განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №120210017001899175
N2ბ/5054-2---
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 ივლისი, 2018 წელი ქალაქი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია
მოსამართლეები - ოთარ სიჭინავა, ამირან ძაბუნიძე
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - ი----------–-------
წარმომადგენელი - ზ------------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ---------–--
წარმომადგენელი - მ-----------–----–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილება; ამავე სასამართლოს 2--- წლის 20 ივლისის განჩინება
დავის საგანი - აუცილებელი გზა
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ---------–--ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თ---------–--ს ბ--------------------- დაბა ბ---------–- მდებარე ს--------------- მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის საჯარო გზასთან კავშირის მიზნით მიეცა აუცილებელი გზის მოწყობის და სარგებლობის უფლება, ი----------–-------ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ბ----------ს რაიონი, დ----------------, თ---------–---- ქ. N---, ს----------------, სსიპ ,,ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს’’ 2----–-–---------------–-ს ექსპერტიზის N--------- დასკვნის, დანართი N1-ში ლურჯი ისერბით მითითებული გზის და შ------------------------------------ მიერ 2016 წელს მომზადებული მისასვლელი გზის კეთილმოწყობის პროექტის (სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს ექსპერტიზის N--------- დასკვნაში მითითებული შენიშვნების გათვალისწინებით) შესაბამისად.
ამავე გადაწყვეტილებით, თ---------–--ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის სერვიტუტის უფლებით დატვირთვაზე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 3---------წ. მდგომარეობით მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონება მდებარე ბ----------ს რაიონი დ---------------, თ------------------- (ს---------------; ნაკვეთის წინა ნომერი 6------------ საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თ---------–--ს (პ--------------- სახელზე;
2.2. 0--------7წ. მდგომარეობით მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონება მდებარე ბ----------ს რაიონი დ---------------, თ---------–---- ქ----- (----------------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნ------------- (პ/ნ 3----------- სახელზე;
2.3. 1---------წ. მდგომარეობით მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონება მდებარე ბ----------ს რაიონი დ---------------, თ---------–---- ქ------ (----------------- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ი----------–-------ს (---------------- სახელზე;
2.4. ნ-------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ბ----------ს რაიონი დ---------------, თ---------–---- ქ------ში, ს---------------- ნაწილი, კერძოდ 45 კვმ. 31.03.2--- წ. შეთანხმების საფუძველზე დაიტვირთა სერვიტუტის უფლებით N------------ საკადასტრო კოდზე მდებარე 886.00 კვმ. მიწის ნაკვეთის (მესაკუთრე თ---------–--) სასარგებლოდ;
2.5. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით თ---------–--ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თ---------–--ს ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხეებს ლ---–---------–---–ს, ლ--–--------------–სა და ე-----------------–---ს დაევალოთ მათ საკუთრებაში არსებული, ბ----------ს რაიონის დაბა ბ---------–-, თ--------------------–---------–- მდებარე მიწის ნაკვეთებიდან ს---------------, ს--------------- და ს--------------- გამოყონ 37 კვმ., 5.45 კვმ. და 211.6 კვმ. მიწის ნაკვეთები, თ---------–--ს კუთვნილი მიწის ნაკვეთის (ს/კ 6------------ ჯეროვანი გამოყენებისათვის საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირის მიზნით. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.6. დაბა ბ---------–-, თ----------------------ში მდებარე თ----------–--ს კუთვნილ მიწის ნაკვეთს (ს/კ 6------------ არ გააჩნია ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან. სამშენებლო ნორმებისა და წესების ,,-------–---------8--’ ცხრილი N---- მიხედვით, ქალაქში განთავსებული მეორე ხარისხოვანი გასასვლელების (საავტომობილო გზების) მინიმალური სიგანე უნდა იყოს 3.5 მეტრი. თ---------ს (------–--ს) კუთვნილ მიწის ნაკვეთთან (ს/კ 6------------ მისასვლელი გზა შესაძლებელია მოეწყოს ორი მხრიდან, კერძოდ: ერთ შემთხვევაში საავტომობილო და საფეხმავლო გზა შესაძლებელია მოეწყოს N------------ და N------------ მიწის ნაკვეთების გავლით ისე, როგოროც ეს დ-------------- მწვანე ფერის ისრებით არის ნაჩვენები, ხოლო მეორე მისასვლელი გზა შესაძლებელია მოეწყოს 64.30.02.276 და მეზობელი მიწის ნაკვეთის (რომელიც დღეისათვის არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში) გავლით ისე, როგროც ეს დ-------------- ლურჯი ფერის ისებით არის ნაჩვენები (იხ. 18.02.2016წ. N--------- ექსპერტიზის დასკვნა, ს/ფ 46-50, ტ.1);
2.7. აღნიშნული დასკვნის თანახმად, თ---------–--ს მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის მოწყობა შესაძლებელია ნ------------- კუთვნილი მიწის ნაკვეთისა (----------------) და ი----------–-------ს კუთვნილი მიწის ნაკვეთის (----------------- გავლით;
2.8. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 2-----–-–-----------------ს ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შპს ,----------------------------- მიერ მომზადებული ,,ბ----------ს რაიონის დაბა ბ---------–- თ---------–--ს ნაკვეთთან (ს/კ 6------------ მისასვლელი გზის კეთილმოწყობის პროექტის’’ საგზაო ნაწილი შესრულებულია მოქმედი ნორმებისა და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით შესაძლებელია გზის მშენებლობა კვლევაში გამოთქმულ შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ. კერძოდ:
1. ქვიშა-ხრეშის საფუძვლის სისქე უნდა იყოს 30 სმ, რათა შესაძლებელი იყოს 0-200 მმ ფრაქციის გამოყენება, ან ფრაქციის ზომა უნდა შემცირდეს 16 მმ-მდე;
2. როგორც პროექტშია აღნიშნული გზიდან ატმოსფერული ნალექების მოცილება ხდება გრძივი და განივი დახრების მეშვეობით გზის დასაწყისისკენ, თუმცა არ ჩანს გზის დასაწყისში არსებულ გზაზე მიერთებასთან, როგრო ხდება წყლის მოცილება.
3. გზაზე მაქსიმალურა ქანობია 12% და არა 0.12%, როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული;
4. გამარტებით ბარათში არაფერია ნათქვამი გეოლოგიურ პირობებზე. დასაზუსტებელია ხომ არ მოხდება სამკუთხა კიუვეტების გამორეცხვა, გრძივი ქანობების გათვალისწინებით;
ექსპერტის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს დაეთანხმა პროექტის ავტორი (იხ. ს/ფ 52-61; 63-66; 68; ტ.1);
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.9. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. უფლების მართლზომიერად განხორციელება ნიშნავს სასამართლო დავაში მონაწილე პირთა უფლების თანაზომიერად დაცვას. დავის გადაწყვეტისას სამართლის ნორმათა შეფასებას ისე, რომ არ დაირღვეს რომელიმე მხარის კანონით დაცული უფლება.
სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების უფლება დაცული და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული მუხლის დანაწესი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, განკარგოს თავისი ნივთი შეხედულებისამებრ, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, თუმცა ამავე მუხლით დგინდება, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და მესაკუთრის უფლებები – ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, ნივთით ისე, რომ არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა - შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მესაკუთრეს შეიძლება დაეკისროს მისი საკუთრებით სარგებლობის თმენის ვალდებულება. სწორედ ასეთი თმენის ვალდებულებაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით.
სასამართლოს განმარტებით, დასახელებული ნორმით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თ---------–--ით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი).
სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლება წარმოადგენს საკუთრებით სარგებლობის უფლების შეზღუდვის კანონისმიერ (არასახელშეკრულებო) უფლებას მეზობელი მესაკუთრის თანხმობის მიუხედავად. ამავე კოდექსით, მეზობელი მიწის ნაკვეთის გამოყენება სხვა მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ შესაძლებელია მხარეთა - მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა შეთანხმებითაც, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლით (სერვიტუტი). შესაბამისად, მეზობელი მიწის ნაკვეთის გამოყენების უფლება საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად დგება იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი იზოლირებულია საჯარო გზების, ელექტრო, ნავთობის, გაზის ან წყალმომარაგების ქსელისაგან და არ არსებობს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეთანხმება (სერვიტუტი).
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ოყო, რომ თ---------–--ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ ჰქონდა ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან. თ----------–--ს კუთვნილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირება შესაძლებელი იყო მხოლოდ სხვისი, მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთზე გამავალი გზის საშუალებით. დადგენილი იყო, რომ მოსარჩელის ნაკვეთთან დაკავშირების ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი გულისხმობდა მოპასუხე ი----------–-------ს (----------------- და ნ------------- (პ/ნ 3----------- მიწის ნაკვეთებიდან (---------------- და ს---------------- შესაბამისი ფართით სარგებლობას. გარდა ამისა, დადგენილი იყო, რომ ნ-------------ა და თ---------–--ს შორის 2--- წლის 3--------ს შემდგარი შეთანხმებით ნ------------- საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი - 45 კვმ. დაიტვირთა სერვიტუტის უფლებით თ---------–--ს საკუთრებაში არსებული N------------ საკადასტრო კოდზე მდებარე მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ.
ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ არ დასტურდებოდა იმ სახის გარემოება, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას იმისას, რომ მოსარჩელემ თავისი მოქმედებით მოისპო უკვე არსებული გზით სარგებლობის შესაძლებლობა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ თ---------–--ს უნდა მისცემოდა მისი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ განთავსებული, მოპასუხე ი----------–-------ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გადაადგილების შესაძლებლობა.
სასამართლომ განმარტა, რომ მეზობელი მიწის ნაკვეთის გამოყენების უფლება საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად დგებოდა იმ შემთხვევაში, თუ იგი იზოლირებული იყო საჯარო გზების, ელექტრო, ნავთობის, გაზის ან წყალმომარაგების ქსელისაგან და ასეთი კავშირი მხოლოდ მეზობელი უძრავი ქონების სარგებლობით არის შესაძლებელი. როგორც აღინიშნა, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების საჯარო გზასთან დაკავშირება შეუძლებელი იყო ისე, რომ არ მომხდარიყო მოპასუხე ი----------–-------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობა. ამდენად დადგენილი გარემოებების საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე ვალდებული იყო, ეთმინა მოსარჩელის მიერ მისი კუთვნილი უძრავი ქონებით სარგებლობა. ასეთ პირობებში მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოეშობოდა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული თმენის ვალდებულება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებები იძლევოდა სამოქალაქო კანონმდებლობის დასახელებული ნორმის შესაბამისად გათვალისწინებულ აუცილებელ გზის დადგენას, რადგან სახეზე იყო მწვავე ობიექტური საჭიროება, რომ მოსარჩელის თ---------–--ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჯეროვანი გამოყენება ვერ ხერხდებოდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის გარეშე. ამდენად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით დადგენილი აუცილებელი გზის დადგენის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა.
ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი იყო აუცილებელი გზის მოწყობის შესაძლებლობის ალტერნატიული გზა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ ალტერნატიული გზის გავლით (ექსპერტიზის დასკვნაში მწვანე ისრებით აღნიშნული გზა) აუცილებელი გზის მოწყობის შემთხვევაში გზა გაივლიდა მიწის ნაკვეთის (------------------- შუა ნაწილზე, იკავებდა დიდ ფართს (მიწის ნაკვეთის უდიდეს ნაწილს) და მესაკუთრეს ერთმევოდა საკუთრების სრულფასოვანი სარგებლობის უფლება. დადგენილი იყო, რომ თ---------–--ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ ჰქონდა ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან. თ---------–--ს კუთვნილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირება შესაძლებელი იყო მხოლოდ სხვისი, მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთზე გამავალი გზის საშუალებით. ამდენად, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი საჯარო გზასთან კავშირის უზრუნველსაყოფად წაროადგენდა სწორედ მოპასუხის კუთვნილი მიწის ნკავეთის გავლით.
2.10. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდა, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება, ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ (სერვიტუტი). სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის გათვალისწინებული წესები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხე ი----------–-------ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი დატვირთულიყო სერვიტუტის უფლებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ სერვიტუტი თავისი იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, მხოლოდ ორი გზით შეიძლებოდა დადგენილიყო, კერძოდ, კანონის ობიექტურ-ნორმატიული ნების საფუძველზე ან სანივთო გარიგების საფუძველზე. კანონისმიერი სერვიტუტის გამოყენებას კონკრეტული ნორმატიული აქტი უზრუნველყოფდა, ხოლო სანივთო გარიგებას - მხარეთა ნება, რომლის შინაარსი ძირითადად კანონის ნორმატიული ნებით განისაზღვრებოდა. აუცილებელი გზისაგან განსხვავებით, სამოქალაქო კოდექსის სანივთო სამართლით გათვალისწინებული სერვიტუტი, თავისი ბუნებით, სანივთო გარიგებას წარმოადგენდა და მხარეთა შეთანხმებას საჭიროებდა. ერთ-ერთი მხარის ნების საწინააღმდეგოდ, სასამართლო წესით სერვიტუტის იძულებით დადგენა იყო დაუშვებელი, ისევე როგორც ნებისმიერი ხელშეკრულების დადების დავალდებულება, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული იძულებით კონტრაჰირების შემთხვევების გარდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ი----------–------- წინააღმდეგი იყო მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სერვიტუტის უფლებით დატვირთვაზე. ამდენად, აღნიშნულის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო. ვინაიდან სამოქალაქო სამართალში არსებობდა მიწის ნაკვეთი, რომელსაც სათანადო კომუნიკაციები არ გააჩნდა, მესაკუთრის ინტერესების დაცვის სამართლებრივი საშუალება აუცილებელი გზის ინსტიტუტის სახით, სერვიტუტის გაფორმების იძულების გზით მხარის ნების თ---------–---- შეზღუდვის საფუძველი არ არსებობდა.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, სასარჩელო განცხადებით, თ---------–--, მოითხოვდა: ი----------–-------ს საკუთრებაში არსებული 64.15 კვმ. მიწის ნაკვეთის სარგებლობისათვის ერთჯერადი გადასახდელი სახით 1924.5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის სანაცვლოდ, ი-----------–-------ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (------------------ პრედიალური სერვიტუტის უფლებით დატვირთვას თ---------–--ს სასარგებლოდ და მასზე გზის მოწყობას შ--------------------------------- მიერ 2016 წელს მომზადებული პროექტის შესაბამისად.
აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე, და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა ცალსახად მიუთითებს, რომ სხვისი მიწით სარგებლობისთვის მის მესაკუთრეს უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც მხოლოდ მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.
აპელანტმა აღნიშნა, რომ თ---------–-- თავისი სასარჩელო მოთხოვნით პირდაპირ ითხოვდა განსაზღვრული თანხის 1924,5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის სანაცვლოდ მისი კუთვნილი ნაკვეთის დატვირთვა "პრედიალური სერვიტუტის უფლებით" და მასზე გზის მოწყობას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების დანაწესს, რომლის მიხედვითაც, იმ მეზობელს რომლის ნაკვეთზედაც გაივლის გზა უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც მხოლოდ მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში "შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს".
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიჩნევს, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
აპელანტმა ასევე აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, თ---------–--ს მიეცა უფლება, მის კუთვნილ ნაკვეთზე ნაგებობის განთავსების შპს "--------------------------- მიერ ... მომზადებული პროექტის შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი კი, არეგულირებს მხოლოდ სამეზობლო ურთიერთობისას წამოჭრილ "აუცილებელი გზა"–ის მიცემის საკითხს და არ არეგულირებს სხვის ნაკვეთზე შენობა -ნაგებობების განთავსების საკითხს. სხვის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე შენობა - ნაგებობების განთავსებას არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეხუთე თავი "სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობა" - "აღნაგობა". მოცემულ შემთხვევაში კი აპელანტის მითითებით, მისი ნაკვეთი მოწინააღმდეგე მხარის თ---------–--ს სასარგებლოდ არ არის დატვირთული არც სერვიტუტის და არც აღნაგობის უფლებით.
3.2. აპელანტი ასევე ასაჩივრებს ახალციხის რაიონული სასამართლოს 20.07.2---წ. განჩინებას 2--- წლის 20 ივლისის შუამდგომლობას "საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე, ძირითადი ფაქტებისა და გარემოებების დადგენა/დაზუსტებისა და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის თაობაზე’’ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
აპელანტის განმარტებით, 20.07.2---წ. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მისმა რწმუნებულმა გოჩა შოშიაშვილმა დააყენა შუამდგომლობა "საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე, ძირითადი ფაქტებისა და გარემოებების დადგენა/დაზუსტებისა და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის თაობაზე, რაც მოპასუხის ავადმყოფობის გამო არ ყოფილა ასახული შესაგებელში და რომლებზედაც მოპასუხე ამყარებს საკუთარ მოსაზრებას, რაზედაც აღნიშნული განჩინებით ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მას ჰყავდა წარმომადგენლები.
აპელანტის განმარტებით, მისი წარმომადგენელი იყო მისი მეუღლე მა-----------–-------, რომელიც არაა სამართალმცოდნე. ამდენად, 20.07.2---წ. განჩინებით, აპელანტს წაერთვა შესაძლებლობა ჯეროვნად დაეცვა მისი ინტერესები.
3.3. აპელანტის მითითებით, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–8; 53–ე; 343–244–ე; 248–ე; 249–ე; 257–ე; 2591; 364–ე და 369–ე მუხლებით, და არ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–4 მუხლის პირველი ნაწილით; ამასთან, სასამართლო გასცდა სსსკ-ის 248–ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის ფარგლებს; სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180–ე მულის პირველი ნაწილის მეორე წინადადების და ამავე კოდექსის 233–ე და 234–ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესებით;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს (მოცემული განჩინების 2.1 – 2.8 პუნქტები), მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.2. თ---------–--ს მიერ აღძრული სარჩელით დავის საგანს წარმოადგენდა აუცილებელი გზით სარგებლობა და უძრავი ქონების სერვიტუტით დატვირთვა. ხოლო ფაქტობრივ გარემოებებში მიუთითებდა, რომ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მთლიანად იზოლირებული იყო საჯარო გზისაგან და ი----------–-------ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი ესაჭიროებოდა აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად კი, მიუთითებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180.1, 247-ე, 248-ე მუხლებზე.
პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.
პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლზე (1. თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. 2. აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით), ამავე კოდექსის 247-ე მუხლზე (მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება, ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ (სერვიტუტი). სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის გათვალისწინებული წესები) და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლება წარმოადგენს საკუთრებით სარგებლობის უფლების შეზღუდვის კანონისმიერ (არასახელშეკრულებო) უფლებას მეზობელი მესაკუთრის თანხმობის მიუხედავად. ამავე კოდექსით, მეზობელი მიწის ნაკვეთის გამოყენება სხვა მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ შესაძლებელია მხარეთა - მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა შეთანხმებითაც, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლით (სერვიტუტი). შესაბამისად, მეზობელი მიწის ნაკვეთის გამოყენების უფლება საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად დგება იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი იზოლირებულია საჯარო გზების, ელექტრო, ნავთობის, გაზის ან წყალმომარაგების ქსელისაგან და არ არსებობს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეთანხმება (სერვიტუტი). ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე და 180-ე მუხლების ანალიზის შესაბამისად, პალატა განმარტავს, რომ თუ სერვიტუტი უკავშირდება მიწის ნაკვეთის გარკვეული უფლებით შესაძლო დატვირთვას, აუცილებელი გზა ცალსახად გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვის იმპერატიულ მოთხოვნას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ---------–--ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან. დადგენილია ასევე, რომ არ არსებობს მოდავე მხარეთა შორის შეთანხმება სხვა მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ მეზობელი მიწის ნაკვეთის გამოყენების შესახებ. ამდენად, ობიექტური საჭიროება წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებელ პირობას, რასაც კანონმდებლობა მკაფიო შედეგს - აუცილებელი გზის უფლებას უკავშირებს. როგორც აღინიშნა, კანონის ეს დანაწესი გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას.სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით აუცილებელი გზის მხოლოდ აუცილებელ, უალტერნატივო შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციით და ამავე კოდექსითაღიარებული საკუთრების უფლების თ---------–--ით, ამასთან, ამ უფლების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში.
ამდენად, დავის საგნისა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად.
4.3. ი----------–-------, სააპელაციო საჩივრით აპელირებს რა სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის გამოყენების კანონიერებაზე, მიუთითებს, რომ ამ მუხლის საფუძველზე სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავდა თავად ის ფაქტი, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრისათვის კომპენსაციის გადახდის თაობაზე. კერძოდ, აპელანტის განმარტებით, სასარჩელო განცხადებით მოსარჩელე მოითხოვდა, აუცილებელი გზის უფლების დადგენას, ი----------–-------ს საკუთრებაში არსებული 64.15 კვმ. მიწის ნაკვეთის სარგებლობისათვის ერთჯერადი გადასახდელი სახით 1924.5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის სანაცვლოდ.
უპირველესყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე გამოთქვამდა მზაობას გადაეხადა შესაბამისი კომპენსაცია ი----------–-------ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილის სერვიტუტით დატვირთვის შემთხვევაში, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და ამჟამად არც სერვიტუტით დატვირთვა და არც კომპენსაცია დავის საგანს არ წარმოადგენს.
ამასთან, პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვა აუცილებელი გზის მოწყობის მეშვეობით, რაღა თქმა უნდა, სამართლიანი კომპენსაციის პირობებში უნდა მოხდეს, რითაც დაუშვებლად არ უნდა იქნეს ხელყოფილი მესაკუთრის უფლებები, ანუ გარკვეული თმენის ვალდებულება სწორედაც რომ შესატყვისი კომპენსაციით უნდა იქნეს ანაზღაურებული. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს ი----------–-------სათვის კომპენსაციის ანაზღაურება, რადგან ამ მიმართებით საქმეში არ არის შეგებებული სარჩელი წარმოდგენილი, რაც სამომავლოდ დამოუკიდებელი დავის საგანი შეიძლებოდა გახდეს.
4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და მესაკუთრის უფლებები - ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) ისე, რომ არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა - შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, თუ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აკრძალვა. კანონით ან ხელშეკრულებით დადგენილ შემთხვევაში, მესაკუთრეს შეიძლება შეეზღუდოს ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება და დაეკისროს თმენის ვალდებულება. სწორედ ასეთი თმენის ვალდებულებაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ თუ არსებობს ამ ნორმით გათვალისწინებული გარემოებანი, მაშინ მესაკუთრეს, რომლის მიწის ნაკვეთის გამოყენებაც ხდება მეზობელი მიწის ნაკვეთისათვის აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად, არ შეუძლია მოითხოვოს მისი უფლების რეალიზაცია 172-ე მუხლის გათვალისწინებული ხელშეშლის აღკვეთის გზით და კომპენსაციის მიღების უფლებაც ამ თმენისათვის წარმოეშობა. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლში ასახულია საკუთრების კანონისმიერი შებოჭვის საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარასებობის შესახებ; მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა–არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმები იმპერატიულად ავალდებულებს სასამართლოს, საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივად სრულყოფილ და ობიექტურ გამოკვლევას და რაიმე გამონაკლისს რომელიმე მტკიცებულებისათვის უპირატესობის მინიჭების თაობაზე კანონი არ ითვალისწინებს. მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა გულისხმობს თავდაპირველად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას.
პალატა შენიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით „სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული მუხლის დანაწესი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, განკარგოს თავისი ნივთი შეხედულებისამებრ, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, თუმცა, ამავე მუხლით დგინდება, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და მისი შეზღუდვა კანონით დადგენილ შემთხვევაში შესაძლებელია. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. ამდენად, მიუხედავად საკუთრების უფლების აღიარებისა და ხელშეუვალობისა, საქართველოს კონსტიტუცია არ გამორიცხავს საკუთრების უფლების შეზღუდვას (კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილი) არ გამორიცხავს, რის საილუსტრაციო მაგალითსაც სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით რეგლამენტირებული აუცილებელი გზის უფლება წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით სამეზობლო თმენის ვალდებულებაა განმტკიცებული, რაც საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ (იხ.საქართველოს უზენაესი სასმართლოს 2010 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-443-415-2010; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-102-100-2011).
მოცემულ შემთხვევაში, სსიპ ლ---- ს----------–---------–------------------–----------------ს ეროვნული ბიუროს 2----–-–---------------–-ს საინჟინრო ექსპერტიზის N--------- დასკვნით, თ---------–--ს კუთვნილ 64.30.02.189 მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა შესაძლებელია მოეწყოს ორი მხრიდან, კერძოდ: ერთ შემთხვევაში საავტომობილო და საფეხმავლო გზა შესაძლებელია მოეწყოს N------------ და N------------ მიწის ნაკვეთების გავლით ისე, როგოროც ეს დ-------------- მწვანე ფერის ისრებით არის ნაჩვენები, ხოლო მეორე მისასვლელი გზა შესაძლებელია მოეწყოს 64.30.02.276 და მეზობელი მიწის ნაკვეთის (რომელიც დღეისათვის არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში) გავლით ისე, როგროც ეს დ-------------- ლურჯი ფერის ისებით არის ნაჩვენები.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი იყო აუცილებელი გზის მოწყობის შესაძლებლობის ალტერნატიული გზა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
პალატა აღნიშნავს, რომ ალტერნატიული გზის გავლით (ექსპერტიზის დასკვნაში მწვანე ისრებით აღნიშნული გზა) აუცილებელი გზის მოწყობის შემთხვევაში გზა გაივლის მიწის ნაკვეთის (------------------- შუა ნაწილზე, დაიკავებს დიდ ფართს (მიწის ნაკვეთის უდიდეს ნაწილს) და მესაკუთრეს წაერთმება საკუთრების სრულფასოვანი სარგებლობის უფლება. აღნიშნულის გამო, რაიონულმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ნაკვეთთან დაკავშირების ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იყო მოპასუხე ი----------–-------ს და ნ------------- მიწის ნაკვეთებიდან (---------------- და ს---------------- შესაბამისი ფართით სარგებლობა. ამასთან, დადგენილია, რომ ნ-------------ა და თ---------–--ს შორის 2--- წლის 3--------ს შემდგარი შეთანხმებით ნ------------- საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი - 45 კვმ. დაიტვირთა სერვიტუტის უფლებით თ---------–--ს საკუთრებაში არსებული (ს---------------) მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ.
ამდენად, ვინაიდან, თ---------–--ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ ჰქონდა ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ თ---------–--ს კუთვნილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირება, შესაძლებელი იყო მხოლოდ სხვისი, მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთზე გამავალი გზის საშუალებით და ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი საჯარო გზასთან კავშირის უზრუნველსაყოფად, წაროადგენდა სწორედ მოპასუხის კუთვნილი მიწის ნკავეთის გავლით.
4.5. პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ ი----------–-------ს წარმოამადგენელმა, თავისი მოსაზრებების წარმოდგენისას, სადავოდ გახადა შემდეგი გარემოებები: 1. სამშენებლო ნორმებისა და წესების ,,-------–--------.8--’ ცხრილი N---- მიხედვით, ქალაქში განთავსებული მეორეხარისხოვანი გასასვლელების (საავტომობილო გზების) მინიმალური სიგანე უნდა იყოს 3,5 მეტრი (ს------–-----------------–---------–------------------–----------------------------–----------ს 2----–-–---------------–-ს დასკვნაში მითითებული გარემოება), ამასთან, 2. თ---------–--ს მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი გზა ი----------–-------ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს გადაკვეთს მის აღმოსავლეთ ნაწილში და გაყოფს ქონებას ორ თანაბარ ნაწილად. აღმოსავლეთით დარჩენილი, შედარებით მცირე მოცულობის მონაკვეთი ფაქტიურად მთლიანად წყდება დაურეგისტრირებელი ნაკვეთის ძირითად ნაწილს, ყალიბდება დამოუკიდებელ ობიექტად, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მისი გამოყენების არეალს. ამდენად, დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი მასზე მეზობელ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი გზის მოწყობის შემთხვევაში განიცდის ზარალს არამხოლოდ მოსაწყობი გზის ფართით, არამედ აღმოსავლეთ ნაწილში მოწყვეტილი ნაწილის დაკარგვის გამოც.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 219-ე, 380-ე, 215.3 მუხლებზე და განმარტავს, რომ ფაქტები და გარემოებები, რომელთა შესახებ ცნობილია მხარეებისათვის უნდა წარედგინოს პირველი ინსტანციის სასამართლოს. ახალი ფაქტები ეს ისეთი ფაქტებია, რომლებიც ადრე არ იყო მითითებული მხარეების მიერ იმის გამო, რომ არ იყო ცნობილი მათ შესახებ და წარმოიშვნენ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის შემდეგ. მხარეებს, რომლებმაც მიმართეს სასამართლოს სააპელაციო საჩივრით ან ამ საჩივარზე შესაგებლით, შეუძლიათ მოიყვანონ ახალი ფაქტები და წარადგინონ ახალი მტკიცებულებები, მაგრამ სააპელაციო სასამართლო მიიღებს მათ მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ, სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყოველთვის უნდა შეაფასოს ახალი ფაქტების მიღების დასაშვებობის 380-ე მუხლით დადგენილი პირობები.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი----------–------ს არც შესაგებელში და არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ზემოაღნიშნულ გარემოებებზე არ მიუთითებია და ეს საკითხი დააყენა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში, ახსნა-განმარტების ეტაპზე. ამასთან, აპელანტი ვერ უთითებს სსსკ-ის 215.3 მუხლით გათვალისწინებულ რაიმე საპატიო მიზეზზე. აქედან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მან დაკარგა უფლება სააპელაციო სასამართლოში მიუთითოს ამ ახალ გარემოებებზე.
4.6. სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მითითებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ცვლილებების შეტანის თაობაზე და აღნიშნავს, რომ მართალია საქმის მასალებით დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, 2--- წლის 21 აგვისტოს ი----------–------მა მოახდინა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და დააზუსტა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრები, რომლის სიგანეც შემცირდა (შ---------------------------------- მიერ 2--- წელს მომზადებული მისასვლელი გზის კეთილმოწყობის პროექტის შესაბამისად, დღეის მდგომარეობით აუცილებელი გზა იკავებს ი----------–-------ს კუთვნილი მიწის ნაკვეთის (ს/კ N------------- არა 64.15 კვ.მ.-ს, არამედ, 43.61 კვ.მ-ს), თუმცა, იმის გათვალისიწინებით, რომ თ---------–-- არ წარმოადგენს იმ მხარეს, რომელსაც უფლება აქვს გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვოს მასში ცვლილებების შეტანა, სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ამ მიმართებით გადაწყვეტილების შეცვლის თაობაზე (სსსკ-ის 364-ე მუხლი). ამასთან, აღნიშნული საკითხი მნიშვნელობას იძენს მხოლოდ კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, რაც მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს.
4.7. სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტებზე, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ჰქონდა, პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
4.8. საქართველოს სსკ-ის 377.3. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტი სააპელაციო საჩივრით ასაჩივრებს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 20 ივლისის განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე, ძირითადი ფაქტებისა და გარემოებების დადგენა/დაზუსტებისა და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის თაობაზე.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ......შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. .........მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. ............. ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2--- წლის 20 ივლისს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ი----------–-------ს წარმომადგენელმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე საინჟინრო და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნების წარმოსადგენად გონივრული ვადის მიცემის თაობაზე. წარმომადგენლი მიუთითებდა, რომ ი----------–------- იყო ავად, რის გამოც საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მოკლებული იყო შესაძლებლობას განესაზღვრა თუ რომელი ფაქტები და გარემოებები უნდა დადებოდა საფუძვლად მოთხოვნების და მოსაზრებების გაქარწყლებას, რა ფაქტები უნდა მოეყვანა საკუთარი მოსაზრებების დასასაბუთებლად, წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. შესაბამისად, საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შუამდგომლობების და განცხადებების წარდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე.
პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების არგუმენტაციას, რომ მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ გააჩნდა საპატიო მიზეზი, რის გამოც ვერ უზრუნველეყო აღნიშნული შუამდგომლობის და მტკიცებულებების წარმოდგენა საქმის მომზადების სტადიაზე (სსსკ-ის 4.1., 102-ე მუხლები). პალატა აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ი----------–------- იყო ავად, მას საქმის მომზადების ეტაპზე ჰყავდა სამი წარმომადგენელი (მა-----------–-------, მ------------–---–- და ირა--–------------), რომლებსაც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ჰქონდათ უფლებამოსილება მოპასუხის სახელით ეწარმოებინათ საქმე სასამართლოში. შესაბამისად, წარმომადგენლებს ჰქონდა სრული შესაძლებლობა საქმის მოსამზადებელ ეტაპზე დაეყენებინათ აღნიშნული შუამდგომლობა, რაც არ განუხორციელებიათ.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შუამდგომლობის დაყენების დროისათვის, მოპასუხე მხარეს ექსპერტიზა დანიშნული არ ჰქონდა და ვერც იმ ვადას ასახელებდა რა ვადაში შეძლებდა ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენას.
ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენისათვის გონივრული ვადის მიცემის შესახებ, როგორც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ იქნა გადახდილი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი----------–-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2--- წლის 20 ივლისის განჩინება;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: გელა ქირია
მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა
ამირან ძაბუნიძე