------------–--------------------------------–--------ზე. (3.2.2).
სამოქალაქო კოდექსის 1500-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან.
საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 2----–-–----------------ს გარდაცვლილ ჰა--–-------------–---–-ს დანაშთი სამკვიდროს ნაწილზე, კერძოდ უძრავ ნივთზე მდებარე მისამართზე თ---–--ი, თ-----------------–------------2, გაიცა 2----–-–-----------------ს სამკვიდრო მოწმობა გი----------------–---–ის სახელზე (3.2.3). ამ უკანასკნელმა კი, საკუთრებაში რეგისტრირებული აღნიშნული ქონება 2002 წლის 01 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა მ---------–-------–---–ზე. ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 2000 (ორი ათასი) ლარად (3.2.3).
დადგენილია, რომ მოსარჩელეებს ნა-----------–---–ს და მა------------–---–ს სადავო არ გაუხდიათ მამკვიდრებლის ჰ---–--------------–---–ის დანაშთ სამკვიდროზე (მდებარე თ---–--ი, თ-----------------–----------- N-) გი----------------–---–ის სახელზე 2----–-–-----------------ს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (3.1.5). აღნიშნული მოწმობის არსებობის თაობაზე მათთვის ცნობილი გახდა 2012 წლის 08 მაისს ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედებათა შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებით (3.2.5). ამასთან, მოსარჩელეებს პრეტენზია არ განუცხადებიათ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ აღნიშნულ ქონებაზე, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ საცხოვრებელი ბინა მოიაზრებოდა ჰა--–-------------–---–-ს დანაშთ სამკვიდრო მასაში.
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა განმარტების მიხედვით, მა-–--------------–---–ი გარდაცვალებამდე ფაქტობრივად ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე მისამართზე თ---–----------–-----–-------------------–-------------–--------------------------------–--------ზე. იგი რეგისტრირებული იყო ამავე მისამართზე (3.1.2). მ--–---------------–---–ი გარდაიცვალა 2----–-–-----------------ს. მისი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის - მეუღლის ნა-----------–---–ის სახელზე მა-–--------------–---–ის დანაშთ სამკვიდროზე გაიცა ზოგადი სახის სამკვიდრო მოწმობა 2015 წლის 30 მარტს. ნა-----------–---–მა საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები (3.2.6).
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს. 3. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. 4. თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარს იტყვის სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ, ასეთი მოქმედება ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად.
სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით კი, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
მხარეთა შორის უდავოა, რომ ჰა--–-------------–---–-ს პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები, მა-–--------------–---–ი და მა------------–---–ი, მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების (მდებარე თ---–----------–-----–-------------------–-------------–--------------------------------–--------ზე) ფლობას და მართვას ფაქტობრივად შეუდგნენ, რაც მოწმობს, რომ მათ სამკვიდრო მიიღეს. მოპასუხე გი----------------–---–ი აღნიშნულ გარემოებას ეთანხმება და აღიარებს მოსარჩელეთა სადავო საცხოვრებელ სახლში უწყვეტად ცხოვრების ფაქტს.
მა-–--------------–---–ის გარდაცვალების შემდეგ კანონით განსაზღვრულ ვადაში, 2015 წლის 30 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობით პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, მეუღლემ ნ---------------–---–მა მიიღო სამკვიდრო ქონება. აღნიშნულის გარდა, როგორც მოწმეთა ჩვენებით დადგინდა, ნა-----------–---–ი და მა------------–---–ი ჰა--–-------------–---–-ს გარდაცვალებამდე და მას შემდეგაც ცხოვრობდნენ, ამჟამადაც ცხოვრობენ სადავო საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თ---–----------–-----–-------------------–-------------–--------------------------------–--------ზე. მა------------–---–ის რეგისტრირებულია აღნიშნულ მისამართზე (3.1.1). საწინააღმდეგო სახის გარემოებასა თუ შესაბამის მტკიცებულებაზე, მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ. ამასთან, სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება. აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც, მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. სამკვიდროს ქონების ფლობას და მართვას კი ადასტურებენ ისეთი გარემოებები, როგორიცაა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ორივე მოსარჩელის მიმართ აქვს ადგილი და აღნიშნული არ წარმოადგენს მხარეთა შორის სადავო გარემოებას.
