განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100118002430738
საქმე №1ბ/925-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ შმ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ნუ----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 11 ოქტომბერს, პირადი N0----------, საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: თ---–---------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ს---------------------------–---–-----ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის განაჩენით ნუ----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.
ნუ----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 15 მარტიდან 2018 წლის 10 მაისის ჩათვლით.
ნუ----------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 16 მარტს, დაახლოებით 23:30 საათზე, ს---------------------------–---------ში, ე. წ. ,,მაშნაარის’’ დასახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნუ----------–---–მა, საყოფაცხოვრებო კონფლიქტის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის დე-------------–---–ის თანდასწრებით, მეუღლეს მა-----------–---–ს ხელის სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით და თმების მოქაჩვით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ნუ----------–---–ის ძალადობრივი ხასიათის ქმედებების შედეგად მა-----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შმ------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვლოს, რადგან სასამართლომ ნუ------------–---–ისათვის სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის არის მუდმივი კონფლიქტი, ისინი დღემდე არ შერიგებულან და არსებობს ნუ----------–---–ის მხრიდან მეუღლეზე ძალადობის განმეორების საფრთხე, ნუ----------–---–მა იძალადა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მოცემულ შემთხვევაში ძალადობა ლახავს არა მხოლოდ დაზარალებულის ინტერესს, არამედ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესს და საფრთხეს უქმნის არასრულწლოვნის ნორმალურ ფსიქოლოგიურ განვითარებას, აღნიშნული გარემოებები ცხადყოფს მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იგი უნდა გამკაცრდეს.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ თა----------–---–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ჯე---–------–---–ის, ემ-----------–---–ის, ილ--------–---–ის, მე---------–---–ის, ოთ------------–---–ის, ჯე---–--------–---–ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს, რომ ნუ----------–---–ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ჰყავს მცირეწლოვანი შვილები, მისი თავისუფლებაში ყოფნის დროს არ დაფიქსირებულა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც მიუთითებს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირებამ უკვე გამოიღო შედეგი. ამასთან, იგი პატიმრობაში იმყოფებოდა თითქმის ორი თვის განმავლობაში, რაც პალატის აზრით, მისთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს. პალატას მიიჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებლი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ შმ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ნუ----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი.
ნუ----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 15 მარტიდან 2018 წლის 10 მაისის ჩათვლით.
ნუ----------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა 5000 ლარის ოდენობით, გადახდილი 15.05.2018 წელს სს ,,საქართველოს ბანკში’’ დაუბრუნდეს გირაოს გადამხდელს ნუ----------–---–ს, პ/ნ 0----------.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ ნუ----------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშეც, მსჯავრდებულ ნუ----------–---–ს აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.
საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა ნუ----------–---–მა დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.
ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თმის ღერები განადგურდეს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა ერთ ცალ დისკზე და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა ერთ ცალ კომპაქტ დისკზე შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე