განაჩენი

სისხლის სამართლის 11.09.2018
საქმის ნომერი
120100118002391501
ინსტანცია
თარიღი
11.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002391501

საქმე #1ბ/846-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: კ---------–---–---–ის

მსჯავრდებულის: ლ----------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--–----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ლ----------------ის, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის, (პირადი #1----------), ნასამართლობის მქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------------–------------------------–-, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ----------------ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით 18 საათზე, ქ------------–-----------–-- ქუჩაზე, ლ----------------ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ-------------–---ეს, კერძოდ, მარჯვენა ხელი ერთხელ დაარტყა სახეში, ასევე რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და ტანის არეში, შემდეგ პლასტმასის დაბალი სკამი ესროლა გ-------------–---ეს, რაც მოხვდა მარცხენა ფეხში, რის შედეგადაც გ-------------–---ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის განაჩენით:

 

ლ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით, ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილის N-------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 999,6 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ლ----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 1 წელი და 6 თვე, ასევე, ლ----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 999,6 ლარის ოდენობით.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ--–----------ემ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ლ----------------ის მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით, კერძოდ, ლ----------------ისთვის სამართლიანი და კანონიერი სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით, რომელიც არ იქნება პირობითად ჩათვლილი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მსჯავრდებულ ლ----------------ის მიმართ, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის გაზრდის თვალსაზრისით, ცვლილება უნდა შევიდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის კუთხით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ლ----------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ გ-------------–---ის, მოწმეების - ა-–-----------ის, ნ-–---------––----იას, ა------––------ს, თ------------------ის და მ--------------ის გამოკითხვის ოქმებით, ლ----------------ის მიერ დანაშაულის აღიარებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (თანდართული ფოტოცხრილით), სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #---------- დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ----------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ლ----------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. გასათვალისწინებელია, რომ ლ----------------ე წარსულში ნასამართლევია ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც დანიშნული სასჯელი - ჯარიმა დღემდე ასანაზღაურებელია. ამდენად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ლ----------------ემ მომავალშიც კვლავ ჩაიდინოს ანალოგიური ხასიათის განზრახი დანაშაულები.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პროკურორის სააპელაციო საჩივარში მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გასამკაცრებლად (თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი არ იქნას პირობითად ჩათვლილი) მითითებულ ზემოხსენებულ არგუმენტებს ვერ გაიზიარებს. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადასტურებას და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია ლ----------------ის მიერ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, ხოლო სასჯელის განსაზღვრისას ლ----------------ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის მას სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რაც პალატის აზრით, სამართლიანია, ვინაიდან ლ----------------ის მიერ ბრალის აღიარება, ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი მონანიება, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას - სწორედაც წარმოადგენს შემამსუბუქებელ გარემოებებს. პალატა მიიჩნევს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება სწორედაც რომ გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტის დროს. რაც შეეხება ლ----------------ის წარსულში ნასამართლობას (2015 წლის 7 აპრილის განაჩენით), აღნიშნული გარემოება აისახა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში და მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელი დაენიშნა განაჩენთა ერთობლიობით. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში პროკურორის მოსაზრებას, რომ შესაძლოა, ლ----------------ემ მომავალშიც ჩაიდინოს ძალადობრივი დანაშაული, სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ ლ----------------ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ლ----------------ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების (თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი არ იქნას პირობითად ჩათვლილი) საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ლ----------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ. ლ----------------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში პროკურორის სააპელაციო საჩივრის განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, იგი არ არის ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. რაც შეეხება გამოძიებასთან თანამშრომლობას, პალატა მიიჩნევს, რომ ლ----------------ემ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან. რაც შეეხება მსჯავრდებულ ლ----------------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის კანონიერებას, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ლ----------------ეს საბოლოო სასჯელი დაენიშნა განაჩენთა ერთობლიობით, თუმცა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული და პირობითად ჩათვლილი სასჯელის გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა ერთი წელი და ექვსი თვე, რაც არ შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის მოთხოვნას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა გაეზარდოს პირობითად ჩათვლილი სასჯელის (თავისუფლების აღკვეთის) გამოსაცდელი ვადა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ლ----------------ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--–----------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის განაჩენში მსჯავრდებულ ლ----------------ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;

 

ლ----------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით, ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატოს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 999,6 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ლ----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე, ასევე ლ----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 999,6 ლარის ოდენობით;

 

პირობით მსჯავრდებულ ლ----------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

1 ცალი პისტოლეტი მჭიდით, დაუბრუნდეს გ-------------–---ეს;

1 ცალი მასრა, 2 ცალი ვაზნა, დაუბრუნდეს გ-------------–---ეს;

მოწითალო ფერის ლაქები და გ-------------–---ის ხელებიდან აღებული ანაწმენდები, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე