განაჩენი

სისხლის სამართლის 13.09.2018
საქმის ნომერი
010141318700065938
ინსტანცია
თარიღი
13.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010141318700065938

საქმე №1აგ/515-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 სექტემბერი, 2018წ. ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მაია თეთრაული

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

რევაზ ნადარაია

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ი----–------------ს (დაბადებული 1----–-–-------------ს, პ/ნ 0----------) ინტერესების დამცველი ადვოკატების ს--–--------–-----–---–ის და ი-------------–--ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის განაჩენით:

ი----–------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების (ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ასორმოცდაათი) საათის ვადით.

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის განაჩენით:

ი----–------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული დანაშაული, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000(სამიათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ი----–------------ს სასჯელის სახე და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 3(სამი) წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000(სამიათასი) ლარის ოდენობით;

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10(ათი) წლის ვადით საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენით:

ი----–------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების (ნედლი მარიხუანა 1,12 გრამი) შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის, 11(თერთმეტი) თვის და 25(ოცდახუთი) დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ი----–------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით, თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის, 11(თერთმეტი) თვის და 25(ოცდახუთი) დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 3(სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 6(ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 3(სამი) წლის ვადით საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა ადა წარმომადგენლობის უფლება.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს ცნობის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით აღსრულებულია და გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში 2017 წლის 20 დეკემბერს.

 

2018 წლის 30 აგვისტოს, მსჯავრდებულ ი----–------------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ს--–--------–-----–---–მა და ი-------------–--მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვეს ი----–------------ს მიმართ არსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ი----–------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული ი----–------------ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალების - ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ხოლო „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამოერთვა უფლებები.

 

ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა (იხ. გადაწყვეტილება), მსჯავრდებული ი----–------------ უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისაგან, ასევე აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამოერთმეული უფლებები.

 

რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენს, აღნიშნული განაჩენით ი----–------------ს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებასთან ერთად, მსჯავრი დაედო მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ძველი რედაქცია) და განესაზღვრა ერთიანი სასჯელი. შეასაბამისად სასამართლო ვერ იმსჯელებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლების თაობაზე.

 

ამასთან პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მსჯავრდებული ი----–------------ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვისათვის, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული დანაშაული, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებასთან ერთად, მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანას შეძენა, შენახვისათვის, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ძველი რედაქცია) და განესაზღვრა ერთიანი სასჯელი, სასამართლო ვერ იმსჯელებს მოცემული განაჩენებით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებების აღდგენის თაობაზე.

 

ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ი----–------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ი----–------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის და 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენებში შევიდეს ცვლილება.

 

ი----–------------ გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისაგან და აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ განაჩენით ჩამორთმეული უფლებები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის, 2016 წლის 14 ივნისის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენები დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/

 

მოსამართლეები: /გ. ჯეირანაშვილი/

 

/რ. ნადარაია/