განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010141318700065201 - 1აგ/492-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 აგვისტო, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მაია თეთრაული
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
რევაზ ნადარაია
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ს---------------ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მარტის განაჩენით:
ს---------------ას მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების (კანაფის ფისი) უკანონო შეძენა, შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად, 3(სამი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით;
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის განაჩენით:
ს---------------ას მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების (ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 5000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის, 11(თერთმეტი) თვის და 27(ოცდაშვიდი) დღის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ს---------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის, 11(თერთმეტი) თვის და 27(ოცდაშვიდი) დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად, 3(სამი) წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ ჯარიმა 5000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, ასევე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება.
მსჯავრდებულ ს---------------ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160(ასამოცი) საათის ოდენობით.
მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 5000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახლად დანიშნულ სასჯელს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას - 160(ასსამოცი) საათის ვადით სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის, 11(თერთმეტი) თვის და 27(ოცდაშვიდი) დღის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160(ასსამოცი) საათი, თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის, 11(თერთმეტი) თვის და 27(ოცდაშვიდი) დღის ვადით, რომლებიც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად, 3(სამი) წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს თბილისის პრობაციის ბიუროს შეტყობინების შესაბამისად ს---------------ამ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის განაჩენით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით) დანიშნული სასჯელი დაასრულა 2018 წლის 18 თებერვალს.
2018 წლის 17 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წერილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მარტის განაჩენით დანიშნული ჯარიმა 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით აღსრულებულია და გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში 2014 წლის 15 მაისს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის განაჩენით დანიშნული ჯარიმა 5000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით აღსრულებულია და გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში 2015 წლის 19 მარტს.
2018 წლის 14 აგვისტოს, მსჯავრდებულმა ს---------------ამ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის განაჩენის და 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინების გადასინჯვა, ძირითადი და დამატებითი სასჯელების გაუქმება და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ს---------------ას შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა ს---------------ა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის განაჩენით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით) მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ-სახდელშეფარდული პირის მიერ, დანაშაულისთვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160(ასსამოცი) საათი, თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის, 11(თერთმეტი) თვის და 27(ოცდაშვიდი) დღის ვადით, რომლებიც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად, 3(სამი) წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით. როგორც თბილისის პრობაციის ბიუროს ცნობით ირკვევა, ს---------------ამ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის განაჩენით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით) დანიშნული სასჯელი დაასრულა 2018 წლის 18 თებერვალს, ხოლო ამავე განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა 5000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს ცნობის თანახმად, გადახდილია და გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში 2015 წლის 19 მარტს.
ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა (იხ. გადაწყვეტილება), მსჯავრდებული ს---------------ა უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის განაჩენით (თბილისის საააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით) საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. რაც შეეხება ამავე განაჩენით დანიშნულ სასჯელებს და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჩამორთმეული უფლებებს, ვინაიდან აღნიშნული სასჯელები უკვე აღსრულებულია, პალატა არ მსჯელობს ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ.
რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მარტის განაჩენს, აღნიშნული განაჩენით ს---------------ა მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალების (კანაფის ფისის) უკანონო შეძენა, შენახვისათვის და არა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის, რის თაობაზეც ზემოთ მითითებულ გადაწყვეტილებაშია საუბარი. შესაბამისად მასზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება არ ვრცელდება.
ამდენად, პალატას მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ს---------------ა შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრისს გადაწყვეტილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ს---------------ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება.
ს---------------ა გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის განაჩენი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/
მოსამართლეები: /კ. მაჭავარიანი/
/რ. ნადარაია/