მოსარჩელეებს, ნა-----------–---–ს და მა------------–---–ს, ფაქტობრივი დაუფლების წესით მიღებული აქვთ სადავო სამკვიდრო ქონება, რომელიც მდებარეობს მისამართზე თ---–----------–-----–-------------------–-------------–--------------------------------–--------ზე. ამასთან, ვინაიდან, მოსარჩელეებმა ფაქტობრივი დაუფლების წესით მიიღეს მამკვიდრებლის ჰა--–-------------–---–-ს სამკვიდროს ნაწილი, ითვლება, რომ მათ მთლიანად მიიღეს სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. შესაბამისად, მოსარჩელეებს მემკვიდრეობით სამართლებრივი საფუძვლით უფლება აქვთ მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდროს დანარჩენ ნაწილზეც.
საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ა-----------“-ს 2----–-–---------–---- ქონების შეფასების შესახებ აუდიტორული დასკვნის მიხედვით, უძრავი ნივთის, მდებარე თ---–----------–-----–-------------------–-------------–--------------------------------–--------ზე, საკადასტრო კოდი 0---------------------- ღირებულებამ შეადგინა 15 000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო უძრავი ქონების, მდებარე თ---–--ი, თ-----------------–----------- N-, საკადასტრო კოდი 1----------- ღირებულება განისაზღვრა 23 600 (ოცდასამი ათას ექვსასი) აშშ დოლარის ოდენობით (3.2.7).
მოსარჩელეთა მითითებით, ვინაიდან მოპასუხე გი----------------–---–ის მიერ 2----–-–-----------------ს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიღებული სამკვიდრო ქონება (მდებარე თ---–--ი, თ-----------------–----------- N-) უფრო მეტი საბაზრო ღირებულების მქონეა, ვიდრე სადავო უძრავი ქონება, მოპასუხე მხარეს არ გააჩნია მემკვიდრეობით სამართლებრივი უფლება მამის დანაშთ ქონების ამ ნაწილზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე გი----------------–---–ის მიერ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო მასაში შემავალ საცხოვრებელში ცხოვრების ფაქტი და შემდეგ დანაშთი სამკვიდროს ნაწილზე სამკვიდრო მოწმობის მიღებით, მან მთლიანად მიიღო მამის ჰა--–-------------–---–-ს სამკვიდრო, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი დანაწესისა. ამ შემთხვევაში, არ უნდა მიენიჭოს მნიშვნელობა იმ გარემოებას, ცხოვრობდა თუ არა ფაქტობრივად მოპასუხე მხარე სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე თ---–----------–-----–-------------------–-------------–--------------------------------–--------ზე.
სამოქალაქო კოდექსის 1452-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს გაყოფა ხდება სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეების შეთანხმებით იმ წილის კვალობაზე, რაც თითოეულ მათგანს კანონით ან ანდერძით ერგებათ.
სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით დადგენილია უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა გარიგების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, უძრავი ნივთის შესაძნეად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
დადგენილია, რომ მამკვიდრებლის ჰა--–-------------–---–-ს დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე თანაბარი წილის უფლებით კანონისმიერი მემკვიდრეობითი უფლებით სამართლებრივი პრეტენზიის განცხადების უფლება აქვთ მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს: ნა-----------–---–ს (მა-–--------------–---–ის I რიგის მემკვიდრეს), მა------------–---–ს და გი----------------–---–ს. ის გარემოება, რომ გი----------------–---–მა, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ უკვე განკარგა ჰა--–-------------–---–-ს დანაშთი სამკვიდროდან მიღებული ქონების ნაწილი, არ უკარგავს მოპასუხეს დარჩენილ სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრეობის უფლებას.
მოსარჩელეებმა ნა-----------–---–მა და მა------------–---–მა ვერ უზრუნველყო თავიანთ მხარეს არსებული მტკიცების სათანადოდ რეალიზება და ვერ წარადგინეს სათანადო მტკიცებულებები. ამდენად, სასამართლო სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა პოზიციას პირველი რიგის მემკვიდრეებს შორის მამკვიდრებლის ჰა--–-------------–---–-ს დანაშთი ორი უძრავი ნივთის გაყოფის თაობაზე არსებული შეთანხმების შესახებ. ამდენად, იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო უძრავი ქონება მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით ეკუთვნით მხოლოდ მოსარჩელეებს თანაბარი წილის უფლებით, საქმეზე წარმოდგენილი არ არის. ამასთან, მოპასუხე გი----------------–---–ი რაიმე სახით სამკვიდროს გაყოფას უარყოფს და აღიარებს თითოეული მოსარჩელის მემკვიდრეობით სამართლებრივ უფლებას სამკვიდრო ქონების (მდებარე თ---–----------–-----–-------------------–-------------–--------------------------------–--------ზე) ერთ მესამედ ნაწილზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილ გარემოებათა შეფასებისა და სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მოსარჩელეებს ნა-----------–---–სა და მა------------–---–ს უფლება აქვთ სადავო სამკვიდრო ქონებაზე არა სრულად, არამედ მის ნაწილზე. კერძოდ, თითოეულის წილის ოდენობა 2----–-–----------------ს გარდაცვლილი ჰა--–-------------–---–-ს დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან უნდა განისაზღვროს ერთი მესამედით.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1. აპელანტის განმარტებით, ჰა--–-------------–---–-ს და მისი მეუღლის - იზ---–----–--–-ას გარდაცვალების ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე სამკვიდროს მიღების ფაქტს მხარეები უდავოდ მიიჩნევენ, თუმცა სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია.
3.1.2 . აპელანტის განმარტებით, გაუგებარია დადგენილ სადავო გარემოებად ისეთი ფაქტების მიჩნევა, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. მამკვიდრებლის მიერ დატოვებული უძრავი ქონება ღირებულებით ჯამში შადგენს 38600 აშშ დოლარს. ყველა ფაქტობრივი გარემოება დადსტურებულია უტყუარი მტკიცებულებით და მოპასუხესაც არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდია.
3.1.3. აპელანტის განმარტებით, გი----------------–---–ის მიერ მიღებული სამკვიდრო ქონება მდებარე: თ-----------------–------- #--ში სამკვიდრო მოწმობის მიხედვით შეფასებულია 30000 ლარად, რასაც სამართლებრივი შეფასება არ მისცემია. კანონისმიერი მემკვიდრეები სამკვიდრო ქონების გაყოფაზე, რომ არ შეთანხმებულან სწორედ ამიტომ მიმართეს სასამართლოს. დავის საგანს წარმოადგენდა ორი უძრავი ქონება, რომელიც უნდა განაწილებულიყო სამ მემკვიდრეზე: გი----------------–---–ზე, რომელსაც მიღებული აქვს კუთვნილი წილი თ-----------------–------- #--ში მდებარე სამკვიდრო ქონება, რომელიც აუდიტის მიერ შეფასებულია 23000 აშშ დოლარად, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიღებული და გასხვისებული, ხოლო მოსარჩელეებს ფაქტობრივი ფლობით მიღებული და დადგენილი წესით გადასაფორმებელი მეორე უძრავი ქონება მდებარე აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე, შეფასებული 15600 აშშ დოლარად.
3.1.4. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მემკვიდრეებზე 1/3 წილის მიკუთვნების თაობაზე, რადგან მოპასუხემ მიიღო და განკარგა ჰა--–-------------–---–-ს დანაშთი სამკვიდროდან მიღებული ქონების ნაწილი, რომელიც მის კუთვნილ 1/3 ნაწილზე მეტია და დარჩენილი სამკვიდრო ქონება თითოეულ მოსარჩელეს ეკუთვნის ½ წილის ოდენობით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
4.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა საქმის მასალების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
4.1.1. ჰა--–-------------–---–- გარდაიცვალა 2----–-–----------------ს; მას დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები: მეუღლე იზ---–-----–--–-ა, შვილები მა------------–---–ი, მა-–--------------–---–ი და გი----------------–---–ი.
4.1.2. იზ---–----–--–-ა გარდაიცვალა 2----–-–----------ს, ხოლო მა-–--------------–---–ი გარდაიცვალა2----–-–----------------ს. მოსარჩელე ნა-----------–---–ი არის მა-–--------------–---–ის მეუღლე;
4.1.3. ჰა--–-------------–---–-ს დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე შემდეგ მისამართებზე: თ---–--ი, თ-----------------–----------- N- და თ---–----------–-----–-------------------–-------------–--------------------------------–--------ზე);
4.1.4. ჰა--–-------------–---–-ს მემკვიდრეებმა მიიღეს სამკვიდრო: მ--–---- და მა------------–---–ები ჰა--–-------------–---–-ს გარდაცვალებამდე და მას შემდეგაც ცხოვრობდნენ, სადავო საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თ---–----------–-----–-------------------–-------------–--------------------------------–--------ზე. მოპასუხე გი----------------–---–ი მამკვიდრებელთან ერთად და მისის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა მისამართზე თ---–--ი, თ-----------------–----------- N-.
4.1.5. 2----–-–----------------ს გარდაცვლილ ჰა--–-------------–---–-ს დანაშთი სამკვიდროს ნაწილზე, უძრავ ნივთზე მდებარე მისამართზე თ---–--ი, თ-----------------–------------2, 2----–-–-----------------ს სამკვიდრო მოწმობა გაიცა გი----------------–---–ის სახელზე;
4.1.6. გი----------------–---–მა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი, მდებარე მისამართზე თ---–--ი, თ-----------------–------------2, 2002 წლის 01 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა მ---------–-------–---–ზე. ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 2000 (ორი ათასი) ლარად;
4.1.7. ჰა--–-------------–---–- გარდაცვალებამდე ცხოვრობდა მოპასუხე გი----------------–---–თან ერთად მისამართზე თ---–--ი, თ-----------------–----------- N-. გი----------------–---–ს ჰა--–-------------–---–-ს გარდაცვალებამდე ან მისი გარდაცვალების შემდეგაც არ უცხოვრია საცხოვრებელ სახლში (მდებარე თ---–----------–-----–-------------------–-------------–--------------------------------–--------ზე), ამ ქონების ფლობასა და სარგებლობას მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია;
4.1.8. უძრავი ნივთის, მდებარე თ---–----------–-----–-------------------–-------------–--------------------------------–--------ზე, საკადასტრო კოდი 0---------------------- ღირებულება შეადგენს 15 000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარს, ხოლო უძრავი ქონების, მდებარე თ---–--ი, თ-----------------–----------- N-, საკადასტრო კოდი 1----------- ღირებულება განისაზღვრა 23 600 (ოცდასამი ათას ექვსასი) აშშ დოლარით;
მოპასუხე არ ეთანხმება უძრავი ქონებების შეფასებას, რაც მოცემულია მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილ შპს ,,ა-----------ს“ 2----–-–---------–---- დასკვნაში, თუმცა საპირისპირო მტკიცებულბა არ წარმოუდგენია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, მხრეები ვალდებულია არიან სათანადოდ დასაბუთონ თავიანთი პოზიციის მართებულობა, რაც მათი მოთხოვნების დამადასტურებელი, კანონშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენის გზით უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ მხოლოდ ზეპირი მითითებით არ შემოიფარგლოს.
ამავე კოდექსის მე-4 მუხლით კი დაწესებულია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამგვარად, მოსარჩელე, ერთი მხრივ, ვალდებულია დაადასტუროს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა და, მეორე მხრივ, მას აქვს მტკიცებულებათა წარდგენის აბსოლუტური თავისუფლება, რაც სადავო ფაქტებს დაადასტურებს.
როგორც აღინიშნა, მოპასუხეს სადავო ნივთების ღირებულების განმსაზღვრელი, მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის საწინააღმდეგო შესაბამისი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მხოლოდ ზეპირი განმარტებანი კი საკმარისი არ არის წარმოდგენილი მტკიცებულების უარსაყოფად.
4.1.9.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. იმავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე. ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1469-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გაყოფის თაობაზე თანამემკვიდრეებს შორის შეუთანხმებლობისას დავას განიხილავს სასამართლო, რომელმაც ქონების გაყოფისას მხედველობაში უნდა მიიღოს გასაყოფი ქონების ხასიათი, თითოეული თანამემკვიდრის საქმიანობა და სხვა კონკრეტული გარემოებანი.
სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები.
მოცემულ შემთხვევაში უდაოდ დადგენილ ფაქტს წარმოადგენს, რომ ჰა--–-------------–---–-ს დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე შემდეგ მისამართებზე: თ---–--ი, თ-----------------–----------- N- და თ---–----------–-----–-------------------–-------------–--------------------------------–--------ზე); მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ თითოეულ მათგანს სამკვიდროს 1/3 ნაწილი ეკუთვნის.
სამოქალაქო კოდექსის 1452-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს გაყოფა ხდება სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეების შეთანხმებით იმ წილის კვალობაზე, რაც თითოეულ მათგანს კანონით ან ანდერძით ერგებათ.
მემკვიდრეთა შეთანხმებით შესაძლებელია მემკვიდრისათვის ქონების გამოყოფა იმ რაოდენობით, რაც არ შეესაბამება მის წილს. ვინაიდან მხარეთა შორის სამკვიდროს გაყოფაზე შეთანხმება არ არსებობდა, სამკვიდრო უნდა გაიყოს იმ წილის კვალობაზე, რაც თითოეულ მათგანს კანონით ერგებათ, სამოქალაქო კოდექსის 1469-ე მუხლის საფუძველზე.
რაიმე განსაკუთრებულ და კონკრეტულ გარემოებებზე, რაც გათალისწინებულია ხსენებული მუხლით და გავლენას იქონიებდა მემკვიდრეებს შორის სამკვიდროს გაყოფაზე, მხარეები არ მიუთითებენ. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ჰა--–-------------–---–-ს სამკვიდრო შედგებოდა ზემოთაღნიშნული ორი უძრავი ქონებისგან, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ მიიღო და განკარგა სამკვიდროში შემავალი უძრავი ნივთი, რომლის ღირებულება აღემატება დარჩენილი ქონების ღირებულებას, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მემკვიდრეთა წილების კვალობაზე (თითოეულს სამკვიდროს 1/3 ნაწილი ერგებოდა), მოსარჩელეებს უნდა მიეკუთვნოთ დარჩენილი სამკვიდრო ქონება და ნა-----------–---–ი და მა------------–---–ი ცნობილი უნდა იქნენ ჰა--–-------------–---–-ს სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე თ---–----------–-----–-------------------–-------------–--------------------------------–--------ზე, საკადასტრო კოდით 0----------------------, 1/2-1/2 ნაწილის მესაკუთრედ. სხვა განსაკუთრებულ გარემოებებზე, რაც გავლენას იქონიებდა მემკვიდრეებს შორის ქონების
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც ნა-----------–---–ი (პირადი N0----------) და მა------------–---–ი (პირადი N0----------) ცნობილი იქნენ ჰა--–-------------–---–-ს სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე თ---–----------–-----–-------------------–-------------–--------------------------------–--------ზე, საკადასტრო კოდით 0----------------------, ერთი მესამედი ნაწილის მესაკუთრედ და ნა-----------–---–ის და მა------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ვინაიდან სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ნა-----------–---–ი და მა------------–---–ი ცნობილი იქნენ სადაო უძრავი ქონების 1/2-1/2 ნაწილის მესაკუთრედ, შესაბამისად სასამართლო ხარჯებიც უნდა განაწილდეს შემდეგნაირად: გი----------------–---–ს, ნა-----------–---–ის და მა------------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 339 ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 490 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნა-----------–---–ის და მა------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
2.1. ნა-----------–---–ის და მა------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
- ნა-----------–---–ი და მა------------–---–ი ცნობილი იქნენ ჰა--–-------------–---–-ს სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე: თ---–--–--------–-----–--------------------–---------, საკადასტრო კოდით 0---------------------- ½-1/2 ნაწილის მესაკუთრეებად;
-
3. დაეკისროს გი----------------–---–ს ნა-----------–---–ის და მა------------–---–ის სასარგებლოდ 339 ლარის და 490 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: ეკატერინე ცისკარიძე
მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი
ლევან გვარამია