განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002190410
საქმე №2ბ/1193-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 მაისი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი
სხდომის მდივანი _ ნატო მახარაშვილი
აპელანტი - მ----- გ------–---–ი
წარმომადგენელი - ს--------------–-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ მ--- ფ---–----–---–ი
წარმომადგენელი - ნ----–--------–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ--- ფ---–----–---–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხე მ-----ი გ------–---–ის მართლსაწინააღმდეგო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ბ-------------–----–-------------------, ბ------ ს/კ. 0----------------------- და იგი გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს - მ--- ფ---–----–---–ს.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1 უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, გამზირი ბ-------------–----–---------, ს/კ.
0----------------------- საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელე მ--- ფ---–----–---–ის სახელზე (იხ. ს.ფ. 17-18);
2.2 მოპასუხე მ-----ი გ------–---–ის მფლობელობაში იმყოფება მოსარჩელე მ--- ფ---–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, გამზირი ბ-------------–----–---------, ბ-------, ს/კ. 0-----------------------.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.3 სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170.1 მუხლზე, რომლის თანახმადაც, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
სასამართლომ განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172.1 მუხლი, რომლის თანახმადაც მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
აღნიშნული მუხლის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლომ მიუთითა, რომ მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უნდა ახორციელებდეს მფლობელობას.
სასამართლომ ასევე განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლები, რომელთა მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312.1 მუხლით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4.1 მუხლით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102.1 მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლომ ამავე გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 3.1.1 და 3.1.2 პუნქტების შესაბამისად, უდაოდ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, გამზირი ბ-------------–----–---------, ბ-------, ს/კ. 0----------------------- საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელე მ--- ფ---–----–---–ის სახელზე. სასამართლომ ასევე უდავოდ მიიჩნია, რომ მოპასუხე მ-----ი გ------–---–ის მფლობელობაში იმყოფება მოსარჩელე მ--- ფ---–----–---–ის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონება, შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელე მხარემ წარმატებით გაართვა თავი მის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთს. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლით ფლობს მოსარჩელის უძრავ ქონებას, მოდის მოპასუხეზე, რომელმაც არ მიუთითა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება და არ შეედავა მოსარჩელეს ფაქტების მითითებით, ასევე, სამართლებრივად მის მიერ დაკავებული უძრავის ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ მოთხოვნას. ამასთან, მოპასუხემ შესაგებელში, დავის დამატებით ფაქტობრივ გარემოებებში მიუთითა, რომ სადავო ბინის ფართი ბევრად მეტია, ვიდრე საჯარო რეესტრის ამონაწერშია მითითებულია, კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ბინის ფართი არის 45 კვ.მ. ხოლო, ფაქტობრივად ბინის ფართი არის 50 კვ.მ. რომლიდანაც ნაწილი უნებართვო მიშენებაა, თუმცა, სასამართლოს შეფასებით, აღნიშნულთან დაკავიშრებით, მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა. ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა მოსარჩელის უძრავ ქონებას და მოპასუხე მხარის მიერ ფართის სხვაობასთან დაკავშირებით მითითებული ფაქტობრივი გარემოება, ასეთი რომც დადასტურებულიყო, ზეგავლენას ვერ მოახდენდა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას, რის გამოც, სასამართლომ სარჩელი დასაბუთებულად ჩათვალა და სრულად დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტი მ----- გ------–---–ი არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებას, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ უდავოდ არ მიიჩნია ის ფაქტი, რომ მ--- ფ---–----–---–ის სახელზე რიცხული ქონება ნაკლებია მ----- გ------–---–ის მფლობლობაში არსებულ ქონებაზე.
აპელანტმა ასევე განმარტა, რომ მ--- ფ---–----–---–ი იყო კრედიტორი, რომლის მიმართაც ფულადი ვალდებულება გააჩნდა მ----- გ------–---–ს, რომელსაც გაუუარესდა ფინანსური მდგომარეობა, ხოლო მ--- ფ---–----–---–მა, როგორც კრედიტორმა ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება, რათა ხელში ჩაეგდო მ----- გ------–---–ის კუთვნილი ბინა.
აპელანტის შეფასებით, სასამართომ უმართებულოდ უგულებელყო ის გარემოება, რომ მ--- ფ---–----–---–ი თავის უფლებამოსილებას იყენებს ბოროტად. შესაბამისად, სასამართლომ სასამართომ გამოიყენა კანონი, რომელი უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორიად განმარტა იგი. კერძოდ, მ----- გ------–---–ის მფლობელობიდან ბინის გამოთხოვისას სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული ის ფაქტი, რომ ფაქტობრივი ფართის ოდენობა აღემატება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ოდენობას. ასევე,აპელანტის მითითებით, სასამართლომ ასევე არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა,კერძოდ სასამართლოს მიერ არ იქნა გამოყენებული საქალრთველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი, რომლითაც დარეგისტრირებულია მესაკუთრის მიერ მისი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების აკრძალვა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ მ----- გ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მ----- გ------–---–ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, გამზირი ბ-------------–----–---------, ს/კ. 0----------------------- საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელე მ--- ფ---–----–---–ის სახელზე.
- მოპასუხე მ-----ი გ------–---–ის მფლობელობაში იმყოფება მოსარჩელე მ--- ფ---–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, გამზირი ბ-------------–----–---------, ბ-------, ს/კ. 0-----------------------.
4.2. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ--- ფ---–----–---–ი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, დადგენილია, რომ აპელანტი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელებს, ამასთან, დადგენილია, რომ აპელანტის მიერ სადავოდ არაა გამხდარი უძრავი ნივთის მ--- ფ---–----–---–ის საკუთრებად აღრიცხვის უფლების დამდგენი დოკუმენტის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს N A----------------- განკარგულების კანონიერება, შესაბამისად, საჯარო რეესტრის ამონაწერის სიზუსტე, რის გამოც მ--- ფ---–----–---–ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, გამზირი ბ-------------–----–---------, ბ-------, ს/კ. 0-----------------------, დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული.
პალატის შეფასებით, რაც შეეხება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებული გარემობა, რომ სადავო უძრავი ქონების ფართობი რეალურად მეტია, ვიდრე აღნიშნული საჯარო რეესტრის ამონაწერითაა განსაზღვრული, გარდა აპელანტის მითითებისა, არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით. ასეც რომ იყოს, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით საცხოვრებელ სახლს, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისი, ბ-------------–----–---------------------ში, ბ--------ში, ს/კ. 0--------------------- ჰყავს მხოლოდ ერთი მესაკუთრე და სწორედ ის თხოვს აპელანტის გამოსახლებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
ამდენად, ვინაიდან სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები - (ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება), საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მ--- ფ---–----–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო და მ----- გ------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილიყო უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისი, გამზირი ბ-------------–----–---------, ბ-------, ს/კ. 0-----------------------.
საქმის მასალეით არც ის გარემოება დასტურდება, რომ მ--- ფ---–----–---–ი თავის უფლებამოსილებას იყენებს ბოროტად. როგორც აპელანტი უთითებს, მ--- ფ---–----–---–ი იყო კრედიტორი, რომლის მიმართაც ფულადი ვალდებულება გააჩნდა მ----- გ------–---–ს, რომელსაც გაუუარესდა ფინანსური მდგომარეობა, ხოლო მ--- ფ---–----–---–მა, როგორც კრედიტორმა ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება, რათა ხელში ჩაეგდო მ----- გ------–---–ის კუთვნილი ბინა. აპელანტის ეს მითითება ცხადყოფს, რომ მხარეთა შორის არსებობდა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც ბინა საკუთრებაშ გადაეცა კრედიტორს. მსგავსი დანაწესი გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან. მაგრამ თუ მოსარჩელის მიერ რომელიმე უფლება ბოროტად იქნა გამოყენებული, იგი უნდა დადასტრდეს საქმის მასალებით. მოცემულ შემთხვევაში მსგავსი ფაქტის დადგენა საქმის მასალებით არ ხერხდება.
პალატ მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ გახდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ისეთი უფლების ხელყოფის საფუძველი, როგორიცაა საკუთრების უფლება. პალატა განმარტავს, რომ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უნდა ხორციელდებოდეს კანონიერების ფარგლებში და არა კანონმდებლობის მოთხოვნათა, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ხარჯზე.
ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----- გ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1. მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ----- გ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია სულხანიშვილი