განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.06.2018
საქმის ნომერი
330210015001006643
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330-100-500-006643

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

29 ივნისი, 20-8 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/3043-18

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - გვანცა კომბეგაშვილი

 

აპელანტი - ლ-–- ბ--------ე

წარმომადგენელი - გ------------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ქ-------–-------------------–---’’

წარმომადგენელი - ქ--------------------

 

დავის საგანი - მომსახურების თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქაალქო საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შპს "ქ-------–-------------------–---ს’’ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ლ-–- ბ--------ეს, შპს "ქ-------–-------------------–---ს" სასარგებლოდ, დაეკისროს 10 214 ლარის გადახდა. შპს ,,ქ-------–- მ---------- თ---–---’’ უარი ეთქვა ლ-–- ბ--------ისათვის 2 405.14 ლარის ოდენობით მომსახურების ღირებულების დაკისრებაზე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 20-0 წლის 28 აგვისტოს, ერთი მხრივ შპს „--------–-ს“ და მეორეს მხრივ ლ-–- ბ--------ეს შორის, გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა არასაცხოვრებელი ფართი მდებარე ქ. თბილისი, ც----------------------, მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ზონა - თბილისი, 0-, ს--------- ჩ------------, 1-, კვარტალი 0-, ნაკვეთი 0------, კოდი 0--------, დაზუსტებული ფართობი - 6 650.00 კვ.მ., კომერციული ფართი №ა---, სართული 2, 17.59 კვ.მ. ასევე შესაბამისი წილი საერთო საკუთრებაში, რაც წარმოადგენს მიწის ნაკვეთს და საერთო საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილს.

 

ხელშეკრულების 3.2. პუნქტით, მყიდველი აცხადებს, რომ ხელშეკრულების ხელმოწერასთან ერთად გააფორმებს ხელშეკრულებას მომსახურების შესახებ წინარე ხელშეკრულებაზე თანდართული ფორმით შპს „--------–- მ---------- თ---–------“ დანართი #3. წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველი 6 თვის განმავლობაში მომსახურების ღირებულება 422.1- აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით ლარებში გადახდილი იქნება გამყიდველის მიერ.

 

ხელშეკრულების 3.2. პუნქტის მიხედვით, მყიდველი ვალდებულია ქონების გაყიდვისას ახალ მყიდველს მოსთხოვოს ზემოაღნიშნული მომსახურების ხელშეკრულების იდენტური ხელშეკრულების გაფორმება და ამის გარეშე არ გაასხვისოს ფართი. ამ ვალდებულების დარღვევისას მყიდველი უხდის გამყიდველს პირგასამტეხლოს 5 000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებას დართული აქვს მიღება-ჩაბარების აქტი, ამონაწერი სჯარო რეესტრიდან, მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფორმა, უზუფრუქტით გადასაცემი ქონების სქემა. ხელშეკრულება ხელმოწერილია მხარეების მიერ. ხელშეკრულება შეწყვეტილი არ არის.

 

მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით, შპს „ქ-------–-------------------–---“ შემკვეთს უწევს შემდეგი სახის მომსახურებას: საერთო ქონების დალაგება-დასუფთავება; კომუნიკაციის გამართული ფუნქციონირება; შიდა და გარე პერიმეტრის დაცვა, როგორც ელექტრონული საშუალებით, ასევე ცოცხალი ძალით; სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მომსახურება. მოპასუხე ვალდებული იყო 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მის საკუთრებაში არსებულ ფართზე გადაეხადა მომსახურების ღირებულება 1 კვ.მ-ზე 4 აშშ დოლარი, 2011 წლის 1 იანვრიდან 5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ხოლო 2015 წლის აპრილიდან 4.5 აშშ დოლარი.

 

მოპასუხე ლ-–- ბ--------ე სადავოდ ხდის მის მიერ მომსახურების ხელშეკრულების დადების ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

მოსარჩელეს ნასყიდობის ხელშეკრულება და მასზე დართული მომსახურების ხელშეკრულება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია. ხელშეკრულებებზე ხელმოწერით მხარეებმა დაადასტურეს ყველა მის პირობაზე თანხმობა. სწორედ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა მყიდველის ვალდებულება გაეფორმებინა მომსახურების ხელშეკრულება შპს „--------–- მ---------- თ---–------“, რაც ასევე ასახული იქნა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისას იმ ფორმით, რომ ლ-–- ბ--------ე ვალდებული იყო გაეფორმებინა მსგავსი მომსახურების ხელშეკრულება საკუთრების გაყიდვისას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას – ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს.

 

მოცემულ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულებაში გარკვევით არის მითითებული მხარეთა უფლება-მოვალეობები, ხოლო მომსახურების ხელშეკრულებაში კი, მათ შორის პროექტში, თანმიმდევრულად არის აღწერილი გარიგების შინაარსი. შესაბამისად, მოპასუხე ლ-–- ბ--------ის განმარტება არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო.

 

სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომლის მიხედვითაც მას შემდეგ, რაც პირი გამოავლენს ნებას და გახდება მრავალ საკუთრებად დაყოფილ ერთიან უძრავ ქონებაში ამათუ იმ ფართის მესაკუთრე, მას უჩნდება ვალდებულება განახორციელოს საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობა, რაც არ წარმოადგენს მის ნებაზე დამოკიდებულს.

 

როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, პირის მიერ საკუთრების შეძენა წარმოშობს ვალდებულებას, სხვა მესაკუთრეების მსგავსად მონაწილეობა მიიღოს საერთო საკუთრების მოვლა პატრონობაში და ეს ვალდებულება პირის ნებაზე არაა დამოკიდებული (ის. სუსგ №ას-1152-1098-20-3).

 

მოცემულ შემთხვევაში, საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობისთვის გაფორმდა სწორედ ნარდობის ხელშეკრულება შპს „--------–- მ---------- თ---–------“ და იმის მტკიცება, რომ ხელშეკრულება არ გაფორმებულა, დაუსაბუთებელია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა განმარტება

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 127-131).

 

2.2. ნასყიდობის საგანი უძრავი ქონება არასაცხოვრებელი ფართი მდებარე ქ. თბილისში, ც----------------------, მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ზონა - თბილისი, 0-, ს--------- ჩ------------, 1-, კვარტალი 0-, დაზუსტებული ფართობი - 6 650.00 კვ.მ., კომერციული ფართი №ა---, სართული 2, 17.59 კვ.მ. 20-0 წლის 23 აგვისტოს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლებით ირიცხება ლ-–- ბ--------ის სახელზე. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია ლ-–- ბ--------ის ვალდებულება, ქონების გაყიდვისას ახალ მყიდველს მოსთხოვოს ზემოაღნიშნული მომსახურების ხელშეკრულების იდენტური ხელშეკრულების გაფორმება და ამის გარეშე არ გაასხვისოს ფართი. ამ ვალდებულების დარღვევისას მყიდველი გამყიდველს უხდის პირგასამტეხლოს 5000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 143-144).

 

2.3. ლ-–- ბ--------ემ მომსახურება მიიღო. შპს „ბ-----------–-------------“ მიერ 2017 წლის 3 აპრილს გაცემული ინფორმაციით, შპს „ქ-------–- მ-----------------–---“ სავაჭრო ცენტრ „--------–-ში“ ფართების მფლობელებთან აფორმებს ტიპიურ ხელშეკრულებებს, რომელთა პირობები იდენტურია. შპს „ქ-------–-------------------–---“ აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში ახორციელებს შემდეგი მომსახურების მიწოდებას:

-საერთო ქონების დალაგება-დასუფთავება;

-კომუნიკაციების გამართული ფუნქციონირება;

-შიდა და გარე პერიმეტრის დაცვა, როგორც ელექტრონული საშუალებით, ისე ცოცხალი ძალით;

-სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მომსახურება.

(მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ფართობის მიხედვით).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის განმარტება

- წერილი (ს.ფ. 138);

 

2.4. შპს „ქ-------–-------------------–---ს“ მიერ ლ-–- ბ--------ის ვალდებულება #ა---- კომერციულ ფართზე 2010 წლის 23 აგვისტოს მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე განსაზღვრულია 12 619.14 ლარით.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან სამი წელია.

 

სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

მხარეთა შორის 2010 წლის 23 აგვისტოს ხელშეკრულებით დადგენილია, რომ მოსარჩელე იღებდა ვალდებულებას თავად დაეფარა პირველი 6 თვის მომსახურების ღირებულების ხარჯები. ამ მოცემულობით მომსახურების ღირებულების გადახდის ვალდებულება ლ-–- ბ--------ეს წარმოეშვა 2011 წლის მარტიდან. სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2015 წლის 12 ივნისს. სახელშეკრულებო ურთიერთობებზე ვრცელდება ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა 2012 წლის ივნისის თვემდე 2 405.14 ლარი ხანდაზმულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა გაცემული მომსახურების შესახე (ს.ფ. 154)

- ამონაწერი ბრუნვითი უწყისიდან (ს.ფ.158-163)

-ინვოისები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ს.ფ. 160-164)

-ფაქტების კონსტატაციის მასალები (33-36)

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. სასამართლოს მითითებით საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე მომსახურების ღირებულების მოთხოვნით, არღვევს მისი საკუთრების უფლებას. "ადამიანის უფლებათა კონვენციის" დამატებითი ოქმის პირველი მუხლი ადგენს საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ უფლებით დაცულ სფეროს, ერთი მხრივ, წარმოადგენს კანონის საფუძველზე მოპოვებული საკუთრების უფლება, ხოლო, მეორე მხრივ, უკვე მოპოვებული საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის შესაძლებლობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.

 

ამავე კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. მოცემულ შემთხვევაში, მომსახურების საგანს წარმოადგენს უძრავი ქონება მდებარე თბილისი, ც----------------------, მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ზონა - თბილისი, 0-, ს--------- ჩ------------, 1-, კვარტალი 0-, ნაკვეთი 0------, კოდი 0--------, დაზუსტებული ფართობი - 6 650.00 კვ.მ., კომერციული ფართი №ა---, სართული 2, 17.59 კვ.მ. ასევე შესაბამისი წილი საერთო საკუთრებაში, რაც წარმოადგენს მიწის ნაკვეთს და საერთო საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, რომლის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს მომსახურების ხელშეკრულება, გამოხატა ნება შეეძინა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართი და შესაბამისი წილი საერთო საკუთრებაში, რაც წარმოადგენს მიწის ნაკვეთს და საერთო საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილს. ბუნებრივია 2-ე სართულზე მდებარე კომერციული ფართის გამოყენება იმ მომსახურების გარეშე, რაც მოსარჩელემ მას შესთავაზა, სასამართლოს მოსაზრებით, გაართულებს ან საერთოდ შეუძლებელს გახდის ამ ფართით სარგებლობას. სასამართლო მოიშველიებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომ სავაჭრო ცენტრში თუ მესაკუთრეები მომსახურების გადასახადს არ გადაიხდიან, ამის გამო არ იფუნქციონირებს ლიფტი და ესკალატორი, თუ არ იქნება სისუფთავე, თუ არ იქნება ობიექტი დაცული და ა.შ., აღარ იქნება დაინტერესება მომხმარებლის სავაჭრო ცენტრის მიმართ, რაც საბოლოო ჯამში დააზარალებს სავაჭრო ცენტრთან დაკავშირებულ ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, სხვა დანარჩენ მესაკუთრეებს და მათ შორის მოსარჩელე მხარეს. აღნიშნული მომსახურების ჯეროვანი შესრულება უზრუნველყოფს სავაჭრო ცენტრის ფუნქციონირებას. შესაბამისად, მხარის მიერ ყოველთვიური მომსახურების თანხის არ გადახდა ზიანს აყენებს სხვა დანარჩენ მესაკუთრეებსაც და საფრთხის ქვეშ დგება ზოგადად სავაჭრო ცენტრის არსებობის საკითხი.

 

გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, მოპასუხის მითითება, რომ მოპასუხეს მომსახურება არ მიუღია და მომსახურების ღირებულების მოთხოვნით არღვევს მისი საკუთრების უფლებას სასამართლომ არ გაიზიარა, რამდენადაც მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება მიიღო საკუთრებით სარგებლობის ხელშეწყობისათვის და მოპასუხის საკუთრების უფლების შელახვის ფაქტი სახეზე არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. ასეთი სამართლებრივი ურთიერთობა წარმოადგენს ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობას და დავა სწორედ ნარდობის ურთიერთობისათვის დადგენილი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ერთი მხრივ შპს „--------–- მ---------- თ---–---ა“ და მეორეს მხრივ ლ-–- ბ--------ეს შორის არსებობდა ნარდობის სამართალურთიერთობა, რომლის საფუძველზე შპს „ქ-------–-------------------–---“ იღებდა ლ-–- ბ--------ისათვის მომსახურების გაწევის ვალდებულებას, ხოლო ლ-–- ბ--------ე იღებდა მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ-–- ბ--------ემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შესრულებული სამუშაოს (მომსახურების) ღირებულება არ გადაიხადა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში, რის გამოც მას ერიცხება დავალიანება.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კომერციული ფართი წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლით განსაზღვრულ საერთო საკუთრების უფლებას და რომ სწორედ ამ ფართის მოვლა-პატრონობისთვის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხის განმარტება, რომ არ უნდა დაკისრებოდა მისი ღირებულების გადახდა, ხელშეკრულების არარსებობის გამო, რაც სასამართლომ არ გაიზიარა და დაადგინა, რომ ლ-–- ბ--------ემ გამოავლინა ნება ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

 

სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც, უფლებამოსილ პირს შეუძლია, თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2012 წლის ივნისის თვემდე 2 405.14 ლარის მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულია. მოსარჩელის სრული მოთხოვნაა 12 619.14 ლარი, საიდანაც 2405.14 ლარი ხანდაზმულია. მათ შორის სხვაობა 10 214 ლარი წარმოადგენს ლ-–- ბ--------ის მიერ ასანაზღაურებელ თანხას.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტი განმარტებით მართალია გადაწყვეტილებაში სასამართლო უთითებს მომსახურების ხელშეკრულების დადებაზე, თუმცა სასამართლო ეყრდნობა არარსებულ ხელშეკრულებას. აპელანტის განმარტებით იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას დაუკავშირა, სარჩელით კი სასამართლოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი წლის შემდეგ მიმართა სასარჩელო მოთხოვნა უკვე დიდი ხნის ხანდაზმული იყო რაც ასევე გამორიცხავდა მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.1.1.1 2010 წლის 23 აგვისტოს შპს „--------–-ს“ და ლ-–- ბ--------ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება არასაცხოვრებელ ფართზე, რომლის საფუძველზეც ლ-–- ბ--------ის საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში, ც------ დ-------- ქ. №-, კომერციული ფართი №ა---, სართული 2, 17.59 კვ.მ.; (იხ: ტომი 1, ს.ფ. 12-15; 26-27;)

 

4.1.1.2. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა შპს ,,ქ-------–- მ---------- თ---–---ა“ და ლ-–- ბ--------ეს შორის 20-0 წლის 23 აგვისტოს მომსახურების ხელშეკრულების დადების ფაქტი.

 

4.1.2. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას მასზედ, რომ მხარეებს შორის არ არსებობდა მომსახურების ხელშეკრულება. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე - შპს ,,ქ-------–- მ---------- თ---–----“ უზრუნველყო მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოებების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება. კერძოდ:

 

დადგენილია, რომ 20-0 წლის 23 აგვისტოს ერთი მხრივ შპს „--------–-ს“ და მეორე ლ-–- ბ--------ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება არასაცხოვრებელ ფართზე, მდებარე: ქ. თბილისი, ც----------------------, მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ზონა - თბილისი, 0-, ს--------- ჩ------------, 1-, კვარტალი 0-, ნაკვეთი 0------, კოდი 0--------, დაზუსტებული ფართობი - 6 650.00 კვ.მ., კომერციული ფართი №ა---, სართული 2, 17.59 კვ.მ.

 

დადგენილია, რომ 2---------წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების 3.2. პუნქტით მყიდველმა განაცხადა თანხმობა, რომ ხელშეკრულების ხელმოწერასთან ერთად გააფორმებდა ხელშეკრულებას მომსახურების შესახებ წინარე ხელშეკრულებაზე თანდართული ფორმით შპს ,,ქ-------–- მ---------- თ---–------’’ დანართი #3.

 

ხელშეკრულების 3.3. პუნქტით მყიდველის ვალდებულებად განისაზღვრა ქონების გაყიდვისას, ახალ მესაკუთრესთან იდენტური ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობა, შპს ,,ქ-------–-------------------–---ს’’ სასარგებლოდ მყიდველის მიერ ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა ერთჯერადი სახის პირგასამტეხლო 5 000 ლარის ოდენობით.

 

2--------- წლის ნასყიდობის ხელშეკრულების 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესახებ მითითებულია ასევე საჯარო რეესტრის ამონაწერშიც, რომლითაც შპს ,,ქ-------–-------------------–---ში’’ დასტურდება ლ-–- ბ--------ის საკუთრების უფლება.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერზე, სადაც ვალდებულების გრაფაში რეგისტრირებულია შემდეგი ვალდებულება: მყიდველი ვალდებულია ქონების გაყიდვისას ახალ მყიდველს მოსთხოვოს ზემოაღნიშნული მომსახურების ხელშეკრულების იდენტური ხელშეკრულების გაფორმება და ამის გარეშე არ გაასხვისოს ფართი. ამ ვალდებულების დარღვევისას მყიდველი უხდის გამყიდველს პირგასამტეხლოს 5000 ლარის ოდენობით (იხ. ტ.1. ს.ფ.27).

 

საქმეში წარმოდგენილია მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია ლ-–- ბ--------ის მიერ (იხ. ტ.1. ს.ფ. 18-25). საგულისხმოა, რომ აღნიშნულ დოკუმენტზე ლ-–- ბ--------ის ხელმოწერის ფაქტი შედავებული არ ყოფილა. ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, მომსახურება გულისხმობდა: საერთო ქონების დალაგება-დასუფთავება, კომუნიკაციების გამართული ფუნქციონირება, შიდა და გარე პერიმეტრის დაცვა, როგორც ელექტრონული საშუალებით, ასევე ცოცხალი ძალით, სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მომსახურება. ხელშეკრულების მე-4 მუხლის მიხედვით, შემკვეთი ვალდებული იყო მის საკუთრებაში არსებულ კომერციულ ფართზე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად გადაეხადა მომსახურების ღირებულება 4 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, ხოლო 2011 წლის 01 იანვრიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად გადაეხადა მომსახურების ღირებულება 1 კვ. მ.-ზე 5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 8.2. პუნქტის მიხედვით ,,შემკვეთმა გამოხატა თანხმობა, რომ 2013 წლის 01 იანვრიდან სავაჭრო ცენტრის ტარიფები და პირობები შესაძლოა შეცვლას დაქვემდებარებოდა მხარეთა ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე. (ტ. 1, ს.ფ. 12-16).

 

სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარე სავაჭრო ცენტრის მომსახურების სახით დაგროვილი დავალიანების მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეებს შორის მომსახურების შესახებ გარიგება გაფორმებული არ ყოფილა, გარდა ამისა მოთხოვნა მისი პერიოდის გათვალისწინებით უნდა ჩაითვალოს ხანდაზმულად. გაწეული მომსახურების საფასურის სახით დაგროვილი დავალიანების მოთხოვნით აღძრული სარჩელის წინააღმდეგ მოპასუხეს ისეთ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე არ მიუთითებია რაც მისი მხრიდან კომერციული ფართით და შესაბამისად სავაჭრო ცენტრის მომსახურებით სარგებლობის ფაქტს გამორიცხავდა.

 

სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი 2--------- წლის ნასყიდობის ხელშეკრულების, ასევე მხარეთა მიერ ხელმოწერილი მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ერთობლივი ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზის შედეგად დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტს მასზედ, რომ 2--------- წელს ერთი მხრივ ლ-–- ბ--------ეს და მეორე მხრივ შპს ,,ქ-------–-ს’’ შორის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერასთან ერთად მხარეებს შორის მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაც გაფორმდა. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ნასყიდობის ხელშეკრულების იმ არსებით პირობაზე, რომლის საფუძველზეც უძრავი ნივთის შემძენმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერასთან ერთად მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებაც იკისრა. საქმეში წარმოდგენილია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გარიგება მომსახურების შესახებ, რომლითაც ცალსახად და არაორაზროვნად განსაზღვრულია მისი საგანი, მომსახურების სახე და წესი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა. აღნიშნული დოკუმენტის შინაარსის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ ხელმოწერილი გარიგებით ,,მომსახურების შესახებ’’ მხარეები ყველა იმ არსებით პირობაზე შეთანხმდნენ, რომლის საფუძველზეც მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა განხორციელდებოდა. ის გარემოება, რომ გარიგება მომსახურების შესახებ არ შეიცავს მისი გაფორმების თარიღს ვერ გახდება მომსახურების შესახებ გარიგების არ დადებულად მიჩნევის საფუძველი, რამეთუ ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი უპირობო ვალდებულებით, მომსახურების შესახებ გარიგება ნასყიდობის შესახებ გარიგებასთან ერთად გაფორმდებოდა. შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების, ასევე მომსახურების ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2--------- წელს ლ-–- ბ--------ეს და შპს ,,ქ-------–-ს’’ შორის მომსახურების შესახებ გარიგებაც გაფორმდა. გარდა ამისა, ის გარემოება, რომ მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულებასთან ერთად მომსახურების შესახებ გარიგებაც გაფორმდა, დასტურდება ასევე საჯარო რეესტრის ჩანაწერითაც, რადგან კომერციულ ფართზე აპელანტის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებულია მესაკუთრის ვალდებულება მომსახურების ხელშეკრულების იდენტური პირობით ნივთის გასხვისების შესახებ. აღნიშნული გარემოება კიდევ უფრო მეტად ამყარებს სასამართლოს რწმენას, რომ კომერციულ ფართზე გარიგების დადებასთან ერთად სავალდებულო პირობას მომსახურების შესახებ გარიგების დადება წარმოადგენდა, რაც შესრულებული იქნა კიდეც სადავო შემთხევაში. უფრო მეტიც, როგორც ზემოთ აღინიშნა აპელანტის მხრიდან მითითებული და შესაბამისად, დადასტურებელი ვერ იქნა ისეთი გარემოებები, რომ მას როგორც სავაჭრო ცენტრში მდებარე კომერციული ფართის მესაკუთრეს სავაჭრო ცენტრის საერთო საკუთრების სიკეთით როგორიცაა დაცვა, ზედა სართულზე გადაადგილების საშულება, გათბობა-გაგრილებია და სხვა მომსახურება არ უსარგებლია. საბოლოოდ, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ-–- ბ--------ე მომსახურების საფასურის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი იმ შემთხვევაშიც იქნებოდა მასსა და ქ-------–-------------------–---ს შორის 2--------- წელს გარიგების წერილობითი ფორმით დადება რომც არ დადასტურებულიყო, აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა შპს ,,ქ-------–-------------------–---ში’’ მისი საკუთრების ბუნება და ის გარემოება, რომ დადასტურებული ვერ იქნა სავაჭრო ცენტრის საერთო სიკეთის გამოუყენებლობის ფაქტი.

 

4.1.3. რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის პრეტენზიას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, პალატა მიიჩნევს, რომ პრეტენზია ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით განსაზღვრული დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს სამოქალაქო ურთიერთობების სტაბილურობას, ამავდროულად ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად -ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

იმისათვის, რომ დავადგინოთ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია თუ არა, პირველ რიგში საჭიროა განისაზღვროს ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს ,,ქ-------–- მ---------- თ---–----“ სარჩელი აღძრა 2015 წლის 12 ივნისს, 29.06.2017 წელს კი წარდგენილი იქნა დაზუსტებული სარჩელი. ლ-–- ბ--------ის დავალიანება მომდინარეობს 2010 წლის 23 აგვისტოდან და მოიცავს 30.07.2017 წლამდე პერიოდს. საქმეში წარმოდგენილი ანგარიშის ბარათიდან, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ დასახელებული პერიოდზე ლ-–- ბ--------ის დავალიანება 12 619.14 ლარს შეადგენს (იხ. ტ.1. .ს.ფ. 148-153). სარჩელის სასამართლოში შეტანის და დავალინების წარმოშობის პერიოდის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ხანდაზმულია მხოლოდ სარჩელის აღძვრამდე სამი წლით ადრე წარმოშობილი დავალიანების მოთხოვნის ნაწილში, რაც ამ შემთხვევაში 2012 წლის ივნისის თვემდე პერიოდს გულისხმობს და 2405.14 ლარის ოდენობით მომსახურების ღირებულებას მოიცავს.

 

4.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

4.2.1. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად - ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

იმის გათვალისწინებით, რომ დადგენილად იქნა მიჩნეული მხარეთა შორის ნარდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, ასევე დადგენილია მომსახურების დავალიანების არსებობა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლ-–- ბ--------ე მართებულად მიიჩნია მოსარჩელის მიმართ დავალიანების - 10 214 ლარის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესისა, აპელანტს მის მიერ სახ. ბაჟის სახით სააპელაციო საჩივარზე გადახდილი თნხა არ აუნაზღაურდება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ-–- ბ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქაალქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვანო წიკლაური