განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100118002445709
საქმე №1ბ/946-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ--------------ის
ადვოკატის: პ------------–-–---–ის
თარჯიმნის: კ----–--------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ახალქალაქი-ნ----–------ს რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №018010418001) გ----------------------------------ის მიმართ. გ--------------------ი დაბადებულია 1----–-–-----------------ს, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე (პასპორტის ნომერი A--------), ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს-------------------–--------------------–-----------–-----–-----–-- ფაქტობრივად მცხოვრები: ნ----–-------------------------–-------------–-.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტი და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--------------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ; მანვე ჩაიდინა მუქარა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.
გ--------------------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 01 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე ნ----–------ს რაიონის სოფელ ე-----------ში გ--------------------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან მეუღლეს ს----------------ს. კერძოდ, იგი მიუვარდა ს----------------ს მ--–-----–----------ს ფერმაში, ხელი ჩაავლო თმაში და ათრია, რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახეზე და თავში, კისერში დაარტყა და მოუჭირა ხელი, უკბინა სახეზე, ასევე დანის ტარი დაარტყა სხეულზე, რის შემდეგაც იგი შეათრია სახლში და კვლავ გააგრძელა მისი ცემა. გ--------------------ის ქმედებების შედეგად ს----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მის მოუშლელად. ასევე დაემუქრა, რომ დანით, რომელიც ეჭირა ხელში, მოაჭრიდა თავს და მოკლავდა. აღნიშნული მუქარა ს----------------მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განაჩენით:
გ--------------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 2-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
გ--------------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 2-ე- ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ--------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 08 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
გ--------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო -2018 წლის 01 აპრილიდან 2018 წლის 25 ივნისის ჩათვლით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნ----–------ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ--------------ემ.
პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თვალსაზრისით.
სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის უფრო მძიმე სასჯელის დანიშვნის შესახებ და აღნიშნა, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა გ---------------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ხასიათის, განხორციელების ხერხის და დაზარალებულის პიროვნების გათვალისწინებით (ქმედების ჩადენის დროს დაზარალებული იყო არასრულწლოვანი) არ არის გამართლებული. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს დაუნიშნა ზედმეტად მსუბუქი და არასამართლიანი სასჯელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, რაც დამნაშავის რესოციალიზაციაში, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებაში და სამართლიანობის აღდგენაში გამოიხატება.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენი გ--------------------ის მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის კუთხით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ამ თვალსაზრისით სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ--------------------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებების - მოწმეების: ს----------------ის, მ--–-----–----------ს, ე-----–----------ს, რ---------–----------ს და ჰ--------------------ს გამოკითხვის ოქმებით, ს----------------ის მონაწილეობით შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებით, ს----------------ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ--------------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები. ზემოხსენებული მტკიცებულებები საქართველოს სსსკ–ის 73–ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან ისინი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებზე.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლში მითითებულია, თუ რა შემთხვევებში მიიჩნევა სასამართლოს განაჩენი კონონიერად, დასაბუთებულად და სამართლიანად: ,,1) განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში, 2) განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და 3) განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა ზემოაღნიშნულ ნორმების გაანალიზების შემდეგ განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, რადგან თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ გ--------------------ს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საბოლოოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 8 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
პალატა მოცემულ შემთხვევაში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რომელთა ჩადენასაც მსჯავრდებული აღიარებს და გულწრფელად ინანიებს. ამასთან, დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, ხოლო დანაშაულის ჩადენის შემდეგ გ--------------------ი შეურიგდა დაზარალებულს და ამ უკანასკნელს მასთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნია (იხ. საქმეში არსებული 2018 წლის 10 აპრილის ს----------------ის განცხადება).
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახით დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზენებს, პალატა განმარტავს შემდეგს: საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ გ--------------------ის მიმართ გამოიყენოს აღნიშნული რეგულაციით მინიჭებული უფლებამოსილება. უსაფუძვლოა ბრალდების მხარის მოსაზრება, რომ გ--------------------ის მიმართ დანიშნულმა მსუბუქმა სასჯელმა შეიძლება, შექმნას ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ვინაიდან ასეთის დამადასტურებელი მტკიცებულება სააპელაციო წესით საქმის განხილვისას არ წარმოუდგენია და არც მყარი არგუმენტები დაუსახელებია. როგორც აღინიშნა, მსჯავრდებული დღეისათვის შერიგებულია მეუღლესთან და ოჯახური კონფლიქტი, რომელმაც განაპირობა დანაშაულის ჩადენა, ამოწურულია. გ--------------------მა როგორც წინასწარ გამოძიებაში, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი. დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დგინდება რაიმე ისეთი გარემოებების არსებობა, რომელიც მიუთითებდა პირობითი მსჯავრის გამოყენების მიზანშეუწონლობაზე და იმაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის ამგვარი ფორმით მოხდით შეუძლებელი იქნება სასჯელის ზოგადი მიზნების მიღწევა.
პალატა მიიჩნევს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. გარდა ამისა, გ--------------------ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში და არსებობს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. პალატას მიჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენებისას და, ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ------- გ----------სათვის დანიშნული სასჯელის სახეს, ზომას და მისი მოხდის ფორმას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულ გ------- გ----------სათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები. სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენამდე არ ყოფილა ნასამართლევი, ოჯახურ კონფლიქტს წარსულში ადგილი არ ჰქონია, სასჯელის მიზნების მიღწევისათვის არ წარმოადგენს საჭიროებას მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის გამკაცრება. პალატა ითვალისწინებს, რომ თავისუფლების სახით განსაზღვრული სასჯელიდან გარკვეული ნაწილი - თითქმის სამი თვე - 2018 წლის 1 აპრილიდან 2018 წლის 25 ივნისის ჩათვლით პერიოდი მსჯავრდებულმა რეალურად მოიხადა პენიტენციურ დაწესებულებაში, რაც სავსებით საკმარისია სასჯელის მიზნების მიღწევისათვის. სასჯელის რეალურად მოხდის პერიოდის განმავლობაში მსჯავრდებულს საკმარისი დრო ჰქონდა, გაეცნობიერებინა მის მიერ ჩადენილი ქმედების მიუღებლობა, ამით გამოწვეული უარყოფითი შედეგები და გამოეტანა სათანადო დასკვნები. პირობითი მსჯავრით მასზე დაკისრებული მოვალეობა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები კი საკმარისი შემაკავებელი ფაქტორია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციისათვის.
რაც შეეხება აპელანტის მითითებას იმასთან მიმართებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის დამამძიმებელი გარემოება, რაც გამოიხატებოდა ოჯახის წევრის მიერ მეორე არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენაში. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლში კანონმდებლის მიერ განსაზღვრულია სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, რომლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მსჯავრდებულ გ--------------------ის მიერ განხორციელებული ქმედებები - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორივე მუხლთან მიმართებით), წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს (დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებს/ნიშნებს), აღნიშნული გარემოება მსჯავრდებულ გ--------------------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას, როგორც პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება მხედველობაში არ მიიღება.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზღუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განაჩენი გ--------------------ის მიმართ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების კვალიფიკაციის თვალსაზრისით არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც ახალქალაქი-ნ----–------ს რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განაჩენი გ--------------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ახალქალაქი-ნ----–------ს რაიონული პროკურატურის პროკურორის გ--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განაჩენი გ--------------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
გ--------------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 2-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
გ--------------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 2-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ--------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 08 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
ცნობად იქნას მიღებული, რომ გ--------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმებულია.
გ--------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 01 აპრილიდან 2018 წლის 25 ივნისის ჩათვლით.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სამცხე-ჯავახეთის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს გ--------------------ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - ნ----–------ს რაიონი, სოფელი ე----------- და მასვე სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
ნივთმტკიცება:
საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება - დასაკეცი დანა, რომელიც ინახება ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე