განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.08.2018
საქმის ნომერი
020210118002109832
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
08.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020210118002109832

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-563-2018 7 აგვისტო, 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ირმა პერანიძე

გოჩა აბუსერიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი - ნ--- ბ-----------ა

მოწინააღმდეგე მხარე - სს კ------- ბანკი

წარმომადგენელი - ბ-------------

დავის საგანი - სესხი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და სარჩელის, ნაწილობრივ, დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სს კ------- ბანკის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს ნ--- ბ-----------ას, გ------ი გ-------ს, ბ------ მ-------ს, ნ---- შ--–--ს, ნ--- გ-------ს, ი------------სა და ე-–--- გ--------ს მოსარჩელე სს კ------- ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2016 წლის 01 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 8754,67 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხე ნ--- ბ-----------ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების - 721,58 ლარის გადახდა. მოპასუხეებს გ------ გ-------ს, ბ------ მ-------ს, ნ---- შ--–--ს, ნ--- გ-------ს, ი------------სა და ე-–--- გ--------ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 651,79 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 458,46 ლარის ანაზღაურება სოლიდარულად დაეკისრა ყველა მოპასუხეს. მოპასუხეებს ნ--- ბ-----------ას, გ------ გ-------ს, ბ------ მ-------ს, ნ---- შ--–--ს, ნ--- გ-------ს, ი------------სა და ე-–--- გ--------ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის, ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი საფასურის - 22 ლარის და აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციის საფასურის - 42 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე ნ--- ბ-----------ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 25 ლარის ანაზღაურება. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2016 წლის 01 ივლისს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა (უფლებამონაცვლე - სს კ------- ბანკი) და მოპასუხე ნ--- ბ-----------ას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 5 600 აშშ დოლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, 2020 წლის 17 ივლისის ჩათვლით. ყოველთვიური კლებადი საპროცენტო სარგებლის სახით განისაზღვრა 2,45 %, ასევე, მხარეთა შორის შეთანხმებულ იქნა მსესხებლის მიერ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირ თანხაზე 5% პირგასამტეხლოს (ჯარიმის), ხოლო მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის 0,27 %-ის ოდენობით პირგასამტეხლოს (ჯარიმის) გადახდის თაობაზე. ხელშეკრულების 3.2. პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხი გადახდილი უნდა იქნეს თანდართული სესხის გრაფიკის მიხედვით, რაც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. გრაფიკებში გადასახდელი თანხები, რაც მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას, გამოსახულია აშშ დოლარში. ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო დროულად და სრულად განეხორციელებინა სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები - 7 აშშ დოლარის ოდენობით. 2.2. ნ--- ბ-----------ასთან 2016 წლის 01 ივლისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია გ------ გ-------ს, ბ------ მ-------ს, ნ---- შ--–--ის, ი------------ს და ე-–--- გ--------სთან შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს (უფლებამონაცვლე - სს კ------- ბანკი) მიერ დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით, რომლის 3.1. და 3.2. პუნქტებით, თავდებმა პირებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებით აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ; თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს მსესხებლის გადასახდელი თანხა. 2.3. მსესხებელმა ნ--- ბ-----------ამ 2017 წლის მარტის თვიდან შეწყვიტა სესხის გადახდა, აგრეთვე სოლიდარული მოვალეების მხრიდან არ იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც 25.09.2017 წლის მდგომარეობით სოლიდარულად მათი დავალიანება სს კ------- ბანკის, როგორც შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს უფლებამონაცვლის წინაშე შეადგენს ძირი თანხის სახით - 5193,54 აშშ დოლარს, პროცენტის სახით - 3086,85 აშშ დოლარს, სიცოცხლის დაზღვევის სახით - 287 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლოს სახით - 187,28 აშშ დოლარს. 2.4 .2014 წლის 11 დეკემბერს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა (უფლებამონაცვლე - სს კ------- ბანკი) და მოპასუხე ნ--- ბ-----------ას შორის ასევე გაფორმდა ხელშეკრულება განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ, რომლის №3 დანართის მიხედვით, „ნატვრის ბარათზე“ 48 თვის ვადით ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 930 ლარით, 1,5 % სარგებლის, სიცოცხლის დაზღვევის თანხის ანაზღაურებისა და ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვის გათვალისწინებით. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, რომან მამალაძემ გაიტანა თანხები 2016 წლის 01 თებერვალს და 2016 წლის 18 მარტს. 2.5 .მსესხებელმა რომან მამალაძემ 2017 წლის აპრილის თვიდან შეწყვიტა 2014 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის გადახდა, რის გამოც 25.09.2017 წლის მდგომარეობით მისი დავალიანება სს კ------- ბანკის, როგორც შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს უფლებამონაცვლის წინაშე შეადგენს შემდეგს: 1)2016 წლის 01 თებერვალს გატარებულ სესხზე - 257,92 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 183,29 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 9,09 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 64,54 ლარი; 2)2016 წლის 18 მარტს გატარებულ სესხზე - 258,66 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 175,50 ლარი, პროცენტი - 13,68 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 5,04 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 69,48 ლარი. 2.6. 2015 წლის 21 დეკემბერს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა (უფლებამონაცვლე - სს კ------- ბანკი) და მოპასუხე ნ--- ბ-----------ას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 240 ლარის ოდენობით, 18 თვის ვადით, 2017 წლის 01 ივლისის ჩათვლით, სიცოცხლის დაზღვევის თანხის ანაზღაურებისა და ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვის გათვალისწინებით. 2.7. მსესხებელმა ნ--- ბ-----------ამ 2017 წლის მარტის თვიდან შეწყვიტა ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის გადახდა, რის გამოც 25.09.2017 წლის მდგომარეობით მისი დავალიანება სს კ------- ბანკის, როგორც სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს უფლებამონაცვლის წინაშე შეადგენს 140,65 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 78,87 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 3,48 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 58,3 ლარი. 2.8. ნ--- ბ-----------ასთან 2016 წლის 01 ივლისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება ასევე უზრუნველყოფილია ნ--- გ-------სთან შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს (უფლებამონაცვლე - სს კ------- ბანკი) მიერ დადებული თავდებობის ხელშეკრულებით, რომლის 3.1. და 3.2. პუნქტებით, თავდებმა იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფაროს ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებით აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ; თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს მსესხებლის გადასახდელი თანხა. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების და წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგო და შესაბამისად, კერძოდ, შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ხელშეკრულებასა და თანდართულ გრაფიკზე ხელმოწერით, მასში მითითებულ პირობებს დაეთანხმა მსესხებელი, ნ--- ბ-----------ა, რითაც მან აიღო ხელშეკრულების პირობების შესრულების ვალდებულება, დათქმულ დროს გადაეხადა ძირი თანხა, მასზე დარიცხული პროცენტი და სიცოცხლის დაზღვევის თანხა. ის გარემოება, რომ ნ--- გ-------მ საქმეში არსებული თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით იკისრა სწორედ 2016 წლის 01 ივლისს ნ--- ბ-----------ასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სოლიდარულად შესრულების ტვირთი, დადასტურებულია სასამართლოს სხდომაზე როგორც მოპასუხე (მსესხებელი) ნ--- ბ-----------ას განმარტებით, ასევე მოწმის სახით დაკითხული სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს თანამშრომლის ჩვენებით, რომელმაც გააცნო და მოაწერინა ხელი თავდებობის ხელშეკრულებაზე ნ--- გ-------ს. ამ უკანასკნელს საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება საქმეზე არ წარმუდგენია. 2.10. სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე ნ--- ბ-----------ამ სარჩელი სოლიდარული ვალდებულებიდან ძირი თანხის 5193,54 აშშ დოლარის და ინდივიდუალური ვალდებულებებიდან გამომდინარე თანხების დაკისრების ნაწილში ცნო. ეს გარემოება კი წარმოადგენდა მის მიმართ მითითებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება, 8754 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების ნაწილში, გაასაჩივრა ნ--- ბ-----------ამ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლოს მიერ არ იქნა გამოკვლეული, იყო თუ არა მზაობა მხარეებს შორის მომხდარიყო მორიგება. არც კი დაინტერესებულა აპელანტის, როგორც ძირითადი მოვალის პოზიციით. სესხის აღების შემდეგ რადიკულად შეიცვალა აპელანტის ფინანსური მდგომარეობა, დაკარგა სამუშაო და დარჩა ორი შვილით სრულიად შემოსავლის გარეშე და სწორედ აღნიშნული პერიოდიდან, 2017 წლის მარტიდან ვერ შეძლო სასესხო დავალიანების გასტუმრება. 2017 წლის 19 დეკემბერს აპელანტის ოჯახი დარეგისტრირდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულებით - 1000, რის საფუძველზეც დაენიშნათ საარსებო შემწეობა 190 ლარის ოდენობით ოჯახის სამ წევრზე. მიუხედავად ამისა, აპელანტს უარი არ უთქვამს ვალდებულების შესრულებაზე, მოსარჩელე - სს კ------- ბანკს სთხოვა ახალი გრაფიკი შეედგინა უფრო ნაკლები თვიური გადასახადით, ან გადავადება გაეკეთებინათ, რაზედაც კატეგორიული უარი მიიღო და საერთოდ არც კი მოუსმინეს. მას პრაქტიკულად ყველანაირი შანსი და შესაძლებლობა მოუსპეს და უარით გაისტუმრეს, ვინაიდან იმედი ჰქონდათ თავდებებისგან ადვილად ამოიღებდნენ თანხას, რაც მომხმარებელთა უფლებების უხეში დარღვევაა. 3.2. სასამართლოს მიერ არ იქნა გამოკვლეული ის ფაქტი, რომ აპელანტის ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დაბალი სარეიტინგო ქულებით და დანიშნული აქვს საარსებო შემწეობა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენს სასამართლო ხარჯებისაგან განთავისუფლების საფუძველს. აპელანტის გარდა სამი მოპასუხე - ბ------ მ-------, ი------------ და ე-–--- გ--------, ასევე არიან სოციალურად დაუცველი პირები და დანიშნული აქვთ საარსებო შემწეობა, რაც ასევე არ დაუდგენია მოსამართლეს და არც კი დაინტერესებულა. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. სასამართლოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული რამდენად კანონშესაბამისი იყო ბანკის მიერ დადგენილი კრედიტისთვის დაწესებული პროცენტი, შეესაბამება თუ არ იგი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთს, რამდენია საბაზრო საპროცენტო განაკვეთი სესხებზე უცხოურ ვალუტაში და რამდენია მისი მაქსიმალური პროცენტის ოდენობა. 3.4. სასამართლოს მიერ არც კი მომხდარა ფაქტების სათანადო წესით შესწავლა ისე მოახდინა მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი თანხის სრულად დაკისრება, მაშინ როდესაც აპელანტის მიერ აღიარებული იყო მხოლოდ 2016 წლის 1 ივლისს გაფორმებულ სესხზე ძირი თანხა - 5193,54 აშშ დოლარი. ბანკის მიერ დაწესებული იქნა შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი, თვიური - 1.53%, რაც წლიურად უდრის 18,36%-ს, და ეწინააღმდეგება სამოქალაქო კანონმდებლობით გამყარებულ მხარეთა თანასწორობის პრინციპს. 3.5. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. უნდა ითქვას, რომ მითითებული ნორმით გარკვეულწილად შეზღუდულია ადამიანის ნების გამოვლენის აბსულუტური თავისუფლება. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს თვითონ განაგოს მისი ცხოვრება, იმოქმედოს ისე როგორც მას სურს, დადოს გარიგებები, რომლებიც მისთვის მისაღებია და იტვირთოს პასუხისმგებლობა იმ სახით, როგორც ამას თვითონ გადაწყვეტს. მას შეუძლია სახელმწიფოს ყოველგვარი ჩარევის გარეშე დაამყაროს ადამიანებთან მისთვის სასურველი ურთიერთობა, შესაბამისად, დადოს ისეთი სახის გარიგება, როგორც მისთვის მისაღებია, ამოირჩიოს კონტრაჰენტი, განსაზღვროს ხელშეკრულების პირობები და ა.შ აღნიშნული უკავშირდება ნების გამოვლენის თავისუფლებას, რაც გარანტირებულია მთელი რიგი სამართლის ნორმებით. გარიგების დადების შემდეგ მხარეთა მიერ გამოხატული ნება მხარეთათვის გადაიქცევა სავალდებულოდ შესასრულებლად. მათი შემდგომი მოქმედებები კი იზღუდება მათ მიერ გარიგებაში გამოხატული ნების შესაბამისად. 3.6. მხარეთა მიერ ვალდებულებების თანაბარი, სამართლიანი გადანაწილება გარიგების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა. მისი უგულვებელყოფა კი გარიგებათა ბათილობის საფუძველია. ეს პრინციპი მოქმედებდა და მოქმედებს საუკუნეების განმავლობაში ევროპის უმეტეს სახელმწიფოებში. მისი მოქმედება ყოველთვის მიმართული იყო სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უსამართლო, არაკეთილსინდისიერი შედეგებისაგან დაცვისაკენ. 3.7. ხშირად საზოგადოების მიერ ამორალურად მიიჩნევა ისეთი შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულების მხარეები ერთმანეთს უწესებენ ბევრად უფრო მძიმე მოთხოვნებს, ვიდრე ეს მართებულად მიჩნეულია ყოველდღიურ ცხოვრებაში. მსგავსი მოთხოვნები არ გამომდინარეობენ საზოგადოებრივი ცხოვრების აუცილებლობიდან. პირიქით, ისინი გაუმართლებლად ლახავენ საზოგადოების წევრთა უფლებებსა და ინტერესებს, საფრთხეს უქმნიან ადამიანის მთელ რიგ ღირებულებებს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 1 ივლისს ნ--- ბ-----------ამ შპს მისო კ-------საგან (ამჟამად - სს კ------- ბანკი) ისესხა 5600 აშშ დოლარი. 4.2. სესხის ხელშეკრულება დაიდო 48 თვის ვადით, ე.ი. 2020 წლის 17 ივლისის ჩათვლით და სესხის სარგებელი შეადგენდა კლებადი განაკვეთით, ყოველთვიურად, 2,45%, ხოლო ფაქტიურად - ყოველთვიურად 1,53%-ს. აპელანტს ვალდებულება პერიოდული, თანაბარი გადახდებით უნდა შეესრულებინა. 4.3. ხელშეკრულების 3.9. პუნქტის თანახმად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აპელანტს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, დაგვიანებული თანხის 0,27%-ის ოდენობით, ოღონდ, მხოლოდ, 275 დღის განმავლობაში. ამავდროულად, მას უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო გადაუხდელი ძირი თანხის 5%. 4.4. გარდა ამისა, ხელშეკრულების 5.2. პუნქტის მიხედვით, აპელანტს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანებიც უნდა განეხორციელებინა. 4.5. ამ ვალდებულების შესასრულებლად სოლიდარული თავდებობა იკისრეს გ------ი გ-------მ, ბ------ მ-------მ, ნ---- შ--–--მა, ნ--- გ-------მ, ი------------მ და ე-–--- გ--------მ. 4.6. აპელანტმა სახელშეკრულებო ვალდებულება დაარღვია და თანხა 2017 წლის თებერვლის შემდეგ არ გადაუხდია. 4.7. სს კ------- ბანკმა სარჩელი 2017 წლის 29 სექტემბერს აღძრა. 4.8. ამ დროისთვის აპელანტის დავალიანება მოწინააღმდეგე მხარის მიმართ იყო: 4.8.1. სესხის ძირითადი თანხა 5193,54 აშშ დოლარი და 4.8.2. გადაუხდელი სარგებელი - (131,44+117,13+ 127,56+121,65+123,7+117,82+119,64+117,59)+ 5193,54X1,53%12=1930,06 აშშ დოლარი. 4.9. გარდა ამისა, აპელანტს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევისათვის 152,28 აშშ დოლარისა და 35 აშშ დოლარის, ასევე - სიცოცხლის დაზღვევისათვის გათვალისწინებული შენატანი 287 აშშ დოლარის ოდენობით. სამართლებრივი დასაბუთება 4.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს. 4.10.1. ნ--- ბ-----------ამ გადაწყვეტილება, მხოლოდ, მისთვის 87654,67 აშშ დოლარის, ე.ი. 2016 წლის 1 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა. 4.10.2. ამის შესაბამისად, დანარჩენ ნაწილში, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და სააპელაციო სასამართლო მას ვერ შეამოწმებს. 4.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 867-ე მუხლების თანახმად, აპელანტმა მოსარჩელეს სესხად აღებული თანხის გადაუხდელი ნაწილი, 5193,54 აშშ დოლარი დაუბრუნოს. 4.11.1. აღსანიშნავია, რომ ამ ვალდებულებას იგი სადავოდ არც ხდის. 4.11.2. ამის შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა აპელანტისათვის სესხის ძირითადი თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. 4.12. ამავდროულად, პალატა ეთანხმება აპელანტს, რომ რაიონულმა სასამართლომ მის მიერ გადასახდელი საპროცენტო სარგებლის ოდენობა შეცდომით განსაზღვრა. 4.12.1. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტს კრედიტორის სასარგებლოდ ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში, ე.ი. 2020 წლის 17 ივლისის ჩათვლით გადასახდელი სარგებლის ანაზღაურება დაეკისრა. 4.12.2. ეს ნიშნავს, რომ აპელანტმა უნდა გადაიხადოს იმ პერიოდის სარგებელი, რა პერიოდშიც მას სესხით არ უსარგებლია, რაც დაუშვებელია. 4.12.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, პროცენტი შეიძლება გათვალისწინებულ იქნას სესხისათვის. 4.12.4. ამის შესაბამისად, სესხის გარეშე პროცენტი არ არსებობს და მოვალეს მისი გადახდა მხოლოდ სესხით სარგებლობისას ეკისრება. 4.12.5. სს კ------- ბანკმა სარჩელი 2017 წლის 29 სექტემბერს აღძრა და სესხის სრულად დაბრუნება მოითხოვა. 4.12.6. ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტმა კრედიტორს უნდა აუნაზღაუროს 2017 წლის 29 სექტემბრამდე გადასახდელი პროცენტი, 1930,06 აშშ დოლარი. 4.13. 2017 წლის 29 სექტემბრის შემდეგ კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, აპელანტმა მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანი, ე.ი. ის თანხა, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა აპელანტს მისთვის ვალი დროულად რომ დაებრუნებინა. 4.14. პალატა აღნიშნავს, რომ სესხის გაცემის დროისათვის მოსარჩელე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო, ხოლო ამჟამად კომერციული ბანკია და მისი საქმიანობის ძირითადი საგანი სესხად გაცემული თანხიდან სარგებლის მიღებაა. 4.14.1. ამის შესაბამისად, ყოველთვის ივარაუდება, რომ სესხად გაცემული თანხის დაუბრუნებლობით იგი ვერ იღებს შემოსავალს, ყოველ შემთხვევაში, სესხების საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთის ოდენობით მაინც. 4.14.2. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017-2018 წლებში გაცემულ სესხებზე წლიური საშუალო საპროცენტო განაკვეთი 12,2-12,7%-ია. 4.14.3. ამგვარად, ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე მიიღებდა შემოსავალს თანხის წლიური 12,5%-ის ოდენობით მაინც. 4.14.5. ამის გამო, აპელანტმა მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს სარგებელი, სესხის ძირითადი თანხის წლიური 12,5%, ე.ი. 5193,54 აშშ დოლარის 12,5% 2017 წლის 29 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ოღონდ, არაუმეტეს, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობისა, ანუ - 3086,85-1930,06=1156,79 აშშ დოლარისა. 4.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტმა მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო, 152,28+35=187,28 აშშ დოლარის ოდენობით. 4.15.1. პალატის აზრით, პირგასამტეხლოს ეს ოდენობა დარღვეული ვალდებულების მოცულობასა და პერიოდს სავსებით შეესაბამება. 4.16. სიცოცხლის დაზღვევის თანხის გადახდის ვალდებულება აპელანტს სადავოდ არ გაუხდია. ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მან მოსარჩელეს აღნიშნული თანხაც უნდა გადაუხადოს. 4.17. პალატის აზრით, აპელანტის ქონებრივი მდგომარეობა მის მიერ შესასრულებელ ვალდებულებაზე გავლენას ვერ მოახდენს. 4.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 627-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეს ვალდებულების დაუყოვნებლივ და სრულად შესრულების მოთხოვნის უფლება გააჩნია. 4.18.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად, ამ შემთხვევაში, ნაწილ-ნაწილ შესრულების მიღება მოსარჩელის უფლებაა, ამგვარი შესრულების მიღებაზე კი მოსარჩელეს თანხმობა არ გამოუხატავს. 4.19. თუმცა, ასეც რომ არ ყოფილიყო, შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების მოთხოვნით აპელანტს სარჩელი არ აღუძრავს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, კი სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია. 4.20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. 4.20.1. ამ ნორმის შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ აპელანტს მოსარჩელის სასარგებლოდ გაღებული საპროცესო ხარჯის ანაზღაურება სავსებით მართებულად დააკისრა. 4.21. პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, აპელანტისათვის 2016 წლის 1 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების ნაწილში, საკმარისად დასაბუთებული არ არის და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში, იგი უნდა გაუქმდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა 5.1. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 5.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც ნ--- ბ-----------ას სს კ------- ბანკის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 01 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 8754,67 აშშ დოლარის გადახდა და, ამ ნაწილში, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება. 5.3. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი. 5.4. სს კ------- ბანკის სარჩელი ნ--- ბ-----------ას მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 5.5. ნ--- ბ-----------ას სს კ------- ბანკის სასარგებლოდ, გ------ი გ-------ს, ბ------ მ-------ს, ნ---- შ--–--ს, ნ--- გ-------ს, ი------------სა და ე-–--- გ--------სთან სოლიდარულად უნდა დაეკისროს 5193,54 აშშ დოლარის გადახდა. 5.6. ნ--- ბ-----------ას სს კ------- ბანკის სასარგებლოდ, გ------ი გ-------ს, ბ------ მ-------ს, ნ---- შ--–--ს, ნ--- გ-------ს, ი------------სა და ე-–--- გ--------სთან სოლიდარულად უნდა დაეკისროს 1930,06 აშშ დოლარის გადახდა. 5.7. ნ--- ბ-----------ას სს კ------- ბანკის სასარგებლოდ, გ------ი გ-------ს, ბ------ მ-------ს, ნ---- შ--–--ს, ნ--- გ-------ს, ი------------სა და ე-–--- გ--------სთან სოლიდარულად უნდა დაეკისროს 5193,54 აშშ დოლარის 12,5% გადახდა 2017 წლის 29 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ოღონდ, არაუმეტეს, 1156,79 აშშ დოლარისა. 5.8. ნ--- ბ-----------ას სს კ------- ბანკის სასარგებლოდ, გ------ი გ-------ს, ბ------ მ-------ს, ნ---- შ--–--ს, ნ--- გ-------ს, ი------------სა და ე-–--- გ--------სთან სოლიდარულად უნდა დაეკისროს 187,28 აშშ დოლარის გადახდა. 5.9. ნ--- ბ-----------ას სს კ------- ბანკის სასარგებლოდ, გ------ი გ-------ს, ბ------ მ-------ს, ნ---- შ--–--ს, ნ--- გ-------ს, ი------------სა და ე-–--- გ--------სთან სოლიდარულად უნდა დაეკისროს 287 აშშ დოლარის გადახდა.

 

6. საპროცესო ხარჯები აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გადაწყვიტა

 

1. ნ--- ბ-----------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ნ--- ბ-----------ას სს კ------- ბანკის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 01 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 8754,67 აშშ დოლარის გადახდა და, ამ ნაწილში, მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. დანარჩენ ნაწილში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

4. სს კ------- ბანკის სარჩელი ნ--- ბ-----------ას მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

5. ნ--- ბ-----------ას სს კ------- ბანკის სასარგებლოდ, გ------ი გ-------ს, ბ------ მ-------ს, ნ---- შ--–--ს, ნ--- გ-------ს, ი------------სა და ე-–--- გ--------სთან სოლიდარულად დაეკისროს 5193,54 აშშ დოლარის გადახდა;

6. ნ--- ბ-----------ას სს კ------- ბანკის სასარგებლოდ, გ------ი გ-------ს, ბ------ მ-------ს, ნ---- შ--–--ს, ნ--- გ-------ს, ი------------სა და ე-–--- გ--------სთან სოლიდარულად დაეკისროს 1930,06 აშშ დოლარის გადახდა;

7. ნ--- ბ-----------ას სს კ------- ბანკის სასარგებლოდ, გ------ი გ-------ს, ბ------ მ-------ს, ნ---- შ--–--ს, ნ--- გ-------ს, ი------------სა და ე-–--- გ--------სთან სოლიდარულად დაეკისროს 5193,54 აშშ დოლარის 12,5% გადახდა 2017 წლის 29 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ოღონდ, არაუმეტეს, 1156,79 აშშ დოლარისა;

8. ნ--- ბ-----------ას სს კ------- ბანკის სასარგებლოდ, გ------ი გ-------ს, ბ------ მ-------ს, ნ---- შ--–--ს, ნ--- გ-------ს, ი------------სა და ე-–--- გ--------სთან სოლიდარულად დაეკისროს 187,28 აშშ დოლარის გადახდა;

9. ნ--- ბ-----------ას სს კ------- ბანკის სასარგებლოდ, გ------ი გ-------ს, ბ------ მ-------ს, ნ---- შ--–--ს, ნ--- გ-------ს, ი------------სა და ე-–--- გ--------სთან სოლიდარულად დაეკისროს 287 აშშ დოლარის გადახდა;

10. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ირმა პერანიძე

გოჩა აბუსერიძე