განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001963512
საქმე №3ბ/1184-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლევან მურუსიძე
სხდომის მდი---ი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტები (მოსარჩელეები): გ------ი თ--------–---–ი, ა-–---------ე გა-----–---–ი, ი---ე მ-------ი, მ----- ჯ-----–--ლი, ვ-–------რ ვ----–--ლი, გ------ გი-------, რ------ონ გ-----–---–ი
წარმომადგენელი - თ-------–-------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები): სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის უწყებათაშორისი კომისია
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილებით გ------ი თ--------–---–ის, ა-–---------ე გა-----–---–ის, ი---ე მ-------ის, მ----- ჯ-----–--ლის, ვ-–------რ ვ----–--ლის, გ------ გი-------ს, რ------ონ გ-----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ა-–---------ე გა-----–---–ს, რომელიც დასაქმებული იყო ჟ-----–---ში, 1990 წელს დაუდგინდა პროფესიული დაავადება. აღნიშნულის შედეგად მან პროფესიული შრომისუნარიანობა დაკარგა 80%-ით, რისთვისაც ჟ-----–---ის სამშენებლო სამმართველომ 1991 წლის 22 ნოემბრის №101 ბრძანებით მიიღო გადაწყვეტილება მისთვის ზიანის ანაზღაურების შესახებ საექიმო გადამოწმებმადე. საექიმო გადამოწმება ხდებოდა წელიწადში ერთხელ, ხოლო 1995 წლის 04 მაისს სოცუზრუნველყოფის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით (სშეკ შემოწმების აქტის ამონაწერით) მას უვადოდ დაუდგინდა შრომისუნარიანობის 80%-ით დაკარგვა.
ა-–---------ე გა-----–---–მა 2016 წლის 01 მარტს №7-- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 01 მარტის №45 დადგენილებით გათვალისწინებული დახმარების დანიშვნის მიზნით, საკითხის განსახილველად გადაგზავნა შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილ უწყებათაშორის კომისიაში.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 18 მაისის №0------- გადაწყვეტილებით ა-–---------ე გა-----–---–ს დაენიშნა შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი ყოველთვიური დახმარება, 160 ლარის ოდენობით, განცხადების მიმართვის მომდევნო თვის 1 რიცხვიდან, 2016 წლის 01 აპრილიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჟ-----–---ის სამშენებლო სამმართველოს უფროსის ბრძანებები (ს.ფ. 202-205);
- სოცუზრუნველყოფის სამინისტროს სშეკ შემოწმების აქტის ამონაწერი (ს.ფ. 206-207);
- ა-–---------ე გა-----–---–ის 2016 წლის 01 მარტის №7-- განცხადება (ს.ფ. 200);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 18 მაისის №0------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 199).
3.2. ვ-–------რ ვ----–--ლს 1992 წლის 06 აგვისტოს საწარმოო ტრამვის საფუძველზე მიენიჭა მეორე ჯგუფის ინვალიდის სტატუსი, უვადოდ.
ვ-–------რ ვ----–--ლმა 2016 წლის 02 მარტს №771 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 01 მარტის №45 დადგენილებით გათვალისწინებული დახმარების დანიშვნის მიზნით, საკითხის განსახილველად გადაგზავნა შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილ უწყებათაშორის კომისიაში.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 18 მაისის №0------- გადაწყვეტილებით ვ-–------რ ვ----–--ლს დაენიშნა შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი ყოველთვიური დახმარება, 60 ლარის ოდენობით, განცხადების მიმართვის მომდევნო თვის 1 რიცხვიდან, 2016 წლის 01 აპრილიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საექიმო-შრომითი საექსპერტო კომისიის შემოწმების აქტის ამონაწერი (ს.ფ. 211);
- ვ-–------რ ვ----–--ლის 2016 წლის 02 მარტის №771 განცხადება (ს.ფ. 209);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 18 მაისის №0------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 208).
3.3. ი---ე მ-------ს, რომელიც დასაქმებული იყო ჟ-----–---ში, პროფესიული ტრამვის შედეგად, 1989 წლის 08 თებერვალს დაუდგინდა პროფესიონალური შრომისუნარიანობის დაკარგვა 80%-ით, რისთვისაც ჟ-----–---ის სამშენებლო სამმართველოს ადმინისტრაციამ 1989 წლის 13 მარტის №13 ბრძანებით მიიღო გადაწყვეტილება მისთვის ზიანის ანაზღაურების შესახებ საექიმო გადამოწმებამდე. 1991 წლის 21 მარტს სოცუზრუნველყოფის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით (სშეკ შემოწმების აქტის ამონაწერით) მას უვადოდ დაუდგინდა შრომისუნარიანობის 80%-ით დაკარგვა.
ი---ე მ-------მა 2016 წლის 02 მარტს №--- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 01 მარტის №45 დადგენილებით გათვალისწინებული დახმარების დანიშვნის მიზნით, საკითხის განსახილველად გადაგზავნა შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილ უწყებათაშორის კომისიაში.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 08 სექტემბრის №0------- გადაწყვეტილებით ი---ე მ-------ს დაენიშნა შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი ყოველთვიური დახმარება, 160 ლარის ოდენობით, განცხადების მიმართვის მომდევნო თვის 1 რიცხვიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სანოტარო წესით დამოწმებული ჟ-----–---ის სამშენებლო სამმართველოს უფროსის ბრძანება (ს.ფ. 220-221);
- სოცუზრუნველყოფის სამინისტროს სშეკ შემოწმების აქტის ამონაწერი (ს.ფ. 216-217);
- ი---ე მ-------ის 2016 წლის 02 მარტის №--- განცხადება (ს.ფ. 215);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 08 სექტემბრის №0------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 214).
3.4. გ------ გ-------მა, რომელიც დასაქმებული იყო ჟ-----–---ში, 1985 წელს მიიღო პროფესიული ტრამვა, რის შედეგადაც მან პროფესიული შრომისუნარიანობა დაკარგა 80%-ით. ჟ-----–---ის სამშენებლო სამმართველომ 1990 წლის 04 მაისის №70 ბრძანებით მიიღო გადაწყვეტილება მისთვის ზიანის ანაზღაურების შესახებ. 1991 წლის 09 მაისს სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ცნობით დგინდება, რომ საექიმო-შრომითი საექსპერტო კომისიის მიერ მას უვადოდ დაუდგინდა შრომისუნარიანობის 80%-ით დაკარგვა.
გ------ გ-------მა 2016 წლის 10 მარტს №26187 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 01 მარტის №45 დადგენილებით გათვალისწინებული დახმარების დანიშვნის მიზნით, საკითხის განსახილველად გადაგზავნა შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილ უწყებათაშორის კომისიაში.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 17 მაისის №0------- გადაწყვეტილებით გ------ გ-------ს დაენიშნა შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი ყოველთვიური დახმარება, 160 ლარის ოდენობით, განცხადების მიმართვის მომდევნო თვის 1 რიცხვიდან, 2016 წლის 01 აპრილიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჟ-----–---ის სამშენებლო სამმართველოს უფროსის 1991 წლის 13 მაისის №44 ბრძანება (ს.ფ. 226);
- სოცუზრუნველყოფის სამინისტროს ცნობა №083022 (ს.ფ. 224);
- გ------ გი-------ს 2016 წლის 10 მარტის №26187 განცხადება (ს.ფ. 200);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 17 მაისის №0------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 222).
3.5. გ------ი თ--------–---–ს, რომელიც დასაქმებული იყო ჟ-----–---ში, 1988 წელს დაუდგინდა პროფესიული დაავადება. აღნიშნულის შედეგად მან პროფესიული შრომისუნარიანობა დაკარგა 50%-ით, რისთვისაც ჟ-----–---ის სამშენებლო სამმართველომ 1988 წლის №138 ბრძანებით მიიღო გადაწყვეტილება მისთვის ზიანის ანაზღაურების შესახებ. 1992 წლის 16 აპრილს საექიმო გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ მან შრომისუნარიანობა დაკარგა 60%-ით, ხოლო 1993 წლის 20 მაისს გადამოწმებით მას უვადოდ დაუდგინდა შრომისუნარიანობის 60%-ით დაკარგვა.
გ------ი თ--------–---–მა 2016 წლის 01 მარტს №7-- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 01 მარტის №45 დადგენილებით გათვალისწინებული დახმარების დანიშვნის მიზნით, საკითხის განსახილველად გადაგზავნა შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილ უწყებათაშორის კომისიაში.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 18 მაისის №0------- გადაწყვეტილებით გ------ი თ--------–---–ს დაენიშნა შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი ყოველთვიური დახმარება, 120 ლარის ოდენობით, განცხადების მიმართვის მომდევნო თვის 1 რიცხვიდან, 2016 წლის 01 აპრილიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჟ-----–---ის სამშენებლო სამმართველოს უფროსის ბრძანებები (ს.ფ. 242-245, 247-248);
- სოცუზრუნველყოფის სამინისტროს სშეკ შემოწმების აქტის ამონაწერები (ს.ფ. 232-241);
- გ------ი თ--------–---–ის 2016 წლის 01 მარტის №762 განცხადება (ს.ფ. 231);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 18 მაისის №0------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 230).
3.6. მ----- ჯ-----–--ლმა, რომელიც დასაქმებული იყო ჟ-----–---ში, 1986 წლის 27 ივნისს საწარმოო ტრამვის შედეგად პროფესიული შრომისუნარიანობა დაკარგა 25%-ით.
მ----- ჯ-----–--ლმა 2016 წლის 01 მარტს №761 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 01 მარტის №45 დადგენილებით გათვალისწინებული დახმარების დანიშვნის მიზნით, საკითხის განსახილველად გადაგზავნა შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილ უწყებათაშორის კომისიაში.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 18 მაისის №04/38475 გადაწყვეტილებით მ----- ჯ-----–--ლს დაენიშნა შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი ყოველთვიური დახმარება, 50 ლარის ოდენობით, განცხადების მიმართვის მომდევნო თვის 1 რიცხვიდან, 2016 წლის 01 აპრილიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სანოტარო წესით დამოწმებული სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს (საექიმო და შრომის საექსპერტო კომისიის) ცნობა (ს.ფ. 258-259);
- სანოტარო წესით დამოწმებული საწარმოზე უბედური შემთხვევის შესახებ აქტი №3 (ს.ფ. 254-256).
- მ----- ჯ-----–--ლის 2016 წლის 01 მარტის №761 განცხადება (ს.ფ. 250);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 18 მაისის №04/38475 გადაწყვეტილება (ს.ფ. 249).
3.7. რ------ონ გ-----–---–მა 2016 წლის 07 მარტს №812 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 01 მარტის №45 დადგენილებით გათვალისწინებული დახმარების დანიშვნის მიზნით, საკითხის განსახილველად გადაგზავნა შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილ უწყებათაშორის კომისიაში.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 14 აპრილის №0------- გადაწყვეტილებით რ------ონ გ-----–---–ს დაენიშნა შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი ყოველთვიური დახმარება, 160 ლარის ოდენობით, განცხადების მიმართვის მომდევნო თვის 1 რიცხვიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რ------ონ გ-----–---–ის 2017 წლის 01 მარტის №812 განცხადება (ს.ფ. 261);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 14 აპრილის №0------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 260).
3.8 გ------ი თ--------–---–მა, ა-–---------ე გა-----–---–მა, მ----- ჯ-----–--ლმა, რ------ონ გ-----–---–მა, ი---- მ-------მა, ვ-–------რ ვ----–--ლმა და გ------ გ-------მა 2016 წლის 14 ნოემბერს მიმართეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვეს საწარმოო ტრამვის გამო დახმარების (პენსიის) ანაზღაურება, მისი შეჩერების დღიდან 2016 წლის 01 აპრილამდე, დახმარების დანიშვნამდე.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 27 დეკემბრის №0------- წერილით განმცხადებლებს ეცნობათ, რომ მათ 2016 წლის 14 ნოემბრის №1----- განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა საქმის წარმოება. ამასთან, მათ დამატებით ეცნობებოდათ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 01 მარტის №45 დადგენილების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 07 აპრილის №0------- გადაწყვეტილების თანახმად, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 01 მარტის №45 დადგენილების უზრუნველსაყოფად შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ 2017 წლის 23 თებერვალს განიხილა გ------ი თ--------–---–ის, ა-–---------ე გა-----–---–ის, მ----- ჯ-----–--ლის, რ------ონ გ-----–---–ის, ი---ე მ-------ის, ვ-–------რ ვ----–--ლისა და გ------ გი-------ს 2016 წლის 14 ნოემბრის №1----- განცხადება და განმცხადებლებს უარი ეთქვათ გასული პერიოდის დავალიანების დაფარვაზე. ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, მითითებული დადგენილება არ ითვალისწინებდა გასულ პერიოდში წარმოშობილი დავალიანების დაფარვას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ------ი თ--------–---–ის, ა-–---------ე გა-----–---–ის, მ----- ჯ-----–--ლის, რ------ონ გ-----–---–ის, ი---ე მ-------ის, ვ-–------რ ვ----–--ლისა და გ------ გი-------ს 2016 წლის 14 ნოემბრის №1----- განცხადება (ს.ფ. 188-189);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 27 დეკემბრის №0------- წერილი (ს.ფ. 191);
- უწყებათაშორისი კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის №28 სხდომის ოქმი (ს.ფ. 193-198);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 07 აპრილის №0------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 192).
3.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის №3-------- გადაწყვეტილებით დგინდება, რომ სასამართლო დავაში მოსარჩელე მხარეს სხვა მოქალაქეებთან ერთად წარმოადგენდნენ: გ------ი თ--------–---–ი, ა-–---------ე გა-----–---–ი, რ------ონ გ-----–---–ი და გ------ გი-------. ამ კონკრეტულ პირთა მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის 1995 წლის 01 ნოემბრიდან მიუღებელი სარჩოს ანაზღაურების ინფლაციის გათვალისწინებით დაკისრება, ასევე, 2009 წლის მაისიდან სარჩოს ანაზღაურების გაგრძელება, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან მიმართებაში კურსის მიხედვით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის №3-------- გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის №3-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 99-110).
3.10. დადგენილია, რომ რიგ მოქალაქეებს 2007 წლის დეკემბრის თვეში სხვადასხვა ოდენობით ერთჯერადად ჩაერიცხათ შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი ყოველთვიური დახმარების თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს „ლ--------------ს“ 2014 წლის 10 და 20 სექტემბრის წერილები (ს.ფ. 82-86);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 18 ოქტომბრის წერილები (ს.ფ. 87-91).
3.11. დუშეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 დეკემბრის დადგენილებით ლიკვიდირებულ იქნა სახაზინო საწარმო „ჟ-----–---მშენი“ (№30/7-1) და ამოირიცხა სამეწარმეო რეესტრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დუშეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 დეკემბრის დადგენილება (ს.ფ. 97-98).
4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
4.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლომ, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 07 აპრილის №0------- გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ, პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე იმსჯელა შეესაბამება, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს მოსარჩელეების მოთხოვნა შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დავალებასთან დაკავშირებით.
4.2. სასამართლომ განმარტა, რომ შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების მიმღებ პირთა წრეს, დახმარების ოდენობებს, დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილება ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე”. აღნიშნული წესი გულისხმობს დახმარების დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს დახმარების ადმინისტრირების ორგანოს, არეგულირებს დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მითითებული დადგენილების მე-2 მუხლის მიხედვით, დახმარება არის პირის ფულადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა ამ წესით დადგენილი ოდენობითა და პირობებით.
,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 01 მარტის №45 დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, დახმარების ადმინისტრირების ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომლის უფლება-მოვალეობებია: ა) დახმარების გაცემის ორგანიზება; ბ) თავის საქმიანობაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფისა და მართვის ავტომატიზებული საშუალებების, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება (ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს); გ) დახმარების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების რეგულირება.
ამავე ნორმატიული აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადება წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს), 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი და: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული აქვს ფულადი გასაცემლის მიღების უფლება; ბ) სააგენტოს მხრიდან 2007-2008 წლებში გაცემულია ერთჯერადი კომპენსაცია ან დაფარულია დავალიანება.
ამავე მუხლის მე-25 პუნქტის მიხედვით კი, ამ წესის შესაბამისად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს ასევე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც 2001 წლის 11 დეკემბრამდე (საწარმოს ლიკვიდაციის რეგისტრაციის თარიღამდე) დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება „ჟ-----–---ის სამშენებლო სამმართველოში“ („ჟ-----–---მშენი“) მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი.
დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა სახაზინო საწარმო „ჟ-----–---მშენში“ მუშაობისას 80-90-იან წლებში მიიღეს პროფესიული ტრამვა/დაავადება, რის შედეგადაც მათ ჯანმრთელობას მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, ნაწილობრივ დაკარგეს შრომისუნარიანობა, კერძოდ, გ------ი თ--------–---–მა დაკარგა შრომისუნარიანობა 60%-ით, ა-–---------ე გა-----–---–მა, ი---ე მ-------მა, გ------ გ-------მა და რ------ონ გ-----–---–მა - 80%-ით, მ----- ჯ-----–--ლმა - 25%-ით, ხოლო ვ-–------რ ვ----–--ლს მიენიჭა მეორე ჯგუფის ინვალიდის სტატუსი. საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ დამსაქმებელი, რომელიც დუშეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 22 დეკემბრის დადგენილებით იქნა ლიკვიდირებული და ამოირიცხა სამეწარმეო რეესტრიდან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსარჩელეების უმეტესობას ყოველთვიურად უხდიდა მიყენებული ზიანის კომპენსაციას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა: გ------ი თ--------–---–მა, ა-–---------ე გა-----–---–მა, მ----- ჯ-----–--ლმა, რ------ონ გ-----–---–მა, ი---ე მ-------მა, ვ-–------რ ვ----–--ლმა და გ------ გ-------მა 2016 წლის 01, 02 და 07 მარტის განცხადებებით მიმართეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 01 მარტის №45 დადგენილებით გათვალისწინებული დახმარების დანიშვნის მიზნით, საკითხის განსახილველად გადაგზავნა „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილ უწყებათაშორის კომისიაში. დადგენილია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებებით განმცხადებლებს დაენიშნათ შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი ყოველთვიური დახმარება, შესაბამისი ოდენობით, განცხადების მიმართვის მომდევნო თვის 1 რიცხვიდან.
4.3. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენს „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თითოეული მათგანს აუნაზღაურდეს 15000 (თხუთმეტიათასი) ლარის ოდენობით კომპენსაცია, 2007 წლიდან 2013 წლის მარტამდე პერიოდისათვის, როდესაც ისინი არ იღებდნენ ამ დახმარებას. სასამართლომ აქვე განმარტა, რომ მითითებული ნორმის თანახმად, ბენეფიციარს უფლება აქვს დამატებით მიიღოს სხვა არაფულადი სარგებელი ან/და სხვა ფულადი გასაცემლები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ასევე დადგენილია, რომ გ------ი თ--------–---–მა, ა-–---------ე გა-----–---–მა, მ----- ჯ-----–--ლმა, რ------ონ გ-----–---–მა, ი---ე მ-------მა, ვ-–------რ ვ----–--ლმა და გ------ გ-------მა 2016 წლის 14 ნოემბერს მიმართეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვეს საწარმოო ტრამვის გამო დახმარების (პენსიის) ანაზღაურება, მისი შეჩერების დღიდან 2016 წლის 01 აპრილამდე, დახმარების დანიშვნამდე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 07 აპრილის №0------- გადაწყვეტილებით კი დგინდება, რომ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 01 მარტის №45 დადგენილების უზრუნველსაყოფად შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ 2017 წლის 23 თებერვალს განიხილა გ------ი თ--------–---–ის, ა-–---------ე გა-----–---–ის, მ----- ჯ-----–--ლის, რ------ონ გ-----–---–ის, ი---ე მ-------ის, ვ-–------რ ვ----–--ლისა და გ------ გი-------ს 2016 წლის 14 ნოემბრის №1----- განცხადება და უარი ეთქვათ, გასული პერიოდის დავალიანების დაფარვაზე.
სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია და აღნიშნა, რომ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილება არ ითვალისწინებს გასულ პერიოდში წარმოშობილი დავალიანების დაფარვას. აღნიშნული არ გამომდინარეობს არც ბენეფიციარის უფლებიდან „დამატებით მიიღოს სხვა არაფულადი სარგებელი ან/და სხვა ფულადი გასაცემლები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“, მით უმეტეს, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს წინა პერიოდში მისაცემი დახმარების თანხის (დავალიანების) ანაზღაურებას.
სასამართლომ განმარტა, რომ დასახიჩრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი სხვადასხვა პერიოდში რეგულირდებოდა სხვადასხვა ნორმატიული აქტით. 1993 წლიდან 1999 წლამდე კომპენსაციის გაცემის წესს ადგენდა „საწარმოო ორგანიზაციების მიერ საწარმოო ტრამვით გამოწვეული შრომითი დასახიჩრებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №520 დადგენილება; 1999 წლის 09 თებერვალს მიღებული იქნა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვს ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, ხოლო 2007 წლის 02 მარტს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის №53 დადგენილება, რომელიც ასევე შეეხებოდა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს. ამ უკანასკნელი ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) უზრუნველყოს ,,საქნახშირის” დეპარტამენტის შახტებსა და სხვა საწარმოებში შექმნილი მდგომარეობისა და მათი მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებთა შესახებ” საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 15 ოქტომბრის N429-ა ბრძანებულებისა და ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48 ბრძანებულების 421 პუნქტის საფუძველზე 2007 წლის 1 მარტამდე სსიპ - საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში რეგისტრირებული, აგრეთვე, აღნიშნულ პერიოდამდე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებული უდავო მოთხოვნებით წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა 2007 წლის 1 მარტამდე პერიოდში. ამავე მუხლის მეორე პუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის წყდება სარჩოსა და სხვა გასაცემების გაცემის ვალდებულება 2007 წლის 1 მარტიდან, ხოლო იმ პირების მიმართ, რომლებზეც არ განხორციელებულა მათი გაცემის ვალდებულების დაკისრება, მითითებული ვალდებულებები აღარ შეიძლება წარმოიშვას. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის სააგენტოს მიერ სარჩოს გაცემის ვალდებულების შეწყვეტის გამო დამატებით გაიცეს ერთჯერადი კომპენსაცია დანიშნული ზიანის ანაზღაურების სარჩოს – ექვსი თვის ოდენობით.
სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია აღენიშნა, რომ არცერთი ზემოაღნიშნული აქტი არ შეიცავდა უპირობო დათქმას სარჩოს სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურების თაობაზე, რამდენადაც ყველა მათგანში საუბარი იყო „დამსაქმებელზე“ და მის „უფლებამონაცვლეზე“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 01 მარტის №45 დადგენილებით, რომელმაც არ გაითვალისწინა დამსაქმებლის მიერ ასანაზღაურებელი თანხების/წინა დავალიანების ანაზღაურების საკითხი.
სასამართლო არ გაიზიარა მოსარჩელეების აპელირება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 997-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ამ ნორმების თანახმად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება იმ პირს, რომელიც თვითონ ან თავისი მუშაკის მეშვეობით სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს. ხსენებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ პირი, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, არის ის, ვისი ქმედებითაც დადგა ეს ზიანი ანუ დამსაქმებელი და არა მესამე პირი, მოცემულ შემთხვევაში - სახელმწიფო. შესაბამისად, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სახელმწიფოსათვის ზიანის დაკისრებასთან დაკავშირებით.
4.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ამდენად, მოსარჩელემ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც არ არსებობს ანზორ ძიძიგურის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 07 აპრილის №0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ასევე, მოპასუხეებისათვის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილ უწყებათაშორის კომისიასთვის თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 15000 (თხუთმეტიათასი) ლარის ოდენობით თანხის (კომპენსაციის) ანაზღაურების დავალების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდა.
5. სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტები მიუთითებენ თავიანთ პოზიციებზე, რომლებიც სასამართლომ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა და ითხოვენ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
6.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც სააპელაციო პალატას მიაჩნია, არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
6.2. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, ახსნა-ანმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენს „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თითოეული მათგანს აუნაზღაურდეს 15000 (თხუთმეტიათასი) ლარის ოდენობით კომპენსაცია, 2007 წლიდან 2013 წლის მარტამდე პერიოდისათვის, როდესაც ისინი არ იღებდნენ ამ დახმარებას.
დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა: გ------ი თ--------–---–მა, ა-–---------ე გა-----–---–მა, მ----- ჯ-----–--ლმა, რ------ონ გ-----–---–მა, ი---ე მ-------მა, ვ-–------რ ვ----–--ლმა და გ------ გ-------მა 2016 წლის 01, 02 და 07 მარტის განცხადებებით მიმართეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 01 მარტის №45 დადგენილებით გათვალისწინებული დახმარების დანიშვნის მიზნით, საკითხის განსახილველად გადაგზავნა „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილ უწყებათაშორის კომისიაში. დადგენილია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებებით განმცხადებლებს დაენიშნათ შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი ყოველთვიური დახმარება, შესაბამისი ოდენობით, განცხადების მიმართვის მომდევნო თვის 1 რიცხვიდან.
ასევე დადგენილია, რომ გ------ი თ--------–---–მა, ა-–---------ე გა-----–---–მა, მ----- ჯ-----–--ლმა, რ------ონ გ-----–---–მა, ი---ე მ-------მა, ვ-–------რ ვ----–--ლმა და გ------ გ-------მა 2016 წლის 14 ნოემბერს მიმართეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვეს საწარმოო ტრამვის გამო დახმარების (პენსიის) ანაზღაურება, მისი შეჩერების დღიდან 2016 წლის 01 აპრილამდე, დახმარების დანიშვნამდე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 07 აპრილის №0------- გადაწყვეტილებით კი დგინდება, რომ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 01 მარტის №45 დადგენილების უზრუნველსაყოფად შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ 2017 წლის 23 თებერვალს განიხილა გ------ი თ--------–---–ის, ა-–---------ე გა-----–---–ის, მ----- ჯ-----–--ლის, რ------ონ გ-----–---–ის, ი---ე მ-------ის, ვ-–------რ ვ----–--ლისა და გ------ გი-------ს 2016 წლის 14 ნოემბრის №1----- განცხადება და უარი ეთქვათ, გასული პერიოდის დავალიანების დაფარვაზე.
პალატა მიუთითებს, რომ ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 01 მარტის №45 დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, დახმარების ადმინისტრირების ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომლის უფლება-მოვალეობებია: ა) დახმარების გაცემის ორგანიზება; ბ) თავის საქმიანობაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფისა და მართვის ავტომატიზებული საშუალებების, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება (ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს); გ) დახმარების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების რეგულირება.
ამავე ნორმატიული აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადება წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს), 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი და: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული აქვს ფულადი გასაცემლის მიღების უფლება; ბ) სააგენტოს მხრიდან 2007-2008 წლებში გაცემულია ერთჯერადი კომპენსაცია ან დაფარულია დავალიანება.
ამავე მუხლის მე-25 პუნქტის მიხედვით კი, ამ წესის შესაბამისად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს ასევე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც 2001 წლის 11 დეკემბრამდე (საწარმოს ლიკვიდაციის რეგისტრაციის თარიღამდე) დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება „ჟ-----–---ის სამშენებლო სამმართველოში“ („ჟ-----–---მშენი“) მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი.
სააპელაციო პალატა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილება არ ითვალისწინებს გასულ პერიოდში წარმოშობილი დავალიანების დაფარვას.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტთა მითითებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 997-ე მუხლებზე და მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სააპელაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო შემთხვევაში, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, ვინაიდან სადავო აქტი აკმაყოფილებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების, როგორც ფორმალურ, ასევე მატერიალურ კრიტერიუმებს.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, აპელანტების მიერ სააპელაციო ინსტანციაში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას, ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში, აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შესაბამისად, ასევე არ არსებობს მოპასუხეებისათვის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილ უწყებათაშორის კომისიასთვის თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 15000 (თხუთმეტიათასი) ლარის ოდენობით თანხის (კომპენსაციის) ანაზღაურების დავალების საფუძველი.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
8. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
მითითებული ნორმების თანახმად, აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ------ი თ--------–---–ის, ა-–---------ე გა-----–---–ის, ი---ე მ-------ის, მ----- ჯ-----–--ლის, ვ-–------რ ვ----–--ლის, გ------ გი-------სა და რ------ონ გ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე ლევან მურუსიძე