განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001843108
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2023-18 6 ივლისი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალა--ა
თავმჯდომარე – თამარ ალანია
მოსამართლეები – თამარ ზამბახიძე
ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი
I აპელანტი (შეგებებული სარჩელის ავტორები) - ლა---------------ნი, ლი-------–-–--ნი
წარმომადგენელი - ან--------------ნი, და----------–-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (თავდაპირველი მოსარჩელე) - მარ----–-------–ი
წარმომადგენელი - მა----------–----–---–ი
II აპელანტი - ნოტარიუსი ოლ--------–---–ი
წარმომადგენელი - ჯა----------ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება
I აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
II აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი თავდაპირველ სარჩელში - ნოტარიუსის დადგენილების ბათილად ცნობა და სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა
დავის საგანი შეგებებულ სარჩელში - სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოში მარ----–-------–მა სარჩელი აღძრა და ნოტარიუს ოლ--------–---–ის მიერ 2016 წ-–----- სექტემბერს გაცემული სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების N--------- ბათილად ცნობა; ნოტარიუს ოლ--------–---–ის მიერ 20/09/2016 წელს გაცემულ N1-------- სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა და მარ----–-------–ის (პ.ნ.0----------) მიერ, მემკვიდრეობით საკუთრებაში, 28/10/1993 წელს გარდაცვლილი აშ--------–-–---ის სახელზე რიცხული 1/2 ნაწილი უძრავი ქონებისა მდებარე მისამართზე ქ. თბ--–-----------------------------------–----------------------–--–---------–-------------------------------------------------------------- სრულად მიღების ფაქტის დადგენა მოითხოვა;
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. ლი-------–-–--ნმა და ლა---------------ნმა შეგებებული სარჩელი აღძრეს. ლი-------–-–--ნის მიერ 1993 წლის 2--------------- გარდაცვლილი აშ--------–-–---ის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის აღიარება და მამკვიდრებლის დანაშთი ქონების, მდებარე ქალაქ თ---–--–-----------------------–--–---------–--------------------------------------------------------------, 1/3 ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა; ლა---------------ნის მიერ 1993 წლის 2--------------- გარდაცვლილი აშ--------–-–---ის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის აღიარება და მამკვიდრებლის დანაშთი ქონების, მდებარე ქალაქ თ---–--–-----------------------–--–---------–--------------------------------------------------------------, 1/3 ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა მოითხოვეს;
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით მარ----–-------–ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ნოტარიუს ოლ--------–---–ის მიერ გაცემული 2016 წ-–----- სექტემბრის N--------- დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად იქნა ცნობილი; ასევე, ცვლილება შევიდა, ნოტარიუს ოლ--------–---–ის მიერ 20/09/2016 წელს გაცემულ N1-------- სამკვიდრო მოწმობაში და მიეთითა, რომ მარ----–-------–მა (პ.ნ.0----------) 2-------- წელს გარდაცვლილი აშ--------–-–---ის სახელზე რიცხული 1/2 ნაწილი უძრავი ქონებისა მდებარე მისამართზე ქ. თბი-–----------------------------------–----------------------–--–----- მემკვიდრეობით საკუთრებაში, სრულად, მიიღო. ნოტარიუს ოლ--------–---–ს (პ/ნ 3----------), ლი-------–-–--ნს (პ.ნ 01---------) და ლა---------------ნს (პ.ნ0----------), სოლიდარულად დაეკისროთ მარ----–-------–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ჩარიცხული თანხის, 100(ასი) ლარის და წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 1000 ლარის გადახდა დაეკისრათ; ასევე, ნოტარიუს ოლ--------–---–ს (პ/ნ 3----------), ლი-------–-–--ნს (პ.ნ 01---------) და ლა---------------ნს (პ.ნ0----------) სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მა------–-------–ის სარჩელზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 1430 ლარის გადახდა; ლი-------–-–--ნისა და ლა---------------ნის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ლი-------–-–--ნმა და ლა---------------ნმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და მათი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ასევე ნოტარიუსმა ოლ--------–---–მა მან დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით სადავოდ მხოლოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტები გახადა და ამ ნაწილში მისი ბათილად ცნობა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალა--ა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. აშ--------–-–---ი 1993 წლის 3--------------- გარდაიცვალა. გარდაცვალების მომენტისათვის მას კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები, მეუღლე - ტა----------–---ა, შვილები: ემ------–-–--ნი, მარ----–-------–ი (ქორწინებამდელი გვარი - კა-–-–--ნი), ლი-------–-–--ნი და ინ-ა კა-–-–--ნი (ტომი I, ს.ფ. 21-23, 26, 28, 31).
6. აშ--------–-–---ის გარდაცვალებისას მის სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონების მდებარე თბი-–-------------------------–--–------------------), ფართობი დოკუმენტით - 550, ½ ნაწილი. მთლიანი სახლთმფლობელობის მახასიათებელია: უ.დ.დოკუმენტით არსებული ფართი: ლიტერი „ა“, საერთო ფართით - 62.79 კვ.მ, საცხოვრებელი ფართით - 42.63 კვ.მ, დამხმარე ფართით - 20.16 კვ.მ, სარდაფი, ფართით - 20.90 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საერთო ფართი - 736 კვ.მ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემების თანახმად, ქალაქ თბილისის მთავრობის 2002 წლის 13 ივნისის N10.05.173 დადგენილების საფუძველზე, თბილისში, ზ---------- ქუჩას რე---------------ის სახელი მიენიჭა. აშ--------–-–---ი გარდაცვალებამდე რეგისტრირებული იყო და ფაქტობრივად დასახელებულ ქონებაში ცხოვრობდა (ტომი I, ს.ფ. 33, 36-37, 38-40).
7. მარ----–-------–ი 1971 წლის 11 თებერვლიდან რეგისტრირებულია მისამართზე თბ--–-------------------------–---------–--–----. მამის, აშ--------–-–---ის გარდაცვალებისას იგი სამკვიდრო ქონებაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა (ტომი I, ს.ფ. 34-35).
8. აშ--------–-–---ის გარდაცვალებისას მის სამკვიდრო ქონებაში მეუღლე - ტა--ი-------–-–--ნი (მა-–---ა) ცხოვრობდა. იგი 2003 წლის 20 მარტს გარდაიცვალა (ტომი I, ს.ფ. 24).
9. ლი-------–-–--ნი 1982 წ-–----- იანვრიდან რეგისტრირებულია მისამართზე ქ.თ---–---------------------------–------------------------------ტომი I, ს.ფ. 68-69).
10. ემ------------ნი 1993 წლის 21 აპრილიდან რეგისტრირებულია მისამართზე ქ.თ---–--------------------------------–------------------------ (ტომი I, ს.ფ. 70).
11. ემ------------ნი 2009 წლის 05 დეკემბერს გარდაიცვალა. მის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს ლა---------------ნი წარმოადგენს (ტომი I, ს.ფ. 27, 29).
12. ლა---------------ნი 1993 წლის 21 აპრილიდან რეგისტრირებულია მისამართზე ქ.თბ--–-------------------------–-----------–------------------------ (ტომი I, ს.ფ. 64-67).
13. ლა---------------ნმა 2010 წლის 28 აგვისტოს მარ----–-------–ის შვილიშვილი, მა------–------ლი მონათლა (მხარეთა ახსნა-განმარტება იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
14. საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობის გაცემის განცხადების დამოწმების შესახებ სანოტარო აქტის N1-------- მიხედვით, ნოტარიუს ოლ--------–---–ს 2016 წლის 14 ივნისს აშ--------–-–---ის სამკვიდრო ქონებაზე მოწმობის გაცემის მოთხოვნით შვილმა, მარ----–-------–მა მიმართა (ტომი I, ს.ფ. 20).
15. საქმეში წარმოდგენილი სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ ნოტარიუს ოლ--------–---–ის მიერ დადასტურებული სანოტარო აქტის N1-------- მიხედვით, 2016 წლის 14 ივნისს ინ-ა კა-–-–--ნმა განაცხადა, რომ მას აშ--------–-–---ის სახელზე რიცხული სამკვიდრო ქონება არც ქონების ფაქტობრივი დაუფლებითა და არც სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანით არ მიუღია. მას არ გააჩნია პრეტენზია აღნიშნულზე და არც მომავალში ექნება. მისთვის ცნობილია, რომ მარ----–-------–ი იღებს სამკვიდრო მოწმობას აღნიშნულ ქონებაზე (ტომი I, ს.ფ. 30).
16. საქმეში წარმოდგენილი ნოტარიუს ოლ--------–---–ის მიერ დადასტურებული სანოტარო აქტის მიხედვით N1--------, 2016 წლის 11 ივლისს, ლი-------–-–--ნმა და ლა---------------ნმა მიმართეს სანოტარო ორგანოს 1993 წლის 3--------------- გარდაცვლილი აშ--------–-–---ის სამკვიდრო ქონებაზე, სხვა თანამემკვიდრეებთან ერთად კუთვნილ წილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით (ტომი I, ს.ფ. 25).
17. 2----–-–----- სექტემბერს მარ----–-------–მა მემკვიდრეობით საკუთრებაში მიიღო 1/3 ნაწილი 28.10.1993 წ. გარდაცვლილი აშ--------–-–---ის სახელზე რიცხული უძრავი ქონებიდან (ტომი I, ს.ფ. 48-50).
18. საქმეში წარმოდგენილი ნოტარიუს ოლ--------–---–ის მიერ დადასტურებული სანოტარო აქტის მიხედვით N16-------, 2----–-–----- სექტემბერს მარ----–-------–მა მიმართა აშ--------–-–---ის დანაშთი ქონების დარჩენილ 2/3 ნაწილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით (ტომი I, ს.ფ. 52).
19. სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ დადგენილებით N---------, 27/09/2016წ, მარ----–-------–ს 1993 წლის 2--------------- გარდაცვლილი აშ--------–-–---ის ქონების 2/3 ნაწილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარი ეთქვა მანამ, სანამ არ იქნება წარმოდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილება მემკვიდრეების ლა---------------ნისა და ლი-------–-–--ნის მიერ აღნიშნული სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებაზე (ტომი I, ს.ფ. 51).
20. საქმეში წარმოდგენილი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ დადგენილებით N1--------- 27/09/2016წ, ლა---------------ნსა და ლი-------–-–--ნს აშ--------–-–---ის დანაშთი ქონებიდან მათ კუთვნილ წილებზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარი ეთქვათ მანამ, სანამ არ იქნება წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილება მემკვიდრეების მიერ სამკვდირო ქონების მიღებაზე ფაქტობრივი ფლობით (ტომი I, ს.ფ. 53-55).
21. სააპელაციო პალა--ა დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ლა---------------ნმა და ლი-------–-–--ნმა აშ--------–-–---ის სამკვიდრო მისი გარდაცვალებიდან ექვს თვეში ფაქტობრივი ფლობით მიიღეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო (ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან; სსკ-ის 1504-ე მუხლი) ამავე კოდექსის ძალადაკარგული ნორმა--იული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმა--იული აქტები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ურთიერთობების მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.
მოცემულ შემთხვევაში მამკვიდრებელი, აშ--------–-–---ი 1993 წლის 3--------------- გარდაიცვალა. შესაბამისად, სამკვიდრო ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე გაიხსნა. გამომდინარე იქიდან, რომ ურთიერთობის მონაწილეებს შორის არ არსებობს შეთანხმება, ერთმანეთს შორის ურთიერთობის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგების შესახებ, მათი ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს და სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები უნდა გადაწყდეს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) შესაბამისი ნორმებით.
პალა--ის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, სამკვიდრო გაიხსნა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ჩაითვლება აშ--------–-–---ის გარდაცვალების დღე - 1993 წლის 30 ოქტომბერი. დადგენილია, რომ სადავო უძრავ ქონებაში მდებარე: თბი-–-------------------------–--–------------------), ფართობი დოკუმენტით - 550, ½ ნაწილი, აშ--------–-–---ის გარდაცვალებისას მის სახელზე ირიცხებოდა და იგი გარდაცვალებამდე რეგისტრირებული იყო და ფაქტობრივად დასახელებულ ქონებაში ცხოვრობდა, შესაბამისად პალა--ა მიიჩნევს, რომ სადავო ბინა სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებას წარმოადგენს.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 539-ე მუხლით, მემკვიდრეობის გადასვლა ხდება კანონით ან ანდერძით. ამავე კოდექსის 544-ე მუხლის თანახმად, კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. კანონით მემკვიდრეობა, ანუ გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. განსახილველ შემთხვევაში გარდაცვლილის მიერ და--ოვებული ანდერძი საქმის მასალებში არ მოიპოვება, შესაბამისად, სახეზე გვაქვს კანონისმიერი მემკვიდრეობა.
მოცემულ შემთხვევაში, მამკვიდრებლის – აშ--------–-–---ი თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან – მეუღლე - ტა----------–---ა, შვილები: ემ------–-–--ნი, მარ----–-------–ი (ქორწინებამდელი გვარი - კა-–-–--ნი), ლი-------–-–--ნი და ინ-ა კა-–-–--ნი.
სამკვიდროს გახსნის დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, აგრეთვე როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება, ანუ აღნიშნული ნორმა იმპერა--იული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, სამკვიდროს ფაქტობრივ დაუფლებასთან მიმართებით არაერთხელ განმარტა, რომ სამკვიდროს მიღება, იურიდიული თვალსაზრისით, წარმოადგენს ცალმხრივი ნების გამოვლენას და სამართლებრივი შედეგის მისაღწევად მხოლოდ ნების არსებობა არ არის საკმარისი, რამდენადაც ნება შინაგანი, სუბიექტური კომპონენტია და იურიდიული ძალის მა--არებელი მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც დასრულდება მისი ობიექტურად შეცნობადად გამოხა--ვის პროცესი“. (საქმე Nას-421-398-2014 (b)).
22. პალა--ა განმარტავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც, თავის მხრივ, ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურდება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხა--ებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.
პალა--ის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეებს სამკვიდრო წილის მისაღებად ნოტარიუსისათვის კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავთ, თუმცა, ისინი ამტკიცებენ, რომ საკმვიდრო ქონება ფაქტობრივი დაუფლების გზით მიიღეს. კერძოდ, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მათ მფლობელობაში მოექცა, როგორც მამკვიდრებლის პირადი ასევე საოჯახო ნივთები, ასევე ისინი რეგულარულად მიდიოდნენ სადავო ბინაში.
პალა--ა ვერ გაიზიარებს ზემოაღნიშნულ აპელირებას და მას ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით სამკვიდროს მიღებად ვერ მიიჩნევს შემდეგი დასაბუთების გამო: იმისათვის, რათა მემკვიდრის მიერ კონკრეტული ნივთის/ნივთების მიღებით სამკვიდრო მიღებულად ჩაითვალოს, პირველ რიგში უტყუარად უნდა დადასტურდეს ის ფაქტი, რომ აღნიშნული ნივთები/ქონება მამკვიდრებლის გარდაცვალებისას სამკვიდრო მასაში შედიოდა. აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებით სადავო მოძრავი ნივთების მიმართ მამკვიდრებლის კუთვნილება არ დასტურდება ასევე, არ დგინდება მათი მემკვიდრეებისთვის გადაცემის კონკრეტული დროც. შესაბამისად აპელანტებმა, რომელთა მტკიცების ტვირთსაც აღნიშნულის მტკიცება წარმოადგენდა, სასამართლოს ვერ შეუქმნეს შინაგანი რწმენა, რომ პირადი მოხმარების ნივთები (სამაგრები, საათი, ჭურჭელი), მათ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს მიღების მიზნით და განზრახვით გადაეცათ.
გარდა ამისა, აპელანტები აცხადებდნენ, რომ ისინი მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, ხშირად მიდიოდნენ სადავო სახლში, რაც მათ სამკვიდროს მიღების ფაქტს ადასტურებდა. სააპელაციო პალა--ა აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ საქმეში უდავო გარემოებას წარმოადგენს ფაქტი მასზედ, რომ ლა---------------ნი 1993 წლის 21 აპრილიდან რეგისტრირებულია და ცხოვრობს მისამართზე: ქ.თბ--–-------------------------–-----------–------------------------. ასევე, ლი-------–-–--ნი 1982 წ-–----- იანვრიდან რეგისტრირებულია და ცხოვრობს მისამართზე ქ.თბი-–---------------------------–----------------------------. აპელანტებმა ზეპირი ახსნა-განმარტებით დაადასტურეს, რომ სადავო ქონება მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილს არ წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც აპელანტებს სადავო ქონებასთან მუდმივი საყოფაცხოვრებო კავშირი გაწყვეტილი ჰქონდათ და იქ არ გააჩნდათ საკუთარი ოთახი, ისინი სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით ვერ დაეუფლებოდნენ, რადგან სამკვიდროს დაუფლება მხოლოდ ნივთის დროებით ფლობას კი არ წარმოადგენს, არამედ შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის აუცილებელია, დანაშთ ქონებას მემკვიდრე ფლობდეს როგორც საკუთარს, შეუდგეს მის მართვასა და მოვლა-პა--რონობას განკარგოს იგი. ამასთანავე საყურადღებოა, თავად აპელანტების სააპელაციო საჩივარში ხსენებული გარემოებაც, რომლითაც აპელანტები აცხადებენ, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ ისინი დედას/ბებიას სისტემა--იურად „სტუმრობდნენ“, რაც რა თქმა , სამკვიდროს ფაქტორივ ფლობად ვერ იქნება მიჩნეული.
აღნიშნულ დასკვნას ასევე ამყარებს, აპელანტების ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებიც, კერძოდ, სააპელაციო საჩივარში და ასევე, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მათ განაცხადეს, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ ისინი ძალიან ხშირად მიდიოდნენ სადავო ბინაში, თუმცა 2003 წლიდან, მას შემდეგ რაც დედა გარდაიცვალა, მოწინააღმდეგე მხარე ყველა ღონეს ხმარობდა, რათა ისინი სამკვიდრო ქონებაში არ შეეშვა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ფაქტი მასზედ, რომ 2010 წლის 28 აგვისტოს ლა---------------ნმა მარ----–-------–ის შვილიშვილი, მა------–------ლი მონათლა. შესაბამისად, იმ პირობებში თუ სასამართლო გაიზიარებდა აპელანტების მითითებას მასზედ, რომ მარ----–-------–ი მათ სამკვიდრო ქონებაში არ უშვებდა და შესაბამისად, მათ შორის დაძაბული ურთიერთობები იყო, ასეთ პირობებში მათ მიერ ნათლობაში მონაწილეობის მიღება, ამ პოზიციას ნამდვილად ვერ გაამყარებს.
23. გარდა ზემოაღნიშნულისა სააპელაციო პალა--ა მიუთითებს, რომ ლა---------------ნი დანაშთი ქონების ფაქტობრივი ფლობის პირობებშიც კი, მამკვიდრებლის მემკვიდრედ ვერ იქნება მიჩნეული. საქმეში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ იგი მამკვიდრებლის შვილიშვილია. მამკვიდრებლის გარდაცვალებისას, 1993 წელს ცოცხალი იყო აპელანტის დედა ემ------------ნი, რომელიც 2009 წლის 05 დეკემბერს გარდაიცვალა. პალა--ა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ემ------------ნის მიერ, მისი სიცოცხლის განმავლობაში, მამის - აშ--------–-–---ის სამკვიდროს მიღების მიზნით რაიმე საჭირო მოქმედებები განხორციელდა. კერძოდ, საქმის მასალებით არ დგინდება მისი სიცოცხლის პერიოდში, რაიმე ისეთი მოქმედების განხორციელება, რაც სასამართლოს მისცემდა დასკვნის საფუძველს, რომ იგი დაეუფლა მამის სამკვიდროში შემავალ ქონებას. უფრო მეტიც, საქმეში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ემ------------ნი 1993 წლის 21 აპრილიდან რეგისტრირებული იყო მისამართზე ქ.თ---–--------------------------------–------------------------, და რომ იგი დაოჯახების შემდეგ სადავო ბინაში არ ცხოვრობდა. შესაბამისად საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, აღნიშნული, სააპელაციო პალა--ას აძლევს იმ პრეზუმფციის დაშვების საფუძველს, რომ ემ------------ნს, სამკვიდრო ქონებასთან გაწყვეტილი ჰქონდა სამეურნეო კავშირი, შესაბამისად, მის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების ფაქტი ვერ დადგინდება, რაც ლა---------------ნს ართმევს უფლებას იდავოს ბაბუამისის დანაშთ ქონებაზე.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალა--ა ადგენს, რომ აპელანტების ლა---------------ნისა და ლი-------–-–--ნის სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობების არ ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს ამიტომ, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
24. სააპელაციო პალა--ა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ნოტარიუს ოლ--------–---–ს მოსარჩელის მიმართ სასამართლო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება არა მართებულად დაეკისრა.
სააპელაციო პალა--ა მიიჩნევს, რომ ნოტარიუსმა დაიცვა მისთვის „ნოტარია--ის შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული მოვალეობები კერძოდ, ნოტარიუსმა 2----–-–----- სექტემბერს სამკვიდროს 1/3 ნაწილზე მარ----–-------–ის სასარგებლოდ სამკვიდრო მოწმობა გასცა. მან ნოტარიუსს 2----–-–----- სექტემბერს განმეორებით მიმართა და დარჩენილ 2/3 ნაწილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა მოსთხოვა. ნოტარიუსმა 2016 წ-–----- სექტემბრის N--------- დადგენილებით შეაჩერა აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება, იქამდე სანამ წარმოდგენილი არ იქნებოდა დანარჩელი პირველი რიგის მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. ასევე, ნოტარიუსის 2016 წ-–----- სექტემბრის N1-------- დადენილებით ლა---------------ნსა და ლი-------–-–--ნს უარი ეთქვათ მამკვიდრებლის სამკვიდროში მათ კუთვნილ წილებზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, იმ დრომდე სანამ მათ მიერ არ იქნებოდა წარდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილება მემკვიდრეების მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების თაობაზე.
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის“ 88-ე მუხლის თანახმად: თუ მემკვიდრემ, რომლის სასარგებლოდაც დარჩა წილი ღიად, ვერ დაადასტურა სამკვიდროს მიღების, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების ფაქტი და არც სასამართლომ გადაწყვიტა საქმე მის სასარგებლოდ, ასეთ დროს სამკვიდროს სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეს უფლება აქვს მიმართოს ნოტარიუსს განცხადებით დამა--ებითი სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. ხოლო ნოტარიუსმა უნდა გასცეს სამკვიდრო მოწმობა სამკვიდრო მოწმობა სამკვიდროს დარჩენილ წილზე შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. ამასთანავე, სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპა--იოდ იქნება მიჩნეული. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე მემკვიდრე ნოტარიუსის წინაშე სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს ვერ დაადასტურებს ან/და სამკვიდროს მიღების ვადა საპა--იო მიზეზით აქვს გაშვებული, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს სადავოდ გამხდარი უფლების დაცვის თაობაზე. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან ნათელია, რომ ნოტარიუსმა მასზე დაკისრებული ვალდებულებები კეთილსინდისიერად შეასრულა და მოსარჩელეს სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე სამკვიდროს 2/3-ზე მოწმობის გაცემაზე უარი უთხრა. პალა--ა მიიჩნევს, რომ მის ქმედებას არცერთი მოდავე მხარისთვის ზიანი არ გამოუწვევია, პირიქით მან კანონით დაკისრებული მოვალეობების ფარგლებში მემკვიდრეთა უფლებები დაიცვა. ზემოაღნიშნულის შესაბამისად სააპელაციო პალა--ა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნოტარიუს ოლ--------–---–ს სოლიდარულად სასამართლო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება არ უნდა დაკისრებოდა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლს, რომლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. როდესაც სახეზეა მოპასუხეთა სიმრავლე და მათგან მხოლოდ ერთი (რამდენიმე) არის არასათანადო მოპასუხე, სასამართლომ ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა თქვას. ამასთანავე, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისას საპროცესო ხარჯების ანაზღაურება მხოდოდ „წაგებულ“ მხარეს ეკისრება. შესაბამისად, ვინაიდან სააპელაციო პალა--ა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ნოტარიუსის ქმედება იყო კანონიერი, იგი „წაგებულ“ მხარედ ვერ მიიჩნევა ამიტომ, მისთვის სოლიდარულად საპროცესო ხარჯების დაკისრების სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობდა.
25. სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი პრინციპი არსებობს. სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
პალა--ა მიიჩნევს, რომ მოცემული კა--ეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება. შესაბამისად ლა---------------ნისა და ლი-------–-–--ნის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადენდა იმ ფაქტების დადასტურება, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში მათ სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობის გზით მიიღეს. საგულისხმოა, რომ გარკვეული მოძრავი ნივთების სურათების წარმოდგენა, იმ პირობებში როდესაც მათი მამკვიდრებლის მიმართ კუთვნილება, ნივთების გადაცემის კონკრეტული დრო და შესაბამისად მათი სამკვიდრო მასაში შესვლა საქმის მასალებით არ დასტურდება, მათ მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამადასტურებელ რელევანტურ და წონად მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული.
სააპელაციო პალა--ა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმისწარმოებისას დაკითხული მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე. პალა--ის შეხედულებით, მათ ვერ დაადასტურეს კანონით დადგენილ ვადაში (მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში) სამკვიდროს ნაწილის - მოძრავი ან უძრავი ნივთების სახით, აპელანტების მიერ ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი. პალა--ა განმარტავს, რომ სადავო გარემოების დასადასტურებლად მოწმეთა ჩვენებების გაზიარებისათვის აუცილებელია, რომ ისინი მიუთითებდნენ იმ ფაქტის უშუალოდ ცოდნასა და თვითხილვაზე, რაზეც აპელანტი ამყარებს თავის მოთხოვნას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტებმა ლა---------------ნმა და ლი-------–-–--ნმა კანონით მათთვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლიეს და მათი მოთხოვნის მართებულობა სასამართლოს წინაშე ვერ დაადასტურეს. რაც შეეხება მეორე აპელანტ ნოტარიუს ოლ--------–---–ს მან კვალიფიციური სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით დაადასტურა მისი სანოტარო მოქმედებების კანონიერება, აღნიშნული მტკიცების გასაბათილებლად კი მოწინააღმდეგე მხარეს შედავება არ განუხორციელებია.
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალა--ამ დაადგინა, რომ ლა---------------ნისა და ლი-------–-–--ნის სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივ წინაპირობებს რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო აპელანტი ნოტარიუსი ოლ--------–---–ის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულიღა, შესაბამისად იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, ლა---------------ნისა და ლი-------–-–--ნის მიერ სააპელაციო სასამართლოში ბაჟის სახით 2582 ლარია გადახდილი, რადგან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მათ მიერ გადახდილი ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად უნდა ჩაითვალოს. ხოლო მეორე აპელანტის ნოტარიუს ოლ--------–---–ს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით აქვს გადახდილი. მისი სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარეს მარ----–-------–ს ოლ--------–---–ის მიმართ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალა--ამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 47-ე, 48-ე, 53-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლა---------------ნისა და ლი-------–-–--ნის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ოლ--------–---–ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტები ნაწილობრივ:
3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
- მოპასუხეებს: ლი-------–-–--ნს (პ.ნ 01---------) და ლა---------------ნს (პ.ნ0----------), სოლიდარულად დაეკისროთ მარ----–-------–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ჩარიცხული თანხის, 100 ლარის და წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 1000 ლარის გადახდა;
- მოპასუხეებს: ლი-------–-–--ნს (პ.ნ 01---------) და ლა---------------ნს (პ.ნ0----------) სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მა------–-------–ის სარჩელზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 1430 ლარის გადახდა;
4. მარ----–-------–ს დაეკისროს ოლ--------–---–ის სასარგებლოდ მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი 150 ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალა--აში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პა--იმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე თამარ ალანია
მოსამართლეები თამარ ზამბახიძე ქეთევან მესხიშვილი