განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210016001480002
საქმე №2ბ/775-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ივნისი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - შპს ,,ე------–--ი“ (მოპასუხე )
წარმომადგენელი - ა---------– ნ--------ე
მოწინააღმდეგე მხარე – ო----- მ------–---–ი (მოსარჩელე )
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებები
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება.
2. გასაჩივრებული სასამართლო აქტების დასკვნებზე მითითება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ო----- მ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს ”ე------–--ს”-ს დაეკისრა ო----- მ------–---–ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანება 5000 (ხუთი ათასი ) ლარის ოდენობით.
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიხედვით, შპს ,,ე------–--ში’’ ო----- მ------–---–ი მუშაობდა 2011 წლიდან 2016 წლის ივნისის თვემდე ავ------–--------------.
შპს ,,ე------–--ში’’ ო----- მ------–---–ის შრომის ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად საშუალოდ 600 (ექვსას) ლარს.
შპს ,,ე------–--ს'' ო----- მ------–---–ისთვის არ გადაუხდია სამსახურიდან დათხოვნამდე ბოლო რამდენიმე თვის ხელფასი. რომელიც ჯამში შეადგენს 5000(ხუთი ათასი) ლარის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა:
შპს ”ე------–--”-ს დაეკისროს ო----- მ------–---–ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
მოპასუხე შპს ,,ე------–--მა“ წერილობით შესაგებელში სარჩელი არ ცნო.
2017 წლის 14 ნოემბერს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ იშუამდგომლა საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილზე რომლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე მხარე. მოპასუხე მხარეს სხდომის თარიღი შესახებ უწყება ორჯერ გაეგზავნა შესაგებელში მითითებულ მისამართზე კერძოდ ქ.თბილისი, დ---------------------------------------------------------–------, და ქ.თბილისი ე-----------. ორივე შემთხვევაში სასამართლოს დაუბრუნდა უკუგზავნილი, შემდეგი ჩანაწერით, რომ მოპასუხე არ იმყოფება მითითებულ მისამართზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2პუნქტის თანახმად თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამავე კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.
სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები და გააკეთა დასკვნა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 394-ე, 408-ე მუხლების თანახმად, ეს გარემოებები ამართლებენ იურიდიულად მოსარჩელის მოთხოვნას, ამასთან, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის საფუძველი, აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
2017 წლის 28 ნოემბერს, შპს ,,ე------–--ის“ დირექტორმა სასამართლოში წარმოადგინა საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე. საჩივრის ავტორმა ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, იმ საფუძვლით, რომ მხარე არ იყო ინფორმირებული სხდომის თარიღის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის საოქმო განჩინებით, შპს ,,ე------–--ის“ საჩივრი ამავე კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის თანახმად, პირველი ნაწილის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ გაურკვეველია ის გარემოება თუ რატომ ვერ უზრუნველყო საკურიერო ორგანიზაციამ უწყების ჩაბარება, მაშინ როდესაც შესაგებელში მითითებულ მისამართზე ორგანიზაცია ფუნქციონიებს და სამუშაო საათებში იქ იმყოფებიან თანამშრომლები.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით დასტურდება შემდეგი:
- მოცემულ საქმეზე სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დანიშნული იყო 2017 წლის 14 ნოემბერს, რომელზედაც არ გამოცხადდა მოპასუხე, რომლისთვისაც გაგზავნილი იყო სასამართლო უწყება შესაგებელში მითითებულ მისამართზე. სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა მოპასუხის განმეორებით გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. 2017 წლის 14 ნოემბერს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა ო----- მ------–---–ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანებია 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე შპს ”ე------–--ის” წარმომადგენელმა დ----- რ----–---–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება იმის შესახებ, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მხარე ვერ გამოცხადდა მისგან გამოუკიდებელი მიზეზების გამო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს ,,ე------–--ს'' უწყება გაეგზავნა 2017 წლი 18 ოქტომბერს მისამართზე: ქ.თბილისი, დ---------------------------------------', 2017 წლის 31 ოქტომბერს მისამართზე: ქ.თბილისი, დ-------------------------------------------------------–--------. 2017 წლის 31 ოქტომბერს ქ.თბილისი, ე-----------, 2017 წლის 08 ნოემბერს მისამართზე: ქ.თბილისი დ-----------------------------------------------------------------–----------. 2017 წლის 08 ნოემბერს მისამართზე: ქ.თბილისი ე-------------. ყველა შემთხვევაში სასამართლოს დაუბრუნდა უკუგზავნილები, სადაც საქართველოს ფოსტის კურიერების მიერ ჩაუბარებლობის მიზეზად აღნიშნულია, რომ ადრესატი მითითებულ მისამართზე ვერ მოიძებნა, არავინ იმყოფებოდა მისამართზე, აღნიშნულ მისამართზე არის სხვა ორგანიზაცია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დ----- რ----–---–-ს პრეტენზია სასამართლოში დაუბარებლობის შესახებ უსაფუძვლოა რადგან მის მიერ წარმოდგენილ 2016 წლის 13 სექტემბრის მინდობილობა ვადაში იყო 2016 წლის 31 დეკემბრამდე.
სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოება.
სასამართლომ მიუთითა სსსკ-ს 240-ე მუხლის პირველი ნაწილზე რომლის თანახმად, საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც იწყება სარჩელის განხილვა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საჩივარში მითითებული საფუძვლებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები. ამასთან, მხარის გამოუცხადებლობა კანონით გათვალისწინებული საპატიო მიზეზით გამოწვეული არ ყოფილა, რის გამოც წინამდებარე საჩივარს დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ მხარე არ იყო ინფორმირებული სხდომის თარიღის შესახებ.
აპელანტის განმარტავს, რომ სასამართლომ არასათანადოდ იმსჯელა იმ გარემოებებზე და მიზეზებზე, თუ რატომ ვერ იქნა ჩაბარებული შეტყობინება, კერძოდ დაუდევრობა გამოწვეული იყო საკურიერო ორგანიზაციის წარმომადგენლის დაუდევრობის გამო. შესაგებელში მითითებული იყო დამატებით რამდენიმე ტელეფონის ნომერი საკონტაქტოდ, რაც არ გამოუყენებია.
4. გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების და საქმის განახლების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული სასამართლო აქტების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ შპს ,,ე------–--ის“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,ე------–--ის“ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ო----- მ------–---–ის სარჩელთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა დანიშნული იყო 2017 წლის 14 ნოემბერს 15:00 საათზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ო----- მ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს ”ე------–--ს”-ს დაეკისრა ო----- მ------–---–ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანება 5000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით, შპს ,,ე------–--ის“ საჩივრი ამავე კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
განჩინების დასაბუთებისას მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, ასევე, ის ფაქტი, რომ სასამართლო სხომაზე მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე–3 ნაწილი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ხოლო, იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს საპატიოობაზე, კერძოდ, კი იმ გარემოებაზე, რომ მხარე არ იყო ინფორმირებული სხდომის თარიღის შესახებ.
რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102–ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს. ამასთან, ისეთ დროს, როდესაც საპატიო მიზეზად აპელანტი უთითებს მხარე არ იყო ინფორმირებული სხდომის თარიღის შესახებ, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიუთითებს სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ აღნიშნულის გამო, შეუძლებელი იყო შპს ,,ე------–--ის“ წარმომადგენლის პროცესზე გამოცხადება.
როგორც მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლებისა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად ასკვნის, ირინე გაგოშიძის სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან სახეზე არ არის გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ე------–--ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
3. შპს ,,ე------–--ს“’ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია 200 ლარის ოდენობით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, რომელიც ესწრება სასამართლო განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე