განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/1052-18 22 მაისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ხათუნა არევაძე
მოსამართლეები: ეკატერინე ცისკარიძე
მერაბ გაბინაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი – ლ--–- გ---–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე – გ------- ჩ----–---–ი
თავდაპირველი მოპასუხე - ე----- ხ------–--ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა
1. აპელანტის მოთხოვნა
ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გ------- ჩ----–---–ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 იანვრის გადაწყვეტილებით გ------- ჩ----–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების ლ--–- გ---–---–ის და ე----- ხ------–--ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე დაკმაყოფილდა.
ლ--–- გ---–---–ის და ე----- ხ------–--ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა გ------- ჩ----–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული, ქ-----–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–-------–ში მდებარე უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით N6-----------; გადაწყვეტილებით განისაზღვრა უძრავი ნივთიდან მოპასუხეების გამოსახლება და მესაკუთრე გ------- ჩ----–---–ისათვის მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაშიგადაცემა;
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1 პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს, რომ გ------- ჩ----–---–ის საკუთრებას წარმოადგენს ქ-----–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–-------–ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით N6-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 17-19)
2.2. მოპასუხე მხარის განმარტებით, ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მოსარჩელე გ------- ჩ----–---–მა მოიპოვა ბათილი გარიგების საფუძველზე.
- შესაგებელი, მოპასუხეთა ახსნა-განმარტება
(2018 წლის 04 იანვრის სხდომის ოქმი: 15:43:20 - 15:43:38)
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.3. პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია;
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას;
სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება;
უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები:
ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე;
ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი;
გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ამდენად, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს;
საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე დადგენილია, რომ ქ-----–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–-------–ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით 6-----------) რეგისტრირებულია მოსარჩელე გ------- ჩ----–---–ის საკუთრებად. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, მოპასუხეებს არ წარუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ისინი უძრავ ქონებას ფლობენ კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებაში. არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები;
2.4. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ სარჩელში აღნიშნულ ნივთზე მოსარჩელემ უფლება ბათილი გარიგებით მოიპოვა, თუმცა მტკიცებულება, რომ გ------- ჩ----–---–ის უფლება ნივთზე ნამდვილი არ არის, მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია და არც იმ ხელშეკრულების ბათილობა მოუთხოვია, რომლითაც მოსარჩელემ საკუთრების უფლება შეიძინა;
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ესე იგი რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ არის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც აღძრული სარჩელის ფარგლებში, ითხოვს მოპასუხეების მფლობელობისგან თავისი უძრავი ნივთის გათავისუფლებას და ნივთის მესაკუთრისათვის გადაცემას.
მოსარჩელის მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისაა და არსებობს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოსარჩელეს აქვს უფლება, მოსთხოვოს მოპასუხეებს თავის კუთვნილ ნივთზე ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა;
ამდენად, სასამართლოს დასკვნით, არ არის რა დამტკიცებული საჯარო რეესტრის იმ ჩანაწერის უზუსტობა, რომლითაც სადავო ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული, ითვლება, რომ ეს ჩანაწერი უტყუარი და სრულია, - სარჩელში აღნიშნული უძრავი ნივთი გ------- ჩ----–---–ის საკუთრებაა და მას უფლება აქვს მოითხოვის ხელშეშლის აღკვეთა _ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოითხოვოს საკუთარი ნივთი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1.1. აპელანტი უთითებს, რომ ის სადავო უძრავ ნივთს ფლობს მართლზომიერად; იგი აღნიშნავს, რომ მის მიერ მოცემულ დავაზე წარდგენილი მტკიცებულებები სასამართლომ არ გაიზიარა; ამასთან, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ასევე მისი შუამდგომლობა საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების 2017 წლის 08 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების გამოთხოვაზე; აპელანტი აღნიშნავს, რომ მან სასამართლოს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა შ--–-- ნ------ის ხელწერის დასადასტურებლად (შესაგებელში მხარე განმარტავდა, რომ სადავო უძრავი ქონება მას არასანოტარო (,,შინაურული“) ხელწერილით აჩუქა შ--–-- ნ------ემ; ასევე მხარე მიუთითებდა, რომ უძრავი ქონების 2017 წლის 08 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება მოსარჩელეს არ წარუდგენია სასამართლოში; მხარე შესაგებელში მიუთითებდა, რომ დასახელებული გარიგება სავარაუდოდ თვალთმაქცურადაა გაფორმებული ), რაც არ აისახა სასამართლოს გადაწყვეტილებაში
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაუქმებას.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლ--–-დ დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლ--–-დ დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატა განმარტავს, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, რათა აღდგენილ იქნეს ნივთზე მისი მფლობელობის შელახული უფლება; შესაბამისად, მოსარჩელის სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე დადგენილია, რომ ქ-----–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–-------–ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი: 6----------- რეგისტრირებულია მოსარჩელე გ------- ჩ----–---–ის საკუთრებად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე მხარე წარმოადგნდა სადავო ბინის მესაკუთრეს.
4.2. საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა განმარტავს, რომ სადავო გარემოებების დადასტურება შესაბამისი მტკიცებულებებით, შეჯიბრებითობის პრინციპის ერთი-ერთი გამოვლინებაა (სსს კოდექსის მე-4, 103-ე მუხლები), რომელიც სასამართლოს შინაგანი რწმენის საფუძველი ხდება (სსს კოდექსის 105-ე მუხლი).
თითეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსს კოდექსის 102-ე მუხლი), ამავე დროს დასაბუთებულ მტკიცებულებათა მეშვეობით ოპონირება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგნის და შესაფასებელი გარემოებების გამო მხარეთა შორის მტკიცების განსხვავებული მოცულობის ტვირთით შეიძლება გადანაწილდეს.
საქართველოს სამოქალაქო სამოქალაქო კოდექსის 172.1-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
აღნიშნული ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე ვინდიკაციური სარჩელის გამო დავის გადაწყვეტა ეფუძნება შემდეგი პირობების დადგენა - შეფასებას: სადავო ნივთის მიმართ საკუთრების უფლების უპირატესი კუთვნილების ფაქტს ან სადავო ნივთის მიმართ საკუთრების უფლების კუთვნილების ფაქტს და ამ უფლების მართლზომიერი მფლობელობით შეზღუდვის ლეგიტიმაციის დადასტურებას.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, საკითხის გადაწყვეტა ეფუძნება მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სადავო უძრავი ნივთის საკუთრების უფლების რეჟიმის უპირატესი მდგომარეობის გამოვლენას - ანუ ნივთისა და მასზე იურიდიული ლეგიტიმაციის ნამდვილი კავშირის დადგენას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 170.1-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
იმ შემთხვევაში, როდესაც კანონიერი მესაკუთრის უფლებები თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს ან განკარგავდეს ქონებას უსაფუძვლოდ შეზღუდულია, ამ უკანასკნელს შეუძლია მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა უფლების დაცვის ვინდიკაციური სარჩელის გზით, რაც გაწერილია სამოქალაქო კოდექსის 172.1 -ე მუხლით, კერძოდ, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
იმისათვის, რომ გ------- ჩ----–---–ის ვინდიკაციური სარჩელი გამართლდეს, მას ეკისრება ვალდებულება ამტკიცოს სადავო ნივთზე საკუთრების უფლება.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, საქმეში წარდგენილი საჯარო რეესტრის მონაცემის მიხედვით, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს გ------- ჩ----–---–ი, ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ არის.
საქმის მასალების მიხედვით, მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ სარჩელში აღნიშნულ ნივთზე მოსარჩელემ უფლება ბათილი გარიგებით მოიპოვა, თუმცა მას არ წარუდგენია მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავი ნივთის საკუთრების უფლების დამდგენი 2017 წლის 08 ნოემბრის გარიგების ბათილობის მოთხოვნა და ამ მოთხოვნის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები; ასეთ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ჩანაწერი მოსარჩელის სახელზე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით 6-----------, საკუთრების უფლებით რეგისტრაციის თაობაზე, უტყუარი და სრულია. შესაბამისად , აღნიშნული უძრავი ნივთი წარმოადგენს გ------- ჩ----–---–ის საკუთრებას, რაც უფლებამოსილს ხდის მას მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა _ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან საკუთარი ნივთის გამოთხოვა.
4.3. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელე მხარე დავის საგნის ფაქტობრივ საფუძველს აყრდნობს საქმეში წარმოდგენილ 2017 წლის 08 ნოემბრით დათარიღებულ საჯარო რეესტრის ამონაწერს, სადაც უძრავი ქონების მესაკუთრედ მხოლოდ გ------- ჩ----–---–ი არის რეგისტრირებული.
იმისათვის, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის მიზნით აპელანტი მხარე შეეწინაღმდეგოს მესაკუთრეს ნივთის თავისუფლად ფლობაში, სარგებლობაში და განკარგვაში, მას უნდა გააჩნდეს ნივთზე მართლზომიერი მფლობელობის იურიდიული საფუძველი.
პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო მასზე განაწილებული მტკიცების ვალდებულების შესრულება, თავის სააპელაციო საჩივარში ვერ მიუთითა გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მას (აპელანტს) გააჩნია აღნიშნული სადავო ქონების ფლობის უფლება.
სამოქალაქო საქმეთა პალატა განმარტავს, რომ მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი ფაქტები.
განსახილველ შემთხვევაში, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უსაფუძვლობა მოწინააღმდეგე მხარის, როგორც გამოსასახლებელ ქონებაზე მესაკუთრის მოთხოვნის საპირწონედ, აპელანტმა მხარემ უნდა ამტკიცოს. მტკიცებულებები, რითაც მხარე დაადასტურებდა, რომ ის არის უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელი და მის მიერ ქონების ფლობას აქვს სამართლებრივი საფუძველი, საქმის მასალებში წარდგენილი არ არის.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე (მესაკუთრე) არ იმყოფება სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ან კანონისმიერი შებოჭვის ფარგლებში და შესაბამისად, იგი უფლებამოსილია გამოითხოვოს მისი კუთვნილი ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გ------- ჩ----–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის დამაბრკოლებელი გარემოებები.
4.3 ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, შესაბამისად, არ არსებობს ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, სააპელაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლ--–-დ უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ--–- გ---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: /ხათუნა არევაძე /
მოსამართლეები: /ეკატერინე ცისკარიძე/
/მერაბ გაბინაშვილი/