განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #120100118002400286
საქმე #1ბ/830-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ------------–---–---–ის
ადვოკატის: ვ-----------–-------–---–--
მსჯავრდებულის: ვ-–--------------------
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ვ-–--------------------, დ----------–--------–-–------------- საქართველოს მოქალაქის (პირადი №------------- ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის: გ-------------------------–---–---–-- ფაქტობრივად მცხოვრების: ა---––----------------------–----------–------- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, „ბ“, და ,,გ“ ქ/პუნქტებით, ამავე კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ-–------------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117 , 118 ? ან 120 ? ?????? გათვალისწინებული შედეგი, − წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ;
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის იანვრის თვეში, ა---––------------------------–-----------–------ში მდებარე საცხოვრებელი სახლში, ვ-–-------------------ემ შელაპარაკების საფუძველზე, მეუღლეს და მეუღლის მამას, - წინასწარ შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, არასრულწლოვანი, - დ---------------ის თანდასწრებით მის დედას, - ლ--–-----------ეს და პაპას, - მ----------------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ თითოეულს ხელი დაარტყა სახის არეში, რის გამოც თითოეულმა დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 10 მარტს, ა---––------------------------–----------–------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ-–------------------ე დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით, დაემუქრა მეუღლეს, - ლ--–-----------ეს, რაც ლ--–-------------მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის განაჩენით:
ვ-–------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ვ-–------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქ/პუნქტებით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ, ვ-–------------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64–ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.
ვ-–------------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი, - 2018 წლის 13 მარტიდან 2018 წლის 17 აპრილის ჩათვლით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------------–---–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანას ვ-–--------------------ათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ვ-–-------------------- მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ-–-------------------- დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქ/პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულების და მოწმეების - ლ--–-----------ის, მ----------------ის, დ---------------ის, გ----------–---–---–-----------------------------------–---–-----–----------------------------------------–---–---–-- გამოკითხვის ოქმების, ვ-–-------------------- მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში დანაშაულის აღიარების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (თანდართული ფოტოცხრილით), ტრასოლოგიური ექსპერტიზის #-1--– დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ვ-–------------------ემ ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117 , 118 ? ან 120 ? ?????? გათვალისწინებული შედეგი, − წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ;
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ვ-–-------------------- მიმართ დანიშნული სასჯელი არის უკანონო და შეუსაბამო, როგორც მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათთან. გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს არ უთანამშრომლია გამოძიებასთან, იგი არ არის დაინტერესებული მართლმსაჯულების განხორციელებით, მასვე, დანაშაულის ჩადენა არ უღიარებია. აპელანტის განმარტებით, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანხმად, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დანაშუალის ჩადენა ცალსახად წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის დროს, აღნიშნული გარემობები არ გაუთვალისწინებია. აპელანტი, ყურადღებას ამახვილებს მუქარის განხორციელების დროს გამოყენებულ დანაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ ვ-–--------------------ათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სასამართლო არ იზიარებს პროკურორის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებული არ არის დაინტერესებული მართლმსაჯულების განხორციელებით და მას დანაშაულის ჩადენა არ უღიარებია. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს, პირველი ინსტანციის სასამართლოში ვ-–------------------ემ გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მანვე სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას (იხ. 2018 წლის 8 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი 12:20:30 სთ. და 12:31:19 სთ). პალატა მიიჩნევს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას. უნდა აღინიშნოს, რომ საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, სააპელაციო პალატა დარწმუნდა მსჯავრდებულ ვ-–-------------------- მიერ დანაშაულის გულწრფელ აღიარებასა და მონანიებაში.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებელს იმასთან დაკაშირებით, რომ ვ-–--------------------ათვის სასჯელის დანიშვნის დროს, გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლი. ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ვ-–--------------------ათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის მთელ რიგ შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ვ-–------------------ე არის ორი მცირეწლოვანი შვილის მამა, იგი ხასიათდება დადებითად, საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულების ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რომ ისინი შერიგებული არიან და ვ-–-------------------- მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ვ-–--------------------ათვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ვ-–-------------------- მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ-–-------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ვ-–-------------------- მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ვ-–------------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
ვ-–------------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ, ვ-–------------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთის 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64–ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;
ვ-–------------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი, - 2018 წლის 13 მარტიდან 2018 წლის 17 აპრილის ჩათვლით.
ვ-–-------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება, - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი თანხა 15 000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს მ-------------------–-----------------------
პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულება:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ორი ცალი დანა, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი