განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.07.2018
საქმის ნომერი
010210018002025809
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
30.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210018002025809

საქმე№2/ბ-699-18წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

30 ივლისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ნანა კალანდაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი - ზ---- თ---------ე

მოწინააღმდეგე მხარე - ა-- ჯ---–---–ი

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

1.აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სასამართლო განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება

2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2.1.სასარჩელო მოთხოვნა

2017 წლის 2- ივლისს ა-- ჯ---–---–მა (შემდგომში მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ბ------ის საქალაქო სასამართლოში ზ---- თ---------ის (შემდგომში მოპასუხე, აპელანტი მხარე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. (მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი- სსსკ-ის 172-ე მუხლი)

2.1.1.სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროს 20-7 წლის 31 მაისის №8----0-5/00- განკარგულების საფუძველზე ა-- ჯ---–---–ის საკუთრებაში დარეგისტრირდა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბ------ი, გამზირი ფ-------- ხ--–--–ი, შ------------, №1-, ბინა №1- საკადასტრო კოდი № 0----.2-. 1--. 0-----. მესაკუთრე ა-- ჯ---–---–ს ეზღუდება ნივთით სარგებლობის უფლება, რადგან მოპასუხე მხარე ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს მის საკუთრებაში არსებულ ქონებას, აღნიშნულით კი არსებითად ირღვევა კანონიერი მესაკუთრების საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებები.

2.1.2.მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.

2.3. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

1. ა-- ჯ---–---–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა:

 

1.1 მოპასუხე ზ---- თ---------ე გამოსახლებულ იქნა ა-- ჯ---–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, მდებარე ქ. ბ------ი, გამზირი ფ-------- ხ--–--–ი, შესახვევი შ------------, №1-, ბინა №1-, საკადასტრო კოდი № 0----.2-. 1--. 0-----. და დადგენილ იქნა აღნიშნული ფართის თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელე ა-- ჯ---–---–ზე ჩაბარება.

 

1.2 მოპასუხე ზ---- თ---------ეს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 120(ასოცი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება დააფუძნა შემდეგს:

 

2.3.1. 20-7 წლის 2- ივლისს ა-- ჯ---–---–მა სარჩელი აღძრა ბ------ის საქალაქო სასამართლოში ზ---- თ---------ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.

 

2.3.2 სარჩელი და თანდართული მასალები მოსარჩელის მიერ მოპასუხე ზ---- თ---------ეს ჩაბარდა პირადად 20-7 წლის 25 ოქტომბერს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილზე მოპასუხე ზ---- თ---------ის პირადი ხელმოწერით. (ს.ფ. 49) ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს გზავნილი ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-75-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

2.3.3. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეს აღნიშნული გზავნილით განემარტა, რომ ის ვალდებული იყო წერილობითი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე თავის მოსაზრებებთან ერთად წარმოედგინა სასამართლოსათვის სარჩელის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. ამასთან განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.

 

2.3.4. სასამართლოს მითითებით, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოს მიერ მოცემულ ვადაში არ წარმოუდგენია. ამასთან მოპასუხეს არ უცნობებია სასამართლოსათვის შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ.

 

2.3.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლზე, რომლის თა--ხმად მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 20--ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთა--ვე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

2.3.6. სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩათვალა, ამასთან მიიჩნია, რომ ასეთი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე, 170-ე, 172-ე მუხლების თანახმად იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და დაასკვანა, რომ გამოტანილი უნდა ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

2.3.8. სასამართლო გზავნილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე ზ---- თ---------ეს ჩაბარდა 20-8 წლის 2- თებერვალს (იხ.ს.ფ. 66)

 

2.3.9. 20-8 წლის 06 მარტს მოპასუხე ზ---- თ---------ემ საჩივრით მიმართა ბ------ის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების გა--ხლების მოთხოვნით.

 

2.3.9.1. მოპასუხე ზ---- თ---------ემ საჩივარში მიუთითა, რომ სახლი, რომელიც თავდაპირველად ირიცხებოდა მისი მამის-გივი თ---------ის სახელზე იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,ე-–-- კ-------დან“ გამოტანილი 1- 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხის უზრუნველსაყოფად. გარკვეულ პერიოდში იგი ყოვე-–--ვიურად იხდიდა 330 აშშ დოლარს, თუმცა ფინანსური კრიზისის გამო 2 თვის განმავლობაში ვეღარ შეძლო აღნიშნული თანხის გადახდა. სესხის აღებიდან 2 წლის შემდეგ აღნიშნული უძრავი ქონება მამამ გადაუფორმა მას. მას სესხის ძირი თანხაც და პროცენტიც გადახდილი აქვს, რისი დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი ინახება შპს ,,ე-–-- კ-------ში“. ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ შპს ,,ე-–-- კ-------ს“ გაურკვეველ სიტუაციაში აუქციონზე გაუყიდია მისი სახლი, სადაც იგი ა-- ჯ---–---–მა შეიძინა.

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, როდესაც ჩაბარდა სარჩელი , ამ პერიოდში და შემდგომაც იგი იყო ავად, რაც გრძელდებოდა ერთი თვე. საჩივარს თან ურთავს ბ------ის რეფერალური საავადმყოფოს ცენტრალური ლაბორატორიის მიერ 20-7 წლის 8 დეკემბერს გაცემულ ცნობას შარდის საერთო ა--ლიზის შესახებ და ექიმის დანიშნულებას. ს.ფ. 69-71)

 

2.3.10. ბ------ის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 09 მარტის განჩინებით საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად და საჩივრის განხილვის მიზნით 20-8 წლის 25 აპრილს 15:00 საათზე დაინიშნა შესაბამისი სხდომა.

 

2.3.1-. ბ------ის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 25 აპრილის განჩინებით ზ---- თ---------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

საჩივართან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

2.3.12. სასამართლომ განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასარჩელო განცხადება და თანდართული მასალები მოპასუხეს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და იგი სარჩელში მითითებულ მისამართზე პირადად ჩაბარდა 20-7 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. აღნიშნული გზავნილით მოპასუხეს მიეცა სარჩელის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა შეპასუხების შემოსატანად. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში არ წარმოუდგენია, ამასთან მოპასუხეს არ უცნობებია სასამართლოსათვის შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ.

 

2.3.13. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლზე, რომლის თანახმად მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 20--ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელში დაყენებული მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე, 170-ე, 172- ე მუხლების თანახმად იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას, სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.

 

2.3.14. სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები , ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა და განსახილველი საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმათა ანალიზის შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არ ყოფილა დარღვეული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი პუნქტი, რაც იქნებოდა საფუძველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და მიიჩნია, რომ ზ---- თ---------ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

3. 1.აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები

 

3.1.1. ბ------ის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებასა და ბ------ის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 25 აპრილის განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ მოპასუხე ზ---- თ---------ემ 20-0 წლის 14 ივნისს წარმოადგინა სააპელაციო საჩივარი,მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება. აღნიშნულ საპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი, რაც აპელანტის მიერ შევსებულ იქნა 1- ივლისს, რის შემდგომაც ასეთი მიღებულ იქნა განსახილველად.

 

3.1.2.აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ზ---- თ---------ე ნამდვილად იყო ავად და მას არ შეეძლო წარმოედგინა შესაგებელი. წარდგენილი მტკიცებულებები ავადმყოფობის შესახებ არ ჩათვალა საკმარისად, რაც არასწორია.

 

3.1.3.აპელანტის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო წარდგენილი შესაგებელი, სასამართლოს უფლება ქონდა ჩაენიშნა და არსებითად განეხილა საქმე.

 

3.1.4.საჩივრის ავტორის მითითებით, მას გადახდილი ქონდა თანხები, თუმცა მაინც გაუყიდეს ქონება, რის შესახებაც მას მიმართული აქვს განცხადებით პროკურატურაზე, რის შესახებაც საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

3.1.5. აპელანტის განმარტებით, იგი მოლაპარაკებაზე იყო მისული შპს ,,ე-–-- კ-------ში“ და ასევე შეხვდა ა-- ჯ---–---–ს. შპს ,,ე-–-- კ-------სთან“ საუბრის შემდგომ დადგინდა, რომ მისი დარჩენილი დავალიანება შეადგენდა 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარს, ამის გამო მოხდა ქონების რეალიზაცია და მყიდველი გახდა ა-- ჯ---–---–ი. შეხვედრაზე განიმარტა იმის თაობაზე, რომ თუ იგი გადაიხდიდა აღნიშნულ თანხას ა-- ჯ---–---–ი მას, როგორც თავდაპირველ მესაკუთრეს კვლავ გადაუფორმებდა საცხოვრებელ ბინას.

 

3.1.6.აპელანტის განმარტებით ბ------ის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწვეტილებისა და ასევე მისი ძალაში დატოვების შემდეგ შპს ,,ე-–-- კ-------ს“ წარმომადგენლებმა შეცვალეს მორიგების პირობა და ითხოვენ 10 000 (ათი ათას) აშშ დოლარს. ამდენად,აპელანტის მტკიცებით, სასამართლოს მოქმედებამ ხელი კი არ შეუწყო მორიგებას, არამედ ,,გააგულიანა“ (სტილი დაცულია) მოსარჩელე, რომელმაც სამართლის ენაზე დაუწყო საუბარი იმის შესახებ, რომ ბინა იყო მისი საკუთრება და რა ფასშიც სურდა, იმგვარად გაყიდდა.ა-- ჯ---–---–ი არის შპს ,,ე-–-- კ-------ს“ თანამშრომელი, რომელიც გამოიყენა კომანიამ თითქოსდა მან შეიძინა ბინა, სინამდვილეში კი მის უკან დგას შპს ,,ე-–-- კ-------“, რომელმაც თავდაპირველად მიცა სესხი ზ---- თ---------ეს. ამას კი ადასტურებს ისიც, რომ სასამართლო პროცესზე ა-- ჯ---–---–ს წარმოადგენდნენ შპს ,,ე-–-- კ-------ს“ იურისტები. მართალია, მოსარჩელეს სარჩელი ქონდა აღძრული უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვაზე, მაგრამ ეს იყო ის გამაფრთხილებელი ეტაპი რომელიც მოსარჩელემ გამოიყენა და ის ფიქრობდა, რომ იმ თანხაზე (3000 აშშ დოლარზე), რაზედაც პრეტენზია ჰქონდათ, მორიგება მოხდებოდა. ამჟამად კი, ბ------ის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების წყალობით, მოსარჩელე ცდილობს უსაფუძვლოდ გამდიდრდეს და წაიღოს უფრო მეტი, ვიდრე იყო დარჩენილი დავალიანება.

 

3.2.მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია

3.2.1.მოწინააღმდეგე მხარე- ა-- ჯ---–---–ი სააპელაციო შესაგებელში წარმოდგენილი პოზიციით არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და მიიჩნია აღნიშნული უსაფუძვლოდ შემდეგზე მითითებით:

3.2.2. სარჩელი და თანდართული მასალები ჩაიბარა ზ---- თ---------ემ, თუმცა მის მიერ არ მოხდა შესაგებლის წარმოდგენა. საჩივრის განხილვის ეტაპზე მის მიერ წარმოდგენილი იქნა ექიმის მიერ გამოწერილი წამლების ჩამონათვალი და შარდის ანალიზის შესახებ ცნობა, ამდენად, არ იყო წარმოდგენილი ფორმა 100 და სტაციონარში ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულება. რაც შეეხება სადავო ქონებას, იგი კანონიერად იქნა შეძენილი აუქციონის წესით და აღნიშნულზე საკუთრება სააღსრულებო ბიუროს განკარგულების საფუძველზე რეესტრში რეგისტრირებულია მის სახელზე. ამდენად, მხარე განზრახ ცდილობს გააჭიანუროს საქმის დასრულება. შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

 

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.2. 20-7 წლის 2- ივლისს ა-- ჯ---–---–მა სარჩელი აღძრა ბ------ის საქალაქო სასამართლოში ზ---- თ---------ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.

 

4.3. სარჩელი და თანდართული მასალები მოსარჩელის მიერ მოპასუხე ზ---- თ---------ეს პირადად ჩაბარდა 20-7 წლის 25 ოქტომბერს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილზე მოპასუხე ზ---- თ---------ის პირადი ხელმოწერით. სახელდობრ, საქმეში განთავსებული სასამართლო გზავნილის ასლითა და წერილობითი კორესპოდენციის ჩაბარებაზე საფოსტო უკუგზავნილით დგინდება, რომ სარჩელისა და თანდართულო დოკუმენტების ასლები მოპასუხეს ჩაბარდა პირადად, ამასთან გზავნილში დაფიქსირებულია შესაგებლის წარმოდგენისათვის ვადა და ასეთის განუხორციელებლობის სამართლებრივი შედეგები (ს.ფ. 37 და ს.ფ. 49)

 

4.4. საქმეში განთავსებული სასამართლო გზავნილის ასლის თანახმად, წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 (ათი) დღის ვადა 20-7 წლის 06 ნოემბრის ჩათვლით, თუმცა მითითებულ ვადაში მან არც შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. (იხ. ს.ფ. 37)

4.5. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ა-- ჯ---–---–ი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხე ზ---- თ---------ე ფლობს ამ ქონებას, რომლის მართლზომიერად ფლობის უფლება მას არ გააჩნია - დამტკიცებულად ითვლება.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ დასაბუთებას და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მიუთითებს შემდეგს:

 

4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 20--ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

4.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის

 

4.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება, ან სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას.

 

განსახილველ შემთხვევაში აპელანტი აცხადებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები, რადგან გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებამდე ადგილი ჰქონდა ისეთ მოვლენას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა მხარის მიერ შესაგებლის დროულად წარდგენისათვის, კერძოდ ზ---- თ---------ე მიუთითებს ავადმყოფობაზე და საქმეს ურთავს 20-7 წლის 08 დეკემბრით დათარიღებულ შარდის ანალიზისა და ექიმის დანიშნულების დოკუმენტებს, მაშინ როდესაც მას სასამართლო გზავნილი პირადად ჩაბარდა 20-7 წლის 25 ოქტომბერს და შესაბამისად შესაგებლის წარმოდგენის ვადაც ამოეწურა არა 08 დეკემბერს, არამედ 06 ნოემბერს.ამასთან ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი ზემოხსენებული დოკუმენტები არ აკმაყოფილებს ამ კატეგორიის დოკუმენტისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

 

4.9.სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე (№ას-1-99-1-44-20-3 4 მარტი, 20-4 წელი), სადაც განმარტებულია შემდეგი: ,,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობების შესახებ, და აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის შეტანისათვის დადგენილი ვადის დარღვევის გამო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულება მხოლოდ მაშინ აქვს, თუ არსებობს კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობები. საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობის სავალდებულობაა დადგენილი:

1. მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 20--ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე;

2. მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა;

ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას.

 

ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიული თვალსაზრისით. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე.“

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ,რომ საქმეში განთავსებული სასამართლო გზავნილის ასლითა და წერილობითი კორესპოდენციის ჩაბარებაზე საფოსტო უკუგზავნილით დგინდება, რომ სარჩელისა და თანდართულო დოკუმენტების ასლები მოპასუხეს ჩაბარდა პირადად, ამასთან გზავნილში დაფიქსირებულია შესაგებლის წარმოდგენისათვის ვადა და ასეთის განუხორციელებლობის სამართლებრივი შედეგები, საქმეში განთავსებული სასამართლო გზავნილის ასლის თანახმად, წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა, ვინაიდან გზავნილი მხარეს ჩაბარდა 20-7 წლის 25 ოქტომბერს, მას ასეთის წარმოდგენის ვადა ჰქონდა 20-7 წლის 06 ნოემბრის ჩათვლით, ( 4-5 ნოემბერი იყო დასვენების დღეები შაბათი-კვირა), თუმცა ამ ვადაში შესაგებელი მან არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

 

4.10. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი საპროცესო მოქმედების შესრულების შეუძლებლობასთან ერთად, მხარეს აკისრებს იმ გარემოებების მტკიცების ტვირთსაც, რომ დამაბრკოლებელი, ხელშემშლელი გარემოების გამო არ შეეძლო ეცნობებინა სასამართლოსთვის საპროცესო მოქმედების შესრულების შეუძლებლობა, შესაბამისად, საპროცესო ვადაში შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობის საპატიოდ ჩასათვლელად საკმარისი არ არის მხოლოდ ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, არამედ საპროცესო ვადის დამრღვევმა პირმა უნდა ამტკიცოს, რომ ავადმყოფობის გამო მოკლებული იყო განცხადების წარუდგენლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინების შესაძლებლობასაც.

 

4.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლი განსაზღვრავს თუ რა შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხარის შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად. ასეთად კი შეიძლება ჩაითვალოს ავადმყოფობა, ამასთან აღნიშნული ნორმა უთითებს იმ აუცილებელ რეკვიზიტებზე, რომელიც უნდა იყოს მითითებული ავადმყოფობის დამადასტურებელ მტკიცებულებაზე, კერძოდ ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე – გამოცხადების და საპროცესო მოქმედების შესრულების შეუძლებლობაზე. ასეთი დოკუმენტი კი , როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეზე არ წარმოდგენილა.

 

4.12.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ საჩივრის დასაბუთების ტვირთი მომჩივანს ეკისრება. მან უნდა მიუთითოს საპატიო მიზეზი და მისი ნამდვილად არსებობა დაამტკიცოს მტკიცებულებებით. ზეპირი განმარტება არ არის საკმარისი საჩივარში მითითებული არგუმენტის დადასტურებისათვის. ასეთი ფორმით ნებისმიერი მიზეზის დასახელებაა შესაძლებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია , რომ ეს მიზეზი უნდა არსებობდეს რეალურად და მისი არსებობა დადასტურებული უნდა იქნას შესაბამისი სათანადო და ვარგისი მტკიცებულებით, რაც მოცემულ შემთხვევაში ზ---- თ---------ის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა.

 

4.13. ამდენად, ამდენად ნათელია, რომ არ დასტურდებოდა საპატიო გარემოების არსებობა, რომელიც პირდაპირ გამორიცხავდა შესაგებლის წარდგენის შეუძლებლობას. ამასთან წარდგენილი სამედიცინო ხასიათის დოკუმენტებიც ერთმნიშვნელოვნად არ შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მტკიცებულებას. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით აბსოლუტურად სწორად გამოიტანა მოცემულ საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მცდარია, აპელანტი მხარის მითითება იმის შესახებ, რომ სასარჩელო მოთხოვნა იყო იურიდიულად დაუსაბუთებელი, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, შესაგებლის წარუდგენლობა საპატიო მიზეზის გარეშე, იწვევს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებულად მიჩნევის შესაძლებლობას და ასეთის იურიდიული თვალსაზრისით გამართლების დროს -სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადწყვეტილების გამოტანის ვალდებულებას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. მოცემულ შემთხვევაში ყველა ეს პირობაც გათვალისწინებულ იქნა სასამართლოს მიერ, ვინაიდან სარჩელში სწორად იყო განსაზღვრული ის მატერიალურ სამართლებრივი ნორმები, რაც საფუძვლად ედო სასარჩელო მოთხოვნას და დარღვეული უფლების დაცვას. ნამდვილად იყო დადგენილი, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა სანივთო უფლებიდან, კერძოდ, უძრავი ნივთის მესაკუთრის უფლებიდან, რომლის სამართლებრივი განმარტება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 164-ე, 168-ე, 170-ე, 172-ე და მუხლებში. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა იმ საკითხის გარკვევა, მოპასუხე ზ---- თ---------ეს, გააჩნდა თუ არა უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობდა თუ არა რეგისტრირებული მესაკუთრის, ა-- ჯ---–---–ის ვინდიკაციური მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს ზ---- თ---------ეს, სასამართლოსათვის არ მიუთითებია კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის თაობაზე და ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე არ წარმოადგენდა ა-- ჯ---–---–ის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების მართლზომიერ მფლობელს და ამ ქონების დაკავების უფლება არ გააჩნდა. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 164-ე, 168-ე, 170-ე, 172-ე მუხლებისა, ა-- ჯ---–---–ის სარჩელი ზ---- თ---------ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანი იყო.

 

4.14. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში აპელანტის მიერ გადმოცემულ სხვა ფაქტობრივ გარემოებებს, ასეთი სცილდება სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს, რადგან განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ახდენს მხოლოდ იმ საკითხის შეფასებას, თუ რამდენად მართებულად მიიღო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება და არსებობდა თუ არა ასეთის მიღების წინაპირობები.

 

4.15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

4.16. ზემოაღნიშნულთან ერთად სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის შემოღების მიზანს წარმოადგენს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის ეფექტური განხორციელება, რომელიც გამორიცხავს სასამართლოს ჩარევას კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები– საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს. ამავე დროს იგი არის გარანტია, მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის დარღვეული უფლებების აღდგენის პროცესის გაჭიანურების აღსაკვეთად, რითაც იგი ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას და ეფექტურობას.

 

4.17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ არ არსებობს ბ------ის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ბ------ის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 25 აპრილის განჩინების დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ -გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, ზ---- თ---------ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

4.18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიიღო სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება (შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო), ასევე მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, ზ---- თ---------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ასეთის ძალაში დატოვების თაობაზე გამოცემული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლოს დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით ზ---- თ---------ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და შესაბამისი განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ---- თ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე ნანა კალანდაძე