განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020210018001860802
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე№2/ბ-334-18 01 აგვისტო 2018 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - - - - თ------------------ კ--------------, რ---------–--- გ--------- და ბ---------- რ----------- დ-–--- ს------------- სახელმწიფო ს------–----- დაწესებულება - გ-------- დ-–----- ზ------------–----- დ-------------ი ო---------------–---
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება
1. აპელანტის დაზუსტებული მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილება და მოპასუხისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მიზნით, 6200 ლარის გადახდის დაკისრება სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, თ------------------ დასაქმებული იყო საქართველოს გ--------- და ბ---------- რ----------- დ-–--- ს------------- სახელმწიფო ს------–----- დაწესებულება - გ--------დ-–----- ზ------------–----- დ-------------ში. 2015 წლის 07 ოქტომბერს, ,,მ-–----–-ს’’ მარკის ავტომანქანით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საჭესთან მყოფმა თ------------------მ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, მოუსრიალდა ავტომანქანა, რა დროსაც ავტომანქანა ამოტრიალდა და მიიღო დაზიანებები. დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება მოსარჩელეს საკუთრებაა. მისი საბალანსო ღირებულება შეადგენს 41 392 ლარს, ხოლო საბუღალტრო ნარჩენი ღირებულება 2015 წლის 06 ოქტომბრის მდგომარეობით (ავტო-სატრანსპორტო შემთხვევამდე) შეადგენდა 36 756,10 ლარს, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს, მოსარჩელის (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ იგი სადავოდ არ ხდიდა ზიანის მიყენების ფაქტს, თუმცა სადავოა ზიანის ოდენობა, ასევე დაზიანებული ავტომანქანის მოსარჩელისადმი კუთვნილება, რაც საქმის მასალებით არ დასტურდებოდა და უსაფუძვლოს და დაუსაბუთებელს ხდიდა მოსარჩელეს მოთხოვნას. 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. საქართველოს გ--------- და ბ---------- რ----------- დ-–--- ს------------- სახელმწიფო ს------–----- დაწესებულება - გ--------დ-–----- ზ------------–----- დ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. მოპასუხე თ------------------ს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს, 33114 ლარის გადახდა; 3. მოპასუხე თ------ ჯო-------ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, 1043,42 ლარის გადახდა; 4. მოპასუხე თ------------------ს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ გაწეული ექსპერტიზის ხარჯის ანაზღაურება 170 ლარის ოდენობით. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. მოპასუხე თ------------------, საქართველოს გ--------- და ბ---------- რ----------- დ-–--- ს------------- სახელმწიფო ს------–----- დაწესებულება - გ--------დ-–----- ზ------------–----- დ-------------ის უფროსის 2015 წლის 09 სექტემბრის ბრძანებით, დაინიშნა დ-------------ის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს გ--------დ-–----- სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით, 2015 წლის 09 სექტემბრიდან- 2015 წლის 09 ნოემბრამდე. 2.2. 2015 წლის 07 ოქტომბერს, სენაკის რაიონის სოფელ თეკლათის ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა თ------------------ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი. 2.3. თ------------------ს მიერ დაზიანებული ავტომობილი ,,მ-–----–-’’, სახელმწიფო ნორმით- A--2---H-, (გამოშვების წელი - 2014) შსს მომსახურების სააგენტოს მიერ, 02.12.2014 წლიდან რეგისტრირებულია მოსარჩელე, საქართველოს გ--------- და ბ---------- რ----------- დ-–--- ს------------- სახელმწიფო ს------–----- დაწესებულება - გ--------დ-–----- ზ------------–----- დ-------------ის სახელზე (ტ.2. ს.ფ.34-35). 2.4. 2015 წლის 07 ოქტომბერს, საპატრულო პოლიციის დ-------------ის სამეგრელო ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, სენაკის რაიონის სოფელ თეკლათის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თ------------------ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი პირველი ნაწილით (ტ.1.ს.ფ.134-136). 2.5. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა შემდეგი გარემოებები: 2015 წლის 07 ოქტომბერს, დაახლოებით 08:00 საათზე, სენაკის რაიონის სოფელ თეკლათის ტერიტორიაზე, დაახლოებით 60-70 კმ სიჩქარით მოძრაობდა ,,მ-–----–-ს’’ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით A--2---H-, რომელსაც მართავდა თ------ ვახტანგის ძე ჯო-------, რომელმაც დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რის გამოც ავტომობილი მოცურდა, გადავიდა გზის სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა მხარეს და ჩავარდა წყალსაწრეტ არხში, რის შემდგომ გადმობრუნდა და გადმობრუნებულ მდგომარეობაში გადავარდა გზის სავალ ნაწილზე. საქმეზე ჩატარებულმა, 2015 წლის 12 ოქტომბრის ტრასოლოგიურმა ექსპერტიზამ ცხადყო, რომ ავტომობილს წინა მარჯვენა ნაწილზე აღენიშნება წინიდან უკან და მარჯვნივ მოქმედი ძალით განვითარებული ავარიული ხასიათის მექანიკური დაზიანებები, რის შედეგად ავტომობილის ძარა დეფორმირებულია, კერძოდ, დაზიანებულია წინა და უკანა ბამპერი, მოპირკეთება, წინა და უკანა საქარე მინა, ძრავის სახურავი, ძარის სახურავი, წინა მარჯვენა და მარცხენა ფრთა, უკანა მარცხენა მოხვევის მაჩვენებელი მაშუქი ფარები, მარჯვენა წინა და უკანა კარები, მარჯვენა წინა და უკანა კარების საქარე მინა, მარცხენა წინა და უკანა კარები, მარცხენა წინა და უკანა კარების საქარე მინა, მარჯვენა და მარცხენა უკანა ხედვითი სარკე ბუდით, საბარგული, საბარგულის კარი, სალონი, საჭის რგოლი, მარჯვენა წინა და უკანა საბურავების დისკი დეფორმირებულია. ავტომობილის დაზიანებები ნაჭდევი ხასიათისაა, თან გასდევს საღებავის აფხეკა, ასევე საჭის მართვის მექანიზმი გამოსულია მწყობრიდან მასზედ ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად (ტ.1.ს.ფ.137-139). 2.6. საქართველოს გ--------- და ბ---------- რ----------- დ-–--- ს------------- სახელმწიფო ს------–----- დაწესებულება - გ--------დ-–----- ზ------------–----- დ-------------ის უფროსის 2015 წლის 05 ნოემბრის ბრძანებით, თ------------------ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. 2.7. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის 2015 წლის 09 დეკემბრის დადგენილებით, №------------ სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო და დამრღვევი მძღოლის - თ------------------ს მიმართ განისაზღვრა ადმინისტრაციული ზომების გატარების აუცილებლობა. 2.8. საქართველოს შინაგან საქმეთა ს------------- საპატრულო პოლიციის დ-------------ის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების უფროსის, 2015 წლის 15 დეკემბრის № ა-------- დადგენილებით, თ------ ჯო-------ს დაედო სახდელი, კერძოდ, შეუჩერდა მართვის უფლება 15.12.2015 წლიდან 36 თვის ვადით. 2.9. მოცემული დავის განხილვისას, მოსარჩელეს შუამდგომლობის საფუძველზე, 16.06.2017წ. სასამართლო განჩინების შესაბამისად ჩატარებული, 09.08.2017 წლის №--------- ექსპერტის დასკვნის მიხედვით დადგენილია, რომ ავტომობილი ,,მ-–----–-’’-ს, სახელმწიფო ნორმით - A--2---H-, ძარაზე განვითარებული დაზიანებების გათვალისწინებით, მისი აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის (ტ.2.ს.ფ.154-159 ). 2.10. მოცემული დავის განხილვისას, მოსარჩელეს შუამდგომლობის საფუძველზე, 16.06.2017წ. სასამართლო განჩინების შესაბამისად ჩატარებული, 08.12.2017 წლის №--------- ექსპერტის დასკვნის თანახმად, მოპასუხე თ------------------ს მიერ დაზიანებული, სახელმწიფო ნორმით - A--2---H- ავტომობილი ,,მ-–----–-’’-ს საბაზრო ღირებულებამ ცვეთის კოეფიციენტის გათვალისწინებით, 2015 წლის 07 ოქტომბრის მდგომარეობით, დაზიანებამდე, საორიენტაციოდ შეადგინა 33 114 ლარი, რაც წარმოადგენს მოსარჩელისათვის მიყენებულ, ფაქტობრივად დამდგარ ზიანს (ტ.2.ს.ფ.1-9) 2.11. მოპასუხის მიერ წარდგენილ წერილობით დოკუმენტში, ინდ. მეწარმე „---------- სი------ს“ მიერ, 2017 წლის 27-28 აპრილს შედგენილ აუდიტორული დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ 2 წლის ექსპლოატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, ავტომანქანა „მ-–----–- ლ200“-ის ღირებულება განისაზღვრება 8500 აშშ დოლარით, ხოლო დაზიანებული ავტომანქანის შეკეთების დანახარჯები-3100 ლარით (ტ.1.ს.ფ.55-59). დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.12. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-317.2-ე, 992-ე, 999-ე, მუხლებზე და განმარტა: კონკრეტულ ვითარებაში, დავა გამომდინარეობს დელიქტური ურთიერთობიდან (სკ-ის 992-ე მუხლი), რომლის თანახმადაც პირი, რომელიც სხვა პირს განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. 2.13. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ არ ხდის დელიქტით მიყენებული ზიანის არსებობას. სადავოა შემდეგი საკითხები: 1) არის თუ არა დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება მოსარჩელის კუთვნილება, 2) რა ოდენობის ზიანი მიადგა მოსარჩელეს მოპასუხის ბრალეული ქმედებით. საქმეში წარმოდგენილია შსს მომსახურების სააგენტოს მიერ, 22.12.2014 წელს გაცემული რეგისტრაციის მოწმობა, რომლითაც დასტურდება დაზიანებულ ავტომობილზე მოსარჩელის საკუთრების უფლება. შესაბამისად, მოპასუხის პოზიცია მასზედ, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა ავტომანქანის მესაკუთრის ვინაობა, მოკლებულია დასაბუთებას. 2.14. ზიანის ფაქტთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა: საქართველოს კანონმდებლობა იცნობს მატერიალური ზიანის სახეს. მატერიალური ზიანი ყოველთვის დაკავშირებულია დაზარალებულის ქონებრივ დანაკარგებთან ანუ, პირის ქონებრივი სიკეთის შემცირებასთან. როგორც სხვა სახის, ასევე მატერიალური ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი, რაც ფაქტობრივად დადგა ზიანის მიმყენებლის მიერ განხორციელებული ბრალეული, მართლსაწინააღმდეგო ქმედებით. სადავო არ არის მოპასუხე თ------ ჯო-------ს ბრალეული ქმედებით, მოსარჩელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დაზიანების ფაქტი. აღნიშნული კი იძლევა მოპასუხის მხრიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. 2.15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების საფუძველზე, ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, მხარეთა მოსაზრებები შეფასებული იქნა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. მოსარჩელე, მისი მოთხოვნის დასაბუთებისათვის უთითებს ექსპერტიზის დასკვნებს, ხოლო მოპასუხე აუდიტის დასკვნაზე. გაზიარებული არ იქნა მოპასუხის მიერ წარდგენილი, ინდ. მეწარმე „---------- სი------ს“ მიერ, 2017 წლის 27-28 აპრილს შედგენილი აუდიტორული დასკვნები, რომლის მიხედვითაც, 2 წლის ექსპლოატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, ავტომანქანა „მ-–----–- ლ200“-ის ღირებულება განისაზღვრა 8500 აშშ დოლარით, ხოლო დაზიანებული ავტომანქანის შეკეთების დანახარჯები-3100 ლარით. სასამართლომ აღნიშნა, რომ აუდიტორული დასკვნა შედგენილია დამკვეთის-თ------------------ს ზეპირი გადმოცემით, ანუ ავტომობილის დათვალიერებისა და ტექნიკური მახასიათებლების შემოწმების გარეშე, რაც ვერ იქნება სანდო დოკუმენტი და გამორიცხავს აღნიშნული დასკვნის უტყუარობას. 2.16. რაც შეეხება საქმეში განთავსებულ ექსპერტიზის დასკვნებს, სასამართლომ გაიზიარა მათი შინაარსი, ვინაიდან, დასკვნა შედგენილი იყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტთა ჯგუფის მიერ, ადგილზე დათვალიერებით, ასევე სასამართლოს სხდომაზე დაიკითხნენ დასკვნის შემდგენი ექსპერტები, რომელთა ჩვენებების თანახმად, ავტომანქანის ღირებულება განსაზღვრულია მათთვის ხელმისაწვდომი წყაროდან, ,,მ-–----–-’’-ს იმპორტიორისაგან მიღებული ინფორმაციით, შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და დანახარჯების მეთოდით. დასკვნის შედგენისას, ექსპერტების მიერ მხედველობაში იქნა მიღებული ავტომობილის გამოშვების წელი, მისი ექსპლუატაციაში არსებობის პერიოდი, ფიზიკური ცვეთის კოეფიციენტი (0,20 %), რის შედეგადაც, მოპასუხე თ------------------ს მიერ დაზიანებული, სახელმწიფო ნორმით - A--2---H- ავტომობილი ,,მ-–----–-’’-ს საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე, ცვეთის კოეფიციენტის გათვალისწინებით, 2015 წლის 07 ოქტომბრის მდგომარეობით, საორიენტაციოდ განისაზღვრა 33 114 ლარით. 2.17. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ და სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, არსებობდა ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული ოდენობის ზიანის -33 114 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით კერძოდ: სარჩელს არ ერთვოდა სსკ-ის 309(19) მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მიყენებული ზიანის ოდენობის განმსაზღვრელი, უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დასკვნა. გარდა ამისა, მოსამართლემ თავისი ინციატივით, პროცესუალური კანონის უხეში დარღვევით, საქმეზე დანიშნა ექსპერტიზა და მოსარჩელე - სახელმწიფო უწყებას, ექსპერტის დასკვნის სახით მოუპოვა წერილობითი მტკიცებულება, რომელზეც შემდგომ დააყრდნო და დააფუძნა მოსარჩელე მხარის სასარგებლო, ყოვლად უკანონო გადაწყვეტილება, 3.2. სასამართლომ, არასწორი შეფასება მისცა ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ექსპერტი, ნაცვლად საერთაშორისო სტანდარტებისა, ნივთის საბაზრო ღირებულების დადგენა-შეფასებისას დაეყრდნო, მხოლოდ დაინტერესებული მხარის საბუღალტრო მასალებს, რაც არაფერია, თუ არა სამოხელეო დანაშაული. შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ნებისმიერი ნივთის საბაზრო ღირებულების გაანგარიშება ხდება, ამ სტანდარტების და არა დ-------------ის საბუღალტრო ბალანსის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში, ავტომობილის ავარიული დაზიანების შემდგომი ნარჩენი ღირებულების დადგენა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მარტივად შეიძლებოდა, მითუმეტეს კვლევის ობიექტი-დაზიანებული ავტომობილი ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო. იმისათვის, რომ საქმეზე სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული, აუცილებელს წარმოადგენდა ავტომანქანის ნარჩენი ღირებულების დადგენა, რომლის გამოკლების გარეშე, მხოლოდ დ-------------ის საბუღალტრო ბალანსზე დაყრდნობით, ვითომ საბაზრო ღირებულების განსაზღვრა არასწორია. ამ საკითხის გასარკვევად სასამართლომ არ დანიშნა დამატებითი ან განმეორებითი ექსპერტიზა, რომლის დანიშვნის ვალდებულებაც, სსკ-ის 173-ე მუხლით გააჩნდა. 3.3. სასამართლომ დაარღვია საქმეთა განხილვის საპროცესო ვადები, კერძოდ, სამოქალაქო საპრ. კოდექსის XXXIV(3) თავის თანახმად, დელიქტით მიყენებული ზიანი განიხილება გამარტივებული და დაჩქარებული წესით, ერთ თვეში. მოსამართლემ კი საქმის განხილვა დანიშნა 2 თვეზე მეტი ხნის შემდეგ, რაც ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. აღნიშნული გარემოებები, მთლიანობაში იძლევა სამართლებრივ და პროცესუალურ საფუძვლებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას 4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს გ--------- და ბ---------- რ----------- დ-–--- ს------------- სახელმწიფო ს------–----- დაწესებულება - გ--------დ-–----- ზ------------–----- დ-------------ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.11. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.12-2.17. პუნქტებში დაფიქსირებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები, სამოქალაქო კოდექსის 316-317.2-ე, 992-ე, მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 162-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის პრეტენზია მიმართულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ მსჯელობის წინააღმდეგ, რომლითაც საქართველოს გ--------- და ბ---------- რ----------- დ-–--- ს------------- სახელმწიფო ს------–----- დაწესებულება - გ--------დ-–----- ზ------------–----- დ-------------ისადმი თ----- ჯო-------ს მიერ მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრა 33 114 ლარით. გარდა ამისა, აპელანტის მიერ მიჩნეული იქნა, რომ სასამართლომ დაარღვია საქმის განხილვის ვადებთან დაკავშირებით, კანონით გათვალისწინებული საპროცესო ნორმა, ასევე შეჯიბრებითობის პრინციპი, როდესაც არასათანადო მტკიცებულებად მიიჩნია მათ მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა და ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, დანიშნა ექსპერტიზა, რაც გადაწყვეტილების უკანონოდ მიჩნევის წინაპირობა და მისი გაუქმების საფუძველია. 4.4. სადავო საკითხების გარკვევის მიზნით, პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესოკოდექსის 102-ე მუხ.). აღნიშნული სტანდარტის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში, იმ ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომ დაზიანებული ავტომანქანის აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის და რომ მისი საბაზრო ღირებულება შეადგენს 33 114 ლარს-მოსარჩელეს ვალდებულებაა. იმ ფაქტის მტკიცება, რომ ავტოავარიის შედეგად მიყენებული დაზიანებების აღმოფხვა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შესაძლებელი იყო, რისთვისაც საჭირო იყო, მხოლოდ 6200 ლარი (დაზუსტებული მოთხოვნა)- მოპასუხის მტკიცების ტვირთია. 4.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 და 105-ე მუხლის შესაბამისად, მართლმსაჯულება ხორციელდება სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება ერთ მხარეს, ადეკვატურად უნდა წაეყენოს მეორე მხარესაც სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 4.6. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რაც ამ გადაწყვეტილების 2.15-2.17 პუნქტებშია ასახული, რომლითაც შეფასებული იქნა საქმეში განთავსებული მტკიცებულებები, მათ შორის მოპასუხის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნები და ექსპერტიზის დასკვნები-დასაბუთებულია, რასაც სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლო. შესაბამისად გაზიარებული ვერ იქნება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, აპელანტის მიერ მითითებული პრეტენზია იმის თაობაზე, რომ არასწორად განისაზღვრა მოსარჩელეზე მიყენებული ზიანის ოდენობა დაზიანების დროისათვის ავტომანქანის საბაზრო ღირებულებით 33 114 ლარით, მაშინ როდესაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზიანებების ხარისხის გათვალისწინებით, ავტომანქანის აღდგენა მიზანშუწონლად ჩაითვალა. 4.7. პალატა ასევე არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას სასამართლოს მიერ შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევის თაობაზე, რაც მისი მითითებით, 2017 წლის 16 ივნისს ექსპერტიზის დანიშვნაში გამოვლინდა. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 16.06.2017წ განჩინება ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე მიღებული იქნა მოსარჩელეს მიერ, საქმის მომზადების საპროცესო ეტაპზე, 2017 წლის 05 ივნისს წარდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე, რაც პალატის აზრით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 203.1“თ“ ქვეპუნქტის შესაბამისია და სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმის დარღვევად ვერ ჩაითვლება. 4.8. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ აპელანტის პრეტენზიიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს ინიციატივით, 18.04.2018წ განჩინებით, მოცემულ საქმეზე დაინიშნა განმეორებითი ექსპერტიზა შემდეგი საკითხების გარკვევისათვის: 1. რას შეადგენდა, ავტოავარიის მოხდენამდე-2015 წლის 07 ოქტომბრისათვის, თ------------------ს მართვის ქვეშ მყოფი, სახელმწიფო ნორმით- A--2---H- ავტომობილი ,,მ-–----–-’’-ს საბაზრო ღირებულება ლარებში; 2. რას შეადგენდა, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული, 2015 წლის 12 ოქტომბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში (ტ.1.ს.ფ.137-139) ასახული დაზიანებების გათვალისწინებით, ავტოავარიის მომენტისათვის-ამ ავტომობილის ნარჩენი საბაზრო ღირებულება ლარებში; 3. 2015 წლის 07 ოქტომბერს, ავტოავარიის მომენტისათვის არსებული დაზიანებების გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო, თუ არა ავარიის შემდეგ ავტომობილის აღდგენა მისი შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით და რას შეადგენდა მისი აღდგენის ხარჯები. ექსპერტიზის ბიუროს წერილით სააპელაციო სასამართლოს ეცნობა, რომ აპელანტმა თ------------------მ უარი განაცხადა მისი წილი ექსპერტიზის ხარჯების გადახდაზე, რითაც ხელი შეუშალა ექსპერტიზის ჩატარებას. ამ ფაქტობრივი ვითარების გათვალისწინებით, პალატა ადგენს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169.4 მუხლის თანახმად, დადასტურებულად ითვლება მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოპასუხე თ------------------ს მიერ დაზიანებული ავტომობილი ,,მ-–----–-’’-ს, სახელმწიფო ნორმით - A--2---H- საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე, ცვეთის კოეფიციენტის გათვალისწინებით, 2015 წლის 07 ოქტომბრის მდგომარეობით, შეადგენდა 33 114 ლარს და რომ ავტოავარიის შედეგად განვითარებული დაზიანებების გათვალისწინებით, მისი აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეუწონელია. 4.9. ასევე, ვერ იქნება გაზიარებული აპელანტის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ საქმის განხილვისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევა წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობას. პალატა განმარტავს, რომ მართლია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლით, ზიანის ანაზღაურების შესახებ საქმის განხილვის ვადა, სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 1 თვეა, თუმცა ამავე კოდექსის 393.3 მუხლის შესაბამისად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა, მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მოცემული დავის განხილვისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევას არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა არ გამოუწვევია, ეს გარემოება ვერ გახდება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. 4.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც საქართველოს გ--------- და ბ---------- რ----------- დ-–--- ს------------- სახელმწიფო ს------–----- დაწესებულება - გ--------დ-–----- ზ------------–----- დ-------------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ თ------------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება. 6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის თ------------------ს მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის-150 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი. სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, თ------------------ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, ამავე კოდექსის 48 მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის-1174,56 ლარის გადახდა, რაც უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 183 150.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. თ------------------ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, სააპელაციო წარმოებისათვის გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის-1174,56 ლარის გადახდა, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 183 150;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე