განაჩენი

სისხლის სამართლის 12.09.2018
საქმის ნომერი
140100117002299488
ინსტანცია
თარიღი
12.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100117002299488

საქმე №1ბ/845-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

07 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - ნა----------–-ას

ადვოკატ - ნო------–--–--ის

გამართლებულ - თე------------------–--ის

მონაწილეობით,გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა----------–-ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

თე------------------–--ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 16 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N2----------, ნასამართლევის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: კ-----------------------–-----------ში, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენით თე------------------–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტითა და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

 

თე------------------–--ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახური ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

ოჯახური ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 25 აგვისტოს, კ-----------------------–-----------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში თე------------------–--ემ შელაპარაკების გამო, არასრულწლოვანი შვილების: სა-–--------------------------–---ების თანდასწრებით, მეუღლეს - თა-----------ეს თავში რამდენჯერმე დაარტყა ფეხსაცმელი, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2017 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, ამავე სახლში თე------------------–--ემ შელაპარაკების გამო მეუღლეს თავი დაარტყა სახეში, მარჯვენა ხელი მოუჭირა ყელზე, რის შედეგად თა-----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად;

ამავე დროს, თე------------------–--ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - თა-----------ეს და მის მამას - ივ----------ეს, რის შედეგად თამარ და ივ----------ეებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ბრალდებული თე------------------–--ე წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნა----------–-ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენის გაუქმება და თე------------------–--ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან თე------------------–--ის მიმართ შერაცხული ქმედება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ურთიერთშეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, კერძოდ: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სადაც მითითებულია, რომ პირადი გასინჯვის მომენტისათვის თა-----------ეს აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლჩაქცევების სახით, რაც მისივე გადმოცემით 2017 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 09:30 საათზე მეუღლემ თე------------------–--ემ მიაყენა; ამასთან, აღნიშნული არ ეწინააღმდეგება უდავოდ ცნობილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ: 2017 წლის 31 ოქტომბრის, თა-------------–--ის განცხადების თანახმად მას მეუღლემ თე------------------–--ემ მიაყენა ფიზიკური და სულიერი შეურაცხყოფა, ვინაიდან ეს უკვე იღებს სისტემატიურ ხასიათს, უჩივის და სურს, რომ იყოს მისგან და მისი შვილებისგან შორს, რადგან მუქარა სცდება საზღვრებს, თე------------------–--ე მოკვლით ემუქრება მას და მისი ოჯახის წევრებს, მამას და ორ მცირეწლოვან შვილს; გამოძიებაში დაკითხული მოწმეები: ივ--------------ე, ელ-----------–-–---–ი და იო-----–----–---–ი მიუთითებენ, რომ თე------------------–--ის განმარტებით, მან დაზიანებები მიიღო მინაზე ხელის დარტყმის შედეგად ოჯახური კომფლიქტის დროს, დაკავებამდე; შემთხვევის ადგილიდან - კ-----------------------–-----------ში მდებარე თე------------------–--ის საცხოვრებელი სახლში ამოღებული იქნა მინის ნამსხვრევები; ივ----------ის განმარტებით, როდესაც იგი სახლში შევიდა თე------------------–--ე ზემოდან ეწვა მის შვილს - თა-----------ეს, ივ----------ემ თე------------------–--ე წამოაყენა; მოწმეებმა: თა-----------ემ, სო-------------–-------------–---ებმა გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე. აპელანტი ასევე განმარტავს, რომ მართალია საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია საქმის არსებით განხილვამდე ბრალდებულის მიერ მოწმის სტატუსით მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა, ასევე ამ ინფორმაციის აუდიო ან ვიდეო ჩანაწერის დემონსტრირება და მისი მტკიცებულებად გამოყენება, როდესაც ბრალდებული ამის წინააღმდეგია, მაგრამ აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მოწმე/დაზარალებულზე (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის N561აპ-15 საქმეზე) და სასამართლომ უნდა გაიზიაროს მოცემულ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები ამასთან, ოჯახური დანაშაული მისი ბუნებიდან გამომდინარე მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა და დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობდეს და სასამართლომ ქმედება საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოების და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეაფასოს, შესაბამისად აპელანტი ითხოვს თე------------------–--ის მიმართ გამოტანილ იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და დაენიშნოს სამართლიანი საპატიმრო სასჯელი.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ხოლო, გამართლებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე დაცვის მხარემ, ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი უდავოდ გახადა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნული მტკიცებულებები წარმოადგენენ უდავო მტკიცებულებებს და შესაბამისად მათი გამოკვლევა არ მომხდარა.

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებების შეფასება უნდა მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებს პირის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

დაზარალებულმა თა-----------ემ და მოწმეებმა: სო-------------–-------------–---ებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ხოლო, თე------------------–--ემ გამოიყენა დუმილის უფლება და უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმეები: ივ--------------ე, ელ-----------–-–---–ი და იო-----–----–---–ი არ არიან ფაქტის უშუალო თვითმხილველნი და მათი ჩვენებების ის ნაწილი, რომლებშიც ისინი გადმოსცემენ ბრალდებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არის ირიბი ჩვენება, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

 

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული ივ----------ე, რომელმაც არ დაადასტურა ბრალის ფორმულირებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ თე------------------–--ე მას და მის შვილს, თა-----------ეს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ხოლო, თა-----------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, დაზარალებულმა ივ----------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 31 ოქტომბერს, როდესაც ,,უნებურად’’ შევიდა სახლში დაინახა, რომ მის შვილს - თა-----------ეს ,,ზემოდან აწვა’’ სიძე - თე------------------–--ე, ივ----------ეს ეგონა, რომ ჩხუბობდნენ და თ----------ი წამოაყენა, თუმცა თა-----------ესა და თე------------------–--ეს შორის კონფლიქტი არ ყოფილა. მისივე განმარტებით, თე------------------–--ე მასა და თა-----------ეს არ დამუქრებია.

 

აპელანტი მიუთითებს 2017 წლის 01 ნოემბრის N0-------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლის თანახმად დადგენილია, რომ 2017 წლის 31 ოქტომბერს, 14:50 საათზე, პირადი შემოწმების მომენტისათვის თა------------ეს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლჩაქცევების სახით, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ მონაცემებში მითითებულ თარიღს. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ შესამოწმებელი პირის გადმოცემით მას, 2017 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 09:30 საათზე თე------------------–--ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

პალატა იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მოცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, მაგრამ მიაჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება ვერ გახდება თე------------------–--ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ იქნა დადასტურებული ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

აპელანტი სააპელაციო საჩივარში ასევე აპელირებს სისხლის სამართლის N561აპ-15 საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე და განმარტავს, რომ მართალია საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია საქმის არსებით განხილვამდე ბრალდებულის მიერ მოწმის სტატუსით მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა, ასევე ამ ინფორმაციის აუდიო ან ვიდეო ჩანაწერის დემონსტრირება და მისი მტკიცებულებად გამოყენება, როდესაც ბრალდებული ამის წინააღმდეგია, მაგრამ აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მოწმე/დაზარალებულზე, შესაბამისად სასამართლომ უნდა გაიზიაროს შეკრებილი მტკიცებულებები - ექსპერტიზის დასკვნა და თა-----------ის მიერ შედგენილი განცხადება.

აპელანტის მოსაზრებას პალატა არ იზიარებს, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილებიდან აღნიშნული დასკვნის გაკეთება უსაფუძვლოა, ამასთან, გასათვალისწინებელია, სწორედ აღნიშნულ გადაწყვეტილებაშია მითითებული, რომ ,,მტკიცებულებათა ერთობლიობა, როდესაც მათგან მხოლოდ ერთი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც’’.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა----------–-ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

თე------------------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და 11,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

 

განემარტოს თე------------------–--ეს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

ნივთიერი მტკიცებულება: მინისა და ჭიქის ნამსხვრევები - განადგურდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე