განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210014686044
საქმე №2ბ/5781 -15
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 მაისი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოs
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები - ოთარ სიჭინავა, თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი - ქ. თ---–----------–----–---------------
წარმომადგენელი - თ----- ლ----------ა
მოწინააღმდეგე მხარეები: შპს ,,M---------“
წარმომადგენელი - ფ-------- ჭ--–--ე
დავის საგანი - დივიდენდის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 30 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. თ---–----------–----–--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2015 წლის 30 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით ქ. თ---–----------–----–---------------ს შპს ,,M---------“-ის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების 875 ლარის გადახდა;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მიერ 1999 წელს რეგისტრირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,თ---–------------–---------–---–----ა“, რომლის 100%-იანი წილის დამფუძნებელი პარტნიორია ქ. თ---–-----------.
(მტკიცებულება: წესდება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 16-25,203)
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2. ქ. თ---–---------------ამ 2010 წლის 2 ივლისს მიიღო დადგენილება მთავრობის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების 2009 წლის საფინანსო -ეკონომიკური საქმიანობის შესახებ და წარმოადგინა ანგარიშგება და მთავრობის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კომპანიების 2009 წლის ფინანსური აქტივობის ამსახველი მაჩვენებლები, დივიდენდის სახით განისაზღვრა 7847 ლარი, რაც დადასტურებული იქნა საქმეზე წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნით.
(მტკიცებულება: დადგენილება, ანგარიშგება, დივიდენდის სია, აუდიტორული დასკვნა, ს.ფ. 26-129, 153-156)
2.3. ქ. თბილისის მთავრობამ 2011 წლის 27 ივნისს მიიღო დადგენილება მთავრობის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების 2010 წლის საფინანსო -ეკონომიკური საქმიანობის შესახებ, შპს ,,თ---–--------–---------–---–--------“-ს დივიდენდის სახით 2010 წლის მოგებიდან განესაზღვრა 8066 ლარი, რაც დადასტურებული იქნა ,,ი--------------ის“ დასკვნით და საწარმოს 2010 წლის ბალანსით.
(მტკიცებულება: დადგენილება, აუდიტორული დასკვნა, ბალანსი, ს.ფ. 156-169)
2.4. ქ. თბილისის მთავრობამ 2012 წლის 2 ივლისს მიიღო დადგენილება მთავრობის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების 2011 წლის საფინანსო -ეკონომიკური საქმიანობის შესახებ, აუდიტორული დასკვნებით, ბალანსით დადგენილი იქნა 2011 წლის მოგებიდან მთავრობის კუთვნილი დივიდენდის ოდენობა 4802 ლარის ოდენობით.
(მტკიცებულება: დადგენილება, ანგარიში, ს.ფ. 170-179, 184, 196-202)
2.5. ქალაქ თბილისის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2011 წლის 29 ნოემბერს გაცემულია საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომლის თანახმად ვ------- მ-----–----ეს საკუთრებაში გადაეცა შპს ,,თ---–------------–---------–---–----ის“ (ს/კ 2--------) კაპიტალში წილის 100% (ოქმით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით).
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით (ადმინისტრაციული დაპირება) მითითებულია ჩატარებული აუქციონის განსაკუთრებული პირობები, კერძოდ: აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ლოტში მითითებულ მისამართზე მოემსახუროს ბენეფიციარებს სამედიცინო პროფილის შენარჩუნებით აუქციონის ჩატარებიდან ხუთი წლის განმავლობაში.
(მტკიცებულება: საკუთრების მოწმობა, ოქმი, ს.ფ. 262-266)
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. სასამართლომ მიუთითა ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველ პუნქტზე რომლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შპს-ის კაპიტალი დაყოფილია წილებად, წილი არის მიმოქცევადი უფლება.
,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-51-ე მუხლის მე-51-ე პუნქტის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის წილზე საკუთრების უფლება და მასთან დაკავშირებული ვალდებულება წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს ,,M---------“ (ყ------–-----–-------------–---–-----) წარმოადგენდა თ---–---------------ის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს, რომელიც შემდეგ თ---–------------ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაცემული საკუთრების მოწმობის საფუძვეელზე 100%-იანი წილის მესაკუთრე და საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორია ვ------- მ-----–----ე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია უფლება შპს ,,M---------“-ს მოსთხოვოს დივიდენდის გადახდა, ვინაიდან მოპასუხეს საზოგადოების 100% წილი შეძენილი აქვს აუქციონზე, რომლის საფუძველზეც წილის მიმღებზე გადავიდა წილთან დაკავშირებული ყველა უფლება-მოვალეობა. წილის პროპორციული მატერიალური და არამატერიალური პასივები და აქტივები, მათ შორის, გასანაწილებელი დივიდენდის მიღების უფლებაც, რომელიც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წარმოიშვება პარტნიორად გახდომის, ე.ი. წილის შეძენის მომენტიდან და განუყოფელია წილისგან.
სასამართლოს აზრით, ზოგადად აქტივები გულისხმობს უფლებათა ერთობლიობას, რომელიც გააჩნია პირს. ამ შემთხვევაში აქტივში იგულისხმება ყველა ის უფლება, რაც მოსარჩელეს გააჩნდა წილის გასხვისების მომენტისთვის, მათ შორის,დივიდენდის მოთხოვნის უფლებაც. ამავე დროს დივიდენდის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა პარტნიორთა კრების მიერ საზოგადოების მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-51 პუნქტის შესაბამისად, შპს პარტნიორის წილზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას არსებითი მნიშვნელობა გააჩნია იმ პირების მიმართ, რომლებიც შესაძლებელია აღმოჩნდნენ საზოგადოებასთან რაიმე სამართლებრივ ურთიერთობაში და არა იმ პირებისთვის, რომლებსაც წილზე უფლება აღარ გააჩნიათ. მით უფრო, რომ მხარეთა შორის რაიმე დათქმაა დივიდენდის მიღების შესახებ არ ყოფილა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.
სასამართლომ განიხილა განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ და მიაჩნია, რომ შპს ,,M---------“-ის წარმომადგენლის ფ-------- ჭ--–--ის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმით კანონმდებელი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ ძირითადი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, რომლითაც მოწესრიგდება სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებული გადაუწყვეტავი საკითხები. ამასთან, დამატებით გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია ძირითადი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ან, თუ გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენის გარეშე, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 დღეში.
მოცემულ შემთხვევაში შპს ,,M---------“-ის წარმომადგენელმა ფ-------- ჭ--–--ემ დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით სასამართლოს 7 დღიანი ვადის დაცვით მომართა.
საქმეში წარმოდგენილია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ
სასამართლოს მითითებით მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილზე რომელიც განსაზღვრავს ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების მოცულობას, კერძოდ, აღნიშნულ მუხლში მითითებულია, რომ ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ქ. თ---–----------–----–---------------ს შპს ,,M---------“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 875 (რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარი.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. არასწორად განმარტა კანონი.
აპელანტის განმარტებით, 2010 წელს მოქმედი „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე პრიმა მუხლის „ზ1“ პუნქტის თანახმად, - „მთავრობის უფლებამოსილებას განეკუთვნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო სამართლის (სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნება, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნებაში მანაწილეობა და მათში გაწევრიანება; მთავრობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების გამართული საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და მათთვის ქონების გადაცემა; ამხანაგობაში მონაწილეობა; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის (აქციების) შეძენა; მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისათვის სამოქმედო წესების განსაზღვრა.
ქ. თ---–---------------ის 1999 წლის 19 აგვისტოს დადგენილებით დამტკიცებულ იქნა შპს ,,თ---–------------–---------–---–------ წესდება. აღნიშNული სუბიექტი 1999 წელს რეგისტრირებულ იქნა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლოს დადგენილებით.
შპს ,,თ---–------------–---------–---–------ ადმინისტრაციის მიერ 2010 წლის 11 აგვისტოს თ---–-----------ში წარდგენილ იქნა 2009 წლის წლიური ბალანსითავისი დანართებით. ქ. თ---–------------ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ განხილულ იქნა 2009 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია, რის შედეგად დადგინდა საზოგადოების წლიური მაჩვენებლები და განისაზღვრა საწარმოთა 2009 წლის საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა მოგებიდან დამფუძნებლის კუთვნილი დივიდენდი. ქ. თ---–---------------ის 2010 წლის 2 ივლისის #19.50.955 დადგენილებით, დამტკიცდა ქ.თ---–---------------ის წილობრივი მონაწილეობით არსებული კომპანიების 2009 წლის საფინანსო-ეკონომიკური შედეგები დანართი 1-8 შესაბამისად, აღნიშნული დადგენილების დანართი 7-ით განისაზღვრა თ---–---------------ის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კომპანიების 2009 წლის მოგებიდან დამფუძნებლის კუთვნილი დივიდენდის ოდენობა, რამაც შპს ,------–------------–---------–---–------------ შეადგინა 7 847 ლარი. 2010 წლის 2 ივლისის დადგენილების მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს ,------–------------–---------–---–-----ს“ დაევალა ერთი თვის ვადაში უზრუნველეყო ადგილობრივ ბიუჯეტში დივიდენდის მობილიზაცია და ჩარიცხვის შესახებ ანგარიშების წარდგენა ქ. თ---–------------ სსიპ ქონების მართვის სააგენტოში დანართი 7-ის შესაბამისად.
ქ. თ---–---------------ის 2011 წლის 27 ივნისის №--------- დადგენილების თანახმად, მიღებულ იქნა ცნობად ქ. თ---–---------------ის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მიერ წარმოდგენილი 2010 წლის ფინანსური ანგარიშგება და დამტკიცდა ქ. თ---–---------------ის წილობრივი მონაწილეობით არსებული კომპანიების 2010 წლის მოგებიდან, ქ. თ---–---------------ის მთავრობის კუთვნილი დივიდენდის ოდენობა დანართი 3-ის შესაბამისად. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე შპს ,,M---------“-ს უნდა დაეკისროს 8066 ლარის ოდენობით.
ქ. თ---–---------------ის 2012 წლის 23 ოქტომბრის №---------- დადგენილებით შევიდა ცვლილება „ქ. თ---–---------------ის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოები 2011 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესახებ“ ქ. თ---–---------------ის 2012 წლის 2 ივლისის №--------- დადგენილების 1,5,6 დანართებში და ჩამოყალიბდა ამ დადგენილების დანართების შესაბამისად. 2012 წლის 23 ოქტომბრის №---------- დადგენილების დანართი 6-ის თანახმად, შპს „თ---–------------–---------–---–----ას“ 2011 წლის მოგებიდან განესაზღვრა დივიდენდის ოდენობა 4802 ლარით. ზემოაღნიშნული დადგენილებით შპს „№------–----------–---–----ას“ დაევალა დაუყონებლივ უზრუნველეყო ადგილობრივ ბიუჯეტში დივიდენდის ჩარიცხვა დადგენილებაში მითითებულ რეკვეზიტებზე.
მიუხედავად იმისა, რომ შპს „№------–---------–---–----ას“ ეკისრება ქ. თ---–---------------ისთვის დივიდენდების გადახდის ვალდებულება, რომელიც გამოხატულია კონკრეტული თანხით და მოცემულია მთავრობის შესაბამის დადგენილებებში, იგი გაფრთხილებულ იქნა აღნიშნული თანხის დაუყონებლივ გადახდის შესახებ, მათი მხრიდან დივიდენდების ჩარიცხვა არ მომხდარა.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს. ამასთან არსებობდა სსკ-ს 394-ე მუხლის ,,ე“ პრიმა პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილეის გაუქმების საფუძველი.
აპელანტის განმარტებით, ვინაიდან არ არსებობდა ქ. თ---–----------–----–--------------ის სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი, შესაბამისად არ არსებობდა იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების დაკისრების საფუძველი 875 ლარის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ოქტომბრის #22950-14 გადაწყვეტილება და 2015 წლის 30 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. განჩინების 2.1. - 2.6. პუნქტები).
4.2. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლოს მიერ 1999 წელს რეგისტრირებულია შპს ,,თ---–------------–---------–---–----ა“, რომლის თანახმად დამფუძნებელს წარმოადგენდა ქ. თ---–---------------ა და მისი წილი კომპანიაში შეადგენდა 100%-ს.
4.3. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან დასტურდება, რომ შპს "ქ-------–------------–---------–---–----ას" შეეცვალა სახელწოდება და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - შპს „M---------“.
4.4. კომპანიის წილზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში განხორციელდა 2011 წლის 5 დეკემბერს, ხოლო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცა 2011 წლის 29 ნოემბერს.
4.5. ქ. თბილისის მთავრობამ 2010 წლის 2 ივლისს მიიღო დადგენილება მთავრობის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების 2009 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესახებ და წარმოადგინა ანგარიშგება და მთავრობის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კომპანიების 2009 წლის ფინანსური აქტივობის ამსახველი მაჩვენებლები, დივიდენდის სახით განისაზღვრა 7847 ლარი, რაც დადასტურებული იქნა საქმეზე წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნით.
ქ. თ---–---------------ამ 2011 წლის 27 ივნისს მიიღო დადგენილება მთავრობის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების 2010 წლის საფინანსო -ეკონომიკური საქმიანობის შესახებ, შპს ,,თ---–------------–---------–---–----ას“ დივიდენდის სახით 2010 წლის მოგებიდან განესაზღვრა 8066 ლარი, რაც დადასტურებული იქნა ,,ი--------------ის“ დასკვნით და საწარმოს 2010 წლის ბალანსით.
ქ. თ---–---------------ამ 2012 წლის 2 ივლისს მიიღო დადგენილება მთავრობის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების 2011 წლის საფინანსო -ეკონომიკური საქმიანობის შესახებ, აუდიტორული დასკვნებით, ბალანსით დადგენილი იქნა 2011 წლის მოგებიდან მთავრობის კუთვნილი დივიდენდის ოდენობა 4802 ლარის ოდენობით.
4.6. ქ. თ---–------------ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 17 ნოემბერს საპრივატიზაციოდ გატანილი ლოტი-1-ით განსაზღვრული ქონების შპს „N-------–---------–---–----ის“ კაპიტალში წილის 100%-ს და უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა ვ------- მ-----–----ე. სადავო არ არის გარემოება, რომ აღნიშნული აუქციონის პირობები არ ითვალისწინებდა აუქციონის წესით შეძენილ ქონებაზე შემძენის მიერ დივიდენდის გადახდისა და საზოგადოების ყოველწლიური ეკონომიკური აქტივობის ამსახველი დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებას; ასეთი დათქმა არ არსებობს არც ქ. თ---–------------ მიერ 2011 წლის 17 ნოემბერს გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში - აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში #66-1-3522 (იხ. ტ.1, ს.ფ. 262-266).
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით). ამავე კანონის 47-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით.
დადგენილია, რომ შპს „N------–---------–---–----ის“ 100%-იანი წილი აუქციონზე გასხვისდა 2011 წლის 17 ნოემბერს, ხოლო წილზე ახალი შემძენის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში გატარდა 2011 წლის 5 დეკემბერს.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონოს მე-51 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება. ამდენად, თ---–------------ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 17 ნოემბრის აუქციონის შედეგად ზემოხსენებული ნორმით განსაზღვრულმა სამართლებრივმა ურთიერთობამ ასახვა ჰპოვა 2011 წლის 29 ნოემბერს (გაიცა საკუთრების მოწმობა) 2011 წლის 5 დეკემბერს (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში) და ამ დღიდან წილის მესაკუთრე გახდა ვ------- მ-----–----ე.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დივიდენდის სამართლებრივი ბუნების გარკვევა. პალატა განმარტავს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოგების წილის (დივიდენდის) მიღების უფლება მოიცავს დივიდენდის მიღების ზოგად უფლებას (დივიდენდის მიღების უფლება) და კონკრეტული სამეურნეო წლის ბოლოს პარტნიორის მიერ საზოგადოების მოგების ნაწილის მოთხოვნის უფლებას (დივიდენდის მოთხოვნის უფლება). მათ შორის განსხვავება იმაშია, რომ პირველი უფლება წარმოიშობა საზოგადოების პარტნიორად გახდომის მომენტიდან, ხოლო მეორე – საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან. (აღნიშნული განმარტება სრულად შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, იხ. სუსგ საქმე #ას-1328-1170-2010).
სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.
აღნიშნულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ დივიდენდის მიღების უფლება განუყრელადაა დაკავშირებული პარტნიორად ყოფნასთან და მისი სხვა პირისათვის გადაცემა წილისაგან დამოუკიდებლად დაუშვებელია. ამ უფლების გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ წილთან ერთად, ამიტომ წილის დათმობით ამ უფლების დათმობაც ხდება. სხვა საკითხია დივიდენდის მოთხოვნის უფლების გადაცემა, ვინაიდან, იგი დამოუკიდებელი უფლებაა და წილის გადაცემის შემთხვევაში ავტომატურად არ გადადის წილის მიმღებზე. ამდენად, წილის დათმობის (გასხვისების) დროს ხელშეკრულებაში სპეციალურად უნდა აღინიშნოს დივიდენდის მოთხოვნის უფლების გადაცემის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, ქ. თ---–-----------მ გაასხვისა მისი 100%-იანი წილი 2011 წლის 5 დეკემბერს (მოცემული მომენტიდან მან დაკარგა დივიდენდის მიღების ზოგადი უფლება, ხოლო ყოფილი პარტნიორი - ქ. თ---–----------- შეინარჩუნებდა თუ არა დივიდენდის მოთხოვნის უფლებას, პალატის მოსაზრებით, აღნიშნული საჭიროებდა მხარეთა შორის სპეციალურ შეთანხმებას (ან დათქმას) ან პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილებას, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. დადგენილია, რომ 2012 წლის 5 დეკემბრამდე (წილის საკუთრების რეგისტრაციამდე) პარტნიორთა გადაწყვეტილება დივიდენდის განაწილების თაობაზე მიღებული არ ყოფილა.
რაც შეეხება, ქ. თ---–---------------ის 2010 წლის 2 ივლისის №--------- და 2011 წლის 27 ივნისის №--------- დადგენილებებს, 2012 წლის 2 ივლისის№№--------- და 2012 წლის 23 ოქტომბრის №---------- დადგენილებებს და, რაზედაც აპელანტი ამყარებს სააპელაციო საჩივარს, პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან, ახალი მესაკუთრის - შპს ვ------- მ-----–----ის საკუთრების უფლება წილზე დარეგისტრირდა 2011 წლის 5 დეეკმბერს, ხოლო ქ. თ---–---------------ის №--------- და №---------- დადგენილებები დივიდენდის განაწილების შესახებ მიღებულია 2012 წლის 2 ივლისს და 2012 წლის 23 ოქტომბერს, (ანუ იმ დროს, როდესაც ქ. თ---–---------------ა აღარ სარგებლობდა პარტნიორის უფლებამოსილებით), ხსენებული დადგენილებები ვერ იქნება განხილული უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებად და შესაბამისად, ვერ გამოდგება სარჩელის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
„,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს (“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტი).
მხარეთა შორის რაიმე დათქმა დივიდენდის ან/და ეკონომიკური აქტივობის ამსახველი დოკუმენტების მოთხოვნის/’მიღების თაობაზე არ ყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა უსაფუძლოდ მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის პრეტენზიას და მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საქმეზე გამოტანილი იქნა დასაბუთებული გადაწყვეტილება.
4.7. აპელანტი ქ.თ---–----------–----–--------------- სააპელაციო საჩივრით ძირითად გადაწყვეტილებასთან ერთად ასაჩივრებს ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.11.2015წ. დამატებითი გადაწყვეტილებას, რომლითაც ქ. თ---–----------–---–----------------ს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების გადახდა - 875 ლარის ოდენობით.
აპელანტი უთითებს მასზედ, რომ ვინაიდან არ არსებობდა ქ. თ---–----------–----–--------------ის სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი, შესაბამისად არ არსებობდა იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების დაკისრების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამდენად, კანონი ადგენს მაქსიმალურ ზღვარს, რომლის ფარგლებშიც სასამართლომ გონივრული ოდენობით უნდა დააკმაყოფილოს სარჩელი.
საქმეში წარმოდგენილია შპს ,,M---------“ და ადვოკატ ფ.ჭ--–--ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურების შესახებ, რომლის შესაბამისადაც პირველი ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის მომსახურების ღირებულება შეადგენდა 875, ამ ხელშეკრულების საფუძველზე 875 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ტ.I, ს.ფ.244-247).
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობის ფარგლებში მართებულად დააკისრა წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 875 ლარის ოდენობით. შესაბამისად, დამატებითი გადაწყვეტილება სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თ---–----------–----–--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 30 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები ოთარ სიჭინავა
თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი