განაჩენი

სისხლის სამართლის 05.08.2018
საქმის ნომერი
330100118002445053
ინსტანცია
თარიღი
05.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100118002445053 - 1ბ/940-18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

07 აგვისტო, 2018წელი ქ. თბილისი

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: ო-----------–---–-------------------------- დაბადებული 1----–-–-- 23 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ--–-----------–-------–-----------–---------------------–-------------------–-------–-----------------------------------------------–--

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი);

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ო-----------–---–-- და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 06:00 საათზე, თბილისში, გლდანში, ხ------–---–-- ქ.N68-ში მდებარე, ინდ.მეწარმე ნ-----–-----–--- მაღაზიაში, ო-----------–---–-- ცივი იარაღის მსგავსი საგნის საკანცელარიო დანის პირის გამოყენებით, დაემუქრა ნ-------------- სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

იმავე პერიოდში, იმავე მაღაზიაში, ო-----------–---–-- სიცოცხლის მოსპობის მუქარა განახორციელა ლ---------------- მიმართ, კერძოდ, ო-----------–---–-- საკანცელარიო დანის პირის გამოყენებით, დაემუქრა ლ---------------ს მოკვლით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნ-------------- ეპიზოდი);

 

ო-----------–---–-- მხრიდან ზემოთ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად მხარეთა მიერ მიჩნეული იქნა პრეიუდიციად და რომელთა მიხედვითაც უტყუარად დადგენილია შემდეგი გარემოებები:

 

მოწმე ნ--------------- ჩვენებით დადგენილია, რომ მან გაიცნო ო-----------–---–-- მათ შორის ჩამოყალიბდა ნორმალური ურთიერთობა და გადაწყვიტეს ერთად ცხოვრება. 2018 წლის 02 იანვარს მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ო-----------–---–-- მას მარჯვენა ფეხი ჩაარტყა მუცელში, რის შედეგადაც იგი ჩაიკეცა, ურტყავდა ხელფეხს ტანის მიდამოში, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, შემდეგ ქამრით დაუწყო ცემა, თან პირზე აფარებდა ხელს და ეუბნებოდა რომ არ ეყვირა, თორემ მოკლავდა. ამოიღო პატარა დანა და არაბასრი მხრიდან გამოუსვა ყელში, თუმცა რაიმე დაზიანება არ მიუღია. 2018 წლის 10 აპრილს მას გზაზე დახვდა ო-----------–---–-- რომელიც იყო არაფხიზელ მდგომარეობაში ხელში ეკავა ლუდის ბოთლი, მან გატეხა აღნიშნული ბოთლი და ცდილობდა მის შეშინებას, ო-----------–---–-- იგი მიამწყვდია კედელზე, თუმცა მან შეძლო გაქცევა. 2018 წლის 11 აპრილს გამთენიისას მივიდა მასთან მაღაზიაში სადაც იგი მუშაობდა. მარჯვენა ხელი ჩაავლო, ხოლო მარცხენა ხელში ეკავა დანის მაგვარი ნივთი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ო------ს მისთვის დანა რომ არ დაერტყა მას იქ მყოფი ლ--------------- და ნ---- შ-----–-- მიეშველენ.

 

მოწმე ლ----------------- ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 აპრილს ო-----------–---–- მივიდა მაღაზიასთან და ემუქრებოდა ნ-------------- ყელის გამოჭრით. მსგავსი ქმედება ო-----------–---–-- მხრიდან განმეორდა სამჯერ. 2018 წლის 11 აპრილს დაახლოებით 06:40 საათზე ო-----------–---–- შევარდა მაღაზიაში და წაიწია ნ--------------კენ გინებით, ეძახდა რომ მოკლავდა, ჩაავლო ტანსაცმელში ხელი, მან დაინახა რომ ო-----------–---–ს ერთ ხელში ეჭირა დანისმაგვარი ნივთი, იგი წავიდა მისკენ დასახმარებლად და ნ-----–-----–--- დახმარებით გააშვებინა ხელი.

 

მოწმე ნ-----–-----–--- ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 აპრილს ო-----------–---–- მივიდა მაღაზიასთან, ემუქრებოდა ნ-------------- სიცოცხლის მოსპობით და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ო------------–---–- ხელში ეკავა დანა, იგი მივიდა ნ-----სთან ხელი ჩაავლო და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ო------ს დანა რომ არ დაერტყა ნ--------------ათვის ის და ლ--------------- შეეცადნენ ო------ს მარცხენა ხელის დაჭერას, რომელ ხელშიც მას ეკავა მჭრელი ნივთი.

 

მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარისგანხორციელების საფუძვლიანი შიში დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ლ---------------- ეპიზოდი);

 

აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:

 

მოწმე ლ---------------- ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 აპრილს ო-----------–---–- შევარდა მაღაზიაში, გაიწია ნ--------------კენ გინებით, ის და ნ---- შ-----–-- მიეშველნენ ნ--------------, რა დროსაც ო-----------–---–- მას მიუბრუნდა, მოუღერა დანა და უთხრა როდემდე აპირებდა ნ-------------- დაცვას, მასაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ვინაიდან ო----- ბ----–---–ი იყო ნასვამ მდგომარეობაში და არაადეკვატური თან დანით ხელში მისი მუქარა მან აღიქვა რეალურად და შეეშინდა.

 

მოწმე ნ-------------- ჩვენებით დადგენილია, 2018 წლის 11 აპრილს მასთან მივიდა ო----- ბ----–---–ი რომელსაც ხელში ეკავა დანისმაგვარი ნივთი და დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, ო-----ს მისთვის დანა რომ არ დაერტყა ლ---------------მ და ნ-----–-----–--- მას დაუკავეს მარცხენა ხელი, რომელ ხელშიც მას ეკავა დანა და ცდილობდნენ მის შეჩერებას. ო------ მიუბრუნდა ლენას და უთხრა როდემდე აპირებდა მის დაცვას და თან დაემუქრა ლ---------------ს სიცოცხლის მოსპობით, რაზეც თავისთავად შეეშინდა ლ---------------ს, ვინაიდან ო-----------–---–- იყო მჭრელი დანით მომარჯვებული.

 

მოწმე ნ-----–-----–--- ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 აპრილს ო-----------–---–- შევარდა მაღაზიაში, გაიწია ნ--------------კენ გინებით, რომელსაც ხელში ეჭირა დანა. ო-----------–---–- მივიდა ნ--------------თან მარჯვენა ხელი ჩაავლო და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ო-----------–---–ს დანა რომ არ დაერტყა ნ--------------ათვის ის და ლ--------------- ცდილობდნენ მის შეჩერებას, სწორედ ამ დროს ო------ მიუბრუნდა ლ---------------ს და უთხრა როდემდე აპირებდა ნ-------------- დაცვას და დაემუქრა ლ---------------ს სიცოცხლის მოსპობით, შეეშინდა ლ---------------ს, ვინაიდან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ო-----------–---–ს ხელში ეჭირა მჭრელი ნივთი.

 

ო-----------–---–-- პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ო-----------–---–-- დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებებით, რაც მხარეთა შეთანხმებით პრეიუდიციათ იქნა მიჩნეული არ ადასტურებს ო-----------–---–-- მხრიდან ზემოთ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას და ამასთან საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებები, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ო-----------–---–-- ჩაიდინა დანაშაული, რაც გამოიხატება სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი).

 

აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობისას პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით და მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, ელოდება ძალადობით ქმედებას. რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს და ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება.

 

აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის განხორციელების მიზანი,არამედ დაზარალებულში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა.თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა დაზარალებულს დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. ამავე დროს მხედველობაშია მისაღები დამმუქრებლის პიროვნება, ურთიერთ დამოკიდებულება დამნაშავესა და დაზარალებულს შორის, მისი არაერთგზისობა, პირის შეიარაღება მუქარის წარმოთქმისას და ა.შ. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მისი განხორცილების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტურ მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. უმოქმედებით ამ დანაშაულის ჩადენა შეუძლებელია.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ ო-----------–---–-- დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - დაზარალებულების: ნ--------------ა და ლ----------------, მოწმეების: ნ-----–-----–---ა და გ------- შ-----–--ს გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ო-----------–---–-- დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით; კრიმინალისტიკური ექსპერტიზის N----–- დასკვნით; ვიდეოფაილის დათვალიერების ოქმით, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია ო-----------–---–-- მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა, რაც გამოიხატა მის მიერ ნ--------------ა და ლ---------------- მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში.

 

მოცემულ შემთხვევაში ო-----------–---–-- მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა განხორციელებულია დაზარალებულების - ნ--------------ა და ლ---------------- მიმართ უშუალო დამუქრებით, იმ ფორმით, რამაც ორივე მათგანს გაუჩინა მისი რეალურად შესრულების შიში, რა დროსაც მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად გამიზნული იყო ბრალდებულის მხრიდან ამ მუქარის რეალიზაცია.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ო-----------–---–-- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ორი ეპიზოდი).

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ო-----------–---–-- ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ო-----------–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო ო-----------–---–-- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მან განახორციელა ფსიქიკურ ძალადობა ქალების მიმართ, რაც ადამიანის უფლების დარღვევა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფორმაა, რაც წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.

 

ო-----------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორ ეპიზოდში) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ლ---------------- ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, ხოლო სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნ-------------- ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ო-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით.

 

ამდენად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები კერძოდ, მსჯავრდებული აღიარებს, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, გათვალისწინებული იქნა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ო-----------–---–ს ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რაც დაკავშირებულია თავისუფლების აღკვეთასთან. ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ო-----------–---–--ათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენი, ო-----------–---–-- მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ,ნივთიერი მტკიცებულება - ო-----------–---–--გან ამოღებული საკანცელარიო დანის პირი განადგურდეს, ხოლო 2 (ორი) ცალი კომპიუტერული დისკი, რაც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ო-----------–---–-- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

3.ო-----------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ---------------- ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;

 

ო-----------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ-------------- ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ო-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

4. მსჯავრდებულ ო-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 11 აპრილიდან;

 

5. ნივთიერი მტკიცებულებები - ო-----------–---–--გან ამოღებული საკანცელარიო დანის პირი განადგურდეს, ხოლო 2 (ორი) ცალი კომპიუტერული დისკი, რაც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი