განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210115753568
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/305-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი - შ-- ,,G--’’
წარმომადგენლები - ნ--------------–-, ვ-----------------
მოწინააღმდეგე მხარე - ი----- ა------
წარმომადგენლები - ე-–--------------------
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ-- ,,G--“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი----- ა------ს, შ-- ,,G--“-ს სასარგებლოდ, დაეკისრა მიყენებული ზიანის ანაზღაურება 16854.24 ლარის ოდენობით. შ-- ,,G--“-ის სარჩელი მიუღებელი შემოსავლის 13 145.76 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2014 წლის 13 სექტემბერს, ქ------–--–-, შ-–--–--ის ქუჩაზე, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა: ერთმანეთს შეეჯახა ავტომანქანა ,,M--------B---'' სახელმწიფო ნომრით I------, რომელსაც მართავდა ი----- ა------ და ავტომანქანა ,,M--------B---'' სახელმწიფო ნომრით G--------, რომელსაც მართავდა გ------- მ------–---–-. შეჯახების შედეგად ავტომობილი ,,M--------B---'' სახელმწიფო ნომრით G--1--- O-, ინერციით გადაადგილდა და შეეჯახა ავტო-სამრეცხაო შენობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :
-მოწმის სახით დაკითხვის ოქმები (ს.ფ. 33-38)
-ექსპერტიზის დასკვნები (ს.ფ.; 136-144; 288-291; );
-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპა-----მენტის 2015 წლის 8 ოქტომბრის N---------- დადგენილება და 2015 წლის
16 ოქტომბერს N---------- გადაწყვეტილება (ს.ფ.220-225);
-დადგენილება (ს.ფ.145-154);
-მხარეთა ახსნა-განმარტება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 13 სექტემბერს მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო ი----- ა------ს მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში. ამავე კოდექსის 105- ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ექსპერტის დასკვნის შემოწმება და შეფასება მტკიცების პროცესის აუცილებელი პირობაა. ექსპერტის დასკვნის უარყოფა ან გამოყენება მტკიცებულებად არ შეიძლება, თუ იგი არ იქნება შემოწმებული და შეფასებული 105-ე მუხლის შესაბამისად. ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებული ყველა სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობაში.
მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს მათი სარწმუნოობის თვალსაზრისით და ასევე იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება. სასამართლოს მიერ მტკიცებულებებისშეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში შეფასებას. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით.
სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს'' №0-------- დასკვნის (შესვლის თარიღი 2--------- წელი, გასვლის თარიღი
0--------- წელი) თანახმად, ი----- ა------მ უგულებელყო ,,საგზაო მოძრაობის შესახებ'' საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა'' ქვეპუნქტის მოთხოვნები, რამაც განაპირობა ავტო-საგზაო შემთხვევა. გ------- მ------–---–ზე კონკრეტული ავტო-საგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ იყო დამოკიდებული და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპა-----მენტის მიერ 2014 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე ი----- ა------ ცნობილი იქნა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დამრღვევად და №ე------- ელექტრონული საჯარიმო ქვითრით დაჯარიმებულ იქნა 250 ლარით. რაც გასაჩივრებული იქნა ი----- ა------ს მიერ.
სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის დადგენილებით, ი----- ა------ს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპა-----მენტის ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ე------- და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპა-----მენტს. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპა-----მენტმა 2015 წლის 8 ოქტომბერს მიიღო N---------- დადგენილება, ხოლო 2015 წლის 16 ოქტომბერს N---------- გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე სამართალდამრღვევად ცნობილია ,,მ--------- ბ--– - C----“ მარკის სახ. ნომრით I------ ავტომობილის მძღოლი ი----- ა------.
დადგენილებაში მითითებულია, რომ ი----- ა------ს ქმედება არ შეესაბამებოდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი აპირებს გზიდან გასვლას, მაშინ მარჯვენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალებამ უნდა იმოძრაოს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან და შემდეგ შეასრულოს შეძლებისდაგვარად მოკლე მანევრი. ამავე მუხლის 1-ლი პუნქტით კი მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი ,,ა-–-----------ა''-ს 2015 წლის 09 ივნისის №3----- დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც ავტომობილ ,,M--------B--- C-------'' სახელმწიფო ნომრით I-------ის მძღოლ ი----- ა------ს მიერ დარღვეულია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტი, 21-ე მუხლის მე-7 და 22-ე პუნქტები, 32-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები, მაგრამ მისი ქმედება არ წარმოადგენს კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევ მიზეზს. მძღოლ გ------- მ------–---–ს გააჩნდა ტექნიკური შესაძლებლობა თავიდან აეცილებინა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მის მიერ კანონმდებლობის ნორმებით გათვალისწინებული მოძრაობის დასაშვები სიჩქარის არ გადაჭარბების და სავალდებულო ზომების დროულად და სწორედ შესრულების შემთხვევაში.
მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს მათი სარწმუნოობის თვალსაზრისით და ასევე იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება. სასამართლოს მიერ მტკიცებულებებისშეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში შეფასებას. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოება, რომ ავტო-საგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო ი----- ა------ს ბრალეული ქმედებით,რომელმაც დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები დადასტურებული
იქნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ი.ხ.მოწმის სახით გ------- მ------–---–-ს დაკითხვის ოქმი, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს'' №0-------- დასკვნა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო -კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 06 ოქტომბრის №1------- დასკვნა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპა-----მენტის 2015 წლის 8 ოქტომბრის N2---------- დადგენილება და 2015 წლის 16 ოქტომბერს N2---------- გადაწყვეტილება, საჯარიმო ქვითარი, მხარეთა ახსნა -განმარტება), რაც ვერ იქნა გაბათილებული მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოწმის სახით დაკითხვის ოქმები (ს.ფ. 33-38)
-ექსპერტიზის დასკვნები (ს.ფ.; 136-144; 288-291; );
-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპა-----მენტის 2015 წლის 8 ოქტომბრის N---------- დადგენილება და 2015 წლის
16 ოქტომბერს N---------- გადაწყვეტილება (ს.ფ.220-225);
-დადგენილება (ს.ფ.145-154);
-მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.3. დადგენილია, რომ 2014 წლის 13 სექტემბერს მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა შ-- ,,G--“ -ის კუთვნილი ავტოსამრეცხაო, კერძოდ, დაზიანებული იქნა 14 354.24 ლარის ღირებულების დანადგარები, რომლის სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება 2500 ლარია. ამასთან, დაუსაბუთებელია მოსარჩელის პოზიცია მიუღებელი შემოსავლის სახით 13 145.76 ლარის ოდენობით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ.
დადგენილია, რომ 2014 წლის 13 სექტემბერს მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო ი----- ა------ს მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ავტო-სამრეცხაო შენობაზე შეჯახების შედეგად დაზიანებული იქნა 14 354.24 ლარის ღირებულების დანადგარები, რომლის სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება 2500 ლარია. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება 14 354.24 ლარისა და 2500 ლარის ოდენობით. ასევე, მიუღებელი შემოსავლის სახით 13 145.76 ლარის ოდენობით გადახდა.
საქმეში წარმოდგენილი შ-- ,,ს---------------“-ს N3-- ექსპერტიზის აქტის (შედგენის თარიღი 0--------- წელი, განრიგი N3-- თარიღი 1--------- წელი) მიხედვით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა შ-- ,,G--“-ის კუთვნილი ავტოსამრეცხაო, რომელიც შედგება გერმანული კომპანია ,,ვ--–-----“-ს ჯაგრისებიანი ავტომატური ავტოსამრეცხაო დანადგარის კომპონენტებისაგან შესაბამისი ინფრასტურქტურით. აღნიშნული ობიექტის შემოწმების შედეგად გამოვლენილი იქნა შემდეგი: LCD სამართავი პულტი ჩაჭედილია დეფორმირებულ ვიტრაჟის შუაში, თუმცა ხილულ ნაწილზე დაზიანების კვალი არ შეიმჩნევა; ტუმბო ძრავით 1,1 კვ.მ. (4.5. ბარ, 60 ლ/წუთ) - ტუმბოს ქვედა ნაწილში სამაგრები მოტეხილი აქვს, ძრავის კორპუსი დაზიანებულია. ტუმბოს ძრავით 5.5. კვ. (16 ბარ, 100 ლ/წთ) - ძრავის ზედანაწილი და ტუმბოს ქვედა ნაწილში სამაგრები მოტეხილია. კომპრესორი FL - 50 მოტეხილი აქვს ზედანაწილი. რკინის კარები ჩარჩოთი 90X215 დეფორმირებულია. გიფსო-კარდონი დამტვრეულია. დაზიანებული ავტოსამრეცხაო დანადგარის კომპონენტები აღნიშნულ მდგომარეობაში ვერ შეასრულებენ თავის დანიშნულებას, რომელთა საორიენტაციო ღირებულება 14 354,24 ლარია. დასკვნაში ასევე აღწერილია თითოეული დაზიანებული საქონლის ღირებულების განსაზღვრის წესი, რომელიც დაეყრდნო გერმანული კომპანია ,,ვ--–-----“-ს მონაწერებს სამართავი პულტის და ტუმბო ძრავის საქარხნო ღირებულების თაობაზე, სატრანსპორტო და საბაჟო ხარჯების გათვალისწინებით. ასევე ,,ელიავას ბაზრობის“, შ-- ,,ა-----“-ს მიერ გაცემული ინვოისების და ელექტრონული საიტებიდან (mymarket.ge; ostaty.ge) მიღებული ინფორმაციას. დაზიანებული შენობის პირვანდელ მდგომარეობაში აღსადგენად შესასრულებელი სამუშაოების ტუმბოების, წყალგაყვანილობის, ჰაერის კომპრესორის მონტაჟისა და რკინის კარის აღდგენის ღირებულება შ-- ,,უ--------ის“ და შ-- ,,G--“-ის მიმოწერის მიხედვით 2500 ლარია. შ-- ,,G--“-ის კუთვნილი ავტოსამრეცხაოს დაზიანების ფაქტზე მიუთითებს ასევე შემთხვევის ადგილის დათალიერების ოქმი (იხ.ს.ფ.30-32). აღნიშნული ვერ იქნება გაბათილებული შ-- ,,ა--------------“ -ის 2016 წლის 8 თებერვლის აუდიტორული დასკვნით, რამდენადაც აღნიშნული არ შეიცავს უფრო არგუმენტირენულ დასაბუთებას. მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება კი მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი უარყოფის პირობებში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დასადგენად საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. ამდენად, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის იმგვარად რეალიზება, რომ გაექარწყლებინა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა.
სასამართლომ დაუსაბუთებელად მიიჩნია მოსარჩელის პოზიცია მიუღებელი შემოსავლის სახით 13 145.76 ლარის ოდენობით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის სექტემბრის თვიდან ანუ დაზიანებიდან ავტოსამრეცხაო არ ფუნქციონირებს, რის შედეგადაც იგი ვერ იღებს შემოსავალს და ადგება ზიანი.
2013 წლის მდგომარეობით შ-- ,,G--“-ის წლიური მოგება დეკლარაციების მიხედით შეადგენდა 15 148.92 ლარს, ხოლო 2014 წლის სექტემბრიდან სარჩელის აღძვრამდე სავარაუდო მოგება 13 145.76 ლარია. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელემ მიუთითა 2016 წლის 3 ნოებრის შ-- ,,ა--------------–--------------–---–---------------“-ს N1-------- აუდიტორული დასკვნაზე. მოსარჩელის მიერ აღნიშნული ვერ იქნა დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ-- ,,ა--------------–--------------–---–---------------“-ს აუდიტორმა ნ. ბ---–---–მა განმა-----, რომ მითითებულ დასკვნაში მითითებული მიუღებელი შემოსავალი განისაზღვრა შ-- ,,G--“-ის 2013 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით, რომელიც კომპანიის ერთობლივი შემოსავალია, რაც თავის მხრივ მოიაზრებს სხვადასხვა ხარჯს, გადასახადს. შესაბამისად, აღნიშნულით ვერ იქნება დადგენილი მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ოდენობა, რომელსაც შ-- ,,G--“ რეალურად, წმინდა მოგების სახით, სხვადასხვა ხარჯებისა და გადასახადების გარეშე მიიღებდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.17-29; 264-265);
- ადგილზე დათვალიერების ოქმი (ს.ფ.30-32);
- მოწმის ჩვენება (იხ.სხდომის ოქმი);
- ცნობა (ს.ფ.39-40);
- მხარეთა ახნსა-განმარტება;
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.4. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ზიანის მიყენების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად, ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ დავა გამომდინარეობს დელიქტური ურთიერთობიდან; ქონებრივი პასუხისმგებლობის ვინმესთვის დასაკისრებლად და ზიანის ანაზღაურებისათვის საჭიროა ქმედება იყოს 1) მართლსაწინააღმდეგო, 2) სახეზე იყოს დამდგარი შედეგი - ზიანი, 3) მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირის ბრალი და 4) არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
განსახილველ შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს, თუ რამდენად არსებობს ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგელობის დაკისრებისათვის კანონით გათვალისწინებული საფუძველი.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 13 სექტემბერს მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც გამოწვეული იყო ი----- ა------ს მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევით, დაზიანდა შ-- ,,G--“-ის კუთვნილი ავტოსამრეცხაო.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების პირობებში, შ-- ,,G--“ უფლებამოსილია მოპასუხისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რამდენადაც სახეზეა ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ი----- ა------სთვის დაკისრების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები და 992-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის აუცილებელი სამართლებრივი საფუძველი.
სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი შეადგენს 14 354.24 ლარს დაზიანებული დანადგარების ღირებულების გათვალისწინებით, ხოლო დაზიანებული დანადგარების სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება განსაზღვრულია 2500 ლარით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღნიშულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის პოზიცია მიუღებელი შემოსავლის სახით 13 145.76 ლარის ოდენობით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსვალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადასტურებულად არ ჩათვალა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოგების დეკლარაციებზე მითითებით შემოსავლის მიღების გარდაუვალობა, თუკი ავტოსაგზაო შემთხვევა არ მოხდებოდა, რის გამოც ამ ნაწილში სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მოსაზრებით სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება შემოსავლის ოდენობა რასაც მიიღებდა კომპანია, რომ არა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად კომპანიის საქმიანობის შეჩერება, რა დროსაც დაგროვდა საიჯარო და შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულებები. აპელანტის მითითებით სასამართლომ არასათანადოდ გამოიკვლია მიუღებელი შემოსავლის დადასტურების მიზნით წარდგენილ მტკიცებულებები, რამაც საბოლოოდ მიუღებელი შემოსავლის ნაწილში განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
4. გასაჩივრებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. სააპელაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოწმებს რა გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნევს სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ი----- ა------ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით შ-- ,,G--“ -ს მიადგა 7658.46 ლარის ოდენობით ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახავილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულია მხოლოდ შ-- ,,G--“ -ს მიერ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ი----- ა------ს შ-- ,,G--“-ს სასარგებლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სახით 16 854.24 ლარის ანაზღაურება დაეკისრა შესულია კანონიერ ძალაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2014 წლის 13 სექტემბერს მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევა, რა დროსაც დაზიანდა შ-- ,,G--“ -ის კუთვნილი ავტოსამრეცხაოს დანადგარები გამოწვეული იყო ი----- ა------ს მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევით, შესაბამისად, შ-- ,,G--“-ს საკუთრებაში არსებული ავტოსამრეცხაოს დანადგარების დაზიანება ი----- ა------ს მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულმა (გაუფრთხილებლობა) ქმედებამ გამოიწვია.
4.1.2. მოცემულ შემთვევაში მხარეებს შორის სადავოა 1. ი----- ა------ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიადგა თუ არა შ-- ,,G--“-ს ზიანი მიუღებელის შემოსავლის სახით, დადებითი პასუხის შემთხვევაში 2. რა ოდენობისაა მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში პასუხი სწორედ ამ კითხვებს უნდა გაეცეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის მიხედვით კი, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში შ-- ,,G---მ’’ ი----- ა------ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით მისი ქმედების შედეგად საქმიანობისთვის საჭირო დანადგარების უქონლობას და სამეწარმეო საქმიანობის იძულებით შეჩერებას დაუკავშირა.
პალატა განმარტავს, რომ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შეუძლებლობის შედეგად ზიანის არსებობა/არარსებობის დადგენის მიზნებისათვის, არსებითი მნიშვნელობა აქვს კრედიტორ სუბიექტს და მისი საქმიანობის ფარგლებს. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ი----- ა------ს მართლსაწინააღმდეგო ქმდების შედეგად შ-- ,,G---ს’’ კუთვნილი ავტოსამრეცხაო, კერძოდ, 14 354.24 ლარის ღირებულების დანადგარები დაზიანდა, მისი ხელახლა მონტაჟის ღირებულება კი 2500 ლარით განისაზღვრა, პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ი----- ა------სთვის დანადგარების დაზიანების (14 354.24 ლარის) და მონტაჟისთვის (2500 ლარი) დაკისრებული თანხის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელე მიუღებელი შემოსავალის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომის შემდეგ მისი საქმიანობის გაგრძელების შეუძლებლობას უკავშირებს. ის გარემოება, რომ შ-- ,,G--’’ ი----- ა------ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ავტოსამრეცხაო დანადგარების დაზიანებამდე აქტიური მეწარმე სუბიექტი იყო და ავტომობილების რეცხვის სერვისს სთვაზობდა მომხმარებელს დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვადასხვა მტკიცებულებებით. საქმეში წარმოდგენილი 01.09.2013 წლის იჯარის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ უძრავი ნივთი სადაც ავტოსამრეცხაო საქმიანობისთვის განკუთვნილი დანადგარები იყო განთავსებული და თავის მხრივ განკუთვნილი და ვარგისი იყო ავტომატური ავტოსამრეცხაოს მოსაწყობად წარმოადგენდა იჯარის ხელშეკრულების საგანს, რომელიც შ-- შ-- ,,G---ს’’ გადაცემული ჰქონდა მასსა და სს ,,ვ-----– პ--------–---- ჯ---------’’ შორის გაფორმებული იჯარი ხელშეკრულების საფუძველზე. ის გარემოება, რომ აღნიშნული გარიგების მიხედვით გარიგების მოქმედების ვადა ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე იწურებოდა არ ადასტურებს მოსარჩელის საქმიანობის შეჩერების ან და შეწყვეტის ფაქტს, რადგან მხარეები არ იყვნენ შეზღუდული სახელშეკრულებო ურთიერთობა ზეპირი ფორმითაც გაეგრძელებინათ. გარდა ამისა, გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს (1---------წ) მისამართზე კვლავ ავტოსამრეცხაო იყო განთავსებული დასტურდება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევათა საგამოძიებო სამსახურის 1--------- წლის შემთხვევის ადგილზე დათვალიერების ოქმითაც. (ტ.1.ს.ფ. 30-32; 49-52)
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
გათვალისწინებით იმისა, რომ საქმეში წარმოდგენლ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილად იქნა მიჩნეული ი----- ა------ს მიერ შ-- ,,G---ს’’ კუთვნილი დანადგარების დაზიანებამდე საზოგადოების აქტიური სამეწარმეო საქმიანობა, რომლის ფარგლებშიც ის მომხმარებელს ავტოსამრეცხაო სერვისის გაწევას სთავაზობდა, საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენამდე არსებობს პრეზუმფცია, რომ რომ არა ი----- ა------ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მოსარჩელის საქმიანობისთვის საჭირო დანადგარების დაზიარება ის ამ საქმიანობის გაგრძელებას და შემოსავლის მიღებას კვლავ შეძლებდა. შესაბამისად, სახეზე გვაქვს „მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი“, რაც სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, სავალდებულო პირობაა იმ ზიანისათვის, რომელზედაც ანაზღაურების მოვალეობა ვრცელდება.
მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს შ-- ,,G--’’ აუდიტური ფირმა ბ---–---–ი და კომპანიის 03.11.2016 წლის აუდიტორულ დასკვნას, რომლის თანახმად:
- დამკვეთის მიერ აუდიტისთვის დავალებული იყო საორიენტაციოდ რა შემოსავალი უნდა მიეღო შ-- ,,G---ს 1--------- წლის -02.11.2016 წლამდე პერიოდში, თუკი შ-- ,,G---ს 2013 წლის მოგების გადასახადის დეკლარიით საზოგადოების ერთობლივმა შემოსავალმა 15 148,92 ლარი.
,,თუკი შ-- ,,G---ს’’ 2013 წლის თვიურმა საშუალო შემოსავალმა შეადგინა 1262,41 ლარი შესაბამისად, 01.10.2014-31.10.2016წწ. პერიოდში საზოგადეობის საშუალო შემოსავალს შეადგენს 30 297,84 ლარს.’’ აუდიტორული დასკვნით ირკვევა, რომ კვლევა ეყრდნობა შ-- ,,G---ს’’ 2013 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციას.
გათვალისწინებით იმისა, რომ მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომიდან 1--------- წლიდან მის მიერ სასამართლოში სარჩელის აღვრამდე 17.03.2015წ. პერიოდისთვის მოითხოვს (იხ. სარჩელი), სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების, რომელიც შემთხვევის დადგომიდან სასამართლოში სარჩელის შეტანამდე 6 თვეს და 2 დღეს მოიცავს და 03.11.2016 წლის აუდიტორული დასკვნით გათვალისწინებული ყოველთვიური შემოსავლის მხედველობაში მიღებით პალატა მიიჩნევს, რომ შ-- ,,G---ს სარჩელი მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში ნაწლობრივ უნდა დაკმაყოფილეს და ი----- ა------ს მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის სახით მოსარჩელის სასარგებლოდ 7658,46 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებულ ნაწილში არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, არსებობს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ შ-- ,,G--’’-ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 900 ლარს შეადგენს (ტ.1.ს.ფ. 67) ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 530 ლარი. გათვალისწინებით იმისა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით, შ-- ,,G--’’-ის სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად, სარჩელი მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში ნაწილობრივ, დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ი----- ა------ს 7 658.46 ლარის გადახდა დაეკისრა სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ი----- ა------ს შ-- ,,G--’’-ის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 306.29 (დაკმაყოფილებული ნაწილი პროპორციულად) ლარის, ხოლო სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილში 145.41 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს. გათვალისწინებით იმისა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.01.2018 წლის განჩინების მიხედვით შ-- ,,G--’’-ის სააპელაციო საჩივარზე 525,83 ლარი უნდა გადაეხადა, საქმის მასალებით დგინდება, რომ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილია 530 ლარი, პალატა მიიჩნევს, რომ შ-- ,,G--’’-ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 19.02.2018წ. ნ--------------–-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 4.17 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შ-- ,,G--’’-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს მიუღებელი შემოსავლის 13,145.76 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შ-- ,,G--’’-ის სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხისთვის 13 145.76 ლარის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. მოპასუხე ი----- ა------ს მოსარჩელე შ-- ,,G--’’-ის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისროს 7 658.46 ლარის გადახდა.
5. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ი----- ა------ს შ-- ,,G--’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს 306.29 ლარის გადახდა.
6. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ი----- ა------ს შ-- ,,G--’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს 145.41 ლარის გადახდა.
7. შ-- ,,G--’’-ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 19.02.2018წ. ნ--------------–-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 4.17 ლარის ოდენობით.
8. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვანო წიკლაური