განაჩენი

სისხლის სამართლის 05.09.2018
საქმის ნომერი
010141318700064727
ინსტანცია
თარიღი
05.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010141318700064727 -1აგ/480-18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

06 სექტემბერი2018წ ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: მაია თეთრაული

მურმან ისაევი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ გ------- ს--------–--ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 თებერვლის განაჩენით;

 

გ------- ს--------–--ეს (პ/ნ 0----------) მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით,ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 წელი.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით;

 

გ------- ს--------–--ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 05 წლის ვადით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, ასევე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის თანახმად, გ------- ს--------–--ეს შეუნარჩუნდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

2017 წლის 25 ოქტომბრის სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს თბილისის პრობაციის ბიუროს მომართვის თანახმად მსჯავრდებულ გ------- ს--------–--ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 თებერვლის განაჩენით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით დაასრულა 2017 წლის 14 ივნისს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით:

 

გ------- ს--------–--ეს (პ/ნ 0----------) მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი პირობითი მსჯავრი;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ------- ს--------–--ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი, ასევე დაეკისრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, მასვე 6 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

2018 წლის 07 აგვისტოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს თბილისის პრობაციის ბიუროს მომართვის თანახმად მსჯავრდებულ გ------- ს--------–--ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის მოხდა დღეის მდგომარეობით არ აქვს დაწყებული.

 

2018 წლის 02 აგვისტოს მსჯავრდებულმა გ------- ს--------–--ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენების გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გ------- ს--------–--ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული გ------- ს--------–--ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.

 

ამავე დროს, გ------- ს--------–--ე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვისათვის, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 წელი, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.

 

ამდენად, პალატას მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ გ------- ს--------–--ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს. ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენში და იგი უნდა გათავისუფლდეს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან, ასევე აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 თებერვლის განაჩენით ჩამორთმეული უფლებები უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან დღეის მდგომარეობით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილში ცვლილებები არ განხორციელებულა და არც საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია აღნიშნულზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ გ------- ს--------–--ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

3. გ------- ს--------–--ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისაგან.

 

4. გ------- ს--------–--ეს აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.

 

5. გაუქმდეს მითითება საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის თაობაზე და გ------- ს--------–--ეს მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად 02 წლის გამოსაცდელი ვადით;

 

6. გ------- ს--------–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 თებერვლის განაჩენი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამისი უფლებების ჩამორთმევის ნაწილშიც დარჩეს უცვლელი.

 

7. გ------- ს--------–--ეს გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 09 თებერვლიდან.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: მ. თეთრაული

 

მ. ისაევი