განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001432206
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/41-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური
მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია, გვანცა კომბეგაშვილი
აპელანტი - ა-–-------------–---–---–-
წარმომადგენელი - ლ-–--------–---
მოწინააღმდეგე მხარე - დ----------------–-–---–-
წარმომადგენელი - ბ--------------–---–-
დავის საგანი - პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება
დ----------------–-–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა - დაეკისროს მოპასუხე ა-–---------- ე-–---–---–ს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, კერძოდ: სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ა-–-------------–---–---–-ს მიერ 2--------- წელს ტელეკომპანია „რ----------“- ის და ტელეკომპანია „პ------–-ს“ ეთერში გაკეთებული განცხადებები მასზედ, რომ „მთავარი ა--------------- ცნობილი მექრთამეა, მთავარმა ა--------------მა იცის მხოლოდ უჯრის გამოღება და თვალის ჩაპაჭუნება“; „მთავარმა ა--------------მა ფული გააკეთა და ამიტომ მოაწერა ხელი მ–-----–----- ნებართვას“; „მთავარი ა--------------- ცნობილი მექრთამე იყო შ----------ის დროს“ - არის სიცრუე და ცილისწამება.
სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები:
მოსარჩელე, 2015 წლის 04 ნ---------, №4--------- განკარგულებით დაინიშნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის ი-----------–- პირი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ა--------------ის ს----------------------- თანამდებობაზე.
მოპასუხე ა-–---------- ე-–---–---–მა 2016 წლის 2-------ს, ტელეკომპანია „რ----------“-ის ეთერში გადაცემა „ს----–--------“, მოსარჩელის მიმართ გამოიყენა ცილისმწამებლური გამონათქვამები: „მთავარი ა--------------- ცნობილი მექრთამეა, მთავარმა ა--------------მა იცის მარტო უჯრის გამოღება-დახურვა და თვალის ჩაპაჭუნება“. იმავე დღეს ტელეკომპანია „რ----------“-ის გადაცემა „კ--------–ი“ მოსარჩელის მიმართ განაცხადა, რომ „ფული გააკეთა მთავარმა ა--------------მა და ისე მოაწერა ხელი მ–-----–----- ნებართვას“.
ტელეკომპანია „პ------–-ს“ ეთერში 2016 წლის 2-------ს, მოპასუხემ განაცხადა, რომ მოსარჩელე „ცნობილი მექართამე იყო შ----------ის დროს“. ი--- გ-------–--ს გადაცემაში მოპასუხემ აღიარა, რიომ მან მოსარჩელეს „მექრთამე უწოდა და არც უსაფუძვლოდ“, რადგან მან ხელი მოაწერა მ–-----–----- ნებართვას ნ--–-----------–- და ს----------–-------ში. აქვე ჟურნალისტის შეკითხვაზე - დაუმტკიცებდა თუ არა მექართამეობას სასამართლოში, რადგან მ------–-–---–ი აპირებდა სასამართლოში სარჩელის შეტანას, მოპასუხემ განაცხადა მოსარჩელეზე, რომ „რიგში ჩადგეს სხვა მექართამეებთან ერთად ბ----–--სა და კ-------ესთან ერთად და წავიდეს მ---------ის სასამართლოში“.
მოპასუხის ცილისმწამებლურმა საჯარო განცხადებებმა შელახა მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.
თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ა--------------ის სამსახურის 2015 წლის 0- იანვრის №3- ბრძანებით, თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ა--------------ის სამსახურის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში განთავსებულ ელექტრონულ, ოპტიკურ ან სხვა მსგავსი ფორმით შექმნილ წერილობით მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მიმღები პასუხისმგებელი პირია სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ა--------------ის სამსახურის განყოფილებების უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისი განყოფილების უფროსი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, განყოფილების უფროსის ზემდგომი უფლებამოსილი პირი. სადავო ობიექტზე ნ--–-----------–- და ც--–--------ში მ–-----–----- ნებართვის გაცემაზე მოსარჩელე ხელს არსად არ აწერს. მ–-----–----- გაცემის კანონიერებას ამოწმებს თბილისის მერიის ი-----------–- სამსახური და შ--------------- და მ--------------- საქალაქო სამსახური.
მოპასუხის მიერ გაკეთებული განცხადება თითქოს მოსარჩელე მ–-----–----- ნებართვას ხელს აწერს მხოლოდ ქრთამის აღების სანაცვლოდ, მცდარი ფაქტია თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელე სამსახურის შინაგანაწესის მიხედვით არც ერთი მ–-----–----- ნებართვის გაცემაზე ხელს არ აწერს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ----------------–-–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. დაევალა მოპასუხე ა-–---------- ე-–---–---–ს სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება, ტელეკომპანია „რ----------“-ის და ტელეკომპანია „პ------–-ს“ ეთერით, შემდეგი სახით:
სასამართლო გადაწყვეტილებით (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება) დადგინდა, რომ ა-–-------------–---–---–-ს მიერ, 2--------- წელს, ტელეკომპანია „რ-----------“-ის და ტელეკომპანია „პ------–-ს“ ეთერში გაკეთებული განცხადებები მასზედ, რომ „მთავარი ა--------------- ცნობილი მექრთამეა, მთავარმა ა--------------მა იცის მხოლოდ უჯრის გამოღება და თვალის ჩაპაჭუნება“; „მთავარმა ა--------------მა ფული გააკეთა და ამიტომ მოაწერა ხელი მ–-----–----- ნებართვას“; „მთავარი ა--------------- ცნობილი მექრთამე იყო შ----------ის დროს“ - არის სიცრუე და ცილისწამება. ა-–-------------–---–---–-ს მიერ ტელეკომპანია „რ----------“-ის და ტელეკომპანია „პ------–-ს“ ეთერით, აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, ცნობის გამოქვეყნება განისაზღვრა, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა-–-------------–---–---–-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, №2/18850-16 სამოქალაქო საქმეზე, დ----------------–-–---–-ს სარჩელისა გამო, მოპასუხე ა-–-------------–---–---–-ს მიმართ, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფის თაობაზე.
უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, №2/18850-16 სამოქალაქო საქმეზე, დ-------- მ------–-–---–ის სარჩელისა გამო, მოპასუხე ა-–-------------–---–---–-ს მიმართ, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფის თაობაზე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. 2016 წლის 18 ივლისს, სარჩელი მიღებულ იქნა განსახილველად. მოსარჩელეს დაევალა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოპასუხისათვის ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსათვის წარმოდგენა.
2.2. 2016 წლის 29 აგვისტოს, მოსარჩელე დ----------------–-–---–-ს წარმომადგენელმა ბ------- ვ-----–---–მა სასამართლოს წარუდგინა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოპასუხისათვის ჩაბარების დასტური. წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, სარჩელი ჩაბარდა მოპასუხე ა-–-------------–---–---–-ს ოჯახის წევრს, მამას - ვ--–--- ე-–---–---–ს, 2016 წლის 21 ივლისს.
2.3. მოპასუხე ა-–---------- ე-–---–---–ს წერილობითი პასუხის (შესაგებლის) წარმოსადგენად განესაზღვრა 10 დღის ვადა; ამავე დროს, მოპასუხეს განემარტა სასამართლოს მიერ, განსაზღვრულ ვადაში პასუხის (შესაგებლის) არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის შესახებ. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოსადგენად დადგენილი ვადის ბოლო დღე იყო 2016 წლის 01 აგვისტო.
2.4. მოპასუხე ა-–---------- ე-–---–---–მა შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. პასუხი (შესაგებელი) უნდა პასუხობდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.
სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. 177-ე მუხლის მე- 2 ნაწილის შესაბამისად, შესაგებელი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით და უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს.
ამავე კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხე ა-–---------- ე-–---–---–ს ჩაბარდა 2016 წლის 21 ივლისს. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოსადგენად დადგენილი ვადის ბოლო დღე იყო 2016 წლის 01 აგვისტო, მაგრამ მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის; ამასთან, არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. ამიტომ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის, ”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-6, მე-14 და მე-17 მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე- 6 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა.
”სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება;
მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს სარჩელით მიმართოს სასამართლოს ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ხელყოფის თავიდან აცილების ან აღკვეთის, აგრეთვე უკანონო ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით;
დასახელებული კანონის მე-14 მუხლის მიხედვით, პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება;
მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.
სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის წარმომადგენლის პოზიცია, რომ დ----------------–-–---–-ს სარჩელი და თანდართული მასალები არ ჩაბარებია, მართალია საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურში მითითებულია, რომ 2016 წლის 21 ივლისს, ა-–-------------–---–---–-ს მამას - ვ--–---ი ე-–---–---–ს ჩაბარდა გარკვეული გზავნილი, თუმცა, მითითებული არ არის, კონკრეტულად რა დოკუმენტი გადაეცა მას. აღნიშნული გზავნილი არ ყოფილა სასამართლოს კონვერტით და მასში არც სარჩელი იდო და არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის განმსაზღვრელი რაიმე დოკუმენტი, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ მისთვის გადაცემულ კონვერტში თუ რა დოკუმენტი იდო ამის მტკიცების ტვირთი ეკისრება საჩივრის ავტორს. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სხვა დოკუმენტი მიიღო მოპასუხე მხარემ, აღნიშნულის წარმოდგენა შეეძლო საჩივართან ერთად ან დღევანდელ სასამართლო სხდომაზე. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ა-–-------------–---–---–-ს სადავო განცხადებები იყო არა მწვავე კრიტიკა, არამედ - ცილისწამება. ა-–-------------–---–---–- საუბრობდა არა მხოლოდ ს----------–--- ორ ობიექტზე, არამედ - „შ----------ის დროს“ დ----------------–-–---–-ს კორუმპირებულობაზე და სხვ. მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) წარმომადგენელი განმარტავს, რომ დ-------- მ------–-–---–მა სარჩელით იმიტომ მომართა სასამართლოს, რომ მას ჰქონდა მოცემული საქმის არსებითად განხილვის ინტერესი, შესაბამისად, მის ინტერესს არ წარმოადგენდა არა სარჩელის, არამედ - შეგნებულად რაიმე სხვა დოკუმენტის ა-–-------------–---–---–-სთვის გაგზავნა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
საბოლოოდ სასამართლომ მიიჩნია, რომ ა-–---------- ე-–---–---–ს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. ის გარემოება, რომ რაიმე სხვა დოკუმენტი იდო კონვერტში და არ ერთვოდა სასამართლოს გზავნილი, საჩივრის ავტორმა ვერ დაუდასტურა სასამართლოს. შესაბამისად, არ არსებობდა შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის მითითებით მართალია მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა სარჩელის და თანდართული დოკუმენტების მოპასუხისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ გზავნილი ჩაბარდა ადრესატის მამას ვ--–--- ე-–---–---–ს, თუმცა სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ გზავნილში, რომელიც მისი ოჯახის წევრს ჩაბარდა არ ყოფილა სარჩელი და მითუმეტეს რაიმე დოკუმენტი შესაგებლის სავალდებულო წარდგენის მითითებით. კონვერტი მოთავსებული იყო გაურკვეველი შინაარსის დოკუმენტები. აღნიშნულის გათვალისწინებით გზავნილი სასამართლოს ჩაბარებულად არ უნდა მიეჩნია.
3.2. აპელანტის განმარტებით იმ პირობებში, როდესაც დასტურდება, რომ საქმის განხილვაში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს გააჩნია საქმის არსებითად განხილვის ინტერესი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, გარდა ამისა, აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რამეთუ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტები სადავოა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 3-3-ე და 3-4-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-0-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1.ფაქტობრივი დასაბუთება
4.1.1. პალატას მიაჩნია, რომ დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
14.07.2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამქეთა კოლეგას სარჩელით მიმართა დ-------- მ------–-–---–მა ა-–-------------–---–---–-ს წინააღმდეგ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფის მოთხოვნით. (ტ.1.ს.ფ. 1-179)
სასამართლოს შესაბამისი მოხელის 14.07.2016 წ. აქტით დგინდება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს გადაეცა სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ასლების გზავნილის მოპასუხისთვის ჩასაბარებლად. (ტ.1.ს.ფ. 180)
სასამართლო გზავნილით ირკვევა, რომ მოპასუხეს განემარტა მისი ვალდებულების, კერძოდ, გზავნილის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სარჩელში და მასში დასმულ საკითხებზე შესაგებლის წარდგენის შესახებ. გზავნილით ასევე განმარტებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. (ტ.1.ს.ფ. 181)
სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა-–---------- ე-–---–---–ს დ----------------–-–---–-ს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები ჩაბარდა 2016 წლის 21 ივლისს, კერძოდ, გზავნილი ჩაბარდა ადრესატის მამას - ვ--–---ი ე-–---–---–ს.
4.1.2. განსახილველ შემთხვევაში აპელანტის სადავოდ ხდის მისთვის დ----------------–-–---–-ს სარჩელის და თანდართული დოკუმნეტების და მით უფრო ისეთი დოკუმენტის ჩაბარებას, რომლითაც განმარტებული იქნებოდა სარჩელის წინააღმდეგ შესაგებლის წარდგენის ვალდებულების შესახებ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მხარეებს უფლებებთან ერთად თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს აკისრებს, რომელთა შეუსრულებლობა მხარეთათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ საჩივრის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მართალია აპელანტი სადავოდ ხდის მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარებას და მიუთითებს, რომ 21.07.2016 წელს მისი ოჯახის წევრს სარჩელის ნაცვლად გაურკვეველი შინაარსის დოკუმენტები ჩაბარდა, თუმცა მისივე ახსნა-განმარტების გარდა საჩივარში მითითებული გარემოების დასადასტურებლად ვერ უთითებს სამართლებრივად ვარგის რაიმე მტკიცებულებაზე. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მას სასამართლო გზავნილის ნაცვლად სხვა დოკუმენტები ჩაბარდა საჩივრის ავტორს/აპელანტს ეკისრებოდა. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საჩივრის ავტორს საჩივარში მითითებული გარემოების დასადასტურებლად მინიმუმ ის დოკუმენტები უნდა წარედგინა რაც მისი მტკიცებით დ----------------–-–---–-ს სარჩელის ნაცვლად 21.07.2016 წელს მისი ოჯახის წევრს - მამას ჩაბარდა. გათვალისწინებით იმისა, რომ ა-–-------------–---–---–-ს მიერ საჩივარში და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა, სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი 14.07.2016წ. აქტის, (რომლითაც დასტურდება მოსარჩელისთვის სარჩელის და თანდართული დოკუმენტების გადაცემა მოპასუხისთვის ჩასაბარებლად, სასამართლო გზავნილის, რომლითაც მოპასუხეს განემარტა გზავნილის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შესაგებლის წარდგენის ვალდებულების შესახებ და 21.07.2016 წლის საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურის, რომლითაც ირკვევა, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ ა-–-------------–---–---–-სთვის გაგზავნილი გზავნილი ადრესატის მამას ჩაბარდა) საფუძველზე დადასტურებულია, რომ ა-–---------- ე-–---–---–ს დ----------------–-–---–-ს სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ჩაბარდა 21.07.2016 წელს.
პალატა დამატებით განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. გათვალისწინებით იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარე საჩივრის ავტორის/აპელანტის ახნა-განმარტებას არ დაეთანხმა, ამასთან, სამართლებრივად ვარგისი და წონადი მტკიცებულებით დადასტურებული ვერ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებული გარემოებები, შესაბამისი გარემოება მისთვის სასამართლო გზავნილის ნაცვლად სხვა დოკუმენტების ჩაბარებასთან მიმართებით ვერ იქნება გაზიარებული.
4.1.3. უდავოა, რომ ა-–-------------–---–---–-ს დ----------------–-–---–-ს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია და სასამართლოსათვის არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების თაობაზე უცნობებია.
4.2. სამართლებრივი დასაბუთება
4.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
როგორც მითითებული ნორმიდან, ისე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის ზოგადი ანალიზიდან ირკვევა, ზემოაღნიშნულ პირობებთან ერთად, იმისათვის რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საჭიროა, არსებობდეს ასევე უმთავრესი პირობა – სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი), ხოლო მითითებული გარემოებები კი სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიჩნევა დამტკიცებულად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი).
საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ გარდა იმისა, რომ მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაუბარებლობის საფუძვლით, ასევე სარჩელში მითითებული გარემობების გათვალისწინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იყო დაუშვებელი, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რადგან სარჩელში მითითებულ ფაქტებს ის სადავოდ ხდიდა.
საჩივრის ავტორის აღნიშნულ განმარტებას სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის ზოგადი ანალიზიდან ირკვევა, ზემოაღნიშნულ პირობებთან ერთად, იმისათვის რომ მხარის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საჭიროა, არსებობდეს ასევე უმთავრესი პირობა – სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი), ხოლო მითითებული გარემოებები კი სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიჩნევა დამტკიცებულად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი).
დაუსწრებელი წარმოების არსი მდგომარეობს სასამართლოს მიერ საპროცესო მოქმედების შესასრულებლად მიცემულ ვადაში არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობის ან სასამართლო სხომაზე გამოუცხადებლობისთვის გარკვეული სანქციის გამოყენებაში, რომელიც გამოიხატება სასამართლოს მიერ საქმის სრულყოფილი განხილვის გარეშე ისეთი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც არათუ ესადაგება, არამედ ეწინააღმდეგება გამოუცხადებელი მხარის ინტერესებს. აღსანიშნავია ასევე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის რეჟიმში სასამართლო არ შედის მტკიცებულებებისა და საქმის არსებითი კვლევის სტადიაში. იგი მხოლოდ იკვლევს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აძლევს მათ სამართლებრივ შეფასებას.
განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, დადგენილად ჩათვალა სარჩელში მითითებული შემდეგი გარემოებები:
- 2015 წლის 04 ნ---------, №4--------- განკარგულებით დაინიშნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ა--------------ის ს----------------------- თანამდებობაზე.
- თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ა--------------ის სამსახურის 2015 წლის 0- იანვრის №3- ბრძანებით, თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ა--------------ის სამსახურის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში განთავსებულ ელექტრონულ, ოპტიკურ ან სხვა მსგავსი ფორმით შექმნილ წერილობით მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მიმღები პასუხისმგებელი პირია. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ა--------------ის სამსახურის განყოფილებების უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისი განყოფილების უფროსი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, განყოფილების უფროსის ზემდგომი უფლებამოსილი პირია.
- სადავო ობიექტზე ნ--–-----------–- და ც--–--------ში მ–-----–----- ნებართვის გაცემაზე მოსარჩელე ხელს არსად არ აწერს. მ–-----–----- გაცემის კანონიერებას ამოწმებს თბილისის მერიის ი-----------–- სამსახური და შ--------------- და მ--------------- საქალაქო სამსახური.
- ა-–---------- ე-–---–---–მა 2016 წლის 2-------ს, ტელეკომპანია „რ----------“-ის ეთერში გადაცემა „ს----–--------“, მოსარჩელის მიმართ გამოიყენა ცილისმწამებლური გამონათქვამები: „მთავარი ა--------------- ცნობილი მექრთამეა, მთავარმა ა--------------მა იცის მარტო უჯრის გამოღება-დახურვა და თვალის ჩაპაჭუნება“. იმავე დღეს ტელეკომპანია „რ----------“-ის გადაცემა „კ--------–ი“ მოსარჩელის მიმართ განაცხადა, რომ „ფული გააკეთა მთავარმა ა--------------მა და ისე მოაწერა ხელი მ–-----–----- ნებართვას“.
- ტელეკომპანია „პ------–-ს“ ეთერში 2016 წლის 2-------ს, მოპასუხემ განაცხადა, რომ მოსარჩელე „ცნობილი მექართამე იყო შ----------ის დროს“. ი--- გ-------–--ს გადაცემაში მოპასუხემ აღიარა, რიომ მან მოსარჩელეს „მექრთამე უწოდა და არც უსაფუძვლოდ“, რადგან მან ხელი მოაწერა მ–-----–----- ნებართვას ნ--–----------- ში და ს----------–-------ში. აქვე ჟურნალისტის შეკითხვაზე - დაუმტკიცებდა თუ არა მექართამეობას სასამართლოში, რადგან მ------–-–---–ი აპირებდა სასამართლოში სარჩელის შეტანას, მოპასუხემ განაცხადა მოსარჩელეზე, რომ „რიგში ჩადგეს სხვა მექართამეებთან ერთად ბ----–--სა და კ-------ესთან ერთად და წავიდეს მ---------ის სასამართლოში“.
- მოპასუხის მიერ გაკეთებული განცხადება თითქოს მოსარჩელე მ–-----–----- ნებართვას ხელს აწერს მხოლოდ ქრთამის აღების სანაცვლოდ, მცდარი ფაქტია თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელე სამსახურის შინაგანაწესის მიხედვით არც ერთი მ–-----–----- ნებართვის გაცემაზე ხელს არ აწერს.
- მოპასუხის ცილისმწამებლურმა საჯარო განცხადებებმა შელახა მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.
სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის, ”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-6, მე-14 და მე-17 მუხლებით და დააკმაყოფილა დ----------------–-–---–-ს სარჩელი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი წინაპირობა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება რომელიც გამოტანილია სარჩელზე შესაგებლის წარუდგენლობის გამო, ასევე მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-–-------------–---–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /
მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /
/გოდერძი გიორგიშვილი /