განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2-----------------
საქმე №-ბ/734-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
მარინე თათრიაშვილის მდივნობით,პროკურორ - ბ------–---–---–ის,მსჯავრდებულ - გ--–--------–---–ის,ადვოკატ - შ--–--------------–--ლის მონაწილეობით,სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ--–--------–---–ის მიმართ - დაბადებული 1--- წლის 1-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 3----------- ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს-----------------------------–-------------------ა; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბარლდების მიხედვით:
გ--–----------–--ლს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 10 ივლისიდან, 2016 წლის 12 აგვისტომდე პერიოდში, ს-----------------------------–------------ში არსებული ეგრეთ წოდებულ „თ--–------ი“-ს მიმდებარე ტერიტორიიდან, გ--–--------–---–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სსიპ „სა---–-–-------------------------–----------ოს“-ს ბალანსზე არსებულ 9076 (ცხრაათას სამოცდათექვსმეტი) ლარისა და 72 (სამოცდათორმეტი) თეთრის ღირებულების მქონე ლითონის მილებს.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განაჩენით:
გ--–--------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გ--–--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1 500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა რომ:
გ--–--------–---–მა ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 10 ივლისიდან 2016 წლის 12 აგვისტომდე პერიოდში, ს-----------------------------–------------ში არსებული ეგრეთ წოდებული „თ--–------ი“-ს მიმდებარე ტერიტორიიდან, გ--–--------–---–ი თვითნებურად დაეუფლა სსიპ „სა---–-–-------------------------–----------ოს“-ს ბალანსზე არსებულ 9076 (ცხრაათას სამოცდათექვსმეტი) ლარისა და 72 (სამოცდათორმეტი) თეთრის ღირებულების მქონე ლითონის მილებს.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბ------–---–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ გ--–--------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილისა.
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. სასამართლოში დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით, ასევე საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე უდავოდ მიჩნეული წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აუქციონზე ბრალდებულს მოგებული ჰქონდა გამგეობის ბალანზე არსებული მილები, მის მიერ ამოღებული ლითონის მილი კი, როგორც მტკიცებულებებით დასტურდება, საერთოდ არ წარმოადგენდა გამგეობის სახუთრებას, შესაბამისად, გამგეობა იმ ქონებაზე ვერ ჩაატარებდა აუქციონს, რომელიც მისი არ იყო. გარდა ამისა, აუქციონის დოკუმენტაციაში ცალსახადაა მითითებული, რომ გ--–--------–---–ს ს-----------------------------–------------ში ჰქონდა 300 მილიმეტრი დიამეტრის მქონე 430 მეტრი სიგრძის ლითონის მილის ამოღების უფლება, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით კი დასტურდება, რომ გ--–--------–---–ის მიერ ხსენებულ ტერიტორიაზე ამოღებული იქნა 152 მმ დიანეტრის მქონე 610,2 მეტრის სიგრძისა და 219 მმ დიამეტრის მქონე 11,2 მეტრის სიგრძის მილები, რაც იმას ნიშნავს, რომ გ--–--------–---–ის მიერ დაირღვა აუქციონის დოკუმენტში მითითყებული პირობები მილის დიამეტრსა და სიგრძესთან დაკავშირებით. ამდენად, ბრალდების მხარის განმარტებით, უტყუარი ფაქტია, რომ გ--–--------–---–ს არ ჰქონდა ს------–-----------აში იმ კონკრეტული მილების ამოღების უფლება, რომელიც ამოიღო მან და ასევე, იგი ვერც თავისად დაიგულებდა აღნიშნულ ქონებას, რადგან გაცნობილი იყო და ხელი ჰქონდა მოწერილი 2010 წლის აპრილში გამართული აუქციონის დამადასტურებელ ყველა დოკუმენტს, რომლებშიც გარკვევით ეწერა მის მიერ შეძენილი მილების დიამეტრი და სიგრძის შესახებ მონაცემები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლოზე წარდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ--–--------–---–ის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტს და იგი აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნეს დამნაშავედ ცნობილი.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ბ------–---–---–მა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივარს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას გ--–--------–---–ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის წარმომადგენლმა ფარნაოზ ბეროშვილმა განმარტა, რომ მუშაობს სსიპ „სა---–-–-------------------------–----------ო“-ს კახეთის მომსახურების ცენტრში, მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. იგი როგორც დაზარალებულის წარმომადგენელი, გაეცნო დადგენილებას დაზარალებულად ცნობის შესახებ, რასაც ეთანხმება. მოწმის მითითებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუ ქონებაზე არ არის რეგისტრირებული უფლება და ამავდროულად არ იკვეთება სხვა პირთა ინტერესები, აღნიშნული ქონება ითვლება სახელმწიფო საკუთრებად და მხოლოდ სახელმწიფო არის უფლებამოსილი, განკარგოს იგი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ----------------------ემ განმარტა, რომ 2014 წლის აგვისტოდან მუშაობს ს-----------------–----–------------------–ი, ქონების მართვის ეკონომიკური განვითარების სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსად. 2010 წელს ს-----------------–----–------ის გამგეობამ ჩაატარა საჯარო აუქციონი, რა დროსაც განხორციელდა ს----------- რაიონის, ს------–-----------ას ტერიტორიაზე არსებული 300 მმ დიამეტრის 430 მეტრი სიგრძის ლითონის მილისა და ს------------------------------–-----------ის ტერიტორიაზე მდებარე 600 მმ დიამეტრის 10 მეტრი სიგრძის ლითონის მილის გასხვისება. აუქციონში გაიმარჯვა გ--–--------–---–მა, რომელსაც აუქციონის პირობით განსაზღვრული თანხის შესაბამის ანგარიშებზე ჩარიცხვის შემდეგ, ზემოაღნიშნული მილები გადაეცა საკუთრებაში. საკუთრების მოწმობაში კონკრეტულად იყო მითითებული შესყიდული მილების პარამეტრები მათი დიამეტრსა და სიგრძეზე მითითებით. შესაბამისად, გ--–--------–---–ს მიენიჭა უფლებამოსილება, კონკრეტული პარამეტრების გათვალისწინებით, საკუთრების მოწმობით განსაზღვრული დიამეტრისა და სიგრძის მილების დაუფლებისა და ნებისმიერ ფორმით სარგებლობის შესახებ. თუმცა, მოწმისათვის გამოძიების ფარგლებში გახდა ცნობილი, რომ გ--–--------–---–ი ს-----------------------------–------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე დაეუფლა არა აუქციონზე შეძენილ, არამდე სულ სხვა დიამეტრის მქონე მილს, რომელიც არასდროს ყოფილა ს-----------------–----–------ის გამგეობის ბალანსზე რიცხული. ამასთან, ს-----------------–----–------ის გამგეობის ბალანსზე არ ირიცხება და არც არასდროს ირიცხებოდა ს------–-----------ას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სხვა მილი, გარდა იმ მილისა, რომლის აუქციონის წესით რეალიზაციაც განხორციელდა 2010 წელს. გ----------------------ის მითითებით, ვინაიდან, გ--–--------–---–ის მიერ ამოღებულ მილებზე არ იკვეთებოდა არც გამგეობის და არც სხვა ფიზიკური, თუ იურიდიული პირის საკუთრების უფლების ფაქტი, აღნიშნული ქონება, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას და შესაბამისად, უშუალოდ ქონების მართვის ეროვნული სააგენტო იყო უფლებამოსილი, განეხორციელებინა მისი გასხვისება. მოწმემ ასევე არ გამორიცხა გარკვეული სახის უზუსტობის ან შეუსაბამობას შესაძლო არსებობა აუქციონზე გამოტანილი ნივთების აღწერილობასა და რეალურად გასასხვისებელ ქონებას შორის, მაგრამ მიუთითა, რომ ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებული იყო შესაბამისი ფორმით მიემართა მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის, რათა, განხორციელებულიყო კანონით გათვალისწინებული ღონისძიებანი. გ--–--------–---–ს კი არც პირადად მიუმართავს აღნიშნულის თაობაზე მოწმისათვის და ვერც მისი განცხადება მოიძებნა ს-----------------–----–------ის კანცელარიასა და არქივში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ტ------–-----------–---–მა განმარტა, რომ საკუთრებაში ჰყავს ტრაქტორი, რომლის საშუალებითაც დაქირავების საფუძველზე ასრულებს შესაბამის სამუშაოებს. 2016 წლის ზაფხულის პერიოდში, მასთან მივიდა გ--–--------–---–ი და შესთავაზა სამუშაო, კერძოდ, მას უნდა განეხორციელებინა მიწიდან ლითონის მილების ამოღება, თითოეული მეტრ ამოღებულ მილში კი გასამრჯელოს სახით გადაუხდიდა ორ ლარს. საუბრის დროს გ--–--------–---–მა განუმარტა, რომ მას ჰქონდა შესაბამისი წერილობითი ნებართვა აღნიშნული სამუშაოს განსახორციელებლად, თუმცა, პირადად მისთვის რაიმე დოკუმენტი არ უჩვენებია. მან შეთანხმებისამებრ დაიწყო სამუშაოების წარმოება ს-----------------------------–------------ში, ეგერთწოდებულ „თ--–------ი“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც დაახლოებით 5-6 დღე გაგრძელდა და მის მიერ გაჭრილი იქნა დაახლოებით 800 მეტრის სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც მოხდა ლითონის მილების ამოღება. მასთან ერთად ადგილზე მუშაობდა გ--–--------–---–ის მიერ დაქირავებული ორი მუშა. ამოღებული მილები საწყობდებოდა ადგილზევე, თუმცა მოხდა ამოღებული მილების რაღაც ნაწილის ადგილიდან გატანაც. თავდაპირველად, მუშაობის დაწყებისას, ხდებოდა შედარებით მსხვილი, დაახლოებით 200 მმ დიამეტრის მქონე, მილების ამოღება, თუმცა შემდგომში, ამოღებული მილის დიამეტრი შემცირდა, რის თაობაზეც მოწმემ აცნობა გ--–--------–---–ს, თუმცა ამ უკანასკნელმა მიუთითა, რომ გაეგრძელებინა სამუშაოები.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი----------------–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის ივლისის თვეში, თანასოფლელმა გ--–--------–---–მა შესთავაზა დროებითი სამუშაო, რაც გულისხმობდა ყოველდღიური გასამრჯელოს - 20 ლარის სანაცვლოდ მიწიდან ლითონის მილების ამოღებას. მოწმე დასთანხმდა შეთავაზებას და მითითებისამებრ დაიწყო მუშაობა. მისთვის ცნობილი იყო, თუ რა ადგილიდან უნდა დაეწყოთ მილების თხრა და ამოღება და რა ადგილზე უნდა დაემთავრებინათ სამუშაოები. იგი ძირითად ახორციელებდა ტრაქტორის მუშაობაში ხელშეწყობას, ამოსაღები მილების ტრაქტორზე დაფიქსირებას, შემდგომ, მათ ამოღებას და შესაბამის ზომებად დაჭრას. აღნიშნულ საქმიანობას ისინი ახორციელებდნენ 2016 წლის 10 ივლისიდან, 10 აგვისტომდე, ს-----------------------------–------------ში, ეგრეთ წოდებულ „თ--–------ი“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე. მისი განმარტებით, შემთხვევის ადგილზე მილების ამოღების კვალი არ შეიმჩნეოდა და უშუალოდ, მათ დაიწყეს პირველებმა თხრა. თავდაპირველად ხდებოდა მიწიდან შედარებით დიდი დიამეტრის მქონე მილების ამოღება, თუმცა, შემდგომში ამოსაღები მილის დიამეტრი შემცირდა. ი----------------–---–ის განმარტებით, როგორც გ--–--------–---–მა განუცხადა, მას ჰქონდა მილების კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია მიაწოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოწმე დ----------------–---–მა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ--–--------–---–მა განმარტა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკავებული იყო შავი ლითონის შესყიდვითა და მისი რეალიზაციით. 2010 წლის გაზაფხულზე ს-----------------–----–------ის გამგეობის მიერ გამოცხადებული იქნა აქუციონი, სადაც გამოტანილი იყო ს-----------------------------–------------სა და ბადიაურის ტერიტორიაზე მიწის ქვეშ არსებული ლითონის მილები. გ--–--------–---–ი არის ს------–-----------აში მაცხოვრებელი პირი და იცოდა, თუ სად მდებარეობდა აღნიშნული მილები, რის გამოც გაეცნო აუქციონის პირობებს, აუქციონის დოკუმენტაციაზე დართულ აუდიტორული დასკვნას, სადაც მითითებული იყო გასაყიდი მილების წონა და ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება, შეეძინა დაახლოებით 36 ტონა ჯართი - შავი ლითონი. მან მიიღო მონაწილეობა აუქციონში, არ ჰყავდა კონკურენტი და გაიმარჯვა. რის შემდეგაც, შესაბამისი თანხის გადახდის სანაცვლოდ მის სახელზე გაფორმდა საკუთრების მოწმობა, რომლის თანახმად აღნიშნული 36 ტონის ოდენობის მილები გადაეცა საკუთრებაში. იგი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტს ბოლომდე არ გასცნობია, რადგან დანამდვილებით იცოდა, რომ შეიძინა 36 ტონა ლითონის მილის მოპოვების უფლება, ხოლო 1 ტონაში მის მიერ გადახდილი იყო 150 ლარი. მას შეძენილი ჰქონდა სხვა ლოტებიც, რომლებასც ესაჭიროებოდათ დამუშავება/რეალიზაცია და ამის გამო მხოლოდ 2016 წლის ივლისის თვეში დაიწყო ს-----------------------------–------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კუთვნილი მილების ამოღება. იგი იცნობდა ტერიტორიას, აუქციონის გამართვის პერიოდშიც პირადად ჰქონდა დათვალიერებული და გაზომილი ის ფართობი, რის გამოც ამოსაღები მილების მოძიება არ გასჭირვებია, ამასთან, ცალკეულ ადგილას მიწის ზედაპირზე მილები იყო ხილული. მის მიერ დაქირავებული იქნა ტრაქტორი და მუშები, რომელბიც შეუდგნენ მუშაობას. იმის გათვალისწინებით, რომ პერიოდულად აჩერებდნენ სამუშაოებს სხვდასხვა მიზეზის გამო, დაახლოებით 1 თვის განმავლობაში იღებდნენ მილებს, რომლებიც საწყობდებოდა ადგილზევე. ამოსაღები მილები არ იყო თანაბარი დიამეტრის, სხვადასხვა ადგილას მილი იყო როგორც 300 მმ, ასევე 200 მმ და 219 მმ დიამტრის. მისი ვარაუდით, მის მიერ აუქციონზე შეძენილი 36 ტონა შავი ლითონის მოსაპოვებლად, ამოსაღები ლითონის მილების დიამეტრისა და კედლების სისქის გათვალისწინებით, საჭირო იქნებოდა დაახლოებით 1500 მეტრი სიგრძის მქონე მილის ამოღება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ 36 ტონა მოცულობის მილები ჯერ კიდევ არ ჰქონდა ამოღებული, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების გამო მან შეწყვიტა მუშაობა. გ--–--------–---–მა დამატებით განმარტა, რომ ს------–-----------ის ტერიტორიაზე სხვა წყლის ლითონის მილი არ გადიოდა; მას სურდა ამოღებული ლითონის მილების ნაწილი გაეყიდა, მაგრამ შესაბამისი დოკუმენტაციის არქონის გამო შეექმნა პრობლემა. მიმართა გამგეობას მასზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის შეწორების მიზნით, რათა ქონოდა შესაძლებლობა, გაეყიდა ამოღებული მილები, თუმცა მიიღო პასუხი, რომ მათ მიერ ლითონის მილები გაყიდული იყო ჯართის სახით და სხვა ვერანაირ დოკუმენტს ვერ გასცემდნენ.
აუდიტორული მომსახურეობის ფირმა შპს „გ--------“-ს მიერ 2009 წლის 28 თებერვალს გაცემული აუდიტორული დასკვნით უძრავი ქონების შეფასების შესახებ და მასზედ თანდართული ს-----------------–----–------ის ქონების შეფასების დასკვნის №- დანართის თანახმად, დასტურდება, რომ განხორციელდა ს----------- რაიონის ს------–-----------ის ტერიტორიაზე არსებული 300 მმ დიამეტრის, 5,5 მმ კედლის სისქის, 900 მეტრი სიგრძის და 35.19 ტონა მასის მქონე ლითონის მილის შეფასება, რა დროსაც, მისი ღირებულება განისაზღვრა 2009 წლის თებერვლის მდგომარეობით არსებული ჯართის ღირებულების შესაბამისად და დადგინდა, რომ 1 ტონის ღირებულება შეადგენდა 150 ლარს, ხოლო მთლიანი ღირებულება - 5296 ლარსა და 20 თეთრს. იმავე დანართის თანახმად, ასევე განხორციელდა ს------------------------------–-----------ის ტერიტორიაზე არსებული 600 მმ დიამეტრის, 6 მმ კედლის სისქის, 80 მეტრი სიგრძის, 9.60 ტონა მასის მქონე ლითონის მილის შეფასება, რა დროსაც მისი ღირებულება განისაზღვრა 2009 წლის თებერვლის მდგომარეობით არსებული ჯართის ღირებულების შესაბამისად და დადგინდა, რომ 1 ტონის ღირებულება შეადგენდა 150 ლარს, ხოლო, მთლიანი ღირებულება - 1499 ლარსა და 52 თეთრს.
ს-----------------–----–------ის გამგეობის, მისსავე ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონზე გასაყიდად გამოტანის შესახებ განცხადების თანახმად დასტურდება, რომ აუქციონი იმართებოდა 2010 წლის 10 მარტს, ს-----------------–----–------ის გამგეობის შენობაში და სხვა ქონებასთან ერთად, აუქციონზე გამოტანილი იყო ლოტი №3 ს----------- რაიონის, ს------–-----------ას ტერიტორიაზე არსებული 300 მმ დიამეტრის 430 მეტრი სიგრძის ლითონის მილი და ს------------------------------–-----------ის ტერიტორიაზე მდებარე 600 მმ დიამეტრის 10 მეტრი სიგრძის ლითონის მილი. ხოლო აღნიშნული ლოტის საწყისი გასაყიდი ფასი განისაზღვრა 535- ლარისა და 35 თეთრის ოდენობით.
ს-----------------–----–------ის გამგეობის აუქციონის მომწყობი კომისიის 2010 წლის 26 აპრილით დათარიღებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №5- ოქმით დასტურდება, რომ ლოტი №3 (ს----------- რაიონის, ს------–-----------ას ტერიტორიაზე არსებული 300 მმ დიამეტრის 430 მეტრი სიგრძის ლითონის მილი და ს----------- რაიონის ს------–-----------ის ტერიტორიაზე მდებარე 600 მმ დიამეტრის 10 მეტრი სიგრძის ლითონის მილი) 5623 (ხუთი ათას ექვსას ოცდასამი) ლარად შეიძინა აუქციონში გამარჯვებულმა პირმა - გ--–--------–---–მა, პირადი ნომრით 3----------.
ს-----------------–----–------ის გამგეობის მიერ 2010 წლის 10 მაისს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი №-- მოწმობით დასტურდება, რომ გ--–--------–---–ს პირადი ნომრით 3---------- საკუთრებაში გადაეცა ლოტი №3 ს----------- რაიონის, ს------–-----------ას ტერიტორიაზე არსებული 300 მმ დიამეტრის 430 მეტრი სიგრძის ლითონის მილი და ს------------------------------–-----------ის ტერიტორიაზე მდებარე 600 მმ დიამეტრის 10 მეტრი სიგრძის ლითონის მილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 31 აგვისტოს №ინ-3-- საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ 2016 წლის 24 აგვისტოს, შემთხვევის ადგილზე, ს-----------------------------–------------ში დათვალიერებულ იქნა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ლითონის მილები. ვიზუალური დათვალიერებითა და აზომვით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე განთავსებულია 152 მმ დიამეტრის მქონე 610,20 მეტრი სიგრძისა და 219 მმ დიამეტრის მქონე 11,20 მეტრი სიგრძის მქონე მილი, რომელსაც აღენიშნება ექსპლუატაციის კვალი. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ლითონის მილების საერთო საბაზრო ღირებულებამ შეადგინა - 9076 (ცხრა ათას სამოცდათექვსმეტი) ლარი და 72 (სამოცდათორმეტი) თეთრი. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა - ზ------------–---მ.
2016 წლის 12 აგვისტოთი დათარიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ს-----------------------------–------------ში და წარმოადგენს ეგრეთ წოდებული „თ--–------ი“-ს მიმდებარე ტერიტორიას, სადაც აღინიშნება დაახლოებით 1 კმ მანძილზე მიწის თხრის კვალი. ამასთან, შემთხვევის ადგილზე, ასევე აღმოჩენილია დაახლოებით 150 მმ და 300 მმ დიამეტრის მქონე სხვადასხვა სიგრძის მილები.
2016 წლის 18 აგვისტოს ოქმით შემთხვევის ადგილიდან კოორდინატების აღების შესახებ, დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს შემდეგ კოორდინატებზე - X------------------, დასრულების წერტილი - X------------------.
ს-----------------–----–------ის გამგეობის 2017 წლის 8 თებერვლის წერილით დასტურდება, რომ შემდეგ კოორდინატებზე - X------------------, დასრულების წერტილი - X------------------ (ს------–-----------ას მიმდებარე ტერიტორია) ს-----------------–----–------ის გამგეობას საკუთრებაში არ გააჩნია ლითონის მილსადენი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრი ეროვნული სააგნტოს 2016 წლის 24 აგვისტოს წერილით დასტურდება, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, უძრავი ნივთი, რომელიც მდებარეობს შემდეგ კოორდინატებზე, საწყისი - X------------------, დასრულების წერტილი - X------------------ 2008 წლის 1 მარტიდან, 2016 წლის 24 აგვისტომდე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული არ არის.
სა---–-–-------------------------–----------ოს კახეთის მომსახურეობის ცენტრის 2016 წლის 25 აგვისტოს წერილით დასტურდება, რომ ს-----------------–----–------ის, ს------–-----------ას ტერიტორიაზე მდებარე ლითონის მილი, 2016 წლის 25 აგვისტოს მდგომარეობით იყო დაურეგისტრირებელი ქონება და წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას.
ამდენად, პალატა აფასებს რა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ყველა შემთხვევაში ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.
რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, შინაგანი რწმენის საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
რაც შეეხება ქმედების გადაკვალიფიცირების საკითხს, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთის მხრივ, იმიტომ, რომ პირს იმაზე მეტ დანაშაულში არ დაედოს მსჯავრი, რაც არ ჩაუდენია და, მეორე მხრივ, საერთოდ არ გამოირიცხოს პირს ბრალეულობა დანაშაულში. გადაკვალიფიცირება დასაშვებია მხოლოდ იმავე ხარისხის, ან მსუბუქ ბრალდებაზე.
ბრალდების მხარის პოზიცია გ--–--------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით იმთავითვე ბათილდება საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების საერთო ანალიზის საფუძველზე, კერძოდ:
საქმეზე დადგენილი ფაქტია, რომ 2010 წლის 26 აპრილს, შემდგომი პრივატიზაციის მიზნით, ს-----------------–----–------ის გამგეობის შესაბამისი კომისიის მიერ, აუქციონზე გატანილ იქნა ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონება, კერძოდ, ლოტი №3 ს-----------------------------–------------ს ტერიტორიაზე არსებული 300 მმ დიამეტრის 430 მეტრი სიგრძის ლითონის მილი და ს----------- რაიონის ს------–-----------ის ტერიტორიაზე მდებარე 600 მმ დიამეტრის 10 მეტრი სიგრძის ლითონის მილი. აუქციონში გამარჯვებულმა გ--–--------–---–მა, 5623 (ხუთი ათას ექვსას ოცდასამ) ლარად შეიძინა ზემოაღნიშნული ლოტი N3 და მასზე გაიცა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. რის შემდგომაც, 2016 წლის 10 ივლისიდან 2016 წლის 12 აგვისტომდე პერიოდში, ს-----------------------------–------------ში არსებული ეგრეთწოდებული „თ--–------ი“-ს მიმდებარე ტერიტორიიდან, გ--–--------–---–მა მიწიდან ამოიღო 152 მმ დიამეტრის მქონე 610,20 მეტრი სიგრძისა და 219 მმ დიამეტრის მქონე 11,20 მეტრი სიგრძის ლითონის მილი, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 9076 (ცხრა ათას სამოცდათექვსმეტი) ლარი და 72 (სამოცდათორმეტი) თეთრი.
უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა ისიც, რომ 2017 წლის 8 თებერვლის მდგომარეობით, შემთხვევის ადგილისა და ს-----------------------------–------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე ს-----------------–----–------ის გამგეობას საკუთრებაში ლითონის მილსადენი არ გააჩნია. ხოლო, 2016 წლის 25 აგვისტოს მდგომარეობით ს-----------------–----–------ის, ს------–-----------ას ტერიტორიაზე მდებარე ლითონის მილი იყო დაურეგისტრირებელი ქონება და წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას.
პალატა განმარტავს, რომ გ--–--------–---–ის ქმედების შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ ეს უკანასკნელი მიწიდან მილების ამოღებისას მოქმედებდა თუ არა სხვისი ქონების ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით და განზრახვით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების - ქურდობის ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოხატება. დამნაშავე ფარულად ეუფლება სხვის მოძრავ ნივთს და გააჩნია კონკრეტული მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. ქურდობის ჩადენა მხოლოდ პირდაპირი განზრახვითაა შესაძლებელი. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მესაკუთრეს/მფლობელს და სურს მიაყენოს მას ეს ზიანი. განსახილველ შემთხვევაში გ--–--------–---–მა ს-----------------------------–------------ში არსებული ეგრეთწოდებული „თ--–------ი“-ს მიმდებარე ტერიტორიიდან განახორციელა სსიპ „სა---–-–-------------------------–----------ოს“-ს ბალანსზე არსებული ლითონის მილების მიწიდან ამოღება და იგი დაეუფლა აღნიშნულ ქონებას. თუმცა, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გამოკვლევით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული გ--–--------–---–ის მიერ ცოდნა და ნებელობა იმისა, რომ მას არ ჰქონდა აღნიშნულ ნივთზე საკუთრების უფლება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მას. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ გ--–--------–---–მა ტენდერში გამარჯვების საფუძველზე დაიქირავა შესაბამისი ტექნიკა, პერსონალი და განახორციელა ს----------- რაიონის ს------–-----------ის ტერიტორიაზე მიწაში არსებული მილების ამოღება. როგორც თვით მსჯავრდებულმა გ--–--------–---–მა განმარტა, იგი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ დოკუმენტს ბოლომდე არ გასცნობია, რადგან დანამდვილებით იცოდა, რომ შეიძინა 36 ტონა ლითონის მილის მოპოვების უფლება. ამოსაღები მილები არ იყო თანაბარი დიამეტრის, სხვადასხვა ადგილას მილი იყო როგორც 300 მმ, ასევე 200 მმ და 219 მმ დიამტრის. მისი ვარაუდით, მის მიერ აუქციონზე შეძენილი 36 ტონა შავი ლითონის მოსაპოვებლად, ამოსაღები ლითონის მილების დიამეტრისა და კედლების სისქის გათვალისწინებით, საჭირო იქნებოდა დაახლოებით 1500 მეტრი სიგრძის მქონე მილის ამოღება.
პროკურორი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ როგორც საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება ბრალდებულის მიერ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტი. საქმეში წარმოდგენილია ქმედების ქურდობით კვალიფიკაციის ყველა ელემენტი და შემადგენლობა, ვინაიდან აუქციონზე ბრალდებულს მოგებული ჰქონდა გამგეობის ბალანზე არსებული მილები, მის მიერ ამოღებული ლითონის მილი კი საერთოდ არ წარმოადგენდა გამგეობის საკუთრებას. პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას და განმარტავს, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულეები ადასრტურებენ გ--–--------–---–ის მიერ ქონების დაუფლების ფაქტს, თუმცა მხოლოდ აღნიშნული არ გვაძლევს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. კერძოდ, პირის ქმედება რომ დაკვალიფიცირდეს ქურდობად, აუცილებელია სახეზე იყოს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, ქმედების ფარული ფორმით განხორცილება და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა. განსახილველ შემთხვევაში კი წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზი არ იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ მიწიდან მილების ამოღების მომენტში, გ--–--------–---–ი მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო იმ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა წარმოდეგნა, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდნენ, რომ ს-----------------------------–------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე ნამდვილად არსებობდა ს-----------------–----–------ის გამგეობის ბალანსზე რიცხული და მათ მიერ აუქციონზე გატანილი პარამეტრების მქონე მილი. ასევე, გ--–--------–---–მა იცოდა ამ მილების ადგილმდებარეობის შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი დაეუფლა არა აუქციონზე მოგებულ, არამედ სხვა, ამავე სოფლის ტერიტორიაზე მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ლითონის მილებას; ან ეს უკანასკნელი დაეუფლა მასზედ საკუთრების უფლებით გადაცემულ მილებს და მის შემდეგ განიზრახა დამატებით სხვისი ქონების მისაკუთრებაც. ამდენად, გ--–--------–---–ის მიერ ქურდობის ჩადენის ნაწილში საქმეზე წარმოდეგნილი მტკიცებულებები ვერ პასუხობენ უტყუარობის მაღალ სტანდარტს და სახეზეა მხოლოდ ვარაუდი, რასაც გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დაეფუძნება. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში განვითარებული მსჯელობა არის სრულყოფილი, ამომწურავი, ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი და შეფასებულია ობიექტურად, რის გამოც ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტაცია არ უნდა იქნეს გაზიარებული.
რაც შეეხება პროკურორის განმარტებას, რომ აუქციონის დოკუმენტაციაში ცალსახადაა მითითებული, თუ რა დიამეტრის და სიგრძის (300 მილიმეტრი დიამეტრის მქონე 430 მეტრი სიგრძის) ლითონის მილის ამოღების უფლება ჰქონდა გ--–--------–---–ს ს-----------------------------–------------ში, ხოლო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით კი დასტურდება, რომ გ--–--------–---–ის მიერ ხსენებულ ტერიტორიაზე ამოღებული იქნა 152 მმ დიანეტრის მქონე 610,2 მეტრის სიგრძისა და 219 მმ დიამეტრის მქონე 11,2 მეტრის სიგრძის მილები, პალატის მითითებით, სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა საფუძველი, რომ გ--–--------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში - თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
სასამართლო განმარტავს, რომ თავისად დაგულებული უფლება ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი რამ არ აქვს ან/და ეს უფლება მას შეიძლება მიენიჭოს, მაგრამ მხოლოდ დადგენილი წესით. დადგენილი წესის დარღვევად ჩაითვლება რაიმე მოქმედება, რომელიც არღვევს უფლების შეძენის ან რეალიზაციის ნორმატული აქტით დადგენილ წესს, როცა პირი მოვალე იყო ემოქმედა სამართლებრივი აქტის ან ხელშეკრულების საფუძველზე.
როგორც საქმის მასალებით დგინდება, გ--–--------–---–ს საკუთრებაში გადაეცა ს----------- რაიონის, ს------–-----------ას ტერიტორიაზე არსებული 300 მმ დიამეტრის 430 მეტრი სიგრძის ლითონის მილი და ს------------------------------–-----------ის ტერიტორიაზე მდებარე 600 მმ დიამეტრის 10 მეტრი სიგრძის ლითონის მილი. ხოლო, ამ უკანასკნელმა განახორციელა ამავე ტერიტორიაზე 152 მმ დიამეტრის მქონე 610,20 მეტრი სიგრძისა და 219 მმ დიამეტრის მქონე 11,20 მეტრი სიგრძის მქონე მილების ამოღება. ამასთან, საქმეზე წარმოდეგნილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მას შემდეგ, რაც გ--–--------–---–ისათვის ცნობილი გახდა მის მიერ აუქციონის წესით შეძენილი ლითონის მილების და ს-----------------------------–------------ს ტერიტორიაზე არსებული ლითონის მილების განსხვავებული დიამეტრის შესახებ, მან მიმართა ს-----------------–----–------ის გამგეობას შეუსაბამობისა აღმოფხვრისა და მიწაში რეალურად არესებული მილების რეალიზაციაზე უფლების მიღების მიზნით.
პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია თვითნებობის სავალდებულო ნიშანიც, კერძოდ ქმედების შედეგად მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 31 აგვისტოს №ინ-3-- საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილზე, ს-----------------------------–------------ში განთავსებული და ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 152 მმ დიამეტრის მქონე 610,20 მეტრი სიგრძისა და 219 მმ დიამეტრის მქონე 11,20 მეტრი სიგრძის მქონე მილების საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს - 9076 (ცხრაათას სამოცდათექვსმეტი) ლარს და 72 (სამოცდათორმეტი) თეთრს.
ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც იძლევიან დასკვნის საფუძველს, რომ გ--–--------–---–მა ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზეც, რომელიც, გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში, განაჩენში ცვლილების შეტანას არ მიიჩნევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი განხილვის უფლება) საწინააღმდეგოდ. კერძოდ, ევროპული სასამართლოს აზრით, იმის შეფასებისას სამართალწარმოება მთლიანობაში იყო თუ არა სამართლიანი, დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა არ არღვევს დაცვის მხარის უფლებებს, თუკი საქმის ზემდგომი ინსტანციაში განხილვისას მას მიეცემა თავის დაცვის საკმარისი საშუალებები. პირველ რიგში, ამისათვის მას უნდა მიეცეს საქმის გასაჩივრების უფლება და ახალი კვალიფიკაციის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების საშუალება. გარდა ამისა, ევროპული სასამართლო დიდ ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, თუ რამდენად შეიცვალა დანაშაულის მაფუძნებელი ნიშნები.
რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში არც ამ ნაწილში არსებობს ცვლილების შეტანის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და გ--–--------–---–ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის, მართლსაწინააღმდეგო შედეგის და დამნაშავის პიროვნების მხედველობაში მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დანიშნა სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიჩნევს, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განაჩენი გ--–--------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორ ბ------–---–---–ის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განაჩენი;
გ--–--------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ--–--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1 500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით.
გ--–--------–---–ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 სექტემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად, ე--------------------–ის (დაბადებული 0----------–--–------------------------) საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებას, მდებარე: ქ-------------–-------------------------ში /უძრავი ქონების - მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №5-----------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), მისამართი - ქ-----------------------------------, დაზუსტებული ფართობი 1388.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 5-----------, ზონა სა------------------------------–-------------------------------–----------------------; მესაკუთრე ე--------------------–ი P/N 3----------/, შეფასებულს 30458 (ოცდაათი ათას ოთხას ორმოცდათვრამეტი) ლარად, დაყადაღებულს - 5000 (ხუთიათასი) ლარის ნაწილში გ--–--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად.
განაჩენი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული 74 (სამოცდათოთხმეტი) ცალი მილი, რაც ხელწერილით ჩაბარდა გია შენგელიძეს, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კანონით დადგენილი წესით.
გ--–--------–---–ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია 4 (ოთხ) ფურცლად, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე